მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 365 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საქართველო ძალიან მდიდარია მცენარეებით, თუმცა მისი რაოდენობით დასავლეთ საქართველო სჭარბობს აღმოსავლეთს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მინდვრებსა და ველებს ამშვენიერებს სხვადასხვა ლამაზი ყვავილები: მრავალგვარი ვარდი, ია, იასამანი, მიხაკი, ზამბახი, ნარგიზი და სხვები.

მთები შემოსილია ხშირი და აყრილი ტყით. ამ ტყეებში თითქმის ყოველგვარი ხე მოიპოვება: წიფელა, თელა, მუხა, ნეკერჩხალი, იფნი, ფიჭვი, ნაძვი, ვერხვი, ცაცხვი, ურთხმელი და სხვა. აქ ბევრგვარი გარეული ხეხილიც ხარობს, რომელიც ზოგ სხვა ქვეყნებში ბაღებშიც ვერ მოჰყავთ; მაგალითად: ნიგოზი, რომელიც ძალიან დიდი იზრდება, ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ვაზი, თხილი, ლეღვი, ზღმარტლი, ფშატი. დასავლეთ საქართველოში ტყეში წაბლიც ბევრია. 

ბაღები და ვენახები ბევრგან არის გაშენებული. აქ ნახავთ ხეხილს, რომელიც სხვა ქვეყნებში სრულიად არ ხარობს, მაგალითად: ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ფორთოხალი, ზეთისხილი, ბროწეული, ყურძენი, ატამი, ყაისი, ჭერამი, კომში და სხვა.

დაბურულ და გაუვალ ტყეებში ბევრგვარი ნადირი ბინადრობს, სახელდობრ: ჯიხვი, შველი, თხა, კურდღელი, ვეფხვი, დათვი, მგელი, აფთარი, ფოცხვერი, ღორი, მელა, მაჩვი, და სხვა. ჭაობიან ადგილებში გარეული ღორი ძალიან მრავლდება. მრავლადაა ბეწვიანი ნადირიც: წავი, კვერნა, სამური, თეთრი მელა. ქურციკი და სხვანი.

საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში მრავალგვარი ფრინველი ბუდობს: წერო, ბატი, იხვი, ღალღა, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, მწყერი, ტყის ქათამი, მრავალგვარი მტრედი, გვრიტი, გუგული, ოფოფი, შაშვი, ჩხართვი, შროშანი, ტარბი, ბულბული, მოლაღური. მტაცებელი ფრინველებიც ბევრნაირია: სვავი, არწივი, შევარდენი, ბუ, ქორი, მიმინო, ალალი, ძერა, ბოლობეჭედა, ყორანი, ყვავი, კაჭკაჭი და სხვა. 

სასარგებლო მწერებში აღსანიშნავია ფუტკარი, რომელიც სურამის მთის დასავლეთით ტყეებში ბლომად ბუდობს და თავისი გემრიელი თაფლით ასაზრდოებს მცხოვრებლებს.

მიწის ნიადაგი საქართველოში ძალიან ნოყიერია. მეტადრე ნაყოფიერი შავი მიწაა ქართლ-კახეთში. ნოყიერი მიწებია დასავლეთ საქართველოშიც.

საქართველოში მშვენიერი მოსავალი იცის, მაგრამ ხანდახან ხშირი და მსხვილი წვიმა სრულიად ააოხრებს ხოლმე ნათესებს. მტკვრის ხეობა ნოყიერებით ბევრად არ დაუვარდება რიონის ხეობას, მაგრამ აქ ზოგჯერ მოსავალს აფუჭებს ხანგრძლივი გვალვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ