მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1930 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძლივს ერთი ხეირიანი წიგნი გვეღირსა: უფალმა ლორთქიფანიძემ გამოსცა ლექსების კრება „ჩანგური“, რომელმაც მოულოდნელათ გაგვახარა და ისე გულწრფელობითაც არის ეს ჩვენი სიხარული, როგორც პირმშო შვილის ძეობაზე მისი მშობლებისა და ახალ მონათესავებისა...

სიტყვა „პირმშო“ აქ ჩვენ უმიზეზოთ არ გვიხმარია: ეს „ჩანგური“ არის პირველი წიგნი, რომელსაც ასხია ქართული ხორცი, უდგია ქართული სული; სტირის და ჰკვნესის ქართველების კვნესით და მაშ რაღა საეჭვოა, რომ ყოველ რიგიან ქართველთ ნათესავისათვის სასიხარულო იქნება?.. მიზეზიც ამისი არიან ორი პირველი მწერალთაგანი, როგორც ღირსებით, ისე რიცხვითაც: თ. ნ. ბარათაშვილი და თ. ი. ჭავჭავაძე.

ვიცი, აქ მკითხველი ვერ შემომხედავს წყალობის თვალით, რადგანაც აქ ჩემგან ხმარებულისიტყვა „პირველი“ ორივე შემთხვევაში აკვირვებს და ჰფიქრობს: „პირველი ღირსებით? “როგორ თუ პირველი ღირსებითაო?! ვსთქვათ, თუ გინდა ბარათაშვილი დიდი მწერალია,მაგრამ იმასთან ი. ჭავჭავაძეს რა უნდა? ვინ აძლევს იმას ბარათაშვილის გვერდით ალაგს? ჰმ, ეს ილია ჭავჭავაძე, ჭაპანწყვეტით ლექსების მწერალი, რომლის ლექსებშიაც არც სულისგანმაცხოველებელი პოეზია იპოება და არც სასმენელის დამტკბობი გარმონია ისმის. ნუთუ ერთს ტახტზედ უნდა გვერდით მოუჯდეს ბარათაშვილს?... ჯავრობს მკითხველი...

დიახ, ჩემო ბატონო! ეგ თქვენი ნაქები და შემკული ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სწორედ ერთს ტახტზედ სხდომის ღირსები არიან. ერთგვარი დამსახურება აქვს ჩვენს ლიტერატურაში, ერთგვარათ დაუვიწყრები არიან, ერთის გაუწყვეტელის ჯაჭვით გადაბმულები ერთი მეორეზედ; ერთის უმეორესოთ გაგება ძნელია! ერთის სიტყვით, ეგენი არიან მოსე და აარონი ჩვენის ლიტერატურისა.

ამის დამტკიცებას ქვემეორე შეუდგებით და აქ ჯერ მეორე „პირველს“დამტკიცებას ვეცდებით, მეორე „პირველი“, ესე იგი „პირველი რიცხვით“, ვიცი არ აჯავრებსმკითხველს, როგორც ზემოთ „პირველი“, მაგრამ აცინებს კი ჩემზედ: „ეს რა უთქვამსო? ეს რადაუწერიაო?“ „პირველი რიცხვით“ ხა, ხა, ხა!.. ნუ თუ მაგათზედ ადრე მწერლები არაგვყოლიაო? ეტყობა ამ სტატიის ავტორს არც ერთი ძველი წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამსიმღერები მაინც არ გაუგონია, თუ ყოფილა როდისმე საქართველოშიო; სხვა არა იყო რა,მარტო ბესიკის და მისი ჰამქრების ლექსები უნდა სცოდნოდა და ამისთანა სიცრუვე არ გამოეთქვაო? - ბატონო მკითხველო! მეც წამიკითხავს ძველი წიგნები, ვყოფილვარსაქართველოში და არა თუ გამიგონია ბესიკისა და მისი ჰამქრების თხზული ლექსები, კიდევაც თვითონ მე მიღიღინებია. დრო იყო, რომ მის „ტანო ტატანო“, „შავნი შაშვნი“, და„სევდის ბაღს შეველ“ აღტაცებაში მოჰყავდა ხოლმე და ახლა, ვერ დავჰფარამ მე, რომ ისლექსები მოცლილი კაცის სასმენელს ატკბობენ ხოლმე, ისე გარმონიულათ არიან დაწერილი. მაშ [ეს] მწერლები, მეუბნება მკითხველი, სულ ყველა ბარათაშვილზედ და ჭავჭავაძეზედ ადრე სცხოვრებდენ და სწერდენ და თქვენ რაღა მიზეზით ეძახით ამ უკანასკნელებს „რიცხვით პირველებს“?..

ამ სურვილს, იმედი მაქვს, აქვე დავამტკიცებ, მაგრამ ჯერ მეთვითონ უნდა ვიკითხო: მკითხველო! ვიცი, რომ საქართველოში ბძანდებით და მიბძანეთ:ხომ გაგიგონიათ ჩვენში ბულბულის ყეფა, შაშვის სტვენა და მერცხლის ჭიკჭიკი? რასაკვირველია, არათუ შენ მარტო, ყველას გაუგონია და თუ მოცლილიც ვყოფილვართ,დაგვიგდია ყური და დაგვტკბობია სასმენელი, ათასათ უფრო, ვიდრე ბესიკის გარმონიული ლექსებისაგან, და მაშ ეს ჩიტები, რაკი საქართველოში ეგ ბუნება ყოფილა, არ გამოლეულან და მაგრე უსტვენიათ, მაშასადამე ეგენი უნდა იყვნენ უპირველესნი რიცხვით პოეტები; მაგრამ,იმედი მაქვს, შენს გულშიაც არ შეუშვებ, რომ მგონია ჩვენს ლიტერატურაში რამედამსახურება ჰქონდესთ, თუმცა სასმენელს კი გვიტკბობენ. რასაც თქვენ ფიქრობთ მაგჩიტებზედ, მეც იმას ვფიქრობ მაგ თქვენს ნაქებ მწერლებზედ, რომლებსაც ერთი და იგივეღირსება აქვს მაგ ჩიტებთან, რადგანაც მაგათ ლექსებში ცარიელი სტვენის მეტი არაფერიმოისმის; მაგალითად, ავიღო თუ გინდა ეს ლექსი:

 

ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო,

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო,

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო,

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო,

პირო მთვარეო, დამდაგეო, მზისა დარებო, და სხვა...

 

ეს ბულბულის ტიუ ტიუ! ტია! ტია! ტიაა! არ არის, აბა, რა არის? ცარიელი სტვენა არ არის?! დამაგათ ისეთი დამსახურება არა აქვსთ ჩვენს ლიტერატურაში? კიდევ განვიმეორებ, როგორც ისჩიტები, ისე არ მომყავს ეგენი მწერლების რიცხვში. აქ ეგება იფიქროთ, რომ მე უმიზეზოთ,ურიგოთ ვიქცეოდე და ცუდ განძრახვით ვადარებდე მწერლებს ჩიტებს და ვცდილობდე მათსმოქმედებაში ერთსა და იმგვარსავე ღირსების პოვნას? სრულიადაც არა, მე მაგაზედ არაფერსარ ვამბობ და თუ თქვენ გნებავსთ მიჩვენოთ განსხვავება რამ მაგათ დამსახურებაში, მაშინ კივალდებული ვარ მოგახსენოთ ჩემი წინააღმდეგი აზრი. ახლა მე მსურს სხვა საგანზედვილაპარაკო, უჩვენო მკითხველს რა განსხვავება არის ადამიანისა და პირუტყვის შუა.პირუტყვი ჯერ დაისახება დედის მუცელში, იზრდება შიგ, მერე იშობება, იზრდება,მომწიფდება, ბერდება და ბოლოს ჰკვდება ისე, როგორც კაცი; იმასაც კაცივით ხუთივეგრძნობა აქვს: სმენა, ხედვა, შეხება, გემოვნება და ყნოსვა; ისე ჰბრუნავს იმათშიაც სისხლი,როგორც კაცში, ისე სჭამს და ისე ინელებს, როგორც კაცი; ერთის სიტყვით, საზოგადოთფიზიკურათ იმათში განსხვავებას ბევრსა ვერასა ვხედავთ... და მაშ რითი განსხვავდებიან?რასაკვირველია, მეტყვით, რომ კაცსა აქვს უკვდავი სული და პირუტყვს კი არაო. ამასგვასწავებს საღმთო ისტორია და ისეც რომ არ იყოს, მაინც თვალდათვალ მისახვედრია, რომკაცი არის უკვდავი, მეუფე ყოველთა პირუტყვთაო! დიახ, თანახმა გახლავარ; ძალიან უგნურიუნდა იყოს კაცი, რომ ვერ შენიშნოს კაცში პირუტყვზედ უმაღლესობა, მაგრამ რაშიმდგომარეობს, რაზედ არის დაფუძნებული და რაში ისახება კაცის უკვდავება? მის მაღალგანვითარებულ ჭკუა-გონიერებაში, რომელსაც გვიჩვენებს, როგორც ენის შემწეობით, ისემოქმედებითაც, სადამდისაც პირუტყვი ვერ მისწვდება.

აქედგან სჩანს, რომ პირუტყვში არისმხოლოდ ერთი მხარე - ფიზიკური, და ადამიანში ორი: ერთი ფიზიკური ისე, როგორც პირუტყვში და მეორე კი მომატებული ზნეობაში. მხარე, რომელიც პირუტყვს მოკლებულიაქვს, რადგანაც სჯა, მაღალი ჭკუა, გონიერება, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს კაცის უკვდავსსულს, პირუტყვს არა აქვს - თვის ცხოვრების მსვლელობაში პირუტყვი სცდილობსდააკმაყოფილოს მხოლოდ თვისი ფიზიკური მოთხოვნილება და რადგანაც მის გრძნობაებსშეუძლიანთ [იარსებონ] მხოლოდ აწმყოთი და მომავლისათვის ბევრს არას ფიქრობს: -როდესაც ის თავის მძორს დააკმ ყოფილებს ე. ი. საჭმელ-სასმელს ბლომად იშოვის და კარგიამიდიც დაუდგება, ის არის მაშინ სრული ბედნიერი; მაგალითად, ასუქეთ პირუტყვი: სჭამს,სვამს, ნავარდობს და სრული ბედნიერია და, იმას კი ვერ მიხვდება, რომ ხვალ თავს მოსჭრიანდა ამიტომ ასუქებენ. მაგრამ კაცი სულ სხვა არის!.. ის მის ცხოვრების მსვლელობაშიცდილობს დააკმაყოფილოს ორივე მხარე: ფიზიკური და მორალურიც (სული). და ამისათვისმარტო აწმყოთი არ სცხოვრებს და არც არის ბედნიერი აწმყოთი, თუ მომავალს კეთილს არიმზადებს და არ მოელის; სცდილობს, რომ ყოველს კეთილის მომნიჭებელს მიზეზსმომავლისას ხელი შეუწყოს და წინააღმდეგი თვისი მომავლის ბედნიერებისა დაარღვიოს;მაგრამ, რადგანაც ჰგრძნობს, რომ პირად-პირადათ მისი შრომა სუსტია და რომ უფროძლიერათ იმუშაოს, შამოიწევს სხვის ძალასაც; ამ აზრით ის ეკიდება ოჯახობას და ინახავსცოლშვილს, ნათესავებს და რომ თვითონაც უფრო ბედნიერი იყოს, ცდილობს და ზრუნავსმის ბედნიერებაზედაც.

აი, აქედან დაიწყება კაცობრიობის პირველი ბიჯი, რომლითაც ის გამოდის პირუტყულმდგომარეობიდან. მეორე ბიჯი - როდესაც ჰფიქრობს, რომ ჩემი ახლო ნათესავებისბედნიერება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საზოგადოება, რომელშიაც ვცხოვრობთ,ბედნიერი იყოსო და დაიწყებს საზოგადოებისათვის კეთილმზრუნველობას; ამ გვარათშეჰყვება კაცი და ზრუნავს და შრომობს თვისის ხალხისათვის და გახდება პატრიოტი,რომელიც ხშირად თავს შესწირავს ხოლმე თვისის ხალხის კეთილდღეობას; და სულუკანასკნელი ბიჯი, როდესაც კაცი ზრუნავს საზოგადოთ მთელი კაცობრიობისათვის დამაშინ შერაცხს თავის თავს ბედნიერათ, როდესაც მთელი კაცობრიობის მოთხოვნილებაშეძლების გვარათ დაკმაყოფილებული იქნება. ამგვარი კაცი არის კოსმოპოლიტი... აქვხედავთ, რომ გადავსცდი მას, რასაც ზემოთ ვამტკიცებდი, მაგრამ ეს იმიტომ ვქმენი, რომმეჩვენებია განსხვავება კაცსა და პირუტყვს შუა და ახლა გკითხავთ: ის კაცი, რომელიცმხოლოდ თავის თავზედ ჰფიქრობს, ჰსურს დააკმაყოფილოს მხოლოდ თავისი მძორი, აწმყოთი იყოს ბედნიერი და არა ჰფიქრობს მომავალზედ და ამ მიზეზით მსხვერპლად შესწიროს სხვების ბედნიერება, განსხვავდება პირუტყვისაგან? პირუტყვია თუ არა? რასაკვირველია, რომ პირუტყვია, რადგანაც მის ცხოვრებაში ვხედავთ მხოლოდ პირუტყვულმოთხოვნილებას. ის არის სულით მკვდარი, მას დაუკარგავს ღვთის ხატება და დაუფარავსმინიჭებული მისდამი ქანქარი.

ვითომც ბოდბელს უთქვამს: „თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვა ზედაც ნუღარ ყოფილაო!“ და ესანდაზა ჩვენდა შესარცხვენად ქართველების ანდაზათ გახდა; ვის არ გაუგონია ჩვენშიბოდბელის ქება? ჭკვიანი კაცი ყოფილა, ასე უთქვამსო! და კიდევ გკითხავ, მკითხველო: ვინცამ ბოდბელს ჰაზრს თანაუგრძნობს და იმეორებს მის სიტყვებს?..

ისტორიულმა მდგომარეობამ ისე დასცა საქართველო და მოსდრიკა წელში, რომ იმანმხოლოდ აწმყოს მოავლო ხელი და დრო აღარ ჰქონდა, რომ მომავალზედ ეფიქრა. საუკუნოებითმა ტანჯვამ ისე გააუბედურა ჩვენი ხალხი, რომ როდესაც დასაძინებლათდაწვებოდა ხოლმე, იმას ნამდვილი იმედი არა ჰქონდა მეორე დღეს ცის სინათლისდანახვისა; თვის მომავალს ცდილობდა დაემზადებინა ზეცას და ამ ქვეყანათ აღარას ეძებდა.ამ მდგომარეობაში იყო ჩვენი ხალხი დიდხანს; სცხოვრებდა მხოლოდ თავისთვის,ჰფიქრობდა მხოლოდ თავის აწმყოზე, რომელსაც თუკი დააკმაყოფილებდა როდისმებედნიერათ, რაცხდა თავს ბედნიერად, მოილხენდა და შეექცეოდა... და რომელმაც კიმათგანმა სიმღერაც იცოდა, აჭიკჭიკდებოდა ხოლმე ისე, როგორც ზემოხსენებული ჩიტები; მაგრამ რა იყო მაგ სტვენაში? მათი საკუთარი აღტაცება და სიხარული... მათი მძორის დაკმაყოფილება, და ამისათვის ძველი მწერლების ლექსებში ჩვენ ვერაფერს ვხედავთ, გარდაბუნების აღწერისა, სიყვარულისა, ღვინის, ვარდის, ბულბულისა და ვირისა, ერთის სიტყვით,მათი საკუთარის გრძნობისა, და ამ მიზეზით ისე ეკუთვნიან ისინი ჩვენს ხალხს, როგორცზემოხსენებული ჩიტები. აი ამგვარ მდგომარეობაში იყო ჩვენი ხალხი და ამ გვარათსტვენდნენ მისი მწერლები, როდესაც პირველათ გამოვიდა ჩვენს ხალხში ბარათაშვილი. ბარათაშვილიც, რასაკვირველია, კაცი იყო ხორცშესხმული და აღტაცებაში მომყვანმა საქართველოს ბუნებამ იმასაც აუშალა გრძნობა და დაუტკბო ისე, როგორც იმ ზემოხსენებულმწერლებს: ის მიდის ტურფად გაშლილ, სურნელების აღმომფშვენ ვარდთან, სჭვრეტს, შედისეშხში და უგალობს:

 

ბულბული ვარდზედ მჯდარი ეტყოდა მას მსტვინავი:

ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,

მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი? და სხ.

 

აქ იხატება, რომ ბარათაშვილის ბულბული ე. ი. მისი მოთხოვნილება მარტო მძორისდაკმაყოფილებას არ დასჯერდა; ფიზიკური ვალი თუმცა დაკმაყოფილებული ჰქონდავარდის ტურფა შლილობითა, მაგრამ, იმან მოინდომა დაეკმაყოფილებინა თავისი გონებისთვალიც და, გულმტკივანმა ჰკითხა: „როგორ არის გაშლა შენი მდინავი?“ მაშინ გამოეცხადა ესდემონი, რომელსაც ის ბოროტ სულს ეძახის, (მაგრამ ჩვენ კი უნდა ვსცნობდეთ კეთილ-სულად) და უთხრა: „ეგრე ეგრე! გამოიძიე! მიიხედ-მოიხედე, თუ რომ გინდა კაცი გახდე. ეცადე გონების დაკმაყოფილებასაც! შეხედე, ამ ბუნებას ხალხი ასხია, შენც იმ ხალხში სცხოვრობ;მიტომ მოგწონს ეს ბუნება და მისთვის მოჰყავხარ მას აღტაცებაში, რომ მაგ ბუნებით შენს გარდაც ხალხი სტკბება, თორემ რომ ხალხი არ იყოს და უდაბური იყოს, მაშინ გინდსამოთხის დარიც იყოს, არ გვინდა!.. მარტო ბუნებას ნუ შესცქერიხართ, შეხედე ხალხსაც,გამოიძიე რას შვრება? რა ეჭირვება კეთილ-დღეობისათვის და სხ...

მოუსმინა პოეტმა, გადახედა ხალხს და რა დაინახა? ხალხის დაბალი ცხოვრება და სხვავერაფერი. აუღელდა გული, ვეღარ ემონა მათ პირუტყვულ საზოგადო კანონებს, გადაადგადიდი ბიჯი, მოშორდა მათ და დაინახა თავი მარტოთ უდაბნოში. აქედან იწყება მისი ტანჯვადა ანბობს: ნურვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

 

ნურვინ ჩივის თავის უთვისტომობას,

საბრალოა მხოლოდ სული ობოლი - და სხვანი.

 

დიახ, საბრალოთ იყო პოეტი დაობლებული მარტო უდაბნოში, ვერავის მიმხდომი. – დათვით უკეთ გვიხატავს თვის მდგომარეობას შემდეგის სიტყვებით:

 

არღარა აქვს ნდობა მას ამა სოფლის,

ეშინიან, ეკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა - და სხვანი.

 

საკვირველია, რომ ეს ჰაზრი მეორე ჩვენმა სასიქადულო მწერალმაც თ. ი. ჭავჭავაძემ სხვასიტყვებით გამოსთქვა;

 

მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არის,

ის არის მხოლოდ სატირალი და სამწუხარო,

რომ შენს მიწაზედ ამდენ ხალხში კაცი არ არი,

რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გაუზიარო.

 

ეს სიტყვები ეკუთვნოდა ბარათაშვილს და არა ჭავჭავაძეს და ჭავჭავაძემ გადაიტანა თავისითავი ბარათაშვილის დროინდელ ქართველებში. მართლა და ძნელია სულით ობლობა!..ბარათაშვილი იმდენზედ მიიყვანა სულით ობლობამ, რომ თითქმის დასცა დაგაბოროტებულ ტანჯვით მოაგონა მისი დემონი, რომელიც ადრე სანუგეშოთ გამოეცხადა მას;მოაგონდა პოეტს და წყენით უსაყვედურა:

 

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრათ?

 

მარქვი რა უყავ, სად წამიღე სულის მშვიდობა! რისთვის მომიკალ ყმაწვილ კაცს ბრმა სარწმუნოება?

რა სარწმუნოება იყო ეს, რომელსაც ბარათაშვილი ნანობს, თუმცა ბრმათ და ცრუთ კირაცხავს?

 

ეს სარწმუნოება იყო, რომელსაც მთელი ხალხი საქართველოსი, გარდა ბარათაშვილისა,აღიარებდა და ბედნიერი ეგონა თავისი თავი; ეს სარწმუნოება იყო ბოდბელის ანდაზა: „თუ მეაღარ ვიქნე, ქვა ქვაზედაც ნუღარა ყოფილაო!“ - ბარათაშვილი კარგად ხედავდა, რომ ესსარწმუნოება ბრმა იყო (და მისი მიმდევარნიც უბრმავესნი იყვნენ, მაგრამ მაინც ისე შეაწუხასულით ობლობამ, თვითონაც დაბრმავება ირჩია, მაგრამ გვიანღა იყო მისი უგვანი ნატვრისაღსრულება! ხედავდა, რომ მისმა „სულმა ბოროტმა“ მოუკლა მისი ყმაწვილური ბრმასარწმუნოება და გამწარებული ბარათაშვილი მუქარით ეუბნება:

 

განვედი ჩემგან, ჰოი, მაცთურო, სულო ბოროტო!

რა ვარ აწ სოფლათ დარჩენილი უსაგნოთ მარტო?

ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მაშვრალი?

ვაი მას, ვისაც მიხვდეს ხელი შენი მსახვრალი.

 

ამ უკანასკნელ სიტყვებში იხედება პოეტის სულით სრულად დაცემა, მაგრამ ძნელია ისეთისდიდის ნიჭის დაცემა აღუდგენლად, როგორც ბარათაშვილი იყო და ამისათვის ეს დაცემისგამომხატველი გრძნობა იყო მხოლოდ წამითი მოკლე ხნის აღბორგების გამო, შემდგომლექსებით თვითონვე არღვევს თავის ნათქვამს სიტყვებს და ინანებს, როდესაც პოეტი მიდისმტკვრის პირზედ და ჰფიქრობს: მტკვარო, ბევრი დროს მომსწრე ხარო და ჩვენს საქართველოსამაზედ უკეთესი დრო არა ჰქონიაო? თუ მუდამ ასე საზიზღრად დაცემულიყო, როგორც ეხლამე ვხედამო? და თანავე დაუმატებს კვნესით: „ანკი რა არის ეს ჩვენი წუთისოფელიო?ვცდილობთ, ვშრომობთ, ვმუშაობთ და ჩვენის გულის შეჯერება მაინც ვერ შეგვიძლიაო,ბოლოს მოვკვდებით და თუ სიცოცხლე ღირსათ გაგვიტარებია, შთამომავლობისაგანკურთხევას მივიღებთო, მაგრამ ესეც მოკლე ხნის დიდებაა კაცისათვის, რადგანაც ერთხელაცარის ამ სოფელსაც ბოლო მოეღებაო, რადგანაც საუკუნო არა არის რაო და მაშ რაღაზედვიკლავთ თავსაო? რას ვეძებთო? ჰკითხავს თავის თავს!... ჰკითხავს და თვითონვე მიუგებსჭეშმარიტს პასუხს „მაგრამ,

 

რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა,

უნდა კიდევაც მივდიოთ მას გვესმას სოფლისა.

არც კაცი ვარგა თუ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს. იყოს სოფელში და სოფელს კი არარა არგოს!

 

- მიაგნო იმ აზრს, მოავლო ხელი და მოინდომა სოფლის რგება და მისი ხალხის ბედნიერება,მაგრამა რა კარგათ ხედავდა, რომ მისი აწმყო ბრმა და გაფუჭებული იყო და დაიწყო მიზეზისგამოძიება: რა არის ამისი მიზეზი, რამ დასცა ასე ხალხიო? წარმოიდგინა ძველი დრო და ნახა,რომ ჩვენი წინაპრები უსაყვედუროთ რჩებიან თვის ცხოვრებაში და არა გვგვანან ჩვენ: მათდროს საქართველო მოითხოვდა ქართველებისაგან მტერზედ გულის რისხვას და სისხლისთხევას და ეს მოთხოვნილება თავშეწირვით აღსრულდებოდა ხოლმე ჩვენი მამებისაგან.ჩვენი დრო მოითხოვს ჩვენგან ძმების სიყვარულს, ერთპირობას და პატიოსანს ოფლს და ამმოთხოვნილებას ჩვენვე დავსცინით და ვსდევნით. ამას ხედავს პოეტი და ანბობს: მიზეზი რაგვქონდა ასე დაცემისო? ჰფიქრობს, ხედამს, და გვიჩვენებს ჩვენც მის „ქართლის ბედში“,სადაც ამ უბედურობის მიზეზს გვიხატავს მეფის ირაკლისა და სოლომონ მდივნის საუბარი.

მაგრამ ამ გვარის სამსახურით ვერ სრულჰყოფდა ბარათაშვილი მის დანიშნულებას. მისგანმოითხოვებოდა, კიდევ სხვაც რამე; თვითონაც გრძნობდა ამას მარტო, აწმყოს და წარსულისცნობაზედ ბევრს კარგს ააშენებდა. აქ კიდევ წაჩურჩულა მისმა დემონმა (სულმა ბოროტმა):მარტო წარსულზედ და აწმყოზე ნუ სტრიალებ, იფიქრე მაგ ხალხის მომავალზედაც!ამოსთხარე ძირიანი ეკალი და მის ნაცვლად იქვე ჩასთესე კეთილი თესლი და არ დაიკარგება:ამოვა მომავალში და მოიტანს კეთილს ნაყოფს!.. ეს რჩევა სულით და გულით შეითვისაბარათაშვილმა და ზეწამომდგარმა და ამაღლებულმა შეურყევლად თვისი მომავალიცხოვრების და შრომის რჩევას დაასკვნა და აგვიწერა „მერანში“; მაგრამ, ვაი, რომ სიკვდილმამოუსწრაფა დღეები და მისი სურვილი დარჩა შეუსრულებლად, თუმცა შეკაზმა კი მოასწრომისი მერანის (პეღასი) და გაექცა თვალბედითს ყორანს:

 

მირბის მიმაფრენს უგზო-უკვლოთ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი,

 

ანბობს, - რა ყორანი იყო ეს თვალბედითი შავი ყორანი? ის უგუნურება, რომელსაცდაპყრობილი ჰყვანდა საქართველო. პოეტი გაექცა, გაექცა, გაუსწრო წინ იმ შავს ყორანს დაგადმოსძახა ახალ შთამომავლობას: მე არ დავეძებ არც ტოლს არც ნათესავს და არც სხვა რამეს,შენთვის შემომიწირავს შთამომავლობა, ჩემი აწმყო ბედნიერებაო:

 

ცუდათ ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,

და ჩემსა შემდეგ მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

 

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!. აი, რა გადმოსძახა საქართველოს, მაგრამ ასრულება კი აღარ დასცალდა და რაშიმდგომარეობდა მისი დაპირება და რა იყო მის კვნესაში, ის ჭეშმარიტება დიდხანს დარჩაჩვენთვის დაფარულად და გაუგებრათ. დიდ ხანმა გაიარა ბარათაშვილის შემდეგ და მისკვალზედ წასული არავინ გვინახავს. თუმცა ნიჭიანი მწერლები კი გამოჩნდნენსაქართველოში და ხელოვნებაც კარგათ გაიგეს, მაგალითად, თ. გ. ო., თ. ალ ჭავჭავაძე, თ. რ.ერისთავი, კ. ბ. ჯორჯაძისა და სხვანი, მაგრამ რაო? ამათ ხალხის დარდი არა ჰქონიათ, თავისქეიფს უნდებოდნენ, ერთი ანბობდა: სულოჯან, მეორე: დავეხსნათ ცოდნის ძებნასა, ღვინოსჯობს ყოველ ცოდნასაო, მესამე: რათ შემიყვარებ, განა არ ვიცი, შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კიმოხუციო, მეოთხე - ეგ თვალები ცეცხლის ბურჯღლებს ისვრისო! და სხვანი (აქ რიცხვში არმომყავს კომედიის „გაყრა“ ავტორი, რადგანაც [არა] აქვს ჩვენს ლიტერატორებთან კავშირი),სხვები კი ღმერთმა შეინახოს!... ლექსებს კი ბევრი სწერდა, მაგრამ რა გვარს: ზოგი ლოცვებს,ზოგი მოდებს, ზოგი რას და ზოგი რას. მაგრამ იმათი მღერა, რასაკვირველია, ჩხავილი იყო დაარა სტვენა, რადგანაც თვითონაც არა ბძანდებოდნენ ბულბულები. ამ სიკოტრის ჟამსგამოჩნდა ილია ჭავჭავაძე. პირველათ, რასაკვირველია, თარგმნა დაიწყო პუშკინით,ლერმონტოვით და სხ. მაგრამ ბოლოს დააგდო ეს გზა და შეუდგა ბარათაშვილის კვალს და,რადგანაც დროც ხელს უმართავდა, უფრო თამამათ, ტირილით დაუწყო ხალხს შეჩივლა: აირა უნდა ეთქო თქვენთვის ბარათაშვილსაო! აი რას მოასწავებდა და რას ნიშნავდა მისიკვნესაო!“ ერთის სიტყვით, ჭავჭავაძე არის ბარათაშვილის მოკანანახე და მისი დიდიღირსებაც ამაზედ არის დაფუძნებული. ყოველს მის ლექსებში ვხედავთ ქართველებისტანჯვას და გოდებას, მაგრამ რა საგანიც უნდა აიღოს ტანჯვის გამოსახატავად, მოქმედ პირათმაინც თვითონ არის. ავიღოთ მისი ჭკვიანი ლექსი, მაგალითად „გუთნის დედა“, რა კარტინასგვიხატავს ავტორი? ასე ჰგონია კაცს, რომ სერზედ შემჯდარი ჭავჭავაძე მისჩერებიაგულგრილათ მოღიღინე გუთნის დედას და ეუბნება: „შე სულელო, აი რას უნდა გრძნობდედა აი რასაო“. ავიღოთ კიდევ მეორე მისი ლექსი: „ხმა სამარითგან“ - ავტორი სცდილობს, რომმკვდარს ათქმევინოს მისი ცოდვები; ამ შემთხვევაში ან უნდა ისე ამოიძახდეს ხმასამარითგან, რომ კაცი გააცინოს და ან ისე, რომ შეაძრწუნო, და დააფიქროს მსმენელი, მაგრამჭავჭავაძე ამ პირობებს ვერ ერთს ვერ ასრულებს, მაგალითად:

 

სამართალს ფულითა ვსჭრიდი,

გროშისათვის კაცს გავჰყიდდი,

თვით ძმას ორმოს გაუთხრიდი,

და ჩემს ჯიბეს ნელნელ ვზრდიდი.

საზრდოს გლეხსა წავართმევდი,

მშიერს-მწყურვალს დავაგდებდი,

თუ შიმშილით მოჰკვდებოდა, მე ის არ მებრალებოდა! და სხვ.

ან და ეს იმავე ლექსითგან:

გლეხებთან ვიყავ ჭკვიანი,

ტუტუცი ნაჩალნიკთანა,

უხმოსთან ვიყავ ხმიანი,

და უსიტყვო ხმიანთანა,

ვინც მე შიშით მიყურებდა,

მას ბრაგიბრუგს დავუწყებდი

და ვინც კი დამიყვირებდა,

მას მე ფეხქვეშ ვუძვრებოდი და სხვ.

 

ამ ლექსებში ჩვენ სამარიდგან კი არ გვესმის ხმა, ეხლა ვხედავთ ილია ჭავჭავაძეს, რომელიცროგორც სასტიკი მსაჯული ეუბნება შემცოდეს: „შენ ეს ცოდვები გაქვს და ესაო“. ამ ლექსებშიპოეზიის ნატამალიც არ იპოება, ეს არის მხოლოდ ცარიელი რიტორება, ლექსების შემარცვლაუსწორმასწორია და რითმაც, პირველი სიმდიდრე ჩვენის ლექსისა, არსად სჩანს, ერთისსიტყვით, როგორც ლექსი, ძალიან სუსტია, მაგრამ ამისი ერთს სტრიქონს, ფუთობით რომმიბოძოთ, ჩვენის ბულბულების ნაწერში, რომელშიაც პოეზიაც იქნება, მარცვლებიც დარითმებიც, არ გავცვლი; და მიზეზიც ის არის, რომ ამ ლექსებში ოცნებას კი ვერა ვხედავთ,მაგრამ ყოველს დღიურს ჭეშმარიტებას, ჩვენს ნაკლულევანებას და ჩვენს საჭიროებას დაამისთვის მოგვწონს პოეტი და ამაში მდგომარეობს მისი მაღალი ღირსებაც.

რაც ამ ერთს ლექსზედა ვსთქვით, ის შეიძლება საზოგადოთ ვსთქვათ ყველა მის ლექსებზედ. თუ ჭავჭავაძეს ლექსებში მარტო ხელოვნებას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ მის ლექსებს არექნება დიდი ღირსება, მაგრამ ჩვენ მარტო ხელოვნებას არ ვეძებთ (ხელოვნურათ ნათქვამი სისულელე და ოცნება, მაინც სისულელე და ოცნება იქნება) - ჩვენ ვეძებთ ჭკვიან აზრებს და ამას კიდევაც ვპოულობთ ჭავჭავაძის ლექსებში. ამასაც ვერ დავფარამთ, რომ, ჩემის აზრით, ამახინჯებს ქართულს და სიტყვებს კვეცავს, რომ ძალდატანებით ლექსი გამოიყვანოს ხოლმე და რა საჭიროა! უმჯობესი არ არის და მისთვისაც უკეთესი და უადვილესი, რომ ის, რასაც ლექსათ გვეუბნება, პროზით გვითხრას? ამითი არათუ დაჰკარგავს ღირსებას, კიდევაც მოიმატებს!

ჭკვიანი აზრები რომ კაცმა კარგის ტკბილის სიტყვებით გვასმინოს, უეჭველია, სიხარულით და სიამოვნებით მიუგდებთ ყურს, მაგრამ იმავე ჭკვიანი აზრების გადმოცემარომ სიმღერით მოინდომოს და სიმღერა კი უჭირდეს, მაშინ სიცილს მოგვგვრის; მაგრამ თუკი მღერალიც იქნება, მაშინ, რასაკვირველია, ეშხში უფრო მოგვიყვანს, რომ სიმღერით გვასმინოს. ჭავჭავაძემაც რომ დარბაისლურად გვემუსაიფოს უკეთესი იქნება. კიდეც დაგვიმტკიცა ეს თავისი პროზებით, სადაც ძალას არ ატანდა თავის ნიჭს და თავის გზაზედი დგა... ჩემის აზრით, მისი „კაცია ადამიანი“ და „გლახის ნაამბობი“ ობოლ მარგალიტათ რჩებიან ჩვენს ლიტერატურაში. - მე არ მინდა შევეხო მის პროზებს, რადგანაც მკითხველს ზემოთ ვპირდები მხოლოდ მის ლექსებზე მოლაპარაკებას და მგონია ეხლა კი ჰხედავდეს მკითხველი, რომ ჭავჭავაძე თუმცა ჭაპანწყვეტით სწერს ლექსებს, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, მის ლექსებს ჩვენთვის, აი რას ამბობს ჭავჭავაძე მის „პოეტში“:

 

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,

ვით ფრინველმა გარეგანმა!

 

ანუ ეს:

 

რომ ხალხისა მოძმეთ ვიყო,

ჭმუნვასა და სიხარულში.

ხალხის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით,

დამედაგოს მტკიცე გული.

 

აი, რას ანბობს პოეტი! ჭავჭავაძის გარდა უთქვამს ვისმეს ეს აზრი? აი, რას ნიშნავს კაცობა დაარა ბულბულობა!...

 

მისთვის შევეხე აქ ჭავჭავაძესა და ბარათაშვილს, რომ ეგება ჩვენმა განათლებულმამსწავლულებმა, რომელთაც ჯიბეში ხელი ჩაუწყვიათ და დაცინების მეტს არას აკეთებენ,ეგება იმათ მოჰკიდონ კალამს ხელი და კრიტიკულათ გაარჩიონ ჩვენი მწერლები. თუმცაბევრჯერ გამიგონია იმათგან, რომ ჯერ უნდა იყოს რამე, რომ მერე კრიტიკოსი გამოსჩნდეს დადაჰსწეროს მისი განხილვაო, მაგრამ ეს სულ ტყუილი თვალის ახვევა არის; ის კაცი,რომელსაც წინ უდევს რუსთაველი, ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სტყუა ამ სიტყვებით,არაფერი გვაქვსო!.. მსწავლულებო, მოგვხედეთ! რა არის ეს გულის შემაზარებელი თქვენისმხრით გულგრილობა? გვიჩვენეთ გზა და კვალი და თუ ვერ გამოგყვეთ, მაშინ დაგვ ცინეთ დამაშინ შეგვრისხეთ!.. მაგრამ ეს კი უნდა იცოდეთ, რომ თუკი თქვენ თითონ დაცინებისა დაუსაქმობის მეტს არაფერს გაგვიკეთებთ, მაშინ არა გვრწამს თქვენი წინასწარმეტყველობა.თქვენც გვიჩვენეთ ისეთი შრომა, როგორც თ. ჭავჭავაძემ, ან და როგორც, იმათ, რომელთაცპანსიონები გახსნეს და ზრდიან ყმაწვილებს და ან მასწავლებლებათ შევიდენ სასწავლებლებში, ერთი სიტყვით, რითაც შეიძლოთ, კეთილის სიტყვით მაინც და თუ ვერდაგაფასებთ, მაშინ დაგვიძახეთ უმადლო ქართველები.

 

„ჩანგურის“ გამოცემით ლორთქიფანიძემ დაიმსახურა საზოგადო მადლობა და არა ვჰკარგავიმედს, რომ ამ ჩემს ჰაზრს დაამტკიცებს საზოგადოება... ესეც შევიტყვეთ, რომლორთქიფანიძეს თავისი შრომა ტყვილათ ე. ი. უინტერესოთ შეუწირავს ხალხისათვის და იმფასით ჰყიდის წიგნს, რამდენიც თვითან დაჯდომია იმას გამოცემა. ღმერთმა ხელი მოუმართოს სხვა ამ გვარ საზოგადო საქმეზედაც.

1865 წ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ