მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 322 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კავკასიონის ქედის თოვლიან-ყინულოვანი მყინვარები სასარგებლოა ჩვენის ქვეყნისათვის. გამდნარი თოვლი და წვიმა, რომელიც მთაში ხშირად მოდის, აჩენს მრავალ მდინარეს, რომლებიც უხვად რწყავენ და ანოყიერებენ საქართველოს. რაც კავკასიონის ქედიდან წყალი გამოდის, ორ დიდ მდინარეში, რიონსა და მტკვარში ჩაედინება. რომელ წყლებსაც სათავე ლიხის მთის იქით აქვს, თითქმის სულ რიონში ჩადის, და რომელსაც ლიხის ქედს აქეთ - მტკვარში.

რიონს სათავე ზემო რაჭაში აქვს და გამოდის ფასის მთიდან აღმოსავლეთის მხრიდან. მდინარე ზემო ნაწილში ჩრდილოეთ-დასავლეთიდან მოდის, მერე ბრუნდება სამხრეთისაკენ, რაჭაში მოედინება და იმერეთში ჩამოდის. ქუთაისამდე რიონი ძლიერ ჩქარა მოდის, შემდეგ კი თანდათან მდორე ხდება. ქუთაისის ქვემოთ რიონს ერთვის ყვირილა. ყვირილას შეერთების შემდეგ რიონი დასავლეთისაკენ ბრუნდება. ორპირთან რიონს ცხენისწყალი უერთდება, რომელსაც სათავე ასევე ფასის მთაში აქვს სამხრეთით და რომელიც ჯერ სვანეთს გაივლის სამხრეთისაკენ და მერე იმერეთისა და სამეგრელოს საზღვარზე მოედინება.

ცხენისწყლის შეერთების შემდეგ რიონი ისევ დასავლეთისკენ მიედინება და შავ ზღვას ერთვის. რიონი საქართველოს ყველა მდინარეებზე უფრო სასარგებლოა, რადგანაც გემების ტარება შეუძლია; იყო დრო, როცა შავი ზღვიდან ორპირამდე გემი ადვილად მოძრაობდა, ვიდრე რკინისგზას გააკეთებდნენ.

მტკვარი საქართველოს სამხრეთის საზღვრიდან შემოედინება.; ახალციხემდე ჩრდილოეთისკენ მიდის, იქედან პირს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იბრუნებს, ბორჯომის ხეობას გაივლის და როცა სურამს მოაღწევს, აღმოსავლეთისკენ უხვევს. გორთან მტკვარს უერთდება ლიახვი, მერე - ქსანი, მცხეთასთან - არაგვი და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბრუნდება. კახეთის ბოლოს მტკვარს ერთვის ალაზანი, რომელიც კახეთში მოედინება და რომელშიც ჩადის იორი. ბოლოს მტკვარი კასპიის ზღვას უერთდება.

მტკვარი საქართველოსთვის თითქმის გამოუყენებელი მდინარეა. მასში გემების სიარული შეუძლებელია, რადგან ძლიერ ჩქარი დინება აქვს, ხოლო მისი ფსკერი და ნაპირები კლდეებით არის სავსე. გემები მხოლოდ კასპიის ზღვიდან სალიანამდე დადიან. ძველ დროში მტკვარი სანაოსნო მდინარე ყოფილა; კასპიის ზღვიდან სურამამდე თურმე პატარა გემები დაცურავდნენ. სამაგიეროდ მტკვარი სხვა მხრივ არის სასარგებლო: მასში ძალიან ბევრს თევზს იჭერენ, განსაკუთრებით სალიანთან. საიდანაც ბევრი თევზეულობა იგზავნება გასაყიდად.

წინათ მტკვარი ტივების გადაზიდვით კარგ სარგებელს აძლევდა ქართველებს. საქართველოში არის მესამე შესანიშნავი მდინარე - ჭოროხი, რომელიც გამოდის საღანლუღის მთებიდან თურქეთში, ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიედინება და შავ ზღვაში ჩაედინება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ