მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 479 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შემოდგომაზე, როცა ჩვენს ქვეყანას თანდათან ფრინველები აკლდება, თბილი ქვეყნები ჩვენგან წასული ფრინველებით ივსება. ჯერ ჩაფრინდებიან ის ფრინველები, რომლებიც აქედან ადრე მიფრინავენ, მერე მათ შემდეგ გაფრენილები, ბოლოს კი ისინი, რომლებიც ყველაზე უფრო გვიან გვანებებენ თავს.

რომელი ფრინველებიც მოგზაურობას ცალ-ცალკე არჩევენ, თბილ ქვეყნებშიც თითო-თითო მიფრინავენ; ერთად წამსვლელი ფრინველები კი გუნდ-გუნდად გაფრინდებიან ხოლმე.

მშვენიერი სანახავია ამ დროს სამხრეთის თბილი ქვეყნები: მინდვრები, ტყეები, ტბები სულ სავსეა სხვადასხვა ჩვენებური და იქაური ფრინველებით. მათი ჟივილ-ხივილი მთელ იქაურ ბუნებას აღვიძებს. მეტადრე მწყრების ისეთი დიდი გუნდები დაფრინავს ხოლმე, რომ მარჯვე მონადირე თოფით დღეში ოთხას და ხუთასზე მეტს მოკლავს.

ჩვენი ფრინველების უმეტესი წილი საზამთროდ ეგვიპტეში მიდის, სადაც მაღალი, მიუდგომელი და სალი მთებია, რომელთაც გარს აკრავს აყვავებული, დამუშავებული და ჭალიანი მინდვრები. ეგვიპტეში მრავალი ტბა და ჭაობია; ამიტომ ეგვიპტეს უამრავი ფრინველი ეტანება და მთელ ზამთარს იქ ატარებს.

მეტადრე ურიცხვი ფრინველი გროვდება იქაურ ტბებში, რომლებსაც გარშემო მშვენიერი ბზის ტყეები არტყია. თუმცა ამ ტყეებში ზაფხულშიც ბევრი ფრინველი ცხოვრობს, მაგრამ ამ ფრინველების რიცხვი სრულიად არ შეედრება ზამთარში მცხოვრებლების რაოდენობას. ასე გეგონება, მთელი ქვეყნის ფრინველებს თავი იქ მოუყრიათო; ხან მთელი ტბა ისეა სავსე, რომ წყალი აღარ ჩანს, ნემსის ყუნწიც არ ჩავარდება. თუ ამდენმა ფრინველებმა თოფის ხმა გაიგონა, უცებ აფრინდება და ასეთს გრიალს გაიღებს, რომ რამდენიმე ვერსზე კაცი ხმაურს გაიგონებს. 

ზოგჯერ გუნდი ისეთი დიდია, რომ ფრენის დროს თითქმის მზეს აბნელებს. საკვირველია, იმდენ ფრინველს რა თევზი უძლებს; მათ ყოველ დღე, ყველაზე ცოტა - სამოცი ათასი გირვანქა თევზი მაინც დაჭირდება. არწივებსა და შევარდნებს ამ ტყეების ახლოს დაბინავება უყვართ, რადგან ისინი ფრინველებით იკვებებიან. საშინელი ალიაქოთი შეუდგება ხოლმე ფრინველების გუნდს, როცა ზევიდან შევარდენი სანადიროდ ტბაზე ისარივით დაეშვება. ყველა ფრინველი ცდილობს თავს უშველოს, მაგრამ ერთ-ერთი მაინც შავარდენს კლანჭებში უთუოდ ჩაუვარდება.

მძლავრის არწივის არამც თუ პატარა ფრინველებს ეშინიათ, მისგან გარეული ბატებიც დიდად ზარალობენ. ამ დიდ ფრინველს არწივი ყოველთვის დაეწევა ხოლმე და ადვილად მოინადირებს.

არც ერთი ჩვენებური ფრინველი ზამთრობით თბილ ქვეყნებში სრულ მხიარულებას არ გრძნობს. ფრინველებს აგონდებათ თავიანთი სამშობლო, სადაც დროს მხიარულად და ბედნიერად ატარებდნენ, სადაც საყვარელი ბარტყები დაზარდეს, და ნაღვლიანად არიან. როგორც მგზავრობის დროს, ისე თბილ ქვეყნებში, არც ერთი ჩვენებური ფრინველი არც გალობს, არც ბუდეს იკეთებს და არც ბარტყებს ჩეკს. რატომ? იმიტომ, რომ იმ საზამთრო ადგილებს უცხო ქვეყნებად თვლიან და არა სამშობლოდ.

ფრინველები მოუთმენლად ელიან ჩვენთან დაბრუნებას და ეს დრო რომ მოახლოვდება, თითქოს ცოცხლდებიან, ძველებურად გალობენ და იქაურ მინდვრებს მხიარული გალობით აღვიძებენ.

რა უხარიათ ფრინველებს? ის, რომ თავიანთ სამშობლოში გაზაფხულის მოახლოება შეიტყვეს; იციან, რომ ცოტა ხნის შემდეგ თავიანთ საყვარელ და სანატრელ ქვეყანაში წამოსვლა მოუხდებათ. რამდენადაც უფრო და უფრო ახლოვდება წამოსვლის დრო, იმდენად უფრო ძლიერდება ფრინველების სიხარული, უფრო ბევრს ფრენენ, მალ-მალე გალობენ; დედალ-მამალი ფრინველები ერთმანეთს ეთამაშებიან, ტოროლა მაღლა-მაღლა ცაში მიდის და მინდვრებს მხიარულად დასძახის; ბულბულები ჭალებსა და ტყეებში საამურად უსტვენენ.

დადგება მარტი და თანდათან თბილი ქვეყნების მინდვრები ცარიელდება, ჩვენებური ფრინველები ერთიმეორის მიყოლებით იმ ადგილებს თავს ანებებენ და ჩვენი ქვეყნისაკენ მოეშურებიან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ