მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 370 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბავშვებსაც და დიდებსაც ციება ძალიან ემტერებათ და შენი მტერი იყოს, იმ დღეში, რაც ისინი წვალებაში იქნებოდნენ, ამ ავადმყოფობას უებარი წამალი რომ არ ჰქონოდა. ეს წამალი არის მწარე ქინაქინა. ვინ მოთვლის, რამდენი ბავშვი განუკურნავს ციებისაგან და ახლაც კურნავს. დიახ, ქინაქინა ბავშვების ერთგული მეგობარია, მაგრამ ისინი ხეირიანად არც კი იცნობენ თავის კეთილისმყოფელს. არ იციან, რა არის ქინაქინა, სად მოიპოვება და როგორ ჩნდება ჩვენს აფთიაქებში ეს დაუფასებელი ნივთიერება. ამიტომ მე მინდა მოვუთხრო მათ ქინაქინის ამბავი.

შორს, ძალიან შორს, არის ერთი მცენარეებით მეტად მდიდარი ქვეყანა - ამერიკა . ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე გასდევს ძალიან გრძელი მთების ქედი. ეს მთები შემოსილია დიდი და თითქმის გაუვალი ტყით. სწორედ ეს ტყეებია ქინაქინის ხის სამშობლო. მას აქვს სწორი და მოყვანილი ტანი, რომელიც სამი-ოთხის კაცის სიმაღლეზე ადის, სისქით კი ნახევარ არშინზე ნაკლებია. ქინაქინა ნაზი მცენარეა, არ უყვარს სიცივე, მაგრამ დიდი სიცხისაც ეშინია; წყენს სინოტივე, მაგრამ არც მეტად მშრალი ჰაერის ატანა შეუძლია. ამიტომ ეს უძვირფასესი ხე ხარობს მხოლოდ ერთ განსაზღვრულს ადგილას. ეს ადგილი მთების შუა ზოლში მდებარეობს, სადაც შავი ღრუბლები მხოლოდ ხანდახან გადახურავენ ხოლმე თავზე ნისლის საბანს.  ქინაქინის სადმე სხვაგან დარგვა და გახარება გახარება ძალიან ძნელია.

ამ ცხელ ქვეყანაში თებერვლიდან დაწყებული მაისამდე ყოველ დღე ქრის ძლიერი ქარი და მოდის ისეთი მსხვილი წვიმა, რომ გეგონება, წყალს კოკებით საგანგებოდ ასხამენო. მხოლოდ მაისში გადაიღებს ხოლმე და შეჩერდება ქარიშხალი. სწორედ ამ დროს ევროპელი ვაჭრები ამერიკელ მუშებს ქირაობენ და გზავნიან დაბურულ ტყეებში ქინაქინის ქერქის შესაგროვებლად. ქინაქინის მიგნება ადვილი არის, იმიტომ რომ ეს პატარა ხე დაბურულ ტყეში, რომელიც სავსეა მრავალი სხვა უზარმაზარი ხეებით, მხოლოდ აქა-იქ ხარობს. ამიტომ, ამერიკელი მუშები, მივლენ თუ არა დანიშნულ ტყეში, მაშინვე დაუწყებენ ხოლმე კვლევას და თვალიერებას გარშემო ადგილებს. ერთი მათგანი ირჩევს ყველაზე მაღალ ხეს, ადის მის წვერამდე, იქიდან იცქირება აქეთ-იქით და ეძებს ქინაქინის ხეს.

ქინაქინას ისეთი წითლად მბზინავი ფოთლებია ასხია, რომ ადამიანი მას შორიდან ათას ხეში გამოარჩევს. დაინახავს თუ არა ამ წითლად მბზინავს ფოთლებს, ხეზე ასული თავის ამხანაგებს ანიშნებს, თუ საით უნდა წავიდნენ ქინაქინის მისაგნებად. როცა მიაგნებენ იმ ადგილს, სადაც ქინაქინის ხეები ბლომად არის ამოსული, მაშინ ამერიკელები იქვე ხის ქოხს იკეთებენ ღამის გასათევად და მოკრეფილი ქერქის შესანახად. ერთი მათგანი ქოხში რჩება საჭმლის გასაკეთებლად და ხორაგის შესანახად, სხვები კი ამ დროს ქინაქინის ზეს ქერქს აძრობენ.

ქერქის აძრობის დროს მეტად უგუნურად იქცევიან: ჭრიან მთელ ხეს, აძრობენ ქერქს და ღეროზე და ტოტებზე სრულიად არ ზრუნავენ, რომ მოჭრილი ხის მაგივრად ახალი ხე ამოვიდეს. აძრობილი ქერქი ტომრებით შინ მიაქვთ დამქირავებელთან. ამის შემდეგ ქერქს ნაყავენ და ფხვნილად აქცევენ. ვაჭრებისგან ქინაქინას აფთიაქის პატრონები ყიდულობენ, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდიან ციების ამ უებარ წამალს.

წინათ ქინაქინა ძალიან ძვირი იყო, რადგანაც მარტო ამერიკაში ხარობდა. ეხლა კი გაიაფდა იმის გამო, რომ სხვა ქვეყნებშიაც მოახერხეს მისი დარგვა და გახარება. თუმცა სხვა ქვეყნებში გახარებულ ქინაქინას. ისეთი ძალა არ აქვს, როგორც ამერიკულს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ