მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3225 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთხელ მამა და შვილი გზაზე მიდიოდნენ. მამა ვირზე იჯდა, ხოლო შვილი აღვირით ხელში ვირს წინ მიუძღვოდა. 

გამვლელი შემოხვდათ.

- ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე წამოჭიმულა, ბავშვი კი ფეხით ძლივს მოლასლასებსო, თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.

მამას ეს სიტყვები გულზე მოხვდა, ჩამოქვეითდა და ვირზე შვილი შესვა. 

მალე მეორე გამვლელი წამოეწიათ და შემოსძახა:

- როგორ არ გრცხვენია ბიჭო? შენ სახედარზე შემოსკუპულხარ, მამა კი ფეხით მოგდევსო. 

ახლა შვილს მოხვდა გულზე ეს სიტყვები და მამას სთხოვა, უკან შემომიჯექიო.

ცოტა ხანი იარეს ვირზე ამხედრებულებმა და ამჟამად ქალის ხმა შემოესმათ:

- ნახეთ, როგორ აწამებენ საწყალი პირუტყვს, ლამის არის ხერხემალი გადაუმტვრიონო.

მამა-შვილი ვირიდან ჩამოქვეითდნენ და გზა ფეხით განაგრძეს.

კიდევ ერთმა გამვლელმა მათ დანახვაზე ხმამაღლა ჩაიქირქილა:

- აი, ნამდვილი სულელები, ვირი ცარიელი მობაკუნობს, ესენი კი უკან ფეხით მისდევენო.

მამა მიუბრუნდა შვილს და უთხრა:

- ხომ ხედავ, ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. ამიტომ, უმჯობესია ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის თავად გადაწყვიტო, რა გსურს გააკეთო და რა არაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ