მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 297 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დედამიწის ზურგზე ძნელად მოიპოვება იმისთანა ქვეყანა, რომ სიმშვენიერით საქართველოს სჯობდეს. ბევრ ქვეყანას უჭირავს სრულიად სწორი და ვაკე ადგილი, რომელიც თავისი ერთფეროვნებით ბეზრდება ადამიანს და მცენარეებით შემოსილი დაბალი სერიც კი თვალს არ ახარებს. 

ზოგი ქვეყანა მოფენილია ტიალი კლდეებით, სადაც ამწვანებული მინდორი იშვიათი სანახავია. ჩვენი სამშობლო მოშორებულია ორივე უკიდურესობას. საქართველოს ბუნება ძალიან მდიდარია და შემკული სხვადასხვა სურათებით. აქ კაცი ხედავს ვრცელ ვაკეს, რომელიც სხვადასხვა მოსავლით საამურად არის მოფენილი სხვადასხვა მოსავლით; იქ თვალს წარმოუდგება მრავალგვარი ხეებით შემოსილი მთები. აქ მწვანედ ბიბინებს ტყეებს შუა გაგრძელებული ველი; იქ თვალს იტაცებს მთებს შუა ვიწრო ხეობა, სავსე მრავალფეროვანი ხეხილით და მაცხოვრებლებით. 

სილამაზით ქართველებიც თავის სამშობლოს არ ჩამოუვარდებიან; ქართველის, ბერძნის და ჩერქეზის სილამაზე მთელს დედამიწაზეა განთქმული. ჩამომავლობით ქართველები უწარჩინებულეს - კავკასიის ტომს ეკუთვნიან და ნიჭიერ ხალხად მიიჩნევიან. ასეთი ქვეყნის შესწავლა უცხოელთათვის ძლიერ სასიამოვნო პროცესია, და ქართველისთვის ხომ სირცხვილია, რომ საკუთარი ქვეყნის გაცნობას არ ცდილობდეს.

 

შედარება

(დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს)

 

საქართველოში ჰავა ერთნაირი არ არის. დასავლეთ საქართველოში წვიმა ხშირია და ძალიან ნოტიო ჰაერი იცის. ამის მიზეზი შავი ზღვის სიახლოვეა. ზღვიდან დასავლეთის ქარს ღრუბელი უხვად მოაქვს, აქ წვიმა ხშირად მოდის და აჩენს ტბებსა და ჭაობებს. ჭაობების სინოტივე ძლიერ მავნებელ ციებ-ცხელებას იწვევს, მეტადრე შავი ზღვის პირას და ბევრ ხალხს აზარალებს. 

აღმოსავლეთი საქართველო, ანუ ქართლ-კახეთი, შავი ზღვიდან დაშორებულია. ამის გამო, აქ წვიმა უფრო იშვიათად მოდის; აქაური ჰაერიც უფრო მშრალი და სუფთაა. ჰავა დასავლეთში უფრო ზომიერია, ვიდრე აღმოსავლეთში. ამისი მიზეზიც შავი ზღვაა. როგორც უკვე ვიცით, ზამთარში ზღვის ჰაერი ხმელეთის ჰაერზე უფრო თბილია, ხოლო ზაფხულში უფრო გრილი. ამიტომ, იმერეთში შავის ზღვის სითბო, ზამთრის სიცივეს არბილებს. ზაფხულის სიცხეს კი ანელებს და ზომიერს ხდის.

შავ ზღვას, სიშორის გამო აღმოსავლეთ საქართველოზე ასეთი ზემოქმედება არა აქვს. რის გამოც ზამთარში სურამის მთის აღმოსავლეთით უფრო ცივა და ზაფხულში უფრო ცხელა, ვიდრე დასავლეთით.

შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქებში ზოგჯერ მთელი ზამთარი ყვავილები ყვავის და ქრისტეშობის თვეში ჭექა-ქუხილი ისმის, აღმოსავლეთში კი იმავე დროს თოვლი დევს. ზაფხულში, როცა აუტანელი სიცხისაგან თბილისის ახლომახლო მიდამო სრულიად გადამწვარი და მოშიშვლებულია, ამ დროს შავი ზღვის ახლოს მდებარე ღელეები მწვანედ არის შემოსილი ხშირი და მაღალი მცენარეებით.

ჰავის განსხვავების მიზეზი მხოლოდ შავი ზღვა არ არის, დიდი გავლენა აქვს სურამის მთასაც, რომელიც აკავებს დასავლეთიდან მომავალ ღრუბლებს, იმერეთის მხარეში აგროვებს და აღმოსავლეთისკენ ნაკლებად უშვებს. ასევე ეღობება ზამთრობით იმერეთის თბილ და ქართლის ცივ ჰაერს. ზაფხულობით ნაკლებად უშვებს დასავლეთიდან გრილ და აღმოსავლეთიდან - ცხელ ჰაერს.

სურამის მთა რომ არ ყოფილიყო, ჰავის განსხვავება ბევრად ნაკლები იქნებოდა, რადგანაც მაშინ ჰაერი თავისუფლად იმოძრავებდა და ზომიერი გახდებოდა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ