მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 223 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთმა მონადირემ მთაში არწივის ბუდეს მიაგნო. დედალ-მამალი სანადიროდ იყო წასული და ბუდეში მათი მხოლოდ ერთი ბარტყი იჯდა. მონადირემ ეს ბარტყი ამოიყვანა და შინ წაიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ დედალი არწივი მოფრინდა და, როცა შვილი ბუდეში აღარ დახვდა, გაშმაგდა და მაშინვე საძებრად გაექანა. დაეწია მონადირეს, აღარ მოეშვა, სულ თავს დასტრიალებდა და ყვიროდა. მონადირე მივიდა სოფელში და ჩვილი არწივი თავისს ქოხში შეიყვანა. დედა არწივი მთელი ღამე ამ ქოხს ზევიდან დატრიალებდა და სოფელს აყრუებდა გაბმული ყვირილით.

დილით ქოხიდან გამოვიდა მონადირის ცოლი და თან გამოიყვანა თავისი ძუძუ-მწოვარა გოგონა. მან საცვლის რეცხვას მიჰყო ხელი, თავისი პატარა გოგონა-კი შორი ახლო მოლზე დასვა. ქოხიდან უფროსი შვილებიც გამოვიდნენ და თან გამოიტანეს გალია, რომელშიც დამწყვდეული იყო არწივის მართვე. ფრთოსანი ტუსაღი გალიას აქეთ-იქით აწყდებოდა და საცოდავად ჩხაოდა. ბავშვები-კი შესცქეროდნენ და სრულიად არ ებრალებოდათ.

უცებ ჰაერში უცნაური შრიალი მოისმა. ჯერ კარგად ვერ გაიგეს, რის შრიალი იყო, როცა დაინახეს საზარელი სურათი: დედა არწივი დააცხრა პატარა გოგონას, ჩაავლო ტანისამოსში თავისი ღონიერი კლანჭები და სწრაფად აიტაცა მაღლა ჰაერში. ამის დამნახველ დედას თავზარი დაეცა, გაშეშდა; მაგრამ იმავ წამს გონს მოვიდა და თვალის დახამხამებაში მივარდა გალიასთან. წამში გააღო გალიის კარი, გამოიყვანა გარეთ ჩვილი არწივი, ორთავე ხელები მაგრად ჩაავლო ფეხებში და ზევით ჰაერში ასწია, რომ დედა არწივს კარგად დაენახა. ბარტყი თავისი ნისკარტით ქალს ხელებს უსისხლიანებდა; მაგრამ იგი არაფერსა გრძნობდა, თვალს არ აშორებდა თავის პატარა გოგონას და მხოლოდ მასზე უკვდებოდა გული.

დედა არწივი მიხვდა, რაც სურდა ქალს და'თანდათან დაბლა-დაბლა დაეშვა. აი იგი მიუახლოვდა მას. მაშინ ქალმა მაღლა ღონივრად შეაფრინა არწივის ბარტყი, და დედა არწივმაც იმავ წამს უშვა გოგონას კლანჭები, გამოექანა და კლანჭები თავის ბარტყს ჩაავლო. ზევიდან წამოსულ, პატარა გოგონას დედამ ხელები შეაშველა, დაიჭირა, ძლივს დაიმაგრა და გულში ჩაიკრა.

ქალი სიხარულის ცრემლებს ღვრიდა, და ბავშვებიც შეჰხაროდნენ უვნებლად გადარჩენილ დას. დედა-არწივიც თავის ბარტყით სიხარულის ყიყინით წავიდა მაღლა, მაღლა ჰაერში, გასწია ბუდისკენ და ჩქარა თვალააც მიეფარა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ