მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 220 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მოხდენილი კარმიდამოს გვერდით ვენახია გაშენებული. გარშემო განიერი და მაღალი თხრილია შემოვლებული. თხრილზე ეკლის კონებია დაწყობილი, ღობეზე რომ ქურდი არ გადაიპაროს, ან შინაური საქონელი არ გადავიდეს. შინაურების შესასვლელად ფიცრის კარებია დაკიდებული, რომელიც დაკეტილია. ვენახის გვერდებზე ხეხილია ჩამწკრივებული: კაკალი, ვაშლი, მსხალი, ბერძნული თხილი, ჭანჭური, ქლიავი, კომში, ფშატი, ნუში, ბალი, ალუბალი და სხვა. ხეხილს შორის ყვავილების ბუჩქებია დარგული. ჩრდილოეთის მხრიდან, ღობის სიგრძეზე სასარე ნერგებიც გაუხარებიათ. ვენახის შუაგული უჭირავს ხშირად ჩაყრილ ვაზს. ვაზებს შორის შიგადაშიგ ატამია ამოსული.

ვაზს ნოყიერი მიწა უყვარს. ამიტომ ვენახის მიწას ხშირად ანაყოფიერებენ ნაკელით. ვაზს ხეხილივით ფეხზე დგომა არ შეუძლია, მიწაზე წოლა კი ყურძენს გააფუჭებს. ამიტომ თითეულ ვაზს სარზე აკრავენ. სადაც ძალიან ცივი ზამთარი იცის, საზამთროდ ამ სარებს გამოაცლიან და ვაზებს მიწაში მარხავენ, რადგან ვაზი თუ გარეთ დარჩა, ყინვა დააზრობს და გაახმობს. გაზაფხულზე ვაზს ფეხზე აყენებენ, სხლავენ და ისევ სარებზე აკრავენ.

საამური სანახავია ვენახი გაზაფხულზე, როცა ხეხილები სხვადასხვა ფერად ყვავიან: თეთრად, წითლად და თეთრ-წითლად. კიდევ უფრო სასიამოვნოა მისი ნახვა ზაფხულში: დამწიფებული ბალი წითლად იჭყიტება, მოსული მსხალი ყვითელი ქარვასავით გამოიყურება: დასრულებული თურაშაული ვაშლი მწვანე ფოთლებში წითლად ბზინავს. მაგრამ ვენახი შემოდგომაზე ყველაზე საუცხოო სანახავია. დამკრახული ყურძნის მტევნები. თეთრ-წითლად დამწიფებული ატმები, კომშები, გოგრები და საზამთრო ვაშლები სამოთხეს ამსგავსებენ ვენახს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ