მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 523 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველა სოფელს, ქალაქს და მიწა-წყალს, სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ ქართველები, საქართველო ჰქვია.

საქართველოს ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი და რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთიდან - აზერბაიჯანი, დასავლეთიდან - თურქეთი და შავი ზღვა.

საქართველოს სხვადასხვა ნაწილებს, ანუ კუთხეებს, სხვადასხვა სახელი ჰქვია: კახეთი, ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, რაჭა, სვანეთი, მესხეთი, აფხაზეთი, აჭარა

სურამის ქედი საქართველოს ორ ნაწილად ჰყოფს - აღმოსავლეთ საქართველოდ და დასავლეთ საქართველოდ.

აღმოსავლეთ საქართველოს შეადგენს: კახეთი, ქართლი, მესხეთი, ჯავახეთი, თუშეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი, ხევი.

ქართლშია საქართველოს დედაქალაქი თბილისი. აქვეა მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი.

კახეთში მდებარობს ძველი და ლამაზი ქალაქები თელავი და სიღნაღი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეებია: თუშეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი, ხევი 

დასავლეთ საქართველოს შეადგენს: იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი.

იმერეთის დედაქალაქია საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი. იგი მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ.

აჭარის დედაქალაქია ბათუმი, სადაც მნიშვნელოვანი ნავსადგური მდებარობს. შავ ზღვაზე ასევე მნიშვნელოვანი ნავსადგურია ფოთი და სოხუმი.

დასავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეებია: რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი.

მთიანია აჭარისა და აფხაზეთის ნაწილიც.

საქართველოს ბუნება ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია. აქ არის როგორც სუბტროპიკული ზონა, ასევე მყინვარები. ასევე მრავალფეროვანია ჩვენი სოფლის მეურნეობაც: ჩაი და ციტრუსები, მევენახეობა და მეხილეობა, მეცხოველეობა…

საქართველო მდიდარია წიაღისეულით, მინერალური წყლებით, ჩვენი წყლები მრავალ დაავადებას არჩენს.

ჩვენი ქვეყანა ყველას ხიბლავს ულამაზესი ბუნებით, უძველესი ისტორეული ძეგლებით, თანამედროვე კულტურით, სტუმართმოყვარე, გულღია ხალხით. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ