მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 357 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფრინველები უკან დასაბრუნებლადაც სწორედ ისე ემზადებიან, როგორც წასვლისთვის მოემზადნენ. წამოსვლის წინ, დაფანტული ფრინველები ერთად მოგროვებას იწყებენ და როცა გუნდი შედგება, აფრინდებიან და ჩვენსკენ გამოსწევენ. რა წესით და რიგითაც აქედან წავიდნენ, იქედანაც იმავე წესით და რიგით ბრუნდებიან. მაგრამ ერთი დიდი განსხვავებაც არის: როცა აქედან თბილ ქვეყნებში მიემგზავრებიან, ნაღვლიანად არიან, ეტყობათ, რომ სამშობლოს დატოვება ენანებათ და უხალისოდ მიფრინავენ, მაგრამ როცა სამხრეთის ქვეყნებიდან ბრუნდებიან, დიდი სიხარული აქვთ, წამდაუწუმ გალობენ და მთელ არემარეს ჟივილ-ხივილით ავსებენ.

დაბრუნების შემდეგ ყველა ფრინველი ცდილობს, რომ თუ ჯერ არა ჰყავს, დედალი იშოვოს. არიან იმისთანა ჯიშის ფრინველები, როცა ჯერ მამლები მოფრინდებიან, მერე დედლები. რასაკვირველია ისინი ცდილობენ, ერთმანეთი მალე იპოვნონ, ამიტომ თითქმის მუდამ ჭყივიან და გალობენ, რომ ერთმა მეორეს თავისი ხმა გააგონოს. როცა მამლები დედლებს იპოვნიან, მაშინვე ბუდის კეთების თადარიგს შეუდგებიან. თუ ძველი ბუდე მოშლილი არ დახვდათ, ახალ ბუდეს არ აკეთებენ; მხოლოდ ძველ ბუდეს გამოწმენდენ და გაასუფთავებენ. მაგრამ, თუ ძველი ბუდის ადგილი აღარ მოეწონათ, მაშინ ახალ ადგილს მოძებნიან და ბუდის კეთებას იქ იწყებენ.

მაგრამ, განა ნამდვილად ვიცით, რომ ის ფრინველები, რომლებიც გაზაფხულზე ჩვენს ქვეყანაში მოდიან, სწორედ ისინი არიან, შემოდგომაზე რომ აქედან წავიდნენ? ახლად მოსული ფრინველები ჩვენ ქვეყანას ალერსიანად შეხარიან და ცხადად ეტყობათ, რომ მისი ნახვა ესიამოვნათ. ყველა ფრინველი გულდასმით და გაბედულად დაეძებს თავის ძველ ბუდეს. ყოველ მოქმედებაში: ფრენაში, საჭმლის შოვნაში, ადამიანთან განწყობილებაში, ფრინველებს ეტყობათ, რომ უცხონი არ არიან და ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია იცნობენ. მერცხლები მოსვლისთანავე თავიანთ ბუდეს იპოვნიან ხოლმე და იჩემებენ, როგორც ნამდვილი პატრონები. ასევე იქცევიან სხვა ფრინველებიც.

აი კიდევ რამოდენიმე მაგალითი, რომელიც უფრო ცხადად ამტკიცებს, რომ გაზაფხულზე ჩვენთან მოფრენილი ფრინველები არიან სწორედ ისინი, რომელნიც შემოდგომაზე ჩვენი ქვეყნიდან გაფრინდნენ.

ერთმა მეცნიერმა ზაფხულში ერთი მერცხალი შეიჩვია. მალ-მალე მიფრინდებოდა თავის მეგობართან, მიუჭიკჭიკებდა, მიუალერსებდა და ხელზე დააჯდებოდა ხოლმე; ცოტას ხნის შემდეგ ისევ აფრინდებოდა და თავის საყვარელ მინდორში ჭიკჭიკით გასწევდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, მერცხალი სადაც კი ნახავდა თავის მეგობარს, ყოველთვის მიესიყვარულებოდა ხოლმე. შემოდგომაზე სხვა მერცხლებთან ერთად ეს მერცხალიც თბილ ქვეყანაში გაფრინდა. გაზაფხულზე, როცა მოფრინდა, გზაზე დაინახა თავისი ნაცნობი მეცნიერი, რომელიც მახლობელ ქალაქში მიდიოდა. მერცხალმა მაშინვე იცნო და მხიარული ხმით მიუალერსა. კაცმა ხელი გაუშალა და მერცხალი ზედ დააჯდა. მთელი გაზაფხული და ზაფხული მერცხალი თავის მეგობარს, როცა კი სადმე შეხვდებოდა, ასე გულღიად ექცეოდა. რასაკვირველია, შემოდგომაზე მერცხალი ისევ თბილ ქვეყნებში გაფრინდა. გაზაფხულზე რომ მოფრინდა, თავის ნაცნობთან უწინდელივე მეგობრობა განაახლა. მესამე წელიწადს კი აღარ მობრუნებულა. ალბათ კეთილი მერცხალი დაიღუპა, თორემ რასაკვირველია ძველებური სიხარულით მობრუნდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

ერთმა კომერსანტმა ჭალის ჩიტს ბუდე ჩამოუშალა და ორი ბარტყი ამოიყვანა. ერთი სამამლე გამოდგა, მეორე სადედლე. დედალი გაუშვა, ხოლო მამალი გალიაში ფანჯრის გარეთ დაკიდა. დედალი ჩიტი თავის ძმას მალ-მალე ეწვეოდა ხოლმე, გალიაში თავს შეყოფდა და თავის ძმასთან ერთად ჭამდა. მერე პატრონმა გალია შიგნით შეიტანა და ფანჯარაზე დადგა, ფანჯარა კი ცოტათი ღია დატოვა. გულადი დედალი ჩიტი ფანჯრიდან უშიშრად შედიოდა, გალიის გვერდზე ჯდებოდა, თავის ძმას ეალერსებოდა და იმის საჭმლით იკვებებოდა. როცა დანაყრდებოდა, ისევ გაფრინდებოდა, ახლომახლო ხეზე დაჯდებოდა და საამურად ჭიკჭიკებდა.

შემდგომ სახლის პატრონმა გალია მეორე კედლის ფანჯარაზე გადაიტანა, უწინდელი ფანჯარა კი გაღებული დააგდო. დედალი ჩიტი რომ მოვიდა. ჯერ დაფიქრდა, მერე მაინც ფანჯრიდან გაბედა შესვლა, იატაკზე ჩახტა, მერე მაგიდაზე შეხტა, რომელიც ოთახის შუაში იდგა, მაგიდიდან აფრინდა და თავის ძმას მიუჟღურტულა. ბოლოს, ჩვეულებრივად, ჭამას მიყო ხელი და, როცა გაძღა, უკან ისევ უშიშრად გაფრინდა.

მას შემდეგ მთელი ზაფხული მალ-მალე ეწვეოდა ხოლმე თავის ძმას. შემოდგომაზე ეს ჩიტი სხვა ჩიტებს გაჰყვა თბილ ქვეყნებში. გაზაფხულზე ისევ დაბრუნდა და თავის ძმას ძველებურად მალ-მალე მოინახულებდა ხოლმე. ბოლოს გალიის ახლოს ბუდეც გააკეთა, ძმის საჭმლით იკვებებოდა და თავის ბარტყებსაც აქედან ასაზრდოებდა. ოთხჯერ კიდევ წავიდ- წამოვიდა თბილ ქვეყნებში და ძმას მუდამ დასავით ექცეოდა. მეექვსე გაზაფხულზე კი ვეღარ დაბრუნდა...

რა საოცარია, იმ სიშორიდან ფრინველებს გზა როგორ არ ეკარგებათ და სამშობლოს როგორ პოულობენ...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ