მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 420 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტყე ქვეყნის მშვენებაა. სადაცა ტყეა, იქ ბუნებაც სიცოცხლით არის სავსე, ხოლო სადაც ტყე არ არის, იქ ბუნება თითქოს მკვდარია.

ზაფხულობით ტყეს არაფერი შეედრება. ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთლებით. ფოთლები ნიავის დროს საამურად შრიალებენ და სიცხის დროს ხეების ქვეშ გრილ ჩრდილს აყენებენს. ზოგი ხე ისე მაღლაა წასული, რომ წვერამდე თვალს ვერ შეუწვდენ; ზოგს ისე განზე გაუშლია ტოტები, რომ მის ქვეშ რამდენიმე ოჯახი თავისუფლად დაბინავდება.

ერთ ადგილზე დევებივით ჩამწკრივებულა უზარმაზარი მუხები, მეორე ადგილას ალვის ხესავით მაღლა ატყორცნილან ჭადრები, მესამე ადგილს მშვენიერ სუნს ფენენ ხშირფოთლიანი ცაცხვები, მეოთხე ადგილას ტყეს ამშვენიერებს დიდი წიფელი, მაგარი ნეკერჩხალი და სხვა ხეები. ხეებს შორის ათასობით დაცოცავენ მარდი ჭიანჭველები. თუ ბალახებს დააცქერდები, წითლად დაბრაწული მარწყვი, ჟოლო და შავად დამწიფებული მაყვალი შემოგაჭყეტს თვალებს.

თუ მაღალ ხეებს ახედავ, მრავალგვარ ფრინველს შენიშნავ. აი, მუხის უმაღლეს ტოტზე მოუკალათებია ქორს და ბრდღვიალა თვალებით აქეთ-იქით იცქირება; იქ გუგული შემომჯდარა განმარტოვებით იფნის ტოტზე და ბოლოს ქნევით გაიძახის თავის „გუგუს“. მესამე ხეზე ზის წყნარი ბულბული, თვალები დაუხუჭავს და ნაზი ხმით ტკბილად გალობს; მეოთხე ხეზე კოდალა ღონივრად სცემს თავის მაგარ ნისკარტს ხის ფუღუროს და კარგი დურგალივით აკაკუნებს.

ტყის შუაგულიდან მელას წკავწკავი მოისმის, რომელსაც თითქოს ბანს აძლევს მგლის ყმუილი. სადღაც დაბურულ კუთხეში ისმის ტოტების ლაწალუწი, - ეს დათვს მოშიებია, თავისი ბუნაგიდან გამოსულა და სანადიროდ მიდის. მშიშარა კურდღელისთვის ხეების მსხვრევის ხმას ტკბილი ძილი დაუფრთხია და გულგახეთქილი სწრაფად მირბის ხეებს შორის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ