მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 584 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ წყაროები ქვემოთ მიედინებიან, ერთმანეთში ერევიან და აჩენენ ნაკადულებს. ნაკადულებიც ერთმანეთს ერთვიან და შეადგენენ მდინარეებს. მდინარეებიც დიდხანს მიედინებიან და ბოლოს ჩადიან ზღვებში. მაგრამ განა მდინარეები ზღვებში მხოლოდ ახლა ჩაედინებიან? არა, წინათაც ყოველთვის ჩაედინებოდნენ, ქვეყნის გაჩენის დღიდან.

მაშ, როგორ მოხდა, რომ ზღვა აქამდე ვერ გაივსო წყლით, ნაპირებზე არ გადმოვიდა და ხმელეთი არ წალეკა?

ამის გასაგებად ჯერ გავარკვიოთ, სად იბადებიან და საიდან გამოდიან წყაროები და მდინარეები? ყველამ ვიცით, რომ ისინი სათავეს იღებენ მაღალი ადგილებიდან, მთებიდან. რატომ გამოდიან მთებიდან? იმიტომ რომ იქ ზაფხულში ხშირად წვიმს და ზამთარში ყოველთვის დევს თოვლი. წვიმისა და თოვლის წყალი აჩენს წყაროებს, ნაკადულებს და მდინარეებს.

რამდენადაც უფრო მაღალია მთა, იმდენად უფრო მეტ წვიმას და თოვლს აგროვებს იგი და უფრო მეტი წყლებიც გამოედინება. სადაც წვიმა და თოვლი  ნაკლებად იცის, იქ წყარო და მდინარე იშვიათად მოიპოვება. ხოლო სადაც წვიმა და თოვლი საერთოდ არ მოდის, იქ მდინარე არ არსებობს, უდაბნოა და ადამიანი ერთ ცვარსაც ვერ იშოვის დასალევად.

ახლა ვიკითხოთ: რა აჩენს წვიმას და თოვლს? მათი გაჩენა არ შეუძლია არც ჰაერს და არც ხმელეთს, რადგან თავისი წყალი არც ერთს არა აქვს და არც მეორეს. წვიმისა და თოვლის გაჩენა შეუძლია მხოლოდ ზღვას, რომელიც მხოლოდ წყლისგან შედგება.

მაგრამ ზღვა შორს არის და როგორ ახერხებს წვიმისა და თოვლის მოყვანას შორეულ მთებსა და ქვეყნებში? ეს ამგვარად ხდება:

ზღვის აუარებელი წყალი განუწყვეტლივ ჰაერში ადის ნისლისა და ორთქლის სახით. ეს ნისლი და ორთქლი ზემოთ, ჰაერში იკრიბება და იქცევა ღრუბლებად. ეს ღრუბლები ქარს შორს, ხმელეთზე, ბარსა და მთებში  მიაქვს და მოჰყავს ზაფხულობით წვიმა და ზამთრობით თოვლი.

წვიმა და თოვლი აჩენს მდინარეებს და მათ ჩააქვთ ზღვაში ის წყალი, რომელიც მათ ზღვისგან მიიღეს. რამდენ წყალსაც უგზავნის ზღვა ხმელეთს ღრუბლებით, სწორედ იმდენ წყალს უკანვე უბრუნებს ხმელეთი ზღვას მდინარეების სახით; არც მეტს და არც ნაკლებს. აი რისთვის არის, რომ ზღვას არც არაფერი აკლდება და არც არაფერი ემატება ქვეყნის გაჩენიდან დღევანდელ დღემდე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ