იყო ერთი დედაბერი; ჰყავდა ორი გოგო. გოგოებს ყველთვის მამლის ყივილის დროს აღვიძებდა და ერთ მათგანს ჯარაზე ართვევინებდა ძაფს, მეორე თითისტარზე ახვევინებდა.
გოგოებს ადრე ადგომა ეზარებოდათ და თქვეს: მოდი მამალი მოვკლათ და ჩვენი დედაბერი ისე ადრე ვეღარ გაგვაღვიძებსო.
ადგნენ და მოკლეს მამალი, მაგრამ უარესი მოუვიდათ: დედაბერს უძილობა სჭირდა, გვიან ადგომის ეშინოდა და გოგოებს მამლის ყივილზე უფრო ადრე დაუწყო გაღვიძება.
















