მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 397 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აჭარას უჭირავს მესხეთის ჩრდილოეთ ნაწილი და ესაზღვრება: ჩრდილოეთით - გურია, აღმოსავლეთით - ახალციხის მხარე და ჯავახეთი, სამხრეთით - კარჩხალის, ანუ შავშეთის ქედი და ჭოროხი, დასავლეთით - შავი ზღვა.

აჭარა დაფენილია არსიანის მთის კალთებით, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გასდევს და წარმოქმნის მრავალ ხეობას, სადაც უხვადაა კალმახებით სავსე მთის პატარა წყლები, რომლებიც ნიადაგს ანაყოფიერებენ და შემდეგ ერთვიან ჭოროხს. 

ეს ხეობები საკმაოდ განიერია და მოიცავენ მშვენიერ სახნავ-სათეს მინდვრებსა და საძოვრებს. ამიტომ  აქ უმთავრეს საქმიანობას ჭირნახულის მოყვანა და შინაურის საქონლის შენახვა შეადგენს. 

აჭარაში თითქმის მხოლოდ სიმინდს თესავენ; პური და ქერი მოჰყავთ, მაგრამ ძალიან ნაკლებად. ამის მიზეზი ის არის, რომ სახნავ-სათესი ადგილები ნაკლებად აქვთ და მხოლოდ სიმინდს შეუძლია პატარა ადგილიდანაც იმდენი მოსავალი მისცეს თავის პატრონს, რომ მთელის წლის სარჩოდ ეყოს.

საქონელი ბევრი ჰყავთ, უფრო ზემო აჭარაში. საზღვარზე მდებარე სოფლებიდან დიდძალი კარაქი და ერბო მიაქვთ გურიაში და კარგ ფასად ჰყიდიან. გავრცელებულია მებაღეობაც. აქ ყოველგვარი ხეხილი ხარობს, მხოლოდ ზეთის-ხილი, ლიმონი და ფორთოხალი ვერ იტანს აქაური მაღლობი ადგილების სიცივეს და ხარობს მხოლოდ მყუდრო და დაბლობს ადგილებში.

საუკეთესო ჯიშის ვაშლი და მსხალი ისე ბლომად მოდის, რომ ბევრი გასაყიდად გააქვთ ახალციხეში, ოზურგეთში, არტაანსა და სხვაგან. ვენახიც ბევრია და რადგანაც მაჰმადის სარწმუნოება ღვინის სმას უკრძალავს აქაურ ქართველებს. ამიტომ ისინი ყურძნად ჰხმარობენ, ან ჰყიდიან: დაწურვა ყურძნისა და ღვინის დაყენებაც იციან, მაგრამ ამას ბედავენ მხოლოდ ისინი, რომელნიც მტკიცედ არ სდგანან თავის სარწმუნოებაზე და ღვინის სმას შეჩვეულნი არიან. ხშირად სავსე ვენახს ახალციხელები ყიდულობენ, თვითონვე სწურავენ ყურძენს და ტკბილი მიაქვთ თავიანთ ქვეყანაში, სადაც ვაზი სიცივის გამო, ვერ ხეირობს.

ეს ნაყოფიერი და ლამაზი კუთხე უფრო ადვილად შეიძენდა სიმდიდრეს, რომ მისვლა-მოსვლა ძნელი არა ყოფილიყო. მთელს აჭარაში ერთს საურმე გზას ვერ იპოვნით. მხოლოდ ბილიკები მისდევს ერთი სოფლიდამ მეორე სოფლამდე და ამ ბილიკებზედ მარტო ცხენით შეიძლება

სიარული. როგორც, ეტყობა უწინდელ დროში საქართველოს მეფეებს აქ ბევრი გზაც უკეთებიათ და ხიდებიც უმართავთ, მაგრამ შემდეგ, ოსმალების ხელში, გზებიც გაუქმებულა და ხიდებიც დაშლილა. ზოგი უწინდელი ხიდი კი ისეთი მკვიდრი გამომდგარა, რომ აქამდე მთლად შენახულა. უგზოობის გამო ყოველგვარი ჭირნახულის გამოტანა აჭარიდან და შეტანა მეტად ძნელია და ეს გარემოება წარმოებას ძლიერ აბრკოლებს.

მთელი აჭარა მხოლოდ ქართველებით არის დასახლებული: მუდმივი ბინადრობა აქ არც ერთ უცხო ტომს არა აქვს. მხოლოდ აქა-იქ შეხვდები სომეხს ან ბერძენს მედუქნეებად. აჭარლები აგებულებით, ენით და ჩვეულებით ნამდვილი ქართველები არიან. აი რას ამბობს ბ-ნი გიორგი ყაზბეგი, რომელმაც ოცდაათის წლის წინ შემოიარა აჭარა, როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოსმალეთს ყავდა დაპყრობილი:

„სოფელ ბორჯომს რომ დავეშვით, შორიდან ნახირი დავინახეთ; თანაც პატარა ბიჭების გუნდი შევამჩნიეთ. მალე იმათი ჟივილ-ხივილი ცხადად მოგვესმა. აჭარლები პირველად ვნახე და ვფიქრობდი, ნუთუ ერთმანეთს თურქულად ელაპარაკებიან? ნუთუ საქართველოს არსება აჭარაში გაქარწყლებულა? ბოლოს ახლოს მივედი და, ღმერთო ჩემო, თურმე ისევ ქართველები ყოფილან. ბავშვები ქართულად ილანძღებოდნენ! ჩვენი მისვლა რომ გაიგეს, ბავშვები გაჩუმდნენ და ფიცხლავ გზაზე შეიკრიბნენ ჩვენს საყურებლად. ჩვენც დავდექით. თხუთმეტიოდე ყმაწვილი ბიჭი ერია, მათ შორის რამდენიმე უფრო კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უნდა შეგეხედათ, რა მშვენიერი სახისანი იყვნენ.

ძონძები, რომ გახადოთ, გეგონებათ დიდკაცის დარბაზში გაზრდილანო, ისეთი თეთრ-წითელნი და ლამაზნი არიან; ჩვენს მთიულებს გვანან. მთიულების სახის იერი მოსდევთ. ვინც კი შეგვხვდა, სულ ტანადი, მხარბეჭიანი, და თვალადნი იყვნენ. სუფთა, გაწმენდილი სახე, ცოტა მოდიდო ცხვირი და შევარდენის შეხედულება, გრძელი და ხშირი თმა, ყაბალახ-შემოხვეული, - ეს ყოველი წარმოგვიდგენს აჭარელის სურათს. ტანისამოსი გურული აცვიათ, სარწმუნოებით უმეტესობა მაჰმადიანები არიან, თუმცა ოჯახში ქართულად ლაპარაკობენ, თურქული ენა მხოლოდ ხანში შესულმა კაცებმა იციან."

აჭარელი გურულივით მარდია, მხნე და გამბედავი, თოფ-იარაღი ძალიან უყვარს და მეტად მარჯვე მსროლელია.

აჭარლების საუკეთესო ზნეობრივ თვისებებია: მოხუცებულის პატივისცემა, სტუმრის დახვედრა, ღირსეულად თავის დაჭერა, ზრდილობა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი გარჯა. კაცი მთელი დღე მინდორში მუშაობს, დედაკაცი - ოჯახში. ბავშვი როგორც კი წამოიჩიტება, მწყემსობას სწავლობს და მთელ დროს ტყეში ატარებს.

აჭარაში შესანიშნავი სოფლები არის: თხილოვანი, ხულო, დიდაჭარა, ქედა, კიბე, საღორეთი და სხვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ