მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 380 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზოგიერთი ცნობა ქილილა და დამანას წარმომავლობის შესახებ

 

"ქილილა და დამანა" ინდური წარმომავლობის ძეგლია. სანსკრიტიდან იგი ჯერ საშუალო სპარსულ ენაზე ითარგმნა, საშუალო სპარსულიდან არაბულზე, ხოლო არაბულიდან ისევ სპარსულ (ოღონდ უკვე ახალ სპარსულ) ენაზე იქნა გადმოტანილი. ქართული თარგმანი ერთ მის გვიანდელ სპარსულ ვერსიას უკავშირდება.

"ინდოეთში ჩ.წ. აღრიცხვით VI ს. უკვე არსებობდა, - არაა ცნობილი რა დროიდან" - კრებული "პანჩატანტრა" (ხუთი რვეული, ხუთი წიგნი.)

"ამ ლიტერატურულმა ძეგლმა იმ სახით, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ, თავისი საბოლოო ფორმა შედარებით გვიან მიიღო. ეს მოხდა მაშინ, როცა ბუდიზმი საბოლოოდ იქნა ინდოეთში შევიწროებული და ბრაჰმანიზმმა იწყო ბუდისტური ლიტერატურის გამოყენება". არის ვარაუდი, რომ ძეგლი პალის დიალექტზე უნდა შექმნილიყო და მერე უნდა ეთარგმნათ სანსკრიტზე ინდოელ ბერებს. "პანჩატანტრა" ხუთი კარისაგან შედგება, ყოველ შემთხვევაში, დღემდე შემონახული მისი რედაქცია, რომელიც ერთ-ერთი გვიანდელი ვერსია უნდა იყოს, დღესაც ხუთ ნაწილად იყოფა. თავისთავად ეს მოვლენა იმაზე როდი უთიტებს, რომ იგი იმთავითვე ხუთი კარისაგან ყოფილიყო შემდგარი და, შესაბამისად სათანადო სახელი "პანჩატანტრა" რქმეოდა. ძეგლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მისი კარები შინაარსობრივად ერთმანეთს არ უკავშირდება, სხვადასხვა საკითხებს ეხება და სხვადასხვა დროს, ნაირ სოციალურ გარემოში არის შექმნილი. წიგნი ეტყობა, ამ არაკების ბაზაზე შედგა უფრო გვიან, ვიდრე ეს არაკები შეიქმნებოდა.

"პანჩატანტრაა" პირველ წიგნის სათაურია "მოყვასთა გაყრა". ესაა ამბავი, რომელიც ნადირთა მეფე ლომს, მის მისანდო ხარს და ტურას-კარატაკასა და დამანაკას გადახდა. ეს წიგნი ოცდაათ იგავს აერთიანებს. მეორე წიგნია "მოყვასთა შეძენა". იგი ქართული "ქილილა და დამანას" მესამე კარის შესატყვისია და ყვავისა და თაგვის ამბავს შეიცავს. აქ ცხრა იგავს ჰყვებიან. მესამე წიგნი"ყვავთა და ბუთა ამბავია" და შიგ ჩვიდმეტი იგავია თავმოყრილი. მაიმუნისა და დელფინის (ქართული "ქილილა და დამანას" მიხედვით - მაიმუნისა და კუს) ამბავს გვიყვება მეოთხე წიგნი, რომელსაც შეძენილის დაკარგვა ეწოდება. აქ თერთმეტ იგავს შეიცავს და "ქილილა და დამანას" კარის, "ერთგული კვერნის" სათავეა.

ასე რომ "პანჩატანტრასთან "ქილილა და დამანას" აკავშირებს იგავები, რომლებიც ინდური ძეგლის ხუთ წიგნშია მოქცეული. მაგრამ "ქილილა და დამანაში" ამ კრებულის ყველა იგავი არ გადმოსულა და არც ქილილა და დამანა შეჩერებულა ამ იგავებზე, - მას თავისთავად ჩაუმატებია კიდევ ბევრი იგავი, რომლებიც აგრეთვე ინდური ძეგლებიდან უსესხებია. მაგალითად "კატა და თაგვი" "ხელმწიფე და ჭარო" და "ღვთისნიერი ტურა" "მაჰაბჰარატას" მეთორმეტე კარში იკითხება.

გარდა ფაბულებისა "პანჩატატრამ" "ქილილა და დამანას" გადმოაყოლა ამ ფაბულთა დალაგების სისტემა, ე. წ. ჩარჩოვანი თხრობა ესაა წიგნი, სადაც ამბავში ამბავს ჰყვებიან, ხოლო მოსალოდნელია იმ მოყოლილი ამბის გმირები კიდევ რაიმე ამბავს ჰყვებოდნენ. ეს ამბები ერთმანეთს კი არ ავსებენ შინარსობრივად, არამედ, გარდა ორი გამონაკლისისა, დამოუკიდებელნი არიან და მომყოლთ საგანგებოდ მოაქვთ ნათ ამა თუ იმ შეხედულების დასადასტურებლად. ასეთი ტიპის წიგნებში ძირითადი ამბავი ისე არ დამთავრდება, რომ მასში მოყოლილი არ მოთავდეს. ხოლო ეს უკანასკნელი მანამ არ დასრულდება, სანამ შიგ მოთხრობილ ამბავს არ დაამთავრებენ.

"ქილილა და დამანას" (მისი თვით საშუალო სპარსული რედაქციის) უშუალო წინაპარი, როგორც ფიქრობენ "პანჩატანტრა" არ უნდა იყოს. ეს უკანასკნელი ინდური ლიტერატურის ბევრ ძეგლს კვებავს (მას უკავშირდება მაგალითად "ჰიტოპადეშა" როგორც ამას სილვესტრ დე სასი მიუთითებდა.

ერთ-ერთი მათგანი "პანჩატანტრადან" გამომდინარე და დღემდე მოუღწეველი ძეგლი უნდა ყოფილიყო "ქილილა და დამანას" წყაროსთვალი. ახლა ძნელია ვიმსჯელოთ იმ წყაროზე, რადგან მისგან გამოდინარე ვერსიაც, ფალაური ძეგლი, დაკარგულია, ხოლო ფალაურის არაბული და სირიული თარგმანები შემოგვრჩა,მაგრამ არ ვიცით თვით ფალაური რა მიმართებაში იყო იმ ძეგლთან, იქნებ მისი მხოლოდ თავისუფალი დამუშავება-ღა იყო.

არ არის შეუძლებელი რომ თვით სახელწოდება "ქილილა და დამანა" ინდურსავე წიაღში რქმეოდა იგავთა ამ კრებულს. ქილილა და დამანა ტურათა სახელებია და "პანჩატანტრაში" მათ ამბავს ერთი (პირველი) წიგნი უჭირავს (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში - ორი). მაგრამ შეიძლება თვით ინდურსავე წიაღში შეერთებოდეს მას ეს სხვა კარები და "ქილილა და დამანა" რქმეოდეს.

"პანჩატანტრას" დღესდღეობით გავრცელებული ვერსია ლექსნართავი პროზაა. ასეთი პროზით მრავალი ძეგლი დაიწერა აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ინდურ ლიტერატურაში ეს ჩართული ლექსები ხან ციტატებია რომელიმე თხზულებიდან მოტანილი (ზოგჯერ ამავე თხზულების უფრო ძველი ლექსითი ვერსიიდან), ხანაც ავტორისავე პოეტური გაგრძელებაა პროზით გამოხატული შინაარსისა (ამ უკანასკნელის ნიმუშია "შაკუნტალა", სადაც კალიდასა პროზაულ დიალოგებს თავისითვე ლექსით აგრძელებს). "პანჩანტანტრაში" ხშირადაა ჩართული სხავდასხვა ზომის ლექსები, რომლებიც ან რაიმე აზრს ადასტურებს თუ ასკვნის, ან ამბის მოსაყოლ საშუალებადაა მოხმობილი. მათი უმეტესობა "ეპიკური პოეზიის ძეგლებიდან და დიდაქტიკურ ლლიტერატურიდანაა ამოღებული ("მაჰაბჰარატა", "არტახშასტრა" და სხვა)"

ასე მაგალითად, "პანჩატანტრაში ვკითხულობთ: "ძვირფასო, ეს ჩვენ რა გვესაქმება? აკი თქმულა:

ვინც ცხვირს სხვის საქმეში ჩაჰყოფს ისჯება,

როგორც მაიმუნი, რომელმაც სოლი ამოაძრო და თავი დაიღუპა"

საიდანაა ეს ლექსი? საეჭვო არ უნდა იყოს, რომ იგი ციტატაა, მოხმობილი ამავე იგავის რომელიმე ძველი ნართაულიდან. ასევე, "პანჩატანტრას" ამ ვერსიის ავტორს არც ეკუთვნოდეს, მისი რომელიმე ძველი ლექსითი ვერსიიდან (თუ პროზაული ვერსიის ლექსითი ნაწილიდან) მოჰქონდეს, ან რაც უფრო საფიქრებელია, სხვა ძეგლიდან ჰქონდეს ნასესხები.

ასეა თუ ისე, აქ ახლა ის გვინდა ვთქვათ, რომ შეიძლება "ქილილა და დამანას" ინდური ვერსია, მისი პირველი ინდური წყარო, ლექსნარევი პროზით ყოფილიყო დაწერილი. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს, ერთი მხრივ, თვით "პანჩატანტრას" და მეორე მხრივ, არაბული ვერსიის შედარება, - არაბულშიც იკითხება ამ ლექსის შინაარსი (ჩანს, ასეთივე იყო მათი შუალედი, ფალაური ვერსიაც, რომლის თარგმანიც არაბულია), ხოლო ლექსებს, ე.ი. გალექსილ ადგილებს უკვე ვეღარ ვხვდებბით, ეტყობა, მის ავტორს იბნ ალ-მუყაფფას ლექსი არ ემარჯვებოდა (მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში რაიმე პოეტურ თხზულებას არ ასახელებენ) და ფალაურის ლექსით ნაწილს თავისი ბრწყინვალე პროზით გადმოსცემდა, სანიმუშოდ ერთ ადგილს ავიღებთ.

 

"პანჩატანტრა"

 

თუმცა ხარობს ძაღლი ძვალს რომ იხელტებს

ქონი და ძარღვი ოდნავ რომ აკრავს და ხორცი, - არა,

ვერ იკლავს შიმშილს,

ხოლო ლომი რომელმაც უვნებლად გაუშვა ტურა,

სპილოს ეტანება მოსაკლავად.

ყველა სუჯლდგმულს გაჭირვებაშიაც ჰსურს მიიღოს

შესაფერისი ჯილდო,

პატრონის ფეხებტან წევს ძაღლი განაბული,

კუდს აქიცინებს და საჭმელს ელოდება პირდაფჩენილი,

სპილო კი, როცა აჭმევ, დიდხანს იკავებს თავს

და მხოლოდ ბევრი ფერების შემდეგ იღებს საჭმელს.

 

არაბული ვერსია:

 

და ჭეშმარიტად ვინც კეთილშობილი არაა და რომელთაც მცირედიც ახარებს და მით კმაყოფილდება, ჰგავს ძაღლს, რომელმაც ძვალი იხელთა და მით ნეტარებს. კეთილშობილსა და სათნო ხალხს კი მცირედი არ აკმაყოფილებს და არ სჯერდება უმნიშვნელო რამეს, სანამ არ ამაღლდება იმ სიმაღლემდე, რომელსაც იმსახურებს, როგორც ლომი, რომელმაც გაფატრა კურდღელი მაგრამ კანჯარი რომ დალანდა, კურდღელი მიაგდო და მას გაეკიდა.

განა ვერა ხედავ, ძაღლი მანამდის აქიცინებს კუდს, სანამ ნახორხალს არ მიუგდებენ, ხოლო სპილო, თუმცა იგი შიმშილისაგნ ირევა, მოწიწებით რომ მიართმევენ საჭმელს, მაინც არ ინებებს ღამას, სანამდის არ მოეფერებიან და არ დაუყვავებენ.

 

სირიული თარგმანი:

 

სანსკრიტისა და არაბულის წაკითხვათ შუა ათი საუკუნე და ორი ვერსია მაინც დგას, და ამასობაში შეიცვალა. აქ მოტანილი ზოგი ლექსის შინაარსი.

"ქილილა და დამანაში" "პანჩატრანტასთან" საერთო იგავთა ყველა ლექსი, თუნდაც შეცვლილი აღარ იკითხება. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ "ქილილა და დამანას" უშუალო დედანი, ფალაური ვერსია, "პანჩატანტრადან" კი არ მოდის არამედ მისგან გამომდინარე ინდურ არაკთა კრებულიდან და იქნებ ლექსების ეს ადგილები არც იმ საგულვებელ კრებულში იყო (საერთოდ ფიქრობენ, რომ ლექსები იგავებს "პანჩატანტრას" შექმნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაუკავშირდა, ინდურ ლიტერატურაში ლექსები გვხვდება იგავების ბუდისტურ კრებულში "ჯატაკა". ასეთ ლექსნართავ იგავებს  ინდურად - ა ქ ი ა უ კ ა  ეწოდებოდა).

"ქილილა და დამანა" როგორც "პანჩატანტრადან" გამომდინარე ძეგლი, იგავ-არაკთა კრებულია. აქ მოტანილი არაკები ჩვეულებრივი ზღაპრები კი არაა, არამედ იგავებია. ხოლო "იგავი ესე არს სიტყვით მაგალითი, გინა საჩუენებელი, გინა მოსანიშნავი". იგავში მარტო ცხოველები როდი მოქმედებენ. "პანჩატანტრასა" და მის მსგავს თხზულებებში ცხოველთა იგავების გვერდით იკითხება იგავები, რომელშიაც მოქმედი გმირნი მხოლოდ ადამიანები არიან, გვხვდება ისეთი იგავებიც, სადაც ცხოველებიც მოქმედებენ და ადამიანებიც. ზოგ იგავში პერსონაჟებად გამოყენებულია თვით ფლორა. თავისი ხასიათით ყველა იგავი ერთნაირია. იგი უნდა იყოს "საჩუენებელი" და "მოსანიშნავი". მასში შინაარსი ისე უნდა ვითარდებოდეს, რომ ერთი ტენდეციური აზრი ტრიალებდეს და ერთი დასკვნა გამოდიოდეს.

დასკვნა აუცილებელია. იგავის მიზანი სწორედ ეს დასკვნაა, რომელიც მკითხველმა თუ მსმენელმა თვითონ იოლად უნდა გამოიტანოს. ზომის მხრივ იგავი ნაირია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, რამდენიმე გვერდიდან რამდენიმე სტრიქონამდე მერყეობს. ზომა ყოველთვის მცირე არ იქნება, მაგრამ ზედმეტ დეტალებს და ხაზებს იგავი ვერ იტანს, მასში ყველაფერი ერთ ტენდენციას უნდა ემსახურებოდეს და, ამდენად, მოქმედება დინამიურად უნდა ვითარდებოდეს. ამ მხრივ "ქილილა და დამანას" იგავები სხვა ლიტერატურათა იგავებისგან არაფრით განსხვავედება. გამიზნულებით  "იგავი, მასიური სახალხო მოქმედების ნამდვილი ნაყოფი, პროტესტის უფრო მძაფრი, გამოკვეთილი და დასაბუთებული გამოხატულებაა, ვიდრე ის ყრუ ნართაულები, რომლისთვისაც ათასში ერთხელ თუ შეეძლო მიემართა ოსტატს მის მიერ მოქარგულ ორნამენტებში".

 

იგავ-არაკთა კრებულის წარმატებას ყოველთვის მისი მხატვრული სიმართლე განაპირობებდა. ამიტომ ვრცელდებოდა კარგი იგავები ასე ფართოდ მილიონობით სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოებისა და ეპოქის ადამიანებში.

 

ინდოეთიდან მომდინარე იგავები დასავლეთისაკენ ალბათ მრავალ ნაკადად დაიძრა. ისინი ხალხიდან ხალხში "გადადიოდა ხან ცალკე, დამოუკიდებლად, ხან-კრებულში გაერთიანებულნი". ყველაზე უხვი და ძლიერი მათ შორის სწორედ "ქილილა და დამანას" ნაკადი უნდა ყოფილიყო. მას ვერაფერი დაუდგა წინ და "უფრო გავრცელდა, ვიდრე ბიბლია, ყურანი და ბუდიზმი". მისი იგავები იმთავითვე ვრცელდებოდა, შეიძლება მანამდეც კი, სანამ ამ კრებულში გაერთიანდებოდა. მისი ფაბულები კერძოდ იგავი სამი თევზისა გვხვდება სოღდურ ფოლკლორში. იაპონურ ხალხურ სიტყვიერებაში ფიქსირებულია მისი რამდენიმე იგავი. დროთა ვითარებაში ეს იგავები იცვლებოდა, ჰკარგავდა ზოგ ადრინდელ რეალიასა და ნიუანსს, ადგილობრივ გარემოსა და პირობებს ეფარებოდა. ამოტომაა, რომ ინდური ვერსიის დელფინი არაბულში კუდ ქცეულა, ხოლო იაპონურ ფოლკლორში-მედუზად ("ყაპუზუნას და კუს მეგობრობა".

"პანჩატანტრას" იგავებში თითქმის ყველა მოქმედი გმირის საკუთარი სახელი ვიცით (ისინი ყოველთვის რაიმეს ნიშნავს), ხოლო "ქილილა და დამანაში" ეს სახელები თითო-ოროლა პერსონაჟს თუ აქვს შემორჩენილი (ქილილა, დამანა, შუთურბა, ქამიჯუ და სხვა). ასევე "პანჩატანტრაში" ყოველთვისაა მითითებული გეოგრაფიული პუნქტი, სადაც მოქმედება ხდება, "ქილილა და დამანაში" კი ესეც იშვიათია.

არის კიდევ ზოგი განსხვავებული ნიშანი "პანჩატანტრასა" და "ქილილა და დამანას" იგავთა შორის. "პანჩატანტრაში", მაგალითად ყოველთვის გვაქვს ამა თუ იმ მოვლენისა და მოქმედების მოტივირება, მხატვრული გამართლება. "ქილილა და დამანაში" კი ასეთი მოტივირება ხშირად აღარაა. ასე, მაგალითად, არაბულ ბაჰრამშაჰისეულ, ქაშეფის და ქართულ ვერსიებში მეუდაბნოეს ერთი შეკედლებული კაცი ტანსაცმელს მოპარავს. აქ მხატვრულად დაუჯერებელი არაფერია, შინაურ კაცს შეეძლო სათანადო დრო ეხელთა. მაგრამ "ოანჩატანტრაში" მაინც უფრო კონკრეტული მოტივი გვაქვს: მეუდაბნოეს მდინარე უნდა გაეცურა და ხალათი მოწაფეს მოაბარა. მოწაფე კი ქურდი აღმოჩნდა და მისთ.

"ქილილა და დამანას" იგავთა კრებული, ბუნებრივია, ყველაზე ადრე ინდოეთის მოსაზღვრე ირანულ სამყაროში გავრცელდებოდა. ამიტომაც სწორედ ირანულ წყაროებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა კრებულის შქმნის ისტორიისა და მისი ავტორის ვინაობის დასადგენად. და მართლაც "ქილილა და დამანას" ფალაურმა და ფალაურის დაყრდნობით უკვე სემიტურმა ვერსიებმა მისი სადურობა იციან და ავტორსაც იცნობენ. კრებულის შემდგენელი უნდა ყოფილიყო სამეფო კარის ქურუმი თუ ვეზირი ბიდაფი ანუ ბეიდაბა, რაც სხვა ვერსიით ბიდფაი და ფილფაი ფორმებითაც შემონახულა. ამ პირს კრებული ინდოთა მეფის დაბშალიმისთვის დაუწერია. კრებულის ყველა კარს გასდევს მისი სახელი და ყველა იგავს ჰყვება. დაბშალიმს უკავშირებდენ სანსკრიტის დევაშარმანს. ამავე დროს "პანჩატანტრას" წინასიტყვაობაში მისი ხუთივე წიგნის ავტორად ბრაჰმანი ვიშნუშარმანი არის დასახელებული.

 

სპარსული ვერსია:

 

ინდოეთიდან წამოსული "ქილილა და დამანას" პირველი კვალი ფალაურ ლიტერატურაში შეინიშნება. ნამდვილად ვიცით, რომ იგი ფალაურად უთარგმნიათ. ტრადიციული შეხედულებით, ეს უნდა მომხდარიყო ხოსროვ ანუშირვანის მეფობის (531-578) დროს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ სწორი უნდა იყოს თაბარის (839-923) ცნობები ხოსროვის დაპყრობათა შესახებ და ანუშირვანს მეფეთა მეფეს (შაჰან-შაჰს) უწოდებს.

ასეთ მჭიდრო ურთიერთობას ინდურ სამყაროსთან, ბუნებრივია თავისი კვალიც უნდა დაეტოვებინა ირანის კულტურის, კერძოდ ლიტერატურისათვის. "ქილილა და დამანას" საშუალო სპარსულ ენაზე გადმოთარგმნას სწორედ ამ წლებით ათარიღებს თვით ამ კრებულის არაბული ვერსია. არაბული ვერსიის ერთ-ერთი უპირველესი წყარო, რომელიც "ქილილა და დამანას" ინდურიდან სპარსულად თარგმნას ანუშირვანის კარის ექიმს ბარზუის თუ ბარზოეს მიაწერს წიგნის თარგმნის ისტორიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ შესავალ თავში ("თავი შესახებ იმისა თუ როგორ გაგზავნა ხოსროვ ანუშირვანმა ექიმი ბარზუი ინდოთა ქვეყანაში ქილილა და დამანას წიგნის მოსაპოვებლად). ამ ცნობის მიხედვით ბარზუი ინდოეთში გამგზავრებულა "ქილილა და დამანას" ჩამოსატანად. დე სასი ფიქრობს, შეიძლება, ბარზუი წარმოშობით ინდოელიც იყოსო.

უფრო პოეტურია მეორე წყარო, ფერდპუსის (X-XI ს) "შაჰნამე", რომლის გადმოცემით, ბარზუი ინდოეთში საგნგებოდ მიდი არა-რაიმე წიგნის ჩამოსატანად თუ სათარგმნელად, არამედ უკვდავების წამლის (ბალახის) მოსაძიებლად. ბარზუიმ სათითაოდ გასინჯა ყველა ინდური ბალახი, ბევრი იხეტიალა, მაგრამ ამაოდ დაშვრა, არცერთი არ გამოდგა სასწაუთმოქმედი. ექიმი ინდოელ მკურნალთ დაეთათბირა: რას მირჩევთ, როგორ მოვიქცეო? ინდოელებმა იგი ერთ ბრძენ მოხუცტან მიიყვანეს, ამან კი ასე  დაარიგა: ის უკვდავების ბალახი    ჩვენც ამოდ ვძებნეთ. კაცი სიბრძნით ცოცხლობს, სიბრძნე "ქილილა და დამანაშია", "ქილილა და დამანა" კი მეფის საგანძურში ინახება, წადი და იგი იძიეო. ბარზუი იშოვნის ამ წიგნს და ანუშირვანს ჩამოუტანს. როგორი ლეგენდური სამოსით არ უნდა იყოს პირველწყაროები მოსილი, მათი მთავარი არსი მართალია: "ქილილა და დამანა" ინდოეთიდან არის შემოსული სპარსულ ლიტერატურაში.

სანსკრიტიდან საშუალო სპარსულზე თარგმნილი "ქილილა და დამანა" ირანში მეტად გახმაურებბულა. როგორც გადმოგვცემენ, მას გატაცებით კითხულობდა თავის კარავში ხოსროვ ფარვიხის (590-628) წინააღმდეგ აჯანყებული ბაჰრამ ჩუბინი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ნიზამი განჯელის (1141-1209) პოემაში "ხოსროვი და შირინი" (1186წ.) ცუდ გუნებაზე მდგარი შირინი თავის ვეზირს ბოზორგამიდს უბრძანებს: "ქილილადან" რამე წამიკითხეო. ვეზირიც ორმოც არაკს წაუკითხავს". ჩანს ნიზამის დროს ხოსროვზე დაცულ ქრონიკებსა თუ გადმოცემებში შემონახული ყოფილა ცნობა, რომ ფარვიზის კარზე "ქილილა და დამანას" კითხულობდენ და იგი ასე უყვარდათ. ეს ცნობა ემთხვევა თვით "ქილილა და დამანას" ქაშეფისეული ვერსიის ცნობას: "ნუშრევანს უკან აჯამთა (ე.ი. ირანელთა-მ.თ.) დიდის სურვილით მასვე იკითხვიდენ"

ფალაური ვერსია არ შემონახულა და ამდენად მასზე სრული წარმოდგენის ქონა ძნელია. მაგრამ შემოგვრჩა მისი სირიული და არაბული თარგმანები. ერთი ძეგლის ორი თარგმანი კი რა თავისებურნიც უნდა იყვნენ ისინი, მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, შორიახლო ვიცნობდეთ მას.

უპირველესი თვისება ამ ვერსიისა ის უნდა ყოფილიყო,რ ომ მას უნდა მიმატებოდა თავი ბარზუის შესახებ. დღევანდელ არბულ ვერსიაში კიდეც იკითხება, როგორც აღვნიშნეთ, "თავი შესახებ იმისა, თუ როგორ გაზავნა ხოსროვ ანუშირვანმა ექიმი ბარზუი ინდოთა ქვეყანაში ქილილა და დამანას "წიგნის მოსაპოვებლად" და "თავი ბარზუი ექიმის შესახებ".

პირველი თავი, როგორც იბნ ალ-მუყაფა გადმოგვცემს,ბარზუის თხოვნითა და ანუშირვანის დავალებით დაუწერია ამ უკანასკნელის ვეზირს ბოზორჯმიჰრს (ბოზორგმიჰრს) და დაურტავს (წარუმძღვარებია) კრებულისათვის.ხოლო მეორე თავად ბარზუის განცდები და ამბავი პირველი პირითაა მოთხრობილი. სხვა დანარჩენ  თავისებურებებსა და პასაჭებზე მსჯელობა სახიფათოა. ე. კრაჩკოვსკი ფიქრობს, მაგალითად: დამანას საქმის  გამოძიება ფალაურ ვერსიაში არ უნდა გვქონოდა, რადგან  სირიულში არაა, და იგი იბნ ალ-მუყაფას უნდა შეეთანა "ქილილა და დამანაშიო" (ამ აზრისავი არიან სხვებიც), რადგან მთარგმნელის შეხედულებით, უკეთურნი უნდა დაისაჯონ.

თითქოს ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ ეს ეპიზოდი არაა "პანჩატანტრაშიც". მაგრამ სირიული და არბული ვერსიები სხაგანაც შორდებიან ერთმანეთს.მაგ., სირიულში დაცული მთელი თავი "თაგვთა ამბავი "არ იკითხება არაბულ ვერსიაში,ხოლო დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ფალაურიდან მოდის (საკ.სახელები ზუდამად, მიჰრაიარ, ანდარბი ავან და სხვა.) ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ იბნ ალ-მუყაფამ არ გადმოითანა იგი ფალაურიდან და, მაშასადამე, ნებისმიერად ექცევა ფალაურ თექსთს, ზოგან აკლებს და ზოგან უმატებს. მაგრამ აქ სიფრთხილე გვმართებს: ფალაურად რამდენიმე ვარიანტი ხომ არ არსებობდა და იბნ ალ-მუყაფაც რომელიმე ერთი მათგანით ხომ არ სარგებლობდა?

"ქილილა და დამანა" ირანულიდან არაბულ სამყაროში გადასულა. ჯერ ის უთარგმნიათ სირიულად, ხოლო მერე-არაბულადაც. თავიანთი ვერსიების წინასიტყვაობებში "ქილილა და დამანას"  ისტორიას რომ გაგვაცნობენ, იბნ ალ-მუყაფფა, ნასრ ალ-ლაჰი და ვა ეზ ქაშეფი არაფერს ამბობენ მის სირიულ თარგმანზე. ჩანს ამ ვერსიას არ ჰქონია დიდი რეზონანსი, რადგან ეს ავტორები მას არ იცნობენ, შეიძლება ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ იგი ითარგმნა ქრისტიანის მიერ, ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ 570წ. ვინმე  ბ უ დ ს "ქილილა და დამანა" სირიულად უთარგმნია. (თარგმანი 1871წ. იქნა აღმოჩენილი). თავის დროზე ბენფეიმ დაამტკიცა, რომ სირიული თარგმანი ფალაურიდან მოდის. მანვე ცხადჰყო, რომ ეს თარგმანი უფრო ახლოს დგას ფალაურთან, ვიდრე არაბული.  ამას მეცნიერი ასაბუთებდა ამით,რომ სირიულ ვერსიაში იკითხება ირანული წარმოშობის (ფალაური) სიტყვები (ზირაქ, ფირუზ, სიმურღ და სხვ.), რაც არაბულ ვერსიაში აღარ გვხვდება.

სირიული ვერსია ათ კარს აერთიანებს. ესენია: 1) "ლომი და ხარი" 2) "გარეული მტრედი" 3) "მაიმუნი და კუ" 4) "განდეგილი და თრითინა" 5) "კატა და თაგვი" 6) "ბუთა ამბავი" 7) "ხელმწიფე და ფრინველი" 8) "ლომი და ტურა" 9) "ბილარის ამბავი" 10) "თაგვთა ამბავი". 

სირიულში ლომისა და ხარის ამბავი ერთ კარშია მოქცეული (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში მას ორი კარი უჭირავს), ხოლო ბოლო, მეათე, კარი საერთოდ ახალია (არაბულსა და სპარსულ ვერსიებში აღარ გვხვდება), წარმოშობით კი ფალაურიდან მომდინარეობს. ამ კარში მოთხრობილი ერთი იგავის "ყურდაჭრილი ვირის" შორეული გამოძახილია, ვფიქრობთ, "ანვარ-ე სოჰაილიში" დაცული გალექსილი იგავი, სადაც კუდის მაძიებელ ვირს გლეხი ორივე ყურს მოაჭრის.

"ქილილა და დამანას" ფალაური ვერსია არაბებს სხვა სიკეთესთან ერთად დახვდათ ირანში, და მათ იგი აითვისეს ისე, როგორც სხვა ბევრი რამ, ნაყოფი ირანული კულტურისა. VIII  საუკუნეში ეს ძეგლი არაბულად ითარგმნა. მთარგმნელი ცნობილია. ესაა ეროვნებით ირანელი აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰ რუზბეჰ იბნ დადოე, რომელიც იბნ ალ-მუყაფფას ფსევდონიმითაა ცნობილი. იგი დაბადებულა ტრადიციულ ირანულ ოჯახში, გვიან მიუღია ისლამი (მანამდე ზოროასტრულ რელიგიას ესავდა), რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართულა და 759წ. სიკვდილით დაუსჯიათ.

ადრე ბევრი ფიქრობდა, "ქილილა და დამანა" აბნ ალ-მუყაფფას თავით შეთხზა, მაგრამ შიგ გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებლობა რომ აეცდინა, წიგნი თარგმანად გაასაღაო. იბნ ალ-მუყაფფა მარტო მთარგმნელი არ ყოფილა, მას ორიგინალური თხზულებანიც ჰქონია, მაგრამ ამჯერად, როგორც გაირკვა, მთარგმნელად გვევლინება. ამას ადასტურებს მისი ქილილა და დამანას ერთი მხრივ "პანჩატანტრასთან" და მეორე მხრივ ამ კრებულის სირიულ თარგმანთან შეჯერება.

ცივილიზებული მსოფლიო მუყაფფასეული არაბული თარგმანის მეშვეობით გაეცნო ქილილა და დამანას წიგნს, არაბულიდან ითარგმნა იგი მრავალ ენაზე (მათ შორის სპარსულზე) და გავრცელდა ხალხში. მაგრამ ამ ვერსიამ თვით არაბულ სამყაროში მოიპოვა მაინც არნახული პოპულარობა, აბბასიანთა ხალიფა მა"მუნი (813-833) თურმე მოწიწებით ინახავდა "ქილილა და დამანას" ხოლო მის ვეზირს მარლმორწმუნე ფაზლ იბნ საჰლს რომ ჰკითხეს: ყყურანი როგორ მოგწონსო? მიუგო: "ქილილა და დამანასავითო"

X საუკუნის არაბი მკვლევარი აბუ ლ-ფარაჯ იბნ იაყუბ ალ-ვარაყა ან-ნადიმი თავის "ფიჰრისთში" წერს: "ქილილა და დამანა" ჩვიდმეტი კარისგან შედგება. იგი აბნ ალ-მუყაფფამ და სხვებმა თარგმნესო. აბუ ლ-ფარაჯის ეს ცნობები სწორია. მართლაც 781წ. "ქილილა და დამანა" ისევ სპარსულიდან ასევე პროზით ხელახლა უთარგმნია აბდ ალ-ლაჰ იბნ ჰილალ ალ-აჰვაზის.

არაბულ ენაზე " ქილილა და დამანას"  ლექსითი ვერსიებიც გაჩენილა. ამჯერად იბნ ალ-ჰამიდ ალ-ლაყიფის (570-815) ეს თხზულება თურმე თოთხმეტ ათას ბაითს შეიცავდა. იგი დაკარგულა (მხოლოდ ოთხმოცამდე ბაითიღაა შემორჩენილი) კიდევ ასახელებენ "ქილილა და დამანას "ორ გამლექსავს, რომლებიც სხვებში გამოირჩევიან. ესენია: ალი იბნ დაუდ ქათები და საჰლ იბნ ნავბახთი. 1100 წ. "ქილილა და დამანა" ისევ გაულექსავს ნაზმ ად დინ მუჰამად იბნ  ალჰუბბარის, რომლის ვერსია დღემდეა შემონახული. არსებობს სხვა თარგმანებიც, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაჩრდილა იბნ ალ-მუყაფფას შედევრი, რომელიც "ჯერაც ალმასის თვალივით ბრწყინავს  არაბული მწერლობის საპატარძლო გვირგვინში".

 

ეპოქა

 

ქართლის საქმეები XVII საუკუნის მეორე ნახევარში ძალზე აიწეწა. როსტომ მეფის დროიდან (1634-1658წ.წ) ქართლ-კახეთი ერთგვარად წარმოადგენდა სპარსეთის პროვინციას (სანახოს). მართალია, ქართლს ნომინალურად განაგებდნენ ნაციონალური დინასტიის წარმომადგენლები, მაგრამ ქვეყნის ბედ-იღბალი ნამდვილად შაჰზე იყო დამოკიდებული. ამასთან გამეფების (და ხშსირად გამთავრების) აუცილებელი პირობა გახდა მაჰმადიანურ რჯულზე გადასვლა.

ტახტის მაძიებელ ავანტიურისტთა დასი მუდმივ მზად იყო მოქმედებისათვის. ამ ნიადაგზე ფართო სარბიელი ეძლეოდა უთავბოლო დინასტიურ ინტრიგებს. სპარსეთი აშკარად მფარველობდა გამთიშავ ელემენტებს, ერთიმეორეს უსისინებდა მოქიშპეებს და ყოველნაირად იბრძოდა ადგილოვრივი ძალების შემჭიდროებისა და გაძლიერების წინააღმდეგ.

სპარსეთის ეს ვერაგული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ზოგჯერ გასავალს პოულობდა საქართველოში. ქვეყნის ყველაზე დიდ უბედურებას შსინააშლილობა წარმოადგენდა. სულხან ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა საქვეყნო საქმეებში. ის ერთ-ერთი ბურჯთაგანი იყო იმდროინდელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართლის ლეგიტიმისტთა ერთგული მომხრე. სულხანმა პირადად განიცადა ის დევნა, რაც წილად ხვდა ქართლის ლეგიტიმური დინასტიის წარმომადგენლებს.

XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან (1676 წლიდან) ქართლის ტახტზე დამტკიცებულ იქნა გარეგნულად მაჰმადიანი და მოჩვენებით სპარსეთის ერთგულებაში მყოფი გიორგი XI, სულხანის საპატიო აღმზრდელ-მასწავლებელი.გიორგის დამტკიცებასთან ერთად ფარული სპარსული დიპლომატია მოქიშპე კანდიდატის არჩევანსაც შედგა. არჩევანი ხვდა თეიმურაზ პირველის შვილიშვილს. რუსეთში აღრზდილ "ნიკოლაი დავიდოვიჩს "ქართულად ერეკლე პირველის სახელით ცნობილს ( მაჰმადიანობაში ეწოდა ნაზარალიხანი).

1688 წელს სპარსული საინტერვეციო ჯარების დახმარებით ნაზარალიხანმა გააძევა გიორგი და ტახტი თვითონ დაიპყრა. ნაზარალიხანი ორმაგად აღმოჩნდა მიუღებელი ქართლის გავლენიანი საზოგადოებისათვის. ჯერ ერთი, ამით საქართველოში მტკიცდებოდა უხეშ ძალმომრეობაზე დამყარებული ხელისუფლება ულტრა სპარსულ-მაჰმადიანური ხასიათისა. მეორეც, ნაზარალიხანი კახეთის ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა და ლეგიტიმისტურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა.

თვითონ ნაზარალიხანიც კარგად გრძნობდა თავის ორჭოფულ მდგომარეობას, ემყარებოდა სპარსულ სამხედრო-ჩინოვნიკურ კასტას. ადგილობრივ ელემენტს იშორებდა და სდევნიდა. ეს კიდევ უფრო ზრდიდა ქართლის მოსახლეობის უკმაყოფილებას. ორბელიანთა ოჯახი მათ შორის სულხანიც, ლეგიტიმისტთა ჯგუფს ეკუთვნოდა და გიორგი XI-სთან ერთად იძულებული გახდა გადახვეწილიყო.

ორბელიანთა უპატრონოდ დარჩენილი სახლ-კარი ნაზარალიხანმა ააოხრა. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ ერეკლეს ძე დავით-II (იმამ-ყულიხანი) დანიშნა, მაგრამ ისიც ირანში დატოვა. კახეთის გამგებელი კი დავითის უმცროსი ძმა თეიმურაზი გახდა. თეიმურაზი მცირეწლოვანი იყო და ქვეყნის მართვას ვერ ახერხებდა. ამით ისარგებლეს დაღესტნელებმა და კიდევ უფრო გაახშირეს შემოსევები.

1711 წელს ყანდაარის (ქალაქი ავღანეთში) იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორისქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერას შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს ვახტანგი თავის ამალასთან ერთად გაემგზავრა ირანში. ვახტანგს თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისათვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო.

ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, შაჰმა იგი დაატყვევა. ქართლი შაჰმა ვახტანგის ძმას, გამაჰმადიანებულ იესე ალი-ყულიხანს გადასცა. იესე ვახტანგის საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა და ყოველმხრივ ცდილობდა, შაჰისთვის ერთგულებადაემტკიცებინა. იესესათვვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი ცდილობდა.

ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეპოვათ და იქნებ ის მაინც მოეხერხებინათ, რომ შაჰს ქრისტიანი ვახტანგი დაესვა ქართლის ტახტზე. ამ მისიით გაემგზავრა სწორედ სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში. ქართველი ელჩი სთხოვდა ლუი XIV-ს ირანში გაეგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელიც ვახტანგის განთავისუფლების საკითხს მოაგვარებდა. სულხან-საბამ შემწეობა რომის პაპსაც სთხოვა. რომის პაპმა ლუი XIV-ს მართლაც მისწერა წერილი, რომელშიც სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა ვახტანგისათვის.

ლუი XIV-ს საქართველო არ აინტერესებდა. ევროპის ქვეყნები ირანს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლასი მოკავშირედ განიხილავდნენ. სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტამდე რამდენიმე წლით ადრე დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ირანს შორის. ხელსეკრულება ორივე მხარეს აკმაყოფილებდა და ვახტანგის გამო ლუი XIV შაჰთან ურთიეთობას არ გაიფუჭებდა.

ვახტანგი მიხვდა რომ დახმარებას ვერსაიდან მიიღებდა. თანაც იესეს მმართველობით შეწუხებული მოსახლეობა მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და შაჰმა იგი ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ ირანში დატოვა. ქართლის გამგებლად ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი დაინიშნა.

1719 წელს ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო. ვახტანგ VI-მ რუსეთთან სცადა კავშირის დამყარება. XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი იწყებს აქტიურ ბრძოლას ავღანელთა წინააღმდეგ. მან განდევნა ისინი ირანიდან, თურქეთიც დაამარცხა, რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა იგი ხელლი აეღო პეტრე I-ის მიერ დაპყრობილ კასპიის ზღვისპირა ტერიტორიებზე.

ნადირმა თავისთან დაიბარა ვახტანგ VI და ქართლის ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა. ქართლის აწეწილმა ბედმა ვახტანგ VI-ს პირი რუსეთისაკენ აქცევინა. იგი 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში. დიდი იმპერიების კონფლიქტში ჩათრეული საქართველო კიდევ ერთხელ განგებამაც გასწირა და ერთმორწმუნე მოკავშირემაც.

 

ანდერძი დიდს ჭირსა შინა მყოფის მეფის ვახტანგისა

 

ჟამსა მას პატიოსნისა და ამაღლებულისა და დიდებულისა დედათშვენიერებისა, თვითმპყრობელისა და ღვთივგვირგინოსნისა მეფეთ მეფისა თამარისა ესე წიგნი ეთარგმნათ, რომელი "ცხოვრებასა ქართლისასაც" წერილ არს. ამითიც საცნაურ არს, რაოდენსაცა საქართველოში ანუ არაკსა და იგავსა, ანუ ზეპირს მუნასიბსა ლექსსა ახლა იტყვიან.

უფროსი ერთი ამაში სწერია. მაშინდელი ნათარგმნი ჟამთა ვითარებით დაკარგულიყო და შემდგომად ბატონს დავითს, ბატონის თეიმურაზის მამას, კუსა და მორიელის არაკამდის ეთარგმნა. მაგრამ არც ლექსი გამოეღო და ზოგი სიტყვაც დაეკლო და არც გასრულება დასცალებოდა. მე ის წიგნი ხელად შემომივარდა. ვნახე რომ იყო სიტკბოთი და სარგოთი სრული. რაოდენი ზღაპრის წიგნია და ანუ მსოფლიო სწავლანი არიან, ამისთანა სარგო და საამოდ საკითხავი არ იპოებოდა.

ერთს სპარსსა რომ მცირედ ქართული ენა და წიგნი ესწავლა, ამის შესრულება უთხარი. მან თარგმნა იწყო, მაგრამ ენის უცოდინარობით ვერც კარგა გამოიღო და გასრულებამდის მეც ისპაანს წასვლა მომიხდა. ისპაანს რომ ჩაველ მუნ ერთს სომეხს უთხარ: რომ სპარსული ესწავლა, ნაკლების შესრულება და მან შეასრულა, მაგრამ ლექსი სიტყვა და გაწყობა ბევრი დააკლდა. არათუ ჩემის რისმე დანაშაულისათვის არამედ სული უმჯობოა საზრდელისა და გვამი-სამოსლისა, ამისთვისმომიძულეს და ამის მიზეზისათვის ტყვე მყვეს და შემდგომად ამისსა ქირმანს წარმომგზავნეს.

 

ლექსი

 

მეტყვიან ხვალმე, რისთვის გაქვს პური, ჭირი, ჭმუნვა და წყინება,

ქუჩუკას სახლსა ვწუნობდი, როგორ ნუ მომეწყინება

ახლა წირმანსაც დამკარგეს დამვიწყდა ამასწინება

არ ვეჭვობ შერჩეს ღმთისაგან ვინც ჩემთვის ასე ინება.

 

რა მიველ მუნ წიგნი სარგონი არ მახლდა, და ცუდად ყოფნა სულისაც მაზიანებლად ვნახე და ხორცის საწუხრადაც. სხვა საქმე არა მქონდა რა და ამის შექცევას გამოვეკიდე.

 

ლექსი

 

ცუდად ყოფნისა წამალად ვსვი ცუდი შარბათებია.

მზე აღმოვიდა, მიადგა ბარი იყო, თუ მთებია.

მაგრამ მე მისი მწვერვალი არსით არ მომნათები

ამისთვის სევდა-ნაღველი გლახ გულსა გამერთებია.

თუცა დამეკლოს რამე, ნუ დამგმობტ: ჩემი ჭირი ქვას ქონებოდა, დადნებოდა. ჩემი ფიქრი და ნაღველი ზღვის ალაგს აავსებდა. და თუცა ვინმე უკეთ იტყვით, არ გიშლი და კარგსა იქთ.

 

ლექსი

 

ვინც უკეთ იტყვით არ გიშლი, არც არას მეწყინებისა

მე ჩემმან ბედმან არ მომცა ჟამი ჩემისა ნებისა.

რაც ჯავრისაგან შევიძელ, ვთქვი რამე მე ლხინებისა

სხვა მეტი ვერა გავაწყვე თქმა ქების გინდ გინებისა

მე კაცის შეუტყობრობისა და მოუძაგებლობისა გულისათვის ადვილისა და ,მსოფლიოს სიტყვით დავსწერე. რომ ნკითხველთ სამძულვაროდ არ უჩნდესთ და ეს სწავლა გაუგონებელი არ დარჩეს.

 

ლექსი

 

არ ვიყავ სულით უცოდნი, ვიცოდი ენა მძიმენი

მეკითხა წიგნი საღმთო და საერო ამას წინები,

ვთქვი ენით მეტად ადვილით, რომ იყოს მოუწყინები

არვინ გამხადოთ ამისთვის საკიცხარ-მოსაყინები.

არვის გმართებსთ ვისცა ხელად შემოგივარდეთ, ამის ამბის შეუტყობარი, დარჩეთ, და ან მე ჭირი მინახავს ამის თარგმანზე ისიც არ შეიტყოთ და არ გასინჯოთ.

 

ლექსი

 

კაცი გემოს მაშინ იცნობს ოდეს ენა დააწოსა

ღამესა ვარ უნათლოსა მივემსგავსე მე მას წოსა

ალსა ვზივარ ცეცხლისასა სანამ გაქრეს უნდა მწოსა

კაცსა ბედი ვერას არგებს, თუცა ღმერთი არ ემწოსა

სპარს ენაში მეტად ტკბილად და კარგად უთქვამთ, ამასაც ნახავთ ლექსი ლექსად გარდმოვსთქვი უკლებრად, რომელი ოთხმუხლი იყო, ანუ ორმუხლი, ანუ ერთმუხლი, ანუ ათმუხლი, მეტი თუ ნაკლები, და ამბავი - ამბად. მაგრამ ლექსი სპარსული ქართულს ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბად მოვა და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომე. და ეგება ლექსი არ მოგეწონოთ გასინჯეთ რომ სხვის კაცისაგან ნათქვამს ამბავს მეორე ისე ვეღარ იტყვის, სპარსის ლექსის იგავი ამის უკეთ ქართულად ვერ მოვიყვანე. თვარემ სპარსულში დიაღ გაწყობილია.

 

ლექსი

 

ეს "ქილილა და დამანა" ბრზენთაგან გამოთქმულები,

სპარსთა ენითა სიტკბოთი დაშაქრულ-დამბასულები,

ვპოე და ჩვენად გარდმოვსთქვი ყვავილი ტურფად რგულები,

ლექსი ლექსად და ამბავი არც ერთი დაკლებულები,

როგორც მათში იყო ამბავი თავის ადგილს და ლექსი თავის ადგილს დავსწერე.

ამთონის ცემის ჭირის ხელფასად ლოცვა და შენდობა რომ წესია, ავენობის პირს მაინც ნურვინ გახსნით.

 

ლექსი

 

ეს წიგნი ბრძენთა ნეთელი, სხივით შუქით მზიანი,

ყურითა ტკბილად სასმენი, სულით ვარდი და იანი,

მკითხველთა სარგო მრავალი, არათა არა ზიანი,

ვსწერ მეფე ვახტანგ ქართველთა, თესლ-ტომად დავითიანი.

 

ქილილა და დამანას ერთი იგავის ნიმუშები

 

 

 

ქართული ანონიმური ვერსია

 

ერთი წმინდა სულის მიმდეგი მეუდაბნე იყო. ბაღადის ქვეყანას იმყოფებოდა. დღე და ღამ მისი საქმე ლოცვა და მოღვაწეობა იყო. და ერთმან მოწაფემან მისმან ერთს დღეს ერთი კარგი ზღოხა მიართვა. და ერთმან ქურდმან ის ძროხა შესთვალა და მისი მოპარვა მოინდომა. წავიდა ის ქურდი საქურდლად. გზაზედ ერთი დევი შეეყარა და კაცის სახედ მოეჩვენა. ქურდმან ჰკითხა:

სად მიხვალ ან ვინა ხარო?

იმან უპასუხა:

მე დევი ვარ და ადამიანის სახედ ვიარებიო, რომ იმ ერთმა მეუდაბნემ ქუეყანა თავის ნებასა და რჯულზედ მოაქცია და ჩვენ გაგვაშორა. აწ ვეძებ დროსა, რომ მას აუტეხოა რამე სიკუდილითა, რომე ქუეყანა ისევ ჩემკენ მოვიახლოვო. ჩემი საქმე ეს არის. რადგან შენ შეგეყარე ამ გზაზედ, გაგიტყდი და მართალი გითხარ, ახლა შენც მითხარ, ვინა ხარ ან სად მიხვალ?

მან უთხრა:

- მე ქურდი ვარ და იმ მეუდაბნეს ერთი კარგი მსუქანი ძროხა ჰყავს და ის მინდა მოვიპარო.

დევმან ეს სიტყვა დაუმადლა და უთხრა მას ქურდსა:

რადგან შენც იმის სამტეროდ მიხვალ, დიაღ შემიყუარდი და კარგი ამხანაგიც ვართ.

შეჰპირდნენ ერთმანეთს მის მეუდაბნის მტერობასა და წარვიდენ. იარეს და საღამოდის იმ მეუდაბნისას მივიდნენ. მას ლოცვა გაეთავებინა და იქავ დასძინებოდა. ქურდმან იფიქრა: ეს დევი ხომ მოსაკვლავად მივა, მეუდაბნეს რომ გაეღვიზოს, შიშით დაიძახებს, დევი გაქრება და მეზობლები მე დამიჭერენ. ამით არ იქნების ახლა ამ ძროხის მოპარვა. ევმან ეს იფიქრა: ეს ქურდი ზროხის მოსაპარავად რომ კარს გააღებს, კარი დაიჭრიალებს, მეუდაბნე დაიძახებს. მის ზახილშიდ მეზობლები შემოკრბებიან და ეღარ მოვკლავ. ქურდს უთხრა

- ჯერ მე დამაცალე, მეუდაბნეს მოვკლავ და მას უკან როხის მციე აღარავინ გეყოლება და ძროხა წაიყვანე.

ქურდმა უთხრა:

- არა, ჯერ დამაცალე, მე ის ძროხა გავიყუანო და მას უკან ის მეუდაბნე მოვკალ!

ისინი ამ საქმეზედ შეცილდნენ და აიშალნენ. და ქურდმა დაიძახა:

- ეჰა მეუდაბნევ, აქ ერტი დევი არის, სიკუდილს გიპირობს!

მერმე ებმან დაიძახა:

- მეუდაბნევ, აქ ერთი ქურდი არის, ძროხის მოპარვას გიპირობსო!

მეუდაბნემ რა მათი ხმა გაიგონა, დაიძახა, და მეზობლები შემოკრბენ და ქურდი და დევი ორივე გაიქცნენ და ძროხა და მეუდაბნე ორივ მორჩნენ.

 

ვახტანგისეული ვერსია  

 

მოუყვანიათ, ერთი ზეიდი იყო წმინდა ბუნებისა, წმინდა საქციელისა. ბაღდადის ერთს შუკაში ერთი სენაკი გაეკეთებინა, მისი ყოფა დილასა და საღამოს მოწყალის ღთის ლოცვის ალაგის მოყუანა იყო, და ამ გზით კალთა ქუეყნის ავისა და კარგისაგან დაებერტყა. სოფლის უპირობისა და მიუნდობლობის სახეს დროსა და ჟამის დავთრის პირისაგან კითხულობდა. შეიტყო, რომ თვალის გუგა უნაშტროდ ვერ მორჩებოდა .... მორჩენის სურათს არ დაიჭერდა, სიკეთის ხაზინა უგველოდ ბევრის გარჯით ჰელში არ მოვიდოდა. (ლექსი):


ვარდი უეკლო ამ ბაღში არ არის.

მისი ყაყაჩო უდაღისნიშნოდ არ არის,

ხრმალს შემოგკრავს და იტყუის: მზის სხივი არის,

პირს გაგიყუითლებს და იტყუის ოქროა.

წყალობის კუთხეში თავი მოსვენებას საყელოში ჩაეყო, იმ მდღევარს, რომ დაფარულის ფარდიდამ მას მისცემდა, დასჯერდებოდა (ლექსი):

ჩვენ დაჯერებისა და კმარების სახე დაგვიდია

და მოყუარე რასაც შეგვეწევა, ვსჯერვართ.

ამაში ერთმა მისმა მოსავმა იმის საბრალობა და სიწმინდე შეიტყო, მისის სულისათვის ერთი ახალი კამბეჩის ზაქი მსუქანი, რომ ნდომის პირი მისის გემრიელობისა და ქონიანობით დატკბებოდა, შესაწირავად ზეიდის სენაკში მიიყუანა. ერთმა ქურდმა ის დაინახა, ნდომის სიხარბე დაეძრა და ზვიდის სენაკისაკენ წავიდა. ერთი დევიც კაცის სახედ იმას უკან გაუდგა. ქურდმა მას დევს ჰკითხა:

- შენ ვინ ხარო და სად მიხვალო?

მან პასუხი გასცა:

- დევი ვარ, ამასზედ შევიცვალე და ზეიდის სენაკში მივალ, რომ ამ ქუეყნის უმრავლე კაცთ მისის ქადაგებისაგან ცოდვისა და ავის საქმისაგან ველი აუღიათ და აღთქმასა და მოღვაწებას შესდგომიან, ჩვენის რიგისა და ბაზიერობისაგან განშორებულნი შექნილან. და ახლა მინდა, დრო ვიპოვნო, მოვკლა. ჩემი ამბავი ეს არის, რაც გაიგონე, ახლა შენი მითხარ, რომ ვინ ხარ და შენი ამბავი რა არის?

მან უთხრა, თუ:

- მე ქურდობისა და მაცთურობის მოვალე (მოველე) ვარ. ღამე და დღე ამ ფიქრში ვარ, ერთის ვისიმე საქონელი მოვიპარო, ერთის შეწუხების დაღი მის გულზე დავსვა. ახლა  იქ მივალ, რომ მსუქანი ზაქი რომ მიგვარეს, ის მოვიპარო და ჩემად საციცოცხლოდ დავხარჯო.

დევმა უთხრა (ლექსი):

ეჰა ქუეყნის სულო, შენ ჩემი ამხანაგი ყოფილხარ.

დიდება ღთსა, რომ ჩემსა და შენს შუა ამხანაგობის საბელი მაგარი არი.

ერთობის გზით ეს კმარა, რომ ორისავ სამტერო ერთია.

მერმე პირი გზისაკენ ქნეს. საღამოს ზეიდის სენაკთან მივიდნენ. ზეიდი ლოცვისაგან მორჩომილიყო და იმავ სალოცავს ადგილს ჩამჯდარიყო. ძილი მოსვლოდა. ქურდმა იფიქრა: თუ უწინ დევმა მისი სიკვდილი მოინდომოს, არამც შეუტყოს, გაიღვიძოს და დაიძახროს. ვინც მეზობელნი არიან, შეუტყონ. და ამ გზით კამბეჩის მოპარვა არ იქნება: დევიც ფიქრში ჩავარდა, რომ: თუ ქურდმა უწინ კამბეჩი მოიპაროს, კარი უნდა გააღოს. იქნება, რომ ზეიდს კარის ხმით გაეღვიძოს და მე მისი მოკვლა არ შევიძლო. მერმე ქურდს უთხრა:

- ჯერ მე დამაცალე, ზეიდი მოვკლაო, მერმე შენ კამბეჩი წაიყვანე.

ქურდმა უთხრა:

- ჯერ ჩემის კამბეჩის გამოყუანას ეცადე, მერმე შენ ზეიდი მოკალო.

ეს სარჩელი იმათ შუა გამაგრდა. ბოლოს იმათი ლაპარაკი ჩხუბსა და ბრძოლაზე მივიდა. ქურდმა აჩქარებით ზეიდს დაუძახა:

- აქ დევი მოსულა, უნდა, შენ მოგკლასო!

 დევმაც დაიყუირა:

 - ეს ქურდი მოსულა, უნდა კამბეჩი მოგპაროსო!

ზეიდმა იმათს ლაპარაკზე გაიღვიძა და დაიძახა. ერთპირად მისი მეზობლები იქ მოგროვდნენ, დევი და ქურდი ორნივ გარდაიჭრენ და სული და საქონელი ზეიდისა მტრის სიცრუისაგან ცოცხლებით მორჩენ. (ლექსი):

თუ რომ მტრის ლაშქარში ორპირობა ჩამოვარდა,

რაღად უნდა ხრმალს ქარქაშიდამ ამოღება.

 

საბასეული ვერსია

 

ერთი განშორებული იყო, ბუნებიტ წმინდა, საქციელითა სუფთა, კეთილად მქცეველი. ბაღდადისა შუკათა ერთი სენაკი დაეპყრა. მისი მოქმედება ესე იყო: დღე-ღამე დაუცადებელად ჟამიერად ილოცვიდა და ქუეყნიერისა კაისა და ავისა საქმის ქნისაგან კალთა სრულობით დაებერტყა. საწუთროს უხანობისა წერილსა მატიანეთა პირისაგან იკითხვიდა, და იჩქითად მარბენელი ხატი მისი არ შეიპყრობდა და სიკეთის საუნჯე მრავლისა ცდითა გუელუცემრად  არა ხუდებოდა.

შაირი

უეკლო ვარდი ვერ ჰპოო სოფლის წალკოტის არესა,

მისი ყვავილი საკრეფლად დაღსა დაგამჩნევს მწარესა.

ხრმალსა გცემს, მზის სხივს გაოცნებს, ეჭვდე მის შესადარესა.

და ფერმიხდას ოქროდ გახარებს კაცთა არმოსახმარესა.

მოწყალების კუთხესა შინა თავი მოსვენებისა უბესა შიგა ჩაეყო და მის მდღევრისა. საზრდოსა რომელი უცნაურისა ფარდაგით მოეცემოდა, მას დასჯერდებოდა.

ლექსი

ჩუენ სახე დაჯერებისა დაგვიდვა საკმარებელად,

მოყვრის შეწევნის მოქენე, მართ ოდენ დამჯერებელად.

მაშინ ერთმა მისმა მსასობელმა კაცმან რა მისი ეგრე ყოფნა და სიწმინდე სცნა, თვისისა სულისათვის ერთი ახალი, მსუქანი, გემოთი და სიპოხით გარდამატებული კამბეშის ღოღო შესაწირავად მიუძღვნა განშორებულსა. რა მის სენაკად მიიყვანეს ერთმა მპარავმა ნახა და ნდომისა სიხარბე მოემატა და განშორებულისა სენაკსა მიმართა. მას მპარავსა ერთი დევი კაცის მსგავსად უკან დაედევნა. მან მპარავმა ჰკიტხა:

- ვინ ხარ ანუ სადა მიხვალო?

მან უთხრა:

- მე დევი ვარ, კაცად ამისთვის შევიცვალე და მის განშორებულისა სენაკად მივალ ამად, რომე ამა თემთა კაცნი უმრავლესნი მისისა ქადაგებითა ცოდვასა და ავსა საქმესა დაუტეობენ და აღთქმასა ჰყოფენ და სინანულს შეუდგებიან. ჩუენის მორჩილებისა და სამსახურისაგან ხელსა იღებენ. აწ მინდა, მაზე დრო დავიცე და იგი მოვკლა. ამა საქმეზე მოვალ. ჩემი ამბავი ეს არის და შენი მიამბეო.

- მე მპარაობისა და ავაზაკობისა მოქმედი ვარ. ღამე და დღე ჩემი საგონებელი ეს არის: ვისი რა ქონება მოვიპარო ანუ შეწუხებისა დაღი ვის გულსა დავასვა. აწ მას განშორებულსა მსუქანი ღოღო მიუძღვნეს, იგი მოვიპარო და ჩუმად საზრდოდ ვიხმაროო.

დევმა უთხრა: (ტაეპი)

ჰე ჩემო სულო ბედად მოსულო, ვიამხანაგოთ დღივ და ღამ, სულო!

ეჰა ვმადლობ სვესა ჩუენსა, რომე ჩემსა და შენ შუა ამხანაგობის საბელი განმტკიცებულა და ერთობის გზა გამზადებულა. ესე უადვილეა. ორისავე სამტერო რადგან ერთიაო.

მერმე პირი გზას მიაპყრეს და საღამოს განშორებულისა სენაკსა მიადგენ. მას ლოცვა დაესრულებინა და სალოცველსა ადგილსა ჩამომჯდარიყო და სთვლემდა. მპარავი საგონებელსა ჩავარდა და  იტყოდა: თუცა დევმა მისი სიკუდილი გააპირა, არამც მას გაეღვიძოს, სცნას და ხმა ჰყოს. მეზობელნი მოკრბებიან და ამით მე კამბეჩის ღოღოს ვეღარ ვიხელთებო. დევიცა ამას იგონებდა: თუცა მპარავი კარსა გაახვამს, კამბეშისა გამოსაყუანად, კარისა ჭრიალითა მას გაეღვიძების და მე მის მოკვლას ვეღარ შევძლებო. დევმა პირველ მისი მოკვლა მოინება და მპარავმა-კამბეშის მოპარვა. ამაზე ცილება შეექმნათ და შუა შუღლი და ბრძოლა გამოერიათ. მპარავმა განშორებულს უყივლა:

- დევი შენდა სასიკუდილოდ მოსულაო!

დევმა დაიყვირა:

- მპარავი აქა გიდგს, კამბეშსა გპარავსო!

განშორებბულს მათს ხმიანობაზე გაეღვიძა, დაიძახა. მეზობელნი ყოველივე მოეშველნენ და დევი და მპარავი ორნივე გარდაიხვეწნეს. და განშორებულის სული და საქონელი მტრისა სიცრუისაგან უვნებელი დარჩა.

(ლექსი)

თუცა მტერთ ლაშქარს შეუხდა გაყრა და ორპირობანი,

ხრმალსა ქარქაშით რათ იღებ, რად უნდა ხელთა პყრობანი.

 

ბებუდაშვილისეული ვერსია

 

ერთი განშორებული იყო ბუნნებით წმინდა, საქციელითა სუფთა, კეთილად მქცეველი. ბაღდადისა ერთ სენაკი დაეპყრა. მისი მოქმედება ესე იყო, დღე და ღამე ილოცვიდა. ქვეყნიერისა კაისა და ავის ქნისაგან კალთა სრულობით დაებერტყა. მაშინ ერთმა მისმან მსასოებელმან კაცმან რა მისი ეგრე ყოფნა და სიწმინდე სცნა, თვისისა სულისათვის ერთიმსუქანი კამბეჩის ღოღო შესაწირავად მიუძღვნა. რა განშორებულის სენაკად მიიყვანეს, ერთმა მპარავმა ნახა და ნდომის სიხარბე მოემატა, განშორებულისა სენაკსა მიმართა.

მას მპარავსა ერთი დევი კაცის მსგავსად უკან დაედევნა: მან მპარავმან ჰკითხა:

- ვინ ხარ ანუ სად მიხვალო?

მან უთხრა:

- მე დევი ვარ, კაცად ამისტვის შევიცვალე, მის განშორებულისა სენაკად მივალ ამად, რომე ამა თემთა კაცნი უმრავლესნი მისის ქადაგებითა ცოდვასა და ავსა საქმესა დაუტევებენ და აღთქმასა ჰყოფენ, სინანურს შეუდგებიან, ჩვენისა მორჩილებისა და სამსახურისაგან ხელს აიღებენ. აწ მინდა, მასზედ დრო დავიცე და იგი მოვკლა. ამა საქმეზე მოვალ. ჩემი ამბავი ეს არის და შენი შენ მიამბეო.

მან უთხრა:

- მე მპარაობისა და ავაზაკობის მოქმედი ვარ, ღამე და დღე ჩემი საგონებელი ეს არის, ვისი რა ქონება მოვიპარო ანუ შეწუხების დაღი ვის გულს დავასვა. აწ მას განშორებულსა ერთი მსუქანი ღოღო მიუძღვნეს. იგი მოვიპარო და ჩემად საზრდოდ ვიხმარო.

დევმა უთხრა: (ტაეპი)

ჰე, ჩემო სულო, ბედათ მოსულო, ვიამხანაგოთ დღე და ღამ სულო.

ესე უადვილეა, ორივე სამტერო რათგან ერთია

მერე პირი გზას მიაპყრეს და საღამოს განნშორებულის სენაკს მიადგენ. მას ლოცვა დესრულებინა, სალოცველსა ადგილსა ჩამომჯდარიყო და სთულემდა. მპარავი საგონებელსა ჩავარდა და იტყოდა: თუცა დევმა მისი სიკუდილი გააპირა, არამცა მას გაეღვიძოს, სცნას და ხმა ჰყოს, მეზობელნი მოკრბებიან და მით მე კამბეჩის ღოღოს ვერ ვიხელთებო. დევიცა ამას იგონებდა: თუცა მპარავი კარსა გაახვამს კამბეჩის ღოღოს გამოსაყვანათ, კარისა ჭრიალითა მას გაეღვიძების და მე მის მოოკვლას ვეღარ შევიძლებო. დევმა პირველ მისი მოკვლა მოინება და მპარავმა მოპარვაი. ამაზედ ცილება შეექმნათ და შუა ბრძოლა გამოერიათ. მპარავმა განშორებულს იყოვლა:

- დევი შენდა სასიკუდილოდ მოსულაო!

დევმა დაიყვირა:

- მპარავი აქ გიდგს, ღოღოსა გპარავსო!

განშორებულს მათს ხმიანობაზედ გაეღვიძა, დაიძახა. მეზობელნი ყოველნი მოეშველნენ. დევი და მპარავი გარდიხვეწნეს, განშორებულის სული და საქონელი მტრისა სიცრუვისაგან უვნებლად დარჩა.

 

* * * * * * *

 

როგორც ეს ერთი იგავის ამ პარადიგმებიდანაც ჩანს "ქილილა და დამანას" ზოგი ვერსია აქა-იქ მხარს უჭერს არა თავის უშუალო წყაროს, არამედ მის შორეულ წინაპარს. ამ იგავში ("განშორებული, დევი და მპარავი") "პანჩატანტრას" მიხედვით განშორებულს ძროხას აჩუქებენ. ასევეა იბნ ალ-მუყაფფას ვერსიაში.

მოსალოდნელი იყო, რომ იგივე განმეორდებოდა ნასრ ალ-ლაჰის ვერსიას გამოიყენებს ქაშეფი, მაგრამ მის "ანვარე სოჰაილიში" ძროხის ჩუქებაზეა ლაპარაკი. ასევე "პანჩატანტრას" დეტალი. დევი ქურდს რომ ეუბნება: რა კარგია, ჩვენ ერთი მიზანი გვქონიაო, შემოუნახავს იბნ ალ-მუყაფფას ვერსია.

მის თარგმანს, ნასრ ალ-ლაჰის "ქილილა და დამანას" იგი არ დაუცავს, ხოლო ამ უკანასკნელის გადაკეთებაში, "ანვარესოჰაილიში" ისევ უჩენია თავი. შეიმჩნევა სხვა ასეთი სახის მიკერძოებანიც, მაგ:როგორც აღვნიშნეთ, "აიარ-ე დანეშის" შესავალში განმეორებულია არა მისი უშუალო წყაროს "ანვარე სოჰაილის", არამედ ნასრ ალ-ლაჰის "ქილილა და დამანას" შესავალში დაცული თავები.

ანდა: "რაი-ო ბარაჰმანის" ავტორი, ნასრ ალ-ლაჰის ვერსია ლექსავს, მაგრამ ზოგ მის იგავს ქაშეფის სულ სხვა შინაარსის ამბავით ცვლის, ხოლო ყანე'ი საერთოდ იცავს გეოგრაფიული ლოკალიზაციის პრინციპს, მსგავსად "პანჩატანტრას", რაც მის უშუალო წინამორმებ ნასრ ალ-ლაჰს არ ჰქონია და ა.შ.

 

დასაწყისი პირველი წიგნისა

 

დასაწყისი პირველი წიგნისა ამის, შესავლად თქმული ბრძნისა, ანვარი სოილისა

 

სრული სიბრძნე ამისად შემსგავსებულად საფუძველად დაუც და ყოველთა წიგნებთა შინა მთქმელისა სახელი დიდად უსახელოვნებია. სიბრძნეთა იგავთა შეწყობათა მიერ სწავლისა აღმატებათა. ქილილა-დამანას წიგნია, ინდოელთა რიტორთაგან სასურველად გარდახალისებულა. ბრძენთა და მეცნიერთა ფილასოფოსთა ამისნი შეკრების რიგები მრავალი სახენი ერთრიგად შეუწყვიათ. სასიბრძნო სწავლა-სამხიარულოდ და საცრუო არაკები ერთმანეთში აურევიათ. სიტყვით მმაგალითნი მრავალთა ბუნებათა საწადელად ზღაპრის კალთათა გამოუხვევია. ნადირთა, მხეცთა, თევზთა, და ფრინველთა ენათა მაგიერი არაკნი და სიბრძნის გზები მოუყუანიათ. ამა მეცნიერობისა სარგებელთა რიგები ფერად-ფერადად, სიბრძნე და სწავლანი სვებედნიერობით გამოუჩენიათ.

მეცნიერი სასარგებლოდ და უმეცარნი სალიზღობელად უნდა იკითხვიდენ. ამისი სწავლა ოსტატისათვის შეგონებაა და ყრმათათვის საადვილო და გულთა საამო.

ესე არს წიგნი ერთი, სიბრძნით შეწყობილი, რაგუარადაც წალკოტი ერთი ხეხილით, სახვასიადო და მისთა მნახავთათვის სამოთხის შვების მსგავსი ხილვითა; ვისიცა გული, გონება და თუალი განიცდის, ტკბილის გემოთი გაძღება; ვისაც გული, და მისის სავარდეთა მიდამოს სიტყვის სუნელებათა ფშვანი საგრძნობელთაგან გასაოცარია.

 

შაირი

 

თვითო სიტყუაზედ დამზერით უცხო წალკოტი ათობენ,

ღამე ანთრაკებრ საჩანოდ ბრწყინვენ და ეგრე ნათობენ,

ამის იგავნი, სიცოცხლის წყალთაებრ მორწყვად მათობენ,

სიტყვა ქცეულნი, ჭაბუკებრ, ლალსა და ბროლში სათობენ,

გულისხმა ცნობა იგავთა სიხშირეთა ერთსა ხარისხთა ზედა აღწეულ არს და პირველითგან მოაქამმომდე რიტორებათა მოცადინეთა ამ ტაბლათაგან ბედნიერობის საწადელი სარგებელი მრავალთა მიუღიეს და ამა ლექსებთათვის მარაგიანად ტრიქონთა ტანსა ზედა შესაფერად მოხდომილი სამოსელი გაწყობით ჩაუცმევიათ-ყე.

 

ჩახრუხაული

 

ამის სახენი მეფედ ვახენი, ვით სამოსელი შესამკობელად,

აგრევ იგავნი არ თუ იგ ავნი, სვე-ბედთა ბეჭდის თვალთა მცნობელად.

ფერკეთილ ლექსნი ათასჯერ ექვსნი, ვარდის კუკურთა გამაპობელად,

მისნი უბნობა სიტყვა ხელმწიფე, სიბრძნისა სხივთა მომნათებელად,

სახვაშიადო ვინ ვის მიანდო ნანდვილ მართლობით სარწმუნობელად.

 

წიგნი ესე ბრძენსა და გზიანს ფილლასოფოსს, ბარამანად სახელდებულს, დაბიშლიმის სახელით, რომელიცა ინდოეთისა რომელსამე თემთა ხელმწიფე ყოფილიყო, მას ინდოურითა ენითა უთქუამს, თუმც აწ მთქმელთა ასპარეზტა შინა, მისის წერილის მიზეზითა ერტსა მცირესა რასამე იტყვიან, მას ბრძენსა იგი ამა სასწაულისა სიტყვისა იატაკად დაუფენია, მეფეთაგან ყმათა შერისხვა და შეწყალება, გადიდება გამდიდრება უმოქმედებია, თემთა და ქუეყანათა გარიგება და სვე-სვიანობათა დიდად აღმატება გაძლიერებასა თანა შეუმზადებია, მტერთაგან მოცლისა და მოშორებისა და მათის გაცუდებისა საქმეთა შინა დიდად გამოუყენებია.

დაბიშლიმ ამა წიგნისა კითხვითა გულის საწადელის ნდომისა და ნებისა აღსრულებისათვის ამა წიგნისა კითხვისა კლიტეთა მოეჭიდა და საძნელად დახშული კარი ამით პოვა და განახვა. და ეს დაუფასებელი სპეკალი მის ჟამთა შინა, სრულიად ობოლის მარგალიტის მსგავსად, სადაფთა შინა დაფარულიყო, რაგვარადაც უებრო ლალი ლითონთა სინა, თუა არ მრავლის ჭირითა და ცხელის ოფლის დენითა, შრომითა და სისხლის დათხევითა. პირსა არავის უჩუენებდა. მას უკან რომელნიც მისის ტომთა და ნათესავთაგანნი მისის ხელმწიფობის ხარისხთა დაჯდებოდიან, აგრეთვე ხვაშიადა ინახევდიან და მასვე საქმესა ცდილობდნენ, და ამა წიგნისა ამბვისა ნიავთა მის ქუეყნისა მიდამოთა წალკოტნი და სავარდენი გაესუნელა და მისმან მუშკისებრი მითქმა-მოთქმათა ქებამა, სურვილის წადილის ნიშანმა ამბართა სუნითა საყნოსელნი აავსო.

 

შაირი

 

სიკეთე მუშკს ჰგავს, დავფარო, ეცადო სრულ ლამპობასა,

შორით ფშვის, არ დაიმალვის, ტვინთ აძლევს სუნთა ცნობასა,

ვერც შესვრის მწირე ნათელსა სხივთა და მზისა მზობასა,

ნათობს და მატობს ყოველგან მიმოსთქმენ არაკობასა.

 

ნუშრევან მეფის გამოჩენამდე ესე ამბავი ყოველგან განფენილიყო: ინდოეთისა მეფისა ძარდახშათა შინა ერთი წიგნია, ყოველთა ნადირთა, მხეცტა და ფრინველთა ენათა მაგიერ შეუმზადებიათ და რაც მეფეთ რიგია ანუ გაჭირებული რჩევა, ერთგულთა წყალობა და ორგულთა მისაგებელი, ანუ ხელმწიფეთა და ხელთუფალთა წესნი, პატივთა არძაგნი, მისსა კაბადონთა ზედა იპოვებისო და ამათ ყოველთავე ასწავლისო, და ყოველთა საქმეთა მოსახმარებლად, ყოველთა სარგებლის მადინებლად გამოიყენებისო.

ნუშრევან სახელგანთქმულსა, რომელსა ქუეყანისა კორდი თვისისა სიუხვისა წვიმითა შეემწვანებინა და ქველისმოქმედებითა სამოთხენი და სავრდენი მრავალფერად აეყვაებინა და უამავრის სიკეთისა ცვარისა რწყვითა გაეფურჩნა,

 

ტაეპი

 

თემი სიმართლით გაეწყო, უგბილთა სისხლი აეწყო.

 

რა ამ წიგნის ქება სმენოდა, გული და გოპნება მისისა კითხვისა ნდომასა შესწმასნოდა. მაშინ გამოჩნდა სპარსთა ბრძენთა ნამაშთა მტვერთაგანი ბარზავია, მკურნალი ნუშრევანისა , და ამისისა წადილისათვის ინდოეთს წასულა და მრავალნი ხანნი მუნ დაუყვია, მრავლის ხერხითა და ხრიკებით ცდილა და ერთს დროს ეს წიგნი ხელად შემოუგდია და ინდოურის ენისაგან ფალაურს ენაზედ გარდმოუღია. მაშინ მის ჟამისა ერანის მეფენი მას თურე ლაპარაკობდენ, და ეს წიგნი მან მკურნალმან ნუშრევანის წინ მოიღო.

გულის საწადელი რა აღუსრულდა ნუშრევანს, უხვის ნიჭითა და დიდის პატივითა მკურნალის ხარისხნი მეფეთ სასამსახუროდ დიდებით აღამაღლა. ნუშრევანის საქმეთა საფუძველი, და სახელგანფენილობა და სიუხვის სიმრავლე და ქუეყნის დაპყრობის ხერხნი, დამშვიდებისა და დაწყნარების გზები ამა წიგნისა კითხვითა და ჩხრეკითა მომხდარა.

ნუშრევანს უკან აჯამთა ხელმწიფენიცა დიდის სურვილით ამასავე იკითხვიდნენ, ვირემდი აბასის ძე აბუჯაფარ მანსური აბასიანთა მეორე ხალიფად გამოჩნდებოდა. მან რა ამ წიგნის ამბავი შეიტყო, სიხარულისნის ნდომითა გულაღძვრით ძებნა დაუწყო და, მრავლის ხერხის მოპოებითა, ფალაურის ენით დაწერილი ნუსხა ხელად იგდო, და მუყაფას ძე აბდულა აბულასან-რჩეულთა თავი იყო-მას უბრძანა და ფალაურის ენისაგან თაჯურისა ენითა ათარგმინა.

ამას დღე-ყოველ იკითხვიდა და ხალიფობის საფუძველი და განწესება ამის ანდერძის სწავლაზედ დაამყარა და ამისსა საქმეთა ყოველთა მიუთხრობდა. მერმე აჰმად სულთნის ძემან აბულასან ნასრი სამანელმან მის ჟამისა ერთსა მუყრსა უბრძანა და ის არაბული ნუსხა სპარსულისა ენით თარგმნა. და რუდექ მოშაირემან ხელმწიფის ბრძანებითა ლექსით შეამჭევრა.

მას უკან აბულ მუზაფარ ბარამ, ხემწიფის სულთან მაჰმად ყაზანელის ჩამომავალმან, რომელსაც ჰაქიმ სანაი აქებდა, აბუმაელი ნასრულაჰს უბრძანა ამისი გარდმოღება და ამ ნუსხის პირის თარგმნა. აწ რომ ამ წიგნს ქილილა-დამანას უხმობენ, ეს იმ ზემოთხსენებულის ნათარგმნია. სიტკბოთა სულთაებრ გემოანი, ფეროვნებითა ძოწსავით შვენიერი, გულის სატყუვრად შაქარბაგეანს სათუთის საუბარსავით მაცილობელი და მომაცთუნებელი მისნი იგავნი. კეკლუცთა დახუჭუჭებულს თმასავით გულთა და გონებითა ზედ შემწებული.

 

ლექსი

 

ამისნი შავნი ასონი, ვით ქალთ წინამო ღაწვისა,

მათგან მოთხრობა იგავთა მზეს თუ ვამსგავსო აწ ვისა.

 

ამისნი შავთა ასოთა იგავნი, სპეკალთაგან შემზადებულს თვალის საოლავთაებრ, თუალის ბაიათა სინათლესა უძღვნის და მისი ქვესპეტაკობა მხიარულსა დილასა ჰგავს და ქუეყნის მხედველსა თუალსა ნიადაგ ქუეშე უცს.

 

ლექსი

 

ბეეშტთ ხალღთა გამოხატვით, შესაფერად ვით სწამთ აჯთა,

ამ ნუსხისა პირთა საქმე უნათლეა თუალთა ქაჯთა.

 

ამ წიგნის გაგვარიანებისათვის ლუკიას სახლთა სნატთა მჯდომელნი რიტორნი და სიტყუათა შემჭევრებელნ ერთ სიტყვაზედ და ერთხმობით დაჯერებულიყვნენ, მაგრამ საკვირველად სიტყვის საქცევები და სიღრმე, არაბული დდა სხვა ენათა ძნელი სიტყვაები ჩაერთოთ ღვლარჭნილად და გულის განსაბნეველად, სიგრძისა და სივრცელისაგან მკითხველი ნაათალსაცა ვერ ამოიცნობდა, სიტყვის დახლათვისაგან ჭკუის გზები დაეფანტებოდა, საგონებელში დარჩებოდა და მკითხველის გონება არაკებთა დასწავლისა და დახსოვნებისაგან უცალო იქნებოდა, ნამეტნავად ამ დროსა, რომე სიტყვის საქცევები და გუარნი ასეთის რიგით გაურთავთ, იგავთა გამოწვლილვის ნდომა მაშინვე მრავალრიგად მობრუნდება და ზოგი რამ მისი სიტყუა ლექსიკონთა შიგა საძებარი იყო.

ამ საქმით ეს შუენიერი წიგნი გაუგემურებული და ქუეყნიერნი კაცნი ამის ნაყოფისაგან უსარგებლო და გემოშეუტყობელნი დარჩომილიყო. ამისთვის უბრძანა ამჟამად მჯდომელმან მაღალმა ხელმწიფემან მცოდინარეთა კაცთა შემოკრება, და მათმან მომგროვებელმა მისის ბრძნის გონიერებითა, რომელსაცა სიბრძნისა აღმატება უბრწყინავს სიქუელითა, დიდებულთა თავნნი მონებენ. მის ჟამის და დროს მეფე და ხაყანი, მშვიდობისა და დაწყნარებისა მყოფელი, სიკეთისა და სწავლათა აღმაორძინებელი, ნიჭთა მიმნიჭებელი, ნიშატთა მაჩუენებელი. ცის მზე და მეფეთა გვირგვინი და თემთა მპყრობელი ვარსკვლავი.

 

ლექსი

 

მეფეთ თუალი, მთავართ ძალი, ხელმწიფეთა დიდებანი,

აბულ ყაზი უსეინსა რიგითა აქუს დიდებანი.

 

ღთისაგან მისი ხელმწიფობა და დიდება საუკუნომდე ჰგიესმცა და საწადელი მისი ქიმიის მსგავსი, წყალობის კალთითა, სადაცა მტუერი დაეკრას, განუხოცოს თუისის გონებისა სიწმიდითა.

 

ლექსი

 

ხუთ დღე მუხთლისა სოფლისა უგუნურებით მდომელთა,

საქონელად და სამკვიდროდ უწოდებიათ რომელთა.

 

ამას ამ საწუთროსათვის გული არ შეუმსჭვალავს ამა პატიოსანთა იგავთა სიტყვისაებრ.

 

ფასტიკაური

 

ძლიერებისა წინ დიდად მოღვაწეთ ხალნი გამოჩდებიან,

პატიოსნების შესამოსელი სიწმიდის გენთა მისგან შვენიან.

 

ვინც ეს შაირი გულისხმა ყოს,ჭირვეულნი შეიწყალოს და დავრდომილთ ხელი აღუპყრას, საუკუნოს მიმავალობის საგზლად წაიღოს, ის წინათი თქმული იმოწმებს.

 

ლექსი

 

წუთის სოფლისა სურვილი უგუნურება მგონია,

მოყვარევ, კეთილს ჰყუარობდე, ბრძენთაგან გამიგონია.

არ უდა კაცმან თავისი თავი ამ საქმეზე მოაუძლუროს.

 

ქება

 

მას მრავლითა სიკეთით შემკობილსა და სიბრძნითა ამაღლებულსა, ქველსა, ხელმწიფეთ-ხელმწიფესა ღთივ პატივდიდსა და მისგანვე შეწყალებულსა, ბედსვიანობით ქუეყნის მოურნესა, დიდსა შიხ-აჰმადს, ანვარი სოილად სახელდებულსა. ანვარი მნათობად გამოითარგმანების და სოილი - ვარსკულავად, რომელსა ქართულად თაგთირი ჰქვიან. რომელი, რა აღმოხდების, იგი მისცემს სიწითლესა ყოველსა ნივთთა.

 

ლექსი

 

შენ თაგდირი ხარ, სად ნათობ, შუქთა სად მიჰფენ, სად არა!

სადა შეადგამ, ბედისა მუნ ნიში იქნას, სად - არა.

 

კაცთა თუალთა სახილვალად მისნი უდარესნი სათქმელნი ჩემდა ამაღლებული სიტყუა მიბრძანა მე, ამ ყოველთა უნარჩევესსა და შეუძლებელსა, მდაბალსა და შეურაცხსა ჰუსეინს, ალის შვილსა. ამა წიგნისა გამომწვლილველმან დიდად შევმართე და ეს წიგნი ახლისა სამოსლითა შევმოსე. და შვენიერნი ამისნი იგავნი და საწადელნი სიტყუანი ამისნი ბნელისა და ღრმის და მიუხდომელის, არეულისა და მიფარულის სიტყვისაგან გამოვაბრწყინე. აწ ყოველთა მხედველთა თუალთა სიღრმით გამოცნა და დანახვა ძალუც. და ამ შვენნიერის სახისმეტყველების ნაყოფთა მოისთლობენ, და ყოველთა მეცნიერთა გული მხიარულითა სურვილითა ნახვით გაეწყობა და ამა წალკოტისა ნაყოფსა სჭამს.

 

რვული

 

ბრძენმა მითხრა სიტყუა ჭირად:

“სიტყვის ბაღთა მრგუელო ხშირად,

ეგრე ბაღი ვნახე ძვირად,

იგავთ ხენი დარგევ სირად,

ვინცა ჭამონ, აქონ ძირად,

შენდობა გრქვან შესაწირად.”

მრავალ ხილთა იგდებ პირად

მჯობის მჯობთა მოვლი მზირად.

 

ესეთისა გულსმოდგინებით მიბრძანა, უარის თქმა აღარ შემეძლო და ერთმან სხივმან თაგდირისამან აღმოსავლით პირი მიაპყრა.

 

ლექსი

 

რა ძნელია ეს ამარტა არაბთ მეფის ბრძანებითა,

რომ თაგდირმა ფერი მისცეს ნიშატისა გუანებითა.

 

ბრძანების უკან გონებასა დავეკითხე და უმჯობესნი ამ იგავებზედ ვაცადუნე. რაც მიფარული მეცნიერებისაგან გამოიჩინებოდა, კალამი ენად და ენა კალამად ვყავ. და აღმოადინა სახემ წერილოლვნება და გამოაცხადა ღვლარჭილოვნება. აწ უნდა შევიტყოთ, რომ ქილილა-დამანას წიგნის სამეცნიეროს საძირკუელში ერთი საცოდინარი არის, და სამეცნიეროს ცოდნაში - ერთი საუბარი სანდომი, იგავთა ბრუნვის შემატყობინებელი, კაცთა ბუნების რიგის გამმართავი.

ამ გზითა კაცსა თავის სიცოცხლის სარჩოს ცდაში გამოადგების და მათის აგებულებისა სისრულეზედ მიაწევინებს ამ გზითა, რომე თავი სიბრძნე ორად განიკვეთების: პირველი ეს არის, კაცი თვით ბუნებით იყოს და სხვა შემწე აღარ ეხმარებოდეს, მეორე, რომე სხუათა შემწეთა თანამოყვსობა და ამხანაგობა შეთქმულობით ჰქონდეს.

პირველი თვითან თავით თვისით რომ უნდა იყოს და სხუა შემწე არა ეხმარებოდეს, ესე არს ჭკვა, ბუნება უნდა აგებულებით სრული ჰქონდეს. და მეორე რომელი მოყსისა შემწეობითა არის, ესეცა ორად განიკუეთების: ერთი ეს არის მოსახლე კაცი უშემწეოდ არ იქნების და ამას სასახლისშჯულო ჰქვიან; მეორე-შემწეთა ხმარება მეფობისა და ქუეყანათა პყრობისათვის, თემთა უფლებათა და ადგილებთა ჭერისათვის - ამას საქუეყნისშჯულო ჰქვიან.

ეს წიგნი ამა ორთა საქმეთა ზედა უდებელია, რომლისაც შემწეობითა, ამხანაგობითა და სამსახურით კაცის სარგებელი იქნება. და კაცი რომ თავით თვისით უნდა იყოს, მისი აქ ეგეოდენი არა დაგვიწერია, თუც ადგილ-ადგილ სადმე გამოერიოს, ამაზედ ვინც რამ დაგვიწუნოს, მისთვისვე დაგვინებებია. ჩუენ არ დავსწერეთ, მან იზრუნოს.

ჩუენ იმ საქმეზე საუბარს ამ წიგნშიგზა არ ვაპოვნინეთ და იმ ინდელთ ბრძენთ ნათქვამის წიგნიდან ორი ზეითი კარი ამოვხოცეთ, ამისთვის რომე მაგდენი სასარგებლო არა იყო რა და რაც ამ წიგნის საფერი გზა ჰქონდა. და ეს თოთხმეტი კარი რომ დარჩა, ბრწყინვალეს ქარტითა და ადვილის ყდით შევმოსე, საადვილოს სიტყვითა და ამოსა საუბნარითა გავარიგე. ბარამანის რჩევაები, რომელიც რომ ამის გვარში თქმულიყო, ისე აღვწერე, და შეტყობისათვის პირველი კარის გასაღები ასეთის არაკით გავხსენ, რომ სიტყვები მით გავაშვენიერე. ჩუენ რიგიანი და კარგი გვგონია, და ჩუენს უკან ვინც ამ წიგნის სიტყვის გაკეთება მოინდომოს, და ამ წიგნის ბრძნულად გამოთქმისა და გამომეტყუელებისა აღვირი ნაკლებად დაგვიჭიროს, და სიბრძნის ნაწილში არ ჩაგვიგდონ, შეგვინდონ.

 

ლექსი

 

ამ თუალთა პატიოსანთა თლილნი იგავნი შევაწყევ,

რაც მითხრეს, უთხარ ის მისთქვამს, პასუხნი სწორად შევაწყევ.

 

რომელსამე ადგილსა ნანდვილი, მისად დასდებლად რომელიც მოუხდებოდა და გაეწყობოდა, თან ჩაურთევ და არაბულს ლექსს განვეშორე და სპარსულის ენითა ლექსები მარგალითსა და ძოწსავით ძაფზე შეწყობით დავაცვი.

 

ლექსი

 

ვინ ბრძენი ენას აშრობდეს, ხამს ჰპოვოს სიტყუა რიგებით,

ლექსთა ამბავზე ამყნიდეს, ხის რტოთა ხეზედ მიდებით.

გული რა ერთით გააძღოს, მეორე ძებნოს მიგებით,

საწადელს გამოიკულევდეს ცნობითა არ განლიგებით.

 

კარების რიგის ადგილს, სადაც არაკის თქმა და იგავმეტყუელება დასდებლად მობმულიყოს, საძირკველი მას უნდა სჭვრეტდეს ამისათვის, რომ

 

ტაეპი

 

ვინადგან ვარდის კონათა ბალახთა ურთვენ წონათა.

 

გაბედვის ნაბიჯი ერთის რასმე შემოღებისათის წაიდგმის და მე, უძლურმან, თუცა ამის თქმისათვის თავი ჩემი ჭირის ისრის საგნად დავდევ, აწ სამსჯავროში ჩემის საბრალოს პირით ბოდიშს მოვითხოვ გზიანის ადგილის მთქმელობით, ვინც ამ სიტყვის სამდურავის ისრის საგანად თავს დასდებს, მან იცის, თუარა გაჩხრეკკით გამისინჯავს, მართალი და სწორე სახმარი ეს არის და ვიტყვი

 

შაირი

 

თუცა მოწყალე გასინჯავს მოწყალებისა თუალითა,

ჭიქისაც ესხნეს, შეიტყობს ცნობით, გონების ძალითა,

მე მეკდემების ყუდრება, ამისთვის ვიწვი ალითა,

ყუდრება გულსა დაბალთავს, ვით გატყდეს მინა სალითა.

უმცროსთა თვისნი უფროსნი მართებან, მოეხმაროდეს,

არ თუ დაცემულს ჰყუდრიდეს, მივაშით დაეხაროდეს.

მეშურნე მკერდთა განიპობს, რაგინდ რომ დაემწაროდეს,

მშვიდთ თუალნი კაცთა აუგთა ცდილობს, რომ დაეფაროდეს.

 

კეთილად და წარმართებით ღთან აღასრულოს ჩუენი ნდომა, ნება და ყოფნა ქუელის საქმითა. ამ წიგნისათვის რომ დაგვირქმევია (მნათობი თაგთირი) ათოთხმეტი კარია, ამავე რიგითვე დაიწერა.

 

ქართული ვერსიები

 

თუ ვახტანგ VI დავუჯერებთ, ჩვენს წინაპრებს ძველთაგანვე ჰქონიათ "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანები. ამის საბუთს მას აძლევდა "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი". ნასრ ალ-ლაჰმა თავისი ვერსია 1144 წ. თარგმნა არაბულიდან. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენში "ქილილა და დამანა" მაშინვე გამხდარა ცნობილი, რადგან ჯერ კიდევ გიორგი მესამის (1156-1184) დროს შედგენილ მატიანეში იხსენიება.

დიმიტრი ბაქრაძე ფიქრობს, "ქილილა და დამანა" თამარზე წინათ უნდა იყოს ნათარგმნი, რადგან ქართლის ცხოვრება მას იხსენიებს არა თამარის დროს, არამედ გიორგი მესამის მეფობაშიო. ვახტანგ VI მხოლოდ ერთ იგავზე უთითებს, მეტზე არა, ხოლო მ. ჯანაშვილი ასეთ იგავთა რიცხვს ოთხამდე ზრდის., კერძოდ , გარდა ბუთა და ყვავთა იგავისა, ის უთითებს "ქართლის ცხოვრების" სამ ადგილზე: იმავ "ისტორიანი და აზმანში" იკითხება ასეთი ადგილი: "და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარისა ბუნებისმეტყუელობას შინა არსთა ქმნილებისასა "ექუსთა დღეთასა" იტყუის, ვითარ "ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღვისასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა, ოხრანი და ღელვა-ტეხილობანი ზღვისანი ვერ გარდახდებიან ბრძანებასა ღრმთისასა; და მცველ ექმნების თესლოვანებასაცა ალკუნისასა".

როგორც მოტანილი ადგილიდან ჩანს, აქ დასესხებიან "ექუსთა დღეთაისას"  და არა "ქილილა და დამანას". და მართლაც "ექუსთა დღეთასაში" იგავთა შინაარსები კი არ გვაქვს, არამედ მითითება ამა თუ იმ ცხოველის თუ საგნის თვისებებზე. "ექუსთა დღეთაისაში" კერძოდ ვკითხულობთ: "კვირიონი არს ფრინველი ზღვისაი. და დაიბუდის მან კიდესა თანა ზღვისასა, და დასხნის კუერცხნი თვივსნი ქვიშასა ზედა და გამოისხნის მართუენი თვისი შუა ზამთრის, რაჟამს არიედ ქარნი ფიცხელ და ზღუაი გამოასხამნ ქუეყანად, არამედ შვიდთა მათ დღეთა შინა, რომელთა აზინ კურცხთა მათე ზედა, დაყუდნის ქარი და ზღუაი დანელდების, და მეშვიდესა დღესა გამოისხნის მართუენი აატვისი. და მიანიჭის ღმერთმან მცირესა ამას ცხოველთა სხუაი-ღა შვიდი დღე მყუდროი საზრდელად მართუეთა თვისთა. ვიდრემდის მენავეთაცა ყოველთა იციან ესე და უწოდიან მათ დღეთა კვირეონიანი".

"ქართლის ცხოვრებაში" მოტანილი ადგილი ან თავისი სიტყვებით გადმოუცია მის ავტორს, ანდა შეიძლება სხვა თარგმანით სარგებლობდეს იგი . პირველი ვარაუდის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თვით იგავის გმირის სახელი. "ექუსთა დღეთაი" მას კვირიონს უწოდებს, ხოლო "ქართლის ცხოვრებაში" ალკუნი ეწოდება. "ქილილა და დამანაში" აი ამ ფრინველის ამბავია მოყოლილი. მოთხრობილია ასეთი სიუჟეტი: თითევი ზღვას არ ეპუება და ბუდეს მის ნაპირზე დაიდებს. ზღვა შთანთქავს მის ბუდეს და კვერცხებს. თითევი ფრინველთა მეფესთან, სიმურღთან ჩივის. ეს უკანასნელი ზღვის უფროსს მიმართავს. სამართლიანი ზღვის უფროსი კი უკანვე უბრუნებს თითევს თავის ბუდესა და ბარტყებს. თავისთავად "ქილილა და დამანას" იგავის შინაარსი არც ისე უდგება მაინდამაინც ვითარებას "ქართლის ცხოვრების" სათანადო ადგილისას, სადაც ეს იგავი მოაქვთ.

ასეთივე ნაძალადევია მ.ჯანაშვილის მესამე და მეოთხე მაგალითი. მას ჯუანშერის "ცხოვრება ვახანგ გორგასალისაში" მოტანილი ორი იგავვი, სინდთა მეფესა და ვახტანგს რომ მოაქვთ, "ქილილა და დამანასი" ჰგონია. სინდთა მეფე ვახტანგს უყვება ასეთ ამბავს: ყვავმა არწივის მიერ გაგლეჯილი ქორი იპოვა. ყვავთა წესს გარდახდა, შეიწყალა და ზრდიდა. ქორმა ყვავთა ულუფა დაიწუნა და მისი კეთილისმყოფელი ყვავი შეჭამა. მ.ჯანაშვილს მიაჩნია, რომ ესაა "ქილილა და დამანას" იგავი "ქორის ბარტყი და ყორანი". მაგრამ ისინი შინაარსით და მაშასადამე, დასკვნითაც, ერთმანეთისაგან განსხვავდება. "ქილილა და დამანაში" ქორის ბარტყი რომ გაიზრდება, ყვავის ბუდეს მშვიდად ტოვებს, აღმზრდელის ნებართვით სანავარდოდ მიდის და სამეფო ქორი ხდება. ესეც არ იყოს, დავიწყებბულია, რომ ეს იგავი ადრეულ ვერსიებში, არაბულსა და ნასრ ალ-ლაჰისეულში, არ იკითხება, იგი ქაშეფიმ შეიტანა კრებულში. და მ.შ. გვიანდელია (XV ს)

მეორე იგავში ვახტანგი სინდთა მეფეს ეუბნება: შენ თხუნელასავით ბნელში ზიხარ, უსინათლო თხუნელას გავხარ, რომელსაც "ეგოდენი ჰგონიეს მას ცხოვრება ყოველთა იძვრისთა (მოძრავთა), ვითარსა ცხოვრებასა თვით არს." შენ გონების თვალით ბრმა ხარ, რადგან ქრისტეს არ ესავო. აქ მითითებაა თაგვის ზოგად თვისებაზე და სრულებითაც არ იგულისხმება "ქილილა და დამანას" რომელიმე იგავი.

"ქილილა და დამანაში" თაგვზე ხუთი იგავი იკითხება. მ.ჯანაშვილის მცდარი ექსკურსები დღემდეა ჩვენში მიღებული. ასე რომ ვიმეორებთ, მართალია ვახტანგ VI, როცა მხოლოდ ერთ ქილილასეულ იგავზე უთითებს "ქართლის ცხოვრებაში" და მეტზე არა. და ჩვენ არ ვიცით, ისიც ქართულად გვქონია თუ რომელიმე არაქართული ვერსიიდან იცის "აზმანის" ავტორმა. იგი ყოველმხრივ განსწავლული კაცი ჩანს, რომელიც ...აღმოსავლური და დასავლური განათლების ღრმა ცოდნას ამჟღავნებს ამ ძეგლში დასახელებული ყველა თხზულების ავტორი და ისტორიული პირები, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურით არ იყო ცნობილი, მათ ორიგინალით ან სხვა წყაროებით იცნობდნენ. ასევე შეიძლება შევხვდეთ "ქილილა და დამანას" ხსენების საკითხს "ქართლის ცხოვრებაში".

ანვარ-ე სოჰაილის" ქართულად თარგმნა დაუწყია დავით კახთა მეფეს. ქეთევან წამებულის მეუღლესა და თეიმურაზ პირველის მამას. მაგრამ მას საქმის დაბოლოება არ დასცალდა. ვახტანგ VI-ის ცნობით დავითს წიგნი "კუსა და მორიელის არაკამდის ეთარგმნა". დავითის თარგმანი დღემდეა შემონახული, მისი ორი ნუსხა მოგვეპოვება. ერთი-კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ხოლო მეორე - საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში. პირველი ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. ხოლო მეორე გ.ლეონიძემ, როგორც პირადად მისგან გაგვიგონია.

ე. თაყაიშვილის შრომა იყო ქართული "ქილილა და დამანას" მეცნიერული შესწავლის ერთ-ერთი პირველლი ეტაპი, რომელმაც გააბათილა ა.ხახანაშვილის მოსაზრება, თითქოს A ვერსია სწორედ ის XII ს. თარგმანი უნდა ყოფილიყო, რომელზედაც ვახტანგი უთითებს თავის ანდერძში. ე.თაყაიშვილმავე მიუთითა იმაზედაც, თუ რა ხასიათის მუშაობა გასწია ვახტანგმა. საქმე ისაა, რომ ამ ხელნაწერში იკითხება მრავალი შესწორებანი, გაკეთებული სტრიქონთა თავზე და აშიებზე.

ორიგინალის სრულად გადმოცემისა თუ უკეთ გაგების მიზნით. ე.თაყაიშვილმა გაარკვია,რომ ეს ჩასწორებანი და მათ შორის ლექსები, ვახტანგს ეკუთვნის. "ვინაა ავტორი ამ ლექსებისა? კითხულობდა მეცნიერი და იქვე პასუხობდა, ეჭვს გარეშეა ყველა ლექსი ამ ხელნაწერში ვახტანგს ეკუთვნის. ამაში ჩვენ გვარწმუნებს ხელი, რომლითაც დაწერილია ლექსები. ამ ხელს ვახტანგ VI-ის ავტოგრაფებს რომ ვუდარებთ, არ შეიძლება მათ შორის სრული იგივეობა არ ცნოთ. ამრიგად გაირკვა და ნივთიერად დადასტურდა ის, რასაც ვახტანგი გვაუწყებს თავის ანდერძში.მას ხელთ ჩაუვარდა დავითის თარგმანი, იგი გააგრძელებინა ჯერ თბილისში ვინმე ქართულის მცოდნე სპარსელს, ხოლო მერე ირანში - ვინმე სომეხს.

სამწუხაროდ ვახტანგი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საიდან სადამდე ტარგმნა ანონიმმა სპარსელმა და სომეხმა, მათ ახელსაც კი არ ასახელებს. კიდევ მეტი, თვით დავითის თარგმნის მიჯნაც საცილობელია: კუ და მორიელის არაკამდე, თუ მისი ჩათვლით? ალ.ბარამიძის აზრით ეს არაკიც დავითის მიერ უნდა იყოს თარგმნილი, ხოლო "უცნობი სპარსელის თარგმანი უნდა იწყებოდეს არაკით "იხვი და მთვარის შუქი". მკვლევარის ვარაუდით, უცნობი სომხის თარგმანი კი მეოთხე კარით უნდა იწყებოდეს.

ალ.ბარამიძის აზრით, მეტად სახიფათო ხდება სტილის თვალსაზრისზეც დამყარება. რადგან სპარსელსაც და სომეხსაც ერთგვარი სასაუბრო, მდაბიო-ხალხური, არასალიტერატურო ენით უწერიათ. ვფიქრობთ რადგან სხვა გზა არ არის, სტილისა და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინება შეიძლება ყველაზე უკეტ გამოდგეს მთარგმნელთა გასამიჯნავად. "ქილილა და დამანაში" იგავის მოყოლის შემდეგ პერსონაჟი იტყვის ხოლმე: ეს იგავი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ასე და ასე უნდა ვიცოდეთო. ამ იგავებს დავითი და სპარსელი არაკს უწოდებენ, როცა სომეხი მასალს ხმარობს. ხოლო ალ. ბარამიძის მიერ მითითებული IV კარზე 25 გვერდით უფრო ადრე, 188 გვერდიდან უკვე გვხვდება ეს მასალი. შეიძლება ანონიმი სომხის თარგმანი აქ იწყებოდეს.

ვერსია სრულად არ შემოგვრჩენია, მას აკლია თავსა და ბოლოში რამდენიმე გვერდი. მისი ენა, როგორც ალ.ბარამიძე აღნიშნავს, სასაუბროა. მაგრამ დავითის ნაწილზე ეს ნაკლებად ითქმის, მას უთუოდ "ამძიმებს" ლიტერატურული სტილი. როგორც ავღნიშნავდით, "ანვარ-ე სოჰაილიში" ბლომადაა სხვა პოეტთაგან ციტირებული ლექსები. ეს ლექსები A ვერსიის ავტორთ იშვიათად გადმოაქვთ, ხოლო რაც გადმოაქვთ, ისიც პროზით აქვთ გადმოცემული. ხელნაწერში სტრიქონები შვეულიხაზითაა გამიჯნული. ვახტანგს სწორედ აქ გამოუჩენია პედანტობა: მას სტრიქონთა ზემოთ გაუსწორებია არაზუსტი გაგებანი და ჩაუმატებია ყველა იმლექსის სტრიქონთარგმანი, რომელიც მათ დაეკლოთ. აქ ამ ვერსიის ასეთი ზოგადი დახასიათებით ვკმაყოფილდებით "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანის შექმნისა და მისი მეცნიერული შესწავლის ისტორიის მოკლედ გადმოცემის მიზნით. დაინტერესებულ მკითხველს მის დაწვრილებით ანალიზს შეუძლია გაეცნოს ე. თაყაიშვილისა და ალ.ბარამიძის უკვე დასახელებულ ნაშრომებში.

თავის ანდერძში, რომელიც "ქილილა და დამანას" ერთვის, საბა გვამცნობს, რომ ეს ძეგლი ვახტანგს უთარგმნია და საბასთვის გამოუგზავნია გასაცალხავად. მასაც მეფის დავალება შეუსრულებია. საბას ნამუშაკები ცნობილი იყო და იგი გამოიცა კიდევაც. ამრიგად, უკვე საქმე გვაქვს "ქილილა და დამანას" კიდევ ერთ ვერსიასთან ა. ხახანაშვილს ეგონა, რომ საბას ღვაწლი "ქილილა და დამანას" ლექსების გაჩალხვით ამოიწურება. იგი წერდა: მეფის შრომა გაიზიარა სწავლულმა ბერმა საბა-სულხან ორბელიანმა: პირველს,ე.ი.მეფეს მიეკუთვნება პროზა, მეორეს, ბერს-ლექსებიო.

ა.ხახანაშვილის ეს მოსაზრება არეკლილია გაზ. "ივერიის" ფურცლებზე დაბეჭდილ სტატიაში, რომელსაც მისი ავტორი უძღვნის ა.ხახანაშვილის მოხსენებას გაკეთებულს მოსკოვის საიმოერატორო საარქეოლოგო საზოგადოების სხდომაზე 1888წ. 11 აპრილს.

ამრიგად, XX ს. ოცდაატიან წლებამდე ფართო ქართული საზოგადოება იცნობდა ორ რედაქციას: 1) დავითისა და ანონიმების რედაქციას და 2) საბას რედაციას, რომელშიაც რაღაც წვლილი უნდა ჰქონოდა ვახტანგს. მაგრამ პასუხი იყო გასაცემი კითხვისატვის: რომელი და როგორი იყო ის რედაქცია, რომელიც ვახტანგმა გაუგზავნა საბას გასაჩალხავად? ე. თაყაიშვილს მიაჩნდა რომ ვახტანგმა საბას სწორედ ის A ვერსია გაუგზავნა.

მაგრამ რაში გამოიხატებოდა ვახტანგის როლი, რატომ უნდა ეწოდებინა მისთვის თარგმანი? ე.თაყაიშვილი A ვერსიის ბრწყინვალე ანალიზს იძლეოდა და უჩვენებდა ვახტანგის ღვაწლს მისი სრულყოფის საქმეში: ვახტანგს დედნისთვის შეუდარებია თარგმანი სადაც ლექსი დაეკლოთ, მიეწერა, - ზოგი სტრიქონთარგმანით, ზოგი გაწყობილი ლექსით, ზოგან კი უბრალოდ დაენიშნა.: აქ ორიგინალშI ლექსიაო და სხვა. აი ამ რედაქციული მუშაობის შედეგად მიღებული თარგმანი მიაჩნდა ე.თაყაიშვილს ვახტანგის ვერსიად.

თითქოს ყველაფერი ნათელი იყო. მაგრამ აკაკი შანიძემ ალ.ბარამიძეს ყურადღება მიაქცევინა ლენინგრადში დაცულ ერთ ქართულ ნუსხაზე, რომლის გამოჩენამ შუქი მოჰფინა მეტად ბუნდოვან და დამაეჭვებელ საკითხს-ვახტანგის პირად როლს თვითონ ძეგლის თარგმანში. ალ.ბარამიძემ პირველმა შეისწავლა ეს ხელნაწერი და დაასკვნა, რომ სწორედ ეს იყო "ქილილა და დამანას" ვახტანგისეული თარგმანი. ამ ხელნაწერის გამოჩენამ და მისი შესწავლის შედეგად გამოქვეყნებულმა ალ.ბარამიძის შრომამ "ანვარი სოჰაილის ანუ ქილილა და დამანას ქართული ვერსიები" მთელი ეპოქა შექმნა ამ ძეგლის შესწავლის საქმეში. უცილობელი გახდა თვით მ. ბროსეს ცნობა: "მე ხელთ მქონდა ვახტანგ მეფის თარგმანის ორიგინალი, რომელიც შეიცავდა მასზე მუშაობის მთელ ისტორიას და შესწორებებს, რომელთაც განუწყვეტლივ აკეთებდა მეფე-მწერალიო."

მ.ბროსე არა ერთხელ ეხებოდა "ქილილა და დამანას", მაგრამ მათი სრული ანალიზი არ მოუცია. A ვერსიას ის, ეტყობა არ იცნობდა, მაგრამ იცოდა საბას და ვახტანგის ანდერძებბიდან, რომ ამათ გარდა, "ქილილა და დამანას" თარგმანზე სხვებსაც ემუშავათ. მ.ბროსე იცნობდა საბას ვერსიას, რომელსაც კოლექტიურ ნაშრომად თვლიდა, მიაჩნდა, რომ პროზა ვახტანგს ეკუთვნის, ხოლო ლექსი-საბას. ხოლო რადგან ვახტანგის ვერსია მის კოლექციაში ყოფილა, შეიძლება სათანადოდ იცნობდა მას და იცოდა, რომ იგი ედო საფუძვლად საბას ვერსია.

ვახტანგისეული თარგმანი განსხვავებით  A ვერსიისა, სიტყვა-სიტყვითია (სტრიქონთარგმანია). განსხვავებითო ვამბობთ იმიტომ რომ A ვერსია მართალია შემოკლებულიცაა (ლექსები ყოველთვის არაა თარგმნილი), მაგრამ მაინც მხატვრული თარგმანია. ხოლო ვახტანგის თარგმანი არაა მხატვრული, იგი ვიმეორებთ, სტრიქონთარგმანია. ვახტანგმა თავისი ვერსია საბას გაუგზავნა გასაჩალხავად. როგორც ალ.ბარამიძემ გაარკვია, ლენინგრადში დაცული ნუსხა სწორედ ის ცალია, რომელიც საბას ჰქონდა ხელთ.

ვახტანგს ნდომებია რომ საბოლოო რედაქცია არ დაცილებოდა დედანს, ამ მიზნით გაგზავნის წინ ის რამდენიმე გარითმული ლექსი, რომელიც მას აქა-იქ ჩართული ჰქონდა, გადაუშლია და ზუსტი სტრიქონთარგმანით შეუცვლია. "ქილილა და დამანას" მკვლევარები პირველ ხანებში ფიქრობდნენ: საბას ვახტანგის პროზისთვის არ უხლია ხელი და მხოლოდ ლექსები გაურითმავსო. რატომღაც დავიწყებული იყო დ.ჩუბინაშვილის სწორი ცნობა.

"ვახტანგ მეფის თარგმანის პოეტური ნაწილი, თვით ტექსტიც კი, გამართულ იქნა საბა-სულხან ორბელიანის მიერ და ამიტომ სილამაზითა და ხელოვნებით დედანს არ ჩამოუვარდება". აქ ალ.ბარამიძის კიდევ ერთი დიდი დამსახურება ისაა, რომ მან ცხადჰყო საბას როლი ამ საქმეში და დაასაბუთა დ.ჩუბინაშვილის მიერ გაკვრით გამოთქმული მოსაზრება, შეუდარა რა ერთმანეთს მეცნიერებაში პირველად მის მიერ მოხმობილი ვახტანგის თარგმანნი (რომელსაც B ვერსია უწოდა) საბას რედაქციას (ჩ ვერსია), დაყრდნობბილს ამ თარგმანზე. საბას ვერსია ავტოგრაფის სახითაც არის შემონახული. ესაა სწორედ ის კანონიკური ტექსტი, რომელიც ასე გავრცელდა და რომელიც ილია ჭყონიამ გამოსცა პირველად.

ზუსტად არც ერთი ვერსიის თარიღი არაა ცნობილი. A ვერსიის თარგმნა 1602 წლამდე უნდა დაწყებულიყო (ამ წელს გარდაიცვალა მისი წამომწყები დავით კახთა მეფე, ხოლო თარგმნით ცოტას თარგმნა მოასწრო) კახეთში. იგი გაგრძელდა საქართველოშივე და 1714 წლისთვის დასრულდა ისპაანში. ამ დროისათვის ვახტანგი მის რედაქტირებასაც მორჩა.

B ვახტანგისეული ვერსია ქირმანში შეიქმნა, სადაც ვახტანგი 1714 წლის მარტიდან 1716 წლის მაისის ბოლომდე იმყოფებოდა. როდის შექმნა საბამ თავისი ვერსია? მათი ანდერძებიდან ვიგებთ რომ1716 წლის ივნისიდან ვახტანგი ისპაანს გაიწვიეს და მან ამ დროოისთვის უკვე დაანება თავი მასზე მუშაობას, თუმცა გაჩალხვა აკლდა. საბას ანდერძიდან და მის მიერ თხზულებას წამძღვარებული სამი იგავიდან ჩანს, რომ როცა საბას შეკვეთა მოუვიდა, მაშინ ვახტანგთან უმზრახად იყო. როდის შეიძლებოდა ვახტანგი თავის გამზრდელს დამდურებოდა?

ალ.ბარამიძე სამართლიანად წერს: "როგორც ჩანს ვახტანგს უკუღმართად მოუყვენ საბას მოგზაურობის ამბავი". ჩანს საქართველოს დიპლომატიური კრახი ევროპაში საბას დააბრალეს. საბა 1716 წ. ივლისში დაბრუნდა ევროპიპდან. მისი შედეგის გაცნობას სხვათა მიერ ბეზღებასა და ინტრიგების გაბმას ერთგვარი დრო მოუნდებოდა. ვახტანგი ბოდიშს უხდის საბას ე.ი. შეკვეთის მიღების დროისთვის ვახტანგს გაურკვევია საბას უდანაშაულობა და ბოდიშები შემოუთვლია. ამასაც დრო დასჭირდებოდაო.

ასე, რომ დაახლოებით 1717 წ. საბა იწყებს თარგმანის გაჩალხვას. მაგრამ როდის დაასრულა მან იგი, არ ვიცით. ალ.ბარამიძე საერთოდ საბას ვერსიის შექმნას ახლა 1717-1720 წლებში ვარაუდობს, ადრე კი მიაჩნდა რომ "ქილილა და დამანა" სულხან-საბა ორბელიანმა დაამუშავა ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, XVIII საუკუნის ოციან წლებში".

როგორც დავინახავთ, კ.კეკელიძე ფიქრობდა, ვახტანგმა ონანასა და საბას თავისი ვერსია ერთდროულად გაუგზავნაო. ჩვენი მოსაზრებით, ეს ვარაუდი არ უნდა იყოს სწორი. ამის დასასაბუთებლად გვინდა შევრჩერდეთ ონანასეული ვერსიის ზოგ საკითხზე მით უმეტეს, რომ იგი საბასეული "ქილილა და დამანას" შესწავლის საქმეში ერთგავრ დახმარებას გვიწევს.

ეს ვერსია ერთადერთი (ავტოგრაფული) ხელნაწერითაა შემორჩენილი. ის რომ არა, ამ ვერსიაზე არაფერი გვეცოდინებოდა და უყურადღებოდ დაგვრჩებოდა ვახტანგის ეს ღონისძიება, - რომელიც თავისთავად ამოცანად იქცა, ის ფაქტი რომ თავისი სტრიქონთარგმანი მას მარტო საბასთვის კი არ გაუგზავნია გასაჩახლავად, არამედ ონანასგანაც უთხოვია პოეტური შემწეობა.

ვახტანგის ანდერძის საამვერსიო ვარიანტში მეფე მკაფიოდ გაგავაცნობს საქმის ვითარებას: ჩვენ სპარსულში ჩართული ლექსების ლექსადვე გადმოტანისთვის ვერ მოვიცალეთ და ეს საქმე ონანას დავავალეთო. ონანას ეს დავალება შეუსრულებია-ვახტანგის პწკარედი თარგმანის ლექსითი ადგილები გაუწყვია, ხოლო პროზისთვის ხელი არ უხლია.

ონანა კარგი პოეტი იყო. "ქილილა და დამანას" გარდა მას გაულექსავს აგრეთვე "ბარამგულიჯანიანი". აქვს შესანიშნავი პოეტური ალღო. უმეტეს შემთხვევაში იგი ვახტანგის პწკარედის მასალას გამოიყენებს ხოლმე, ზოგჯერ შეაბრუნებს ტექსტს, ნეიტრალურ ფრაზებს ჩაურთავს ან სარითმო სიტყვებს წაუმატებს და ლექსიც მზადა აქვს.

ონანას როგორც ის თავად აცხადებს,"სპარსული ლექსისი რიგი" არ სცოდნია და ამის გამო თხზულება ქართული სალექსო ფორმებით გაუწყვია სალექსო საზომთაგან მას გამოუყენებია შაირი და ფისთიკაური, ხოლო "მყარ ფორმათაგან" "ლექსი" და მონორიმი. ლექსები, საბას მსგავსად, მასაც დასათაურებული აქვს ამ ნიშნებით, მმონორიმები ტაეპთა რაოდენობის მიხედვით აქვს მონათლული.

კ.კეკელიძის აზრით ვახტანგმა საბას ად ონანას ერთდროულად იმიტომ გაუგზავნა სამუშაო, რომ არ იყო დარწმუნებული ამ დროისათვის მასთან შემწყრალი საბა ამ დავალებას შეასრულებდა. ეს მოსაზრება არ უნდა იყოს სწორი. კ.კეკელიძის ერთადერთი არგუმენტი, რომ საეჭვოა, ვახტანგს ონანას ნამუშაკები არ მოსწონებია, რადგან მისივე სიტყვებიდან ვიცით, რომ მას იგი ნასად არ მოჩვენებიაო, რადგან სწორი არ ჩანს, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვახტანგმა ეს ანდერძი წინასწარ დაწერა და შეფასებაც წინდაწინ მისცა ონანას ღვაწლს.

ონანას ვერსია არ ყოფილა შეწყნარებული, ხოლო საბას ვერსია ვახტანგისვე ნებით დაუნუსხავთ და საუცხოო მინიატურებით შეუმკიათ.საბას ვერსიას ასეთი არიარების შემდეგ რა თქმა უნდა, ვახტანგს არ გაუჩნდებბოდა სურვილი, რომ იგი ხელახლა გაეჩალხინებინა ონანასათვის. ბრძანება უთუოდ სხვადასხვა დროსაა გაცემული. ვახტანგი ონანას ნამუშაკებს დაიწუნებდა იმის გამოც რომ ამ ვერსიაში მხოლოდ ლექსები იყო გაჩალხული, ხოლო მან კარგად იცოდა, რომ მისი სტრიქონთარგმანისთვის ეს არ იყო საკმარისი. მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, მარტო ეს არ ყოფილა მიზეზი.

როგორც ვიცით ორიგინალის ზოგი ლექსი ვახტანგმა გალექსა კიდევაც. საბასთვის გაგზავნის წინ მას თავისი თარგმანისთვის გადაუხედავს და ზიგი ლექსი და პროზაული ადგილები გადაუკეთებია, ზოგი ახალი ლექსის თარგმანი ჩაურთავს. ზოგან ვახტანგი თავისი ლექსების სტრიქონთარგმანს გადახაზავს და თავზე აწერს ახალ პწკარედულ ვარიანტს, როცა ამის საჭიროებას გრძნობს. რაც შეეხება პროზით ნაწილს მას,იგი როგორც წესი თითქმის ყოველთვის გადახაზავს, როცა ასეთ შესწორებას მიმართავს.

ონანა ყოველთვის ვახტანგის პროზის ახალ, სტრიქონის თავზე დაწერილ ვარიანტს უნდა უწევდეს ანგარიშს, როგორც საბა უწევს, რადგან იგი მეფის ბოლო ნებაა და საგანგებოდაა გადასწორებული. მაგრამ ასე არ ხდება. ძალიან ხშირად იგი იმეორებს ვახტანგის პირველ რედაქციას. უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება. აქამდე მიღებული შეხედულებების თანახმად -და ეს ასეც არის, ონანას ვახტანგის პროზისთვის ხელი არ უხლია. მაგრამ რა ვუყოთ ისეთ შემთხვევებს როცა ვახტანგის ვერსიაში: "რუზიგარმა ჟამმან ამ ორის..." ხოლო ონანასთან ვკითხულობთ "ჟამმან და დრომან ამორის...".

ჩვენი აზრით, ყველაფერი ეს იმაზე უთითებს, რომ ონანა ვახტანგისეული ვერსიის სხვა რედაქციით სარგებლობს. ვახტანგს ონანასთვის რომ გაუგზავნია თავისი ვერსია, ამის შემდეგაც უმუშავია სტრიქონთარგმანის სრულყოფისათვის, დაუზუსტებია იგი, შეუსვია და შეუქმნია მისი მეორე რედაქცია. ასეთი მუშაობის შედეგია ჩვენამდე მოსული ვახტანგის ვერსიის M53 რედაქცია. ეს რედაქცია დადებია საფუძვლად საბასეულ ვერსიას. ამ საქმისთვის სპარსული ტექსტისა და მისი თარგმანის ერთხელ კიდევ შეჯერება იყო საჭირო. რასაც საკმაოდ კარგა ხანი დასჭირდებოდა. ასე, რომ საბასთვის და ონანასთვის დავალების ერთდროულად გაგზავნა სავარაუდო არაა. კიდევ მეტი, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ვახტანგს სწორედ ონანას ნაქონი ნუსხა შეევსოს და იგი გაეგზავნოს საბასთვის.

ვახტანგისა და საბას რედაქციათა ურთიერთ შედარებით ალ.ბარამიძემ გაარკვია საბას მთარგმნელობითი პრინციპები, შეისწავლა მისი სტილი და დაახასიათა თვითონ თარგმანი. მისი აზრით, შულხან-საბა ორბელიანს ქილილა და დამანას ვახტანგისეული თარგმანი საფუძვლიანად გადაუმუშავებია როგორც ლექსითს, ისე პროზით ნაწილში. გამოჩენილ ქართველ მწიგნონბარს ვახტანგის ტექსტი მართლაც "გემოიანად გაუჩალხავს" და მისი სრულიად ახალი რედაქცია მოუცია.

რედაქტორს კარგად ჰქონია გათვალისწინებული, რომ "სხვას ენით წიგნი სხვას ენაზედ, თუ არ კაი მცოდინარისგან, გამოთარგმნა ძნელია: ზოგან წინა უკან უნდა მოიყვანოს, და ზოგან ართრონი ან მიუმატოს ან დააკლოს, თვარად სწორადვე უგემური მოვა". ე.ი. საბა პრინციპულად უარყოფს ტექსტის პედანტურ სიტყვა-სიტყვითს თარგმანს, ის მოითხოვს ტექსტის დამუშავებას შესაფერისი ენის ბუნების კვალობაზე".

ვინ არის ჩ ვერსიის ავტორი. ვახტანგია თუ საბა? ჩვენში ამაზე ორი აზრი არსებობს. პირველის მომხრენი საბუთად იმას იყენებენ, რომ დედნიდან ვახტანგმა გადმოიღო ძეგლი, მან გასწია მთავარი და უპირველესი სამუშაო. ამიტომ მთარგმნელი ვახტანგია. საბამ მხოლლოდ რედაქცია გაუკეთა მას და ამიტომ ეს უკანასკნელი რედაქტორი თუა ამ თხზულების. მეორენი იმ აზრს იცავენ, რომ გადმომთარგმნელი ვახტანგი კია, მაგრამ ტექსტი საბას ისე შეუცვლია სტილისტურად, რომ მარტო ვახტანგის თარგმანიაო, ვერ იტყვის კაცი. მელიგზად ბებუდაშვილი, რომელმაც თითონ მოგვცა "ქილილა და დამანას" ადაპტაცია, თვლიდა რომ იგი "თარგმნილია მეფე ვახტანგისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ.

ჩვენი ფიქრით მთარგმნელი ორივეა. ჩვენ აქ არ მოვიტანთ საგანგებო მაგალითებს იმის ნათელსაყოფად, თუ როგორი ფრაზები ჰქონია ვახტანგს და როგორ შეუცვლია ის საბას, საამისო მასალებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაეცნობა მკითხველი ჩვენი შესავლის იმ ნაწილში, სადაც ტექსტები გვაქვს შეპირისპირებული. საბა თითქმის არაფერს ტოვებს ვახტანგის ტექსტისგან, ცვლის მის სტილს, ლექსიკას, არის ეს საჭირო, თუ არა, ლექსავს მის სალექსო პწკარედებს. ზოგჯერ შიგ ჩაურთავს ვახტანგის ლექსებსაც, რომელსაც მიაწერს: "მეფის თქმული" "მეფის ნათქვამი" და ა.შ. არის შემთხვევები, როცა საბა მხოლოდ ოდნავ ცვლის ვახტანგისეულ ტექსტს. (მაგ: ვახტანგი: იგ თავსა მთელსა ნუ ეჭობს, ვინცა სნეულთა მჭვრეტია. საბა: იგი თავის მთელსა ნუ ჰგონებს, ვინცა სნეულის მჭვრეტია). ამავე დროს, მკითხველისთვის ეს შედარება ცნობილია უკვე მითითებულ ავტორთა შრომებში. აქ შევეხებით ზოგს, ჩვენი აზრით, საცილო საკითხს.

თავიანთი საგანგებო ნაშრომში ე. მეტრეველი და ალ. გვახარია საბას "ქილილა და დამანას" მთარგმნელს უწოდებენ. "ვინაიდან ის კოლოსალური სამუშაო, რომელიც საბამ ჩაატარა ვახტანგის თარგმნილ "ქილილა და დამანას" ტექსტზე, სავსებით უდრის ტექსტის თარგმანს". მკვლევრები დიდად აფასებენ საბას როლს ქართული ლიტერატურის ამ შედევრის შექმნის საქმეში და ამავე დროს წუნობენ ვახტანგ VI თარგმანს. ისინი არა თუ იზიარებენ ალ.ბარამიძის შეხედულებას ვახტანგის თარგმანზე, არამედ უფრო აღრმავებენ მას. მათი აზრით, "ვახტანგს უჭირდა სპარსული იდიომების, თქმებისა და მხატვრული სახეებისათვის ბუნებრივი ქართული შესატყვისების დაძებდა: ვახტანგმა, როგორც მთარგმნელმა ვერ დაძლია "ქილილა და დამანას" მხატვრული მხარე, იგი თვით მოექცა სპარსული ტექსტის ტყვეობაში".

ვახტანგს უძნელდებოდა სპარსული თქმების, ლექსიკის და იდიომების ბუნებრივი ქართული შესატყვისებით შენაცვლება... ვახტანგი ღალატობდა ქართული ენის ბუნებას, როდესაც შემოჰქონდა თარგმანში უჩვეულო სინტაქსური ქცევანი და სპარსული ენის კვალობაზე შედგენილი მეშველზმნიანი ფორმები". მკვლევართ ამ მძიმე ბრალდების დამადასტურებელი საბუთიც მოაქვთ. მაგ: ვახტანგის თარგმანში ვკითხულობთ: შავრი გოვარი, რაც საბას ობოლი მარგალიტით შეუცვლია. ვახტანგი წერს: "ერთ ფიქრს ჩემს გულში ალაგი უქნია", საბა კი გამართავს: "ჩემთა გულთა... ერთი რამე საგონებელი დაბუდებულა" და სხვა. აშკარაა რომ აქ საბას რედაქცია უკეთესია, იგი თავს არიდებს უცხო ლექსიკას და სპარსულისთვის დამახასიათებელ მეშველზმნიანობასაც. მკვლევართა მიერ უხვად მოტანილი მაგალითები უფრო გვიმტკიცებს ამ აზრს.

რა ხდება? ნუთუ ქართულის ასე უმეცარი და თარგმანში ასე ხამი იყო ვახტანგ VI? ამ კითხვას ალ.ბარამიძე, ე.მეტრეველი და ალ. გვახარია, რომლებიც კარგად იცნობენ ვახტანგის ლიტერატურულ მოღვაწეობას, არ პასუხობენ, რადგან მას ისინი არც სვამენ. ხოლო საკითხის ნათელსაყოფად ჩვენ ამ კიკთხვაზე პასუხის გაცემა მიგვაჩნია არსებითად. ნუთუ უნდა დავიჯეროთ, რომ ვახტანგს საერთოდ უჭირდა ბუნებრივი ქართული და მას იგი ვერ ხმარობდა ამა თუ იმ სპარსული ფრაზის შესატყვისად. არ იცოდა რომ ქართულში არსებობს სპარსული "გოვარის" ბადალი სიტყვა მარგალიტი, ვერ გრძნობდა რომ ალაგი უქნია ქართული არაა? და ეს ხომ ის ვახტანგ VI-ა რომელმაც ასეთი მშვენიერი ლექსები დაგვიტოვა, "ამირნასარიანი" ხატოვანი და სადა ენით გადმოაქართულა, რომელმაც ასე კარგად იცოდა ქართული ენა და ესოდენ დიდი ამაგი დასდო საბას ლექსიკონის სრულყოფას, სპარსულ-არაბული სიტყვები ქართულად განგვიმარტა ვეფხისტყაოსნის თავისივე (პირველი) გამოცემის თარგმანებში (დარდი-წყენა, მოშაითი-ჯამბაზი, და მრავალი სხვა).

რამ აიძულა ის ეხმარა ფრაზები: ალაგი ქნას, ბუდე ექნათ და მისთანები? ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. ხოლო პასუხი ერთია: ვახტანგი ასეთ ფრაზებს იმავე მიზეზით ხმარობს, რის გამო თვითონ საბა თავის ლექსიკონში. საბას, მაგალითად სიტყვა დააბა განმარტებული აქვს, როგორც "დაბმა უყო", ასეთ გამოთქმებს საბა სიზუსტისათვის მიმართავს, აზრის სწორად გადმოცემის მიზნით გამოიყენებს. საქმე ისაა რომ ვახტანგი იძლევა "ანვარ-ე სოჰაილის" არა მხატვრულ, არამედ სტრიქონთარგმანს და ამის გამო, სიზუსტის დაცვის მიზნით, იძულებულია წარმოადგინოს ორიგინალის ზუსტი სურათი, საქმიანი და უბრალო ენით გადმოსცეს მისი შინაარსის ყოველი ნიუანსი და რეალია.

ამ მოსაზრებას იზიარებენ ალ.ბარამიძე, ე. მეტრეველი და ალ.გვახარია. და ამისდა მიუხედავად მაინც აღნიშნავენ ამ ფაქტს. მათ მშვენივრად იციან, რომ ვახტანგმა "თავი შემოიზღუდა და ამ ტექსტის სიტყვასიტყვითი თარგმანით დაკმაყოფილდა. მეტის თქმაც შეიძლება, ვახტანგ VI ხშირად განგებ გაურბოდა თავისი თარგმანის გამართვას სტილისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, ვინაიდან შიშობდა, ამით თარგმანის სიზუსტისათვის ზიანი არ მიეყენებინა. შემთხვევითი არ არის რომ "ქილილა და დამანას" თარგმანის ხელმეორედ შეწამებისას ვახტანგმა კვლავ ამ თვალსაზრისით გაასწორა მთელი რიგი ადგილები, განსაკუთრებით ლექსები, რომელთა ჯერ გაგება იყო გაძნელებული, ხოლო შემდეგ მათი გადმოღება ქართულ ენაზე."

ისმის კითხვა: თუ მწერალს შეგნებულად მხოლოდ ზუსტი თარგმანის შექმნა უნდოდა და არა მხატვრულისა, რატომ უნდა აეყვანა იგი მხატვრული ნაწარმოების სიმაღლემდე?

ერთი წუთით დავუშვათ რომ სტრიქონთარგმანის შექმნა და საამისოდ ორიგინალის ზუსტი სურათის გადმოტანა ქართული ენის ბუნების ღალატია, რომ მეცნიერული თარგმანის მოცემა მხატვრული მხარის ვერ დაძლევაა. ვიკითხოთ, რა მოიმოქმედა ვახტანგმა მისი შექმნის შსემდეგ, მიიჩნია იგი მან მხატვრულ თარგმანად, დაკმაყოფილდა თავისი ნამუშევრით? ვახტანგ VI-ს, მეფე მწერალს, ხომ შეეძლო ებრძანებინა და მრავალ ნუსხად გაევრცელებინა თავისი ნახელავი. მაგრამ ეს არ მომხდარა.

ვახტანგი ოდნავადაც არ თვლიდა თავის თარგმანს დასრულებულად და მანვე ცნო საჭიროდ, იგი ვინმეს გაეჩალხა. ე.ი. ქართული სტილით გაეწყო. ვახტანგი რომ თავიდანვე გულისხმობდა თარგმანის გაჩალხვას, ეს ჩანს მისი ანდერძიდანაც. რომელიც ონანას თარგმანს უძღვის წინ: "ჩვენ ჟამთა ვითარებისაგან და ერთა მოუცლელობით ვეღარ შევასრულეთ და მდივანს ონანას უბრძანეთ, რომე ამ ტურფას წალკოტის ყვავილნი ფეროვანებით შეჰკრას და ხელოვანთა გახალასებული დრაჰკანი კავშირით შეასრულოსო."

ვახტანგმა ძეგლი თავიდან ბოლომდე თარგმნა. მაშ რატომ ამბობს მწერალი: ვეღარ შევასრულეთო? აქ იგულისხმება: ღარგმანი ჯერ კიდევ არაა მოთავებული იმ მხრივ, რომ მხოლოდ სტრიქონთარგმანია და აკლია კიდევ დიდი საქმე-გაჩალხვა. ასე, რომ ვახტანგის თარგმანი მხატვრული არ არის და არც მთარგმნელს მიაჩნდა იგი ასეთად. საქმის ასეთი ობიექტური ვითარება არაა ასახული თვითონ ვახტანგის ანდერძში.

ვახტანგი არსად ამბობს, სტრიქონთარგმანიღა გავაკეთეო, არამედ აცხადებს, უბრალო ენით ვთარგმნეო, ის საქმეს ისე გვიხატავს, თითქოს მხოლოდ ლექსები ჰქონოდა გასაჩალხავი და პროზა არა. რომ ვახტანგი აქ ობიექტურ ვითარებას რატომღაც არ გაგვაცნნობს, ჩანს იქიდანაც, რომ იგი მაშინაც კი როცა საბამ დაამთავრა მისი სტრიქონთარგმანის გაჩალზვა და პროზაც გადააკეთა, მხოლოდ გალექსვაზე ლაპარაკობს: " მე დამრჩა გაულექსავი და სულხან გალექსა ყაფლანის შვილმაო".

ზემოთ მოხსენებულ მეცნიერთა აზრით, ვახტანგმა სპარსული ჩინებულად იცოდა, მაგრამ ქართული არ ემარჯვებოდა. აქ არ შევრჩერდებით პირველის უსწორობაზე, რადგან ამ შრომის სათანადო ნაწილში საკმაო მაგალითები გვაქვს საამისოდ მოტანილი,-საბა ჩანს მართალი ყოფილა, როცა აცხადებდა ვახტანგზე თავის საკითხს. მართლა არ იცოდა მან ქართული? მოვიტანთ ვახტანგის თარგმანის ერთ ნებისმიერ  ადგილს.

"ვეზირმან ბძანა, ამ წყაროს პირზედ სახელმწიფონი კარავნი დადგან და უმაიუნფალი მოსვენების მასნათზე განისვენოს. და ბედნიერის ავჟანდის მოსამსახურენი წყლის პირს ხეების ჩრდილში თითო ჩამოხდენ, და მას სამოთხის მსგავსის მანძილისაგან ჯოჯოხეთის მსგავსებას რომ მორჩნენ, კაცს რომ საშოვარი ეშოვნოს და მას დახაროდეს, თითო და თითო ენაზე ამ ლექსს უბნობდენ. ლექსი: ღმერთო ჩვენა ვართ სარჯლისა და ჭირში მყოფი კაცნი, აწ მორჩომილი ვსხედვართ ყუავილოვანის არამში.

ხელმწიფე და ვეზირი ერთის კუთხით ცხენთაგან და სპილოთაგან დაქვეითდენ და გულშიგან ამას იგონებდენ, რომ ამ მთაშიგან რასაც საკვირველსა და უცხოს ნახევდენ, მადლობას იტყოდიან და ღმრთის ხელმწიფობასა და დიდობას აქებდიან: რომ მისსა მხატვარსა იმ მთის თავზედან თავის ძლიერების კალმით რამთონი ფერად-ფერადი ნახში დაუსახავს, ღმრთის ძლიერების მღებარსა ქვის გულისაგან რაოდენი უცხო-უცხო ყუავილის ფერის ჭურები დაუწყუია! ამისთვის მადლობას სწირევდენ და ხანდისხან ამ საკურველის და არეულის ყუავილთათვის ამ ლექსს იტყოდიან: ლექსი: არ თუ მარტო ბულბული მას ყვავილზე მადლობას უბნობდა, რაც ეკალი იქ იყო, მადლობის სათქმელად თითო ენა იყო. ხანდისხან მის დახატულს პირს უყურებდენ და ამ ლექსს იტყოდიან: ლექსი: ხან ვარდის ფურცელს დილის ქარი იმარქაფებდა, ხან ქარის ფეხზე წმინდა წყალი ჯაჭვს მოაბემდა. მისი ხუჭუჭი წერილი რომ ძლიერების კალმის წყალზედან დაესახა. მის სიტყუასა იკითხვიდენ და ზურმუხტისა მწვანე ტილისმი რომ მწერლებს დაეწერათ და დაეხატათ, კითხულობდენ.

ამასობაში უმაიუნფალის თვალი ერთს ხეს მიხუდა, ფურცელი მისის შტოსი შემოდგომისებრივ სანახავი იყო და ნამეტანის სიძველით ბებერსავით ალაგზე დაცემულიყო. უშვენიეროდ ჩნდა და ამ სოფლის ხის დამჭრელს ცული იმისი ტანის შტოები დაეჭრა და გაერთპირებინა. ამ სოფლის ჟამის ხუროს ხერხს მისის ტანის ლუკმა-ლუკმა ქნისათვის სიხარბის კბილები მოელესა. ლექსი: ბაღის მაშვენებელი ახალი რგული ხე არის, მოსჭრის მებაღე, რა გახმება. ამ ხის გული საბრალოთ დავრიშთ გულსავით დაცარიელებულიყო და ფუტკართა მრავალი თაფლი თავის საზრდოდ იმ ციხეში დაეკრძალათ. ხელმწიფემ რომ იმ ფუტკრების ბზუილი და ხმა გაიგონა, ვეზირსა ქუეყნის მნახავს ჰკითხა: ამ მსუბუქთ ფრინვლის დაგროვება ამ ხის გარეშემო რა არის და წასულა და მოსვლა ამ წელშემორტყმულთა მაღლა და დაბლა ფრენა ვისის ბრძანებით არის? ლექსი: ამ ბალახოვანში ღმერთი ვინ არის?

ხაჯუსტარ რაიმ ენა დასძრა და მოახსენა: ეჰა, ქალაქთა და ქუეყანისა მპყრობელო, ესენი ერთი გვარი არიან დიდის სარგებლისა და ცოტას ზიანის მქონენი... მაგათ ერთი ხელმწიფე ჰყავთ, სახელად იასუბს ეძახიან და ტანად მათგან მოდიოდა. ამათ სრულ ყუელას მის სიდიდისა და უფროსობის, მორჩილებისა და ერთობის რაყამზედ თავი დაუდებიათ. და მას ხელმწიფესა ოთხკუთხივ  ტახტი სანთლისა გაუმართავს და მაზედან დაწყნარებულა. და ვეზირი, ნაზირი, ყაფიჩი, ქეშიგჩი, ჯარჩი და ნაიბი ყოვლის რიგის მოსამსახურენი ასე მოწყობილნი არიან...და ამისთანა საშიშარნი და მრისხანენი ერთმანეთს სიმშვიდისა და სიტკბოს მეტს არას უზმენ და წყალობითა და მუსაიბობით ეწყობიან".

ამ ადგილებში, სწორია, არაბული და სპარსული  სიტყვები  ცოტა არაა, მაგრამ ვნახოთ, როგორ და რატომ გაჩნდა ისინი. უცხო სიტყვა ორნაირი წარმოშობისა შეიძლება იყოს ტექსტში: პირველი სათარგმნ ენაში მანამდე შემოსული და შეგუებული და, მეორე მთარგმნელის მიერ პირველად გამოყენებული. მეორე თავის მხრივ ორნაირი შეიძლება:

1) გარკვეულ ფრაზაში რომელიმე სიტყვა უთარგმნელად გადმოჰქონდეს მთარგმნელს.

2) უცხო სიტყვა ორიგინალის იმ ადგილას არ იკითხებოდეს, მაგრამ მთარგმნელის მიერ იყოს ნახმარი თარგმანში.

მოტანილ ნაწყვეტში აშკარად პირველი ჯგუფის სიტყვებია ბაღი, ვეზირი, რადგან ნამდვილად ვიცით, რომ ისინი ვახტანგს არ უხმარია პირველად. ვნახოთ სხვებიც, რომლებიც თითქოს უფრო საჩოთიროა. ორიგინალის "მასნად"-(ტახტი) ვახტანგს გადმოაქვს როგორც მასნათი: და ა.შ.

რა თქმა უნდა ვახტანგის ვერსიაში შეიძლება რამდენიმე უცხოური სიტყვა პირველად გვხვდებოდეს, მაგრამ თითო-ოროლა მაგალითი განზოგადების საფუძველს არ იძლევა და იმმის საბუთად არ გამოდგება, რომ ვახტანგი სპარსულს უფრო ეწყობოდეს, რომ მას სათანადო ქართული არ ემარჯვებოდეს და ამიტომ უცხო სიტყვებით აბნელებდეს აზრს.

საბას თავისი გემოვნება აქვს, თავისი საყვარელი ლექსიკა გააჩნია და ამის გამო იგი ცვლის ვახტანგისმიერ ნახმარ სიტყვებს. მაგ: ვახტანგს ჰქონია ფანჯარა, საბას იგი ლანძვი სიტყვით შეუცვლია და ა.შ. საბას ყველა სწორება ლექსიკის თვალსაზრისით იმას როდი ნიშნავს, თითქოს ვახტანგის სათანადო სიტყვა ან ფრაზა არ ვარგოდეს. საბას თავისი გემოვნება და სტილი აქვს და მით ხელმძღვანელობს.

ვახტანგმა თავისი სტრიქონთარგმანი მისი თანამედროვე ენით შექმნა. ამ ენაში ბევრი იყო აღმოსავლური ლექსიკა და ვახტანგის ენაში აირეკლა იგი, თითონ მას არ ჰქონია ბარბარიზმის ტენდენცია. ვახტანგის ვერსია უნდა მივიჩნიოთ შავ დაუმთავრებელ სამუშაოდ. რომელიც გადაკეთებას გულისხმობდა თავიდანვე. ამიტომ არ არის პრინციპულად სწორი, ვუდაროთ მას მისი თეთრი, გაჩალხული ვერსია, მითუმეტეს როცა ვიცით რომ თავად ვახტანგის შრომითა და მეცადინეობით შეიქმნა ეს თეთრიც. ვახტანგის ვერსია ქართული თარგმანი არაა და ამის გამო მისთვის მხატვრული ვერსიის შედარება გაუმართლებელია. მხატვრულობის თვალსაზრისით ვახტანგის თარგმანი ჩამოუვარდება არა თუ საბას ვერსიას არამედ A ვერსიასაც.

საბამ შედევრი შექმნა. როგორც ვთქვით, მან მწიგნობრული ენა მიუსადაგა ქაშეფის ჩუქურთმოვან პროზას, იხმარა არქაული სიტყვებიც. ალ.ბარამიძეს შესანიშნავად აქვს ეს დამტკიცებული და იქ ჩვენ ამ საკითხს მხოლოდ გაკვრით თუ შევეხებით. მხატვრულ თარგმანს რომ უდარებს არამხატვრულ სტრიქონთარგანს, ალ. ბარამიძე ადვილად უსწორდება ვახტანგ VI-ს და ბოლოსდაბოლოს ბრალს სდებს მას სიცრუეში: მან არ იცოდა მწიგნობრული ენა და საეჭვოა მისი ნათქვამი, თითქოს მან ის იცოდაო. ალ.ბარამიძემ ჩინებურად დაამტკიცა, რომ საბას ვერსია მწიგნობრულ-ლიტერატურული ენითაა გამართული და ამდენად ერთგვარად არქაულიცაა. ალ.ბარამიძის მიერ მოხმობილი მაგალითები რომ მოვიშველიოთ, ვახტანგი ნიანგს ხმარობს (სპ."ნეჰანგ"), საბა-კორკოდილოს, ვახტ,-ზოგნი, საბა-ვიეთნი და ა.შ.

ზემოთ არაერტხელ მოხსენიებულ სტატიაში ე. მეტრეველი და ალ.გვახარია არ იზიარებენ ალ.ბარამიძის აზრს ამ საკითხში. ისინი წერენ: "საბას მიერ ჩატარებული მუშაობა არაფრით არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც საბას მიდრეკილება არქაიზაციისაკენ. საბა ხელოვნურად არ ირჩევს სიტყვებს, ის აზროვნებს ქართულად და წერს თავისი დროის  მდიდარი მწიგნობრული ენით". როგორც ცნობილია საბამ თავის ვერსიაში თვითონ განმარტა არქაული ლექსიკა.

ე. მეტრეველის აზრით "ღრმა ქართულიდან" აღებული ეს სიტყვები განმარტებულია ვახტანგის ვერსიაში ნახმარი სპარსული შესატყვისებით. თავად ამ განმარტებანით "საბა უადვილებდა ვახტანგს ახალი, საბასეულ რედაქციის გაგებას, ვინაიდან სპარსულ მწერლობაში კარგად გაწაფულ ვახტანგისათვის შესაძლოა, ყოველთვის გასაგები არც იყო ის ძველი ქართული ლექსიკა, რომელსაც საბა მწიგნობრული, "ღრმა ქართულიდან" იღებდა, ამიტომ საბა იქვე ფურცლის კიდეზე წერდა მის სპარსულ სინონიმს ვახტანგისეული რედაქციის შესატყვისი ადგილიდან".

მკვლევარის ამ მოსაზრება სვერ გავიზიარებთ. საბა არ თვლიდა ვახტანგს სპარსულის კარგად მცოდნედ ("თვითო ზედმიწევნით სპარსული არ იცოდაო" აცხადებს ის ვახტანგზე). მაგრამ ესეც არ იყყოს, სპარსულის დაუფლება მას ხელს რად შეუშლიდა ქართულის ცოდნაში. საბას ეს განმარტებანი ვახტანგისთვის არ დაუწერია, შეუძლებელია, საბას ჰგონებოდა რომ ვახტანგმა არ იცოდა რაა, მაგ: მატიანე, ან ზოდიაქო, რომელთაც ის აშიაზე განმარტავს. არაა ზუსტი, თითქოს საბა მხოლოდ ვახტანგისმიერი შესატყვისებით განმარტავდეს  ამ "ღრმა ქართულიდან"  წამოღებულ სიტყვებს.

ცნობილია რომ საბა სენა და სტილი სხვადასხვაგვაროვანია იმისდა მიხედვიტ, თუ რა ხასიათის, რა ჟანრის ნაწარმოებს წერს იგი. არქაული ენა მისთვის ბუნებრივი რომ არ იყო, ჩანს იქიდანაც, რომ მას, ,აგ: "სწავლანში" გრამატიკული შეცდომებიც კი მოსდის. საბა არქაულ ენას "წიგნი სიბრძნე სიცრუისაშიც" მიმართავს. ჩვენი აზრით, ძველი ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, ხშირად მისი მკითხველი და მასთან ახლოს მდგარ, მით უმეტეს ამ დროისატვის ბერად აღკვეცილ საბას, გარდა იმისა, რომ არქაულ ლექსიკას აძლევდა არჩევანს, კიდევ ერთი ტენდენცია ჰქონდა: ეტყობა, უნდოდა, ვახტანგის მიერ ნახმარი სიტყვა შეეცვალა, მისი ტექსტი გადაესწორებინა იქაც კი, სადაც ეს საჭირო არ იყო

. საამისო მაგალითებს უამრავს იპოვის მკითხველი ჩვენი ნაშრომისსათანადო თავში, სადაც პარალელური ტექსტები მოგვაქვს. აქ კი მოვიტანთ ორ ადგილს, სადაც საბას ერჩია, არ შეეცვალა ვახტანგის ლექსიკა. ერთგან ტექსტში ზმაა, წერენ: გული კაცის შემაჭირვებელია და ამიტომაც მისთვის ყალბი დაურქმევიათო. ყალბ არაბული სიტყვაა და გულს ნიშნავს. ამ ზმის ქართულად გადმოცემა ძნელი იყო, მაგრამ საბას ყალბი მარტო არაწრფელის, არახალასის საპირისპირო ცნება ჰგონებია და იგი რიოში სიტყვით შეუცვლია.

საბასეული რიოში კი უკვე აბნელებს შინაარსს. ასევე ორიგინალში ერთგან ლაპარაკია სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებაზე. ორიგინალის ჯამბაზი ვახტანგს გადმოუტანია როგორც სულის თამაშობა, საბა კი ამ ფრაზას ახირებია და სულით როკვა დაუწერია, რაც აქ შეუფერებელია. ვფიქრობთ, ეს ტენდენციაც უბიძგებს საბას, მიმარტოს არქაულ ლექსიკასა და ფორმებს როგორც ზემოთ გაკვრით აღვნიშნეთ, "უცხო სიტყვები მარტო ვახტანგს არ მოაქვს თარგმანში. ასეთ სიტყვებს მიმართავს საბაც და მიმართავს მაშინ როცა იგი საჭირო აღარაა და შეიძლება ვახტანგის სათანადო ქართული ლექსიკის გამოყენება.

საბასეული "ქილილა და დამანას" ღვლარჭნილ სტილსა და არქაულობას აღნიშნავს ა. გაწერელიაც, რომელიც საბას ორიგინალური და თარგმნილი თხზულებების მშვენიერ ანალიზს იძლევა და გაგვირკვევს, თუ რაშია მათ შორის სხვაობა. მაგრამ ამის მიზეზებს მკვლევარი სწორად ვერ გვიხსნის. მისი აზრიტ გადაჭარბებული არქაიზაცია და პათეთიკური ტონი, საბასეულ "ქილილა და დამანაში" გამართლებულია იმ გარემოებებით, რომ "ქილილა და დამანას" რედაქცია მუშავდებოდა გარკვეული საზოგადოებისათვის, ისიც მეფის შეკვეთით. ამიტომ "ქილილა და დამანას" გაჩალხვის მხატვრული შედეგი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს საბასათვის და ახასიათებს უფრო ეპოქის ლიტერატურულ გემოვნებას, ვიდრე თვითონ გამჩალხავს.

როგორც ვნახეტ საბა მთლიანად ორიგინალიდან მომდინარე სტრიქონთარგმანზე იყო დამოკიდებული. მან იცოდა, ის გრძნობდა რომ ქაშეფის პროზის ღვლარჭნილსა და მაღალფარდოვან სტილს სადა ენით ვერ გადმოსცემდა. ეპოქის გემოვნებას აქ როლი არ უთამაშია. ასე რომ ყოფილიყო მაშინ უფრო მოსალოდნელი იყო, უმალ საკუთარი ნაწარმოებები ეწერა საბას პათეტიკური ტონით.

ჯერ კიდევ ა. ხახანაშვილი აღნიშნავდა "ქილილა და დამანას" ქართულ თარგმანში მოჩანს ქრისტიანული შეხედულებაო". ა. ხახანაშვილი ცდება. რა თქმა უნდა როდესაც საიქიოში ნეტარების მიზნით ამ ქვეყნიურ დათმენას მხოლოდ ქრისტიანულ კონცეფციად მიიჩნევს.ეს კონცეფცია ისლამის დოგმებშიც არაერთგზის გვხვდება. თარგმანის თავისთავადობის შეფასების საქმეში უფრო შორს მიდიოდა დ. ბაქრაძე, რომლის აზრით ქართულ თარგმანსა და მის ორიგინალს შორის თითქოს ძალიან დიდი განსხავებაა, ქართული ძეგლი მთლიანად ქრისტიანობბის საფუძველზეა დამყარებული. და მართლაც თვითონ საბა ერთგან შენიშნავს სადაც "რჯულის წინააღმდეგად ჩანდა, ცოტა რამ ჩალხი ვკარო".

საბას შეუცვლია ზოგი აშკარა მუსულმანური რეალია ქრისტიანულით. ქააბის მოლოცვა ორიგინალისა  იერუსალიმის მოლოცვად ქცეულა თარგმანში. ზოგან საბას "თავი შეუკავებია" წიგნში გამოთქმული მოსაზრების გამო და აშიაზე მიუწერია:

"მიკვირს ესეთი ტყუილი რად მორთეს მათ მოჩმახითა,

საღვთო წერილი მოშალეს, კაცნი დააბეს მახითა"

ასეტი ჩალხი მართო ბერად აღკვეცილ საბას როდი უკრავს წიგნისთვის, ამგვარი ოპერაციები ჩაუტარებია მანამდე ვახტანგსაც.ამას არა თუ რჯულისთვის არამედ ქართული ზნისთვისაც შეუხამებია თარგმანი, მაგ: ორიგინალში ერთგან ნათქვამია ქალს არ ენდოთო:

"ცხენი ქალი და ხმალი მისანდო ვინ ნახა"

ვახტანგს ეს გამონათქვამი ასე შეუცვლია:

"ცხენის ხასის და ხრმლის დანდობა არავის უნახავს".

არ გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნათ, თითქოს "ქილილა და დამანას" ქართული თარგმანი ქრისტიანული სულისკვეთებით გაჟღენთილი ძეგლი იყოს. ასეთი თითო-ოროლა ოპერაცია ამინდს ვერ შექმნის და არც შეუქმნია. ამ თვალსაზრისით იქნებ ისიც იყოს საინტერესო, რომ ზოგან, მაგალითად პირიქითაც მომხდარა,-ორიგინალში ქრისტე არის კეთილად ნახსენები, თარგმანში კი იგი უგულვებელყოფილია.

იცოდა თუ არა საბამ სპარსული და თუ იცოდა, იხედებოდა თუ არა იგი "ქილილა და დამანას" ორიგინალში? კ.კეკელიძეს საბა სპარსულის მცოდნედ მიაჩნდა, ხოლო ა. ბარამიძის აზრით, საბას ხელთ ჰქონდა მხოლოდ ქართული ვერსია, სპარსულ დედანს ის არ იცნობდა. ე.მეტრეველი და ალ.გვახარია ფიქრობენ, საბა სპარსულის მცოდნე პირს იშველიებდაო. ეს ბოლო ვარაუდიც ანგარიშგასაწევია, მაგრა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბამ სპარსული იცოდა, ოღონდ ზედმიწევნით არა.

ამ დროისათვის საქართველოს, ქართულ ინტელიგენციას, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან. თითონ საბა ორჯერ იყო ირანში ნამყოფი დიპლომატიური მისიით: 1710 წ. (1 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე) და 1712 წ.) აპრილი-ნოემბერი). იქ მოღვაწეობდნენ მისი ახლო ნათესავები. ბუნებრივია საბა სპარსულის უცოდინარი ვერ დარჩებოდა, ისიც ნიშანდობლივია რომ ვახტანგმა მას გაუგზავნა თავისი თარგმანი გასაჩალხავად.

ვახტანგს, შიგ მრავალი ტერმინი და ფრაზა უთარგმნელად ჰქონდა დატოვებული და მის გაგებასა და გახსნას სპარსულში ჩახედული კაცი დასჭირდებოდა. თავის ლექსიკონში საბა არაერთგზის აღნიშნავს: ამას სპარსულად ასე ეწოდებაო. უმეტესად ეს მითითებანი სწორია. თავად "ქილილა დამანაში" საბა სპარსულის ცოდნას ამჟღავნებს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში გაგზავნილ წერილში საბა იუწყება, რომ მას ახლავს ფრანგი მისიონერი რიშარი, რომელმაც "ყიზილბაშური თათრული კარგად იცის. ამის სიტყვას უკეთ შეიტყობ და ჩემსა ეს შეიტყობსო". მკვლევართა აზრით აქ სპარსული უნდა ვივარაუდოთ, რადგან რიშარი ირანში იყო ერთხანს ნამყოფი და სპარსული იცოდა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რიშარი დიდხანს ცხოვრობდა თავრიზში, აზერბაიჯანში, და არაა მოულოდნელი, რომ სცოდნოდა აზერბაიჯანული. იმ დროის ირანნის სამეფო კარის ენა თურქულის ყიზილბაშური დიალექტი იყო. ასე რომ "ყიზილბაშური" სპარსულ ენას არ გულისხმობს. მაგრამ საბამ იცოდა სპარსული და ამის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი ჯერჯერობით მისი "ქილილა და დამანაა". მოვიტანთ რამდენიმე ადგილს ამის დასადასტურებლად.

საგამგებოდ გვინდა შევეხოთ საბასეული ვერსიის სალექსო ფორმებს. როგორც უკვე გვქონდა ლაპარაკი, "ანვარე-ე სოჰაიში" ციტირებულია სპარსული კლასიკოსების მრავალი ლექსი. სპარსულ კლასიკურ ლიტერატურაში სამი სალექსო ფორმა ბატონობდა:რობა'ის,მუსსარა'ის და ღაზელისა.ისინი ნებისმიერი ზომით იწერებოდა (გარდა რობაისა). ხოლო ფორმა მათი ასეთი იყო: რობა'ის-ააბა ან აააა, მუსარრა'ის ააბბცც და ა.შ,    

"ანვარე სოჰაილიშიც" ეს  სამი ფორმა ბატონობს, პროზაში ჩართულ ლექსთა ციტატები ხელნაწერებსა და გამოცემებში დასათაურებულნი აქვთ, ეს გვიანდელი მოვლენაა და კლასიკურ პერიოდში არ იყო. აქ ტერმინები პირობითი ცნებებია. მაგ."ნაზმ" იგივეა რაც "შე'რ" და რომელიმე ჟანრს ან ფორმას კი არ გულისხმობს არამედ ლექსზე მიუთითებს საერთოდ. ასევეა "ბაით". იგი წყვილ სტრიქონს ნიშნავს, მაგრამ იმაზე არ მიუთითებს, თუ ამ ორ სტრიქონს შორის როგორი შერითმებაა. ამიტომაცაა, რომ ლექსჩართული ძეგლები სხვადასახვა სურათს იძლევიან არა თუ ერთმანეთთან მიმართებაში, არამედ სხვადასხვა გამოცემაშიც. ერთსა და იმავე ლექსს ფორმით მასნავი იყოს, მაგრამ ზოგადად, პროზის ფონზე-ლექსი.

"ანვარე სოჰაილის" პირველ მთარგმნელებს, დავით მეფესა და ანონიმთ, როგორც ითქვა ორიგინალის ლექსები არ გაუწყვიათ. მათ ისინი ზოგჯერ თუ გადმოაქვთ და თანაც  პროზით, აქ დავითზე ვერაფერს ვიტყვვით, მაგრამ ანონიმებზე კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათთვის საგანგებოდ მიეცეს ვახტანგს ასეთი დავალება. რადგან შემდეგ მათ გაჩალხვას გულისხმობდა. იქნებ ვახტანგს უნდოდა, რომ თარგმანი ისეთივე ყოფილიყო, როგორც ორიგინალია. იგი ისე ყოფილა მოხიბლული სპარსული ლექსით, რომ მათი გადმოთარგმნა შეუძლებელადაც მიაჩნდა. "ლექსი სპარსული ქართულ ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბად მოვა და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომეო"-წერს. ამიტომ მას ჯერ კიდევ A ვერსიის რედაქტირების დროს დაუწყია ლექსითი ადგილების ლექსადვე გამართვა, ძირითადა აშიებზე (ამიტომაც მიგვაჩნია სხვის თარგმანში ლექსავდა ადგილებს და, ბუნებრივია, თავის ვერსიებშიც ეცდებოდა გალექსვას. მას ხელახლა უნდოდა მობრუნებოდა და შეესრულებინა, მაგრამ მოუცდელობის გამო ეს ვერ მოახერხა). ეს თავისი პოეტური ნაყოფი

ვახტანგს თავისი A ვერსიიდან თავის B ვერსიაში გადაუტანია. ალ.ბარამიძე საბასეულ ლექსს უდარებს ვახტანგის არა ამ პოეტურ სრულქმნიკლ თარგმანს არამედ მის სხვა, პროზითვე გადმოტანილ ადგილებს, და ბუნებრივია  უპირატესობას საბა სანიჭებს.

პირველსავე სიტყვას რომ მოვიდეთ, "ანვარე სოჰაილის" საბასეულ ვერსიაში ორიგინალის ლექსები უკვე ლექსის ფორმით იკითხება. რადგან მას საგანგებოდ დაავალეს. ამ რამდენიმე წლის წინათ საბას ამ ლექსების თაობაზე კამათის კი ატყდა. თავის დროზე ი.ოქრომჭედლიშვილს არ მოსწონდა ეს ლექსები. ის წერდა: ლექსებისათვის კი მოგახსენებ რომ ამაზედ უნდილი და უგემური არა გაგონილა-რა.

ჩვენი საბა ორბელიანი, როგორც იმისი ნაშრომი გვიმტკიცებს, მეტად მხნე და თავს დროს ბრწყინვალე ყოფილა, ხოლოდ აპოლონთან არავითარი მეგობრობა არა ჰქონია.მე რომ რედაქტორი ვყოფილიყავ, ლექსებს ამ წიგნიდან სრულებით გამოვყრიდი და ამ წიგნს ამითი ერთი მათ ვიქტორ გაბესკირიას . ხოლო ალ.ბარამიძე, პირიქით, მხარს უჭერს  მამუკა ბარათაშვილს, რომელიც ამბობდა: "თუმცა რუსთველის ნათქვამი არ  არი, მაგრამ ნაკლებად სათქმელიც არ არის" რა თქმა უნდა, მეორე მოსაზრებაა სწორი. საბა ლექსის კანონმდებელი გახდა. მისეული " მყარი საილუსტრაციოდ იმისა, თუ საბა როგორ ლექსავდა, მოვიტანთ ნებისმიერ ადგილიდან მისი და ონანა მდივნის პარარელულ ტექსტებს  ვახტანგის სტრიქონთარგმანითურთ.

 

ვახტ:

ჩვენა ვართ სარჯლისა და ჭირში მყოფი კაცნი,

აწ მორჩომილი ვსხედვართ ყუავილოვანს არამში

 

ონანა:

ღმერთო ჩვენა ვართ ჭირსა და სასჯელსა შინა მყოფელი,

მოვრჩით ყვავილთა არამსა ვსხედვართ ხელ მიუყოფელი

 

საბა:

ღმერთო ვინ ჭირსა მოგვხედენ შეჭირვებასა დიდებსა

შენ მიერ ხსნილნი, ყვავილთა ვლახავთ მართ, ვითა ხიდებსა

 

როდესაც საბას ვერსიის ლექსებს ვაფასებთ, მისი რომელიმე ლექსი რომ მოგვწონს ან არ მოგვწონს, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი ორიგინალი კი არ არის არამედ, თარგმანია და მათი სიავკარგე ძირითადად დედანზეა დამოკიდებული. ხოლო "ანვარე სოჰაილის" ორიგინალში, როგორც აღვნიშნეთ, ყველა ლექსი ერთი ავტორის არაა, თანაც ზოგი ჩინებულია, ზოგი შედარებით მდარეც.

ადრე ეგონათ, რომ საბამ ქართული სალექსო ფორმები სპარსული ორიგინალის სათანადო ფორმებს მიუსადაგა. მაგრამ საბას არაფრით არ შეუბოჭავს თავი და ქართული კლასიკური ლექსის სახეებისათვის მიუმართავს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საბას ვერსიაში შაირი და ჩახრუხაული. მაგრამ საერთოდ საბას გამოუყენებია ქართული კლასიკური ლექსის ყველა სახე. ამით იგი განსხვავდება ონანასაგან, რომელსაც მხოლოდ თექსვმეტმარცვლიანი ლექსი აქვს გამოყენებული.

"საბას თავიდან ბოლომდე მთლიანად დაუმუშავებია კრებულის ლექსები იმ ნაწილშიც კი, რომელიც ვახტანგს ჰქონდა გაკეთებული. საბას დაუტოვებია ვახტანგის მხოლოდ რამდენიმე ლექსი (ისიც საკმაოდ შეცვლილი) და თავისი ავტოგრაფიული დედნის სათანადო აშიებზე მიუწერია: "მეფის თქმული". ისე როგორც თავის დროზე ვახტანგმა A ვერსიის ნუსხაშივე დაიწყო ლექსების გამართვა, ასევე საბა B ვერსიის ნუსხაშივე შედგომია ვახტანგის მიერ პროზით გადმოცემული ლექსების გაწყობას და ზოგგი ლექსი იქვე გაურითმავს. საერთოდ საბა ხან ავრცობს, ხან ამოკლებს ვახტანგის სტრიქონთარგმანის ზოგ ლექსით ნაწილს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

საბა მისეული ვერსიის ლექსებს ყველა კომპონენტებით გამართავს: გარკვეული ფორმითა და მისთვის საჭირო რითმითა და რიტმით. ამით იგი ორიგინალისაგან განსხვავებულ სურათს ქმნის. “ანვარ-ე სოჰაილიში“ ზოგჯერ ლექსით ციტატების რითმა არა აქვთ. ეს ხდება მაშინ, როცა ქაშეფის, ვთქვათ, ციტირებული აქვს ღაზელის ფორმით გაწობილი ლექსის ერთმანეთთან გაურითმავი ორი სტრიქონი. საბას გაურითმავი ლექსი მისთვის უამისოდაც არსებული ლექსის ნაწილი კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ლექსია(შეიძლება, მან არც იცოდა, რომ ისინი ციტატებია) და ამიტომ ყოველთვის რითმავს მათ. მაგალითად, ორიგინალში ქაშეფის მოაქვს ასეთი ბაითი:

 

ჰადის-ე სარ-ე დელ დელ დანად-ო ბას

ზაბან-ო ლაბ დარ ან მაჰრამ ნაბაშად

“გულის საიდუმლო ამბავი გულმა იცის, იცოდე

ენა და ბაგე მის საიდუმლოს ვერ გაიგებს”

 

აქ სტრიქონები ერთმანეთს არაა შერითმული მაგრამ საბას ის ასე გაუწყვია:

 

“გულის განზრახვა გულამდე იცის და ემოწმებიან,

ენა და ბაგე მის შორს ახლავს, არც იცის, ვერცა სწვდებიან”

 

არა თუ წყვილ სტრიქონს, არამედ ორიგინალის ერთსტრიქონიან ციტატა-ლექსსაც ხშირად რითმავს საბა შინაგანი რითმით:

 

“თუ წამოიტკენ თავსაო, გლახ გულმან იგ ითავსაო”

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ ერთი მოვლენაც. ჩვენი აზრით, სპარსული ლირიკის პირველი ლექსად მთარგმნელები ქართულად ვახტანგი, ონანა და საბა არიან (ყოველ შემთხვევაში, მათზე უფრო ადრეული გამლექსავი არ ჩანს), რადგან მათ გალექსეს “ანვარ-ე სოჰაილიში”ციტირებული სპარსული კლასიკოსები: ნიზამი (1141-1209), ჯელალ ედ-დინ რუმი (1207-1273), საადი (1184-1291), და სხვანი.

ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს ერთი თავისებურებანიც. "ანვარე საჰაილიში" ეს ლექსები პროზაში აღწერილი სიტუაციის თუ განწყობის შესაფერისად მოტანილი ციტატებია. სავალდებულო არაა, "ანვარე სოჰაილის" შინაარსის დეტალებსა და აქსესუარებს შეიცავდენ. იგავად, მაგალითად მოსატანი და განწყობის გამაძძლიერებელი რაიმე ნიიუანსი თუ აქვთ მათ, სავსებით საკმარისია. ხოლო საბას თარგმანში კი ისინი "ანვარე სოჰაილის" შინაარსთან ერთადაა მოხარშული, მასაა დაახლოებული. ამდენად მოტანილ ციტატებს კი არ გვანან, არამედ უმეტესად  პროზით გამოხატული შინაარსის დამადასტურებლად, მის გასაგრძელებლად შეთხზულ ლექსს გვაგონებენ.

ასე,მაგალითად, ორიგინალში ერთგან კუს წასვლა ეჩქარება და იგი მაიმუნს ასეთი ციტატით მიმართავს:

 

“წყალობა მოიღე! - საქმე მიწურვაზეა,

სახე მაჩვენე! - დამელია მოთმინება”

 

საბასთან კი ვკითხულობთ:

 

“გიაჯები, დავგვიანდით სწრაფად გვიხამს იქი წასვლა,

მივაშუროთ, მიგველიან, არ წახდესო ბედი, დავლა!

 

აქ საბასეულ ლექსზე გავლენა იქონია იგავის შინაარსმა: კუს თავისი მეუღლე მიელის და ეჩქარება. მას არ უნდა რომ გაწბილდეს, რადგან ჰგონი: მაიმუნი თუ არ მიიყვანა შინ, მისი მეუღლე მოკვდება და უბედურება ეწევა.

 

ლექსს, კერძოდ ყოველ ქართულ ლექსს, აქვს თავისი ზომა, რომელიც განსაზღვრულ მარცვალთა რაოდენობას გულისხმობს, და თავისი ფორმა, რომელიც ძირითადა სტროფების თავისებურებას ეყრდნობა. სტროფი რითმათა განლაგებით გამოკვეთილი ტაეპთა ჯგუფია, რომელიც ციკლურად მეორდება ლექსში. იგი შეიძლება ორ ტაეპს შეიცავდეს და რამდენიმე ტაეპსაც აერთიანებდეს.

ხდება ისეც რომ ზოგი სტროფი დიდი და რთული ერთეულია და თავისთავად შეიცავს რამდენიმე სხვა და სხვა ფორმის სტროფს (სონეტი, ). ასეთ სტროფებს მყარ ფორმებს უწოდებენ. საბას ლექსები ქართული ლექსის სხვა და სხვა ზომითა და ფორმებით (სტროფებით) არის შეთხზული. მას გამოყენებული აქვს თითქმის ყველა საერო საზომი და ფორმა. შეიძლება ითქვას რომ მან პოეტიკის პირველი ქართული ქრესტომათია შეგვიდგინა. აქ საგულისხმო ისაა, რომ ყოველი ლექსი საბას თავად სათაური არა შინაარსის, არამედ პოეტიკის თვალსაზრისითაც მისი რაობის მიხედვით, ზომის თუ ფორმის კვალობაზე.

 

1. სალექსო ზომები

 

საბა სამ ქართულ სალექსო ზომას მიმართავს. ესენია: შაირი, ფისთიკაური და ცამეტმარცვლედი.

 

შ ა ი რ ი  (35//53;44). ყველაზე მეტი "ქილილაში"  შაირი გვხვდება იგი ყოველთვის იყო გაბატონებული სალექსო ზომა ქართულ პოეზიაში. ამ ზომითაა დაწერილი ქართული შედევრები: "ვეფხისტყაოსანი", "განთიადი", "სტუმარ-მასპინძელი," "მუხრანული ბალადა." იგი უძველესი საზომი ჩანს, გ.იმედაშვილი სამართლიანად წერს: ქართული ლექსი "მზეო, ამოდი, ამოდი" თუ წარმართული ხანისაა, მაშინ შაირის საზომი ასევე ძველი ყოფილაო.

 

როგორც ფორმა შაირი მეტად პირობითი ცნებაა. ჩვენ შევეჩვიეთ შაირის ფორმა ვუწოდოთ რუსთველურ კატრენს, რომლის რითმათა განლაგება ასეთია: აააა, მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს ფორმა შაირისათვის ერთადერთი არაა, ამავე დროს იგი მხოლოდ "რუსთაველურის" საკუთრება არ გახლავთ. მაგალითად მოვიტანთ ერთ თერთმეტმარცვლიან ლექსს:

 

"ცივი დილა იყო, მოქროდა ქარი,

ლამაზს მოქონდა წყაროდან წყალი,

ქვეშ-ქვეშ გამიცინა თან მიყო თვალი,

ფეხზედ ქოში ეცვა, ქვეშ ედო ნალი"

 

საბასთვის შაირი თექსვმეტმარცვლიანი ლექსია. ერთგან ვკითხულობთ: "იტყოდა შაირთაო" და მოდის 8 ტაეპიანი მონორიმი. იგი ექვსსტრიქონიან მონორიმსაც შაირს უწოდებს. "ქილილა და დამანაში" ვკითხულობთ დაბალ და მაღალ შაირს.

 

ფისთიკაური (5555). "ქილილა და დამანაში" ამ ზომის მრავალი ლექსი იკითხება. ლექსის ამ ზომას უკავშირებენ ვინმე ბისტიკას, რომელიც პ.ინგოროყვას ვარაუდით, მეტსახელი უნდა იყოს. მისი აზრით პოეტი ალბათ ბისტიანი იყო და ამიტომ შეერქვა ასეთი სახელი.

ა.შანიძე მას სომხურ პსტიკ-ს უკავშირებს. ასეთი სახელი მართლაც ყოფილა. მაგრამ მეცნიერის აზრით, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ბისტიკა ქართველი არ ყოფილა. პლატონ იოსელიანი ამ სიტყვას "ფიზიკას" უნათესავებდა და ეს უკანასკნელი ესმოდა როგორც "ბუნება".

 

ფისტიკაურს ძველ სალექსო ზომად მიიჩნევენ. მიუთითებენ "ვეფხისტყაოსანში" ჩართული ფისტიკაურის ფორმის ერთადერთ სტროფზედაც:

 

"შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან.

სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან,ნიადაგ მოუმცდარომან,

სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან,

კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან".

 

ფისტიკაური ოცმარცვლიანი ზომაა. ა.შანიძის განმარტებით "ჩახრუხაულს შინაგანი რითმა მოეპოვება, ფისტიკაურს კი არა."  აქ დავიწყებულია, რომ ჩახრუხაული ფორმაა ლექსისა, ხოლო ფისტიკაური ზომა. ამიტომაცაა რომ "ქილილა და დამანაში" გვხვდება ლექსები, რომელთაც შინაგანი რითმა აქვთ და ფისტიკაური კი ეწოდება.

 

"ქილილა და დამანაში" ჩართული ფისტიკაურის უმეტესობა ორტაეპიანია. გვხვდება ოთხტაეპინი ფისთიკაურიც.

 

ც ა მ ე ტ მ ა რ ც ვ ლ ე დ ი . საბას გამოყენებული აქვს ასეთი ზომაც. მას იგი ორგან მიმართავს, ერთჯერ "უცხოს" რეფრენად მოაქვს, ხოლო მეორეგან ამ ზომით გამართავს ერთი იამბიკოს პირველ ოთხ ტაეპს: "მრავალთა ჟამთა მოგებად თემთა იარო". ა.გაწერელია ამ ზომას საბას შემოტანილად თვლის, რასაც იმეორებს პ.ინგოროყვა.

 

2. ს ა ლ ე ქ ს ო  ფ ო რ მ ე ბ ი (სტროფები და "მყარი ფორმები")

 

ა) ტაეპი. საბასეულ ვერსიაში ხშირია ერთსტრიქონიანი ლექსი რომელსაც საბა ტაეპს უწოდებს. ისინი ზომით ხან შაირია, ხან ჩახრუხაულია, ხანაც ფისთიკაური. ამასთანავე ხან  შინაგანი რითმითაა განწყობილი, ხან - არა.

 

1) ათმარცვლიანი, ნიშანი რათმის (5ა5ა) მქონე:

 

" ბოროტი თვალი ცეცხლს მინათვალი"

 

შინაგანი რითმის გარეშე ათმაცვლიანი  ტაეპი არ გვხვდება საბასეულ ვერსიაში.

 

2) თექვსმეტმარცვლიანი შინაგანი რითმის (8ა 8ა) მქონე.

 

"ამ მოგონებით რამენი, შვებით დღე დავაღამენი".

 

შინაგანი რითმის გარეშე (88)

 

"თუცა ღმერთსა გაუგია, არ მოშორდეს  არად, არად".

 

3) ოცმარცვლიანი შინაგანი ღითმის  (5ა 5ა 55ა) მქონე:

 

"სიჩქარის საქმე ბრძენს სძულს დას არქმე, ჭკუის სახლს  დასცემს, იქ-შენ და აქ-მე"

 

შინაგანი რითმის გარეშე (5555)

 

"ლხინის სარტყელი წელთა შევირტყათ მოყვრისა გულთა ჩასახუტებლად"

 

ასე რომ, არაა სწორი იოანე ბატონიშვილის განსაზღვრება: ტაეპი შედგება თექვსმეტის ხმოვნის ასოთი და ოცადაორის  უხმო ასოთიო" ი.ბატონიშვილს მოაქვს  სამი სათანადო  ადგილი "ქილილა და დამანას"ათმარცვლიანი და ოცმარცვლიანი ტაეპები ყურადღების გარეშე რჩება.მის შეცდომას იმეორებს ანონიმი ავტორი შრომაში "ქართული პოეზიისათვის". ტაეპის ნაირმარცვლიანებაზე ხომ არ უთითებს კოტე დოდაშვილი, როცა წერს: "დიდი შეცდომაა, ითქვას, ვითომც ტაეპი შეადგენდეს ცალკე წყობილებას, ანუ იწერებოდეს მარტო ამა და ამ წყობილებით".

ტაეპთან დაკავშირებით ქართული პოეტიკის ბევრ როგორც ძველ, ისე ახალ მკვლევარს მეორე შეცდომაც მოსდის,- ტაეპს ისინი ლექსის დამოუკიდებელ ფორმად თუ სახედ მიიჩნევენ.

გ.მიქაძე ტაეპს რომ განიხილავს, წერს: ეს სახეობა პირველად "ქილილა და დამანაში" გვხვდებაო (აქ იგი საბასეულ ვერსიას გულისხმობს). მკვლევარის ცნობა ზუსტი არაა, ტაეპი უფრო ადრე გვხვდებავახტანგისეულ "ქილილა და დამანაში". საბა მხოლოდ შინაარსობრივად იმეორებს ვახტანგის ტაეპებს. იგი ხშირია "ქილილა და დამანას" ონანასეულ რედაქციაში. შემდეგ მას მიმართავს "სამარდიანის" ავტორი (არ მწადს შენი მოშორება, ყრმაო, მსურს ერთად კონება). პ.ლარაძეს ცამეტჯერ აქვს დასახელებული ტაეპი. ტაეპის განმარტებანი ან ცალხმრივია, ან მცდარი. ყველა გვაუწყებს, რომ ეს სახე პირველად "ქილილა და დამანაში" გვხვდება და მისი შემომტანი საბაა.

 

 

ზოგი რამ "ქილილა და დამანას" მინიატურებზე

 

საბასეული "ქილილა და დამანას" მდიდრულად მოხატული ნუსხა ინახება ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. სამწუხაროდ მისი მინიატურებისათვის  ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევიათ.

წიგნში სულ 139 ნახატია, მაგრამ უმეტესი მათგანი მინიატურების ჯგუფს წარმოადგენს და ერთი იგავის სხვადასხვა ეპიზოდს გადმოგვცემს. ამდენად ხელნაწერში სულ 805 მინიატურა დაითვლება. ასეთი ხერხი დასავლეთ-ევროპულსა და აღმოსავლურ ხელოვნებაში შეიმჩნევა. ამ მხრივ აქ გაგრძელებულია თვით "ქილილა და დამანას" მოხატვის ტრადიციაც.

"ქილილა და დამანა" იმ თავიდან იზიდავდა მხატვრებს. ასურატებდნენ სხვათა მიერ მისგან ნასესხებ სიუჟეტებსაც.

პირველი ანონიმი მხატვარი რომელიც იწყებს წიგნის გაფორმებას სპარსულ მინიატურათა ტრადიციის განმგრძობია.  იგი მართლაც კარგი ოსტატია. მისი ნახატები ნიმუშია გარდამავალი ხანისა, როცა აღმოსავლურმა მინიატურამ დაჰკარგა მისთვის დამახასიათებელი პირობითობები და რელისტური მეთოდები შეიძინა. ზოგ ამ ნახატებს შეიძლება მინიატურები არც კი ვუწოდოთ. ესენი უფრო ილუსტრაციებია, რომელთაც მინიატურისა მხოლოდ ზოგი ნიშანი-ღა თუ შემორჩათ.მინიატურისთვის დამახასიათებელი თვისებანი: კომპოზიციური პირობითობა, პერსპექტივის ტავისებურება, დეკორატიულობა და სხვ. ამ ილუსტრაციებში ნაკლებად გვხვდება. მხატვარი ზუსტად და გულდასმმით გადმოგვცემს თავისი დროის აღმოსავლეთის ყოფას, ადამიანებს, მათ კოსტუმს, ნაგებობებს,, ქალაქისა თუ სოფლის სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს.

პირველი ანონიმი უმეტესად დიდი ფორმის ილუსტრაციებს იძლევა. ხშირად მთელ გვერდზეა ისინი. მისი საყვარელი ფონია ბუნების წიაღი, დეტალურად დახატული ფოთლოვანი ხეები, ბუჩქები, სარეველა ბალახები და ყვავილები. ეს ნახატები ზოგჯერ ევროპულ გობელენებს მოგვაგონებს. საინტერესოა ცხოველ-პერსონაჟთა ასახვის ხერხი. ლომი-მეფე ხშირად ნამდვილ ტახტზე ზის და გვირგვინი ახურავს. ხოლო ქვეშევრდომ თაგვებს, თოფ-იარაღი აქვთ ასხმული.

განსაკუთრებული მნიშვნელობა პირველ ანონიმ მხატვარს იმიტაც ენიჭება, რომ მას აუსახავს სამი ისტორიული პირი: თამარ მეფე, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. თამარ მეფე  დახატულია ვახტანგ-VI-ს წინასიტყვაობის საილუსტრაციოდ. აქ მას "ქილილა და დამანას" ქართულ თარგმანს მიართმევენ. თავისთავად ამ სურათს ფართო ქართული საზოგადოება იცნობს, (საბას თხზულებათა II ტომის ნაკვეთშია დახატული), მაგრამ ვის ასახავს იგი, არ იცის, რადგან როგორც სხვა დანარჩენი ნახატი, იგი წიგნის გამომცემელთ თავის ადგილას არ ჩაუსვამთ, ნაცვლად შესავლისა, იგი X კარის თავსართად გამოუყენებიათ. პირველი ანონიმი მხატვარი ქართველია. იგი ქართულ ხელოვნებას იცნობს. ეს ეტყობა თამარის სურათს. მხატვარი მისდევს თამარის ხატვის ტრადიოციას.

შესავალშივეა დახატული ვახტანგ VI და სულხან-საბა. საბა ვახტანგს წიგნს მიართმევს. დღეს გავრცელებული საბას პორტრეტი ამ ნახატიდან მოდის.

მეორე ანონიმი მხატვარი ჩინებული ოსტატია. მან შესანიშნავად იცის აღმოსავლური სამყარო და სპარსულ მინიატურათა ზოგ ტრადიციას აგრძელებს. იგი ზუსტად ასახავს მის ირგვლივ არსებულ რეალურ საგნებს, ხოლო ფანტასტიურ - ლიტერატურული ტრადიციების მიხედვით ხატავს. ხელოვანი ცდილობს გადმოსცეს მოქმედ გმირთა (ზოგჯერ თვით ცხოველთა) ხასიათი და განწყობა, რაც აღმოსავლურ მინიატურაში საერთოდ არ შეინიშნება. იგავის სხვადასხვა ეპიზოდის ამსახველ მინიატურებს მხატვარი ერთმანეთის მიყოლებით  ისე თანმიმდევვრულად ალაგებს, რომ ისინი ნახატი ფილმის კადრებს ჰგვანან.

მინიატურათა განმაცალკევებელ ჩარჩოებს ოსტატი ზემოთ ერთგვარი თაღებით აგვირგვინებს და როდესაც ერთმანეთის გვერდით დახატულ ამ ფერად სურათებს უყურებთ, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს აღმოსავლურ აივანზე იჯდეთ და იქიდან გაჰყურებდეთ ბუნებას. ამ შთაბეჭდილებას ის უფრო აძლიერებს, რომ მხატვარი სადაც ეს უხერხდება, მოქმედების ფონად ბუნების წიაღს, მინდორსა და ფაფუკი ქულებით დამშვენებულ ცას გამოიყენებს. საინტერესოა მისი მეორე მანერაც: მცენარეებს იგი ჩარჩოებთან, სურათის აქეთა და იქითა მხარეს განალაგებს, მათ შუაში კი გმირებს ამოქმედებს.

როგორც თავში აღვნიშნეთ, "ქილილა და დამანაში" იგავები იგავებშია ჩართული და სანამ  ერთის ბოლო ეპიზოდი დამთავრდებოდეს, მანამდის მასში ჩართული იგავი მთლიანად უნდა დასრულდეს. ეს თავისებურება ილუსტრატორს ერთგვარ სიძნელეს უქმნის. "ქილილა და დამანას" პირველი და მეორე მხატვარი იგავთა ილუსტრაციებს მიჯნავენ ერთმანეთისაგან. არის გამონაკლისიც, როცა ჩართული იგავი ამბავთა ამსახველ მინიატურას მიჰყვება. ეს ხდება მაშინ, როცა ეს ამბავი ცალკე არაა ტექსტში გამოყოფილი. მაგ.. ჭილყვავისა და თაგვის იგავის ილუსტრაციებში ჩართულია სამი მინიატურა, რომელიც ამბავში მოყოლილი ნამდვილი მეგობრის იგავს ასახავს. მეორე ანონიმი იძლება პირობით სურათებსაც. მაგ., "თაგვის შეჭმულ რკინაში" სტუმარი ატყუებს მასპინძელს: გუშინ მე თვითონ დავინახე, შენი ბავშვი ძერას რომ მიჰქონდაო.

მინია ტურაში სტუმარი უთი, მასპინძელს ცისკენ, სადაც ცალკეა გამოხატული ბავშტაცებული ძერა მსგავსად პირველი ანონიმის მინიატურებისა, ლომ-მეფეს აქაც გვირგვინი ადგას(გვ. 199, 309, 358)ჩვენი აზრით მეორე ანონიმი უფრო რეფინირებულ ნახატებს იძლევა და შემთხვევით არ არის, რომ არაბული “ქილილა და დამანას” რუსული გამოცემის მხატვარს ე.ა. ბუდუგოსკის წნიგნის ფრონტისპისის შექმნის დროს სწორედ მისთვის მიუმართავს”

და აი, ხელნაწერის 408 გვერძე იწყება ილუსტრაციები, რომელიც მკვეთრად განსხვავდება როგორც პირველ, ისე მეორე მხატვრის ნამუშევებისგან. წიგნში ასეთი 372 მინიატურაა. ჩვენი აზრით, იგი მესამე ანონიმი მხატვრის ხელობაა. პირველი, რაც აქ კაცს თვალთ ეცემა, ესაა თავისებური ხელი, ხატვის დაუდევარი მანერა. მწირია მოქმედების გარემო, სურათებში ტრაფარეტულად ჩაცმული ინდენური ხალხი მოქმედებს. რამდენადაც საქმე უკვე დაქყებული ილუსტრაციების გაგღძელებას მოითხოვს, როგორც მეორე ისე მესამე ანონიმი იძულებულნი არიან, წინამორბედს მიბძონ, რათა ილუსტრაციათა ერთიანობა არ დაირღვეს. მეორე ანონიმი ბაძავს პირველს, ხოლო მესამე-პირველსა და მეროეს. მესამე ანონიმის დახატული საგნები ან პირველი და მეორე ანონიმის ასლებია (გვ. 418, 423, 430, 453, 478, 550, 659.), ანდა აღმოსავლეთისთვის ცხო რუსული და ევროპული.

მაგალითად გვხვდება მრავალსართულიანი სახლები (გვ. 459, 479.), ოთხების თაღები და სვეტის თავები ხშირად გოთურია (გვ. 465, 470, 499, 613); ფანჯრები, იატაკი, ავეჯი, ლოგინი-ევროპული. მრგვალ მოქარგული სუფრით დაქარგულ მაგიდას უსხედან (გვ, 516;) კარ ფანჯრები რუსულ ხალხურ მოტივებზეა მოხატული სულ სხვა აქაური და მეორე ანონიმის ლოგინები. ხშირად იელვებს რუსული ხატებისა და ფრესკების სახეები და პოზიციები, რაც მხატვრის არაქართველობაზე მიუთითებს. მხატვარი კარგად გადმოგვცემს ევროპელის კოსტუმს, მაგრამ აღმოსავლური ტანსაცმლის დახატვა არ შეუძლია მის მოქმედ გმიღტა უცნარი ქუდები პირველი ანონიმის ჩალმათა იმიტაციაა.

აღმოსავლურ საგნებს ის კარგად არ იცნობს, რასაც ამგვანებს, იმასაც პირველი და მეორე მხატვრის აშკარა წაბაძვუთ ხატავს. აქაც ბოლომდე მაინც ვერ ინარჩუნებს სახეს და შეცდომებს უშვებს. საერთოდ მინიატურისტები ენისა და ყოფის უცოდინარობის გამო ხშირად სცოდავენ ტექსტის ასახვის თვალსაზრისით მაგრამ მეფეთა ჩალმაზე მორგებული თომარი ზოგჯერ სწორად მიუმგვანებია პირველი ანონიმი მხატვრის სურათების მიბაძვით, მაგრამ მერე და მერე მისი ხატვა გადავიწყებია და ჯვრის სახედ გამოუსახავს. აღმოსავლეთში მრეცხავი მამაკაცი იყო. “ქილილა და დამანას” იგავში “უგულო და უყურო ვირი” გამოყვანილი მრეცხავი, რომელსაც თავისი ვირთი ვირით დააქვს, არაქართველ მხატვარს ქალად წარმოუდგენია, ასევე, ქართული ტექსტის ჭა, იქ სადაც ორმოს ნიშნავს, რუს ოსტატს წყლის ჭას მიუჩნევია და ზედ გვიმი დაუდგამს.

“ქილილა და დამანას მხევალი” ხალიფა, რომელიც “ ერდოსა ზედა ვიდოდა და ევფრატისა მდინრესა უმზერდა”, თავისი მხევალი ერდო და მდინარეში გადააგდო. მხატვარი ხატავს ტოლფერდა სახურავს რომლის ცალ გვერძე ძლივს დგანან მეფე და მხევალი, ეტყობა ქართულ ტექსტში ჩავხედავ მხატვარს განუმარტეს: მეფე სახურავზე იდგაო მხატვარს კი მისთვის ცნობილი ციცაბო სახურავზე გაუყვანია მოქმედი პირნი. უცნობ მხატვარს აქ საკუთარი ხელწერა, მისთვის ჩვეული მანერა თავისი საყვარელი ხელები. მასაც უხდება მოქმედების გარემოდ ბუნების წიაღის ხატვა. ყველა მის ილუსტრაციაში ცა ლურჯია ხოლო ჰორიზონტი- გასარკული. მსგავსად პირველი ანონიმისა, მასაც ახასიათებს პირობითობა. მაგალითად რაიმე სურათში ღიაქ ჰორიზონტს ზემოთ იგი ჩახატავს ხვა სცენას ან ეპიზოდს მძინარე მეფეს თავს ზემოთ უხატავს პატარა მინიატურას, რომელიც ამ მეფის შვიდ სიზმარს ასახავს.

აქ აღიძვრის კითხვა რატომ მოახატინეს ქართული წიგნი უცხო ოსტატს ჩვენი აზრით პირველი და მეორე ანონიმი მხატვარი წიგნის გაფორმებაზე საქართველოში მუშაობდნენ ეტყობა მათ წიგნის მოხატვა მოთავებული არ ქონიათ, როცა ვახტანგს რუსეთსი მოუხდა გამგზავრება უნდა ვივარაუდოთ რომლის ოსტატები ვახტანგს თანა გაჰყოლიან.

ჩვენ არ ვიცით, მესამე ანონიმი თავისი წარმოშობით მაგრამ მისი შემოქმნედება რომ რუსულ კულტურას ეკ უთვნის ამაშინ ეწვი არ გვეპარება, ვახტანგის კოლონიაში მარტო ქართველები როდიო იყვნენ?. კოლონისს 1737წლის სიაში მაგალითად იხსნება არაერთი რუსი, და, ასე გასინჯეთ, ევროპელიც კი-უცხო ენათა მასწავლებელი - ვინმე იონუს პატორი. ვახტანგსა და მის ამალას მოსკოვში, როგორც ცნობილია ძველი ქართველი კოლონისტებიც დახვდნენ. ესეც ანგარიშგასაწევი ამბავია. ეს მინიატურები 1723 წლის შემდეგაა შესრულებული.

"ქილილა და დამანას" პირველი ილუსტრატორები მე-18 საუკუნის დასაწყისის საუკეტესო ოსტატებად უნდა ჩაითვალონ მახლობელ აღმოსავლეტში. მათ თავიანთი ეპოქის შედევრები შექმნეს და ღირსნი არიან, რომ ფართო საზოგადოებისა და სპეციალისტების საგანგებოყურადღება მიიპყრან.

განსაკუთრებულ ვითარებას ქმნის მინიატურების მესამე სერია, რომელიც რუსულ ხელოვნებას ეკუთვნის. ცხოველ ინტერესს ის უფრო აღვივებს, რომ ეს ნახატები არ იმეორებენ დღემდე ცნობილ რუსულ მინიატურებს და გვანცვიფრებენ არა მარტო თავიანთი თვითმყოფადობით არამედ სიმრავლითაც

 

ქილილა და დამანა სპარსულისაგან ქართულად ნათარგმანები

 

მეფის ვახტანგისაგან

 

მეც მივჰყევ სპარსთაზღაპრისა თარგმანებისა მგებართა,

არავინ მიშვებს გარეგან მთათა და გინა მე ბართა,

არ ვგავარ არა საქმითა ვარდთა კოკობთა მკრებართა,

და რა უყო გაბჭეთ, სამუდმოდ სახმილსა მძაფრად მგზებართა.

ვერ ვიტყვი ღირსად საფერად წმიდის სამების ქებასა,

მოსეც შლის ამოებაზე ღმთის სახელისა ხმობასა,

ზღაპარი მეთქვა, ისიცა ვაკმარე ამ ამბობასა,

და ამისთვის აღარ მივხედე უშესავლობის გმობასა.

 

ეს წიგნი ქირმანსა და ისპაანს შეჭირვებაში მყოფსა და უსაქმო მზრუნავს გონების ურვის წამლად მოემუშაკა ქართველთა მეფე ვახტანგს,_ სპარსულისაგან ქართულად ეთარგმნინა.

 

შაირი

 

აწ მოიგონე შენ ჩემი პირველი სიყვარულია,

ეს საქმე კარგად მისაქმე, თვალთ ნუ მოგივა რულია.

 

და ებრძანა: ეს ჩემი ჭირნახული გაჩალხე გემოანად და სადაც ლექსები ჩართული იყოს, აგრევე ქართულად ლექსები ჩაურთეო. ეს სულხან_საბა ორბელიანი გიორგი მეფის დედის ძმისწული იყო. და მისგანვე შვილურად გაზრდილი და გასწავლებული, და ვახტანგ მეფისა ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდად საყვარელი. ამსოფლის სიმუხთლემ ერთმანეთს მოაშორვა და ჩხუბიანმა კაცებმა მათ დიდი დახეთქილება ჩამოაგდო. მეფე მას და მის ძმათზე უბრალოდ მწყრომელი შექნეს. და მერმე ეს ბრძანება მოუვიდა, უარი აღარ იქნებოდა თუარამ მონაზვნისაგან ამისთანა ამბავი უწესოა და ურიგო.

 

შაირი

 

მონაზონი საღმრთო წერილს მართებს წერდეს გინდა ბერი

ამისთანას სამსახურსა მეფისასა ჰყოფდეს ერი.

 

ბერი-მონაზონი რომ მოსეს წიგნის ნაცვლად ქილილა-დამანას აკეთებდეს, ვეჭვობ, მეფესაც გაეცინოს და ბიბლიას უცხო-უცხო ამბების დაკარგვის ცეცხლის კვამლი რა გონებას შემოეხვიოს, სადღა დარჩება ცნობა, რომ ეს წიგნი გვარიან და ტკბილად გააკეთოს. თქვა:

 

შაირი

 

შროშანს და კენსა ნიადგ მზე მიჰფენს მისთა შუქებსა,

შროშანს სუნითა აყნოსებს, კელს მიწის ჰოხად უქებსა,

მეფე ხამს ჩხრეკდეს საქმეთა თვისთა და სხვის საჩუქებსა

ორგულს შენდობა ეყოფა, ერთგულთ უნჯს მიუქუფებსა.

 

რადგან მზე ავის შარავანდედს სწორად მიაყენებს ყოველსავე, მაგრამ ნიშატსა, ძალსა და საქმეს ყვალაკასა სხვადასხვას მისცემს. კაცმან ეს წიგნი ბოლომდე გაჩხრეკით უნდა წაიკითხოს რამდენი რიგი კაცია და რამდენი რიგი საქმე უნდა ესევ ასწავლის, თქვა:

 

არაკი - შურის მსხვერპლი დელფინი

 

ერთგული იღწვის მეფისგან შენდობას ორგულისასა

ორგული ცდილობს მასთანვე გაძება ერთგულისასა

ცნობა ხამს ამა საქმისა, მომღებელია რისასა,

ღთის მიერ დადგინებული ბაძვიდეს კუალსა ღთისასა.

 

თუ არა ენა მცხოვანსა და ბრძენსაც ადრე მოატყუებს, თუ არ გასინჯა; თუარა გამოუცდელისა რა დასაბრალებელია? თქუა:

 

არაკი - მეფე და მეძებარი

 

იყო მეფე ერთი და ჰყვა მეძებარი, კვალთა მეკულე, დიდად საყვარელი, რომელსა წამსა არა განიშორებდა. ჰყეფდა კარ-მიდამოთა მისთა და დარაჯობდა ღამე ყოველ. ნადირთა კვალთა უკულევდის და გემონთა ნადირთა ანადირებდა. ზრდიდა მეფე ტაბლისაგან მისისა და ანებივრებდა კეთილად. და ძაღლი იგი მეფის ტაბლისაგან წაიღებდა საჭმელთა და სხვათა ძაღლთა ზრდიდა მით და თავს აწყინებდა მეფესა სხვათა მათ ძაღლთათვის, ესოდენ მრავალგზის მეფეცა განარისხის.

 

შაირი

 

ვინცა განვკურნე, დამკოდა, წყლულზე დამადვა ხონდრონი

ბოროტნი ბოროტს ეძებენ ბოროტად მონახონ დრონი.

 

აღბორგვდნენ ძაღლნი სხვანი ნაკეთვარსა მათსა ზედა! ყოველივე შურითა ცოფიან იქმნეს, მეფისა იგი საყვარელი ძაღლი განიოტეს და მერმე მეფეცა იგი დაღერღეს და თვითანცა მოისრნეს. მეფესა მისის მეძებრისა სახელიცა დაავიწყდა,გამოხდა ხანი და ერთი უცხო ნადირი გამოჩნდა, საწადელი მეფისა, და აღარსად იყო მეკვლე ესეთი, რათა ნადირი იგი მოენადირა. და მისისა გემოთაგან გამაძღარიყო.

მაშინ მოაგონდა მეძებარი თვისი მეფესა, ნადირისა მის შესაპყრიბელად უწოდდა უშტვენდა მეფე ძაღლსა მას. მოვიდა ზაღლი იგი ყინვისაგან ფრჩხილდაცვეთილი, შიმშილით თვალდაკლებული და ხმელის ძვლის ღრნით კბილშემუსვრილი და სიბერითა დღემოკლებული. თქვა ძაღლმან:

 

შაირი

 

მეფისთვის მოკუდი ვერა ცან, არც ვინ აუწყა შორითა,

ჩემნი ერთგულნი სარჯელნი ბოროტად უთხრეს ჭორითა.

 

შაირი

 

მეფეს თუ ყმანი არ ახლავს, რითა სცან მისი მეფობა?

ბატონის ანდერძს ქუემორე ამისთვის ვქენ ყეფობა.

 

ამბავი უმაიუნფალ მეფისა

 

 

თუალ მარგალიტთა მებაზრეთა და სიტყვა-ხელოვნებათა გამომჩხრეკელთა და უცხოთა არაკებთათუის პირის ამღებთა და საკვირველთა შემჭევრებითა თქმულთა, შემაწყობელთა ამა ამბისა თავი, ჰაი-ჰაი, ასე მოურთავთ, ქებულისა და გამოჩენილის კაბადონტა დასაწყისი უცხოთ რამ შეუწყვიათ, რომე პირველსა ჟამთა და დროთა ჩინეთისა ქუეყანათა ერთი მეფე ყოფილა, რომე მისი ბედსვიანობა მისისა სახელდიდობის ხმა ყოელთა ადგილთა განფენილიყო, მისი შარავანდედი, როგორითაც საშუალო დიდი მზე, ნათელთა ყოელგან მიჰფენდა, მის ჟამის მეფეთა მისის მორჩილებისა საყური სულისა საგრძნობელთა ყურთა გაეყარათ და ამაღლებულთა ხელმწიფეთა აღვირი პირთა აედვათ.

 

შაირი

 

ფრიდონ მეფისა უმაღლე, ჯიმშეთის უმტკიცესები,

მაკედონელის უმძლავრე, დარიოსისებრ მწესები.

მოწყალე, ტკბილი, მთუარულად მის შუქსა შუქნი მზესები,

სიმშვიდე ჰქონდა და წყრომა-ცეცხლთ უარესები

 

ეს დიდებულნი დღითი დღე მის სვეამაღლებულის საფენთა გარმოიცევდენ. ქუეყნის მჭირაობათა მცდელთა და დიდად ბრძენთა და ჭკუისა მრჩეველთა ვეზირთა მისის სამსახურისა სარტყელი წელთა შეერტყათ. მისის ღრუბლის უმაღლე ტახტთა მწიგნობართა და სიტყუამეცნიერნი მცოდინარენი მისის მოხმარების ხელთა ზედა ისხდნენ; მის საუნჯეთა უცხონი მოწყობით ისხნეს და ბუმბერაზნი და ლაშქარნი თუალგარდუწდომელნი ჰყვეს. მისი წყალობა და ხრმლის კრვა შეერთებულიყო, მისი ხელმწიფობა ბოროტთა ხეიბრობისა მეგობარი იყო.

 

შაირი

 

მეფედ სიკეთე მისისა საქმის ქნით გამოჩდებისა,

მაღალი მაღლის მბაძველი, მაღლით მოიმედებისა,

ვინცა განახვას კეთილი, დება ირჩიოს დებისა,

მასვე ჭირად უც, მისივე ქუეყანა მოოხრდებისა.

 

ამ მეფეს ერთი ვეზირი ჰყვა გლეხთა კაცთა გამომზრდელი, რომე მისი ჩხრეკა და რჩევა ქუეყანათა ღამის მთეველი და სიბნელის სანთელი იყო. მისი საგონებელი ერთს წუთზედ ათასს ძნელად შეკრულს საქმეს გახსნიდა, ჩხუბით აღელვებულის ზღვის ხომალდსა მისის სიწყნარით ამოდ ავლენდა, მძიმე ლოდს, მჩქეფარს მორევში ჩაგდებულს, დააყენებდა, კალთის დამფრეწელს ფიცხელს ეკალთა რისხვისა ქარითა ძირითურთ აღმოფხვრიდა.

 

შაირი

 

ჭკუა და რჩევის რიგებით რა გულთა მიაპყრობდისა,

ასკეცად რაზმთა გამტეხად უფროსად იაზროდისა,

ქუეყნის რიგების საქმეთა სხვას აც თუ შეესწროდისა,

ერთის უსტარის მიწერით იყლიმთა დაიპყრობდისა.

 

ამისთუს რომე მისი ყოველი განზრახვა მოსაწონნი იყო, მისის საქმისაგან ქუეყანა დამშვიდებულიყო, ამისთვის სახელად ხაჯუსტარ-რაი ეწოდა. და უმაიუნფალ არას საქმეს უმისოდ არ იქმოდის, და არც დიდსა და არც მცირეს მისად უკითხავად არ განაგებდა, ბრძოლისა ასპარეზთა და სიმხიარულისა სნატთა და დროთა არ დაჯდებოდა, არა ილხენდა.

ზედასა-ზედა, რომე მეფენი და ხელმწიფენი და ამაღლებულნი კაცნი, თუცა ჭკვიანთა და მოხუცებულთა არა ჰკითხვიდეს, და გამორჩევით ბრძანებას არ შეამზადებდეს, არ უნდა კაცი გაერიოს. რაგინდ რომე ყოველი ძალი და შეძლება და დიდროანთა კაცთა მეპატრონობა ჰქონდეს, ბრძნის ვეზირთა და ჭკვიანთა და მცოდინარეთა რჩევა უხმს, და მით დამტკიცება, ამისთვის რომე, რაც მათის გვარის კაცნი გამოვა, ყველანი ჭკვიანნი არიან, და ქუეყანათ დამშვიდება და თემთა მოშენება და რაც რამ საქმე – რჩევით უნდა ქნან.

 

ლექსი

 

ყვალა საქმესა ჩხრეკითა, მრავალი უნდა რჩევანი,

გაუსინჯავთა საქმეთა ბოლოდ შეექმნას ზღვევანი.

 

ამ დიდებასა შინა უმაიუნფალ ერთს დღეს ნადირობად გასვლა მოინდომა და ცხენთა ამხედრება ბრძანა. ხაჯუსტარი, მისთა სვებედნიერობისა ავჟანდათა მოსამსახურე, თანა იახლა, ნადირით სავსე დიდი ველი ხელმწიფის მხედართა ცხენის ფერხთათვის სახლედ შეიქნა. მაღლა ჰაერთა ფრინველთა გულის საწადლით მოენებათ, რომ მეფეს ნადირთ თავი მისცენ და ჰაერიდან ქუე ჩამოვიდოდნენ. ნადირთ მდევართა პირუტყვთა დათოკვილთა საბელნი ნადირობისათვის დასწყვიტეს და პატიმრობისაგან გათავისუფლდენ და ნადირის საძებრად აქა და იქით რბოდეს.

მეძებართა და ავაზათა და ყურშავთა თუალშვენიერის ქურციკის დანახვისათვის ტანის სიჭრელე ყოველი თუალებად გარდაქცეოდა, ლომებრ ჭარგიანთ მწევართა ყურდღლის სათამაშოდ ათასფერი მელური ხრიკი ესწავლა. ძლიერად მაღლა მფრინავი ქორნი, ნასროლს ისართაებრ ხელიდამ გავარდნილი, ღრუბელთა შესწორებოდა, და კეკელა შავარდენთა სისხლისა მღვრელის კლანჭითა ფრინველთ ძარღვნი ყელიდამ ამოეხეთქათ.

 

ჩახრუხაული

 

უტევდენ ქორთა, შევარდენს შორთა, კლანჭ-მახვილ სწრაფთა მებრძოლთა სწორთა,

კაკაბი და გლონ თევზებრ დასაგლონ, ხოხობთ იჭერდნენ არ ერთთა, ორთა,

ავაზა-მწევრით, სწრაფად მომწევრით, ქურციკს იპყრობნენ, არნთა და ღორთა,

რად იქმნეს ისრად, გარდიქცეს ის რად? - ვითა მშვილდისგან ნაკრავი მძორთა.

 

რა ხელმწიფემ ნადირობით გული აღისრულა და მინდორი ნადირთა და ფრინველთაგან დასცალა, ლაშქართ დასტური უბოძა, და თვით მეფემან და ვეზირმა ტახტისაკენ პირი დააპყრეს. მაგრამ მას ადგილს მზის სიცხით ბასრი ხუფთანი ცვილისებრ დალბებოდა და ქეჯიმნი ჰაერის ჭრტიალსა შეერთებინა და ქართულად მავალთა მარქაფათა სლვათა შინა შესწევდა.

 

შაირი

 

ეგონათ, თუ მოეკიდა ცეცხლი ველთა, მთა და ბართა,

აალმურდა ცა და მიწა, ართუ გუანდა ნაბუქართა.

სირნი ტყვეთა იმალოდენ, შებნედილი გვანდა მკუდართა,

მძრომთა ხურელთა მიაშურეს, ქუე მიწისა ნაუბართა.

 

უმაიუნფალ უბრძანა ხაჯუსტარის:

 

- ესეთსა ცხელთა აერთა შინა სვლა ჭკუისაგან შორ არის. თუცა კარავი ახლორე იყოს, მოვიჩრდილოთო, თვარა აწ სიცხისა ჭრტიალისაგან მიწისა წიაღი ეთერის სფეროს მსგავსად ცეცხლის მადნად ქცეულა, ანუ რას მოსაგონს მოიგონებ, რომე წამსა შინა მოვიგრილოთ, და რა მზე ფასკუნჯსავით ბუდესა ბინდ-ბანდისასა შთავდეს,ჩუენცა ბედნიერობით ჩუენთა ვანათა მივბრძანდეთ.

ხაჯუსტარ-რაი ენა საქებლად დაძრა და მოახსენა:

 

ლექსი

 

შე ქუეყნის მზეო, ღთის ჩრდილო, სიგრილით შვენიერო და

ომაინისა უმჯობე, შენი ჩრდილია ჩერო და!

 

ჩუენ მონანი შენნი, ომაინის მსგავს ბედნიერს დიდს ხელმწიფეს დრიშის ქვეშ რა ვახლავართ, ქუეყნის დამწველის მზის ფაკლასაგან არ ვიშიშვით. თქვა:

 

ლექსი

 

მზე თუ გვაცხუნებს ჟამამდე, რად ჭმუნავს გული ჩუენია?

მეფის დიდება შუაგად ჩუენ მონათ გარდაგვფენია.

 

მაგრამ ღთისაგან გამორჩეულის და მაღლისა და ქებულის მეფის საბედნიერო ჩრდილმან ამ ლაშქრისათვის მოსვენება და ჰაერისაგან განკრძალვა ბრძანოს, დიდს მადლს მოიგებსო. თქვა: (ტაეპი)

 

ყოველთა კაცთა სიცოცხლე მეფისა დღეთა ჰკიდია.

 

აქ ახლო ერთი მთა მინახავ, რომე ჭაბუკისა გულთაებრ მაღალი და გულოვანისა კაცის ბედისებრ ალაღებულია. ამას წინათ მცირე ხანს ვნახე, თავით ფერხამდის მწვანე სამოსლით მორთულიყო და ათასი ცივი წყარო მისის წმინდა გულისაგან დიოდა და ყუავილთა ცის ვარსკულავით ნათლად კრკიალებდა. მისთა წყაროთა ნადირობთა კიდეთა, სამოთხისა მსგავსად, ხენი გაწყობით იდგნეს. აწ მე ამ რჩევას ვიკადრებ, რომე წასასვლელი სადავე იქით მიიბრუნოთ და ერთს ჟამსა მწვანეს ძეწნთა ქუეშე განსვენებით მოვიჩრდილოთ და ერთს წუთს იასამანებრ, წყლის პირს მწვანეს კორდზე გავახლდეთ და ვიხაროთ, თქუა:

 

ლექსი

 

დაჯედ რუს პირსა, წყალთ მჭურეტმან იცან სოფლისა გავლანი,

იმით სცან სოფლის სიმოკლე, რად გინდა ხმელთა დავლანი?

 

უმაიუნფალ ხაჯუსტარის სიტყვით მაშინვე მუნით მიმართა და ერთს წუთზედ ცხენის ნატერფალთა მტვრით მთის კალთა მორჭმულთა სახელოს მსგავსად ნეტართა საკოცნელ ადგილად აქცია. ნახა მთა, დიდებულების თხემი ზეცის ტატნობზე რომ აღეზიდა და მწვანე ხმლის წვერი მზის ოქროსფერ ფარამდე რომ გაედგა და ღვარსავით ცრემლთა წყარონი მკერდთა და მუხლთა უსველებდა; ხელმწიფე მაღალს მთაზედა ავიდა და ღრუბელსავით კალთა აეკეცა და ეგრე სრულიად მას ადგილს მოვლიდა.

ანაზდათ ერთი მინდორი გამოჩნდა, რომე საომარს ასპარეზსავით განიერი და მრავლად ბალახოვანი. რა ნახა, იმედის შემწედ გამოსახა, ურიცხვი შესაქცეველი მწვანესა ზედა იხილვებოდა და ცის შუენიერებასავით მისი წყალი და ჰაერი ედემსა გუანდა; მწვანეს კორდზედ იასა და ვარდსა გარეშემო ახალი სუმბული ყაყაჩოსა შიგა თავისთავად არეოდა, რომელ კეკლუცთა ზილფისაგან უფრორე შვენოდა, ღალიაცხებულს თაფლმწვეთელს ბაგესავით ჩნდა; ძეწნთა და წნორთა მწვანე ატლასის ტყავკაბა წამოესხა და საროსა და ნაძვსა მრგვლივ ბუსტუღის კაბა წელამდე დაეკალთაებინა. მუშკის მსროლელი დილის ნიავის ენა ვარდის ხვაშიადთა ქუეყნისა კიდეთა განჰფენდა, ბულბულის სტვენასა და ვარდისა ფეროვნებათა სუნელობათა ქებასა ყოველთა ადამიანთა ყურთა ასმენდა.

 

ჩახრუხაული

 

წყარონი ტკბილნი, ჰაერნი ლბილნი, კაცთა გულისა ლხენის სახენი,

ყვავილთა დასნი, ფერადად ასნი, წყლის პირთა მდგარნი თუალთა მახენი,

ჩრდილოან ხენი, სრულ ერთსახენი, რტოთა ფრინველნი ტკბილად მძახენი,

სვიანთ სავანე, ზურმუხტებრ მწვანე, ფოთოლზე წერით “ედემს მნახენი”

 

ამა მინდორთა შუა ერთი წყარო დიოდა, უკუდავებისა წყაროსავით სიცოცხლის მომმატებელი და სამოთხის წყლის ევფრატისებრ სამხიარულო კამკამი და მოსაწონი.

 

ლექსი

 

მას შიგან თევზნი ცურვიდნენ, ვით ვეცხლნი მოელვარენი,

წყალი ვამსგავსე ცის გრკლთა, რომელზე დარბის მთვარენი.

 

ვეზირმან უბრძანა მას წყაროსა ზედა სამეფოსა კარავთა დადგმა, რათა უმაინფალ მოსვენებისა სნატსა ზედა განისვენოსო, და მისის ბედნიერის ავჟანდათა მსახურნი წყლის პირს ხეთ ჩრდილთა გარდახდენო, რა ჯოჯოხეთის მსგავსს ადგილს მორჩნენ, მას სამოთხის უამეს სავანეზე მოილხინონო. როგორათაც ალაფთა მაშოარნი მას ადგილს დახაროდეს და თითო-თითო ენითა ამა ლექსთა იტყოდეს:

 

ღთო, ვინ ჭირსა მოგვხედენ, შეჭირვებასა დიდებსა,

შენ მიერ ხსნილნი ყვავილთა ვლახავთ მართ, ვითა ხიდებსა.

 

ერთსა ყურესა ხელმწიფე პილოსა და ვეზირი ცხენისაგან გარდახდენ და ქუეითად იარებოდეს. მას მთასა შინა რასაცა საკუირველსა ნახვიდეს, გონებითა და გულითა ღმერთსა მადლობასა შესწირვიდეს და ღთისა ხელმწიფობასა და დიდებასა აქებდეს, რომ მისსა მზატვარსა მის მთის სიმგრგვლე ღთის ძლიერების კალმითა მრავალფერი ნახჭით უხატავს, და შემოქმედისა მღებარსა ქვის გულისაგან რამდენი უცხო და უცხო ყვავილთა სხვადასხვაობის ქვევრნი აუვსია. ამისათვის მადლობდენ ღთსა და ხანდახან ამ უცხოდ საკვირველს ყვავილის ბიბინზედ ამ ლექსს იტყოდეს:

 

არ თუ ბულბული მადლობდა ვარდისა სუნელებასა,

მაგრამ მისნივე ეკალნი გალობდეს ღთისა ქებასა.

 

ხანდახან მას დახატულს პირს უჭვრეტდეს და ამ ლექსთა იტყოდეს:

 

ნიავი ვარდსა უფრჭკვნელსა გაშლიდა, ასუნელებდა,

ჩაქროლით წყალთა ჩაგრეხდა, შეთხზნილებრ მიამჭევლებდა.

 

მას მიხრილ-მოხრილს წერილსა, წყალზედ რომ საკვირველების კალამს დაესახა, თავდადრეკით მას სიტყვებს იკითხვიდენ და ზურმუხტის მწვანე ტილისმა, რომ მწიგნობართ დაენუსხა, მას თარგმნიდეს. ამასობაში უმაიუნფალის თუალი ერთს ხეს მიადგა, მისნი ფურცელნი შემოდგომურად შექნილიყო, მეტისა ხანდაზმულობითა ბებერსავით ადგილთა ზედა დახრილიყო, უშვერად მოჩნდა, და ამ სოფლის ხისა მკუთელსა ცულსა მისნი რტოები გარდაეკაფა და საწუთროს ჟამის ხუროს ხერხსა მისის ტანის დაჭრისათვის გაუმძღომრობის კბილები მოელესა.

 

ლექსი

 

წალკოტთა მაშვენებელნი არს ახალი ხე ნორჩია,

რა გახმა, მოჰკურთს მებაღე, იტყვის “ჰე, გულო, მორჩია”

 

იმა ხისა გული, ნაღვლიანის კაცის გულსავით, სიხარულისაგან დაცარიელებულიყო და შიგან ფუტკართა დაებუდა და თაფლისა სიმრავლე მათდა საზრდოდ, ვითა ციხეთა შინა, დაეკრძალა. ხელმწიფემან რა ფუტკართა შუილთა ხმანი მოისმინა, ქუეყნის მნახავს ვეზირსა ჰკითხა:

- ამა მჩატეთა ფრინველთა მის ხის გარემოს რა ყრილობა აქვსთო და რა მიდენ-მოდენაი, ანუ ვისისა ბრძანებითა წელშერტყმუ;თაებრ მაღალ-დაბლობით ფრინვენო? თქუა:

 

ლექსი

 

მითხარ ამ ბალახოვანთა რად დადის მიზეზიანად?

ან მათდა მიწყივ საქებლად ღთი ვინა ჰყავსთ გზიანად?

 

ხაჯუსტარ-რაიმ ენა ააუბნა და მოახსენა:

- ეჰა, ქუეყანათა და ქალაქებთა მპყრობელო! ესენი არიან ერთნი ნათესავნი დიდის სარგებლისა და ცოტას ზიანის მოქმედნი. პატიოსნება, წესი და რიგი რომ ხამს-მაგათ აქუს, მაგათი ქება მრავალთა სამეცნიერო წიგნთა სწერია, მაგათგან ხელმწიფურად მრავალი სარგებელი საბოძვარი ქუეყანას შემატებია, რადგან თავის საქმეზე განმზადებულნი არიან. მაგათაც ერთი ხელმწიფე ჰყავსთ, ყოელი კაცნი თავის ენით სახელს ეზახიან, ტანად მათზედ მოდიდოა; მათ ყოელთა ერთობილად მისის უფროსობისა და მორჩილობის ბრძანებაზედ თავი დაუდებიათ, მის ხელმწიფესა ოთხკუთხე ცვილის ტახტი დაუდგამს, მას ზედა ბრძანდება.

სახლთუხუცესი, ვეზირი, ეკრე, დარაჯა, ლაშქარი, გამგე, ყოელი რიგი მოხელე გაწყობილნი ჰყუანან; დარიგებულია, ყოველთავე ცვილთაგან სახლი უნდა აიშენონ, რომე მათი ბანი და ერდო ერთმანეთზე მაღალ-დაბალი არ იყოს, ერთი მეორეზე მეტ-ნაკლები არ მოხდეს. არას ხელლოვანს ოსტატსა უკარაკინოდ და უსასწოროდ მისთანას არ შეუძლია.

რა ამ რიგად სახლებს გაასრულებენ მას ხელმწიფის ბრძანებით მის სახლებიდან გამოვლენ და სახლთუხუცესი ამ პირობას გამოართვამს, რომ თვისი სიწმინდე არ შეაბილწონ, მათი პირისწყალი არ შეარცხვინონ, მწვირიანს წყალს არ მიეკარნენ, ჩვილი ფურცელლი ჭამონ, ამისთვის რომ მცირესა ხანსა შინა სნეულთა კურნება და მორჩობა ამა შარბათისაგან იქნას. და რა მომავალნი სადგომს მოვლენ მეკრენი სადმე უსუნებენ, და თუცა რიგთა და სიწმიდის პირობაზედ არიან და თავი გაუკრძალავთ, შეუშვებენ თავის სადგომს შესვლად, თუ არა და ღთმან ნუ ქნას ლექსს გარდა:

 

მტკიცედ ხელი პირობისა წელთა მოსდევ მონაკიდად,

პირი ყოლე არ გასტეხო, წესთა ექნა განაკიდად.

 

თუმცა პირობის გარდამსვლელნი პოეს, მათში ერთი სიმყრალე, ან ბიწი, ან არაწმიდება შეამცნიეს, მასვე წამს ორად განჰკუეთებენ. და თუცა მეკრეთ არ უკითხეს და შეუშვეს, სიმყრალე ხელმწიფეს ეყნოსება, გარისხდება და მეკარეს მოჰკლავს, მერმე დამნაშავე ფუტკართ დაჰხოცს. რომე სხვა მათმა თესლმა ფუტკარმა ამისთანაშეცოდება არა ჰქნან. სხუა, უცხო ფუტკარმან რომ მათს სახლში შესვლა მოინდომოს, მეკრენი არ შეუშვებენ, და თუ ფათერაკად შევიდა, მეკრენი მოჰკვლენ. ასე თქმულა, რომ ჯიმშედ ხელმწიფეს მეკრენი, დარაჯანი, გამგენი, ტახტი და სნატი, ყოველი სახელმწიფო რიგი მისგან ესწავლოს, რომ მის ჟამსა დიდი გარიგება იყო.

უმაიუნფალ რა ეს მოისმინა, საწადლის ნდომით მისი ნახვა მოინდომა ,ადგა და მას ხესთან მივიდა. ხანსა რასმე მათს კართა და მეკრეტა და მათს მოსამსახურეთ მიმოსვლას უჭვრიტდა და სინჯავდა რომე ღთის ბრძანებით განმზადებულნი, ნიავის ეტლზე მჯდომელნი რბოდენ და საჭმელი წმიდა,ადგილი სუფთა ჰქონდათ, არც ერთი ურგებად და მცონრად არ იდგენ, საზიანოსა არას იქმოდენ, თვის რიგს არ მოშლიდენ, თვის ნათესავს არას ავნებდენ.

 

ლექსი

 

ვნატრი მას მხნესა ნიადაგ, ავისა ვერ შემძლებელსა,

დიდსა გუნება მდაბალსა, სხვისა სიმდაბლის მქებელსა.

 

უბრძანა:

 

- ეჰა, ხაჯუსტარ! ესე საკვირველი არს: ესრე ძნელი გესლი აქვსთ და ერთმანეთსა არა ავნებენ, შაშარი უოყრიათ და სიტკბოსა მისცემენ. ესრე საშიშრად მრისხანენი სიმშუიდით და სიწყნარით მოთავსდებიან და საყვარლად მეგობრობენ, და ჩუენ, ადამიანნი და ჭკუისმყოფელნი ესოდენთა უგვანთა ვიქთ, და მრავალნი თვისთა ნათესავთა უმიზეზოდ და შეუცოდებლად ავნებენ, და რომელიმე სრულიად აღმოფხვრასაცა ეცდების.

 

ლექსი

 

დროს ჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს, რას ისხამს, რა მოისთლობა,

რა სჯობდეს, იგი მოკრიფე, კაცსა აქუს თავისუფლება.

 

ვეზირმან მოახსენა:

 

- ესე სულიერი რომელთა ხედავ, ერთსა ბუნებათა ზედა დაბადებულნი არიან, და ადამიანნი-თავისუფლად. ხორცნი ოთხთა წინააღმდგომთა კავშირთაგან აქუს შემზადებული და კაცისა გვამი ცხოელი სულითა და პირუტყუილსა სამშვინველითა შეუქმნია. ამა მიზეზითა ყოვლისა კაცისა გუნება და საქმე სხუადასხვაა, რომელნი ნათელსა და ანგელოზსა მიჰყვებიან და სხვანი-ბნელსა და ეშმაკთა. ამისთვის მრავალნი ღთის შჯულიდამ გასულან და სხუადასხვა წესი და რიგი მოუგონიათ, ამისთვის მათი ჭკუა ზოგთა ანგელოზისაკენ იწევს და ზოგნი ეშმაკისაკენ.

რომელმანც მაგრა ჭკუის კალთა ხელით დაიჭიროს და სიმტკიცის ფერხი მადლის ადგილზე შეუძვრელად დადგას, იგი ამაღლდების; და ვინცა თავი საღთო ბრძანების წერილის მორჩილებაზედ არ დადვას, მრავლის ცოდვით საბოლოოდ ჯოჯოხეთის ტანჯვას მიეცემა. ამისთვის თქუა:

 

ლექსი

 

ვინ ანგელოზობს ხორცითა, ვინ ეშმა შორს გასაძენი,

ნუ სდევ ეშმასა, აიღე ანგელიოზისა ბაძები.

 

მრავალთა კაცთა ავის ჩუეულების მიდევნებით გამოსჩენიათ ბოროტი: მემრუშება, ანგარება, მრისხანება, ტაცება, ამპარტავნება, ორპირობა, მეშურნობა, ორგულობა, ძვირის ზრახვა, მოყივნება, ცილისწამება, დაუნდობლობა, ზაკვა და მსგავსნი ამათნი და ამათსავე შინა არიან. თქუა:

 

შაირი

 

უმეცრებისა კალამი ვერ დასწერს სწორად სწავლასა,

კეთილს გმობს ავთა ეწყობის, მრუდად იქს თვისა წავლასა,

სუნელების წინ საყნოსელთ, კუამლს ძალად მისცემს ავლასა,

ბნელის მნათობსა ლამპარსა ქართულად უზამს დავლასა.

 

ხელმწიფემ უბრძანა:

 

- ესე სახე და საქმე, რომელი შენ სთქვი, სასულიერო საქმის კარი ღია გვიჩუენეო. ყოველთა კაცთა მართებული ეს არის, მაგრამ მაგის მოქმედება კაცმან ეს სოფელი უნდა გაუშვას და ფერხი მარტოობისა და მმოსვენების კალთაზე დაადგას. და სხვის ლხინნის კარნი თავის თვალთ წინ დაიხშას და წამ და წუთ თვის ცოდვას იგონებდეს და ინანოდეს და სისხლის ტბათ მსმელთა კაცთა თანა არა შეერთოს და ყოველთა ავთაგან მორჩეს,თქუა:

 

ლექსი

 

შუა ადგილით ლტოლვა და ერთს კუთხთა დავანებანი,

სჯობს მრავალ ზრუნვათ გაშვება, ერთი ქნას ღთისა ნაბანი.

 

მე მასმოდა მარტო ყოფა და თავისწინაობა არისო, და დღემდის მართლად შევიტყევ, რომე მრავალს კაცთან ლხინით გველის კბენისაგან უძნელესია და მათთან ჯდომასულთაბრძოლის შიშისაგან უსაზარელესი. ძუელს და მხლარცვთა შინა მრავალნი ჟამნი ამისთვის დაუყვიათ, მათი გონების თუალნი თურე ამას ხედვიდნენ, თქვა:

 

შაირი

 

ბრძენი მთხრებლს ირჩევს საჯდომლად მინდორთა ყვავილოვანთა,

ამისთვის მარტომყოფობა განაჭაბუკებს მხცოვანთა,

მარტო ბნელს ჯდომა სჯობია, ბნელს ყოფა სრულჯაროვანთა,

ჭკვიანი ევლტვის ჩხუბსა და შფოთსა მას ქალაქობანთა.

 

განშორებულთა რომელთაც მარტომყოფობა გამოურჩევიათ სხვის საქმისათვის როდესღა ზრუნვენ. თქვა:

 

ლექსი

 

ხალვა მწადს, თუცა მაქცევმა ცამ ქარი ჩემთვის აქროსა,

ხმელეთი გასცრათ ვერ ჰპოოთ თქუენ ჩემი მტუხრი აქ როსა.

 

ხაჯუსტარ მოახსენა:

 

- რაცა ღმთის ნების მსგავსად ქუეყნის მპყრობელის ხელმწიფის ენასა ზედა წარვალო, მართალი და ჭეშმარიტი სიტყუები იყო. ლხინი და განცხრომა გულის სიბრძნისა გაბნევა არის , და კაცისა თავისთავად მარტო ყოფა ქუეყნის კაცთ საქმის შემოკრება არის, როგორატაც ეს თქმულა:

 

ჩახრუხაული

 

ოც დღე და ღამე თუ დაიჟამე, გულშემოკრებით ხალვად მჯდომელად,

სიმრავლე ჯართა ზედ მოსაჯართა, ვერ ნახო ტკბილად ვერცა მწყრომელად,

მსგავსია ვარდთა არ გასავარდთა, ნაზუქად მწყობი, გაუზომელად,

კრებულთა ნახონ, არ შეინახონ, ფურცლად დაიყონ რომელს რომელად.

 

მაგრამ ზოგთ საქმიის მეცნიერთა, სიმართლის უფალთა, ბრძენთა, მეგობართა ყოფნა და ალერსი მარტო მყოფობისაგან უფრო უქიათ, ასრე გაურჩევიათ და უთქვამთ, ბრძენსა და რიგიანს კაცთან ჯდომა და ალერსი მარტოობასა სჯობსო. და მის დროს თუ კეთილი კაამყოლი არ იპოება, მარტოობა უკეთესია უგვანს ალერსსაო, თქვა:

 

ლექსი

 

მარტოობა სხვასთან თქმულა არ თუ თვისთა მეგობართა,

ბეწვის ჩაცმა ზამთარსა ჟამს არ ზაფხულის სიცხე ბართა,

 

კაცი თუ გასინჯავს, უკეთესი ეს არის, რომე მეცნიერთან ალერსითა და ლაპარაკიტა სიბრძნე და გონიერება ისწავლება და კრებულთა თანა ყოფნა დიდი პატიოსნობის ხარისხია. თქუა:

 

ლექსი

 

მეგობართა და მოყვასთა ნუ მოიშორებ ნებით.

მარტოობას სდევს სიშმაგე, წამლითა აღარ რგებითა.

 

ბრძენთ სიტყუა ასრე გამოეჩანს, კრებულთ მოსავლის სარგებელი მარტომყოფის სარგებელს გარდაემატებისო. ადამიანი რა ადამიანს გაეშოროს და თავისი მსგავსი მეგობარი არ ინდომოს, მისი საქმე წინ ვით წადგება! შემოქმედს ადამის ტომნი ერთმანეთის ხელის მომმართავად დაუბადებია, ერთი მეორის ხელის შემხედვარად უქნია, ამისთვის რომ ერთი მეორეს შეეწეოდეს და ერტად მოქალაქობენ და ეხმარებოდენ. რადგან ასეა, მაშა მართოობა რათღა სახმარია? თუცა ერთს კაცს სიცოცხლე და დარჩობა უნდა, სხუა არ შეიწიოს, რით იქნება? ამ გზით რომ რომელიც კაცი თავის ჭამისა და სმისა, ჩაცმისა და დაბურვის, სადგურისა და სამყოფის მოქენე იყოს, პირველად არა ხურო და გალატოზი, მჭედელი, მხვნელი და მთესველი, და ნივთები მათი მოამზადა,ვითარ შესაძლებელ იყოს სიცოცხლე მისი.

მაშა ამ გზით ერთი მეორეს უნდა შევეწეოდეთ, თუარამ სიცოცხლე უსმელ-უჭმელად არ იქნება, და თუ ვინმე ამას ყოველსავე კეთებად მოინდომებს, ყოველი საქმე ერთის კაცისაგან არ შეიძლება. მაშა, უნდა ეცადონ, ამათი მცოდინარენი შემოკრიბონ და ამისთვის საჭირონი შემოყარონ და ერთკრებულად ერთმანეთს ეხმარებოდენ თავ-თავისის ხელოსნობითა, რომე თავეთი სარჩო გააკეთონ, და თუ რამე ნამეტნავი გარდარჩეს, სხვას რომ ეჭირებოდეს მას მისცეს და მისი ფასი მისის რიგით მოსცეს, რომ ქუეყანათა საქმე ერთმანეთს შეეწეოდენ და ერთმყოფობის მიზეზი და რიგი იპყრან. ამისთვისიქმნა ადამიერნი ერთმმოქალაქედ და ერთმანეთის შემწედ, და მოხმარება მარტო ყოფით და უშემწეოდ არა იქნების რა: ამისთვის მარტოობა არად ქებულა და ეს ლექსი ემოწმება:

 

შენი არ გვყვანდეს სხვა იძმე, ქმენ საქმე საჭირონია,

თუარა ერთისგან საქნელად არც ერთი სააზრონია.

 

ხელმწიფემ ბრძანა;

 

- რაცა ვეზირმან თქვა, ფილასოფოსთა და მეცნიერთაგან საქებელი იყო, მაგრამ მე ესრე მგონია, ერთმანეთის ხელის შემხედვარნი რომ არიან, ამისთვის მათგან არის სარჩელი და ცილება და მათი საქმე სრულ შუღლი და ბრძოლაა, რომე ზოგნი მძლავრნი ნამეტნავასა და ძალას  მოინდომებენ და თავეთს წესსა და რიგთა არ დასჯერდებიან, და რომელნიც მდიდარნი არიან, ძვაობა და უსამართლობის ნდომა მათს გულში ფერხს გაიდგამს და ამას მოინდომებს, - გარეშემო კაცნი თვით ყმად და მოსამსახურედ იყოლიოს. და ამ რიგის სიხარბისაგან ისინი  თაკილს დაიწყებენ და ამისი ბოლო სრულიად შფოთი, ცილება და ბრძოლა იქნება და სიავე გახშირდება, თქუა:

 

ლექსი

 

ცილება ცეცხლსა აღაგზნებს, ვითა საღრტილი კვესითა,

რასაც მოხვდება სრულ დასწვავს, გარდაეხვეწოს ვერ სითა.

 

ვეზირმან მოახსენა:

 

- ეჰა, მეფეთ მეფეო, დიდად ბრძენო! მაგ ავთ რიგით მოსაშლელად ერთი რამ მოუგონიათ, რომ ყოველნივე თითო-თითო თავეთს საზღვარს დასჯერდენ და მოხვეჭისა და უსამართლობის გრძელი მკლავი დაიმოკლონ თუარა მათთვი მოგონილს რისხვას ეძახიან. ეს მოსამართლეთ სიკეთის რიგით დაუმტკიცებიათ, რომ საქმე სწორად საჩინო იყოს და არც ერთგნით სჭარბობდეს, და ამისი საცადი მის შუბლთა აჩნდეს, და მოგონებულს  რისხვასა  სწორს სამართალს საშუალ, როგორც უთქუამთ:

 

ლექსი

 

ორთა სახეთა საშუალ ძეს დიდი განყოფილება,

ვითა მზესა და თაგდირსა აქუს საკამათო ცილობა

 

უმჯობესი ეს არის, ყოელსა საქმესა შინა არც იქით აჭარბებდეს და არც აქათ. და სწორე და მართალი ეს არის- საშუალი საქმე ყოვლის საქმის უკეთესია.

 

ხელმწიფემ ჰკითხა:

 

- ეგე საშუალო საქმე უნდა ვიცოდეთ, სადეთ მოვა და დავისწავლოთ.

 

ვეზირმან მოახსენა.

 

- მაგისნი მასწავლებელნი სრულნი კაცნი არიან, რომელნიცა ღთნ მოავლინნა - კაცთა ნათესავი ბრძენნი და შჯულის მეცნიერნი, წინასწარმეტყუელნი და მოციქულნი.მათ დიდს ნამუსს უხმობენ, მათის შენდობითა კაცთ სიკეთის სწავლება და სიავის დაშლა, მათი ბრძანება ყოველივე რიგიანი და მართებული არის, და რა იგინი საუკუნო საშუებელთა მიიცვალნენ, აწ მათის შჯულისა და წესისა მოუშლელობისათვის მართებულის შერისხვის მეტი ღონე არ არის.

რადგან მრავალნი კაცნი თვისის ბუნების სიკეთეს ვერ გულისხმა ყოფენ, და ხორციელს გემოვნებასა და პირუტყულს წადილს მიჰყვება. ამისთანას საქმისათვის მათში ერთი ძლიერი მოსამართლე უნდა  იჯდეს, რომე რაცა ღთის ბრძანების გარდამავალი იყოს, არა ქმნას, და რაც რიგი და ბრძანება იყოს, იგი დაამტკიცოს რომე შჯულიერი რქა ბედნიერობის ქედით ამაღლდეს და მეფეთ შესამოსელიც შჯულის ძლიერების ხელით გაიმართოს.თქუა:

 

(ტაეპი)

 

ჭკვიანთ მეფობა და მღდელთ სეფობა ორს თუალს ჰგავს, ერთად ბეჭედში მჯდომსა

კუალად ამ იგავზედ უთქუამს:

 

ლექსი

 

ჰაი,ჰაი, სამეფო შჯულისაგან რა შვენიერად თავმაღლობს,

ჰე, შჯული სამეფოსაგან ნათობს და უფალსა მადლობს.

 

უმაიუნფალ ბრძანა:

 

- ეს ძლიერი მოსამართლე რომე სთქვი, კაცთა შორის უნდა იყოს, მას ვითარ უხმს ქცევა, წესი და საქმე ქუეყნიერისა რიგიგს, ანუ შჯულისა გამგეობა?

 

ხაჯუსტარ-რაიმ მოახსენა:

 

- მოსამართლე იგი წყალობისა და წყრომის წესზედ ჭკვიანი და მცოდინარე ჟამს. სამართლის გარჩევა არ აკლდეს თუარა, თუ ასრე არ არის, ქუეყანა ბრალი შეიქნება და სამეფო წაქცევაზედ მიიწურვის. თქუა:

 

ლექსი

 

თემი სამართლით დამტკიცდეს, ოხერმან იწყოს შენობა,

შენის სამართლით ნამქარსა შენთვისვე ეთქუას შენობა,

 

ესეც უნდა სახელმწიფოს მარიგებელთ გამორჩევას ეცადოს და სცნას, თუ რომლის ჟამს ძალის მიცემა  და წყალობის ქნა და გაწყობა, ანუ რომლის გუარისა ყურის მიუპყრობლობა და დამდაბლება და მათს საქმისაგან მორიდება, ხელმწიფეთ კარის მოსამსახურენი ერთპირნი უნდა იყუენეს, ნიადაგ ხელმწიფის კეთილის მდომნი და მისის ერთგულების ქამარშემორტყმულნი ხელმწიფის სააქაოს კეთილად მოსახელებელნი და საიქაოს განსვენების მცდელნი. ერთრიგნი თავის თავს ამ გვარად აჩუენებენ, მაგრამ თავის სარგებლისათვის იჭირვიან. კიდევ მრავალნი არიან, სხვისაგან ძალის დაუტანლობისათყის ემსახურებიან. თქუა:

 

შაირი

 

ფერობით სიტყვას შეთზიან, კუეხნითა დაიქადებენ,

ამას ვიქ. ეს შემიძლია თვის ავს სხვაზედა ადებენ.

სხვა არვინ უნდათ, მოჰკიცხვენ, აუგთა გაუცხადებენ,

რათა პატივი იშოვონ, მეფისგან მოიწადებენ.

 

რადგან მათი საქმე თავისის სარგებლისათვის არის, მათ ერთგულთაგან რომ გულს დააკლდესთ, პირად პასუხი არ ძალუძთ და გულთა შინა დაიმარხუენ საჩხუბრად. ან ერთმოდასენი ხელმწიფისანი, სამსახურად მახლობელნი და სანდონი, მცირეს საზრდელისათვის შურად და მტერად აღუდგებიან, ხერხსა და ეშმაკობას დაიწყებენ და ავის გზით მეფეს შეასმენენ.

მაგრამ თუმცა ხელმწიფემ გასინჯვის სამოსელი გაიხადა და მაბეზღარს ყური მიუპყრა, და კარგად არ გამოიწვლილა და არ გამოსხრიკა და მათი სიმტყუნე არ გამოაჩინა, ზიანი და არეულობა მისგან იშვების და სიბოროტის ჩხუბის ხარისხი ამაღლდების. თქუა:

 

შაირი

 

მეშფოთე კაცსა ერიდე, ნუ ისმენ მეშურნისასა,

რადგან შურითა დაბნელდა, სძულობს ნათელსა დღისასა,

ერთს წამზედ აშლის თემსა და მას მშვიდობასა ღთისასა,

დიდი ქუეყანა მოუწვავს ენასა მაბეზღრისასა.

 

მაგრამ თუ გულმღვიძარე ხელმწიფეა და ჭკვიანი და საქმის მიმხდომი, დიდთა და მცირეთა ნაქმართა თვითან მიხვდება და სიმართლის ნათელსა ტყილის სიბნელიდამ გაარჩევს. და ამ სოფელს მისის სიმტკიცის კვერთხი შფოთისაგან დაწყნარებული იქნება და მას სოფელსაც დიდებისა და ბრწყინვალეს მაღალს ხარისხზედ აღიწვა. თქუა:

 

შაირი

 

ამა სახლთა წუთის ღამე ვინ სამართლით გაიცადა,

ხვალ იშენოს სახლი მტკიცე ამისა წილ მაღლა ცადა,

მართლ-მსაჯული, თემთმფარველი არ ქაჯთაგან გაიცადა,

უოხჭნოსა ლხინსა ჰპოებს, რადგან ჭირნი მოიცადა.

 

რომელიც ხელმწიფე მეცნიერობას გამოუკულევდეს და თავისი საქმე სიბრძნით განაგოს და ბრძენთ სწავლით თვისის რიგის გზა გაასწოროს, მისი ქუეყანა და თემი შენობით გარდაემატება და მისნი გლეხნი და მდაბიონი მხიარულნი გულკეთილად იქნებიან. როგორადაც დიდმან ინდოთა ხელმწიფემან რაი ინდაურად დაბიშლიმ წოდებულმა, ქნა,-თვისი ხელმწიფობის საქმის სახმარი იყო, შეიტყო და მისის მიყოლით ერთი რამ ხანი მოსვენებითა და სახელდიდობით წარვლო, და რა ამ მუხთლის სოფლის საქმითა სიცოცხლის სამოსელი სიკუდილის სახლის სიღრმეში მიიხვნა. აწცა მისი სახელი და დიდებული ქება ამა ჟამთა ყოველსა ქუეყანათა პირთა ზედან განფენილ არს. თქუა:

 

ლექსი

 

მრავლად ვიგონე ქუეყანად რა ვპოო უკეთესია,

კაცთა სახელის განფენა მოსამკად დანათესია.

 

რა უმაიუნფალ დაბიშლიმისა და ბიდფაი ბრძნის ამბავი მოისმინა, როგორათაც დილის ნნიავის ცემამა გაუშლელი ვარდი გარდაშალოს, ეგრე გაცინებაზედ ლალებრი ბაგენი გახლიჩნა და მხიარულმა სიხარულისა დუქანი მობაზრა და ღიმილით უბრძანა:

- ჰო, ხაჯუსტარ, რაოდენნი ჟამნი არიან, რომე ბარაჰმანისა და რაის ამბავი ჩემისა გულის ფიცართა შეწყნარებულა და მათის სიტყვის ხილი ჩემის გონების ტიალს მიწათა შიგან დარგულა, თქუა:

 

(ტაეპი)

 

დიდი ხანია შენისა გრუზვილთ თმათ ჯავრი მშენისა!

 

რამდენიც ვეძებე, მის ადგილს ვერა ვპოე და რამდენჯერ მათის არაკის ამბავი გამოვიკითხე, ერთი რამ ამ იგავებთა ხელთ არ ჩამივარდა და ერთი სიტყვა მათის ცხოვრებისა მატიანეთა შინა ვერ მოვისაზრე. თქუა:

 

ლექსი

 

ვერა ნიშანი ვერ ვპოე გულისა წამღებელისა,

მე არ მომხვდა, თუ წამხდარა კუალი საქმისა ძუელისა?

 

ყოელ დღე გულისხმის კარი გამეღო, რათამცა მათი სახელი ვისგანმე მსმენოდა და მოწევნის თუალი მოლოდინის შუკათა მეჭირა და აწ ამ საქმემან პირი შენით მაჩუენა.თქუა;

 

ლექსი

 

ყურნი მაგ თქმასა მოუპყარ მახარობლად ჩანს ბაგენი,

თყალნი ელიან ნახვასა, მას ნათელს ოდეს მაგენი.

 

და რა ვიაზრე, რომე ვეზირსა მათი ამბავი სცოდნია, ჩემი ცნობა ღთის დიდების თაყუანისცემად განვამზადე. თქუა:

 

ლექსი

 

აწ გული მიხვდა წადილსა, აჰა ნდომისა ნებასა,

რასაცა ღთსა შევსთხოვდი, ვიაჯდი ჩემსა თნებასა!

 

იცოდე, რასაც ადრე ბარამინ რაის სიტყვას შემატყობინებ, მაგის თქმითა ჩუენს დიდების საკადრის რამდენს რიგს საშოვარს გვიძღვნი, და იმ ანდერძების მოსმენის მიზეზითა და მისის წესითა გლეხთ სარგებელი დაემართების. ეგე ასეთი საამბოა, რომე მაგის საქმით ღთსა მრავალი მადლობა შეეწირების და მაგის მოსმენით ყოველი კეთილი გამრავლდების. მაშა მაგვარი სწავლა უთუოდ დიდად პატიოსანი და დასამადლებელია. თქუა;

 

ჩახრუხაული

 

ბრძენთა ენანნი, ნათლად ჩენანი, კლიტეა სიბრძნის ღებად კარისად.

საგანძურთ კართა, ხელმინაკართა, ნაღდთ გამომღებო, აყოვნებ რისად?

სწავლის საზომი, მრავლად აზომი, რომ მაშიგან ძეს თემთა ჯარისად,

ერთის გზით სწავლას, მეფესთან წავლას მალე იტყოდე გასახარისად.

 

დაიწყო არაკიანად ამბავი დაბიშლიმისა და ფიდფაი ვეზირისა.ვეზირმან ცნობაბრწყინვალემან და კეთილადმოუბარმან, საქებრის სიტყვისათვის ენა დაძრა და თქუა;

 

ლექსი

 

სვიანთა ფერხნი, მეფეო, პოვნად არს განმზადებულნი,

ბედის ვარსკლუავნი შენითა ნათობენ, ცათა დებულნი.

 

იადონთაებრ მხმობელისა და ბრწყინვალედ მცოდინარისაგან მასმია, ინდოეთისა ერთისა დიდისა ადგილისა და თემისა, რომელი ხალხსავით აშვენებდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, მუნ ჯდა ხელმწიფე ერთი, სვემღვიძარე და გამარჯვებული, ქვეყანათა შემამკობელი მდაბიურთა მოწყალე, უსამართლოთა დამწველი, სახელოვნობის შუქგანფენილი.

მისის ხელმწიფობის სნატის ქუელისმოქმედებაი კეთილის საქმისა სასოებად და აის საქმის მოშლად განმზადებულიყო; უსამართლობისა და უწყალობის ორთქლი ქვეყნის სარკის პირისაგან მოეხოცა და გულმობილობისა და მსჯავრისა სისწორე წყალობის მიჭვრიტანაში ყოველ თემის კაცთათვის ეჩუენებინა.თქუა:

 

ლექსი

 

სახელოვნობის ნათლითა მოემზო ხმელთა არენი,

მეფის სიკეთემ სარკეებრ აელვა შიგნით-გარენი.

 

მას ხელმწიფეს რაი-დაბიშლიმ ეწოდა, ინდოელთ ენისაგან ესრე ითარგმანების: "მეფე ქუეყნისა მპყრობელი". სიდიდისა და სიმაღლისა  გარდამატებითაა სიუხვის საგდებელი ცის კამარის ერდოზედ შეერტყოცა, უზომოს სიმდიდრისაგან, თუ არ ძალიანსა და გაჭირვებულს საქმესა, სხვათა არად მიიჩნევდა. ათი ათასი პილო ლაშქართა შინა ჰყვებოდა, ბუმბერაზთა და გმირთა სიმრავლე ახლდა, მრავლის საუნჯის პატრონი იყო და ქვეყანა მორჭმული ჰქონდა. თქუა:

 

(ტაეპი)

 

ყოველთ მეფეთა სადარი მარტო შენა გაქვს სადარი.

 

ამა სიდიდისა უფალი ყოველსა საქმესა ყურთა უპყრობდა და მოჩივართაგან საჩივარსა თვით მოუსმენდა.თქუა:

 

ლექსი

 

პატივის ხელთა გლეხთაგან ნუ განაშორებ მეფეო,

მდაბიოთ საქმე პატივთა მიანდევ აიეფეო!

 

მის საბრღანებელთა შინა შიში, ძრწოლა და კრძალვა გაეფინა. სამკვიდროს მაოხართა სისხლის რუ ნაკადულად მიეშვა, ყოველ დღე ლხინისა და განცხრომის ნადიმი მოემზადა. საწუთროს საწადლის დროსავით მისს პურობასა გულის ნება უფრო შეითვისებდა. ყოვლს ჭამაზედ ბრძენნი  და დიდად მცოდინარენი გამზადებულნი სხდეს, შვენიერსა და გამოჩენილის პასუხით მის აღმატებულს ქებას მომართვიდეს. ერთსა პატივის სნატთა ზედა ჯდა, სახელმწიფო ლხინი გაემართა. თქუა:

 

ლექსი

 

სამეფოს ლხინთა სალხებად ჟამად ქმნის საქმე აეღო,

პერპერასა და ნიჭისა უხობის კარი გაეღო.

 

მგოსანთა კრვათა და ტკბილტა ხმათა დასრულებისა უკან, სასიბძნო არაკების მოსმენა მოინდომა, და პირმთვარეთა და შუბლასპიროზთა როკვათა შემდგომად, ტკბილთა წურთათა და სამეცნიეროთა სწავლებათა მთწმელთა ბრძანა მოყუანება. გამორჩეულთა შესიტყუანი და სიბრძნისა სიღმეთა ლაპარაკნი მათნი თუალ-მარგალიტთა და უსასყიდლო სპეკალთა მსგავსი სანახავი იყო, ხელმწიფემან მას ყური მიუპყრა.თქუა:

 

ლექსი

 

სიტყუა საყურის ბოლოა, მეფისა ყურთ გასაყარნი,

თითო კაცისა სიკეთეს აქებდეს, ვითა მაყარნი.

 

ამათში ერთმან სახელოვანმან და ზნესრულმან  სასიტყო ქება, უხობისა და გაცემის ნაშატი ასპარეზტა შინა ატარა და სხუანიცა იგი ბრძენნი მას დაემოწმენ და ერთხმა შეექნენ, რომე უხუება პატიოსანი და საქებური ზნეობა არისო და ყოელნი მცოდინარენნი აქებენო, და მანვე პირველმან თქუა:

- უხობა ღთის საქმის მიმსგავსება არის, რადგან მას ყოველნი მოწყალედ ხადიან. ყოლე მისი მოწყალება ყოელტა ზედა არს და მისი უხვება ყოელთა კაცთა მიეფინებისო. ფილასოფოსთა უთქუამს: უხვება და მოწყალება ერთ ხეა, ედემმის წალკოტთა შინა აღმოსული და მისივე წყაროს რწყვით ამაღლებული. თქუა:

 

შაირი

 

კეთილი გუარი უხობა ღთის მოწყალებბის დარგია,

საუნჯეს თუცა დააკლდა, კაცთა შოება ნარგია.

მკუდრით რომ ცოცხალი მოვიგო, ესე სრულიად კარგია,

სხვის შეკრებული სხვას დარჩეს, მითხარ თუა რა სავარგია.

 

რა მეფემან ეს შესხმაები მოისმინა და გაიგონა, მის საცნობელსა უხვების მდუღარემან ოფლმან დაასხა და ბრძანა სპეკალთა ზარდახშათა კართა განღება და ქადაქთა ყივილი, რათა კეთილსა კაცსა და ბოროტსა ყოველსავე ბოძი და მისაცემელი მიენიჭოსო. მაშინ უცხოთაცა და მკვიდრთა, დიდთა და მცირეთა ხვედრი უზომო იყო, ზღვართაებრ მორწყვიდა და კეთილის თესულსავით ნაყოფიერება განმრავლდა და ქვეყანა მოირჭო. თქუა:

 

ლექსი

 

მჭელთ ღრუბელთაგან გამოჰხდა სიუხვის წვიმათ ცუარობა,

გამორცხა სიგლახაკის დროს წერილის კეფთა მწარობა.

 

მას დღესა წამ თუ წუთ მზეებრ ბრწყინვალეს ოქროთა და ვერცხლთა გაიცემებოდნენ და ახალთა გახარებათა ბედობას ცდილობდენ, ვირემდის ოქროფრთოვანი ფასკუნჯი მზისა და სიბნელის ბუდეთა შთახდებოდა. შავთა ღამეთა ყორნის სიბნელეს პირის ფრთა ქვეყანისა კიდეთა მოეფინებოდა. თქუა:

 

შაირი

 

მზემ დაიფარა ფარდაგიკ სხივს ზედა არ საჩენებლად,

ღამე გამოძვრა სოროდამ წყუდიადისა მფენელად,

მზის დისკო დაჯდა ადგილსა ღამისა გამათენელად,

მბრუნავი ცა ჩნდა ოქროსა კენჭებთა ვერ დამტევნელად.

 

ხელმწიფემან თავი განსვენების სასთაულზედ მიდვა და ძილისა ლაშქარი გარ მოეხვივა და გონებისა ცნობა შემაფარილებელმან შეიპყრა, და მოეჩუენა ერთი ბრწყინვალე ბერი კაცი, რომელსა მლოცაობისა და მოღუაწებისა ნიშანი შუბლთა აჩნდა. წარმოუდგა სიზმრივ და მშვიდობა მოსცა და ჰქვა: დღეს დიდი საუნჯე ღთის გზაზედ გააბნივე და მრავალი და ურიცხვი შესაწირავი ნებისათუის  უფლისა სამადლოდ გაეც, აწ ხვალდილეულ წასასვლელი ფერხი ბედნიერს ავჟანდათა შედეგი და სამეფო დარბაზით აღმოსავალისაკენ წაბრძანდი და მუნ დიდი საუნჯე შენთვის დამარხულია და ბოძებული. მუნ ესოდენი განძი ჰპოო, რომელ ხმელთა სივრცისა ფერხნითა დიდ-დიდთა თავთა დასსტკეპნიდე და სიმაღლითა თავი ღრუბელთა აღაცილოო.

რაიმ რომ ეს სასიხარულო ჩუენება იხილა, ძილისაგან გაღვიძებული მის საუნჯისა გონებითა და მის პატიოსნის კაცის ნახვითა გამხიარულდა. ხელი და პირი დაიბანა, ადგა და განწესებული ილოცა. და ღთის საუნჯის მცველმან წერაქვით სალაროს კარი გააღო და მრავალფერმან მზის შარავანდედმან ვარსკულავთა თუალ-მარგალიტი ცის სიფართიდამ თავის ელვარეს კალთას ქუეშ ამოიფარა, თქუა:

 

(ტაეპი)

 

ალიონი, ვერცხლის მსგავსი, ოქროს კლიტით გა-ცა-იხსნა.

 

ბრძანა მეფემან ქარულად მივალთა სახედრებთა მოთვალულისა ოქროსა აკაზმულობითა მორთვა და ბედბედნიერობითა და სვესვიანობითა ცხენთა შეჯდომა და პირისა აღმოსავალისაკენ დასწორება.

 

ლექსი

 

სვისა ავჟანდა ბედისა ავჟანდის შესწორებული,

გამარჯვებისა ლაგმითა მას მხარეს იქმნა რებული.

 

რა შენობის საზღვარი დააგდო, უშენოთა გამოპვიდა, ყოველთა კიდეთა თუალნი მიმოაქვნდა, თავის საწადლის აზრსა ეძებდა. მაშინღა ერთი მთა ნახა, რომელი გულოვანის კაცის სიუხვისაგან უფრო თავმაღლობდა და სახელგანთქმულთ მეფეთა სვეთაგან ფერხი უმტკიცეს დაემყარებინა. და მის მთის კალთათა ერთი რამ ქუაბი მოჩნდა, და ერთი კაცი გულტკბილი მის ქვაბის კართა ჯდა და მის ქუაბის სიყვარულითა მეშურნობისა ჭირი მმოეძაგებინა. თქუა:

 

ლექსი

 

ამბიანთ და უამბოთა რაცა არის ღთი ჰფარავს,

მდიდართა და მკოდოვანთა გამოზრდის და უზამს არ ავს.

 

რა ხელმწიფის თუალმან საგონებლისა იგი მოყვასი დაინახა, მისმან გულმან საალერსოდ მოინდომა და მისმან ნებამან მის ბერის ალერსი მოიწადინა, და მან მოხუცებულმან ხელმწიფის გულთა ნაწერი ზეპირად აღმოიკითხა, ენა ააუბნა და თქუა:

 

ლექსი

 

ქუეყნის მპყრობელო მეფეო, ღთისაგან დაბადებულო,

გული და თვალი სავანედ გიძღვნა, გარდახე ქებულო,

 

მოახსენა:

 

მეფეო, ეს მზრუნავთ კაცთ სადგომია. თქვენის ლაჟვარდითა და ოქროქანდათმოხატულთ პალატთა არ გეჩუენება საბრალოსა და გლახაკის ქუაბი და არცა მოთუალულისა სრათა პატრონთა მოსაწონებელია, მაგრამ თქუა:

 

ლექსი

 

ჩუეულებით ბერისათვის ესე წესი დადებულია,

ძუელს წერილთა მარტო ყოფნა ამა რიგით გაგებულა.

 

აწ რადგან ხელმწიფეს მოწყალების თუალითა საბრალოს კაცის საქმისათვის მოუხედავს, და სოროსა მჯდომის პატიოსნის ფერხით მისად პატივად მოსულა,-ესე თვისის დიდის მეფობის ბუნებაკეთილობის გამოჩენაა.თქუა:

 

(ტაეპი)

 

უდაბნოს მყოფთა, სოფლის გამყობთა დიდთაგან ნახვა არის სიმდაბლე.

 

დაბიშლიმ მის განშორებულის სიტყვაზე ცხენით გარდახდა და მის კეთილს საქციელსა გული დააჯერა და ერთი რამ ლოცვა შესაწევნელად სთხოვა.თქუა:

 

შაირი

 

მარტომყოფთ ლოცვა რა კაცმან მოყუსად მოიგოს სასოთა,

მაშინღა გულის უფალმან დაფარული სცნას ასოთა.

ვინც იგავთა ძალს მისწვდეს, ბრძენთა არ დასანასოთა,

ღირსთა თქმულთაგან უცნიათ, არ უკრეფიათ დასოთა.

 

მერმე ხელმწიფემ წასვლა გააპირა, განშორებულმან საბოდიშო ენა ააუბნა და თქუა:

 

ლექსი

 

მთხოვრისა გლახაკისაგნ ვით შესაძლოა ესია,

დიდებულს მეფეს აწვევდეს, რამე აქვს მისი წესია.

 

მაგრამ ჩუენებურის რიგით ერთი ძღუენი მაქუს, მამის ჩემის დანარჩომი, ის მინდა ხელმწიფეს მივართუაო. მის საუნჯის ნიშანი არის დაწერილი. ამ ქუაბის ერთს კუთხში მძიმე საგანძური და მრავალი თუალ-მარგალიტი და უამრავი ოქრო და ვერცხლი დაფლულია და მე რადგან ცოტასა დაჯერებულ ვარ და ამ ერთის სოროსათვის ხელი მომიკიდია, მას აღარას ვეძიებ. ჟამის მოგებისათვის ჩემი უნჯი მცირის დაჯერება არს, ამისთვის რომ სასწორის ბაზმათა შინა ამ რიგის ხელსატაცითა თუალ-მარგალიტის უძვირფასე ზეთი ავანთო. თქუა:

 

ლექსი

 

თუ კაცი სასოსა პირსა არ ნახავს, ვერას ნახავსა,

ვინც არ მოითმენს მადლობით, კეთილს რით დაისახავსა?

 

აწე თუ ქუეყნის მპყრობელმან წადილის ბრწყინვალება მაზედ მიაყენოს და უბრძანოს მსახურთა თვისთა, და მოძებნონ და პოონ და მეფის საუნჯეთა შესძინონ, და რომლითაცა წადილითა მოინებოს- წარაგოს, არა უწესო არს.

დაბიშლიმ ესე რა მოისმინა, მის ღამს ჩუენება განსორებულს უთხრა და მისი დაფარული საიდუმლო მას ქვაბთ მოსურნეს გაუცხადა. განშორებულმან მოახსენა:

 

 

- ესე მცირე რამ არის, მაღლისმაღლის მეფის სიუხის შესადარი არა არს, მაგრამ, რადგან ჩუენებით მოგრთმევიათ და გბოძებია, და უკლებელად მეფისა თუალთა წინაშე მოიღეს. თქუა:

 

(ტაეპი)

 

რაც განგებითა სვეთგან გებითა, კაცთ მიეცემის,უცოდველია.

 

რაიმ უბრძანა სპარსთა, რათა შევიდენ ქუაბსა მას და თხარონ შინაგანი მისნი. და რა თხარეს ცოტაი, პოეს გზა საუნჯისა მის და უკლებელად მეფისა თუალთა წინაშე მოიღეს. თქუა:

 

რვული

 

მაშინ მოართვეს სიმრავლე თუალთა,

სალტე, საყურნი, ფარღულნი ქალთა

სკივრი, კოლოფნი მომღებთა მალთა,

იაგუნდები, ნარევი ლალთა,

ოქრო და ვერცხლი, უმძიმე სალთა,

ჭურჭელნი მათნი, უნათლე ალთა,

მოჰქონდათ განძი, არ თუ დამპალთა,

რიცხვით უზომო, შეუძლო ძალთა.

 

ხელმწიფემ ბრძანა სკივრთა და კიდობნებთა ოქროს კლიტეთა დაღება. და რა დააღეს მრავალი ძვირფასი სხუადასხუა თუალნი და უსასყიდლო მარგალიტნი ნახა, და მათ შუა ერთი მურასა კიდობანი იდვა, რომ მისი სიმგრგულე მაგრად შეემტკიცათ და ბერძულის ბასრის მოქლონითა დაეხშათ, რომე არას კლიტითა არ გაიღებოდა და მის ფერცხალს ვერა გასაღებელი დასძრევდა და ვერცა ვინ ხერხიაი მისის საკლიტის ადგილს ჰპოებდა. რაოდენ ეძებეს და ეცადენ, მისის გასაღების ნიშანი აზრითაც ვერა გაიგნეს რა.

რაი მისის გაღებისათვის დიდს საგონებელში ჩავარდა, ამისთვის რომ ნამეტნავი ნდომა ჰქონდა მას, კიდობანში რა იდვა, გამოეღო. და გონებათა შინა ამას იტყოდა: რადგან სხუასა კიდობნებთა შინა ეგოდენი ძვირფასი და პატიოსანი თუალნი და მარგალიტნი იდვნეს, მაშა ამა შინა საუკეთესო იქნება რამეო, თუარა ამისი ასე მომტკიცება რა უნდა იყოსო. მერმე ბრძანა, ხელმარჯვე მჭედელმან ინდოურის ნაჯახით მისის მოქლონი გატეხონო. მოიღეს, და რა გახსნეს, მაში სხუა უნცროსი სკივრი იდვა, ცის კამარასავით თუალ-მარგალიტით მოკრკიალებული, და მას სკივრში მთუარულად მგრგუალი მოთხე იყო, შვენიერად შემკული.

ხელმწიფემ იგი მოთხე თავის წინ მიაღებინა და თვით გახსნა. ნახა ერთი თეთრის ლარის ნაჭერი, რომე ათინელთ კალმით რამდენიღაც ტრიქონი ეწერა. დაბიშლიმ გაჰკვირდა და ბრძანა, ეს რაიაო? ზოგთა თქუეს, ამ საუნჯის პატრონის სახელსა გავსო; სხვათა თქუეს, ეგების ტილისმა იყოსო და საგანძურთა დასამარხავად დაწერესო.

რა ხელოსანთა და სახელმწიფოს მარიგებელთა სიტყვის თოკი დაუმოკლდათ, ხელმწიფემ ბრძანა: ამის წაუკითხავად ეს არ შეიტყობაო. და მუნ მის წერილის მეცნიერი არავინ დგა. და სძებნიდენ კაცთა ესეთსა, რომლისაგან საწადელს მიხდომოდენ. და პოეს კაცი ვინმე ბრძენი, რომელი ელენთა სწავლულებათა ნაქები იყო და მისი სამეფო მაღალთა კართა მიხადეს. დაბიშლიმ მრავალს პატივსა და წყალობას უთქმიდა და მერმე უბრძანა:

 

- ეჰა, ბრძენო! ჩემი საწადელი ეს არის, რომე ამა წერილისა ამბავი გამომითარგმნო და ამაისთა იგავთა საქმე ნათლად და სწორედ მომახსენო. თქუა:

 

(ტაეპი)

 

როს იქნას ამ წიგნის ასოთ, მე საწადელი შემასოთ?

 

ბრძენმა იგი წერილი რა ხელად მიიღო, მასვე წამსა მისის ნაწერის ამბავი გამოიტაცა, და მერმე თქუა:

- ეს წიგნი დიდად სასარგებლო არის, და ამ საუნჯის ამბის დასაწყისი საქმე ესრე წერილ არს: "მე, უშანგ ხელმწიფემ,დავსდევ საგნძური ესე დიდძალი რაისათვის. როცა რაი-დაბიშლიმ გამოჩნდება, აქ უნდა მოვიდეს და ეს საფასე მისის ბედისა იქნას. იცოდეთ, რომე ეს საუნჯე მისის ხელით გაიხსნება, და ესე ანდერძი დამიწერია და ოქროთა და თვალმარგალიტთა შიგან ჩამიდებია, რომე რა ეს საგანძური ნახოს ეს ანდერძიც იხილოს, წაიკითხოს და გასინჯოს, რომე ოქრო და თუალ-მარგალიტით რა კაცი მოტყუვდეს, ჭკუათამყოფთა კაცთა საქნელი არ არის, ამისთვის რომე ესეთი მიბარებულსავით არიან, როგორათაც საყოელდღეო ხელის მწიკული წავა და ბოლომდე არ დარჩება და უსარგებლოა" იყო

 

შაირი

 

სოფლის მიმდონი ყოველნი სდევენ და ემოყვსებიან,

არც დაუნდვია, არ ინდობს, ვინც დასანდობლად სცთებიან.

უტვინოს ძვალთა მწოელნი გაძღებად ცუდად შვრებიან,

რაც სხვათა უყო, შენც გიზამს, ასრე უმოქმედებიან.

 

მაგრამ ეს ანდერძი ასეთი რამ  არის, ხელმწიფეთ საკმარისია და უამისოდ არ იქნება, ამად უნდა ბრძენმა ხელმწიფემ ამისი გზანი გამოიკვლიოს. ეს ათოთხმეტი ანდერძი რომ მეფეთათვის სასწავლოა, მართლად შეიტყოს, თავის თავს მისანდობელად არ უმზერდეს, თვისის სვესვიანობის საფუძვლის შერყევას იგონებდეს და მისი ხელმწიფობის სიმტკიცეს და სიმაგრეს ამაოდ.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   პ ი რ ვ ე ლ ი

 

ესე რომე, რომელსაც ყმათაგაბსა და ხელქუეშეთა თავი მოეჩინოს, სხვის სიტყვით მისის სიდიდის სახელის დამცრობას ნუ დაუჯერებ ამისთვის, რომ ვინც მეფეთაგან გადიდდება, ყოველი კაცი მას გაუქიშპდება და ეცდებიან თვისი ბატონის სამსახურს დააშორონ, და ხელმწიფის წყალობა მაზედ არ დაემტკიცოს, და ტყუილთა და ხერხით მის წახდენას ასრე ეცდებიან. მისის სახელოს შოვნისათვის სწავლის სიტყუებს შემოიღებენ და მოსაღორებელის რჩევით და თვისი ნდომა აღასრულონ. თქმულა:

 

ლექსი

 

ტრელთა ენათა ეკრძალე, კაცი გიყვარდეს ცნობილი,

მაბეზღართ ყოლე ნუ უსმენ, სიტყუა ნუ გინდა გმობილი!  

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ო რ ე

 

ორპირსა და ჩხუბიანსა კაცსა წინ წაყენების გზა არ მისცეს, რომ ეშმაურს საქმეს დაბადებს. შურისა და ღაზოს მეძიებელთ ბოლოს საქმე სინჯოს, და ამრიგი რამ რომ კაცს შეუტყოს, ხამს, რომ მისის ავის ენის აღგზებული ცეცხლი სწრაფად სიკუდილის წყლით დაშრიტოს, ვირემდე მისი კუამლი ქუეყანს დააბნელებდეს. თქმულა:

 

ლექსი

 

რა ცეცხლი ხმელთა საწვავად მოეგზნას, მოეკიდოსა,

დავსებას უნდა ეცადოს კაცი, არ მოერიდოსა.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ს ა მ ე

 

თვისი კარისკაცნი და მნენი ეცადოს, რომ მეცნიერნი დაადგინოს და თვისის სიკეტის მცდენლი ამყოფოს და კითხვითდა რჩევით წარმათებდეს საქმეთა, რომ მათის მეცნიერებით მრუდი გაიმართება და ურიგო გარიგედება.

 

ტაეპი

 

მართლა თქმულა, ერთპირობით შეიქნების ხმელზედ ფლობბით.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ო თ ხ ე

 

მტრის ლიქნასა და ტკბილს სიტყვას არ მიენდო, არამც მოგატყუოს. რამდენიც გეხვეწოს და სიმდაბლე გაჩუენოს, სატყუვრად და მოსაცთუნებლად იქმს, რომე მათგან პირობის გათაება და ერთგულება მოუვალია.

 

ჩახრუხაული

 

მოყუარე პირად, მოქმედი ძვირად, საქმითა მტერი ხამს განშორებად,

ვით თეთრი კბილი, ღიმს ბაგე ლბილი, შავს გულსა ჰფარავს საჩინოდ ხლებად,

ნედლს შეშას ცეცხლი ზედიზედ ეხლი, ბრძოლა არ ძალუც ნთებად და ვსებად.

 წყნარ-წყნარად იწყებს, არ დაივიწყებს, ბოლოდ ეცდება სრულად აღგზებად.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ხ უ თ ე

 

რა შენის წადილის თუალ-მარგალიტი ხელთ იგდო, ეცადე ფრთხილად და გაკრძალვით იპყრა, თვარა უცოდინრად, მოუვლელობით არ წაგიხდეს, თუ არა, ბოლოდ სინანული აღარას არგებს, რაოდენცა ინანო.

 

ლექსი

 

მშვილდით ნასროლი ისარი წავა ვით ქარნი ზენანი,

წამხდარსა საქმეს რას არგებს, მას უკან თითზე კბენანი.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ე ქ უ ს ე

 

საქმის ქნაში არ აჩქარდეს, სულგრძელებით და მოცდით ქნას, თუ არა სიჩქარით მრავალი ზიანი მოჰხდება და მოცდითა და სიწყნარით სარგებელი მრავალი იპოება.

 

შაირი

 

ერთი საქმე რაცა გქონდეს, სისწრაფითა ნუ იქ ჩქარად,

წყნარად-წყნარად გაცამართე გზათა ცხენი მოსახმარად,

რომ არ გექნას, მერმეღა იქ განაღა ჰქნა კარგთა დარად,

მაგრამ ქნილსა სინანული აღარ არგებს რაც ჰქნა მცდარად!

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე შ ვ ი დ ე

 

სიბრძნისა და ჭკუის რჩევის ავშრის თოკი ხელიდამ არ გაუშვას და თუ მტერნი მისის წახდენისათვის შეითქუან, ეცადოს, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდმოიბიროს ,თვით მოიყენოს. ამით მათის ხრიკებისაგან მორჩების, და რა დაახლოვდებიან, ამ საქმით ფერხს მოიკიდებენ, და საცთურის ძალითა და ხერხითა და რჩევით საქმეს მიგრეხ-მოგრეხენ და დადგებიან. მეცნიერთ უთქვამთ.

 

შაირი

 

ვის მტერმან გზათა მახენი დაურწყოს, გაცაებასა,

ხერხით გამოხსნას ეცადოს, ესე სჯობს ცუდად დებასა,

რკინა ცეცხლიდამ რკინისას ადვილ იქს გამოღებასა,

ვასილისკოსა სარკითა იქმონენ მოკუდინებასა.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე რ ვ ე

 

მეშურნისა და ქიშპის კაცისაგან გაფრთხილდეს. მათს ტკბილს ენას შეიწყნარებს. რადგან შურის ნერგი მისის გულის მიწაში ამოსულა, მისის ნაყოფისაგან სამსალისა და მაკუდინებელის მეტი არა მოისთულება რა.

 

ჩახრუხაული

 

ვისაცა გულთა ისახლეს შურთა, ჯართა საჭიროდ მომხუეჭელობენ,

გნახავს, ტკბილს ენას გიძღვნის-ყე სმენას გაგცილდა-ძვირთა შენთვის მთქმელობენ.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ც ხ რ ე

 

შემცოდეთ მიტევება და დანაშაულის შენდობა იცოდეს და ძვირის მოხსენე არ იყოს. ყმათა და მოსამსახურეთ ცოტას დანაშაულზე არ გაუწყრეს და არ გააუპატიუროს. ყოველთ ხელმწიფობის მეცნიერთ მეფეთა გულკეთილობის პატივთა მოწყალების წყლით დამნაშავის სესვრილი პირისახე ჩამოუბანიათ და უმართებულოდ მქცეველთა და უწესოთა კაცთა ხუაშიადისა კალთითა დაუფარავთ.

 

ლექსი

 

ადამისითგან აქამდე წესად ძეს ესე მცნებანი,

ყმათ თუ სესცოდეს პატრონთა თანა აც მიტევებანი.

 

ზოგს წყალობამინიჭებულს კაცს, ვინ იცის, ორგულობა შეამცდეს და კკიდევ ხელმწიფისგან მოტევების მოქენე იყოს. მას კუალად შეწყალების სასმლით ასვას, რომე სამსახურის მოშორვების მინდორთა შინა მწყურვალი და უღონო არ დარჩეს.

 

ლექსი

 

ვინც წყალობისა ხელიტა აგიიქუამს ასაზეველად,

აგრევ წყალობა შესძინე, ნუ დაანარცხებ ქვე ველად.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ე

 

არას კაცის ძალი და შეწუხება არ მოინდომოს, რომ ვინც ამას იქნს, ნაცვალი მიეგება და წყალობის წვიმითა მისის ქუეყანა მოირწყვის და მისი ქუეყანა მოირწყვის და მისის მთის ყუავილებიც სიკეთით აღორძნდება.

 

შაირი

 

კეთილის მოქმედს კეთილი წინა უც მოსაგებელად,

ბოროტისათვის-ბოროტი ცეცხლისა მოსადბელად,

დღესე არ იცი, ხვალ აგრძნობ, საქმისა შესამცნებელად,

რასაცა დასთეს, მას მომკი, საწყეოს შესავსებელად!

 

ა ნ დ ე რ ძ ი  მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე

 

თავის ნების მიმყოლი არ იყოს და უქნელი საქმე არა ქნას, მრავალი კაცია, თავისი საქმე გაუშვას და ერთი საქმე, რომ მისი წესი არ იყოს, ის დაიჟინოს და ვერც გაუშვას და ვერც გათავება შეიძლოს.

 

ლექსი

 

მაღრანმა კაკბის გოგვანი დაიწყო მისაბაძველად,

თავისიც სრულ დაავიწყდა, რაცა იცოდა მან ძველად.

 

 ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ო რ მ ე ტ ე

 

თავისი თავი სულგრძელებისა, სიმძიმისა, სიმშვიდისა და მოთმინებისაგან არ განახუას, რადგან ადამის ძეთათვის ამის უპატიოსნე გზა არა არის, უფროსად ხელმწიფეთათვის უთქუამთ:

 

შაირი

 

კეთილი საქმე კეთილით არს, თუ არ ლამაზობითა,

კეთილი გული დედაა, საქმეს ზრდის, ვით მზე მზობითა;

სიბრძნის ხმარება რკინის ხრმალს უმკეთელეა სობითა,

ათასთა სპათა ეს გიჯობს, ასრე მგონია ცნობითა

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ს ა მ ე ტ ე

 

ყმანი და მოსამსახურენი მშვიდობის მყოფელნი და შემწყნარებელნი და კეთილნი და ერთგულნი იყოლიოს და ორგულთა და ავს კაცთ მოერიდოს. თუცა მეფის კარის გამრიგენი ერთგულობას მოიჭირვებენ, არა დამალული მათ არ დაეფარება და კაცრიელობაც მათის ზიანისაგან მორჩებიან, და ღმერთმან ნუ ქნას თუ მათი პირი ორგულებით შესვარონ და მათს სიტყუას ხელმწიფემ ყური მიუპყრა, უსაცილოდ დაუნაშაებელს კაცთ სიკვდილის ბაზართა ჩააგდებენ და მრავალს ავს საქმეს გამართვენ.

 

შაირი

 

მეფის მსახურნი თუ იყუნენ მისანდო, უბეზღარნია,

მისი ქუეყანა აშენდეს, დარმავე მოსცეს დარნია,

თუ ორგულობას გაერთვნენ, ვითა კლდოანთა არნია,

მისი სამეფო ბუვს დარჩეს, უშენი ნაოხარნია.

 

ა ნ დ ე რ ძ ი   მ ე ა თ ო თ ხ მ ე ტ ე

 

ზრუნვისა და შფოთის სიმღვრიეთაგან მოწყენის მტვერი თვის სიმდიდრის კალთათა ზედა არ დაიყაროს. მართალია, ჭკუათმყოფელნი ნიადაგ ურვისა და ჭირის საბლით დაბმულნი არინ, და უგუნურნი-დღე-ყოველ მხიარულნი და განცხრომით.

 

შაირი

 

ლომი აბია ჯაჭვითა, აუშვან თუცა გვიანად,

მელი ყოველ ღამ მინდორთა მოვლის, ხან აგრე მზიანად.

მოწესე მისის სენაკით არ გავა, მუნ ზის ჭკვიანად,

ხელი მავალი კორდზედა არ იარების გზიანად.

 

მართალია, არაწმიდებითა ღმთისმოწყალების დიდების ისარი საგანს არ ეცემა, და მცოდინარეთა და საქებელთ კაცთაგან თუცა საქმე არ გარიგდება, სიმწუხარისა და ზრუნვის შველება არ მოხდება.

 

ჩახრუხაული

 

ბედისა შოვნა და სვეთა პოვნა ვერცა სიმხნითა, ვერც ცოდნით პოვოს.

ვითარებათა და განგებათა მიმცემის საქმით-ყე მოიპოოს.

 

თიტო ეს ანდერძი რომ დაგვიწერია, ამბავი დასაჯერებელი და საქმე დაცდილია. და თუცა რაის გარკუევით და სრულიად ამა ამბისა ცნობა სწადიან, სარანდიბის მთა, რომელი ყოველთა მამის სამყოფი არის მუნით წაბრძანდეს, და ესე მაგარი ნასკვი იქ გაიხსნება, მისის საწადლის წალკოტი კარს ღიას მუნ უჩუენებს. და ეს რაოდენი კარი გუარიანი სწავლაა, ხელმწიფის სასმენელთა შესულა და ეს თუალ-მარგალიტით შემკული სკივრი მეფის თავს გარდასაგდები იყოს.

დაბიშლიმ მას განშორებულს მრავალი პატივი მიაპყრა და ანდერძი იგი ბედნიერთა მკლავთა შეიბა და ბრძანა: იგი საუნჯე, რომელი ღამე მეჩუენა, არა თუ საფასისათვის იყო, არამედ ამა წერილისა და სწავლისათვის არსო. მადლობა ღთსა, რომე მე სოფელსა ამას საქონელი ესოდენი მაქვს, სხვა აღარად სახმარ იყო და კმა იყო ჩემთვის, მაგრამ რაც რომე ვპოე, არად შემირაცხია: თურე ამა ანდერძისათვის იყო ზმანება იგი, და ესე კმაა ჩემდა საუნჯედ. და ხამს რომე საგანძური ესე გლახაკთა და დავრდომილთა ჩუენად სადღეგრძელოდ და უშანგ მეფის სულის სალხინებელად მივსცე და მისის ამაღლებულის ხელმწიფობის საქებელად ერთობით ოქრო და ვერცხლი, თუალ-მარგალიტი ღთის გზაზე ქვრივთა, ობოლთა, მწირთა და საბრალოთა უხვად განუყო.

 

ლექსი

 

ოქრო და ვერცხლი გიყვარდეს უქონელთ გასაყოფელად,

შენ გავნებს, სხვათა დარჩება, დაიდებ თუ საყოფელად.

 

რა ამ საქმისაგან მოიცალა,სახელმწიფო დარბაზისაკენ წაბრძანდა და სამეფო საჯდომი სიმაღლის გამგეობით დააშვენა. მას ღამეს ამას იგონებდა, სარანდიბის მხარესა წარვიდეო, ნუთუ ჩემი საწადელი მუნ აღვისრულოო, და ჩემის ნების ნდომა იქ შევიკრიბოო, ამ ანდერძის მმოსავლის ნაყოფი მოვომკოო და ჩემთა სამეფოთა აღსაშენებელი და ჩემის ხელმწიფობის წარსამართებელი სახლის საფუძველი მით დავამყაროო.

 

მეორესა დღესა რა ბრწყინვალემა მზემ სარანდიბის მთის წვერიდამ ურანო აღმოაჩინა და ალმასსავით იქცევისმან ლალის წვრილნი ისარნი ქუეყანისა სიფართეთა დაასხა,

 

ლექსი

 

მზემ თვისი შარავანდედი შემოიგროა, მოისხა,

ღამის მნათობმან ვარსკულავმან შავნი ზეწარნი მოისხა,

 

დაბიშლიმს ორნი თვისი საჩინონი, ერთგულნი და მისანდობელნი დიდებულნი კაცნი ჰყუეს, რჩევითა და ჭკუის გზით სრული იყვნენ. ბრძანა მათი მოწოდება და აღმატებულს დალიჭს წინ წაყენება. ხელმწიფურის მოწყალის ბრძანებას უკან უთხრა მის ღამის თვისი საგონებელი, ყოველივე წინა დაუდვა. უბრძანა სარანდიბისაკენ წასვლისა გულთა ჩავარდნა, რომე ჩემის გულის მიწათა მუნ წასვლის თესლი დათესილა და წაუსვლელობის ნდომის სადავე ხელიდამ გამვარდნია. აწე ამისას რას მირჩევთ, ანუ ამ საქმისას რას მეტყვით?

მე მრავალი ძნელი ხვანჯი თქუენისა განზრახვის თითის წვერითა გამიხსნია, ქუეყნის მკუიდრობისა და საფასეთა საქმე თქუენის კეთილად რჩევით გზად წარმიყუანია, დღესაც რასც თქუენი რჩევა და სიბრძნით ჩენილი ჭკუა და გონება აჯობინებს და დაასკვნის მეც მას გავსინჯავ, და რომელიც ბრძანებათა წერილთა საუკეთესოდ სწერია, იმგვარად მოვახდენო. თქუა:

 

ლექსი

 

საფუძვლად უძეს საქმესა რჩევა და შეგონებანი,

გამოურჩევლად არ ვარგა, კაცმა ქნას თვისი ნებანი.

 

ვეზირმან მოახსენა:

 

- მაგისი პასუხი გაუსინჯავად არ მოიხსენება ხელმწიფობისა წინაშე და მაგგუარის საქმეთა შინა გარევა ჩხრეკით ხამს. თუცა კაცმან სიტყუა არ გასინჯა და არ გაიგონა და ისრე პასუხი მოახსენა, აუწონელს ვერცხლს ემსგავსებაო. თქუა:

 

ლექსი

 

სიტყვის გასინჯვის ბოლონი ერთი არ არის, ოც არსა,

გაუჩხრეკელი რჩევანი ისარს გავს განატყოცარსა.

 

დღეს და ამაღამ ამა საქმეთა ვსინჯავთ და მოვძებნით და რომელსაც სამჯობინაროს ვპოებთ, ბედნიერს მეფეს მოვახსენებთ.

დაბიშლიმ დამოწმებული დასტური დასცა. მას ღამეს მოიუბნეს და მეორე დღეს ვეზირნი ხელმწიფის წინ მოვიდნენ და განწესებულს ადგილს დადგნენ და ხელმწიფის ბრძანებას ელოდენ. რა ხელმწიფემ მოხსენების დასტური დასცა, ვეზირმა განკრძალვით მუხლი დაიდგა და საქებარი შესხმის სიტყუა მართებულად და გზიანად მოიყვანა და თქუა:

 

ლექსი

 

ეჰა, მაღალო მეფეო, ქუეყნის მპყრობელო სვიანო!

შენთა სვე-ბედთა სიმაღლე უკუნისამდე ჰგიანო.

 

მე თქუენს მონას ასრე მგონია, რომა ამა მგზავრობისა სარგებელი ცოტაი და ჭირი და გარჯა მრავალი იყოს, და მოსვენებისა და განცხრომის საადვილო გემვნება სრულობით დაგუავიწყდეს და ნიადაგ გული ზრუნვასა და ნაღველში უნდა გვქონდესო. ქუეყნის მპყრობელის ხელმწიფის მზესავით განათლებულის გულისაგან დაფარული არ არის და მოეხსენება, მგზავრობის ცეცხლი სამარისა ერთი ნაწილია და ალია ფირტვის დამწველი და ისარი გულის გამაპობელი.

ბრძენთ უთქუამთ: თემზედ სიარული ერთი ტანჯვა არის და საყალნოს პირს გავს, ღვიძლის შესაკერავსა. თუალის ბაია ამისთუის მხედველი არის კარიდამ გარეთ ფერხს არ გამოსდგამს, და ცრელი ამისთვის ფერხთსალაკავი შექმნილა, რადგან თავის ადგილს არ დადგება. თქუა:

 

ლექსი

 

მგზავრთა ჭირი არვინ იცის, თუ არ მგავრთა, მათცა არა,

მოსვენება, ლხინი, შვება შინ ყოფნაა, თუ იკმარა.

 

ჭკუათმყოფელმან კაცმა თვისი მოსუენება სარჯელად არ უნდა გარდააქციოს და ხელდახელ სავაჭრო მიგდებულად არ მისცეს და არც ხელიდამ გაუშვას და სახლთა ყოფნის გემოს უცხოების გარჯა არ აჯობინოს რომ მას ტრედსავით არ დაემართისო.

ხელმწიფემ ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

თქუა ვეზიმა არაკი

ორი ტრედი

 

ორნი ტრედნი, საყუარელნი, ერთსა ბუდეთა შინა მკვიდრობდეს გაუყარად და შეერთებულად. მათ გულსა მოშურნობის მტუერნი და მოუსავლობის ზრუნვა არ დასდებოდა, წყალსა და საკენკს დასჯერებოდენ ერთს კუთხეს მჯდომნი, მწირსავით გული ღთისათვის მიენდოთ. სახელად ერთს ბაზანდა ერქვა და მეორესა-ნავზანდა. ორნივე დღე და ღამე კაის ხმით ღუღუნებდენ, ხანდახან სულის მაბრუნვებელის ხმით სხვადასხვა რიგთა ლექსთა შეამჭევრებდენ.

 

შაირი

 

მოყვრისა პპირის მჭვრეტელი ვზი ამად მოლხინარია,

მას ვეტრფიალე, იგი მყავს ღიმილით მოცინარია,

არარ მაქვს რა საჭირო, საქმენი საწყინარია,

სამოთხის ვარდთა მკრეფელსა რად მომეწყვიტოს მჭნარია.

 

ამ სოფლის უხანობამა მათ მოყუარულთ ერთობა შეიშურვა და საწუთროს ავთვალობა მათს გამოჩენილს სიყვარულს ანაზდეულად ეცა.

 

ლექსი

 

მბრუნავთა ცათა წესია ცდა გაყრად საყუარელსა,

ლხინს მოაშოროს, ჭირს მისცეს, მოხმა საქმისა ძნელისა.

 

ბაზანდას მგზავრობის ნდომა შეუვიდა და თავისს საყუარელს უთხრა:

 

- ვირემდის უნდა ამ სახლსა და სადგომს ვიყვნეთ და ჩუენი დრო და ჟამი ამ ბუდეში დავაღამოთო? მე მინდა ცოტა ხანს ვიმგზავრო და სამსაოდ დღეს ქუეყანათა არენი მოვიაროო.

ბრძენთ უთქუამს: ქუეყანა მოვლე, რომე მისის ნახვით მრავალი საკვირველება ინახება და უცხო საშოვარნი იშოვებაო.

მეცნიერთ უთქუამთ, მგზავრობა, გამარჯვების მიზეზი არის, ხრმალი ვირემდის ქარქაშით არ ამოვა, ჭაბუკი ბრძოლის ასპარეზით პირწითელი ვერ გამოვაო; ვირემდის კალამი მავალის ფერხით არ ეტარება, იგავთა შვენიერების დახატვა ქაღალდზედ არ გამოჩნდებაო.

აჰა, ცათა ხედავ,ნიადაგ ბრუნავს და მგზავრობს, და ყოელთაუმაღლესია, და ქუეყანა, რადგან არ იძვრის და ერთ რიგზედ დგას, ყოველთა წარმავალთა ფერხის სალაკავია.თქუა:

 

შაირი

 

მიწა უძრავი ილაკვის, ცა ბრუნვით მგზავრობს დიდებით,

მგზავრობა ჭაბუკს ალომებს, საფასედ მოსცემს კიდებით,

ხეს თუ ძალ-ედვას გაძვრანნი, მკუეთელს განერას რიდებით,

ვერც ხერხი გასჭრის ნარბენსა, ვერც ცუდის პირი მიდებით.

 

ნავზადამ უთხრა:

 

- ჰე, ჩემო საყვარელო!მგზავრობაზედ არ დამაშვრალხარ და უცხოობის ჭირი არ გინახავს და მარტო ვლის ამბავი შენს გულს არ გაუგონია, გაშორების სასტიკს ქარს შენის გონების შამბისათვი არ წამოუქროლებია. მგზავრობა ასეთი ხეა, რომ მოშორვების მოწყენის მეტს არას მოისხამს, და უცხოობა ესეთი ღრუბელია,ნაღვლის წვიმის წვეთის მეტი არა ჩამოედინება რა.თქუა:

 

ლექსი

 

რა საღამო ჟამს საბრალო მწირი მიუჯდეს არესა,

გულდაკოდილი ლახრითა, უმწეო მარტო გარესა.

 

ბაზანდამ უთხრა:

 

- თუცა უცხოობასა მრავალი გარჯა სდევს, ქუეყანათა და ქალაქებით საკვირველების ნახვა მოსვენებისაგან ნამეტნავია. მგზავრობას ვინც ჯალაბიან იქს,მოეწყინება მრავლის სარჯლისათვის,თუ არა,მარტო მოარული სული სხვადასხვა თემთა სანახაობა ასე ახალისებს, გარჯილობას აღარად მიიჩნევსო. თქუა:

 

ლექსი

 

უცხოობისა ეკალი თუ მეცა,არ მომწყინდების,

რა გულის საწადლის ვარდი ეკლისგან აღმობრწყინდების.

 

ნავზანდამ უთხრა:

 

- ჰაი-ჰაი,სასურველო საყვარელო, ქუეყნის კიდეთა მჩხრეკელო და რიოშტა წალკოტთა მომხილველო! გაწყობილი საყუარელი და ერთგული მოსახლე გინდოდეს. თუარა,რა კაცი მოყვრის პირის ბედნიერობისაგან უიმედო გახდა, მიღმარ ჩანს, მისი ზრუნვა ესოდენსა საჩხრეკსა და გამოძიების საქმეში ჩააგდებს, რომე სამსალის უძნელე ექნება და მისი წრტიალი ადვილად არ ეკურნება. მე ზედმიწევნით ვიცი, მოყვარეთ მოშორვება და ამხანაგთ უნახაობა რა ძნელი ჭირია და ფიცხელი სარჯელი. თქუა:

 

ლექსი

 

მოყვრისა გაყრა ვამსგავსე ჯოჯოხეთისა ალებსა,

რად ვქენო, მერმე ვინანი, მოვილბობ გულთა სალებსა.

 

აწ ვმადლობდეთ ღთსა, რადგან ერთი კუთხე გუაქუს და მდღევარი საზრდელი, მოსვენების ფერხი უზრუნველობის კალთას ქუეშ გაგვიწვდია. მისმინე,ნდომის საყელოს მტერთ დასაჭერად ხელთ ნუ მისცემო, თქუა:

 

ლექსი

 

მოშორვებასა მოშორდი,ერჩდე ერთობის სახელსა

გაყრის ქუა ჟამსა მბრუნავსა შიგა უტვირთავს სახელსა.

 

ბაზანდამ უთხრა:

 

- აქამდის საყუარელო, ამა ბოლოდ გაყრის სიმწარის ამბავს ნუღარა მითხრობ,თუცა საყუარელი მოყუარე ქუეყნად ცოტა იშოება, ვინც მისგან ხელს აირებს,სხვას იშოვნის და მის ნაღველს გარდაიგდებს. თუცა ერთის საყუარლის პირის სურვილი კაცმან გაუშვა,მცირეს ხანს უკან მეორის საყუარლის ტრფიალებას მიხუდება.ეს ხომ გასმია, რომ უთქუამთ:

 

ლექსი

 

ნურც თემსა,ნურც მოყუარესა არ შერჩე ყოლე სრულაო,

ზღვა და ხმელეთი ვრცელია, კაცმან ვერ დაასრულაო.

 

არ მინდა ამას იქით მგზავრობის ჭირის მატიანესღა მიკითხვიდე.მგზავრობის გამოცდის ცეცხლი კაცს შეაგბობს და უმგბარი გუნება იმედის ცხენს საწადლის მინდორთა შინა სწრაფად ვერ გააჭენებს.თქუა;

 

(ტაეპი)

 

მრავალჯერ ვლანი, გზა და გზა სლვანი უხმს, ვირემ უმი შეიგბობოდეს,

 

ნავზანდამ უპასუხა:

 

- საწადელო საყუარელო,აწ რომ შენი გული  შეთვისებულის ლხინის მოშორვებას ცდილობს და ძველის ამხანაგობის წესის თოკის გაწყუეტასა და ახლის მეგობრის მოკიდებასა,ბრძენთ ასრე უთქუამთ:

 

ლექსი

 

ძუელს მოყუარესა ნუ სძულობ,ნუ აგდებ ძველსა შარასა,

რა რომ ახალი დაძველდეს, მასცა ისრე იქ,მა რასა!

თუ ჩემი სიტყუა არად მიგაჩნია,ესე არა გასმიაა?

 

ლექსი

 

კაცი ბრძენისა მოყვრუსა სიტყვათ ყურმიუპყრობელი

მტერის გულისად გახდება,რომ სწყეოს თვისი მშობელი.

 

ყოელი მათის საუბარი ამაზედ დაასკვნეს, ერთმანეთს დაესალმენ და მშვიდობა უძღუნეს, და ბაზანდამ სიყუარულის გული თვის ამხანაგს მოაშორა და პირი საფრენელად გამართა და მოინავარდა.

 

(ტაეპი)

 

გალიას შინა ნამწყუდევი გაფრინდა, ვითა გვრიტია.

 

გუნების ხალისითა და დიდის წადილიტა სიმაღლისაკენ მიილტვოდა, აღმართულს მთათა და სამოთხის მსგავსთ ტყეთა და ბალხოვანთა ველთა სინჯევდა. ნახა ერთი მთა,რომ ცის სიმაღლედ მოჩნდა,თვისი სიდიდისაგან მიწის პირი თვისის კალთის ქუე მტუერად მიაჩნდა; მაში ერთი მწვანობი ნახა, სამოთხის მინაქრის მსგავსი იყო და გულთა გამხმელი ნიავის ქარი ღალიას სძრევდა და მუშკის თეთრის უპისაგან სუნელება მოჰქონდა.

 

შაირი

 

მწვანესა გაღვიძებოდა, წყალთა მოსლოდა რულია,

ათასი ფერი ყვავილი დგა ვარდის წყლითა რწყულია,

ერთს ეჯზე კაცს ეცემოდა მათ ფშვათა სუნი სრულია,

მისთა მნახავთა ეკურნის ხრმალთა ნაკფი წყლულია.

 

ბაზანდამა რა ნახა შემკული და გულთსაწადელი იგი ადგილი, დია მოეწონა და მოინება მეორეს დილამდე მუნ განსვენება. მგზავრობის ტვირთი რა ჩამოჰხადა, ჯერეთ მაშვრალობისაგან არა შეესვენა და ერთი წამი არ დაეცადა, ანაზდეულად, ჰაერთა შინა ნიავწვლილის ფარეშმან სუბბუქი რამ ღრუბლის საჩრდილობელი გაშალა და სამშვიდობო ქუეყანა ჭექიანისა ქუხილითა და გულისშემწველის მეხითა მეორედ მოსვლის მსგავსი ზარი გაჰხადა. მისის ცეცხლისა სიმძაფრითა ყაყაჩოს ღვიძლი ეწოდა და წინწკლის ისარი სხვა მხარეს ნარგისის მღვიძარის თვალს მიწაზე ნიშნად აკერებდა.

 

ლექსი

 

კლდის გული მეხის შუბითა უწყალოდ დაიჭებოდა,

ცის დატეხისა შიშითა მიწა კლდეს გარდიჭრებოდა.

 

ბაზანდა, ამისტანას წვიმის ისრის მოსიშარი, თავის შესაფარებელს ადგილს ვერ ჰპოებდა, ვერცა სადმე ერთი ხვრელი პოვა, რომ სასტიკის ქარიშხალისაგან გაესვენა. ხეთა და ხეთა შტოთა ეფარებოდა და ხან ფურცელთა ქუეშე დამალვას ცდილობდა, წვიმა უფროსად გაძლიერდებოდა და ელვა ქუხილი ემატებოდა. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

ბნელნი ღამენი, ჭირნი მწარენი, წვიმა და ელვა ქუხილთა ხმობდეს,

იტყოდა: ჩემნი ვამნი საჩენი, ვინღა მოლხინე ღვინოში სცნობდეს.

 

მას მწარე ღამეს ათასი შეჭირვებით უგემურად მოთმენას ცდილობდა,სადამდის გათენდებოდა. და მას ავს ყოფაში ყოვლს წამს თავის ბუდეში ჯდომასა და საყუარლის მეგობრობას იგონებდა და ათასის საზრუნავის ნაღვლით შემწვარის ღვიძლისაგან სულთქმით იტყოდა"

 

შაირსა

 

არ ვიცოდი, შენმა მზემან, შენი გაყრა მევნებოდა,

რად გაგწირე, რად დაგაგდე, გული ჩემი ვისკენ რბოდა!

უშენოსა ცეცხლი ცხელი შენის გაყრით მედებოდა,

შენთან ჯდომით მომელხინა, შენი ნახვა მბედებოდა.

 

რა დილასა ურანო აღმოჩნდა, მასვე წამსა დამფარველლის ღამის სიბნელის წერილის ჟამი დროს პირზედ განქანდა და ქუეყანისა განმანათლებისა მზისა ნათლითა ცა და ქუეყანა განბრწყინდა.

 

ლექსი

 

მზემ მოიწვადა ოქროსი მახვილი პირთა თემისად,

განათლდა ოთხივ კიდენი, არა ბნელისა ჩენისად.

 

ბაზანდამ აგრევე ფრენა დაიწყო და ენება ანუ თვისთა ბუდეთა მისვლა,ანუ სამთა ოდენ დღეთა მოვლა მიდამოთა ადგილთა. ამისა საგონებელსა რა იყო,ანაზდეულაად გამოჩნდა შავარდენნი ერთი ფრთემახვილი და კლაჭფიცხელი,რომელი ნადირთა ელვასავით ეკუეთებოდა,და თუცა ინავარდის,სისწრაფით ცისა სიახლოეს მიიწეოდა.

 

ლექსი

 

ვით მეხის ცეცხლი ანაზდად საბრძოლად შემტევებელი,

მიფრენით ქარი ალისა, საჭიროს დასავსებელი.

 

რა ბაზანდის შემოუტევა, და უმწეომ ტრედმა შავარდენი დაინახა, გულმან თრთოლა დაუწყო და ტანის ძალი და სიმხნე ცხვირის ნესოდამ გასთხია.

 

ლექსი

 

რა შავარდენმა სატრედეთ მხარნი გაშალა,განაბა,

უღონომ მიწად დაცემა მოიწადინა, განაბა.

 

რა ბაზანდამ თვისი თავი შეჭირვებისა მახესა შინა გაბმული ნახა, მისის ერთგულის საყუარლის სწავლა მოაგონდა და თვისი უგუნური რჩევა დაიწუნა, რადგან უსარგებლო და ცუდი იყო,და ღთს ვედრება დაუწყო და აღთქმა დაუდვა, თუც ამა განსაცდელსა გადარჩეს და სიკუდილისაგან დაიხსნას, სხვაღა მგზავრობისა და სიარულის წადილმან ჩემს გონებასა შინა აღარ გაიაროსო, და საყუარელთან სიხარული,რომე მზის შუქისათვის შეუდარებიათ, მას უმიწოდ ვერარამან გამყაროსო, და დანარჩომს სიცოცხლეში მოგზაურობის სახელი ჩემა ენამ აღარ ახსენოსო. თქუა:

 

ლექსი

 

თუ კუალად სენი შეყრისა კალთათა ხელი ვახენი,

აღარ გაუშვა ცოცხალმან, თუ მედგას სულთა სახენი.

 

და მისი მოყუარის საქმის სიმდიდრე რომ მისთვის გაწყობილი იყო,და მას დროს შევარდენის კლანჭმა მისი თავი საჭმლად იშოვა. ამაში სხვის მხარედამ ერთ მშიერი არჭივი გამოჩნდა, რომლისა კლანჭისა შიშითა ვარსკვლავნიც ცის სიმგრგვლეთა შინა განუსვენებელ იყუნეს, საგონებელ იყო, კუროს ზოდიაქოთა ცათაგან მოიტაცებსო.

 

ლექსი

 

ვერძი მისისა შიშითა ცაში ვერ სძოვდის მშიდობით

ნუთუ მესისხლე მარიხი მწყემსად დაუდგა რიდობით!

 

საჭმლისათვის იარებოდა.რა შავარდნისაგან ტრედის საქმე ნახა, თქუა: თუცა ტრედი იგი მცირე რამეა, ტაშიყად ეგება მეყოსო, და მით გულთა და სულთა ძალი მიეცესო. მოუხდა შავარდენსა ტრედისა წასართმეველად.რაც ძალი შავარდნის გუნებასა შინა იყო,დამშვიდებულის არწივის კლანჭში არ იყო. მისს შემოტევებასა და მმოხდომას არად შეეპოა. მათი გაერთება სასწორმა ვერ შეასწორა და ბრძოლა შეექნათ.

 

ლექსი

 

ფრინველი ფრინვლის საბრძოლად აღდგეს და ეომოდესა,

ტრედი ათასის ხერხითა შუადამ გაძვრა კბოდესა.

 

და მათ ორთ შუღლთა სინა ბაზანდამ დრო დაიცა,გაეპარა და ერთს ქვის ძირს სოროთა შევიდა,რომ ჭავწავისათვისცა შესაძრომად საგონებელი არ იყო.მას ხურელში დაიცადა მას ღამეს შეჭირვებულმან,და რა მეორეს დღეს თერთფრთოსანი დილის ტრედი ცაზედ ბუდიდამ ამოფრინდა,ღამის ყორანი შავფრთოსანი არწივსავებ თუალის წინ სწრაფად დაიფარა.

 

ჩახრუხაული

 

სვე სვიანობით, მზე მზიანობით დილას აღმოხდა ფარშამანგულად,

სიმხიარულით,სინათლე სრულით გაფრინდა ყოლე სამოთხის გულად.

 

ბაზანდას შიმშილისაგან შეიწრებულსა გაფრენის ღონე აღარა ჰქონდა. ათასის ფრტიალითა და ფრთხილად მიმოხედვითა და შიშით გამმოვიდა და წავიდა. ნახა ერთს ადგილს ერთი ტრედი და წინა საკენკი ყრილი, მრავალრიგის ხერხითა და ხრიკით მოცული. ბაზანდას შიმშილის ლაშქარი სტომაქში შესეოდა და მისი გუამი აეფორაქებინა.რა თავისი ნათესავი დაინახა,აღარა გასინჯა რა და არცაღა მოიცადა. მივიდა რა,ერთი-ორი მარცვალი აიღო,ფერხი ჭირის მახეში გაება!

 

ლექსი

 

ეშმათ საბრხეა სოფელი,საკენკი გემოთ ნდომანი,

გულთა სირთ საზრდო სიხარბე,მახეთა გაბმის წდომანი!

 

ბაზანდამ მას ტრედს გმობა დაუწყო და ეტყოდა:

- ძმაო,ჩუენ ერთი ნათესავი ვართ და ერთი გვარი,ეს საქმე შენის ნახვვის სურვილისათვის მომიხდა.რად არ მაცნობე და მოწყალების წესით არ მიმასპინძლე და არ გამაფრთხილე, რომე ამისთანას მახესა არ დაბმულვიყავო.

მეორემან მან ტრედმან უპასუხა:

- ეგეთი სიტყუა დააგდე და ესე იცოდე,საქმის მოსვლის გაკრძალვასა სარგებელი არა აქუს, არცა განსაცდელისა დარიდება მოხდება.თქუა:

 

ლექსი

 

განგებულების ისარი საცერით განარყორცია,

რა მივა აღარ დასცდება, იფაროს ფარი ოცია.

 

ბაზანდამ უთხრა:

- არ ძალგიც,ამა უწყალოსა განსაცდელის ლხენის გზა მასწავლო და ესეთი მაჩუენო,აქათგან მოვრჩე?

მან ტრედმა უპასუხა:

- უგუნურო,თუცა მე ხერხი შემეძლოს,ჩემს თავს ამ მახის დაბმისაგან მოვარჩენდიო და არც სხვათა ფრინველთა დაბმის ბრალს დავიდებდიო!გავს,რომ შენ აქლემის კოზაკის ამბავი არ გასმიაო. რა დია დაშვრა, ტირილით და წუხილით დედას დაუძახა: ჰე,ურწყალოვ და შეუბრალებელო! ესოდენ მოოიცადე ,სული მოვიბრუნოო.დედამ უთხრა:შენ ბრმაო,არა ხედავ ავშრის თოკი სხვას ხელთ აქვს? და თუ ჩემს ნებაზე ვიყო,ჩემს ზურგს ტვირთისა და შენს ფერხს სვლისაგან მოვარჩენდიო!

 

რვული

 

კოზაკმა უთხრა დედასა:

სიტყვასა გეტყვი ყბედასა,

დია დაშრომა მედასა,

მოცდა ყავ მაგა ქედასა.

მან უთხრა:ვაი შენს ბედასა,

მიმწევენ ავშრის მკედასა,

ვინ ზრუნავს ჩემს წარწმედასა,

ტვირთი მიმძიმობს გუერდასა.

 

სასოწარკუეთილმა ბაზანდამ დაიწყო ცდა და წევა და მრავლის ფრტიალითა და ხეთქებით თვისი იმედის ბაწარი გაიმაგრა, და ამ სოფლის საქმეს მახის ბაწარი დაელპო და ანაზდად გაწყდა.რა ბაზანდამ თვისი ყელი მახის თულისაგან თავისუფალი ნახა,წყნარად აფრინდა,თავის სამკვიდროსაკენ გაემგზავრა. რა ამ გუარს ფათერაკს მორჩა მისის სიხარულით შიმშილით მოყმობა დაავიწყდა და მოფრინავმა ერთს ნასოფლარს გარეშემო მწუანე ჯეჯლი დაინახა და ნაოხრის ნაპირი, რომელიც ჯეჯლს სწვდებოდა, იქ დაჯდა, მუნ ჯეჯლის მცველი მეველე იდგა და გარემოს სცვიდა.

რა მეველემ ტრედი ნახა, ჯეჯლის ჯავრით გულიდამ კვამლი ამოედინა, ხელთ შურდული ეჭირა, ქვა ჩადვა და სროლად გაემზადა. ბაზანდა, ამ საქმის უმეცარი, ხლტოდა და თამაშობდა და მწვანოანს სჭვრეტდა და ნათესსა თვალსა ავლებდა. რა თვალმაქცის ცის სიჭრელისაგან მის შურდულის ქვის ძალი ტრდს ფრთაზე ეცა, მეტის შიშისაგან თავქუე ერთს ორმოში ჩაიჭრა, რომ მის ნაოხრის პირს იყო; ესრე ღრმა ორმო იყო, ზეცის მზის მბრუნავი შუქი თუცა ჩაადგებოდა, და დღისა და ღამის ნაგრეხი თეთრი და შავი თოკი ერთმანეთზედ გარდება ვისმე, ფსკერსა არ ჩასწვდებოდა.

 

ლექსი

 

ორმოსა ღრმასა ჩავარდა, საზომით მიუწდომელსა,

ჯოჯოხეთისა სიღრმესა, ცებრ სიმგრგვლე გაუზომელსა,

ძნელია ესრე ასცილდეს თავთა მინდობის მდომელსა,

მისი ქნას სხუას არ უსმინოს რად სჭირან ესე რომელსა?

 

რა მეველემა თვისი ნანადირევი ორმოსა ჩავარდნილი ნახა, ზედ წაადგა და ცნა, მისის საწადელის ხეზი მას შინა არ ჩასწვდებოდა, და სულის დალევაზე მიწურვილი ტრედი მას გაუძლებელს საპყრობილეში დაუტევა, გაბრუნდა და წავიდა. ბაზანდამ, ფრთემომტვრეულმან და გულწყლულმან, ის დღე და ღამე მას ხაროში დაყო, მგლოვიარესავით შეჭირვებული, სიმჭლით ღონემიწყვეტილი, ნავზანდას იგონებდა.. გოდებით იტყოდა:

 

შაირი

 

გახსოვს ოდეს შენ გიახელ, მიყუაოდე ვითა ვარდად,

შენი მტუერი საცხებელად თვალთა მქონდა ჩემდა ნარდად?

შენ გათმე და იგ გაუშვი, სიშორე ვყავ შუა ფარდად,

აწ მტერთაგან შეწყუდეული ორმოს ვზივარ გინა ბარდად.

 

ბაზანდამ მეორეს დღეს, რაც ძალ-ედვა, დაიწყო ცდა და მრავლის ჭირით ესოდენი ქმნა, ბუდეთა მოაწია. ნავზანდამ რა თვისი საყუარლის ხმა მოისმინა, მასინვე წინ გამოეგება და თქუა:

 

ლექსი

 

თუალნი აღმეხვნეს რა ვნახე მოყუარე ჩემი მოსული,

ღთო რა გკადრო მადლობა შენდა შეწირვად მოსრული?

 

ბაზანდას მოეხვია და დაჰკოცნა; რა ნახა, დია დამჭლობილი და უსუსური იყო, უთხრა:

- ეი, შენ თავმამწონე საყუარელო, სადა იყავ, ანუ რა სალხინოდ მოიმგზავრეო?

ბაზანდამ უთხრა:

 

ლექსი

 

ტრფიალებისა შეწყენა, ვინ იცის, რაცა მომიხდა,

შენი შორს ყოფნა დამმწარდა გაწირვა ავად მომიხდა.

 

რაც სარჯელი, ჭირი და ვაება ჩემს თავზედ მოიწია, - თქუა:

 

ლექსი

 

ჯარ გავისვენო საწოლთა სოფლისგან დაცაშრომილმან,

ყვალა გიამბო უკლებლად ჩემნი ამბავი ფლობილმან.

 

სიტყუის დასასრულად ეს გიამბო: მასმოდა რომე მგზავრობაში კაცი მრავალრიგად გამოიცდებისო, და აწ მე ამ მგზავრობაში ასრე გამოვიცადე, რომ ვირემ ცოცხალ ვარ, მგზავრობისაკენ პირს აღარ ვიქო, და თუ საქმე დამეხსნა, ბუდიდამაც აღარ დავიძვრიო და ჩემის ნებით მოყვრის სატრფიალო ნახვასა ამისთანა უცხოობის სარჯელზედ აღარ გავსცვლიო. თქუა:

 

ლექსი

 

მგზავრობა, სვლა და ნავარდი სრულ დავივიწყო გულითა

საყვარელისა ჭვრეტითა ვიხარო სულწასულითა.

 

* * * * * * *

 

ეს არაკი ამისთვის მოვიყვანე რომე მაღალმან და ქუეყნის მპყრობელმან ხელმწიფემან თვისის ადგილისა და სამყოფის ლხინი მგზავრობის ჭირზედ არ გასვალოს და თავის საყუარელს სამკვიდროს არ მოშორდესო, რომე ამ საქმის სარგებელი ტირილისა და ცრემლიანობას ჰგავს.ამისთვის ვშლი, ხელად არ აიღოსო, თქუა:

 

შაირი

 

რა მოვიგონი სამკუიდროს გაყრა და მოშორვებანი,

საყუარეთ შინა დაგდება, კარნი გამეშვას ზე ბანი,

ცრემლით მოვრწყვიდი ადგილთა ჯდომა მქონდა თუ რებანი,

სულთქმით დავსცალი გულისა კუამლი და ცეცხლთა დებანი!

 

დაბიშლიმ ბრძანა:

 

- ეჰა, ბრძენო და გონიერად მასწავლებელო ვეზირო, თუცა მგზავრობის გარჯილობა საჭიროა, სარგებელი მრავალი მოაწუს. ერთი კაცი რა უცხოთა ადგილთა შეჭირვებასა ჩავარდეს, კაცთაგან საყუარელი შეიქნება, და რაცა თავის ჟამად არ გამოოუცდია, მის ნაყოფს მოიმკის. მგზავრობით მრავალნი ამაღლდებიან და სიმდიდრის პირსა იხილვენ. ნახე, პალკი ექსის რუკის წავლით გალაზიერდების და მას მაღალს კიბეზედ ავა. აგრევე მთუარე ახალი და გალეული, ათოთხმეტ დღე სიარულით სრულობის სიმგრგვლისა და სისავსის ხარისხთა აღიწევა. თქუა:

 

ლექსი

 

მოვლითა კაცი გამდიდრდეს, მეფობა პოოს სვიანად,

თუ მთვარე მგზავრობას მოსდეს ვერ ნახო იგ ნათლიანად.

 

თუმცა კაცი თვისსა სამყოფსა და სადგურსა დასჯერდების და სამკვიდროებამ მისი სიყვარულით ფერხს არსაით გარდასდგამს, ქუეყანათა და თემთა საკვირველების ნახვას ვერ ეღირსება, შჯულისა და დიდებულთ სამსახურს დაშორდება. ქორი ამა მიზეზისათვის მეფეთა ხელთ საჯდომია, რომ თვის ბუდეს არ დაადგრება, და წოტი ამად უპატიურს კედელს უკან დავარდნილა, რომე გული ნაოხრისათვის შეუთვისებია. თწუა:

 

ლექსი

 

ქორულად სწრაფად მგზავრობდე, ნავარდობდე და ფრინევდე,

არა წოტსავით კლდეს იჯდე, ნატამალშია სრინევდე.

 

ერთი დიდი ბრძენი ფილასოფოსი თავის მოწაფეს ამ ლექსით მგზავრობაზედ ახალისებდა:

 

უმგზავრო ბრმასა ვამსგავსე, მგზავრი მხედველი თუალითა

მგზავრსა ტრფიალოს ყუალაი, უმგზავრო იწვის ალითა!

 

თუცა ქორი იგი ყორანთან გაზრდილიყო და ამთ რიგზედ ყოფილიყო და სიარული და მგზავრობა არ დაეწყო და ფრინვა არ მოენება, ხელმწიფეთაგან არ გაიწურთებოდა და პატივი არ დაედებოდა.

 

ვეზირმა ვედრებით მოახსენა, ეგ არაკი როგორ ყოფილაო?

ქორის ბარტყი და ყორანი

 

არაკებისაგან მასმია: იყუნენ ორნი ქორნნი ფრთეფიცხელნი, მოყუარულნი და გაერთებულნი და ერთს მაღალს მთის თხემზე ბუდობენ. ესოდენ მაღალ იყო, ცისა მზომელი არწივის ფრენის ძალი მასზედა სისწორით ვერ აღვიდოდა და ფასკუნჯი მისის ძლიერებით მის სიახლეს ვერ გარდაიარდა. თწუა:

 

ლექსი

 

მთა მთურსა მთასა არ გუანდა, არც მიწიერსა გორასა,

ცა ცაზედ მდგომად ვიაზრეთ, თუცა გავს საქმით ჭორასა.

 

იგიგ ქორნი მას მთაზედ მკვიდრობდენ, განისვენებდეს და ერთმანეთის პირის მზერით იხარებდეს და იშვებდეს და მათს დღეთ განცხრომით აღამებდეს. იტყოდენ:

 

ჩახრუხაულსა

 

ბულბული ვარდსა არ განავარდსა, გუერდსა მჯდომელი ზედა დაჰყეფის,

სიკეთედ გიჩნდეს, თუ თუალთა გიჩნდეს, ბედნიერი ხარ უფროსად მეფის.

 

ცოტას ხანს უკან ღთან მოწყალემან ერთი ბარტყი უბოძა და მათის გულის ნაწვეთის ნახვის სიხარული ჰქონდათ, და ორნივე სანადიროდ წავიდოდიან ხოლმე და თუისის ღვიძლის ნაკუეთისათუის ყოვლგნით საზრდო მოჰქონდათ. რა მცირე მოიზარდა და ძრავის ღონე მოეცა, მშობელნი თვისოსა მხარესა გაემართენ და მოსვლა დაუგვიანდათ. მათს ქულას მოემშია და საჭმლის ნდომით ბუდეში ძრვა და სიარული დაიწყო და აქა-იქ იარებოდა. რა ბუდის პირს ამოვიდა, ანასდეულად გარდმოვარდა და თავქუე კლდისაკენ წამოვიდა.

ერთმა ყორანმა მიღმით ნახა, რომ იგიცა თუისთა ბახალთათვის საჭმელს ეძებდა და მასვე კლდეთა ჯდა, იმზირებოდა. ნახა,ყორანმა ქულა თავქუე მომავალი. მას თაგვი ეგონა, ფრინვლისაგან გავარდნილი. თქუა

 

ლექსი

 

ერთს თას წყალშია ვიხილე გონების თუალის ძალითა,

შენის პირისა შუქცნება, კრეფით მოვკრიფო მალითა.

 

ყორანმა სწრაფად შემოუტევა, ქულა რა მიწაზედ დაცემას მიწურვილიყო, მოვიდა და ჰაერთა შინა აღიტაცა და თავის ბუდესა შინა მიიღო. და რა მისი ჩარბი და კლანჭი ნახა, რომ ფრინველთ ნათესავი იყო, და მისის სიყუარულიტ გული გაუხურდა და გონებასა შინა ესრეთ იტყოდა: ღთან თურე ამისთვის წყალობით მომავლინაო, რომე ამისის სიცოცხლის მიზეზად მე შემქნა, თუ არა მე თუცა არა მივისწრაფოდი, მის მაღლის ბუდით ჩამოჭრილი კლდეთა დაეცემოდა და ძვლიან-ხორციან გაიგლებოდა და ქარისაგან გასატაცებელად გახდებოდაო.

მაშე, რადგან ესე ესრეთ განეგო, ესე ჟამს ჩემგან, რათა ჩემთა მართუეთა თანა  აღვზარდო და მათ გაუამხანაგო და გავსწვართო და ვიშვილო და ესეცა ჩემთა ნათესავთა შინა გავრიოო. მას თვისთა შვილთა თანა და მათ მსგავსად უყუარდა და ათამაშებდა.

 

რა ქორი იგი აღიზარდა და მის გუარსა და ნათესავთაებრ ფრთენი შვენიერი შეუსრულდეს, საგონებლითა იტყოდა,მე ამა ყორანთა ნართუეთაგანი ვარ-ყე? და ესე რა არს, ჩემი სიმწყაზრე და სახე და ძლიერება სხუა არის? მრავალსა ხანსა ამას ჰკვირობდა: თუცა ამათი ნათესავი არა ვარ, ამათტა ბუდეთა რა ხელი მიც? და თუცა ამათთა გუართაგანი ვარ, რად არათი ვემსგავსებიო? თქუა:

 

შაირი

 

არც ჩემი თავი ამ ბაკსა შეერთებია ბუნებით,

არც ამა დასთა გაყრილი მგონია-ყე დაწუნებით,

ამათგან ვარ, თუ არა ვარ, საცილობლად მაქვს  ცთუნებით,

გავლო აქათ და არ ვიყო, ნებასა მივჰყვე მუნ ნებით!

 

ყორანმა ქორს დაღრომა შეატყო და უთხრა:

- ეჰა, შვილო, გულთა ჩემთა ნაკუეთო! მეტადრე მოწყენით გხედავ და რაი არს მიზეზი, ანუ რად ჰფარავ ჩემგან, რაცა გაქუს გულთა შინა და არა მეტყვი, რათამცა ვიძიო სენთვის და ვპოო საწადელი ნებისა შენისაო? და ნურცამიმალავ და მაუწყე და თუმცა შევიძელ ქნასა ვეცდებიო.

- რომლითაცა მიზეზითა გული მიწუხს, ვერ გამირჩევია, და თუცა გარჩევითაცა ვიცოდე,ვერ ვიტყვიო.უთხრა:

 

ლექსი

 

ერთს საკვირველსა ვარდს ვხედავ, ჩემ შორის აყუაებულსა,

ფერი არა ჩანს,რა არი, სუნი ყნოსს ამბარცხებულსა.

 

აწე ეს მემჯობინების დასტური დამცე, რომე სამიოდე დღე ქვეყანის არეთა მოვიფრინო. ნიუთუ აქა-იქ სვლათა მოწყენის მტვერი გულისა ჩემისაგან გაიგავოს. რა გუნება შეწყენილი უცხოთა და საკუუირველთა საქმეთა ნახვასა ეცადოს, მის სასიხარულოთ პირი გულთა სარკეთა შინა დაინახება და გამოჩდებაო.

რა ყორანმა გაყრის ამბავი მოიმინა,შავი კუალი პირიდამ ამოედინა.უთხრა:

 

ლექსი

 

ვაი რა მწარეა მაგის თქმა,გაყრის ამბავი სმენითა,

სხუა რაცა გინდა,ისი ქენ გაყრას ნუ მეტყვი ენითა.

დაიძახა ყორანმა და ხნა ყო ძლიერად:

 

- რა სიტყუაა შვილო ანუ რაი მოსაგონი მოგიგონიაო? ესე რა საქნელია, რომელიცა წინარე მოგიღია? მგზავრობისა სიტყვისა თქმანი ზღუაი არს ნავთა დამთქმელი და ვეშაპი კაცთა შტამთქმელიო. უთხრა:

 

ლექსი

 

ამ სოფლისა ჯოჯოხეთი მგზავრობაა კაცისადა!

რად ჩაიგდებ ჭირთა თავსა, რად დაშვრები სადა-სადა?

 

რომელი კაცნი მგზავრობას მოინდომებენ, ანუ თვისისა სიცოცხლის საჭურველად მოიგონებენ, ანუ თვის სამკვიდროდამ გაძებისათვის იქმმონენ, ესენი შენ არც ერთი გჭირან. ღთის წყალობით ერთი უცილებელი და მოსვენებული ადგილი გაქუს, მდღევარი საზრდო არ გაკლია და მით სიცოცხლეს აგრძელებ. მე ხომ სხვას შვილთაგან უმეტეს მიმაჩნიხარ და შენს ძმათ უფროსად უნდიხარ.ესეთისა ყოფისა მქონებელისაგან მგზავრობის მონდომება, სამკუიდროს მოშორვება, ადგილის დაგდება, ჭკუისაგან შორს არის. ამას წინათ, ძველად უთქვამთ: (ტაეპი)

 

კაი საქმისა გაშვებად ხელი არ მიჰყო დაშვებად.

 

ქორმან უთხრა:

- რასაცა თქუენის კეთილის პირით მიბრძანებ, ჩემთვის მოწყალება და საიმედოა,მაგრამ რაოდენსაცა საგონებელთა დავეკითხები, ჩემს გუნებასა შინა ესე სახლი და საჭმელი ჩემად წესად და შესარგოდ ვერ მიმიყუანია. ჩემსა საწადელსა სხვა რამ გემოვნება უნდა, რომე მისს ქებას ვერ მოვსწდომივარ.

ყორანმა იაზრა, რომე თვისი გუარის საქმე გამოუჩნდა და მისს სიტყუის საზღაურს გარდასცილდა, და უთხრა:

 

- რომელსაცა მე გეტყვი, დასაჯერებელი და შესატკბობელია და რასაცა შენ უბნობ, ნაღვლის გზა არის და ნაღვლიანი ნიადაგ ქუედარჩომილნი არიან. რომელიცა არას დასჯერდება, ვერაოდეს გაისუენებს, და ვინც ჯეროვანის საზრდელისათვის ღთსა არა მადლობს, ბედნიერობის პატივს ვერ შეიძენს. მე მეშინიან, შენ მას აჩქარებულს კატას რომ მოუხდა, ისრე არ მოგივიდესო.

ქორმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

თქუა ყორანმა არაკი

დედაბრის კატა

 

იყო ერთი დედაბერი, მეტად საბრალო და უღონისძიებით რჩებოდა. ერთი ჩოდოლო ედგა ყრმათა გულთაგან უვიწროესი, ძუნწთა კაცთა საფლავთაგან უბნელესი, და ერთიცა კატა ჰყვა, რომელსა ოურისა სახე სარკითაც არ გაეცადა, წუენტა სახელი მახსოვართაგან არა ასმოდა და ამა ყოფასა დაჯერებულიყო. მისად საზრდოდ თაგვისა სოროდამ სუნთა მიდენასა ანუ თაგვთა გავლისა კუალთა სუნთა ყნოსათა კმა იყოფდა, და თუცა ბედისა შეწევნითა ერთი თაგვი სამ დაეჭირა,

 

ლექსი

 

ვით გლახაკმან მაჯნა განძი იპოოს და დახაროდეს,

რას არგებდა რას აქნევდა იტყოდა თუ:რამცა სჯობდეს!

სიხარულით პირი გაუწითლდის, გარდასული ჭირი დაავიწყდის და ერთს დღეს ხანს რასმე მით გარდაიარის და იტყოდის.

 

ლექსსა

 

ჰე. ბედო ამას რომ ვხედავ, ცხადი არის თუ ზამნება?

ესოდენს ჭირტა შემდგომად რამ სვემან მომცა, მანება!

 

რომ მე ესიდენტა შეჭირვებათა შინა მყოფმან, ესეთი უსწორო საჭმელი ვიგემეო! და ესრეთ მის ბებრის სახლთა სინა რომელსა წელის ნაწყვეტიც ვერ ეძლო შოვნად, ეგრე მჭლე და მჩხავანი იყო, შრომითა და მოგონებით რჩებოდა. ერთსა დღესა ნამეტნავის უღონობისაგან ათასის ჭირით ერდოზედ ავიდა და ნახა კატა ერთი, მეზობლის სახლის კედელთა ზედა სილაღით იარებოდა და ლომსაებრ ფერხთა აღრიცხვად გარდასდგმიდა, მეტის სიმსუქნითა თათთა ნელიად აიღებდა. რა ბებრის კატამა თვისი ნათესავი ეგრე გაპოხებული ნახა, საგონებელთა ჩავარდა და ხმა უყო. უთხრა: (ტაეპი)

 

ეგრე დიდროა მრავალი მითხარ სითა ხარ მავალი?

 

შენ ეგრე გასუფთავებული სადაური ხარ? ესრე მეჩვენები, მგონია, ხატაეთის მეფის მასპინძლობით გამოსრულ იყო! მოთხარ,სადიტ მოხვალ და ეგ შენი სიმსუქნე რისაგან არის და შენი ძლიერება და შვენიერება რით მოჰხდაო?

მეზობლის კატამ უთხრა:

- მეფის ნასუფრალთა ვჭამ, ამად რომე დღე-ყოველ ხელმწიფის კართა მივალ, როსაც ნადიმთა დასხდებიან, ჩემს სიკასკასეს ვიხმარებ და მსუქანთა ხორცტა მოვიტაცებ და მეორეს დღემდე ნოყიერად ვიქნებიო.

დედაბრის ციცამ ჰკითხა:

- მსუქანი ხორცი რაიაო და მაძღრობის პური რას ჰქვიანო? ჩემს ცხოვრებაში ბებრის ფუშრუკისა და თაგვის ხორცის მეტი გემო არასი ვიციო!

მეზობლის ციცას გაეცინა და ეგრე უთხრა:

- მაშა,ეგ ყოფილა,შენ და ბებერა არაში გაირჩევითო. ჩუენს გუარს ესეთი სასირცხვო და საკდემელი საქმე რომ სჭირდეს, დიდი აუგიაო. ეგ სახე და სიმჭლე სახლიდამ გარ გამოგიტანია, ესეთი აუგია, ბოლომდე საგმობელად დარჩებისო,უთხრა:

 

ლექსი

 

კუდი და ყურნი მმიგგიგავს მართ ოდენ მარტო კატასა,

ტანი-ობობას სადარო, ქსლისა მქსოვლისა პატასა.

 

თუცა შენ მეფის კარი ნახო და მის გემოანთ საჭმელთ სუნი ისუნო, მგონია, ფარდაგთა შინა დამალული სული რომ გაქვს გამოგიჩნდეს და ახალი სული მოგედვასო. უთხრა:

 

ლექსი

 

თავს ნუ გაიღებ ლხინტაგან, - ვიდოდე კაის კაცისად,

ხელს ნუი აიღებ ღირსთაგან, აგრევ უფლისა და ცისად.

 

მეზობლის ციცა მისის საჩივრის ტირილითა გული დაეწვა და უთხრა:

- დღეის წაღმა მე პირობა დამიც, ამას იქით უშენოდ მას ადგილს აღარ წავიდეო.

დედაბრის ციცა მისის იმედეულობბით სულობას მოვიდა და ერდოდამ ჩამოვიდა და ეს ამბავი ბებერს აუწყა.

ბებერმა სწავლა დაუწყო და ეტყოდა:

 

- ჩემო გაუყარო ამხანაგო,მსოფლიოთა ცრუთა, ტყუილთა სიტყუათა ნუ მიჰყვები.მცირეთა დაჯერებისა ხმა ყოფასა ნუ გაუშვებ, რომე უზომოსა ნდომისა ჭურჭელსა საფლავთა მიწის მეტი ვერა აავსებს რა, და ნდომისა და სიხარბის თუალსა სიკუდილის ძაფის მეტი ვერა შეჰკერავს რა თქუა:

 

ჩახრუხაული

 

იკმაე ცოტა, მართ ვით იოტა, სიმდიდრე კაცთა ეს არს ჭკვიანად,

ჰქვი გზად მავალსა შოვნა მრავალსა, თემზედა დარბის უგზოდ გზიანად.

ვინც თვისა ბედსა და ღმთის იმედსა მდღევარს არ ჯერა, რაც აქვს მზიანად,

ვერ იცნობს ღთსა, მცნებათა ერთსა არ აღასრულებს, ექმნას ზიანად.

 

ბებრის კატასა მის ხელმწიფის ნასუფრალისა ნდომა ასე ტვინში შესლოდა, რომე წვრთა და სწავლება მას ვეღარას არგებდა.

 

შაირი

 

უგბილთ სწავლება ცუდია, ბრძენნნი აშრობენ ენასა,

ვით ქარი გალიაშია დააპყრა, მიქრის ზენასა,

ტრფიალსა სატრფოს უშლიდე, მისკენვე იწყებს რბენასა,

ცხრილსა წყაროთი ავსებდე, მალე იქს ქუე გადენასა!

 

რა მეორე დღე გათენდა, ის მეზობლის კატა მხნედ და ბებრის ციცა ღონღილით ხელმწიფის კართა ძვილ მიაწიეს. საწადლის ძალმა მისვლის უწინარესვე შეაცთუნა და სიმჭლის ბედმა მის უმის ვაჭრობის ცეცხლსა სიკუდილის წყალი დაასხა ამ მიზეზისათვის,რომე წინა დღეს ხელმწიფის ტაბლაზედ კატები შესრულიყვნენ, საკრძალავი მსახურება გაეშვათ და ჩხავილი და კნავილით მასპინძელთა და სტუმართა გული შეეჭირვებინათ.

მაშინ ხელმწიფეს ებრძანა მარჯვეთა მსვილდოსანთათვის დროება და რომელმანცა კატამა უსირცხვილობის ფარი პირთა არ დაიფაროს და კადნიერების ასპარეზთა მოვიდეს, ვირე ლუკმათა აიღებდეს, ღვიძლის მკერავის ისრით განასვენეთო. ბებრისა კატა, ამა ამბისა შეუგებელი, საჭმელთ სუნისა ცემაზე დაურიდლად, შავარდენსავით, პირი სუფრისა მისაფრენელად ქნა, ჯერეთ გუნებას სასწორის უღლით მძიმე და სუბუქი ნაკუეთი ვერ აეწონა, მასვე წამსა გულის გამგვრემელი ისარი შიგა გავარდა.

 

შაირი

 

ძუალდაკოდილი მირბოდა სისხლითა რწყავდა არესა,

მშვილდოსანს გმობდა, ისწრაფდა მეშველსა მოსახმარესა,

იტყოდა: რად არ დავსჯერდი მცირესა მისამხვდაესა,

ვით ღირს თაფლისა გემება ფუტკრის ცემასა მწარესა.

 

* * * * * * *

 

ეს არაკი ამად მოვიყუანე, რომე სენ ამ ჩემის ბუდის სივიწროვსა და მცირეს საზრდოს და გაურჯელს ლუკმას დასჯერდი და რაც გაქუს, გამოიზოგე და დიდთა ნუ მოინდომებ. შენ რომ გინდა, არამც მას ხარისხზედ ვერ აღაწიოო, და რაც მზა გაქუს ესეც ხელიდამ გაგვარდესო.

 

ქორმან უპასუხა:

 

- რომელიც შენს მოწყალის თუალით მხედვარეობას ეფერებოდა, ეგეთი სწავლება და წვრთა მიბრძანეო, მაგრამ მცირედის დაჯერება უღონოთა კაცთა წესია, მარტო მდღევრის თავსდება გუნებამდაბლის კაცის საქმეა. ვისაც დიდობის სნატთა ჯდომა უნდა, დიდს შემოსავალს უნდა ეცადოს, და ვისც თავისის თავის ამაღლება და გვირგვინოსნობა ნებავს, საცადლის ზოსტერი უნდა წელთ შემოირტყას. უხვნი კაცნი ძუნწთ საჯდომზედ არ დასხდებიან და ჭკვიანნი ავსა და უშვერსა სავანეს არ მოიწონებენ და ვერც გაეწყობიან. თქუა:

 

შაირი

 

სიმაღლის გზათა ვინ ჰპოებს კაცი საოყრულად მჯდომელი,

ფერხი არ შედგას ხარისხთა სიუხვის სავლად მზომელი!

ესეთი კიბე ეძებე, მთუარესთან მისაწდომელი.

არვინ სვას ნაცვლად შაქრისა წვიმა გუბეთა მდგომელი!

 

ყორანმა უთხრა:

 

- ეგე მოსაგონი, რომე შენ მოგიგონია და ტვინთა რაიც შეგსვლია, მაგით მაგ ტანთა საფუძველი ვერ დამტკიცდება. მაგ ვაჭრობის ქუაბი უნივთოდ, ნდომით არ ადუღდება. რომლისაც საქმის ნივთები მზა არ იყოს, უმისოდ არა საქმე არ შესრულდება, რომელსაცა საქნელსა ხელი არ მიჰყო, პირსა ვერ მოგცემსო. უთხრა:

 

ფისტიკაური

 

მეფეთ საჯდომტა ზურგთა მიყრდნობა სიტყვით არ იქნას იცია,ოდენ,

თუცა სამდიდრო წესი და რიგი მზად არა აქვნდეს და ცუდად რბოდენ.

 

ქორმა თქუა: ჩემი კლანჭების ძალი საბედნიეროს მოსავლისა მიზეზია და ჩემი ჩარბის მგლეჯელობათა შეძლება ხარისხის სიმაღლის ნიშანია. არამც შენ ხრმლის მკურელის არაკი არ გასმოდს, რომე თვისის ჭაბუკობის ძალით ხელმწიფის სწორობა და პატივი იშოვა და ბოლოდ სიუხვის სამოსლიტა სამეფო დიდებით შემზადა და დაიპყრა?

ყორანმა ჰკითხა,ეგ საქმე როგორ ყოფილაო?

 

ქორმა თქუა არაკი:

სვებედნიერი ჭაბუკი

 

ძუელთაგან ერთი მოსაქმე საბრალო მწირი კაცი იყო, თვისის ცოლ-შვილის მდღევარის საზრდოსათვის შეღონებულ იყო და მრავლის მწუხარებისაგან მის ჟამში მისის სიტყვის თქმის ფურცელზედ სასიხარულო ამბავი არ ამოეკითხა. მისის მუშაკობის მოსავალი მის დედა-წულს არ ეყოფოდა და მის ხელოსნობის სარეწავი საზრდელსა და სამოსელს  ვერ შეუსრულებდა, შემოქმედმა ღთან მას ერთი ასეთი ძე უბოძა, ჭკვიანობით და სიღრმით მიუწდომელი, რომე ხელმწიფობისა და ბედნიერობის ნიში შუბლთა ზედა აჩნდა.

 

ტაეპი

 

სვებედნიერი ეტლშვენიერი, ედემის ბაღთა კეკელა ნერგი,

 

მისის ფერხბედნიერობითა მამასა მისსა სიხარული გაუმრავლდა, მისმა სვეკეთილობამან მოსავალთა მატა და წარსაგებელსა გარდარჩინა. მშობელთა მისთა ფერხი მისი ბედნიერად დასცალდეს. რა ცოტა მოიზარდა, მათს წვრთას და რასაც ასწავლიდენ სხვა რიგად იქმოდა. იგი მშვილდოსნობისა ამბავთა გამოიკითხვიდა, ნიადაგ ფარიკაობდა; როდესაც წიგნის საკითხავად სასწავლოსა გაგზავნიდენ, იგი ასპარეზთა შინა მიიჭრებოდა; ოდესცა წერად კალამს მისცემდენ, ოროლითა მღერასა მოინდომებდა. სამუდამოდ ხრმლით ქუეყნის დაპყრობისა სიტყუათა იტყოდა. ესეთის წერილის კითხვას ეწყობოდა, ცისა მოქცევისაგან ნიადაგ მისი თავი ამაღლებული ენახა.

 

რვული

 

რა ოსტატი ასოთ სხმიდა,

მისი გული სხვას იწვრთიდა,

ონით ხრმალებრ მტერთა სრვიდა,

განსა ფარებრ იფარვიდა,

ინსა ზუჩად დაირქმიდა,

ტარსა ჯაჭვად ჩაიცმიდა,

ენსა მშვილდად აიბმიდა,

სანით ისრად მებრძოლს სრვიდა!

 

რა ნინველობისაგან ცნობასა და ჭკუასა მოვიდა, დღე-ერთ მამამან უთხრა:

 

- ჰეა, შვილო ნიადაგ ჩემი გული შენისა საქმისა საგონებელთა შინა არს! ჭაბბუკობისა და ყრმებრივსა საქმეთა მრავალი შემთხვევითი წინა უცს. მეშინის ბოროტის მოქმედის სულისაგან ბოროტის მოქმედება შენთა ბუნებათა შინა არ დათესოს. და მნებავს შენისა მშვიდობისა დროსა სიმტკიცისა ზღუდითა შემოგღზუდო და ერთი შენი საწადელი, რომელნიც ჩუენი მეგობარნი არიან და ჩუენი სანდომნი, მათი ასული გითხოო, და ამისას შენ რას იტყვიო?

 

შვილმან მოახსენა:

 

- რომელიც მე ცოლად მინდა, გამიმზადებია, მისი მარი უკლებლად დამიცს, თქუენ ამ საქმეზედ არ შეგაწუხებო და არც თქვენი შეწევნა და მოხმარება მინდაო.

 

მამამან ჰრქვა:

 

- შვილო, შენი საქმე რაცა ვიცი, მგონია, გამოწვლილვით შემეტყოს და შენ რომ საცოლოსა შენისათვის იტყვი, ეგოდენი ხელის შეწევნა არა გაქუს. ანუ საცოლო შენი ვინ არისო? შვილი ზე ადგა და სახლიდამ ერთი ხრმალი გამოიტანა, შვენიერთა თვალ-წარბთაგან ათასრიგად უფრო სისხლის დამთხევი და ბაგე-ბალახშთა ღიმილით ჩენილს მარგალიტთა კბილთა ჩენისაგან უმსწრაფლესად გულთა გამაპობელი, და ჰრქუა:

 

-  მამო, დაიჯერე მე ქუეყანისა და თემთა პატრონობა დამონიშნავს საცოლოდ და ხელმწიფობათა სიდიდესა ზედა მარრი გამიკუეთიაო, და ვილოცავ, ამისი გამრიგებელი მოლესილი ხრმალი და ღუიძლთა ხანჯალი მომეცესო! თქუა:

 

ლექსი

 

სვე-ბედს ვერავინ მისწვდების, ვერცა ქუეყნისა ჭერასა,

თუ ბასრსა ხმალსა არ უთხრა: "ერთი შემოვკრა ჭერ ასა"

 

რადგან მის ჭაბუკის ბედი მეფობის საშოვრად ამაღლებულიყო, მცირედსა ჟამთა თემი და ქუეყანა ხელთ დაიპყრა და ქუეყნის მჭირავის ხრმლით მრავალი სახემწიფო და ადგილი შემოიკრიბა და თქუა:

 

ლექსი

 

საწუთროს სძალი არ მიხვდეს ერთის სიძისა მეტასა,

ძმადა თუ ხრმალი არ ახლავს ვერ იქს ქორწილის ჭვრეტასა!

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოვიყვანე, რომ სცნა: სვიანობის რიცხვი ჩემზედა მოწევნილა და, ღთის მოწყალებით, ბედნიერობის კარი ჩემთვის განღებულა, და მეცა მაქუს იმედი, ცოტას ხანსა შინა ჩემსა საწადელსა მივეწიფო და წადილის მკლავი ჩემსა სასურველსა კისერთა მოვხვიოო. აწე ამას მოგახსენებ, სატყუარითა სიტყვითა და მაგგუარის არაკებბითა მე ამ საქმეს არ მოვიშლი და არც გარე შევიქცევიო.თქუა:

 

ტაეპი

 

ამას არითა, ამ მასარითა, არსად წავიდე ტუქსვით არითა.

 

ყორანმა გული დააჯერა, რომე მის ქორის მაღალი ბუდე მისის ხრიკის ბადეთა არ გაებმოდა და ეშმაურისა საკენკითა არ მოინადირებოდა. მეტად მჭმუნვარითა გულითა მგზავრობის დასტური დასცა და გაყრილობისა დაღითა დაკოდილი გული დაიდაღა, და ქორი იგი ყორანსა და მის მართუეთა გამოესალმა და მის ბუდიდამე გარდმოფრინდა და ცის კამარათა აღვიდა და, დამაშვრალობის შემდგომად, ერთს მთაზედ დაჰხდა და მსწრაფლ მხედველითა თუალითა მიმოიხედვიდა.

ანაზდად ერთი მგოგვარი კაკაბი დაინახა. მის კაკანსა მის მთის მიდამო აეანცებინა. ქორმან მისი ნადირობა გონებად მოიღო, შეუტევა, შეიპყრა და მისის გემრიელის ხორცითა გუნების საწადელი ადგილი აავსო. რა ხორცის გემო ნახა, ესრე მოეწონა, სულისა უკუდაებასა შეადარა მის საჭმლისა სიტკბოსა სარგებელი, სამკურნალოთა საქებარი, რომლის თანა მისთა ჟამთა კეთილი არა ეგემებინა რა, და თქუა:

 

ლექსი

 

საჩემოდ დაბადებულხარ, მე ვგონებ, ჩემთვის ქებულო,

სიცოცხლეს შენგან მოველი, დღედ სიგრძედ იმედებულო!

 

მერმე გონებათა შინა იტყოდა: ჩემის მგზავრობის სარგებელად ესეც კმარა,რადგან ჩემი თავი სამუდამოდ ავის საჭმლის ჭამას მოვარჩინეო და ბნელსა და იწროთა ბუდეტა აღარ ვზი, და ძუნწთა და უბადოთა ამხანაგთა გავეშორე და ჩემის გუნების საწადლის გემოვნებისა საჭმელთა ვშოობ და შვენიერს ადგილსა და კეთილსა და ბედნიერსა სავანესა ვიყოფები. თქუა:

 

ტაეპი

 

ჩემთვის ახალი ქუეყანა დღეს დაიბადა სრულობით!

 

და ამა სიქით რაიც საქმე დაფარული მოსაწონებელი ჰაეირს ასპარეზთა შინა მომივა, იგი მოვიცადო. თქუა:

 

ტაეპი

 

ვიხილო ცამან, მბრუნავმანც ამნ, ფარდაგთა ზურგით რა გამოიღოს!

 

მემრე ქორი თვისის წადილითა რაოდენსამე დღეთა მიმოფრინვიდა და სიხარულით ფრთამომწონებელი კაკაბთა და დურაჯთა ნადირობდა. ერთსა დღესა მაღალთა ბორცვთა ჯდა და მის გარეშემო ნახა ცხენოსანნი მონადირენი ჯერგა გაშვებულთა ადევნებდეს ბაზთა გონებახალისიანთა.

 

შაირი

 

მონადირეთა ტაბლათა ხმა მინდორად გაიწეოდა,

ქორი იხვისა შეპყრობად ჰაერთა აიწეოდა,

გეზელი დურაჯ-კაკაბთა ანაზდად მოეწეოდა,

ფრჩხილგამახული გავაზი წეროს არ დაეხრწეოდა.

 

თურე მონადირე იგი მის ადგილის ხელმწიფე იყო და თავისის შინაყმით ნადირობდა, მის მთის ძირი მოსარეკად მოენდომებინა და გარ ჯერგა შემოევლო. მის მეფის წინ კაკაბი აუფრინდა, ქორი მოუტევა, და მან ბედმაღალმა ქორმა რა ნახა, შემოუტევა, ხელმწიფის ქორს წამოასწრა, კაკაბი აიტაცა და წაიღო, რა მეფემ ეს ქორი ნანადირევ-გატაცებული ნახა, მის ქორის შოვნის ნდომა შეუვიდა ესრეთ, რომე გული და გონება მას გაჰყუა, და ბრძანა მტკიცისა და ძლიერის ბრძანებითა მის ქორის შეპყრობა. მათ ხელმარჯვეთა და ხერხიანთ მონადირეთა შემზადეს გულყო მახის თულად და გარდაცვეს კისერთა ზედა და მოიყვანეს საბედნიერო გზით ხელმწიფის საქებურსა სამსახურში მოწევნილი.

რა მეფემან მაღლით მხედველის ქიმიის თუალითა მისი სიმწყაზრე და გუარიანობა გაიცადა და სიკეთეზედ გული დააჯერა, მას უკან მეფის გამარჯვებულს ხელზედ ჯდომის ადგილი იშოვნა და მეფის თითთა ზედა განსვენებით მჯდომელი შეიქნა. მისის ძუნწთა მეგობართ და უპატიურთა ადგილთა ნაცვლად ცებრ ამაღლებულს ალაგს მიაწევინა; თუცა მის ყორნის მეგობრობას დასჯერებოდა და მგზავრობა და თემთა და ველთა სვლა არ დაეწყო, მისი სვე ამ სიმაღლის ხარისხზედ ვერ აღიწეოდა.

 

* * * * * * *

 

ამა არაკისა თქმა ამაზედ მოვიყვანე, რომე სცნათ: მგზავრობა და სიარული სიმაღლესა და სიდიდეს კაცთა ხელთ მისცემს და ჯოჯოხეთით მაღალთა ცათა აღიყუანებს და სუფევას მისცემს. თქუა:

 

შაირი

 

გაზაფხულია მგზავრობა კაცთა გულისა  სავალი,

გულის საწადლის ვარდისა გამშლელად გამოსავალი,

ვინ მგზავრობს ნებას ეწევა, არა ედება სავალი,

თქმულა ღთისაგან ბრძანებით მიმოვლად სრულ დასავალი.

 

დაბიშლიმ რა ბრძანება დაასრულა, მეორე ვეზირი წინარე წარმოდგა, სამადლობელი სიტყუანი წინ გაუფინა და მერმე მოახსენა:

- რაიცა მეფეთ მეფემან ღთისმიერისა გამოცხადებითა სასარგებლონი ბრძანა, მისი სემსგავსებული და შესაფერი არა იქმნების რა, რათამცა ახლორე მისსა მიეკაროს, რადგან მეფისა ანგელოზებრივსა გონებათა ქუეყანათა და გლეხთა მოსვენებისა და სიმშვიდისა ბრძანება ძეს, მაგრამე მგზავრობა და შრომით ტარება რომე კაცმან ხელად აიღოს, ამის გამო მე ამას ვიკადრებო: სულთა აღმაორძინებელთ ლხინთა და განსაცხრომელის ადგილისაგან მოწყენისა, ზრუნვისა და ნაღვლის ადგილს წასვლა ბრძენთა ნათქვამთა შინა შორად დაჭერილია და კიდეცა აძაგებენო.დაბიშლიმ ბრძანა:

- გარჯისა და შრომის ხელად აღება კეთილის ჭაბუკისა და გულოვანთ წესია და მეომარის ლომის ხელოვნება არისო. უთუოდ, ვირემდის ხელმწიფეთ სალხინო კალთა გარჯილობის ქაცვით არ დაიგლიჯება,გლეხთა და საბრალოთ კაცთა განსვენების სავარდესა შინა მშვიდობის ყუავილი არ გაიშლებისო, და თუცა მეფისა ბედნიერი ფერხი უსაქმოდ ჭირის მინდორსა არ გაზომს, მწირთ თავი მოსვენების სასთუმალზედ არ დაიდებაო.თქუა:

 

ლექსი

 

არ დაწყნარდების ქუეყანა და მისნი სანახებია,

თუ მეფე მოსვენებით ზის,ნებისმიერობა ხებია.

 

ესე სცანთ, რომე ღთის დაბადებულნი მონანი ორსახენი არიან; ერთი რიგნი ხელმწფიფენი არიან, რომელთათვის მიუცემია ქუეყანათა ზედა ბრძანებისა გავლენა, და მეორენინ გლეხნი და საბრალო კაცნი, რომელთათუის ქებული მშვიდობა და მოსვენება გაუწესებია. ესე ორივე ერთისა მიერ არ იქნებიან, ანუ მოსვენება უნდა იხელთოს და ხელმწიფობის (ბედნიერობის) სადავე გაუშვას, ანუ ხელმწიფობისა სიდიდესა მიჰყვეს, გემოსა და მოსვენებისაგან ხელი აიღოს. თქუა:

 

შაირი

ვითა ვარდისა ყუავილი ეკალთა ზედა წვებისა,

ამისთვის მეფეს დაურგვენ, სახე უც მოღვაწებისა.

 

ბრძენთ უთქვამთ: მომჭირნეობის ცდა და გარჯა ბედის სავანესა მიმყუანებელია, და ღუაწლთა მინდორთა შრომით ფერხის შედგმა საწადლის პირის სახისა თუალით დანახვაო; თუალხილულის მოსავალი უთვალოსათუის არისო. თქუა:

 

ლექსი

სამეფოს სკიპტრა-პორფირსა ვერვინ აიღებს ხელითა,

ხორცისა განსვენებელნი, მითხართ, რას კეთილს ელითა?

 

ვისცა გამარჯვების ასპარეზთა შინა საცადლის დროშისა გაშლა უნდა, მართებს დიდად გაისარჯოს და გასვენებისა და შვებისაგან ხელი აიღოს და [თვისი საწადელი მალე აღუსრულდების, სასურველის პირს სიხარულის თუალით] დაინახავს, რაგუარადაც მან ვეფხვან, რომელსა თვისად საპატრონოდ დიდი ტევრი სიხარულის მომატყუებელი ჰქონდა. პირველ რა მისს დაპყრობასა ლამობდა, ცდას იღვიწოდა და თავსა განსვენება არა მისცა, და დაშრომისაგან არა მოუძლურდა და მცირესა ხანსა შინა მისის საწადლის ფარდაგი სატრფიალოსა პირტა ააკეცა და სწრაფად ხელი მოჰკიდა.

ვეზირმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

დაბიშლიმ ბრძანა არაკი

ვეხის ბოკვერი და ლომი

 

ბასრის ქუეყანას ერთი ხერთვისი იყო, ჰაერკეთილი, ტყეშვენიერი, მრავალრიგად გულის გასაწყობად მოსარები, წყარონი ცივნი და მრავალნი ხშირად დიოდეს სულთმომაბრუნებელი ყოვლის შემკულებითა.

გარდამეტებულის შვენიერებისაგან მას ტყეს სახელად გულის სიმხურვალე ეწოდა. მუნ ერთი ვეფხვი გუარობდა. მის ძლიერის სიკისკასისა შიშითა მუნ ლომი ფერხს ვერ გარდადგმიდა და სხვა ნადირი და ფრინველი იქით მიხედვასაც ვერ იკადრებდენ.

 

შაირი

სალს კლდესა სცემდა კუდითა, რა იყვის გარისხებული,

ლომის ბურჯს ცაში შიშითა ჭანგი სცვიოდა ქებული,

თუ გზაზედ დაწვის გამწყრალი, გუნება გამწარებული,

მუნ კაცთა გავლა გაჭირდის, წლამდი ვერ იქნის რებული.

 

მრავალს ხანს მას სამყოფსა ნებიერად მყოფობდა, საწყინარი და თვისი უნებელი დღე არ ენახა. ერთი ლეკვი ჰყვა, რომელ ქუეყანასა მას თავს შემოავლებდა, თუალის სინათლედ მას ხედვიდა, მის ადრე გაზრდას ცდილობდა, რათამც კბილი და ჭანგი მისი უზაბრის სისხლით შეესვარა. და ენება, ტყისა მის პატრონად იგი დაედგინა და თვისი დანარჩომი  დღენი ერთს ადგილს მოსვენებით ეცოცხლა. ჯერეთ საწადლის ნერგზე დროიან კუკური არ გაშლილიყო, ამაღლებულმა სიკუდილმან საგონებლის წალკოტის ხილი მისატაცებლად ძლიერს ქარს მისცა.

 

(ტაეპი)

 

ჰე, მრავლის მდომი შეიქნა მიწა, დიდობის მრჩენი წამს შეაბიწა.

ვეფხი რა სიკუდილის ლომის ჭანგში ჩავარდა, მას უკან ლომნი, მგელნი და სხვანი მძვინვარე მხეცნი რომელნიცა სანადიროდ მის ტყისა მოსურნე იყვნეს, სრულობით მოვიდნენ მის ტევრის დასაპყრობელად. ამა ვეფხისა ბოკუერისა მათი ომი და ბრძოლა არ ძალ-ედვა და ტყე იგი დასატევებლად მოინდომა და შორს ადგილს წასვლა განიზრახა. მ

ათ დამპყრობელთ მხეცთა ერთმანეთში ცილება და ბრძოლა შეექნათ სისხლისა მღურელმა ლომმან ყოველთა სძლია, და იგი სიხარულისა მომატებული ადგილი მან დაიპყრა      და თავის ბლისტად შექმნა და ვეფხვისა იგი ბოკუერი სხვათა უდაბურთა იარებოდა. ერთსა დღესა სხვა მხეცი ვინმე შეხვდა და შესჩივლა, თვისი საქმისა და ვაებისა ყუალაკა უამბო და შეეხვეწა, იმაზედ მიშველე რამეო, სხვანიც მომახმარეო.

რა მათ მის მონადირის ლომისა და განცოფებულის ვეფხვისა საქმე გასინჯეს, მიშველება და მოხმარება აღარ ამჯობინეს და ეტყოდეს: საწყალობელო, შენი სამკვიდრო ესეთსა ლომსა დაუპყრია, რომე მისისა შიშითა მას ტევრთა ზედა სირნი და მერცხალიცა ვერ გარდაფრინდებიანო და პილო მისისა რიდისაგან მის მინდორთა კიდეთაცა ვერ მიდგებაო! აწ ჩუენ მის პირისპირ მბრძოლად გხედავთო! ჩუენი რჩევა ეს არის და ჭკვა ამას ხედავს, რომე მასვე შეეხვეწო და ერთგულს სამსახურს ეცადფოო. უთხრა:

 

შაირი

 

ვინ მძლესა ადგილისაგან ვერა შესძვრიდეს ძალითა,

მისა საომრად არა ხამს ყოლე შემართვა მალითა,

ესე სჯობს მასვე ევედრო, მოლბე გულითა სალიტა,

კრძალვით მიხვიდე, მსახური ცხადით და იდუმალითა.

 

რა ვეფხვის ბოკუემან ესე მოსაწონი რჩევა გაიგონა და მოისმინა, დაიხედა რომე ლომისა სამსახური უჯობდა, და რაიცა სამსახური შესაძლებელ იყო, მისი ცდა დაიწყო. ამ გზით ერთი ლომის წარჩინებული გამზრახი მოიხმო და მის გამო ლომის სასამსახუროდ სევიდა და მისი მაღლის თვალის სანახავი შეიქნა, და ერთს მისს საფერს სამნეოთა დაადგინეს. ვეფხვამნ სასამსახურო კალთა მორჩილების წელტა ჩაირჭო და საერთგულო საქმეთა ქნასა შეუდგა.

წამ და წუთ ლომისაგან წყალობას მიიღებდა და ნიადაგ თავის ამაღლებას მატებდა. ესრე შეაყვარა თავი, რომე სახელმწიფოს გამგენი და წინაშე მდგომნი მეშურნე ექმნეს, და ვეფხვი ნიადაგ მოჭირვების ცდით სამსახურს გარდამატებდა და მისის შემატების საქმეს არჩევდის და თავგანწირვით ცდილობდა.

 

ლექსი

 

ცდა, გარჯა და მოჭირვება იცის ვინცა მეტად,

მისი საქმე დამზვლეულსა ქუეშ შეუდგას სახლსა სვეტად.

 

ერთხელ ლომსა მას ერთი რამ საქმე მოუხდა შორს რასმე ადგილს. მას დროსა ჰაერის თორნე ძლიერად განხურვებულიყო, მეჭიქის თუნმდნარსავით გამდგარიყო, მეტის არის სიცხის ჭრტიალისაგან ფრინველთა ძვლიდამ ტვინის ნიჟი სდიოდა. კირჩხიბი წყალში, ვით თევზი ტაფაში, იხრაკებოდა.

 

იამბიკო

 

თუცა ღრუბელსა ცუარი ენამა, ალად გახადის სიცხემ ზენამა,

მაღლად ფრინველი მოკლის ფრენამა,

ვითა ფარვანა სანთელთ ჩენამა,

"ჰაერი შეწვა" ვერ თქუას ენამა.

 

ამასობაში ლომი თავისწინა საგონებელთა ჩავარდა და იტყოდა: ესეთსა პაპანებათა შინა, სადაფი პელაგონთა შინა, როგორადაც ქათამი ღუმელთა შინა იწვის და სალამანდრა მზის სიცხით ცეცხლიდამ ვერ გამოსულა! ესეთსა დროსა ესე საქმე ამიჩნდა, ვინ უნდა ვპოო ჩემისა სამსახურისათვის თავგანწირული და გარჯილობისათვის არ შემზარებული და ჰაერისა სიმხურვალეთაგან უნაღვლელი, რომე საქმე ესე კეთილად მიურვოსო.

 

რა ლომი ამას იგონებდა ვეფხვი მოვიდა და სხვათა მსახურთა თანა დადგა, და რა ნახა ნადირთ ხელმწიფე საგონებელსა დიდსა მყოფი, იაზრა საქმესა ამას შინა წყალობის სიმრავლე და ჭაბუკობის გამოჩენა უნდა იყოსო. წარდგა სახელმწიფოსა სნატთა წინარე, ხელმწიფის საგონებელი გამოიკითხა და ზედმიწევნით შეიტყო და მის საქმის გარიგება თავს დაიდვა, და ლომს გამოეთხოვა და მისნი მოსამსახურენი წაიტანა. და შუადღემდის მას ადგილს მიიწია, საქმეს რიგება დაუწყო და მალე ხელი მიჰყო. რომელნიც ხელმწიფის მოსამსახურენი, რომელნიცა მისს ბედნიერობის ავჟანდათ ემსახურებოდნენ, მოვიდენ და მოახსენეს ვეფხვსა:

ესოდენი სიცხე თავს ვიდევით, და ესოდენი გზა ვლეთ და ყოველივე ბრძანებული ვითაეთ; აწ არარა საჭირო გვაქუს, რადგან თქუენისა ერთგულობისა სიმტკიცე მაღალს ხელმწიფეს წინაშე ლამპარებ ბრწყტინავს. აწ ჩუენ ამას მოგახსენებთ: მცირე ხანს ერთსა ჩრდილთა ქუეშე გავისვენოთ, თაფლებრივის წყაროსა სმითა ცეცხლითა შემწვარი ენა გავიგრილოთ,-ესე ჭკუისა ახლორე გვგონიაო. თქუეს

 

ლექსი

 

ცხელა და განსვენება სჯობს, არ ჭირთა ტვირთად კიდება,

იშვებდე გარჯას არა აქვს, ვით ზღუასა, ახლო კიდება.

 

ვეფხვს გაეცინა დდა ეგრე უთხრა:

- ჩემი გამარჯვება და ჭაბუკობა ხელმწიფეს მოხსენებია. რომელიცა მოჭირვებითა და ღუაწლითა მოსაწონი საქმე მიქნია, აწ მას ჩემსა ნაქმართა მოსვენებით პირი ქუე დაუცე, რომელიც სიკეთით საფუძველი დამიდებია, აწ ჩემის განცხრომისათვის და განსვენებისათვის მიწამდე დავარღვიოო?! გარჯილობასა და სამსახურსა არა საუნჯე არ შეედრების. გული ეკლით გაურჯელად სალხინოდ ვარდსა ვერ იხელთებსო.თქუა

 

შაირი

 

თუ ჭირი კაცმა მეფისთვის ქნას და ტავს იდვას შრომანი,

ისარსა ფარად დაუდგეს, ხრმალს მისცეს თავთა ზომანი;

თუალი წყლით, გული სისხლითა უწყვეტლად ჰქონდეს წთომანი,

მაშინ შეიძლოს საწადლის კისერთა ხელის წდომანი.

 

ამისთა მსმენელთა ეს სიტყვები ყველა ლომს მოახსენეს. და ამ სახის წერილი თავით ბოლომდი წაუკითხეს. ლომმან საწყალობოდ თავი დაიხარა და ბრძანა, სპასპეტობა და თაობა ესეთსა კაცსა ჰფერობსო, რომელსაც თავისა გარჯილობისა საყელოდამ ამოყოფა შეუძლიაო. იგი გლეხთაცა საქმეთა კეთილად განაგებს და დამშვიდდებიან და თავთა მოსვენებისა სასთუნალზედა დასდებენო. თქუა:

 

შაირი

 

ქუეყნად სიმშვიდის მოღება თუ მეფეს უნდეს რომელსა,

თვით მოსვენებას მოიკუთებს, მიბაძავს ქუეყნის მზომელსა,

თუ თვით არ იღწვის სიმშვიდე ქუე მოექცევა მწყრომელსა,

ვნატრი მას, თემთა მშვიდობას თვისისგან უფრო მდომელსა.

 

მას უკან მას ვეფხვს მოუწოდა და სხვათზე აღამაღლა და მისის სამკვიდროს ტყის პატრონობა საჯილდოოდ უბოძა, თავისი მამის ადგილი აგრევ წყალობა უყო, და თვისი სახლის გამგეობა მაზედ დაუმატა.

 

 

* * * * * * *

 

ამა არაკის სარგებელი ეს არის, რომ ამ იგავთა ესე სცნათ: არას კაცს, თუ არ ცდითა, თვისი საწადლის მზე აღმოსავალით არ მოსვლია, და მოუძებნელად კაცსა თვისის ნატრით მოსავალი ვერ მოუპოვებიაო. თქუა:

 

ლექსი

 

მაჯნად საუნჯეს ვინ შეჰკრებს დებით უდები, მცონარი,

სარეწავს ხელთა მიიღებს მუშაკობისა მწონარი.

 

მერმე ბრძანა:

- ეს მგზავრობა ცოდნნისა და მეცნიერობის ნდომის არის. წასვლა მოუშლელად მომიწადინებია, ცდისა და მოჭირვების ფერხი სიარულის ავჟანდათა ჩამიდგამს. გარჯით ცდა ჩემის წაუსვლელობის წერისათვის ქარტას ვერ იშოვნის, ვირემდის ხელმწიფის ამაღლებული და მტკიცე სადავე არ შემოიქცევისო. თქუა:

 

ლექსი

 

მეფეს რა ქუელის საქმენი ენებოს ქმნითა ოცითა,

საწუთროსაგან არ იქნას ნუ გიკვირს ეს საოცითა.

 

ვეზირებმა რა სცნეს რომე მათი არაკობა მისსა წასვლას ვერ მოშლიდა, შეითქუნეს, და რაიცა სამეფო სამზადისი და საბარგული სახმარი მოუნდებოდათ, ყყოველივე სვესაბედნიეროდ განაწესეს და წამ და წუთ მაღლითა ხმითა ესე ზახილი სიმრგვლესა ცისასა აღიწეოდა.

 

ლექსი

 

მგზავრობა გწადს და წაცახვალ, ღთი გიძღოდეს მავალსა,

წმიდატ ოხითა განერე საფათერაკო მრავალსა!

 

რაი-დაბიშლიმ თვისისა სამეფოსა საქმე განაგო და ერთსა წარჩინებულსა და კეთილად გამგებელსა და ბრძენსა კაცსა მისი განწესება მიანდო. გლეხთა საბრალოთა პატივი და ხელის შეწევნათა ანდერძი მისსა სამეფოთა შესამოსელთა პატიოსნად შვენოდა, და მის გამგისა გულისყურტა შინა წაუკითხა, რომლისაგან ერთი ეს არის:

 

რვული

 

ქუეყანა სარკედ შეიქნა ალექსანდრესა წესითა,

მის მსგავსად შენს პირს ხედვიდე, ნუ მისგან უარესთა,

შენს ხატს კეთილად ვერ ნახავ, ლიფიც აინთო კკუესითა,

თუ უსამართლოს ფარილსა კარგა არ გაჰკოც ლესითა.

 

ვით დილა გამოანათლე თემი, სად მზე სითა?

წყევლას ერიდე გაქებდენ ხმელნი კეთილის თესითა,

კაცს ეგრე მწყლველი ვერ ავნებს, ისარს ესროდენ ზესითა,

რომ ერთის ბებრის სულთქმანი ღთსა შეესმას კუნესითა!

 

რა თემის გარიგებისაგან გული სანებიეროდ დადვა, მისის მისანდომელის ყმათაგანნი გამოირჩივნა, ვეზირთა და შინამოსამსახურეთა სარანდიბის მთას მიმართა. მთუარულად სავანესა და სავანესა მიადგებოდა, მზესავით ქალაქსა და ქალაქსა მიეფინებოდა და ყოველთა ადგილთა ერთრიგად რამ გამოსცდიდა. ყოველთა მოგზაურთაგან თვითოს რამ სარგებელს შეიძინებდა, სავანეტა რიცხევდა, ზღუათა და ხმელეთთა საზომთა იპყრობდა, სიცხის ჭრტიალსა და სიცივის ნეფხვასა თავს იდებდა. მას უკან სარანდიბისა სანახები გამოჩნდა, სიცოცხლის მომმატებელი მის თემის სუნელება ხელმწიფის ტვინთა ეყნოსა. თქუა

 

ჩახრუხაული

 

 შენის არიტა დილის ქარითა ვისცა ეყნოსოს სენი სუნელი,

საყვარელთ თვისთა ნათესავთ, თვისთა, ვით ამბავი სცნას არ საწუნელი.

 

სამსაოდ დღესა სარანდიბის ქალაქში გზის მაშვრალობისაგან გაისვენა და ბარგთ ნამეტნაობა და მძიმე საზიდარი მუნ დაუტევა და სამიოდ სეფეწულითა მთას მიმართა. რა მთის თავსა ზედა აჰხდა, ნახა სიმაღლითა მთა გასაოცებელი, რომელ მისის თხემისა აჩრდილი მზის თუალთა მიდგომად საგონებელ იყო, მისი ხრმლის ელვარებასა მარიხის მახვილისათუის შუქი აებრწყინებინა. თქუა:

 

შაირი

 

ცის ბრუნვას მწუანე ატლანი გარ შეემოსა წყობილად,

ბუსტუღის ფერი ხავედი ზედ მოეფინა მკობილად,

ეთერის მბრძოლად, საკუდავად წვერი მიეყრდნა სობილად,

ირისე მის ქუეშ მომწვანოდ თუალთათვის მოჩნდა ცნობილად.

 

ყოველთა ადგილთა მოცულთათვის რიგზედ შაშპრა ამოსულიყო.

 

შაირი

 

მას მწვანოანთა ბეჟმედის ხილი გარ ერგო რიგებით,

კლდეტა ზურმუხტის ზოსტერი წელთ შემოერტყა დიდებით.

მისის რუს ნერგი ედემთა ხეთ გუანდა კიდის-კიდებით,

წალკოტნი სამოთხის დარნი, ვით ბაღი ბაღთა მიდებით.

 

დაბიშლიმ ყოვლით კერძო მიმოვიდოდა და მას უცხოსა ადგილსა ღთსა ადიდებდა; და სვლასა მას შინა ნახა ქუაბი ერთი, რომელი სიბნელით თუალის სიშავესა მიემსგავსებოდა და შინაგან დაფარული მის სიბნელეს ანათებდა. და მუნ მყოფის მოსამსახურეთაგან გამოიკითხა და მათ მოახსენეს:

- ესე ერთისა ბრძნისა ადგილია, მას სახელად ფიდაფი ჰქუიანო. ფიდაფი "სიტკბოებით მკურნალად" გამოითარგმანების. ზოგთ ინდოელთ დიდთაგან თქმულა, მისი სახელი ბილფაი არისო და ინდოურად - "ჰეავათფათის". ესე ერტი კაცი იყო სიბრძნისა და მეცნიერობის ხარისხთა ზედა აღმატებული, და ცხოელისა სულისა ჯავარი სიწმინდის სამოსლით შეემკო და ოქროსა და ვერცხლის ნდომისაგან ზრუნვა შეეტკბო, მცირესა სარჩოსა დასჯერდებოდა, თუალი სულიერსა გზაზე დაემტკიცებინა, ამ სოფლის სიცრუვის ეკალნი და კუროსთავი ცეცხლისა ალიტა მოეწვა; მის მღვიძარე თუალსა სრულიად ღამით ძილის სიტკბო არ ენახა, მის გულის სათქმელსა მარხვისა ლოცვისა და ღთის გენცის მეტი არა მოეგონა რა.

 

შაირი

 

სასწაულ-ნიშთა მოქმედი გამართის რამე, რაც ხრილი,

აღმსთობილთ კაცთა პირის მზე ზედ არ მიეკრა, რაც ხრილი,

სიტყვით შეიგნის ყოელი ცათა კისათა რაც ხრილი,

ცათ გამგებათა შემტყობი,

ხელთა მიიღი რა ცხრილი.

 

დაბიშლიმ მისისა ნახვისა წადილითა მცირესა ხანსა ქუაბისა მის კართა დაიყოვნა: და იგი ბრძენი გონების ენითა შინაგან ილოცვიდა. და გული გაუნათლდა განშორებულსა მას და გამოეცხადა, რომე ქუეყანათა მპყრობელი მეფე კართა ზედა დგას და არაბულიტა ენითა უხმო.შემობრძანდი სიცოცხლიტ სახლსა მშვიდობისასაო.

 

შაირი

 

მეფე შევიდა სიბრძნითა სრულიად სავსე სოროსა,

ქვაბი მის მიერ შეიმკო, ჩინელთ სახლს მიესწოროსა.

მის ბერის სასამსახუროდ ჰყოფს თავი გაიოროსა,

მონურად სარტყელმორტყმულმან გული არ განაშოროსა.

 

რა მიხედა განშორებულსა, იხილა, რომე მარტყოფის ფერხი ქუეყანასა ზედა დაედგა და მეცნიერებისა და ცოდნისა დროშათა სიბრძნის მინდორთა ატარებდა: ანგელოზის სახესა მისი გუამი ემსგავსებოდა, მისი საწადელი ისგან აღსრულდებოდა და მის პატიოსნისა ბედნიერობისაგან თვისსა სატრფიალოსა მიეწეოდა. დიდისა კრძალვითა შევიდა. რა ბაჰრამან დაახლოვდა, სამსახუროსა ადგილს დადგა, მოკრძალვითა და ნიშნებიტა დაბრძანება ჰკადრა, გზისაგან დაშრომა და მგზავრობისაგან გარჯისა დაშეწუხებისა და ლხინისა და მოსვენების მოშორვების მიზეზი გამოჰკითხა. დაბისლიმ სიზმრის ნახვა და საუნჯის პოვნა და ანდერძის წიგნთა ხელთგდებათა ამბავი და სარანდიბის მთისაკენ მისთვის წამოსვლა თავით ბოლომდის უამბო. ბაჰრამან გაიღიმა და თქუა:

- ღთისაგან იკურთხოს მეფე იგი, რომელი მეცნიერების ნდომისათვის ესოდენი შრომა თავს იდვას, საბრალოტა და გლეხთა მშვიდობისა და მოსვენებისათვის ესოდენი ზრუნვა ჭირი და ნაღველი მოიტმინოსო! უთხრა

 

შაირი

 

ღთან გადიდოს, მეფეო, ორსავე სოფელს დიდებით,

რადგან ყმათათვის იგლები, თემი გიტვირთავს ზიდებით,

ოხერტა გინდა შენობა, სრულ დამშვიდებიოთ,

რწყავ წყლითა, ხმელთა ანედლებ, ნაყოფს არ მოჰკრეფ რიდებით.

 

მერმე ბარამან დაფარულის კოლოფის თავი აჰხადა და რაის სასმენელი პატიოსნის თვალ-მარგალით აავსო. რაოდენთამე დღეთა თვისისა საქმისაგან მოიცალა და მისსა წვრთასა ხელი მიჰყო. მას საუბართა შინა უშანგის ანდერძის ამბავი ჩამოვარდა. ხელმწიფემ თითო და თითო იგი ანდერძი ბრძენს უთხრა. ბარამან მისი სიბრძნის კარიდამ რაის პასუხის ძლევა დაუწყო. დაბიშლიმ გონების კალამით გულთა მატიოანეთა ზედა იწერდა. ქილილა და დამანას კითხვა და მიგება რაისა და ბარამანისაგან გამორჩეული იყო, მის გზით გამოვსთქვით.

 

სპარსული ვერსიები

 

ახალი სპარსული ლიტერატურის ფეხის ადგმის ხანაში (X-Xს.ს) “ქილილა და დამანას” არაბული ვერსიები ხელიდან ხელში გადადიოდა, ხოლო ახალ სპარსულ ენაზე არ არსებობდა. ფალაური ვერსია, ჩანს, უკვე დაკარგული იყო, მაგრამ რომც არსებულიყო, მას ვეღარ გაიგებდენ, სპარსული ენა შეიცვალა. “ქილილა და დამანასადმი” ინტერესი კი ისევ დიდი ყოფილა (ამ ინტერესს ალბად არაბული ვერსიების არსებობაც აცხოველებდა) და, აი “შაჰ-ნამეს” თუ დავეყრდნობით, ირანული კულტურის დიდი მოღვაწის ბალ’ამის თაოსნობით ეს კრებული არაბულიდან სპარსულად უთარგმნიათ. თვით ის ფაქტი, რომ ძეგლი არაბულიდან თარგმნეს და არა საშუალო სპარსულიდან, იმაზე მეტყველებს, რომ ფალაური ვერსია უკვე აღარ არსებობდა. აი, რას ვკითხულობთ “შაჰ-ნამეში”

 

“ქილილა არაბულად ითარგმნა ფალაურიდან იმგვარად, როგორც ახლა მოისმენ. არაბულად იყო ნასრის დრომდე, ვიდრე ქვეყანაზე[თავისი] დროის მეფე არ გახდებოდა [ნასრი] დიდებულმა ბუ ლ-ფაზლმა, მისმა ვეზირმა, რომელიც ლექსსა შინა მისი საგანძური იყო, ბრძანა, რათა სპარსულ და დარის ენაზე თქვან. და ამაზე შეჩერდა გადაწყვეტილება. ამის შემდეგ: რომ მოისმინა, მას გაუჩნდა აზრად, გონებამ უჩვენა გზა (მას უჩვენა გონიერი გზა) უნდოდა დაფარული და ცხადი, რათა მისი სახსოვარი დარჩენილიყო ქვეყნად. დაისვეს მწერალი ერთი, მთელი წიგნი რუდაქის წაუკითხეს, შეაკავშირა მთქმელმა დაფანტული (გალექსა პოეტმა პროზა) გახვრიტა ეს,ასე მსხვილი მარგალიტი”

მოტანილ ლექსში ერთი აშკარაა: ნასრის დრომდე არაბულმა ვერსიამ მოაღწია და არა ფალაურმა. ბალ’ამიმ ბრძანა მისი თარგმნა, ხოლო ამის შემდეგ კი რუდაქის დაევალა მისი გალექსვა. ასეთსავე ცნობას გვაწვდის აბუ მანსურისეული “შაჰ-ნამეს” წინასიტყვაობა, ოღონდ ამის მიხედვით, ამირამ თვით ბალ’ამის ათარგმნინა ძეგლი არაბულიდან სპარსულად, ხოლო მერე, როგორც ფერდოუსი გვაცნობს, რუდაქის გაალექსინა პროზაული ტექსტი.

რუდაქიმ ჩინებურად იცოდა არაბული ენა (ეს ჩანს მისი ჭრელი ლექსებიდანაც) და არაბულიდან ზოგი რამე უთარგმნია კიდევაც. მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ მოტანილი ციტატის მიხედვით ვარაუდობენ, მას სპარსული პროზაული თარგმანი გაულექსავს.

დე სასი თავს იკავებს “დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რუდაქიმ იბნ ალ-მუყაფფას არაბული ვერსია გამოიყენა თუ ბალ’ამის სპარსული თარგმანიო. ამავე აზრისაა დ.კობიძე, რომელიც იმასაც კი ფიქრობს, შეიძლება იგი ფალაურიდან იყოს თარგმნილიო. ჩვენი აზრით, “შაჰ-ნამეს” დაბეჯითებით ცნობებს მეტი ანგარიში უნდა გაეწიოს. როგორც ჩანს, ამ ეპოქისათვის ნიშანდობლივია ერთი ენიდან თხზულების ჯერ პროზად, ამბად თარგმნა და მერე გალექსვა. ასე შეიქმნა “ვის-ო რამინი” ფალაური ძეგლი ჯერ ახალ სპარსულ ენაზე იქნა გადმოთარგმნილი, ხოლო მერე ეს თარგმანი გალექსა ფახრ ედ-დინ გორგანელმა.

“ქილილა და დამანა” რუდაქის უნდა გაელექსა 932წ.-წიგნი, როგორც გვარწმუნებენ, თორმეტ თუ ცხრამეტ ათას შეიცავდა.რუდაქი ამ დროს დაბრმავებული უნდა ყოფილიყო (”რუდაქის წაუკითხეს”_ ბარ რუდაქი ხანდანდ) და ძეგლი კარნახით უნდა გაელექსა.

როგორც რუდაქის მთელი შემოქმედების, ასევე მისი “ქილილა და დამანას” მხოლოდ ფრაგმენტები შემოგვრჩენია. ბოლო დრომდე ჩვენ ამ ძეგლის მხოლოდ ორასოთხ სტრიქონს ვიცნობდით, სხვადასხვა ადგილიდან შემორჩენილს და სხვადასხვა წყაროებში დაცულს. ტრადიციით ეს ფრაგმენტები ცალკე შეაქვთ ღუდაქის კრებულში, მაგრამ მათ ადგილს როდი უთითებენ.

ზოგი რუდაქისეული ფრაგმენტი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ იგი მისი “ქილილა და დამანადანაა” ხოლო პირველწყაროებში ასეთად ცნობილი ზოგი ბაითის ამ მასნავი ნაწილად მიჩნევა ჭირს, რადგან ისინი რაიმე სიუჟეტს კი არ გამოხატავენ არამედ ზოგადი ფრაზებია,მაგ.ასეთი ბაითი:

 

ჰარ ქე ნამოხთ აზ გოზაშთ-ე რუზეგარ

ნიზ ნამუზად ზე ჰიჩ ამუზეგარ

 

“ვინც ცხოვრებისგან ვერაფერი ისწავლა,

ვერავითარი მასწავლებლისგანაც ვერაფერს ისწავლის”

 

ზოგან სიუჟეტის ამსახველი დეტალი არის, მაგრამ იგი მხოლოდ “ქილილასთვის” კი არაა დამახასიათებელი, და ამდენად შეიძლება მის რამდენიმე იგავს მიუდგეს. მაგ:

 

“მეფემ მეორე დღეს ბაღი მორთო ლამაზად,

ძვირფასეულობა დადგა და საფენები გაშალა.

 

მაინც რუდაქის “ქილლილა და დამანასეულად” პირველ წყაროებში მიჩნეული ზოგი ფრაგმენტი შეიძლება ამა თუ იმ იგავს დავუკავშიროთ. ს.ნაფისიმ 21 ფრაგმენტს მოუძებნა “ქილილა და დამანაში” თავისი ადგილი. ზოგი მათგანი საეჭვოა. მაგ.მეცნიერს მიაჩნია, რომ ქვემოთმოტანილი ბაითი უკავშირდება ლომისა და კურდღლის იგავს.

 

“უთხრა კურდღელს: ეს ჩემი სახლია,

ადექი და შენი ჩალა-ბულა გაყარე იქიდან”

 

ასე ს.ნაფისის აზრით ბაითი

 

“კარგად რომ გაერკვა საქმეში,

მისგან ჩუმად გააღვიძა კაცი”.

 

უკავშირდება იგავს: “განშორებული, მდევი და მპარავი. გამოდის რომ დევს ჩუმად გაუღვიძებია განდეგილი და არა ხმამაღლა. ხომ არ ეკკუთვნის ეს ბაითი იგავს “დიდვაჭრის ცოლი და მპარავი’? ხომ არ უნდა წავიკითხოთ ზან_ როგორც ქალი (გვაქვს კონტასტი ზან ქალი და მარდ კაცი) ს.ნაფისის ხოშქამარ ესმის როგორც წყალმანკკი გააკეთა” (ხოშქამარ ქარდ) გაუგებარია ყოველგვარ კონტექსტში და მითუმეტეს ს. ნაფისის მიერ მითითებულ იგავში (როცა დევს განდეგილი უნდა გააფრთხილოს ქურდი გეპარებაო). ხოლო გამოძიება და მიყურადება ვაჭრის ცოლის მდგომარეობას ასახავს.

 

რუდაქისეული ბაითი:

 

“როგორც წითელი ვარდი სოსანში

ან როგორც ოქროს საყურე ლამაზ ყურზე”

 

ს.ნაფისის დაკავშირებული აქვს ნასრ ალ-ლაჰის ვერსიის ერთ ადგილთან:

 

“ხარისთვალისა და სოსანის სიმრავლისაგან

მიწა თვალმარგალიტის გამყიდველის დუქანიივითაა”.

 

ნასრ ალ-ლაჰის ვერსიაში ბაღია აღწერილი, ნათქვამია რომ ირგვლივ მრავალი ყვავილი ჰყვავის, ხოლო რუდაქის ბაითში რაღაცა (თუ ვიღაცა) შედარებულია სოსანის ფონზე მოკიაფე წითელ ვარდს და ოქროს საყყურეს. ვფიქრობთ, მათ ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ ორივეგან ნახსენებია ფილგუშ (”სპილოსყურა”, სოსანი).

ს.ნაფისის შემდეგ ასეთი შეჯერება არაერთხელ იქნა წარმოებული, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს ექსკურსები ან საეჭვოა ან სხვებს იმეორებს.ჩვენდა თავად მივუთითებთ რამდენიმე ბაითს სადაურობაზე:

 

რუდაქის ვერსია:

 

“არავითარი სიხარული არაა ამ ქვეყნად

მეგობრების ნახვაზე უკეთესი,

არაფერი არაა ისე მწარე

როგორც ღირსი მეგობრის დაშორება”.

 

 

ნასრ ალ-ლაჰის ვერსია:

 

“მეგობრებთან შეყრის და ერთად ყოფნის მსგავსი სიხარული არაა და ძმების განშორებისა და მეგობრების დაცილებაზე უარესი მწუხარება არ შეიძლება რომ იყოს”.

 

”მელამ ავაზის მსგავსად იღრიალა,

თავი ამოიგდო იქიდან (ამოვარდა)

 

შეიძლება, ეს ბაითი მელი და ტაბლის იგავიდან იყოს. კერძოდ მელის მიერ გაფხრეწილი დოლიდან თავის დახსნაზე გვქონდეს აქ ლაპარაკი.

 

 “საწყალი კაცი ძალიან გააბრაზა ამან, სახრეს დაავლო ხელი”

 

ეს ბაითი უნდა გადმოგვცემდეს იმ მომენტს, როცა “ერთგულ კვარნაში” ბავშვის მამა ჯოხით კლავს კვერნას.

 

უთხრა ხვალვე გაახლებ მას ,

მე მოგიშუშებ წყლულს.

 

შეიძლება ეს ბაითი გამოხატავდეს “უგულო და უყურო ვირის” იგავში იმ ადგილს, სადაც მელა მშიერი და დავარდნილ ლომს ჰპირდება, აქვე ახლოს ვირი ძოვს და იმას მოგიყვანო.

ასადი თუსელის “ლუღათ-ე ფურსის” აბბას ეყბალისეულ გამოცემაშიც სულ მცირე ხუთი ბაითი მაინც იკითხება, რომელიც ვფიქრობთ, რუდაქის “ქილილა და დამანას” ფრაგმენტები უნდა იყოს (შეიძლება მეტიცაა, მაგრამ ჩვენ სხვა საზომი, გარდა ფორმის, ზომის და შინაარსის თანახვედრისა არა გვაქვს).

 

ესენია:

 

“ზღვის ხელმწიფემ სიმურღი წაიყვანა,

სახლი (აქ ბუდე) და შვილი იმ თითევს ჩააბარა”.

 

ეს ბაითი იმ იგავიდანაა, თითევმა ბუდე ზღვის პირას რომ აიშენა და აღვის ხელმწიფემ რომ წაულეკა ბუდე და ბარტყები, თითევმა ფრინველთა მეფესთან, სიმორღთან იჩივლა. სიმორდი გამოესარჩლა მას და ბუდე და ბარტყები დააბრუნებინა ზღვის ხელმწიფეს.

 

“ მშიერი მელა მივიდა იმ დოლთან,

გაოცებული თვალებით უყურებდა მას”

 

ეს ბაითი მელისა და ტაბლის იგავიდანაა, მელამ რომ დოლი ნახა და საჭმელი ეგონა.

 

”გამოაღვიძა ცოლი წყნარად და მშვიდად,

უთხრა ქურდები არიანო! და ჩაიცვა ფეხთ”

 

“რა დაემართა საცოდავ ხარს დამანას ცბიერებით და ყვავის ვერაგობით რა ეწია ბუს” ეს ბაითი უნდა იყოს იმ იგავიდან, რომელსაც ბარზუი ურთავს თავის თავზე მოყოლილ ამბავში. ერთ კაცს ქურდები მიეპარნენ. მან უგრძნო და ცოლს განზრახ საუბარი დაუწყო, მთელი ქონება ქურდობით მაქვს შეძენილიო. ეს იგავი მხოლოდ იბნ ალ-მუყაფფას და ნასრ ალ-ლაჰის ვერსიებში გვხვდება, ჩანს რუდაქის უთარგმნია წიგნის შესავალიც, კერძოდ ბარზუის ამბავი.

 

”უნდა გამოგვცადონ მეც და ისიც,

რათა ლომი გულდამშვიდებული იყოს”

 

”ისე განრისხდა ხარზე, რომ ადგილზე ვერ ეტეოდა, გახელდა და აწრიალდა”.

 

ეს ბაითი ალბათ აღწერს გაბრაზებულ ლომს, რომელიც დამანამ გაახელა და შუთურბას საწინააღმდეგოდ აამხედრა. ვიმეორებთ, “ლუღათ-ე ფურსიდან” ამოკრებილ ფრაგმენტებში კიდევ შეიძლება ზოგი ბაითი “ქილილა და დამანადან” იყოს.

 

გვინდა შევეხოთ ერთ საკითხს, რომელიც რუდაქის “ქილილა და დამანას” უკავშირდება. რუდაქისეულ ფრაგმენტებში არაიშვიათად გვხდება ბაითები, რომლებიც “ქილილა და დამანას”ზომით, რამალით არის გაწყობილი, ხოლო შინაარსით აღადგენენ იმ იგავებს, რომელტაც დღეს “სინდბად-ნამეში” ვკითხულობთ. ამის გამო პაულ ჰორნი ფიქრობდა: რუდაქის “სინბად ნამეც” გაულექსავს და ეს ბაითებიც იქიდან არისო.

რუდაქის ცხოვრებისა და შემოქმედების დაუღალავმა მკვლევარმა სა’იდ ნაფისიმ გამოთქვა ვარაუდი: რუდაქის ან გაულექსავს ამ ზომით მართლაც მთელი “სინბად-ნამე” “დავრან-ე აფთაბის” სახელწოდებით (საქმეს ის ართულებს, რომ “ფარჰანგ-ე ჯეჰანგირიში” ვკითხულობთ, რუდაქის ჰქონდა ასეთი პოემაო), ანდა “სინდბად-ნამეს” მხოლოდ ზოგი იგავი გაულექსავს და “ქილილა და დამანაში” შეუტანიაო. ა. მირზოევი ს.ნაფისის ამ ვარაუდს არ იზიარებს იმ მოსაზრებით რომ “ამ ორი ნაწარმოების (”ქილილა და დამანასი” და “სინდბად-ნამეს”  - მ.თ) შინაარსი ერთმანეთს არ ეთანხმება”.

ჩვენი აზრით, მთავარი ჩარჩოს შინაარსის სხვადასხვანაირობა სრულებით არ უშლის ხელს იგავების ურთიერთსესხებას. ასეთ ძეგლებში იგავები თხზულების ძირითადი ჩარჩოს ამბავს როდი ქმნიან, არამედ, როგორც ზემოთ ვამბობდით, მათ ესა თუ ის ოერსონაჟი ჰყვება ხოლმე. იგავთა თემა და შინაარსი შეზღუდული არაა. ამიტომაა, რომ ვთქვათ, იმავე “ქილილა და დამანას” არაკები (”კუ და ღრიანკალი”, მოღვაწე და დერგი ერბო”) იკითხება სულხან-საბა ორბელიანის თხზულებაში “სიბრძნე-სიცრუისა”. თუმცა მათ სხვადასხვა შინაარსი აქვთ.

არ არის შეუძლებელი, რუდაქის თითო-ოროლა ნაცნობი იგავი შეეტანოს “ქილილა და დამანაში” და მათ შორის ყოფილიყო ის იგავები, რომელიც ამავე დროს “სინდბად-ნამეში” იკითხება. მაგრამ, ვფიქრობთ ჩვენ, შეიძლებოდა ეს იგავები უკვე ყოფილიყო შეტანილი კრებულის სპაესულ ნუსხებში. იბნ ალ-მუყაფფას ვერსიასა და რუდაქის თარგმანს შორის მთელი ორი საუკუნე დგას, აბუ მანსურისეული “შაჰ-ნამეს” წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

 

“ ეს წიგნი (”ქილილა და დამანას” პროზაული სპარსული თარგანი) ხალხს ჩაუვარდა ხელთ და ყველა მას ეტანებოდა. ის ფართოდ გავრცელებულა და, ბუნებრივია, ამ ხნის მანძილძე სხვადასხვა რედაქციებს შექმნიდა. თავის მხრივ “სინდბად-ნამეში”, მაგალითად, იკითხება უსამართლოდ დასჯილი კატის ამბავი, რომელიც “ქილილა და დამანას” “ერთგული კვერნაა”. თუ ასე არაა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ რუდაქის ორი პოემა ერთი ზომით გაულექსავს, რაც საეჭვოა.

იმისათვის, რომ დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ რუდაქის პოემა, გვინდა ერთმანეთს შევადაროთ იბნ ალ-მუყაფფასეული არაბული ვერსიისა და რუდაქის “ქილილა და დამანას” ორი შესატყვისი ადგილი.

 

რუდაქი

 

“ხისგან დამოწმებას [რომ] მოითხოვს ის,

შენ მაშინ ხის შიგნიდან თქვი:

იმ სკივრში დინარი იყო

[და] იმ გულუბრყვილომ წაიღო-თქო”

 

იბნ ალ-მუყაფფა:

 

“მე მინდა, რომ შენ წახვიდე ღამით, შეხვიდე შიგ და როცა მოსამართლე მოვა და ჰკითხავს ხეს, შენ რას იტყვიო, ფუღუროდან უპასუხო: ფული გულუბრყვილომ წაიღო-თქო!”

 

რუდაქი:

 

“მერე დოლი ნახა ხესთან,

ყოველ წუთს მაღალ და ძლიერ ხმას გამოსცემდა”

 

იბნ ალ-მუყაფფა:

 

“...დოლი იყო, ხის გვერდით დატოვებული, როცა ქარი ქროდა, ხის ტოტები ტოკავდა, ეცემოდა დოლს, ხოლო ის ძლიერ ხმაურობდა”.

 

როგორც ვხედავთ, იგავვის სიუჟეტის გაზრდის ან შეკუმშვის ტენდენცია რუდაქის თარგმანს არ ეტყობა.

რადგან რუდაქის “ქილილა და დამანას” ფრაგმენტებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ბარემ გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეიძლებოდა ამ ფრაგმენტთა არა მარტო გაზრდა, არამედ შეკვრაც. ს.ნაფისის, ა.მირზოევის და ი.ბრაგინსკის გამოცემებში იკითხება ბაითი, რომელიც ეს-ესაა ზემოთ მოვიტანეთ:

 

“მერე დოლი ნახა, ხესთან,

ყოველ წუთს მაღალ და ძლიერ ხმას გამოსცემდა”

 

ეს ბაითი სამართლიანად მიაჩნიათ რუდაქისეული “ქილილა და დამანას” ფრაგმენტად. მაგრამ ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა აღგვენიშნა, რომ ასადის ლექსიკონიდან ამოკრებილ ფრაგმენტებში რამდენიმე ბაითი რუდაქის “ქილილა და დამანასი” უნდა იყოს. კერძოდ, მოვიტანეთ ასეთი ბაითიც:

 

“მშიერი მელა მივიდა იმ დოლთან

გაოცებული თვალებით ჩაცივებოდა მას.”

 

ვფიქრობთ, ორივე ბაითი ერთი იგავის (”მელა და ტაბლი”) ფრაგმენტია, მეორე აგრძელებს პირველს. ასევე, ერთმანეთის გვერდით მოაქვთ, მაგრამ ერთად – არა ორი ასეთი ბაითი:

 

“უთხრა მორწმუნეს: ეს დინარი იყო,

რაზედაც ეს საზიზღარი თაგვი ზრუნავდა”

“მორწმუნე წავიდა და მოუტანა მას თოხი,

როცა სტუმარმა ჩემი სოროს დანგრევა ინება”

 

ეს ბაითები, აშკარაა, გადმოგვცემენ “ჭილყვავის და თაგვის” ამბავში მოთხრობილი თავგადასავალის დეტალებს და ამიტომ ერთმანეთთან უნდა იყვნენ შეკრულნი. მაგრამ იმ იგავში ჯერ მორწმუნე თოხს მოუტანს სტუმარს, სტუმარი აშლის სოროს და მერე ეუბნება: ეს დინარი იყოო და სხვ. ასე რომ,ეს ბაითები უნდა შეერთდეს, მაგრამ მათ ადგილი უნდა შეეცვალოს. ამავ დროს, მათ შუა, სულ მცირე, ერთი ბაითი მაინც აკლია შინაარსის მიხედვით (რომ მოთხარა სტუმარმა სორო) და ამის გამო მათ შუა მრავალწერტილი დაისვას. ა.მირზოევის გამოცემაში ეს ბაითები გაერთიანებული კი არის მაგრამ ადგილის შეუცვლელად, ისე როგორც ი. ბრაგინსკის რედაქციაშია, რაც შეცდომაა.

ხდება პირიქითაც რუდაქის გამომცემლებს ზოგჯერ გაერთიანებული აქვთ ისეთი ბაითები რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო.ასე მაგალითად: ს.ნაფისისა და ი.ბრაგინსკის გამოცემაში ვკითხულობთ:

 

“დღისით აღმოსავლეთიდან ფარშევანგის მსგავსი დასავლეთისაკენ მიგოგმანობს ლაღად და ნებიერად.

მზე დავინახე გათენდა თუ არ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიისწრაფოდა” მეორე ბაითი იმეორებს პირველს და ამდენად ასეთ ლექსს ფასი ეკარგება. შეუძლებელია ერთი და იგივე პოეტური სახე გამოეყენებინა რუდაქის ორ მეზობელ ბაითში. აშკარაა,რომ აქ გვაქვს რუდაქის საყვარელი პოეტური სახის ორი ვარიანტი, რომელიც მან ალბათ სხვადასხვა ლექსში იხმარა.

რუდაქის ამ თხზულებაში, ბუნებრივია “გამოვლინდებოდა ახალი სპარსულის როგორც ლიტერატურული ენის ყველა შესაძლებლობანი, ყველა თავისებურებანი და იმის გასარკვევადაც, თუ რა საფეხურები განვლო ახალმა სპარსულმა, როგორც ლიტერატურულმა ენამ, უდიდესი პოეტის ფირდოუსის “შაჰ-ნამემდე”, მას ექნებოდა დიდი ღირებულება”.

რუდაქის ვერსია მაღალი ოსტატობა ემჩნევა. საერთოდ რუდაქი ალბათ დიდ გასაქანს მისცემდა თავის ნიჭს, თავის სადა და გენიალურ სტილს არ გადაუხვევდა, ხალხური წარმომავლობის ეს იგავები მისი წერის მანერას მოერგებოდა. შეიძლება მართალნი იყვნენ, როცა აღნიშნავენ (თუმცა ფაქტები არ მოაქვთ და ამდენად არ ვიცით რას ემყარებიან ისინი), რომ რუდაქი ჩვეულებრივი ვერსიფიკატორი არ ყოფილა. მან თავისებურად გადაამუშავა პოემა, და შიგ მოწინავე იდეები ჩააქსოვაო. ყოველ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია ნასრ ალ-ლაჰის ცნობა თავისი “ქილილა და დამანას” შესავალში: ეს წიგნი იბნ ალ-მუყაფფას და რუდაქის შემდეგ სხვებმაც თარგმნეს, როგორც შეეძლოთ, მათ უმეტესად ამბები აინტერესებდათ და არა სიბრძნე და დამოძღვრაო.

რუდაქის ლექსთა მარგალიტებს ისტორიული ბედუკუღმართობის ათი საუკუნე ფარავს. სამოცი წელი (1897-1958) ეძებდენ რუდაქის “ქილილა და დამანას” და ორასიოდე სტრიქონი მოიძიეს. ვინ იცის, იქნებ ზოგ მის ფრაგმენტს კიდევაც ვკითხულობდეთ რომელიმე კრებულში და ვერ ვცნობდეთ. სად შეიძლება კიდევ ეძიოს კაცმა მისი სტრიქონები? შეიძლება ვა’ეზ ქაშეფის ვერსიაშიც. ქაშეფის მმოტანილი აქვს ბევრი პოეტური ციტატა, ხოლო ყველა ლექსის სადაურობა ცნობილი არაა.

XII საუკუნეში რუდაქის “ქილილა და დამანა” უკვე დაკარგული იყო. ჩანს, დაკარგული იყო სპარსული პროზაული თარგმანიც და ირანელები იძულებულნი იყვნენ ეს ძეგლი ხელახლა არაბულიდან ეთარგმნათ. ამჯერად მას თარგმნის ბაჰრამ-შაჰ ღაზნელის (1118-1152) კარისკაცი აბუ მა’ალი ჰამიდ ად-დინ ნასრ ალ-ლაჰ იბნ მუჰამად იბნ’აბდ ალ-ჰამიდ ღაზნელი.

ვარაუდობენ რომ ეს ძეგლი მას 1144წ. უნდა შეექმნას. წიგნი მას ბაჰრამ-შაჰისთვის მიუძღვნია და ამიტომ შერქმევია ბაჰრამშაჰისეული “ქილილა და დამანა”. თხზულება ფართოდ გავცელდა აღმოსავლეთში და იმ დროიდან ამ ხანამდე მეტად პოპულარულია. ბაჰარი მას იხსენიებს, როგორც დღემდე ხელი-ხელ საგოგმანებ წიგნს, მას გამოხმაურებიანნ პირველწყაროებიც,_XIII საუკუნეში მუჰამმად ავფი თავის “ლუბაბში” და XV ს. დავლათშაჰი თავის “თაზქერათ ოშ-შო არაში”, ეს უკანასკნელი კერძოდ შენიშნავს: [”ნასრ ალ-ლაჰს “ქილილა და დამანა] არაბულიდან სპარსულად უთარგმნია და ბაჰრამ-შაჰის სახელით შეუსრულებია ეს საქმე. და ჭეშმარიტად მჭერმეტყველება და ოქროპირობა გამოუჩენია ამ წიგნში”.

ნასრ ალ-ლაჰის თხზულებას მეტად აქებს ვა’ეზ ქაშეფიც თავის “ანვარ-ე სოჰაილის” შესავალში. თავის მხრივ ისიც აღნიშნავს, რომ ბაჰრამშაჰისეულ “ქილილა და დამანას” იბნ ალ-მუყაფფას არაბული ვერსია უძევს საფუძვლად. ასეთ ფონზე მოულოდნელი იყო ამ ძეგლზე თავდასხმა და მისი ავტორის მიჩნევა ისეთ კაცად რომელმაც არც არაბბული იცოდა, არც სპარსული და არც მწერლისთვის საჭირო სხვა თვისებებს ფლობდა. ამ მოსაზრებათა ავტორის მტკიცებით ნასრ ალ-ლაჰის “ქილილა და დამანა” ქცეულა კერპად. და იგი უნდა დაიმსხვრეს. ბაჰრამშაჰისეული “ქილილა და დამანა” არაერთხელაა გამოცემული. მისი სტილის ჩინებული ანალიზი დაგვიტოვა მალექ ოშ-შო არა ბაჰარმა.

ნასრ ალ-ლაჰს იბნ ალ-მუყაფფას ვერსია მთლიანად უთარგმნია და თავის მხრივაც შეუტანია შიგ ზოგი რამ, ძეგლს იგი “ზოგჯერ ავრცობს და ზოგჯერ კუმშავს, როგორც ჩანს, თავისი გუნებისდა მიხედვით”. ამაზე თავად ნასრ ალ-ლაჰი გვაუწყებს: მე აზრად მომივიდა ეს ძეგლი ვთარგმნო, იგი აიებითა და ამბებით, ბაითებითა და ლექსებით გავამაგროო. მას მართლაც შეუტანია შიგ მრავალი ლექსი,როგორც სპარსული ისე არაბული და ამით უნებურად აღუდგენია ამ კრებულისთვის ჯერ კიდევ სანსკრიტიდან გადმოყოლილი ტრადიცია. ზოგ ლექსზე თვითონ ნასრ ალ-ლაჰი გვეუბნება თუ ვისია, ზოგის სადაურობა კი არ ვიცით. სპარსულ პროზაულ ძეგლებში ლექსებს ხშირად მიმართავენ და ყოველთვის როდი ხერხდება მათი მისამართის დაზუსტება. აქაც ყოველტვის როდი ახსენდებათ ნასრ ალლაჰის მოტანილ ციტატათა სადაურობა.

ნასრ ალ-ლაჰის თხზულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას არაბული ლექსები იქცევს. ვისია ისინი? ამის პასუხს წიგნის ავტორი არ იძლევა. იგი მხოლოდ ზოგჯერ თუ უთითებს მათ წარმომავლობაზე,თითონ კრებული არაბულიდანაა თარგმნილი. თითქოს მოსალოდნელია, ლექსებიც და პროზაული ტექსტიც ერთი და იმავე დედნიდან მოდიოდეს, მაგრამ იბნ ალ-მუყაფფას არაბულ ვერსიაში, საიდანაც ნასრ ალ-ლაჰის კრებული ითარგმნა, ლექსები არ იკითხება. ჩანს ნასრ ალ-ლაჰმა თვითონ მოუყარა მათ აქ თავი ისე, როგორც სპარსულ ლექსებს. აქ ისეთი სურათი იქმნება, როგორც ამავე ხანის სხვა, ინდურიდან არაბულის გზით სპარსულ ლიტერატურაში შემოსულ ძეგლში – ზაჰირი სამრყანდის “სინდბადნამეშია”, სადაც სპარსელებზე უფრო ხშირად არაბი პოეტებია ციტირებული.

“სინდბად-ნამეში” ოცამდე არაბი პოეტია მოხმობილი, სპარსელი - კი ათი, ამავე დროს ყველაზე ხშირად ციტირებული ანვარის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია (მას თორმეტჯერ დასესხებიან) არაბი მგოსნის მუთანაბბის (X ს.) მაჩვენებელთან, - ეს უკანასკნელი დაახლოებით ორმოცდაათჯერაა ციტირებული. მიზეზი ამ ორ ძეგლში ასეთი სურათის შექმნისა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. შესაძლებელია ზაჰირი სამარყანდის თავად არ ჰქონდეს ეს ციტატები მოგროვილი, იქნება იგი იყო ფანარუზისეულ ვერსიაში. რომელსაც ზაჰირი დაეყრდნო, ხოლო ფანარუზის იქნებ ფალაური ვერსია კი არ ჰქონდეს თარგმნილი, არამედ არაბული. ხოლო ნასრ ალ-ლაჰს, ეტყობა, თავად მოუხდა ამ ციტატების მოხმობა.

თუ ასეა, ღიად რჩება მაინც საკითხი, XII საუკუნის სპარსულ ძეგლში რატომ ჭარბობს არაბი ავტორებიდან მოტანილი ციტატები მშობლიური ლიტერატურის ნიმუშებს. ჩანს ნასრ ალ-ლაჰი ერთი იმათთაგანია სპარსულ ლიტერატურაში, რომელთაც “ყოველთვის ეწადათ რომელიმე ცნობილი სტრიქონი პროზაში ჩაერთოთ, და ესეც ოსტატობის გამოჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო”. არაბ ავტორთაგან აქ ხშირადაა ციტირებული იგივე მუთანაბბი. სპარსელთაგან: სენაი (გარდ.1130) და სა’ად სელმანი (დ.1046). “აბუ ლ-მა’ალისაც შეეძლო ყოველ კარში საკუთარი ლექსები ჩაერთო, მაგრამ ეს არ ქნა. და იტვირთა ჯაფა ლექსთა ციტატების მოტანისა, რომელიც ლექსის დაწერაზე უფრო ძნელია”.

არ იქნებოდა სწორი, გვეფიქრა, რომ ლექსთა ჩართვით ნასრ ალ-ლაჰს სურდა აღედგინა ის ტრადიცია, რომელიც ამ კრებულის წინაპარში, “პანჩატანტრაში”, გვაქვს. ვფიქრობთ, აბუ ლ-მა’ალი მისდევს მის დროს დამკვიდრებულ მოდას სპარსულ, არაბულ, თურქულ, ინდური ლიტერატურაში და პროზაული ძეგლის ლექსებით შემკობა უნდა. ამ ხანის ზოგი ავტორი თავის პროზაულ თხზულებას საკუთარ ლექსებს ურთავს (მაგ: XI ს. არაბი მწერალი იბნ ჰაზმი თავის “მტრედის ფარღულში” სა’ადი შირაზელი “გოლესთანში”), ხოლო ზოგი ნასესხები სტრიქონებით ამკობს თავის თხზულებას (მაგ.იგივე ზაჰირი სამარყანდელი, “სინდბად-ნამეში”, ნიზამ ულ-მულქი “საიასათ-ნამეში” და სახ.).

ნასრ ალ-ლაჰის “ქილილა და დამანაში” იმდენივე (და იგივე) კარი იკითხება, რაც იბნ ალ-მუყაფფას ვერსიაში. ოღონდ მათი ადგილი ცოტათი შეცვლილია. სამი კარი, კერძოდ: ირადის, შადირამისა და ირახტისა; მოგზაურის, ოქრომჭედლის,ვეფხვის,მაიმუნისა და გველისა; უფლისწულის, დიდებულის, ვაჭრისა და გლეხის შვილებისა--ბოლოშია მოქცეული. ოდნავ შეცვლილია წიგნის შესავალი. ნასრ ალ-ლაჰს თავის მხრივაც წაუმატებია შესავალისთვის თავი, რომელშიაც თავისი პატრონის ქება და “ქილილა და დამანას” მოკლე ისტორია აქვს გადმოცემული. ამას მოსდევს იბნ ალ-მუყაფფასეული ცნობა წიგნის წარმომავლობის თაობაზე, თავი ბარზუის ინდოეთში გამგზავრების შესახებ, თავი ბოზურჯმიჰრს რომ მიეწერება, ბარზუუის განცდათა აღმწერი თავი, ბოლოს მეტად მკრთალად ჩანს, რომ ამ ამბებს ინდოთა რაის ეუბნება ბარაჰმანი.

როგორც ვხედავთ, “ქილილა და დამანას” შესავალი კიდევ ერთი თავით გაზარდა ნასრ ალ-ლაჰმა, დაუმატა რა მას თავისთავად ამ ძეგლის ისტორია. შემდეგ ჩვენ ვნახავთ, რომ ასეთი თავისთავად ძეგლის ისტორიის თხრობის სურვილი გაუჩნდება ვა’ეზ ქაშეფისაც “ანვარ-ე სოჰაიალის” შესავალში. და ბოლოს “ქილილა და დამანას” ქართული ვერსიის შესავალს ახალი მომენტებით (პირადულით) ავსებენ ვახტანგი და საბა. ამათგან საბა სამ ავტობიოგრაფიულ იგავსაც წარუმძღვარებს მას.

ნასრ ალ-ლაჰის “ქილილა და დამანას” უკვე ეტყობა ე.წ. “ჩუქურთმოვანი პროზის” გავლენა. მის სტილში სამნაირი სახეობა იგრძნობა პროზისა: (წყობილი პროზა, გარითმული პროზა, თავისუფალი პროზა). ნასრ ალ-ლაჰის პროზა საუცხოოდ აქვს განხილული თავის “საბქ-შენასიში” მ.ბაჰარს. მას ჩვენც შევეხებით გაკვრით, როცა ქვემოთ ვა’ეზ ქაშეფუს “ანვარე სოჰაიალის” ირგვლივ გვექნება საუბარი. თავად არაბული ტაქსტი აქ თითქმის ზუსტადაა თარგმნილი. აქა-იქ შეიმჩნევა უმნიშვნელო გადახვევები იბნ ალ-მუყაფფას ტექსტთან შედარებით, მაგრამ ეს გადახვევანი შეიძლება არაბული ნუსხისმიერი იყოს.

“ქილილა და დამანას” იგავები ფიქსირებულია ნიზამის “ხოსროვ-ო შირინში”. აქ თითქმის მთელი ქილილა და დამანაა”, ოღონდ მოცემულია არა იგავები, არამედ მათი შინაარსისა და დედააზრის მინიშნება. ყოველ იგავს მხოლოდ თითო ბაითი უჭირავს, მაგრამ იგავის შინაარსი და მისი საიგავო დანიშნულება მაინც არის გადმოცემული. რადგან ეს ნაწილი დიდი არ არის და მისთვის საამისოდ ყურადღება არავის მიუქცევია, მოვიტანთ მას მთლიანად (თარგმანით).

 

“მოყოლა “ქილილა და დამანადან” ორმოცი იგავისა ორმოცი ნართაულით”

 

ბოზორგამიდი ვარდის ფურცელივით გადაიშალა,

ორმოცი იგავი მოუყვა ორმოცი ნართაულით.

 

[1] უპირველესად უთხრა: შენსავე თავს დააბრალე გაუფრთხილებლობა, [და არ მოგივიდეს ისე], როგორც შეთურბას მოუვიდა იმ შემცდარ ლომისაგან.

 

[2] ვნებები დაიოკე მისგან სიკეთეს ვერ ნახავ, რადგან მაიმუნისგან ხურო არ დადგება.

 

[3] გაქნილობით ის შეგრჩება ხელში, რაც იმ გაფხრეწილ დოლისგან შერჩა საჭმელად მელას.

 

[4] თუ გინდა რომ ჭირი არ მოიმატო, ისე ნუ მოიქეცევი, როგორც მომჭირნე განდეგილი მოიქცა.

 

[5] კაცის სახლში ნუ გატეხავ პირობას, თორემ [ასეთი საქმე] იმას გიზამს, რაც ყვავმა გველს უქნა.

 

[6] ცბიერებით ის მოგივა, რაც ყანჩას მოუვიდა კიბოს ჭანგისაგან.

 

[7] ანგარებას ნუ გაეკიდები და ის გახსოვდეს, რაც ანგარ ლომს უქნა კურდღელმა.

 

[8] შეიძლება თავის მომკვდანურებით გადარჩე, როგორც ის ბებერი თევზი ბადის ხიფათს გადაურჩა.

 

[9] ტურა,მგელი, და ყვავი ასე მოიქცნენ, [და] აქლემს თავისი ნებით გააწირვინეს თავი

 

[10] შურისგებით აღტკინებული შეიძლება დაუძვრე მტერს, ისე,როგორც ის თითევი- ზღვის ტალღებს.

 

[11] ბევრი დაღუპა თავისმა ენამ, ასე მოუვიდა კუს ბატებთან.

 

[12] უღირსებთან საქმის დაჭერით ის მოგივა, რაც იმ გულუბრყვილო ფრინველს დაემართა მაიმუნებისაგან.

 

[13] ეშმაკობბით ვერ შეჭამ სხვის ქონებას, როგორც ვერაგმა ვაჭარმა გულუბრყვილოს ქონება ვერ ჭამა.

 

[14] როცა ცოდნით ხრიკებს კარს უღებ, ისე წააგებ თავს, როგორც ბაყაყი, გველის მოკვლა რომ უნდოდა.

 

[15] ეშმაკობას ანებე თავი, ნუ გაიკარებ გულში ეშმაკობას, - თაგვი რკინას ვერ შეჭამს და ქორი ბავშვს ვერ მოიტაცებს.

 

[16] როცა ეშმაკობით მოხატულ ჩადრს მოიხურავ, იმ მხატვარივით შენვე დასწვავ იმ ჩადრს.

 

[17] სხეულს მცოდნე კურნავს, უვიცის ხელში წამალი შხამად იქცევა.

 

[18] ცოდნით დაუძვრები ხიფათს, როგორც ის ლამაზი ფრინველი დაუძვრა ბადეს.

 

[19] ნუ იქნები თავხედი და ერთგულება ისწავლე ბადის გამჭრელი თაგვისაგან და ყვავისაგან, რომელმაც პირით აყვანილი გააფრინა იგი.

 

[20] სხვას უსამართლოებიტ ერთი კაკალიც არ წაართვა, რადგან თაგვმა განდეგილს ქერი მოსტაცა და ოქროთი ზღო.

 

[21] ნუ იქნები ნამეტანი, როგორც საბელის გამწევი მგელი, რადგან განგებამ უცაბედად იცის ისრის სროლა.

 

[22] ნუ ხარ გაუმაძღარი, [ამ ვნების] მატარებელს არაფერი აქვს საერთო ჭკუასთან, როგორც ყვავებს ბუებთან.

 

[23] მტერი სუსტად არ ჩატVალო შენი სიბეცით, შეხედე, სპილოებს როგორ აჯობა კურდღელმა.

 

[24] გაუმაძღრობასა და თვალმაქცობას თავი ანებე, მემარხულე კატამ ნახე როგორ იშოვა საზრდო.

 

[25] ვინც იმ კატის გაბრიყვებულივით იქნება, მას ცხვარი ძაღლად მოეჩვენება.

 

[26] განსაცდელში ერთგულებას მიმართე, როგორც ეს ქურდის შიშით მოუვიდა ქალს ქმართან.

 

[27] შენს მტრებს თუ ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ, გადარჩები, როგორც ის ღვთისმოსავი ქურდსა და ეშმაკს გადაურჩა.

 

[28] გულის თვალები ფიცრით კი არ უნდა ამოიჭედო, იმ ხუროს მსგავსად, რომელმაც ცოლის ტყუილები დაიჯერა.

 

[29] თუ ცუდი არ ხარ ცუდს არ უმეგობრო, როგორც ის თაგვის ჯილაგის ადამიანი.

 

[30] ხიფათს შეიძლება აქეთ გამოენაპირო, მაიმუნი ასე დაუსხლტდა კუს.

 

[31] ვირივით რეგვენი კი არ უნდა იყო ამ ქვეყნად, მისი სირეგვნით ვირის გული მელამ შეჭამა.

 

[32] კარგია თუ განდეგილივით არ დაინანებ, რომელმაც სინდიოფალა მოკლა.

 

[33] რაც არა გაქვს მას ნუ ითვლი, როგორც იმ ჰალვაზე (ითვალა) გლახამ.

 

[34] წინდაუხედაობით კაცს ნუ მოდებ შარს, როგორც მამალმა მტრედმა დედალი მტრედა მოკლა.

 

[35] გონიერებით იხსენი თავი ამ გამოქვაბულიდან, როგორც თაგვმა ის კატა [იხსნა] ძნელი მახისგან.

 

[36] გაფრინდი,რათა ბანდში არ მოხვდე. როგორც ფრინველი ყობრა [გაფრინდა] ამ გუმბათიდან.

 

[37] სიმართლით ხმალსაც გადაურჩები უვნებლად, როგორც ის განდეგილი ტურა იმ ლომის რისხვას [გადაურჩა].

 

[38] შენ სიკეთე ქენი და სისხლისმსმელი მტრისაც ნუ გეშინია, სიკეთით იხსნა თავი იმ მოგზაურმა იმ გველისაგან.

 

[39] თავისი ღირსები-და მიხედვით ეძლევა კაცს ჯილდო ვაჭრის შვილიდან მოყოლებული უფლისწულამდე.

 

[40] პირსისხლიანი ნუ ხარ და ჭანგს ნუ გამახვავ საავკაცოდ, [თორემ] ასეთი საქმიანობის გამო შვილი დაკარგა ლომმა”.

 

უპირველეს ყოვლისა თვალში საცემია ის, რომ ამ პოემაში 40 იგავია დასახელებული, ხოლო იბნ ალ-მუყაფფას და ნასრ ალ-ლაჰის ვერსიებში მეტი იგავი იკითხება. ნიზამის პოემაში, კერძოდ, არ გვხვდება არაბული ვერსიის შემდეგი იგავები: (ე.კრაჩკოვსკის მიერ მიღებული რედაქციის მიხედვით):

1. ტილისა და რწყილის იგავი- “მაღრანი, მგელი მელი და აქლემის” წინ.

2. შიშველი ქალების იგავი - “ორი მკურნალის” შემდეგ.

3. “ბებერი გველი და მყვარი”

4. სტუმრის ეპიზოდი თაგვის თავგადასავალში (აქ ქმარი უყვება ხარბი მგლის იგავს ცოლს. “ხარბი მგელი” კი იკითხება ნიზამის პოემაში, მაგრამ იგავი, რომელშიც იგია ჩართული არ ჩანს. საერთოდ ეს იგავები ჭილყვავისა და თაგვის კარშია გაერთიანებული, რაც აქვს ნიზამის და შეიძლება საჭიროდ არ ცნო მათი შუალედი ჯაჭვის გადმოცემა).

5. “მოყირჭებული ხელოსანი”

6. “მაღრანი კაკაბი”

7. “ილადის იგავი” (ინდოეთის ხელმწიფე და ვერაგი ბრაჰმანები”).

ამ კარიდან მხოლოდ ჩარტული იგავი მოაქვ ს- “მტრედები და მარცვალი” (ამ არაკს “ინდოეთის ხელმწიფე და ვერაგი ბრაჰმანების” შინაარსი იწვევს).

აქ ჩამოთვლილ იგავთაგან პირველი ორი ნასრ ალ-ლაჰის ვერსიაშიც არ გვხვდება, ასე რომ, ნიზამის ვერსია იგავთა რაოდენობაში არც იბნ ალ-მუყაფფას ვერსიას უჭერს მხარს და არც ნასრ ალ-ლაჰისას.

ისმის კითხვა: რა წყარო გამოიყენა ნიზამიმ “ქილილა და დამანას” იგავტა გალექსვის დროს. სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ უნდა გაირკვეს: ეს იგავები მან ჩაუმატა თავად ხოსროვის ამბავში, თუ პოემმის რომელსამე წყაროს გადმოჰყვა. შეიძლება აქ მნიშვნელობა ჰქონდეს იგავთა დალაგებასაც. არაბული ვერსიის მსგავსად ნიზამის ორი იგავისთვის ადგილი შეცვლილი აქვს (”მტრედები და მარცვალი” და “ოთხი ამხანაგი” მას წინა აქვს გადმოტანილი), მაგრამ ეს მსგავსება ვერ დაასაბბუთებს იმას, რომ ნიზამის ვერსია არაბულ წყაროს ეყრდნობა, რადგან იგავები შეიძლებოდა სპარსულ კრებულშიც ყოფილიყო არეული.

არაბულ წყაროდან მომდინარეობაზე შეიძლება ისიც უთითებდეს, რომ აქ ბოზორგამიდი სხვა არაბულ მოვლენასაც გაგვაცნობს: ლაპარაკობს მოციქულის (მუჰამმადის) გამოჩენაზე. ამ დროს, ხოსროვის მეფობის (590-628) ბოლო წლებში მართლაც იშვა და სწრაფად აღზევდა მუჰამმადის (570-632) მოძღვრება-ისლამი.

ნასრ ალ-ლაჰის ვერსიის ნაზამის წყაროდ მისაჩნევად თითქოს ერთგვარი მნიშვნელობა აქვს დეტალს. არაბულ ვერსიებში ხელმწიფის და ჭაროს იგავში ქართული ჭაროს შესატყვისად ფანზა იკითხება. ნასრ ალ-ლაჰისაში კი-ყბრა, ხოლო ნიზამის პოემაში ეს უკანასკნელი გვხვდება (ყოველ შემთხვევაში ფანზა ვარიანტს ხელნაწერები არ ადასტურებენ). მაგრამ ესეც შეიძლება არაფერს ამბობდეს, რადგან ხელნაწერი ასეც შეიძლებოდა გახმოვანებულიყო და ისეც.

სპარსულობას თუ არაბულობას აქ საფუძველი არა აქვს, რადგან ეს სიტყვა სპარსულისთვისაც უცნობია და არაბულისთვისაც. საქმეს ის არტულებს, რომ არაბული ვერსიის გვიანდელი ხელნაწერებია მოღწეული და ისინი ერთმანეთისაგან ხშირად ძალიან განსხვავდებიან. ხოლო, მეორე მხრივ ნასრ ალ-ლაჰის ვერსია ბევრად არ განსხვავდება მისი დედნისგან (ორი ამბავი არ იკითხება მასში არაბულისა მასში, როგორც აღვნიშნეთ), ამიტომაც ჭირს ნიზამის ვერსიის წყაროდ მათგან რომელიმეს მიჩნევა. ნიზამიმ თავისი პოემა 1186 წ. დაამთავრა. ამ დროისათვის 1144 წ. დაწერილი სპარსული თხზულება არაა მოულოდნელი, სცნობდა ნიზამის, მაგრამ დაბეჯითებით მაინც რამეს თქმა ძნელია.

შეიძლება საკითხი სხვანაირადაც დაისვას: იქნებ იყო ნიზამის წყაროში ეს იგავები. ამით იბნ ალ-მუყაფფასთან თუ ნასრ ალ-ლაჰთან მისი დაკავშირების საკითხი არ იხსნება, რადგან ნიზამი იქნებ გვიანდელ ქრონიკას იყენებდა და მის სათანადო ადგილში იქნება უკვე იყო ასე ჭარბად არეკლილი ერთი ან მეორე ვერსია.შეიძლება სხვაც ვიფიქროთ: იქნება ამ წყაროში გაკვრით ყოფილიყო ნახსენები: “ქილილა და დამანათი” დამოძღვრა ხოსროვი ბოზორგამიდმაო, ხოლო ნიზამის იბნ ალ-მუყაფფას ან ნასრ ალ-ლაჰის ვერსია მოემარჯვებინოს და ტავად გადმოეტანოს მათგან იგავები. შეიძლება აქ რამეს გვეუბნებოდეს მაგალითი ამ პოემის სხვა ადგილიდან: ფერდოუსის “შაჰ-ნამეს” ხოსროვის ეპიზოდში შვიდ მელოდიას ამღერებს ხოსროვი ბარბიდს, ნიზამისთან კი-ოცდაათს. იქნებ დანარჩენი 23 მელოდია (”განჯ”)ნიზამის თავისთავად წამოეღოს სხვა წყაროდან. აქაც, ვიმეორებთ, იქნებ ნიზამი გაისარჯა “ქილილას” იგავების უხვად მოტანის მიზნით.

არ არის გამორიცხული, რომ ნიზამის ვერსიაში გვერდი ავლილი ჰქონდეს როგორც არაბულ, ისე სპარსულ ვერსიას და მისი წყარო, მუსლიმური ქრონიკა, “ქილილა და დამანას” უშუალოდ ფალაურ ვერსია გადმოგვცემდეს. პოემის ამ ნაწილში ბოზორგამიდი სხვა რამესაც უყვებახოსროვს. მას შირინმა თხოვა ხოსროვისატვის განათლება მიეცა. სასახლის ბრძენი ბუნებრივია იმ დროის მეცნიერებისა და ლიტერატურის მირწევებზე წაუკითხავდა ლექციებს თავის მეფეს. და მართლაც აქ გვხვდება ფილოსოფიის, მეცნიერებატა სხვადასხვა დარგისა და მორალის შესახებ მსჯელობანი, მოცემული პირველი ბიძგის, ცარგვალის, ვარსკვლავების, სააქაო და საიქიო ცხოვრების, სულის მარადისობის და მისთანათა რაობის გასარკვევი მოსაზრებანი, დაფუძნებული იმ დროის მეცნიერების დონეზე.

სწორედ აქაა დარიგება “ქილილა და დამანას” კოდექსებით. ვფიქრობთ, სასახლის სწავლული ასახავს მისი დროის ცოდნას და ემყარება მის თანამედროვე ბიბლიოთეკას. ყველა აქ წამოჭრილი საკითხი, ალბათ გარკვეულ მეცნიერულ შრომებსა და წიგნებს გულისხმობს. რომელიც იმ დროისათვის ალბათ არსებობდა. ხოლო ამ საკითხთა უმეტესობა ისეთ მეცნიერულ დონეზე დგას, რომ შეუძლებელია მხოლოდ ისლამური ეპოქის ნაყოფი იყოს. იგი უთუოდ დიდი პართული კულტურის ნაშთი ჩანს.

ამდენად, ვიმეორებთ, შეიძლება ისიც ვიფიქროთ რომ “ქილილა და დამანას” იგავების უკან უშუალოდ ფალაურიდან მომდინარე, ახალ სპარსულ ენაზე არსებული ქყარო იდგეს. რაც შეეხება იგავთა რაოდენობას ნიზამის ვერსიაში: მართალია, პოემის ამ თავის სატაურში ბევრ ხელნაწერს (პარიზის, ერმიტაჟის, ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის, ბაქოს) იგავთა რაოდენობა საერთოდ არა აქვს დასახელებული, მაგრამ თავის პირველივე ბაითის მეორე მისრაში ყველა ხელნაწერი კითხულობს: “ორმოცი იგავი მოუყვა ორმოცი ნართაულით”.

როგორც ვნახეთ, ნიზამის ვერსიაში ორმოცი იგავი გვაქვს. არაბული თუ სპარსული ვერსიის ზოგი იგავი, ვიმეორებთ, არ გვხვდება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებულიყოს ორმოციგავიანი “ქილილა და დამანა”. როგორც ვნახეთ, ზოგჯერ გამოტოვებულია კარის მთავარი ამბავი, ხოლო ჩართული იგავი იკითხება. ამ უკანასკნელის არსებობას კი პირველი განაპირობებს და თუ დეფექტური არ იქნებოდა, ჩვეულებრივ ვერსიაში შეუძლებელი იყო, ასეთ აშკარა შეუსაბამობას შერიგებოდნენ.

“ქილილა და დამანა” სპარსულად გაულექსავს ბაჰა უდ-დინ აჰმად იბნ მუჰამმად თუსელს, რომელიც ყანეის ფსევდონიმით წერდა.

რადგანაც ყანეის “ქილილა და დამანას” სპეციალურ ლიტერატურაში მხოლოდ გაკვრიტ შეხებიან, ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს, საგანგებოდ შევჩერდეტ მასზე.

ამ ძეგლს საყურადღებო ცნობები დაუცავს მისი ავტორის ვინაობის შესახებ. ყანეი არაერთგზის ჩერდება თავისთავზე შესავლი საგანგებო თავში (ხვარაზმშას განადგურების შესახებ). პოეტი გვაუწყებს: მონღოლებისგან ქვეყანა შფოთითა და ომით აივსო. ხორასანი იავარყოფილ იქნა. მონღოლთა ცნობილმა ლაშქარმა ხვარაზმშა დაამარცხა. ეს უკანასკნელი ჯერ ერაყში გაემგზავრა, მერე იქედან მაზანდარანის (კასპიის) ზღვას მიაშურა. მაშინ ხორასანში ვიყავი. იმ მხარეში ჩემისთანა პოეტი არავინ იყო. ჩინებულად ვცხოვრობდი. ხვარაზმშა რომ გაიქცა, ავდექი და ინდოეთს მივაშურე, იქედან გემით ადანს გავემართე, ადანიდან მედინაში მოვხვდი, ხოლო მედინიდან-მექაში. ქააბაში ვილოცე და მალე ბაღდადში გადავედი, ბაღდადიდან კი-რუმში. აქ მეფე ქაიყობადის ხილვით გავიხარე. იგი ქვეყნის მპყრობელ ქაუსის პაპა იყო. მისი ხოტბის წერით სურვილს ვეწიე. მთელს რუმში სახელი მოვიხვეჭე. ქაიყობადმა ბევრი მიბოძა. თითქოს მკვდარს ხელახლა ჩამედგა სული. დიდებულებსაც ვუყვარდი, არ მიჭირდა, მონები მყავდა და ფული მქონდა. დღეს კი ქისა დამიცარიელდა და მეფე ქაუსის იმედი-ღა დამრჩენია.

ყანეის ბევრი ხოტბა უწერია სელჯუკთა საქებად. “მე მისი (ე.ი. ქაუსის) მამისა და პაპის მეხოტბე ვიყავი. ერთი აქლემის ტვირთი იქნებოდა რაც ცოტა ხანში ლექსები მიწერია”. “რაც მათზე ხოტბა დამიწერია ოცდაათი ტომი იქნება.ეს ხოტბები პოეტს ცალკე წიგნად თუ ციკლად ჰქონია გაერთიანებული, მას იგი “სელჯუყ-ნამეს” სახელწოდებით იხსენებს. პოეტი სხვაგანაც გვამცნობს, რომ მას უქია სამი მეფე ამ გვარისა, საყურადღებოა სხვა ცნობა: “ორმოცი წელია ამ დინასტიას ვაქებო”. თუ ვივარაუდებთ, 1221 წ. მაინც ის რუმში იყო,პოემა 1260 წლისათვის გამოდის დაწერილი, როგორც ეს აღნიშნულია ლიტერატურაში.

ყანეის “ქილილა და დამანას” წინ უძღვის მოზრდილი შესავალი, რომელიც რამდენიმე თავად იყოფა და სხვადასხვა საკითხებს შეეხება. აქ პოეტი თავის შეხედულებებს გვიკარნახებს. ხელნაწერში მათ ასეთი სათაურით აქვთ:

 

თვინიერების შესახებ;

აზრის შესახებ;

ხალხის გაჩენის შესახებ;

მოციქულის შესახებ;

გონების საქებრად;

მეფეთა პირის გასრულების შესახებ;

ჭეშმარიტის შესაცნობად;

უწყინარობის შესახებ;

მეფეთა დიდბუნოვანობასა და გულუხვობაზე;

მეფეთა მართლმსაჯულების შესახებ;

კდემამოსილებასა და დარცხვენის შესახებ;

ქმნილებათა საფუძველისა და კეთილი ბუნების შესახებ ღვთისნიერებისა და ზომიერების დაცვის შესახებ სამართლიანობისა და გულწრფელობის შესახებ;

უნარიანობის შესახებ;

მშვენიერების საფუძველი მშვენიერების სახეა თავის თავის მდგომარეობის შესახებ;

მეფეებმა რომ ლექსი უნდა იცოდნენ, იმის შესახებ მეცნიერებისა და ცოდნის შესახებ;

მცირეთა კეთილად მოპყრობის შესახებ;

წარმომავლობისა და მოდგმის შესახებ;

დიდსულოვნებისა და კაცური კაცობის შესახებ;

სილაღის შესახებ;

გულუხვობისა და ჯომარდობის შესახებ;

პირობის სიწრფელის შესახებ;

ცოდვის მიტევების სანაცვლოს შესახებ;

ქმნილებათა მშვენიერების შესახებ;

ცოდნის შესახებ;

ნაწერის სიკეთე;

ამბავი მართლმსაჯულებაზე;

გულოვანების შესახებ;

ქება მეფისა და მისი ჩინებბული მხედრული თვისებისა ამბავი ხვარაზმშას დამარცხებისა;

ამბავი მეფე ქაუს სელჯუყისა და მისი შექება;

წიგნის საგნის შესახებ თქმული წინასიტყვა;

ეს შესავალი თავები ტავისი ხასიათით თავისთავად დიდაქტიკურია, რამდენადაც მათში სხვადასხვა საკითხია განხილული და მენტორული დამოძღვრის ნიმუშია. მოცემულია როგორც ზოგადი, ასე პრაქტიკული რჩევა-დარიგებანი.

შესავალი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. პირველ ნაწილზე უკვე გვქონდა ლაპარაკი, მეორე ნაწილი კი “ქილილა და დამანას” ტრადიციულ შესავალ თავებს უჭირავს. ყანეი იმეორებს ნასრ ალ-ლაჰის და ამდენად იბნ ალ-მუყაფფას ვერსიათა შესავალ ნაწილს. მისდევს იბნ ალ-მუყაფფასეულ დალაგებას შესავალი თავებისას, სადაც ანუშირვანის ამბავი ბოზორგმიჰრის მიერ დაწერილი გამოდის. ჩანს ნასრ ალ-ლაჰის ვერსიის ყანეისეული ნუსხა ასე იყო დალაგებული.

 

წიგნი ყანეისაც 14 კარად აქვს დაყოფილი. ხელნაწერში ისინი ასეა დასათაურებული:

 

დამანას და ლომის ამბავი;

ლომის ამბავი და ხარის მოკვლის გამო სინანული მტრედი მათუყას ამბავი და მისი თავგადასავალი მეგობართა ამბავი;

მაიმუნისა და კუს ამბავი;

განდეგილისა და კვერნის ამბავი;

თაგვისა და კატის ამბავი;

მეფისა და ყობრას კარი და მათი ამბავი;

ლომისა და ტურას ამბავი;

ლომის, ტურას და მონადირის ამბავი;

განდეგილისა და მოგზაურის ამბავი;

ინდოეთის მეფის სიზმარი;

გველის, მაიმუნის, ბაბრის, ჭისა და სხვა ამბავი უფლისწულისა და მისი მეგობრების ამბავი;

ყველა კარს უძღვის პატარა სესავალი, ბარაჰმანისა და რაის დიალოგი და ბოლოს მოცემულია ერთგვარი დანასკვი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა კარის ბოლოს მოდის ლირიული წიაღსვლა, სადაც პოეტი ხშირად საყი-ნამეს ჟანრს იყენებს. მოითხოვს ღვინოს, მსჯელობს ამქვეყნიურ ვნებებზე და ბოლოს, აქებს თავის პატრონს, ქაუსს. ამ ლირიულ წიაღსვლას იგი ხან “თახალოსს” არქმევს, ხან ასე ასათაურებს “ლექსის (სიტყვის) დასაწყისი”.

ეს წიაღსვლები ექვსიდან თექვსმეტ ბაითამდე მერყეობენ. კარებში ჩართული იგავები დასათაურებული არაა და ხელნაწერში არც რაიმე ნიშნითაა გამოყოფილი.

ყანეის “ქილილა და დამანას” ორივე ნუსხა დეფექტურია, - ნაკლული და ბაითებარეული.ყანეის თხზულება გალექსილია (იგი მოთაყარების ზომითაა გაწყობილი). ეს მდგომარეობა იმაზე უთითებს, რომ ძეგლი მასნავია, ხოლო მასნავი მოითხოვს პოეტური სამკაულების, ფორმისა და ერთგვარად თვით შინაარსის თავისებურებას.

ნასრ ალ-ლაჰის ჩუქურთმოვანი პროზის ნიშანიც კი არა აქვს გადმოყოლილი ყანეის “ქილილა და დამანას”. იგი მხოლოდ შინაარს იღებს წინადადებიდან და ამს ლექსავს იმ კანონებით, რაც მასნავის ლექსს მოეთხოვება. ბუნებრივია, ბევრ შინაარსობრივ დეტალს იგი ცვლის, ბევრ ახალ სენტენციას უსადაგებს სიტუაციას, მოტანილს რომელიმე იმ ავტორისაგან თუ სადმე გაგონილს ან წაკითხულს, ყანეი პირწმინდად ტარგმნის ნასრ ალ-ლაჰის ვერსიის ყველა მნიშვნელოვან დეტალს. თვით შეგონებებს და მცნებებს. ზოგჯერ იგი იმეორებს ნასრ ალ-ლაჰის ფრაზებს, როცაამის შესაძლებლობას მოთაყარების ზომა იძლევა, ხან იგი განმარტავს ნასრ ალ-ლაჰის გამონაღქვამს.

ნასრ ალ-ლაჰის ამბავს ყანეი უმეტესად გაწელავს ხოლმე.ყანეი თავს არიდებს ნასრ ალ-ლაჰის ვერსიაში ჩართულ არაბულ ლექსებს, სამაგიეროდ გადმოაქვს მისი ზოგი სპარსული ლექსი. მაგრამ გადააკეტებს ხან იმის გამო, რომ ლექსის ზომა მოითხოვს ამას, ხან სხვა მოსაზრებით.

ყანეის აქვს ტენდენცია (თუ ეს მის ხელთ არსებული ნასრ ალ-ლაჰის სპარსული ნუსხიდან არ მოდის) თითქმის ყველა ამბავს რომელიმე გეოგრაფიული პუნქტი მიუჩინოს, რაც ჩვენთვის ცნობილ ნასრ ალ-ლაჰის ვერსიის გამოცემებს არ ახასიათებს. ასე, მაგალითად, “ბაზიერი და ზორაყების” მოქმედება მაზანდარაში ხდება. “მაიმუნი და მხერხავისა” - რუმში. “დიდვაჭრის ცოლისა და ქურდისა”-ყაზვინში და ა.შ.

 

* * * * * * *

 

ფალაურიტ დაწყებული ამ კრებულის ყველა თარგმანსა თუ ვერსია “ქილილა და დამანა”ერქვა. ასე ეწოდება არაბულ და სირიულ ვერსიებს. ასე იხსენიებენ რუდაქის პოემას პირველწყაროები, შემდეგი სპარსული თარგმანები ნასრ ალ-ლაჰისა და ყანეისა ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი. ჩანს ქართულადაც მას “ქილილა და დამანას” უწოდებდნენ. X საუკუნეში ეს ტრადიცია დაარღვია მოღლა ქამალ ოდ-დინ ჰოსეინ იბნ ალი ვაეზ ქაშეფი ბეიჰაყელმა. რომელმაც ბაჰრამშაჰისეული “ქილილა და დამანა” გადააკეთა და “ანვარე სოჰაილი” უწოდა.

ანვე სოჰაილი თაგთირის სხივებს ნიშნავს. ქაშეფიმ წიგნი უძღვნა ამირა შეიხ აჰმადს, რომელსაც სოჰაილი ეწოდებოდა.

როგორც ვთქვით ანვარე სოჰაილი იმეორებს ნასრ ალ-ლაჰის “ქილილა და დამანას” ყველა იგავს, ისაა მისი დასაყრდენი, მაგრამ ბევრ რამეს უმატებს მას როგორც იგავში, ისე კარში. იგავებს ფრაზებითა და დეტალებით ავრცობს, ხოლო კარებს ახალი იგავებით ამდიდრებს. ამიტომაც ამბობდა მ.ბაჰარი: “ანვარე სოჰაილი” აბუ ლ-მა’ალის “ქილილა და დამანას” გავრცობა-განმარტება არისო. ეს იგავები და ლექსი-ციტატები ქაშეფის თავად კი არ შეუთხზავს, არამედ სხვას დასესხებია. მას ორმოცდაჩვიდემეტი იგავი შეუტანია “ქილილა და დამანას” მისეულ ვერსიაში, ე.ი. თითქმის ორი იმდენი, რამდენიც ნასრ ალ-ლაჰის ვერსიიდან მიიღო მემკვიდრეობით.

ქაშეფის თითქოს ვერ აკმაყოფილებს ნასრ ალ-ლაჰისეული რაფინირებული იგავი, რომელმაც გაუძლო დროთა გამოცდას, ჭიმავს მის ფრაზებს, უმატებს ახალ დეტალებს, ავრცობს იგავს. ასე რომ დღევანდელ ქართულ “ქილილა და დამანაში შეიძლება რამდენიმე შრე იყოს დაცული. ყოველ იგავში ყველა ეს შრე არ გვექნება, მაგრამ საერთოდ იგი არის. თუ როგორ შეიძლებოდა შცვლილიყო იგავი ამ ვერსიატა ავტოპრების ხელში, ამის თვალსაჩინოებისათვის მოვიტანთ ერთი ნებისმიერი იგავის ვერსიებს. კერძოდ იგავს “მელა და ტაბლი”

 

“პანჩატანტრა”

 

“ცხოვრობდა ერთ ალაგას ტურა, შიმშილისაგან დამჭლევებული იყო. საჭმლის საძებნელად რომ დაეხეტებოდა, ტყეში ერი ადგილს წააწყდა, სადაც მეფეს ომი გარდაეხადა. ცოტა ხანს რომ შედგა, ხმაური შემოესმა. ზმაურმა ძალიან დააფრთხო. დაღონდა დათქვა: ვაიმე, უბედურება მეწია. დავიღუპქ კაცი, რა ხმაა ეს, ვინაა, ასე რომ ხმაურობსო. რომ მისდია, მთის წვერის მსგავსი დოლი დაინახა. გაიფიქრა,ნეტა ეს ხმა თავისით მოდის,თუ რამე გამოსცემსო? დოლი კი ხმაურობდა, როცა შამბის წვერს ქარი მასზე ახლიდა, თუ არა და იყო ჩუმად. როცა დაინახა, რომ დოლი არავის ერჩის, მიუახლოვდა. აქეთ-იქით ცემა დაუწყო და გულში თქვა: ბოლოსდაბოლოს საჭმელი ვიშოვე. თქმა არ უნდა, ეს რაღაცაა, ხორცითა და ქონით იქნება სავსეო. ამგვარი ფიქრით დოლი ერთგან გახეთქა და შიგ შეძვრა. დოლს უხეში ტყავი-ღა ჰქონდა გადაკრული და კინაღამ კბილები არ მიამტვრია ზედ. და აი, იმედი რომ დაკარგა და შიგ ხისა და ხმელი ტყავის მეტი რომ ვერა ნახა-რა თქვა ლექსი:

“ეს საშინელი ხმა რომ მომესმა, ვიფიქრე, შიგ ქონს ვიპოვნი-მეთქი, მაგრამ შიგ შევაღწიე თუ არა, ხე და ხმელი ტყავი-ღა დამხვდა”.

 

 

სირიული ვერსია:

 

“მოგვითხრობენ რომ ერთი მშიერი მელა მოვიდა ჭალაში, სადაც ერთ ხესტან იდვა დოლი. ისე, რომ როდესაც ქარი უბერავდა და ხის ტოტებს დაარხევდა, ტოტები ხვდებოდა დოლს და ამის შედეგად დოლი ხმაურობდა. მელას ხმაური შემოესმა და დოლთან მიჰყვა. დოლის სიდიდე რომ განიცადა, იფიქრა: რა კარგია, ეს ქონითა და ხორცით იქნება სავსეო და გახია. მაგრამ ცარიელი რომ აღმოჩნდა, თქვა: ჩანს საგნები რომელთაც დიდი მოცულობა და მაღალი ხმა აქვთ, არარაობანი არიანო”.

 

იბნ ალ-მუყაფფას ვერსია:

 

“ამბობენ რომ ერთი მშიერი მელა ავიდა გორაკზე, სადაც იდვა დოლი, ხის გვერდით მიგდებული. როცა ქარი უბერავდა, ხის ტოტებბი ქანაობდენ, დოლს ეხლებოდნენ და დოლიც მეტად ხმაურობდა. მელამ ეს ხმა რომ გაიგონა, მისკენ გასწია. ახლოს მივიდა. მსხვილი რამ იყო, თქმა არ უნდა, შიგნითაც შესაფერისი ხორცი და ქონი იქნებაო. მანამ არ მოეშვა, სანამ არ გაფხრიწა. მაგრამ შიგ რომ სიცარიელე ნახა, თქვა: ჩანს არარაობასაც ჰქონია დიდი სხეული და მაღალი ხმაო”.

 

რუდაქის ვერსია:

 

“... მერე დოლი ნახა ხესთან,

ყოველ წუთს მაღალ და ძლიერ ხმას გამოსცემდა,

მშიერი მელა მივიდა იმ დოლთან,

გაოცებული თვალებბიტ უტურებდა მას”...

 

ნასრ ალ-ლაჰის ვერსია:

 

“გადმოგვცემენ რომ ერთი მელა ტყეში მიდიოდა. იქ ერთი დოლი ნახა. ხის გვერდით ეგდო. ყოველთვის როცა ქარი წამოუბერავდა, ხის ტოტი დოლს წვდებოდა და შემზარავ ხმას გამოსცემდა. როდესაც მელამ სხეულის სიდიდე დაინახა და დამაფიქრებელი ხმა გაიგონა, ვნება აღეძრა: ხორცი და ტყავიც შესაფერისი იქნებაო. მანამ უკირკიტა სანამ დახევდა. ნამდვილად კი ტყავის გარდა ვერაფერი იპოვნა. მონანიების ცხენს სადავე მიუშვა და თქვა: არ ვიცოდი, თუ რაც უფრო უზარმაზარია სხეული და შემაძრწუნებელი ხმა, სარგებლობა მით უფრო მცირე ექნებოდაო”

 

“ანვარე სოჰაილი”

 

“გადმოგვცემენ რომ ერთი მელა ტყეში მიდიოდა და საჭმლის საძებნელად აქეთ-იქით ეხეტებოდა. ერთი ხის ძირას მიატანა, რომლის გვერდით ერთი დოლი ჩამოეკიდათ. ყოველთვის როცა ქარი წამოუბერავდა, იმ ხეზე ტოტი ქანაობდა, დოლს სწვდებოდა და შემზარავ ხმას გამოსცემდა. მელამ ხის ძირას ერთი ქათამი დაინახა, მიწაში რომ იქექებოდა და საჭმელს ეძებდა, ჩაუსაფრდა, უნდოდა იგი მოენადირებინა: უცბად დოლის ხმა მოესმა. შეხედა და მეტად მსუქანი სხეული დაინახა, მისი შემზარავი ხმაც გაიგონა. მელას სიმსუნაგე მოერია და გულში თქვა: ხორცი ტყვიაც ხმის შესაფერისი ექნებაო. ქათამს რომ იყო ჩასაპრებული, იქიდან გამოძვრა და ხისკენ გასწია. ქათამმა უგრძნო და გაიქცა, მელამ ასი ვაი- ვაგლახით ხეს მიატანა. მანამ უკირკიტა, სანამ ის დოლი არ გაპხრიწა. გარდა ტყავისა და ჯოხისა ნაჭრისა, ვერაფერი იპოვა. სიმძიმილის ცეცხლი გულში ჩაუარდა და სინანულის წყალს თვალთაგან წვიმება დაუწყო. თქვა: ვაი, რომ მეოხებით ამ დიდი სხეულისა, რომელიც ქარი-ღა ყოფილა, ის ალალი ნადირი ხელიდან დამიძვრა და ამ უმაქნისი ნივთითაც ვერაფერი ვისარგებლეო!”

საბასეული ვერსია: “ ერთი მელი ერთსა ტყესა შინა იარებოდა. მძორთაპოვნისათვის ყოვლგნით დაცანცარებდა. მუნ ერთი ხე იდგა და მას ხეზედა ტაბლი ვისმე ჩამოეკიდა და დარჩომოდა. ესრე ეკიდა რომე რაქარი მოვიდის, ხის შტო შეძრის, ტაბლს მოხვდის და დიდი ხმა გამოვიდის. მის ხის ძირს ქათამი ნახა რომე საკენკთა კენკდა, მას პარვა დაუწყო, მონადირებას ცდილობდა. ანაზდად ტაბლის ხმა შემოესმა, მიხედა, - ერთი დიდტანიანი, მეტად მსუქნის მსგავსი საზარელ ხმიანი ხეზედ ნახა. მელმა სიხარბით აღარა გასინჯა და თქვა: მისი ხორცი და ტყავი მისის ხმის ოდენი იქნებაო. ქათამი იგი გაუშვა და პირი ხეს მიაოყრა. ქათამმა შეუტყო და გაექცა. მელი ათასის ხრიკით მას ხეზედ გავვიდა, ტაბლი გახია, ნახა-ხისა და ცოტა ხმელი ტყავის მეტი არა იყო რა, ქათმის მოშორვების ცეცხლი გულთა მოეგზნა და თქვა. ვაიმე, რომ ამ დიდტანოვანისაგან უცოდინრად მმოვსტყუვდი და ჩემი უცოდველი ნადირი უვნებლად გაუშვი და მისი შვენიერის სახისაგან სარგებელი ვერარა ვნახეო!”

როგორც ვხედავთ, “პანჩატანტრადან” საბას ვერსიამდე ეს იგავი საკმაოდ შეცვლილა. მივუთითებთ ზოგ სხვაობაზე. სანსკრიტში მოტივირებულია დოლის გამოჩენა. აქ ომი ყოფილა და საბრძოლო ქოსი სადღაც მირჩენიათ. სხვა ვერსიებში ეს მოტივირება აღარაა. ოღონდ საბას უგვრძნია ეს უხერხულება და თავისთავად ჩაუმატებია: დარჩომოდათო. “პანჩატანტრაში” ეს დოლი მთის წვერს გავს. ესეც ნიშანდობლივია. საომარი დოლი ანუ ქოსი ქვაბის მსგავსი ნახევარსფერო იყო, რომელსაც ბრტყელი, ღია პირი, ტყავით ჰქონდა აკრული, ასე, რომ თავისი ფორმით იგი მართლა ჰგავს მთის წვერს. მაგრამ ეს შედარებაც არ არის შემთხვევითი. მელას დოლი საჭმელი ეგონა, ასეთი ასოციაცია მას გაუჩინა იმან, რომ ქოსი ჰგავს ქვაბს. ამიტომაა მელა რომ იფიქრებს. ეს რაღაცაა, ხორცით და ქონით იქნება სავსეო. არაბულ ვერსიებშიც არის ეს მოტივები. არაბულად-ტაბლა ნიშნავს დოლსაც და სანოვაგის დასადებსაც და ეს საგნები ჰგვანან კიდევაც ერთმანეთს. იბნ ალ-მუყაფფას იგი ახალი და ხელოვნური მოტივებით გაუმართლებბია.

მელა აქ გორაკზე ადის. გავიხსენოთ რომ “პანჩატანტრაში” მელას გორაკზე ასვლაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე რომ დოლი გორაკს ჰგავს. არაბულ ვერსიებში დოლი მელას ყოველგვარი წინამძღვრის გარეშე ხორცი და ქონი ეგონება (სხვა ვერსიები უფრო სცილდებიან არაბულის ამ დეტალებს. ხორცი და ტყავი ეგონებათ, ხოლო ტყავი ეს ისაა რაც აღმოჩნდა და არა ის რაც ეგონათ. ამავე დროს ტყავი საგანი არაა ნადირისთვის.). “პანჩატანტრაში” დოლი მიწაზე აგდია და მას შამბი (ლერწამი) ახმაურებს. არაბულში კი დოლი ხის გვერდითაა. მაგრამ ხის ტოტები როგორ სწვდება მას? ეს საკითხი დაუსვამს ქაშაფის და იგი ხეზე აუტანია. თითქოს ერთი უხერხულობა გაუსწორებია. მაგრამ ამით მეორე უხერხულება გაჩენილა. მელა ხეზე როგორ ავიდა. ამისთვის მას დამაჯერებელი ვერაფერი მოუტანია და უბრალოდ დაუწერია:ძლივს გავიდა ხეზეო.

ქაშეფის იგავში ახალი მოტივებიც გვხვდება. მას შემოჰყავს ახალი პერსონაჟი და შესაბამისად სათანადო სიტუაციას ქმნის,- მელა ქათამს დადარაჯებია. მაგრამ დოლს რომ დაინახავს საჭმელი ეგონება, მას თავს დაანებებს და დოლს მიეტანება. ამასობაში კი ქათამი გაექცევა და საბოლოოდ იგავი მთავრდება იმით, რომ მელა ნანნობს თავის საქციელს. იგავის “პანჩატანტრასეული” დასკვნა ასეთია: ყოველი დიდი მნიშვნელოვანი არაა. ამ დასკვნისთვის საკმარისია ერთი ფაბულა: მელის დაინტერესება დოლით. ქაშეფის კი შემოაქვს მეორე თემაც: სიხარბე, მცირედით დაუკმაყოფილებლობა. ეს თემა კი დამანას არ ესაჭიროება ამ სიტუაციაში ლომთან. მას ხომ ეს იგავი იმისთვის დასჭირდა, რათა ლომს ჩააგონოს: ხარის ბღავილი ნუ შეგაშინებს, მაღალი ხმა კი აქვს მაგრამ საშიში არაა, რადგან არა ყოველი დიდია მნიშვნელოვანიო.

რაც შეეხება ქაშეფის პროზის ქსოვილს, როგორც ვნახეთ, მას აქ ნასრ ალ-ლაჰის იგავთა მასალა გამოუყენებია. თავისი წინამორბედის ზოგ წინადადებას ის ტოვებს, ზოგს ცვლის, ხოლო ზოგან მის წინადადებებს შორის ახალ ფრაზებს, წინადადებებსა და წინადადებათა მთელ ჯგუფს ჩაუმატებს. კერძოდ, აქ მოტანილ იგავში, მაგალითად, ასეთი სურათია: ჩვენს მიერ საგანგებოდ გახაზული ადგილები ნასრ ალ-ლაჰისაგან აქვს მოტანილი, დანარჩენი კი თავადა აქვს შეთხზული. ქაშეფი ყოველთვის ეძებს როგორც ფაბულის, ისე წინადადების გაჭიმვის მიზეზს. მაგ: “ერთგულ კვერნაში” მთავარი ისაა, რომ კაცმა ბავშვვი მარტო დატოვა, მას გველი მიეპარა, გველი კვერნამ მოკლა. ხოლო კაცი რომ შემობრუნდა, ეგონა კვერნამ ბავშვი შემიჭამაო და კვერნა მოკლა. ნამდვილი რომ გაიგო ინანა.

“პანჩატანტრაში” ეს იგავი ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე იწყება. არაბულში უკვე არის მისი გაჭიანურების ნიშნები. ასეთივე სურატია ნასრ ალ-ლაჰის ვერსიაშიც. მაგრამ ქაშეფი ზღვარს გადის: ერთი მწირია დიდხანს ცოლს არ ირთავს, ვიღაცას რჩევას ჰკითხავს. ისიც დარიგებების მთელ ლექციას წაუკითხავს, ახასიათებს ქალებს, ბოლოს შეირთავს ცოლს, ეყოლება შვილი და ა.შ.

“ქილილა და დამანას” ვერსიათაგან “ანვარე სოჰაილი” განსაკუთრებით გამოირჩევა იგავთა სიმართლით და მ.შ. მოცულობითაც. თავისთავად წიგნში იგავის შემოტანა მექანიკური საქმიანობა როდია, ესა თუ ის იგავი რომ ითქვას, საჭიროა აუცილებელი გახდეს მისი მოყოლა. ამას კი სათანადო სიტუაცია, შესაბამისად, სათანადო ტექსტი ესაჭიროება.

როდესაც ვამბობთ, ქაშეფიმ თავისი იგავები შეიტანა კრებულშიო, ისე კი არ უნდა გავიგოთ, ვითომ ეს იგავები მას შეუთხზავს.შეიძლება არც ერთი ასეთი ფაბულა ქაშეფის არ იყოს. ამ იგავებს იგი სხვადასხვა კრებულებს და გადმოცემებს დასესხებია. საერთოდ სპარსულლიტერატურაში იგავებს იშვიათად ქმნიდნენ, უფრო მეტად კრებდენ და, დიდი-დიდი, რედაქციას უკეთებდნენ (აქ, რა თქმა უნდა მხედველობაში არა გვაქვს ავტობიოგრაფიული იგავები, როგორსაც ვკითხულობთ).

ეს იგავები დახეტიალობდნენ და ახლაც დახეტიალობენ აღმოსავლეთის ქვეყნებში. მწერლები არ თაკილობდნენ მათ გამოყენებას თვით ლიტერატურული წყაროებიდანაც კი. ქაშეფისაც ბლომად გამოოოუყენებია ეს წყაროები. მის თხზულებაში იკითხება, მაგალითად, ჯელალ ედ-დინ რუმის (1207-1273) იგავები, რომელიც მას ლექსადვე მოაქვს:

 

“უთხრა მელამ ის თილისმა და ჯადო იყო,

რომელმაც შენ ლომი მოგაჩვენა,

თორემ მე შენზე მეტად საცოდავი ვარ ტანად,

დღე და ღამე აქ ვძოვ

ამგვარი თილისმა რომ არ გაგვეკეთებინა

ყველა ღორმუცელა აქ მოვარდებოდა.”

 

ეს ლექსი იკითხება რუმის “მასნავიში”.

 

“გულის ნარდს ეტამაშებოდნენ ერთმანეთს

და გულს აყოლებდნენ მას.

ბაყაყი ლაღად მოდიოდა თაგვთან,

ხუთი წლის ამბავი აგონდებოდა,

გულიდან სიტყვათა ამოფრქვევა მეგობრობის ნიშანია,

დადუმენა უმეგობრობის შედეგია”.

 

ეს იგავიც რუმის ეკუთვნის და იმავე “მასნავიში” გვხვდება რუმის იგავი აქ სხვაგანაც იკითხება. შემჩნეულია, რომ ქაშეფი დასესხებია “მარზბან-ნამეს”. ჩვენდა თავად მივუთითებთ კიდევ ორიოდე სესხებაზე. ქაშეფის ჩაურტავს თავის თხზულებაში იგავი მაიმუნისა და ღორისა (”ყაპუზუნა და ღორი”), რომელიც ზაჰირი სამარყანდელი “სინდბად-ნამეში” იკითხება. იგავი თაგვისა და ბაყაყის მეგობრობაზე ქაშეფის შეიძლება წამოღებული ჰქონდეს რუმის “მასნავიდან”, რომლის მეექვსე რვეულში ეს ფაბულა არის. არაბულსა და სირიულ ვერსიებში ეს იგავი არ გვხვდება და ბუნებრივია, ამ წყაროტაგან ქაშეფი მას ვერ გადმოიტანდა. ასევე, “გოლესთანიდან” გადმოაქვს ქაშეფის სა’ადის იგავი მდიდარი შეშით მოვაჭრის შესახებ.

თავის ფრიად მნიშვნელოვან შრომაში “ანვარი საოჰაილის ანუ ქილილა და დამანას ქართული ვერსიები” ალ.ბარამიძე გაოცებულია: ქაშეფის წიგნი წარყვნილია არაბული სიტყვებით, ფრაზებითა და გამოთქმებით, ხოლო თავად ავტორი ამბობს: “არაბულ ლექსს განვეშორე და სპარსულის ენითა ლექსები მარგალიტსა და ძოწსავით ძაფზე შეწყობით დავაცვი.” ამას მწერალს ალ.ბარამიძე პირფერობაში ართმევს. ვფიქრობთ, რომ ქაშეფი აქ არავითარ წინააღმდეგობაში არ ვარდება. იგი გულისხმობს არა არაბულ სიტყვებს საერთოდ (მის წიგნში ორ მესამედზე მეტი ლექსიკისა არაბულია), არამედ არაბულ ლექსებს, რომელიც ჩართულია ნასრ ალ-ლაჰის თხზულებაში.

ქაშეფი აქ ამბობს: ნასრ ალ-ლაჰს არაბული ლექსები ჰქონდა უმეტესად ჩართული, მე კი სპარსულ ლექსებს ჩავურთავო. და მართლაც “ანვარ-ე სოჰაილში” მეტი თუ არა,ორი ათასამდე მაინც ციტატია ჩართული, მოტანილი სპარსული ლიტერატურის კლასიკოსთაგან. როგორც უკვე დაწერაზე უფრო იოლად არ თვლიდა. მივუთითებთ რამდენიმე ციტატის სადაურობაზე. ციტირებულია ნიზამი (1141-1209).

“ვინც მის სიტყვას მოისმენდა, პლატონიც რომ ყოფილიყო, გონებას დაკარგავდა”.

იქვე ახლოს ციტირებულია ისევ ნიზამი, პღონდ უკვე არა “ხოსროვ-ო შირინი”, არამედ “ლეიაილი-ვო მაჯნუნი”.

“მეკურტნეობა,თუ მას საუკეთესოდ ფლობენ ცუდ ჭონობას სჯობს”.

ქაშეფი ხშირად ესესხება სა’ადის.აი მეტად ცნობილი აფორიზმი “გოლესთანში” “ წყაროს თავი შეიძლება ბარით შეიკრას.

რა ადიდებდა, სპილოთიც ვერ გაივლი” ზოგი ადგილი ამა თუ იმ კლასიკოსის ლექსისა ქაშეფის ორჯერ აქვს ციტირებული.მაგ:ლექსი რომლის დასაწყისი სტრიქონი ასეთია:სად ჰეზარან...ორჯერაა მოხმობილი.აეთ ადგილებს,ბუნებრივია,საბაც ორჯერ თარგმნის.ამავე დროს მას ავიწყდება, თუ როგორ თარგმნა და ხელახლა მის ახალ ვარიანთს იძლევა.როგორც უკვე ავღნიშნეთ ქაშეფი სესხულობს მთელ ამბავ-ლექსსაც,ზოგჯერ იგი ასეთი იგავის ნაწილს პროზით გადმოსცემს,ნაწილს კი_ავტორის ბაითებით.ასეთია, მაგალითად, ამბავი მეჰსეთის დედაზე, რომელიც მას სენაიდან კი არ მოაქვს უშუალოდ არამედ ნასრ ალ-ლაჰის თხზულებიდან.

“ ანვარ-ე სოჰალი” XV ს.ძეგლია, ამიტომ მასში ციტირებულ ლექსებს მეცნიერული მნიშვნელობა აქვს,რადგან ზოგი კლასიკოსის მემკვიდრეობა XVI_XVII საუკუნეზე ადრეული ხელნაწერით არაა დაცული და მის ძველ და სანდო წაკითხვას გარკვეული ყურადღება უნდა მიექცეს. მაგ:”ანვარ-ე სოჰალიში” ვკითხულობთ ასეთ ციტატას:

“ჰორმუზის მეფეს არ ვუნახივარ და ლექსის უთქმელად ასი წყალობა მომანიჭა, იეზდის მეფემ მნახა, ხოტბა ვუთხარი და [მაინც] არა მომცა რა. ასე იციან მეფეებმა, ნუ გეწყინება, ჰაფეზ, მარჩენალი უფალიმც შეეწევა მათ!”

უდავოა ეს ნაწყვეტი ჰაფეზის ერთ-ერთი ყით’ას ბოლო ნაწილია და მაყთას შეიცავს. იგი ბევრ, საუკეთესოდ მიჩნეულ გამოცემებში არ იკითხება. ჰაფეზის დივანის ავტოგრაფი არ შემოგვრჩენია და იმდენად ამ ლექსს, რომელიც პოეტის სიკვდილიდან (1389 წ) ერთი საუკუნის შემდეგ დაწერილ ძეგლში იკითხება,მნიშვნელობა ენიჭება.

‘’ანვარ-ე სოჰალიში’’ იკითხება მსოფლიოში გავრცელებული მრავალი ანდაზა, რომელთაც თავისთავად დასესხებიან სხვადასხვა წყაროებიდან რუმი, ბაბა აფზალი,შოთა რუსთაველი, არსებობს იგი არაბულადაც.

პოეტ ლადო ასათიანს ერთგან ჩაუწერია:როგორ გამიხარდა, ‘’დონკიხოტში რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა ლიტრას, ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო’’. მწიგნობარი პოეტი იქვე უთითებს მის პარალელზე ‘’ქილილა და დამანაში’’; ‘’მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, ქვა ჭიქას ეცა,ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგზისვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგებაო”.

მიუხედავად იმისა, რომ “ქილილა და დამანას” ყოველ კარს ტავისი იდეა და თემა ამოძრავებს, აქ მაინც ბევრია წინააღმდეგობანი. არის შემთხვევი, როდესაც ავტორი ხან ანგარებას ასწავლის მკითხველს, ხან კი ჰუმანურ იდეებს იცავს. აქ ხან იმას ქადაგებენ, რომ მტერს უნდა შეენდოს. კრებულში სხვადასხვა ხალხის წიაღში შექმნილი იგავებია გამოყენებული, რომელთაც გადმოყოლილი აქვთ გარკვეულიყოფითი რეალიები და თავისებურებანი. ამიტომაცაა რომ კრებულის ზოგ იგავში, ვთქვათ მელია ცბიერია, ზოგში-ღვთისმმოსავი.

“ანვარ-ე სოჰაილი” სხვა ვერსიებისაგან იმითაც გამოირჩევა, რომ მას კარები მათში გამოსახული თემების მიხედვითა აქვს დასათაურებული და არა ამ ამბავში გამოყვანილ პერსონაჟთა მიხედვით, როგორც სირიულ, არაბულ და ბაჰრამშაჰისეულ ვერსიებშია. ამით ქაშეფიმ აღადგინა “პანჩატანტრას” ტრადიცია.

“ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “ქილილა და დამანას” ამბავი დასათაურებულია (”...ქილილა და დამანას შინა იგავი ბუთა და ყუავთა”) და აქ ქართული თარგმანი იგულისხმება თუ რომელიმე სხვა ენაზე არსებული ვერსია, იგი პერსონაჟთა მიხედვით უნდა ყოფილიყო დასათაურებული.

ახალი იგავები რომ ჩაურთო, ძველი ტრადიციული იგავებისთვის ქაშეფის ხელი არ უხლია, მან ისინი იქვე დატოვა, სადაც იყო. საერთოდ იგავების გადარჩევას ქაშეფი ვერც შეძლებდა, რადგან მათ ყველას თავისი ადგილი აქვს კარში.

“ანვარ-ე სოჰაილი” ე.წ. “ჩუქურთმოვანი პროზის” ნიმუშია. აქ გვხვდება გარითმული, რიტმიანი და თავისუფალი პროზის სანიმუშო ადგილები. “ჩუქურთმოვანი პროზა” სწორედ ამ დროს იდგა ზენიტზე. მისი სხვადასხვა ხერხების კორიანტელი ნაკლებად იგრძნობა ქაშეფის იგავებში, როგორც ეს საერთოდაა დამახასიათებელი სპარსული ლიტერატურისატვის, ხოლო თავბრუდამხვევი ხდება ავტორისეულ წიაღსვლებსა და შესავალ ადგილებში. ამ ხანის მეორე ძეგლი ჯამის “ბეჰარესთანი” ასეთსავე სურათს იძლევა,-მისი შესავალი ჩუქურთმოვანი ბუტაფორულობის საოცარი ნიმუშია, ხოლო იგავები ჩვეულებრივი ენითაა გამართული. “

ქაშეფი არა მარტო ფრაზას აზვიადებს,არამედ იგავებსაც ჭიმავს.ყოველ შემთხვევაში,მის იგავებში ახალი პასაჟები შეიმჩნევა (ამის შესახებ ჩვენ გვქონდა კიდეც საუბარი, როცა მელისა და დოლის იგავების სხვადასხვა ვერსიები შევადარეთ ერთმანეთს). ახალი დაბოლოებანიც გვხვდება. ვერ ვიტყვით, ამ წამატებით იგავებს მოეგოთ: ასე, მაგალითად, საადის ერთ იგავში ნათქვამია; ერთი მტარვალი ვაჭარი ღარიბებისგან შეშას იაფად ყიდულობდა და ძვირად ყიდდა. ღარიბთა ცოდვამ უწია და შეშის საწყობი დაეწვა. საიდან გაჩნდა ხანძარიო! კვირობდა მდიდარი.-საბრალოთა სულთქმის კვამლისა და გულდამწვართა ცეცხლისგანო!-პასუხობენ. სა’ადი აქ ამთავრებს თხრობას, ხოლო ქაშეფი განაგრძობს და გვამცნობს, თუ როგორ მოინანია ცუდკაცობა მდიდარმა.

ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქაშეფი სიტყვის დიდი ოსტატი არ იყოს. პირიქით, ის თავისი დროის მოთხოვნილებებს ამომწურავად პასუხობდა. ამ დროს კი არამხატვრული პროზაც “ჩუქურთმოვანი” სტილით იწერებოდა. თორემ ისე მშვენიერი მხატვრული სახეები აქვს გამოძერწილი, საუცხოო და ზომიერი მეტაფორები აქვს მოგონილი, საოცრად ფაქიზი ნართაულების ძაფები აქვს გაბმული. მისი მხატვრული სახეები ძირითადად იგრძნობა ქართულ თარგმანში, ამიტომ მასზე აქ არ შევჩერდებით, და მის ანალიზს მკითხველს დავაკისრებთ. ხოლო რადგანაც ორიგინალის ბევრი ზმა ქართულში არ გადმოსულა, როგორც ეს საერთოდ იყო მოსალოდნელი, ჩვენ თავს ნებას მივცემთ მოვიხმოთ ორიგინალის ერთი ნართაული.

აღწერილია ცხენი, რომელიც “ხოსროვის შაბდიზის თვალისგან ვარდისფერ სისხლა ადენს”. აქ შესადარებლად მოყვანილია ხოსროვ ფარვიზის მითიური ცხენი შაბდიზი, ე.ი. “ანვარ-ე სოჰაილიში” გამოყვანილი ცხენი ჯაბნის თვით ხოსროვ ფარვიზის შაბდიზსაც. რომელიც იმის გამო, რომ მას აჯობეს, თვალთაგან სისხლის ცრემლებს ღვრის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ორიგინალში ვარდისფერი გამოხატულია სიტყვით გოლგუნ ხოლო ეს უკანასკნელი ხოსროვ ფარვიზის სატრფოს- შირინის ცხენის სახელია.

 

* * * * * * *

 

1587 წ. “ქილილა და დამანას” წიგნი ქაშეფისეული ვერსიის მეშვეობით ისევ დაუბრუნდა ინდურ სამყაროს აბუ-ლ ფაზლ იბნ მუბარაქის “აიარ-ე დანეში” (ცოდნის სინჯი) სახით, ოღონდ კვლავ სპარსულ ენაზე.

ავტორის ცნობით, ამ ვერსიის შექმნა გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ: “ანვარ-ე სოჰაილი” “ქილილა და დამანას” ვერსიათაგან ყველაზე უახლესი კია, მაგრამ უცხო გამოთქმებითა და განმაცვიფრებელი მეტაფორებითაა სავსე. ხამს, იგი გაიცხრილოს და ისე დაიწეროს, რომ საყოველთაოდ სასარგებლო და საყვარელი წიგნი იყოს.

“ქილილა და დამანას” ვერსიატა რიგს ეკუთვნის კიდევ ერთი თხზულება. იგი სპეციალურ ლიტერატურაში ჯერ არაა შესწავლილი,-და ამიტომ აქ მას საგანგებოდ შევეხებით. ესაა მასნავი საბურისა. ძეგლი ერთადერთი ხელნაწერითაა შემორჩენილი (ინახება თეირანის უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2433 ნომრით,) საბურის გაულექსავს “ანვარ-ე სოჰაილის” პირველი თავი და მეორე თავის ნახევარზე მეტი. ხელნაწერი 127 გვერდს შეიცავს და 5200 ბაითისაგან შესდგება.

ვინაა ავტორი ამ ვერსიისა? თავისი ვრცელი წინასიტყვაობის ერთ-ერთ ქვეთავში თავისთავს ავტორი საბურის უწოდებს. მაგრამ ასეთი ფსევდონიმით სპარსულ ლიტერატურაში თერთმეტამდე მწერალია ცნობილი. დანეშ-ფაჟუჰი ამ ვერსიის ავტორად მიიჩნევს მალექ ოშ-შო არა ხორასნელს, ცნობილი ირანელი მწერლის ბაჰარის (1886-1951) მამას (იქვე). დანეშ-ფაჟუჰი პოეტის ავტობიოგრაფიულ ცნობებს ემყარება.

პოეტი არაერთხელ გვიცხადებს, რომ ის წარმომავლობით ქაშანელია, ამ ქალაქიდან წასულა ის თეირანში, სადაც ამაოდ ცდილობდა ლიტერატურულ კარიერის გაკეთებას. ამ მიზნით თავისი “ქილილა”, რომელზედაც სამი თვე მუშაობდა, მიუძღვნია ნასირ ედ-დინ შაჰისათვის, აქ მას იმედი გასცრუებია და იძულებული ხდება, წავიდეს თუსში, სადაც იქაური მმართველის მფარველობის იმედი აქვს.

ის ფაქტი, რომ თხზულება დასრულებული არაა, გვაფიქრებინებს, რომ მას ოცნებები არ აუხდა. ასეა თუ ისე მასნავი მოძღვნილი ხორასნის ამირასადმი, მაგრამ ბუნებრივია, მას წითელ ზოლად გასდევს შაჰის ქებაც. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ ერთადერთ ნუსხაზე შემორჩენილი მინაწერი, რომელიც ასეთი შინაარსისაა:

“მე ასე მგონია,რომ ეს წიგნი ხორასნის ბეჭდის მცველის, ცხონებულ მალექ ალ-ჰუქამას თხზულებაა ან განსვენებული ჰაჯ ნადიმ ბაშის, ცხონებულ მაჰმუდ-ხან მალექ ოშ-შო არას ძმის ძმის კალამს ეკუთვნის. ეჭვს გარეშეა, რომ მისი ავტორი მალექ ოშ-შო არა საბური არაა. თუმცა საბური საბას გვარს ეკუთვნის, საბა მისი პაპა არაა, მისი პაპა მიოზა აჰმად საბური საბას ძმისწულია. არც საბურის ბიძა ყოფილა პოეტი, როგორც ეს ამ წიგნშია ნათქვამი.

1289 (1872) წელს როცა ეს წიგნი იწერებოდა, საბური ხორასანში მალექ ოშ-შო არას (პოეტთა მეფის) თანამდებობაზე იყო და მეჯლისებზე ხოტბების კითხვა ევალებოდა. იმ ადგილას, სადაც ამ წიგნის ავტორი საბურის ახსენებს, მეჯლისის აღწერის დროს “მოსთაშარს” იხსენიებს,(ჰაჯ რეზა მო’თამან ას-სალთანეს, ხორასნის ვაზირს. საჭიროა, რომ ეს ბ-ნი ალი რეზა-ხან საბას ეკითხოს. პოეტის თახალოსი იხსენიება 123 გვერდზე: “რა შემიძლია, ჰაქიმ მე ვთქვა ამ ქვეყანაზე, როცა ამ ქვეყნად ლექსი პატივში არააო”. ამ მასნავის სტილი და მანერა კლასიკურს უფრო უახლოვდება, ვიდრე განსვენებულ საბურისას. იგი სიმტკიცისა და სიმწიფეს მოკლებულია და ბევრია მასში სუსტი სტრიქონები. წამწერი: მ.ბაჰარი”

ეს მინაწერი, რომელსაც პირველად ეცნობა მკითხველი, პოეტ ბაჰარს უნდა ეკკუთვნოდეს. ბაჰარი აქ მსჯელობს არა როგორც საბურის შვილი, არამედ, როგორც ნეიტრალური პიროვნება,-ჩანს, იგი თავისი მამის პოეტური მემკვიდრეობის დადგენის საქმეში გადამჭრელი სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევს თავის თავს. ბაჰარის არგუმენტები მეტად სარწმუნო ჩანს. მართლაც 1289 (1872)წ. როცა “ქილილა და დამანას” ეს ვერსია იწერებოდა, მისი ავტორი ჯერ კიდევ არ იყო დაფასებული, მაშინ როდესაც ბაჰარის მამა ხორასანში უკვე დიდ პატივში იყო. ბაჰარი, როცა მას მამა გარდაეცვალა, 18 წლისა იყო და მას, სპარსული სტილის საუკეთესო მცოდნეს, ამ ასაკში უკვე შეეძლო გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა თავისი მამის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. ამდენად ვასკვნით, ეს მასნავი ბაჰარის მამას არ ეკუთვნის.

მაგრამ ძნელია დავეთანხმოთ ბაჰარს იმაში, თითქოს მასნავის ავტორის ფსევდონიმი ჰაქიმი იყოს, რადგან: 1) ერთგან ავტორი თავის ფსევდონიმად საბურის აცხადებს. 2) ფრაზაში: “ჩე გუიამ ჰაქიმა მან” სიტყვა ჰაქიმა, ჩვენი აზრით, მიგვანიშნებს არა ავტორზე (ჰაქიმ-წოდებით ბრუნვაში), არამედ მითი ნაგულისხმევია მკითხველი (ბრძენო, ჭკვიანო).

დანეშ-ფაჟუჰის ცნობა, ხელნაწერი 14 კარისგან შედგებაო, გაუგებრობის შედეგია, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ავტორს მოუსწრია “ანვარ-ე სოჰაილის” არა თოთხმეტივე, არამედ მისი მხოლოდ ერთნახევარი კარის გალექსვა. ეს ვერსია ამ პოეტის მეორე ცდა ყოფილა, გაელექსა ქაშეფის თხზულება, მანამდე 15 წლით ადრე მას ჰქონია პირველი ასეთი ცდა, ათასამდე ბაითი გაულექსავს კიდევაც, მაგრამ თავად არ მოსწონებია მისი სპარსული და არაბული ტაეპები და ეს საქმე ადრე შეუწყვეტია. როგორც ვხედავთ, ვერც მეორე ცდის შედეგად დაუსრულებია მის ავტორს ეს საქმე.

საბური ქაშეფის მსგავსად, გადმოგვცემს ამ ძეგლის წარმომავლობის ისტორიას, მაგრამ ყანეის ვერსიას არც ის ახსენებს. ეტყობა ამ უკანასკნელს ისიც არ იცნობდა.

 

* * * * * * *

 

1944 წ. ირანში გამოვიდა პოეტ ჰაჯანბახშისგალექსილი “ქილილა და დამანა” “რაი-ვო ბარაჰმანის” სახელწოდებით. წიგნის გამომცემლის სიტყვით ამ დროს მისი ავტორი სულ რაღაც თვრამეტი წლის ყმაწვილი ყოფილა. პოეტი წიგნს უმძღვარებს წინასიტყვაობას, სადაც გვაცნობებს შემდეგს.

1. მას უნდოდა, “ქილილა და დამანა” (მისი ნასრ ალ-ლაჰისეული ვერსია) თანამედროვეთათვის გასაგებ ენაზე გადმოეტანა.

2. მას იგი ერთ წელიწადში გაულექსავს.

3. თავის მხრივ მისთვის არაფერი მიუმატებია.

4. წიგნი რვა ათას ბაითს შეიცავს.

5. იგი ჰეჯეზ-ე მუსადდასის ზომითაა გაწყობილი.

6. წიგნში ჩართული არაბული ციტატების მხოლოდ ნაწილია გადმოსპარსულებული.

7. თხზულებაში მოხმობილი სპარსელ კლასიკოსთა ლექსები ხელახლაა გალექსილი.

8. რადგან ქილილა და დამანა ამ წიგნის მხოლოდ ორი კარის პერსონაჟები არიან, წიგნისთვის მის ავტორს ამ ძეგლის ყველა კარისათვის საერთო პერსონაჟების მიხედვით შეურქმევია სახელი.

 

* * * * * * *

 

და ბოლოს, “ქილილა და დამანას” კიდევ ერთი ვერსიის შესახებ. ამ თხზულებას “შექარესთანი” ეწოდება. მისი ავტორია ყაჯართა სამეფო გვარის (1721-1925) წარმომადგენელი, ფათჰალი-შაჰის ძის აბდ ალ-ლაჰ მირზა დირას ბადიშისშვილი ხოსროვ დარაიაი. იგი დაიბადა ხოსროვ იბნ ხალილ ალ-ლაჰის ოჯახში 1892 წ. ცხოვრობდა ზენჯანში. აქ შედგომია პოემის წერას, როგორც თავად აცხადებს თხზულებაში, 1942 წელს და ცხრა თვეში, 1943 წლისათვის დაუმთავრებია მისი გალექსვა. წიგნი 1948 წ. გამოიცა ირანში.

 

“შექარესთანის” საფუძველი “ანვარ-ე სოჰაილია”. პოემა ისე როგორც მისი საყრდენი თხზულება 14 კარისაგან შედგება და ოთხათასზე მეტ ბაითს შეიცავს. წიგნს უძღვის ხოსროვის შესავალი, რომელიც ექვს ქვეთავად არის დაყოფილი. მასნავი ჰაზაჯის ზომით არის გამართული. “შექარესთანი” გალექსილი “ანვარ-ე სოჰაილია”, მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მათ შორის შინაარსობლივი ან სხვა სახის განსხვავებანი არ იყოს. თავის ერთგვარ გადახვევებზე თავად გვაფრთხილებს ავტორი.

აქ გვინდა ერთი ზოგადი შენიშვნა გავაკეთოთ: როგორც აღვნიშნეთ “ანვარ-ე სოჰაილი” ღვლარჭნილი ენით დაწერილი თხზულებაა, მისი კრიტიკული გამოცემა არ არსებობს, ლითოგრაფიულ ტექსტებს დართული კომენტარები ყოველთვის კარგად ვერ იგებდეს. გამონაკლისი არც ხოსროვია. “შექარესთანი” ავტორს ჰქონია კიდევ ერთი მასნავი “რუბაჰ-ნამე” რომელსაც ჩვენ არსად წავწყდომივართ. საერთოდ ეს ავტორი ირანში ნაკლებად ცნობილი პოეტია, მისი ნაწერები კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

 

 

კარი პირველი

 

 

(რიდი) ორენა კაცისა და მიუნდობელისაგან

 

ქ.კარი პირველი

 

რაი-დაბიშლიმ ფიდაფი ბრძენს უბრძანა:

- პირველის ანდერძის წეერილი ეს იყო, რომე თუცა კაცი ვინმე თვისისა მეპატრონისა წინ სამსახურით წადგეს და მისისწყალობიტ თავჩენილი შეიქნას, შურითა და სიქიშპით მისნი ამხანაგნი აუმტერდებიან და მის წახდენას ეცდებიან და ხერხიტ მასზე ხელმწიფის გულს გამოსცულიან. მეფეთაგან წესია, შემასმენელსა და ეშმაკთმოყყუარეს კაცს ყური არ მიუოყრას, გასინჯოს, მოიცადოს და გულისხმა იყოს. ბეზღება სიბოროტის კიდე არ არის რა, რომე მატს სიტყუას არ ისმენდეს და არც დაიჯეროს.

 

შაირი

 

ავენა კაცსა სენს წინა ნუ მისცემ გზასა მარებლად:

სამსალას ურთავს შაქარსა საკუდავად გასამწარებლად,

პირად ტკბილს გეტყუის, გეგონოს  მოყურისა დასადარებლად,

გასინჯავ ლახვრის უმწარე დაგასო არ საკმარებლად.

 

აწ ბარამანთან ესე სავედრებელი მაქუს, რომე ამისი შემსგავსებული იგავნი მითხრას.რომე ერთი კაცის სიტყუა რა ხელმწიფეს წინ სათნო იყოს, მას შურითა და შესმენით ერტგულის სიდიდის საფუძვლის შერყევა, მტრისა და მოავისაგან მისი დაშორვების საქმე იქნებისო.

 

ბაჰრამან მოახსენა:

- მეფეთ საფუძველთ სიმტკიცე მაგა ანდერძითა დამყარებულა, თუცა ხელმწიფემან მაბეზღართა და მეშურნეთა და ავენა კაცთა  მისი სიბოროტე, შესმენა და ავსიტყობა არ მოაკუეთინა, სახელმწიფოს მარიგებელთა და ერთგულთა სამსახურისაგან ხელს ააღებინებენ და წაახდენენ. და რა ისინი სამსახურს დაშორდებიან, ხელმწიფისაცა და ქუეყნის დასაკლისი იქნება, ჩხუბიანმა და მეშურნემ რა ორს მოყვარეთ შუა სამდურავისა და გულსკლების გზა პოოს, მათში სამდურავი და დაშორვება გაგრძელდების, როგორაც ლომსა და ხარს მოუხდაო.

რაიმ ჰკითხა, რაგვარ ყოფილაო?

 

 

ბარამან თქუა არაკი

(ლომისა და ხარის ამბავი)

 

ერთი დიდვაჭარი იყო, რომელსა ზღუა და ხმელეთი მოევლო, აღმოსავლიტ დასავლამდე ყოველივე ენახა, ჟამთა და დროტა სიცხე და სიცივე მრავალი შემთხვეოდა, ამ სოფლის სიტკბოსა და სიმწარის გემოვნება ენახა.

 

ჩახრუხაული

 

ბრძნულად ჭკვიანი საქმით გზიანი, მშვიდი და წყნარი, მეტყველი ტკბილად,

მცნობელი თუალთა გამონათალთა, ლართა სყიდაში არ გახდის წბილად,

 

სიკუდილის ლაშქარი უსუსურება და სიბერე არის. რა მისის ბუნების ბუნების თემთ რბევა დაიწყონ, მეომართ რაზმთა წარმოდგინება მხცოვანებაა და მისის გუამის გარემოს დაიპყრობს.

 

შაირი

 

სიბერის სენმა დაფდაფსა რა დაჰკრას სმენად ყურისა,

მხცო მოციქული საკუდავი, ვის მოსვლად არა სურისა,

ძალის მოკლება, ლხინთ წარვლა რა ნახო უსუსურისა,

ზურგისა მოთხრა, სალამი სიკუდილის რა მიეწურისა.

 

დიდვაჭარმა სცნა, დღითი-დღე მისის წავლის ბუკსა და დაფდაფსა უცემდენ, და მისი სიცოცხლის სათავნოს ერთი საუნჯე, რო/მელიც გამის ზარდახშათა შინა ედვა, მისი თხოვა დაუწყეს. მოუწოდა ძეთა თვსთა სამთა. დია ჭკვიანნი და ხელგამომავალნი ყრმა კაცნი იყუნეს,მაგრამ ჭაბუკობის ამპარტავნებითა და უგვანის მედიდურობითა მართებულის რიგისაგან გარდასულიყვნენ და საფორიაქო ხელი მამის ქონებისათვს, მეტად აეხარად, მოგებისა და მომჭირნეობის სარგებელი დავიწყებოდათ,მათს კეთილს სიცოცხლეს უქმობით დაუგუნურობით აღამებდეს. მამამან მათმან-მოწყალებითა და შებრალების გზით, ვითა მამათ წესია, ჭკუასა სწვრთიდა და სიბრძნისა კართა უღებდა, თთუალუხვავად შიშსა და იმედსა წინა უდებდა – უთხრა: წრმანო ჩემნო, თქუენ საქონლის პატივი არ იცით, ამად რომე მის შეკრებაზედ ეგზომსა არა გარჯილხართ. რადგან არ გამოგიცდიათ, ამისთვის ჭკუის გზით ბოდიშსა თქვნთან მოვითხოვ, რათა შეიტყოთ, რომე საქონელი სააქაოსა და საიქიოსათვს სვიანობის ძირია. რაცა თქვენი საწადელია, ორისავ სოფლის დიდების შოვნა საქონლის მეშუალობით იქნება და ხელთ მოსცემს.

ყოველი ქუეყნიერი კაცი სამთა აღსავალთა მძებნელი არიან. პირველად, სიცოცხლის სიგრძე და მისი სახმარი და მისი მორთულობის სიადვილე მრავლის შემოკრებით იქმნების,რომე მათი ჭამა, სმა, ჩაცმა, დაბურვა,  ხორცთ პატივი და სიუხვე მით არსს; მეორე, მეპატრონობა და მაღალთა ხარისხთა აღსვლა, რომელთა ნებავს სამნეო და სიდიდე და უფლობა და პატიოსნობა. ესე ორნი აღსავალნი უსა/ ქონლოდ არ იქნებისო; მესამე, მას საუკუნოს პოვნა და განსასვენებელთა ადგილთა მიწევნა. რომელთაცა თუალი მიწყივ მას ზედა უჭირავსთ, ცოდვათაგან ხელი აუღიათ და მადლი მოუგიათ, მათი რიგიანი მოსავალი და უცოდველი საქონელი მათთვსაცა მადლია, რომე საღმთოსა გზაზედ დახარჯოს და შეჭირვებულთა მიანიჭოს, როგორადაც ჯალალ ედ-დილ რუმის “ორმუხლსა” წიგნსა შინა უთქუამს. თქუა:

 

ლექსი

 

უნჯი ოდესმე შჯულთათვს, ჰე, თქმულა მოსახმარისად;

მადლის საქნელად, ქვრივთა და ობოლთა შესაწყნარისად.

 

ერთსა მეცნიერსა ვისმე უთქუამს:აწ შევიგენო, საქონლის კურთხევით მრავალი საწადელი ხელთ მოგეცემისთო, და საქონლის შოვნა მოუჭირვებლად და დაუშრომელად შორად დარჩებისო; და თუ ვინმე საქონელი გაურჯელად იშოვნაო და მრავალი ჭირი არა/თავს იდვაო,არც მისი პატივი და ფასი ეცოდინებაო და სწრაფად ხელთაგანაც გაცვიანო, აწ უქმობისა პირი დავიწყეთ და ხელსაქმართა და მოჭირვებასა შეებენით, რაცა ვაჭრობისა საქმე და გზები ჩემგან გინახავთ და გასმიათ, მას ეცადენითო.

უხუცესმა ძემან უთხრა:ჰე, მამაო! თქუენი ბრძანება ჩუენის ხეთლსაქმრისა და მომჭირნეობისათვს თქმული, ყოველიოვე კეთილ არს, მაგრამ მე ესე დაჯერებით ვიცი, რაც ჩემთვს მდღევარი განწესებულა, მისსა შოვნასა განაღა არ ვეცადო და არ მოვიღვაწო, ეგრეცა მომეცემისო, და რაიც ჩემთვს და რაიც ჩემთვს განწესებული არ არის, რაოდენცა ვეცადე, გარჯითა და მოჭირვებით არ მომეცემისო . თქუა:

 

შაირი

 

დღითი-დღე საზრდო მიეცეს ბედისგან განწესებული,

რაცა არა აქვს, არ იქნას აგრევე ეგოს გებული,

მაშა, რაღათ ესდევთ, ვერ ეპოოთ, წინარე გუქონდეს დებული,

ცუდია, შრომით არ მიხვდეს მას თვსი იმეღებული.

 

მე მესმა ვისგანმე, ბრძენს ვისმე უთქუამს, რომელიც ჩემი ბედისაგანი იყო, ოდესცა გავექეც, კალთას მომეკიდაო, და რომელიც ჩემი ბედისა არ იყო, რაოდენც ვდივე, ვერ მივეწიეომაშა, აწვე რომ მოჭირვება დავიწყოთ და ან უქმად ვიყოთ, არც ერთით არ იქნება რა: რაც პირველ ჩვუენთვს ბედად არ განწესებულა, მის მეტი არა მოგუეცემა რაო, როგორც მათ მეფის ორთა ძეთა არაკი ჩემს სიტყუას ემოწმება, რომ ერთს გაურჯელად თვისის მამის საუნჯე ხელთ ჩაუვარდა და მეორემ მის საუნჯის ხალისითა ხელმწიფობაცა და მამული ხელით გაუშვა ყვალაკა დაკარგა.მამამან ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

შვილმა  თქუა არაკი

(ხელმწიფის ორი ვაჟი)

 

ჰალაბის ქუეყანას ერთი ხელმწიფე იყო, ამაღლებული და სვიანი, ბრძანებაგავლენილი მრავალჟამიერი და ბრძოლა და ომსა შინა გამოცდილი, და დღე-ღამეთა ფურქცეულება მრავალგზის ენახა. ორნი ძენი ჰყუეს, ჭაბუკობის სილაღის მორევთა შინა მცურავნი,გამარჯვების ღვინით შებრუჟებულნი, ნიადაგ განცხრომასა, ლხინსა და საკრავთა შეექცეოდენ, ამ ხმის სიმღერას ჩანგითა და ჩაღანის პირით ისმენდენ.

 

ლექსი

 

ლხინსა და შვებას ვეცადოთ, ვირემ თუალს დავიხუჭევდეთ,

სთველი მოდის და არე რბის, ვიპყრათ ვერ დავიმუჭევდეთ.

 

ხელმწიფე დიდად გამოცდილი იყო და მრავალთა საუნჯეთა უფალი, და თუალ-მარგალიტთა და სამკაულთა რიცხვი არ იცოდა. შვილთა რა უმართებულოდ ქცევით ხედვიდა, დაღონდა, ამისთვის რომე მისა შემდგომად მისი სიმდიდრე გაიბნეოდა და უადგილოს ალაგს დაუწირებლად ქარის სატაცებლად შეიქნებოდა. მის ქალაქის ახლოს ერთი მარტომყოფი განსორებული იყო, ამ სოფლის დიდებისათვის ზურგი შემოექცია და პირი მის სოფლის გზისაკენ საგზლიანად მიეპყრა.

 

ლექსი

 

გული შესწოდა სურვილის ბრწყინვალებისა ალითა,

ტრფიალებითა მოწყლულლი უდაბნოს მყოფთა ძალითა.

 

ხელმწიფე იცნობდა და დიდი სასოება ჰქონდა მისგან. და თვისი საგანძური ყოველივე სხუათაგან უცნაურად შემოკრიბა, რომელ არარა კაცთაგანმან არა უწყოდა და მას მარტომყოფსა მიანდო და მისსა ქუაბთა შინა დამარხვა უბრძანა და ანდერძად ესე დაუგდო:

- სვეცუდობამან და დიდობისა ბედძნელობამან ჩემთა შვილებთაგან საკეთილო პირნი მიიტაცეს. აწე ჩემის სვესვიანობის წყაროს სათავე, რომელ, მირაჟის მსგავსად, მოჩუენების კიდე არა არის რა, რა მიწათა სიღნიოშეთა დაშრეს, შვილნი ჩემნი უქონელნი თუცა შეიქნენ და დაჭირება მიადგეს, მაშინ მათ ეს საუნჯე და საქონელი გამოუჩინეო, ნუნთუ, შეწუხებისა და აგჭირვების ნახვას უკან ჭკუა მოიპოონო და მერმე ეს უნჯი რიგიან მოიხმარონო, უმსგავსოდ არ წარაგონო და ცუდად არ განაბნიონო.

მან მარტომყოფმა მეფის ვბრძანება აღასრულა: და მეფემ არავისაგან ცნობისათვის თვის საწოლს შიგნით ერთი ადგილი შემზადა ყვალაკას ასე ეგონა, თვისი სალარო მაში დაუმარხავსო, და მისი ძენიც გულდაჯერებულნი იხარებდეს და იტყოდენ გონებათა შინა: თუცა დაჭირება რამე შეგვემთხვას, რაცა მუნ შეკრებულია, ჩუენთა სიცოცხლეთა საზრდოდ გუეყოფაო. რა მცირემან ხანმა გამოვლო, მეფე და იგი მარტომყოფი, ორნივე სიკუდილის მასპინძლობისა წვეულად წავიდნენ და სოფლის მოსთვლების თვინით მტვრალნი, შებნედილნი დაეცნენ.

 

ჩახრუხაული

 

ვინც დაიბადოს ვერ დაიქადოს, რომე არ შესვას ესე სასმელი,

ამ სოფლის წესი გუართ დანაწესი, ლახვარი ეცეს გულთა სამელი.

 

და საუნჯე იგი, რომელი მას მარტომყოფსა თვის სენაკში დაემარხა, ყოვლის კაცისაგან შეუგნებელი დარჩა და არავინ უქყოდა. მეფისა იგი ძენი, მამისა სიკუდილის უკან, მამულისა და საქონლის გაყოფაზედ აიშალნენ და მათ შუა ბრძოლა შეიქნა. უხუცესმა ძმამ ძალითა და უფროსობის გზით უმცროსს ძმას სძლია, რაც მამის დანარჩომი იყო, სრულობით თვითან დაიპყრა და დაეპატრონა და უმრწემწსი ძმა სრულობით ცალიერი დარჩა, თვის გონებათა შინა თქუა: რადგან სიდიდისა და სიმაღლის მზემან პირი დასავალს ჩასვლისაკენ გაიბრუნა და ჩალხისა ბრუნვამან, გატანჯვათა ხელოსანმა, ჩემზედ ორგულობა და მტერობა გამოიჩინა, აწ კიდევ ამ სოფლის ნდომასა და ხელის კიდებას რაღა ხელი ეყრებისო? თქუა:

 

შაირი

 

სოფელი სიყმით, სიბერით კაცთ ახლავს მოუხმარებლად,

დღეს შენია და ხუალ სხვისა, დავალს ყვალასთან სარებლად.

ქრთილად მჩანს ესე საწუთო, ქრთილთათვე შესადარებლად.

სჯობს ცათა სახლი ვიშენო თავისა შესაფარებლად.

 

ამის უკეტეს რაღასა ვიქ, რადგან ბედნიერობის საყელო ნებიერობის ხელიდამ დამვარდა, აწ სიმართლის დაჯერების კალთა ხელთ ვიგდო და მარტომყოფობის ხარისხი რადგან გაურჯელი მეფობა არის, იგი ხელად ავიღოო. თქუა:

 

შაირი

 

უდაბნოს მყოფთა სარწმუნო რაცა აქუსთ, უცოდველია,

არა აქუსთ რა და ყვალა აქვსთ, ახალია თუ ძველია.

მწწირი ჰქვიათ და მათ აქუს ქუეყნის მეფობა ვრცელია,

მსოფლიო ზრუნვას ევლტიან, მას ესვენ, ვინცა მცველია.

 

მერმე ამა აღთქმისა გონებითა ქალაქი გამოვლო და გონებათა შინა იტყოდა; მარტომყოფელი იგი, რომელი მამისა ჩემისა მეცნიერი იყო, მივიდე მასთან და მის სენაკს დავდგე და მისსა ფერხთა თანა ვიღვაწო, და მასთან ლოცვისა გზებსა ვიწვრთიდეო.

რა მუნ მივიდა სცნა, მისის სულის ზორაყი გუამის გალიათაგან გასულიყო და სამოთხის წალკოტისაკენ გაფრენილიყო და მისი სენაკი გულგანათლენულის მარტომყოფელისაგნ დაცარიელებულიყო. მცირე ხანს მისმან ნაღველმან შეაწუხა და მერმე მას ადგილს დასადგომელად გული დააჯერა და დიდისა წადილიტა მას სენაკში დაემკვიდრა. მის ადგილის სიახლოეს ერთი ჭა იყო, მას უდაბნოდამ ჩაეთხარათ და მისი გზა უდაბნოში გამოეღოთ, როლმე მის ჭის წყალი უდაბნოში მოვიდოდა და მუნ მყოფი მას ჰხმარობდეს.

ხელმწიფის შვილმან ერთს დრეს ჭაში თოკი  ცაუშვა, სხვა რამე ხმა გამოჰხდა. ჩაიხედა ჭათა შინა, წყალი არა დისო? ნუთუ ჩამოიზვლა ორმო და მის გამო სადინარი წყლისა წაიფარაო? ამის საცნობელად ჭათა შიგან ჩავიდა და ორმოთა გარემოთა სინჯვიდა. მუნ შინა ერთი ხურელი ნახა, იქიდამ ერთი რამ მის წყლის გზათა ჩავარდნილიყო და მის გამო წყალი აღარ მოდიოდა. რა ნახა, თქუა: ამისი წყალი სად უნდა დიოდესო და ან ეს ხურელი სადა გავაო? რა ის ხვრელი გასგანიერებლად თხარა, ფერხი რა ჩადგა, მაშინვე საუნჯე იგი პოვა.

ხელმწიფის შვილმან, რა უამრავი საფასე და განძი ნახა, ღღთს მადლობა შესწირა და თქუა: თუცა ურიცხვი საფასე და თუალ-მარგალიტია, ამისთუს ღთის მონობიდამ და ამ მარტოყოფისაგან ხელს არ ავიღებ და არას დაჭირებითა  არ გავალო და ამას მის გზაზე წარვაგებო.

 

ტაეპი

 

ამ დაფარულით ვნახოთა, რასა შობს რას ვასახოთა.

 

მის უხუცეს ძმასა გულდაწყნარებით მოსვენება ჰქონდა: ლაშქართა ჯამაგირსა აღარ აძლევდა, გლეხისა არას ზრუნვიდა. მამის სალარო აგრევე დამარხული ეგონა და მისი იმედნეული, რასაც შსოობდა- ცუდად წარაგებდა; ამპარტავნობისა და მედიდურობისგან ძმა გაეძო და მისი არა იამებოდა რა. ამასობაში ერთი მტერი აუჩნდა, ბუმბერაზნი მოიმხრო და მისის თემის დასაპყრობელად ხრმლის კრვად წამოვიდა. ხელმწიფე ესე, საფასეუქონელი, ლაშქართმოშლილი ,მოვიდა სადაც მამის საუნჯე დამარხული ეგონა-მით ლაშქარი მოემრავლა. რაზომცა ძებნა ვერა პოივა ცდილობდა და მრავალს მიზეზს ეძებდა-საწადლის მოსავლისაგან სრულობით უნაყოფო დარჩა.

 

შაირი

 

რასაცა გეტყვიეს რჩევა შენდა დაიდევ წინარე:

გულტაგან ზრუნვა გააძე, ნაღველი მოსაწყინარე,

სისხლის სმა არის ურგებლად. თავი შრომაზედ ვინ არე,

რაც შენი ბედი არ არის ვერ ჰპოო შესაძინარე.

 

რა მის საუნჯის პოვნის სრულიად უიმედო შეიქნა, სხვა ხერხებით ესოდენ იღონისძია, ლაშქარი რამ შეიყარა და საბრძოლად პირი ,ტერს შეაქცია.ქალაქიტ გამოვიდა; და საომრად რა მიადგნენ, ორსავე მხარეს რაზმი გააწყვეს. და სასიკუდილო ცეცხლი აღაგზნეს. მის მტრის ლაშქრიდამ გამონატყორცნი ერთი ისარი მეფეს საკუდავთა ადგილს ეცა და იქივე სული წარხდა. აგრევე აქადამ ნასროლმა ისარმა მის მხრის მეფე მოკლა. ორნივე ლაშქარნი დარჩნენ უპატრონონი. ახლოს-ახლორე იყვნეს, რომე ბრძოლისა ცეცხლსა შინა შეტკეცილნი ორთავე მხათა იწვებოდეს.

მერმე ორთავე ლასქარტა სპასპეტთა ჯარი დაამშვიდეს და შეიერთნენ და აირჩიეს და დაასკუნეს. სამეფო ნათესავთაგან ერთი გუნებაუხვი,საქციელპატიოსანი პოონ ვინმე და იგი გაიმეფონ და ორთავე ქუეყანათა საქმე და საურავი მაზედ მიაგდონ. ყოველთა კაცთა ჭკუა ამა საქმესა მიემოწმა და თქუეს: თუცა ქუეყნის მპყრობელობა და მისის ბედნიერობის ამაღლება-სამეფოსა გვირგვითა თავს დადგმა-მისთვის მოხდებოდეს, და ქუეყანისა გარიგებისა ბეჭედი მას ეფერებოდეს, ჩუენის მეფის უმრწემესი ძმა არის და მას მივანდოთო.

შეითქუეს წარჩინებულნი და მის უდაბნოს კარს მიადგეს და ხელმწიფის ძე ამაღლებულის დიდებით სოროს მოწყინებიდამ და მარტომყოფობისაგან აღმატებულს სრას მოიყვანეს და სახელმწიფო სნატთა ზედა დასვეს დაღთის წყალობითა ის საფასეცა და მაშინ სამეფოცა მას დარჩა

 

* * * * * * *

 

ეს არაკი ამისთვის მოგახსენე არას საცადლიტა და არას მოწირვებითა საშოვარი არ იშოების, ღთის მოწყალებას უნდა მიენდოს და მისგან კეთილის მონიჭებას მოელოდეს და ზურგი მის მიერს სასოებას მიაყრდნასო. თქუა:

 

შეწყობილი

 

ღთის მმინდობა სჯობს ყოელსა ვაჭრობა-მუშაკობასა,

რა უკეთეა, რაც მოგცა მის სილამაზე-მკობასა?

გული მას მტიკეც მიანდევ, ნუ მისდევ ეშმაკობასა,

შენი მდღევარი მოგეცეს, ვით ხელი აშიკობასა,

თუცა მოითმენ მოგივა, დაეხსენ არაკობასა,

შენმა ტრფიალმან გამოვლოს კლდოანი ვით ვაკობასა.

 

რა შვილმან ეს არაკი გაათავა უთხრა მამამან:

- რაცა მითხარ გზიანი და კეთილი იყო, მაგრამ სოფელი ესე საზოგადოდ შემწედ დაუცს ბრძანებასა ღთისასა, და უფროსი-ერთი საწუთროს საქმე რაცა ჩანს, მიზეზზედ ჰკიდია, ამისთვის მოცალებისაგან ხელოსნობისა და მუშაკობის სარგებელი უკეთესია. მოცალების სარგებელი მოცალებიტ მინდობილსა ოდენ მიეცემის და მუშაკობისა და ხელთსაქმრის სარგებელი თვითანცა და სხვათაცა სარგოდ მიხვდების. ესე, საჩინოა, კეთილი საქმე და კაცის სიკეთე ესე არს: მისის სიკეთისაგან არ შეეწიოს და მარტო თვისა რგებასა ცდილობდეს ბოროტს იქს. არა გასმია მის კაცისა ჰამბავი, ქორისა და ყუავის საქმეს უკან კეთილი მიზეზი დაუტევა და ამ მიზეზით ღთის რისხვას მიხვდა?

 

მამამან თქუა არაკი

(გაურჯელი მწირი])

 

თქმულა ერთი მწირი ტყეთა შინა ვიდოდა, ცხონებისა ნიშატთა და ღთის საკუირველებატა საქმეთა იგონებდა. ანაზდეულად ერთი წერვალო სწრაფი ქორი ნახა, ცოტა რამ ხორცი კლანჭითა ეჭირა და ერთსა ხესა დაბრუნევდა. მოჭირვებულის ფრინვითა ბუდისა ახლო მოსვლასა ცდილობდა. მწირმან მას გაცდით ჭვრეტა დაუწყო. ნახა ყუავი ერტი უფრო და ბოლოდაცვინული ბუდეთა ჯდა და ქორი მას ყუავთა მის საწმლითა ზრდიდა. მწირმა ღრთს მადლობა შესწირა და თქუა:

 

ჩახრუხაული

 

მიწისა პირი, ღთივ განაპირი, ტაბლად გვიშლია სრულად ცხოელთა,

მოყვარე-მტერთა ჩვილთა და ბერთა გვზრდის და გვალხინებს უხვად ყოელთა:

კაცთა ფრინველტა ვინ დარბის ველთა, თევზთა და მძრომტა აგრევ მძოელთა!

ფასკუნჯით, ბუზით ნადიმად უზით, საზრდელს არ გვაკლებს სასმელთა სველტა.

 

აწე მე რადგან ჩემსა მდღევარსა არ დაჯერებულვარ და თავი სიხარბის ზრუნვითა უდაბურტა და უგზოთა ადგილთა ჩამიგდია და რას ხერხით თითო ლუკმა პურს აქა-იქ მოვიშოებ და სარწმუნოებას სიმართლეს ვასუსტებ, თქუა:

 

ლექსი

 

მდღევრის თავსმდები მდღევარად არს მომცემელი ზენითა ,

მაშა აქა-იქ რასა ვალ, ვითა გლახაკი რბენითა?

მოთმენით გული დავსცალო სულთქმისა ამოდენითა,

დღითი-დღე ხვედრსა დავსჯერდე, ვიკმაო ეს ოდენითა!

 

აწ ეს მიჯობს, ამას იქით მოცალების თავი მარტოობის მუხლთა ზედა დავსვა და კალამი მოღვაწებისა წერილისა პირსა გავკრა, ხელი ქუეყნიერის ლიქნისაგან დავიბანო და ერთსა კუთხეთა დავსჯდე და უდაბნოთ მყოფთა წესითა გული უზაკუელის რიცხვის მიზეზითა  ღთსა შევაკრაო.

 

ლექსი

 

სასოდ ღთი სჯობს, ვიდრეღა მთავართ შეწევნა-გებასა,

რა მათგან სულნი განვიდენ განხრწნად იწყებენ გდებასა

 

რა სამსაოდენ დრე და ღამე მარტოდ სენაკთა დაეყუდა და ვერარა მოსავლის პირი ვერ გაიცადა, უჭმელობით დამჭლა და დასუსტდა. მისი სიმხნე და ღონე ესრე მიეღო, ვეღარც ილოცა და ვერარა მეუდაბნოის რიგი ვეღარა ქნა, ვეღარც მარტოობას დაადგრა და ვეღარც მოყვსიანობასა. ამისთვის ღთის რისხვა მოევლინა.

რადგან ამ სოფლის მიზეზი გზა და რიგი მეშუალობითა და შემწეობით გარიგებულა, ღთის ძლიერებისაგან შესაძლებელია, რომე უმიზეზოდ საქმე იქნას, მაგრამე ბრძანებაა:

შრომითა და პირის ოფლითა სჭამდენ პურსა და ერთმანეთს სარგებელს და შეწევნას მისცემდენ ქუეყანისა საქმისა გასამართველად. და ესე უმჯობესია, შენ სხვასა არგებდე, ვირემ შენ სხვისგან რგებას ცდილობდეო. თქუა:

 

ლექსი

 

ქორულად მოინადირე, შენგან საზრდოთა ყვაოდენ,

სხვისა ნაღვაწი ნუ გინდა, ვითა ქორისგან ყვავ ოდენ.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამაზედ მოვიყუანე, რომ სცნათ: უმიზეზოდ არა საქმე არ იქნება. საუკეთესო მინდობა ეს არის, მიზეზისა რასამე გზით გარჯილობის მცდელი იყოს და ღთის მინდობასა და მადლობაზე იდგეს და იმედის საქმით მსოფლიო სარგებელს იჭირვიდეს.

ერთს ბრძენს უთქვამს: მუშაკობდე და შვრებოდე, რათა მცონარება არ გეუფლოსო, მდღევარისათვის ღთს მადლობდე, კერპი არ შეიქნებაო! თქუა:

 

შაირი

 

მინდობას ნუ შეუდრკები, შემწე გგიყვარდეს მცნებითა,

მუშაკნი ღთსა უყვარან სიმტკიცით, არ ოცნებითა,

მიმდო თუცა ხარ, ცდაცა ყავ მუშაკობისა თნებითა,

საქმე ქენ, მაგრამ იმედი ღთსა მიანდევ ნებითა,

 

მეორე შვილმან სიტყუა შეჰკადრა და თქუა:

- მამო, ჩუენ არცაღა ღთისა მინდობილ ვართ და არცა მოშოებისა ღონე გუაქვან, რომე შემოკრებასა ხელი მივჰყოთო და მრავალმოწყალება ღთან თვისი უხვის საუნჯით რაიც ენებოს, ჩუენად ბედად იგი ქნასო.

მამამან უთხრა:

- საქონელთ შოვნა ადვილია და შენახვა და მოხმარება- ძნელი. რა საქონელი კაცმან იშოვნოს, ორი რიგი განკრზალვა უხამს: პირველად ესრეთ შეინახოს, არ განაბნიოს და სხუაცა შემატოს; მეორედ მტაცებელსა და მპარავთა და მეკობრეთაგან დაიფაროს, საფასეტა მოყუარენი მრავალი უვის და მის საფასისა უფალსა მტერი უამრავი ჰყავსო. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

ცათ ეტლთა ქცევა, მალ-მალ მოქცევა, ჩუენთა ნისდაგ არ გვტაცებს ლართა,

მაგრამ მრავალგზით, მთუარითა და მზით, მეფეთ ვაჭარნი გაძარცვეს მჯდართა.

 

მეორედ, მისის სარგებლის მოსავალი რიცხვით შეიგნას და იცოდეს და სათავნოსა არა მოაკლოს, და თუცა მისი სარგებელი არ იკმაა და თავნისაგან წარგება დაიწყო, მცირესა ხანთა დასრულდება და ოქროსა ნაცვლად მტვერი გამრავლდება. ყთხრა:

 

ლექსი

 

თუ ზღვასა წყალი არ შედის, იგიც დაშრება ვიცითა,

კლდეს ძირს უკაფდე ნიადაგ, ვერ დადგეს იგ სიმტკიცითა.

 

ვისცა მოსავალი არა ჰქონდეს და ხარჯსა არ ეკრძალებოდეს, გინა მოსაგებელთაგან წარსაგებელი მეტი აქვნდეს, იგი მთხოვარებისა მორევთა ჩავარდეს და საქმე სიკუდილის ნატრად გაუხდეს, რაგვარადაც საქმეგაცუდებულმან თაგვმან ჯავრით თავი მოიკლაო.

შვილმან ჰკითხა, ეგე საქმე საქმე რაგვარად ყოფილაო?

 

 

მამამან თქუა არაკი

(თაგვი და ხვარბლის ორმო)

 

უთქუამთ,ერთს მხუნელსა თვისი საზრდო ხვარბალი შეენახა და მისი მოგონების კარი მაგრიად დაეხშაო, ვირემ ერთჟამ დაჭირების დღე მოხდეს და მის შეზარების დროს ვისარგებლოო. მაშინ ერთი თაგვი, ყოველთა მეკობრეთაგან უჩქარესად, მთუარის კალოდამ მარცვალთა და ცისაგან ვარსკულავსა მრისხანეს ჭანგითა მოიტაცებდა. მის ხვარბლის ორმოს ახლორე სორო ჰქონდა და დღე და ღამე მის მიწის ქუე ხვრელტა სთხრიდა. მის მთხრელობასა შინა, ანაზდად მის ორმოში გამოხვრიტა და ხვარბალმან წვიმასავით ზეიდამ დენა დაიწყო. თაგვსა საზრდელი მოაკლდა, რა ხვარბალი დანაცვივნი ნახა, ღთს მადლობა დაუწყო, რადგან უსასყიდლო თუალი მან იმედად იშოვნა. რა მრავალი მოსავალი ნახა, ფარაოს სიდიდე და ფრიდონის მასპინძლობა დაიწყო რა თაგვთა ეს ამბავი მოესმათ, ყოველნი წელშერტყმულნი მის წინაშე მონურად წარმოდგეს.

 

ლექსი

 

მაფერებელნი მოყუასნი მოვლენ და გედასებიან,

მწერსავით სიტკბოს მოსდევენ, შენთანა არ მოკუდებიან.

 

სიმაძღრის მდევნელი და სირჩათა მსმენლი თაგვნი მოვიდენ და გარ შემოუგროვდენ, და რაც მათის წესით საფერებელი და საქებარი სიტყუა მას იამებოდა, მას მოახსენებდენ, ენას მისის ლოცვისა და შესმის კიდე არას აუბნებდეს. იგი თაგვიცა უგუნურებით ამპარტავნობდა და თვისის თავის ქებისა და კუეხნის მეტს არას იტყოდა. მათ აძლევდა, ხარჯევდა და აფორიაქებდა. ესე იმედი ჰქონდა, რომ ეს ხუორბალი მრავალია და ნიადაგ ესრე მოედინებაო. დღე-ყოველ თვის მეგობართ ხვარბლით  დატვირთულს წარავლენდის, საბოლოოსას არასა სინჯვითა და სახვალ-ზეგიოს არ იგონებდა, იტყოდის ტაეპსა:

 

მწდევ დღეს დამათვერ ხვალ ვიცდი მათ ვერ.

 

რა თაგვნი ამა ლხინსა და განცხრომათა იყუნეს,მაშინ სიყმილის ვიწროებამან ხელ-ფერხთა ღონე მოშალა და შიმშილობის ცეცხლი ღვიძლდამწვართ გულთა შინა უშეშოდ აღაგზნა. ყოველთა ადგილთა ერთისა პურისატვის ერთსა სულსა აძლევდეს და არავინ სყიდულობდა; სისხლისა სათავნოსა ხვარბალთა ზედა მისცემდეს  და არავინ იღებდა.

 

შაირი

 

სიყმილისაგან მოყუარე მოყუარეტ ვერ იცნობდიან,

მავედრებელთა ვედრება მსმენელთა არ ესმოდიან,

კბილნი ბაგეტა მოჭმასა სტომაქნი ვითა სცნობდიან,

და მშიერთა ცრემლნი მაძღართა გულქვათა ვერ ალბობდიან

 

მას თაგვსა მედიდურობის სიუხვითა ტაბლა კეთილისა საჭმლით აევსო და ძუნწობის სახელი მიღმა გაეშორებინა და არცა მის წელიწდის ნაკლულევანება სმენოდა. სამი-ოთხი დღე რა გამოვიდა მხნველსა სულის დანა ძუალთა მიადგა, მას ორმოს მოჰკადა, ნახა-მრავალი მოჰკლებოდა. ამისთვის სიოიანი სულთქმა მდუღარისა გულიდამ აღმოადინა და მისის მოკლებისათვის მრავალი იზრუნვა. მერმე თქუა: გარდასულის საქმისათვის ტირილი ჭკვიანის კაცისაგან ხელთ მიმსგავსება არისო, ესე სჯობს ესე ხვარბალი აქადამ სხვასა ადგილსა გარდავსცუალოო.

მიჰყო ხელი და დანარჩომს ამოღება  დაუწყო და სხვაგან წაიღო. მას თაგვსა სოროსა მყოფსა სილაღით ვერა შეეგნა რა და განსვენებიტ ეძინა. სხვა მასთან მყოფნი თაგვნიცა მის მხვნელისა ფერხის ხმას ამპარტავნებით ყურს არ უპყრობდეს და არცა რას ფრთხილობენ. მათში ერთი მონახული თაგვი იყო, რა ფერხის ხმის ალღო აიღო, ერთოდა ამოვიდა და ერტის ხურელიდამ ჭვირვა დაიწყო. მხვნელი ნახა, ჩაირბინა და თვის ამხანაგთ აცნობა და თუით გაძვრა და წავიდა და სხვა თაგუნიც ყოველნივე თვითო ხურელით გაიპარნენ და მასპინძელი თაგვი მარტო დაუტევეს.

 

ჩახრუხაული

 

ყუალას ამისთვის ერთის ჟამისთვის ვითამ უყვარდი შენ სასურველად,

საზრდელსა ხშირსა ვითა ნახშირსა, უხვად უყრიდი ახალსა ძველად,

რა საქონელი შეგექნა ბნელი, მათცა მოყვსობა ვერ გიყვეს გრძელად,

შენი მოკლება, მათდა სარგებლად, მისთვის უნდოდათ სარგოსა მქნელად.

ესრეთს მეგობარს, ბოროტად მცნობარს მაფერებელსა რად იღებ ხელად?

სჯობს მოიძაგო, ან სამ წააგო, არ გიჩნდეს მათი გაყრანი ძნელად!

 

რა მეორეს დრეს თაგვი განსვენებიდამ ადგა, რა მიმოიხედა, თვისი საყვარელთაგანი ვერავინ დაინახა. რაოდენც იჭვრიტა მისის მოყვარეთაგან არავინ პოვა, ტირილით ესრე იტყოდა და თქუა:

 

ლექსი

 

ჰე, საყუარელნი მოყვასნი სად გამეცალნეს სადა, რად?

რად მომიძულეს რა იქნეს, ვით ვპოო მათდა სადარად?

 

რა მათი ამბავი ვეღარა შეიგნა რა, მისის საწოლიტ გამოვიდა, შიმშილით და პურის სიზვირე შეიტყო, ჩქარად მობრუნდა და თვისა სოროთა შევიდა, რომე თვისი საზრდო შეიკრიბოს და შეინახოს. რა ორმოდ მივიდა, მარცუალიც ვეღარ იპოვა, რომე ერთჯერად გამაძღარიყო. მეტის დაღონებისა და შეჭირვებისაგან სული ყიათა მოადგა, ესოდენ მიწათა თავი აწყვიტა, ტვინი ზედ დაანთხია და ზრუნვისა აღბორგვებიტა სიკვდილის ფონში დაიღუპა და მიწათა გაერია.

 

* * * * * * *

 

ამა არაკის სარგებელი ეს არის, რომ კაცმ, ან ხარჯი და მოსავალი უნდა შეასწოროს და რაც თავნი ჰქონდეს, მისი სარგებლით საზრდო გაირიგოს და სათავნოს დაუკლებელად მართებულად მოუაროს. თქუა:

 

ლექსი

 

თუ მოსავალი არ გქონდეს, სარვაგით ხარჯე, კუნესითა,

მოსავლისა და ხარჯისა რიცხვს მალ ნახევდე წესითა.

 

მამამან რა არაკი დაასრულა, უმრწემესი შვილი ზე აღდგა და სიტყვა საქებლის თუალ-მარგალიტითა მოოჭვილად შემზადა და თქუა: ჰე მამაო! რომელმანც კაცთაგანმა თვისი ქონება კეთილად ამგზავროს და მისგან სარგებელი გაუმრავლდეს, მან კაცმან რაგვარად უნდა დახარჯოსო?

მამამან უთხრა:

- მართებული რიგი ყოველ საქმეთა შინა ქებულა, და უფრორე რომ იმყოფინოს საქონლის უფალმან, უნდა მოსავალტან სარგებელი ორრიგად დასდვას: ერთად, რომე უადგილოს ხარჯსა და მეტს წარსაგებელს გაეკრძალოს, რომე ბოლოდ სასინალულოდ არ გაუხდეს და გმობა და ძვიორის ზრახვა არ დაუწყონ და საკიცხელი ენა მაზედ არ აუბნან. ეს დაიჯერე, საქონლის ცუდს საქმეზედ გაედაგება ეშმაური საქმე არისო. თქუა:

 

შაირი

 

მოხუეჭა და წარსაგები არ ქებულა შენაბედი,

უხობაა მოსაწონი, ვისაც მისცე შენაბედი,

ძუნწობა სჯობს გაროქვასა,აფრინო-ღა შენა ბედი,

უსარვაგო ხარჯი მას ჰგავს ცეცხლს მიუპყრა შენ აბედი!

 

მეორე, ავსა სიძუნწის სახელს მოერიდოს. სიძუნწე რჯულშიაც ცოდვაა და თემზედაც სასირცხო. ქუეყანათა მპყრობელი თუცა იყოს და თუცა ავისმოქმედია, მტერთ გულისად გახდების. ძუნწის საქონელი ბოლოდ მარბიელთა და მტაცებელთაგან იავარ იქნების, რადგანაც ერთს ავაზანს ხუთი-ექუსი რუ შესდიოდეს და მას ავაზანს წყლის შედენის ოდენი გასადენი არა ჰქონდეს, - გზის სამჭიდროობისაგან ყელკგან ძალას დაატანს და კედელთა შინა წყნარად ჟონვასა და დენას დაიწყებს, და ბოლოდ ის ავაზანი ძირიან მოიშლება და სრულობით დაინგრევა და მისი წყალი ცუდად ქუეყანასა მოიცავსო. თქუა:

 

შაირი

 

რა ძუნწი თვისი ქონება სიძვირით ვერ იხმაროსა,

მტაცებელაგან გაიბნას, ვითა ბზე ქარმან აროსა.

თუ ტომთა დარჩეს სწყევლიდეს გინება არ აკმაროსა,

აქ შერცხვეს, მერმე კი წაწყმდეს, ჩავარდეს ბნელსა ხაროსა.

 

რა შვილთა მამისა სწავლა მოისმინეს, მისი სიტყვა ასარგებლიანეს და თითომან თითო საქმისა ხელყოფად გული აღიძრეს. უხუცესი ძმა ვაჭრობად გაემზადა შორთა გზათა და ხელი მოიწყო და წავიდა. თანა ორნი აზავერნი ჰყუეს, ერთისა ფურისა ნაშობნი, რომელნი მბრუნავისა ეტლისა კუროსა მათი ჭიდებისა ღონე არა ჰქონდა; ზოდიაქოსა ლომი მათის ძლიერებისა შიშითა მშიერს კატასავიტ, ძლიერს ჭანგსა  უსუსურობის ნუნათა შინა დამალვიდა.

 

ლექსი

 

ტანად პპილოსა ოდენი, მებრძოლად ლომის სახენი,

საჭვრეტად ტურფად ლამაზი, სვლით მსგავსი ვერა ვნახენი.

 

ერთსა სახელად შეთურბა ერქუა და მეორესა მანდაბა. ვაჭარი იგი რთევდა აზავერთა მათ და დიდად ხელს უწყობდა, მაგრამ გზის სიგრძემ და თემით-თემ სიარულმან მიმაჭირვა და სიმჭლე ეუფლათ. გზათა ზედა ლიამპალი დახუდათ და გასვლასა შინა შუთურბა დაეუფლა და ვეღარ ამოვიდა. ვაჭარმა მრავლის ღონისძიებით ამოიყვანა და რა სვლისა ღონე აღარა ჰქონდა, ერთსა მოჯამაგირეს მიაბარა და მისი მოვლისათვის ევედრა, და რა მოიმატოს და შეიძლოს, მასვე მოგზაურთან მიყუანა ამცნო. მოჯამაგირეს ორსაოდე დღეს მარტოობა მოეწყინა, შუთურბა მუნ გაუშვა, პატრონს დაკარგვის ამბავი მიუტანა. მას მეორეს სავანესა მანდაბაც მეტად დაშურა და შუთურბას გაყრის ნავღელიც გაუმძლავრა და მოკუდა.

 

შუურბამ მცირე ხანთა შინა ღონე მოიცა და დაძვრა შეიძლო. აქა-იქ საძოვარს ძებნა დაუწყო. ერთს შუენიერს სათიბს შეხვდა, შაშპრარეული მრავალიფერი ყვავილი მოჰფენოდა, სამოთხის მეწალკოტესა მას მისის შვენიერებისაგან გაოცებიტა თითსა ზედა ეკბინა, ცას მისად სამზერლად გონება აეხილებინა.

 

ჩახრუხაული

 

ყუავილოვანი, ჩერო-მზოანი, მოლზედა წყალნი ხშირად დიოდეს,

მის შემკობასა, ბანაკობასა, სამოთხის მცუელნი მეტად ჩიოდეს.

 

შუტურბას ადგილ იგი მეტად მოეწონა და დასადგომელი ბარგი მუნ ჩამოჰკიდა. ერთხანად უავშროდ და თავისუფლად იარა, მის წალკოტისა  მსგავსს მინდორტა სძოვდა, მას სულთმომაბრუნებელთა აერთა და გულის საწადელს სამყოფთა აქა-იქ ეტარებოდა. მეტად პოხილად გასუქდა. მუნ მოსვენებამა და სიხარულიტ გემოვნებამან მაღალი ყვირილი მოანდომა.

მას ადგილს თურე ერთი ლომი გუარობდა. მოშაო და უზაბარის მსგავსი. ყოველნი მხეცნი მის სასამსახუროდ წელმორტყმულონი დგენ და სხვათა ნადირთა სამონოდ ხელითწერილით თავი დაედვვათ. ლომსა თვისის  სიმხნითა და ძლიერებითა, ყმათ სიმრავლითა და ადგილის სიდიდითა ამპარტავნება შესლოდა და მისი უფროსი აღარავინ ეგონა, კისკასს ჯიქსა და ტანდიდს პილოს არად მიიჩნევდა. მას არც აზავერი ენახა, არც ხარისა ხმა ასმოდა. შუთურბას ყვირილი რა შეესმა, დიდა შეეშინა და მის განკრძალვასა იყო, მისი შიში სხუა ნადირთ არ შეეტყო, და ამისთვის აღარსად წავიდის, არცაღა ერთის ადგილით მიმომივლიდის.

მის სიახლოეს ორი ეშმაკი ტურა იყუნეს, ერთისა სახელი ქილილა იყო მეორისა დამანა. ხერხიანნი და საქაჯოთა საქმეთა შინა სრულნი, მაგრამ დამანა უახოვნესი იყო და მედიდურობისა და სახელის მძებნელი. დამანამან იაზრა, რომე ლომსა შიშისა რამე საქმე გულთა ჩავარდნიაო და ქილილასა უთხრა:

- ნადირთ ხელმწიფის მოწყენისას შენ რას ამბობო, რომე ლხინი და შვება გაუშვია და ერთს ადგილს მარტოებიტ არისო? თქუა:

 

ლექსი

 

შუბლთა აჩნია ნიშანად გულისა ურვანი

იცის, ვერ უთქუამს საქმენი, რაცა აქვს შიგან ზრუნვანი.

 

ქილილამ უთხრა:

- შენ მაგის გამოძიებასა რასა სდევ, ანუ რა მართებულია შენი მაგა საქმისა კითხვაო? უთხრა:

 

ტაეპი

 

რა ხარ შენ ვინა რომ გაცოდინა, თემთ საიდუმლო ზედ მოგიხდინა.

ჩუენ ხელმწიფის კარზედ მცირედსა საზრდოსა ვშოობთ და მათის ბედნიერის ჩრდილს ქუეს განსვენებით დღესა და ღამეს ვატარებთ, ესე კმაა ჩუენთვის. მეფეთ ხვაშიადთა ცნობასა და მისთა საქმეთა გამოწვლილვასა ნუ ეძებო. ჩუენ სახელმწიფოთა შინა ამაღლებული არა ვართ, არცა მათი სამსახური გვითავებია, ჩუენი სიტყუა ხელმწიფეს როდის მოეხსენების, მათი სიტყვის თქმა თავისა თვისისა ქებისა წადილია, და რომელიც ქებასა ცდილობდეს და თვისსა საქმესა არ დასჯერდებოდეს, მას ეგრე მოუხდება, რაგვარადაც ერთს მაიმუნს მოუვიდაო.

დამანამა ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

ქილილა თქუა არაკი

(მაიმუნი და მხერხავი)

 

ერთმან მაიმუნმა ერთი მხერხავი ნახა, ერთს ძელზედ იჯდა და მას ხერხავდა. ორი სოლი ჰქონდა მას ძელის ნახერხში ხან ერთს ჩაარწმიდის და ხან მეორესა, რათა მისი გაკუეთა გაიადვილოს და ხერფხის ტარების გზა ხსნილად ჰქონდეს. და რა ხერხსა ძელიკს ნაკუეთი მოუჭირებდა, წინა სოლს ამოიღებდის და უკან დაარჭმიდის. მაიმუნი ამას გულსმოდგინედ სინჯავდა, ხუროს საქმე რამ გამოუარდა. ადგა და წავიდა.

მაიმუნმა რა სამუშაო უკაცური ნახა,ჩავიდა და ნახერხის მხარეს დაჯდა, და სასირცხო ასო ნახერხში ჩაეკიდა. მას ნარჭობს სოლს ხუროს ბაძით ჭიდება დაუწყო, სხვაგან დარჭობა უნდოდა. რა სოლი მოგლიჯა, ძელის ნაპობმან პირი პირს მოუჭირა და მაიმუნის სასირცხო შიგ დაჰყვა. მაიმუნი ტკივილისაგან შეიწრებული ტირილით იტყოდა და თქუა:

 

ლექსი

 

ამ სოფელ ვინცა მუშაკობს, კეთილ არს დაუშრომელად,

მისს არ დასჯერდეს სხვისა ქნას დაუგმონ გაუზომელად.

 

ჩემი საქმე ხილის ჭამა იყო, არათუ ხერხის ხმარება: ჩემი მუშაკობა ქერქთა შეძრობა იყო, არათუ სოლთა დარჭმა და ცულთა კვეთებაო. თქუა:

 

ტაეპი

 

ვინც უქნელი ქნას ჩემებრ შეიქნას

 

მაიმუნი რა ამ გაჭირვებასა შინა იყო, ხურო მობრუნებული მოვიდა, მოხმარების ნაცვლად სიკუდილსა მისწივა. ამისთვის უთქვამთ:

 

ტაეპი

 

ქია რად ბაძავს ხუროსა? ხამს ხილი წაიხუროსა.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი იმისთუის ვტქვი, შეიტყოთ რომე ყოველმან სულიერმან მისი შემსგავსებული საქმე უნდა ქნას და თვისი ფერხი მაგალითიდამ არ გადადგას. შვენიერად უთქუამთ: ფასთიკაური ერთი იგავი მახსოვს მოყვრისა, ცნობილთა ბრძენთა ტკბილად ნათქმისა. საქმე ყოველი კაცისა არის, არათუ კაცი ყოვლის საქმისა საქმე ეგე შენგან საქნელი არ არის და დაეხსენ. მცირედი საზრდო და ცოტაი გასაძლებელი მოგცემია, იყოფინე, შენი საფერი საქმე სცანო.

დამანამ უთხრა:

რომელსაცა ხელმწიფეთაგან დიდყოფა უნდა, მცირედის საზრდოთი არ იქნების ცოტათი მუცელს ყოელთა ადგილთა მოაძოებს. მაგრამ მეფეთ წინ სამსახურის სარგებელი მაღლის სახელისა და სახელოს მოპოვნებისათვის ქნილა, რომე მით შეიძლებს მოყუარეთ მოპყრობასა, მათს არძანგთა და მტერთა მტრობასა და მათს შურისგებასა. რომელიცა მცირესა საზრდოსა დასჯერებია, იგი კაის კაცად არავის შეურაცხია. ძაღლსავით ერთს ძვალზე სიხარული და მსუნაგს კატასაებრ, თაგვის შეპყრობაზედ განცხრომა რა სახელია! მე მინახავს ლომსა ყურდღელი შეეპყრას და რა კანჯარი ენახოს, ყურდგელი გაეშვას და კანჯარს მისტევებოდეს. თქუა:

 

ლექსი

 

მაღალს საქმესა ეძებდე, ღთმან ეგრეთვე გიყოსა,

მის იმედისებრ გიბოძოს და პირი არ დაგიყოსა.

 

ვინცა სიმაღლის ხარისხთა ჰპოებს, ვარდივით რაგინდ დღემოკლე იყოს, ბრძენთაგან შვენიერის შესხმითა დღეგრძელი შეიქნება; რომელმანცა სიავესა სიძუნწეთა სინა თავი ჩაიგდოს, ძეწნისა ფურცელებრ, რაგინდ მრავალი გასძლოს საქებალდ არ დასწერონ და არც სახელდიდთა თანა არევენ და მათთან აღრიცხვენო. თქუა:

 

ლექსი

 

კაცი სახელის მძებნელი უკუდავად შემირაცხია,

მკუდრად იგი თქმულა, ვის კაი სახელი ზედ არ აცხია.

 

ქილილამ უთხრა:

- სიდიდე და სიმაღლის ნდომა ესეთის გუარქებულის კაცისაგან მართებულია. ჩუენ მის დიდგვართაგანი არა ვართ, რომ სიმაღლის ხარისხზედ აღსვლას ვჭირნახულობდეთ და მაზედ საცადლის ფერხნი დადგმად შევიძლოთო, თქუა:

 

ლექსი

 

გულის ზრახვანი უუზომო, ზღვაებრი გულთა წწყობილი,

მცირე ასოა, ვით იტევს-ვერას შეიგებს ცნობილი.

 

დამანამ თქუა:

- დიდობის მომპოვნებელი ჭკუა და სიკეთე არის. ვისცა რჩეული ცნობა აქუს, თვისის კეთილისმყოფელის ცნობა უწყის და თავსა თვისსა დაცემულებისაგან მაღალს და ქებულსა და პატიოსანს ხარისხზედ აიყვანს, და ვისიცა ჭკუა და მეცნიერება მოკლე და უსუსური აქუს, ამაღლებულის ხარისხით თავს სიმდაბლისა და სიგლახაკის უბეთა ჩამოაჭრუნებს. თქუა:

 

შაირი

 

წინასწარმცნობი უქიათ სიბრძნითა სწორი და სრული,

ძალუძცს თავისა დაპყრობა, თუ ცით აქვს თოკი დასრული,

თუ გულის თუალი ღია აქვს, არ ეცეს მმისის დას რული,

იგავთ მიხედვა ვერ უძლოს, ტარებით დაშვრეს დასრული.

 

დიდთ მეცნიერთ უთქვამთ: სიმაღლისა და სიდიდის ხარისხზედ ასვლასა დიდი ცდა და გარჯა უნდა, და დაბლის პატივის ხარისხთა ჩავარდნა ანაზდეულად იქნება, ამად რომე ამაღლებულს და სიკეთით სრულს კაცსა ნაღვლისა და ჭირის მოთმენა შეეძლოს და სხვანი მის მსგავსად მას მაღალს სამნეოს ვერ განაგებდენ. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

უღონო კაცთა ქართ საბარბაცთა, ტრფიალთ ალერსი ვით შეუძლია?

ჭაბუკთა ლომთა, მიმართონ ომთა, თუ არ სიმხნითა მტერთ რითმე სძლია.

 

ვინც მოსვენების მდომელია, ნიადაგ უპირისწყლოდ სიძუნწისა და ურცხობის კუთხეთა დაენარცხება; რომელიცა ცოტათ ტკენითა ეკლიდამ ვარდის მოკრეფას არ ეცადოს. მან პატივის წალკოტთა შინა სალხინოდ ნატა ვერ გაიფინოს. თქუა:

 

შაირი

 

ვითა მომეცეს პატივი, შეუდრკე ჭირთა მალალებს?

ვირე სისხლისფრად არ იქცეს ფას ვინ დაურთავს მა ლალებს.

 საწადლის გზათა დაშრომა ვერად დამამჩნევს მალ ალებს.

ბოლოდ ვით ვპოო მოლხენა, პირველ არ გარჯა მალალებს.

 

ნუთუ შენ მათ ორთ ამხანაგთ არაკი არ გასმოდესო, ერთმა რომ მოჭირვებითა და ცდით ხელმწიფობა იშოვა და მეორე უღონობითა და მცონარებითა მთხოვარად და მკოდოანად შეიქნა?

ქილილამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

დამანამ უთხრა არაკი

(სალიმა და ყანიმა)

 

იყვნენ ორნი ამხანაგნი, სახელი მის ერთისა სალიმ, და მეორისა -ყანიმ. ორნივე ერთსგზასა მავალ იყვნეს, ერთსა სავანეთა დაისადგურებდენ.

აგრევე გზათა ვლიდენ. ერთსა მთის ძირთა მივიდენ, რომე თავი მის მთისა ლურჯის ცის ცხენისათვის სადავე დაესწორებინა, მისი გარემოსართავი ცის ბურჯთ გრკალთან ავჟანდა ავჟანდას ხსვდებოდა; მის მთის ძირთა ერთი წყარო დიოდა, შვენიერებითა ახალგაშლილს ვარდის პირთაებრ და სიტკბოთი ბაგეტკბილ და ენაშაქრიანებრ მწვეთარე მის წყაროსა წინ ერთი ავაზანი იყო, გარშემო შემორგული ხენი, მაჩრდილობელნი, რტო რტოთა გარდადებული.

 

შაირი

 

ხენი დარგულნი გაწყობით, ზე აღმართებით მდგარენი,

სარო და ნაჟვი დამზერით, ნარდთა მოეცვა გარენი,

შაშპრა შროშანთა ნარევი, სუნით აევსო არენი,

ია თავმოხრით, მონურად მათ ახლდა არ უდარენი.

 

რა იგი ორნი საყვარელნი ამხანაგნი, მის საშინელის მინდვრით დამაშვრალნი, მას განსასვენებელს სავანეთა მოვიდნენ. ნახეს მეტად შვენიერი და სიკეთით გულის საწადელი ადგილი მუნ დაისადგურეს და განისვენეს. მერმე ადგეს და მის წყაროს გარემო სლვა და ტარება იწყეს და მიმოსინჯვიდეს. ავაზანს იქით ერთი თეთრი ფიქალი ნახეს, ძლიერების კალამთაგან მწვანითა ასოთა, ვითა დიდისა სიბრძნითა, ქარტათა ზედა დაწერილისა უმჯობესი. აღმოიკითხეს და ესრეთ ეწერა: ჰე მგზავრნო! რომელნიცა ამას სავანეთა გარდახდეთ, ბედნიერობისა იმედნეული იყვენითო, ამისთვის რომე სასტუმრო სავანე კეთილად გაგვიწესებიაო.

სასარგებლო ჩახვი რიგიანის საქმით გამოგვიბერტყია ამა საქმითა და პირითა: რომელმანცა თავი თვისი გაწიროს და ამა მორევთა ჩახდეს და დაღუპვათაგან არა შეიშინოსო და საცადლით იქით კიდეს გავიდესო, მუნ ერთი ქვისაგან გამოთლილი ლომია, კლდისა მის ძირთა მდებარეა, იგი მხარეთა აღიღოს და უსვენებელი დაუყოვნებლად ესე მთა წვერამდე შეირბინოსო, მთაზე ესრეთ აიტანოს. რაზომცა სულთა მომნადირებელნი მხეცნი და ქვეწარმავალნი წინარე ბრძოლად დაუხვდენო, ანუ ღვიძლთა გამგვრემელნი ქაცვნი კალთათა ეკიდებოდენ, ამათით სირბილი მისი არ მოშალოსო, და ესრეთ რა მთისა თხემთა აღვიდეს, მაშინ მისის საწადლის ხემ მისი სანდომელი ნაყოფი მოსცესო.

 

შაირი

 

თუ კაცი გზათა არა ვალს, ვანად ვერ მიიწევისა,

აგრევ თუ სულსა არ დალევს, ზეცად არ აღიწევისა.

თემთა დაპყრობის სდასოთა ნათლად ჩანს გარდაწევისა,

მან დაინახოს ცოტათი, ვის სიბრძნე შეეეწევისა.

 

იგი წერილი რა წაიკითხეს, ყანიმა მოიქცა სალიმისაკენ და უთხრა:

- ძმაო მოდი საწადლის ფერხითა შიშის ასპარეზი გავზომოთო და ამა ტილისმისა ცნობისათვის გავისარჯოთ და ვეცადნეთ რასმეო! თქუა:

 

ლექსი

 

ან საწადლისა ღრუბელთა ავალ და ავფრინდებია,

ანუ კაცურად სიმხნითა სიკვდილი თავს მიდებია!

 

სალიმ უთხრა:

- საყვარელო მოყვასო. ამ წერილისა რადგან არცა მწერალი ვიცით და არცა სიმართლე დაგვიმტკიცებია, ამრიგი საეჭვი რამე დიდად საფრხილოა, რომელ უმეცრებით თავის განსაცდელში და სიკვდილის გზათა ჩაგდება უგუნურებისა შესწორებულნი არიან. არა მეცნიერნი სამსალა და თერიაყსა ერთად არა სჭამს, და არცა ჭკუისმყოფელი ხელსაქონს ვეცხლსა საეჭვს სავაჭროზე მისცემს. თქუა:

 

ლექსი

 

რადმც უჩნდეს კაცსა ბრძენსა და კეთილად მცოდინარესა.

ათას წელ მოსვენებულსა, ერთ წამ შეწყენით მარესა?

 

ყანიმამ უთხრა:

- ტკბლად საყვარელო, მოსვენების წადილი ოღონობად და მცონარებად ითქმის, და საშიშართა შინა ყოფა ბედნიერობისა და სიმაღლის ნიშანია. თქუა:

 

შაირი

 

მოსვენებისა მდომელმან თავი ვერ ოდეს იქისა,

მცონარმა ბედნიერობა ჯიბეთა ვით ჩაიქისა;

მებრუობისა მოშიშმან ღვინო ვერ შესვას ჭიქისა,

საწადელს სად მიემთხვიოს უსარჯლად აქა-იქ ისა!

 

სახელმარალი კაცი მცირე ლუკმათა და უგვანის კუთხეთათვის არ დაბადებულა; ვირემ სიდიდეს არა ჰპოებს, წადილის ფერხი სვლისაგან არ დაეცადება; სიმხიარულის ვარდი უეკლოდ არ მოიკრიფება, სურვილის საუნჯის კარი უცდელად კლიტით არ გაეხმის. მე სახელოვნობის სადავე, ჩემი შემპყრობელი, მის მთის ტავზედ მიმწევს და მოკეთეთ მორევსა და ჭირის ტვირთვასა აღარა ვზრუნავ. თქუა:

 

შაირი

 

თუცა მისითა ძებნითა ჭირნი მრავალნი მოვიგნე,

უცოდველია სურვილი, თვალნიცა მაზედ მოვიგნე;

უდაბურთ გზანი საჭირო მის ნახვათათვის მოვიგნე,

ჩემისა სატრფიალოსა ლახვარი გულთა მოვიგნე.

 

სალიმ თქუა:

- რადგან სიცოცხლე ბედნიერობის გაზაფხულია სულისა, ამისის მოლოდინით გაიძლების და ღნიოშის შემოდგომის გაწყობაცა იქნებისო, მაგრამე ეს ერთს ესეთს გზაზედ სიარულია, დასასრული არა აქვს, როგორც უკიანე ზღვათა შინა ვლა, რომელსა კიდენი შორად აქვან -ამისებრნი ჭკუის გზათაგან უცხო არიან. ვინცა ერთი რამე ხელად აიღოს, გასინჯოს და რაცა მოსავალი რგებია, წარსაგებელიც აგრევე წარაგოს; და საქმის გაგების რიგი იცოდეს, და მისი შესამატი და დასაკლისი ჭკუის სასწორით ასწონოს, რომე ცუდად და უბადოდ მისი საქმე არ წაუხდეს, და სიცოცხლის სიტკბოს ხვავი გასაბნეველად ქარს არ მისცეს. უთხრა:

 

ჩახრუხაული

 

ოდეს ხვალ ფერხით დაადგი ხერხით რა დაამტკიცო სხვაცა გარდადგი,

სადაც შესრულმან მონახე სრულმან სად ხვრელი იყოს, გასძვრი, გარ დადგი.

 

ნუთუ ესე წერილი ჯადეგობა რამე იყოს, ანუ ესე დასახული საცინელად და სათამაშოდ მოერთოსთ? ანუ წყაროსა ამის მორევივ ნაპირად მცოდნეთაგან არ გაისვლებოდეს? ანუ რა მისგან მორჩეს მან კაცმა ნუთუ სიმძიმით ქვის ლომი მხართა ვერ იტვირთოს? და ესე ყოველივე თუცა აღასრულა, ერთისა რბენითა უსვენებელი, მის მთისა თავსა ვით ააწიოს? და თუცა იგიცა შეიძლოს და მას ადგილს მივიდეს, და მუნცა არარა თვისის ნებისა დახვდეს? სცან რომე მე ამა მგზავრობისა მოზიარე არა ვარ, და შენცა დიდად გიშლი ფერხთა შედგმასა მაგა საქმეთა შინა.

- მაგას ნუღარ მეტყვი! იცოდე მე ამ საქმიდან არ გამოვბრუნდები. ეს ქორწილი რომე მიქნია, ეშმაკის ცდუნებით ამას არ მოვშლი. მე ვიცი რომე შენ ჩემსა ამხანაგობას ვერ იღონისძიებ და რადგან  წასვლაში ვერ მეამხანაგები, აქადამ ლოცვით მაშინც შემეწიეო. თქუა:

 

ლექსი

 

ჩანს რომ ვერ შესვამ ღვინოსა: ძალი არ გიჩანს ღონისად.

მთვრალად მეჩვენე, მაშინცა სჩნდე მოყვსად მოსაწონისად.

 

სალიმ რა შეატყო, რომე წასვლა არ მოიშალა, უთხრა:

- ძმაო ჩანს ჩემი ვერა შეგასმინე რა და ამა უქნელისა საქმისა ქნა ვერ მოგაშლევინე. მე ამისთანას საქნელის ჭვრეტას ვერ თავს ვიდებ, ერთსა საქმესა, რომ ჩემმი გული სწორად ვერ ხედვიდეს, მზერას ვერ დავუწყებ. უმჯობესად ესე მინახავსო. თქუა:

 

ტაეპი

 

აქით უნდა ავიბარგო, რადგან სწავლით ვერა ვარგო.

 

მერმე თვისი ტვირთი აჰკიდა და საყვარელსა ამხანაგსა დაესალამა და პირი გზას მიაპყრა. და ყანიმამ თვისი სული და ხორცი გაწირა, წყაროსა პირსა მოვიდა და თქუა:

 

ლექსი

 

ჩავიჭრა უკიანესა, ზღვის ფსკერმა სწრაფად მიტია,

ანუ სრულიად დავინთქი, ან ვპოო მარგალიტია.

 

მერმე წასასვლელი კალთა წელთა ჩაირჭო და ფერხი წყაროსა მას შინა ჩადგა.

 

ტაეპი

 

წყარო არ იყო მდენარე ზღვა წყაროდ გამომჩენარე.

 

და შეიტყოყანიმამ, რომ წყარო იგი წირის მომრევი იყო, მაგრამე გაგულოვანდა და ცურვით ნაოირს გავიდა, წყალთ კიდეთა ადგა და მცირე შეისვენა, და ლომი უგუ ქვისა სიმხნითა და ხერხითა მხართა შეიდვა  და ათასნი ჭირნი სხვანი იტვირთა და უსვენებლის რბენიტა მის მთის წვერზედ აიტანა. მის მთის უკან ერთი ქალაქი დაინახა, კეთილჰაეროვანი და გულის საწადელი.

 

ტაეპი

 

ქალაქი ვნახე სამოთხის სახე, ერმის წალკოტებრ გული შევახე.

 

ყანიმა მის მთის თავსა დაჯდა და ქალაქისაკენ იჭვრიტებოდა. ანაზდა მის ქვის ლომიდამ ხმა გამოხდა. ესეთი ყვირილი შექნა, გარემოს ადგილსა ზარი დაეცა. რა მოქალაქეთ ხმა მიესმა, ყოვლით კერძო მუნ მყოფნი კაცნი გამოვიდენ და მას მთას მომართეს, ყანიმას გარ მორტყენ. ყანიმა გაკვირვებული უმზერდა და მათ კაცთა მოსვლას გაეცვიფრებინა, რომე ანაზდეულად ესოდენმა ჯარმა მოიცვა. მათ კაცთა დალოცეს და საქებარი ენა ააუბნეს და დიდის ვედრებით კეთილად აკაზმულს ცხენს შესვეს და მის ქალაქისაკენ წაიყვანეს. თავი და ტანი ვარდის წყლით დაბანეს, სამეფო სამოსელი შემოსეს, ამაღლებულის პატივითა მის ქვეყნის ხელმწიფობა ხელთ მიაბარეს. ყანიმამ ეს საქმე მათგან გამოიკითხა. მათ მოახსენეს:

- მას წყაროსა შინა ბრძენთა ესეთი ტილისმა შეუმზადებიათ და იგი ქვის ლომი ცის ეტლების ხარისხების ჩხრეკით და ვარსკვლავთა სინჯით შეუქმნიათ: რახანცა კეთილგონებიანი კაცი მოინებებს და მას მორევს განვლის, მას ლომსა აიხვამს და ამ მთასა ზედა ამოიტანს, თუცა ამ ქალაქსა შინა ხელმწიფე მომკვდარა, ისი ლომი ყვირილის შეიქს, და რა აქ მისი ხმა მოოისმის,-გავლენ და ვისცა ამოოუტანია, მას გაიხელმწიფებენო და მისის მოწყალების ჩრდილს ქვაშ გაისვენებენ, ვირემდის მასცა დრო იგი მოუვიდოდესო. თქვეს:

 

ტაეპი

 

ერთი წავა და სხვა მოვა სოფლის სასძლოსა წყეულად.

 

ოდესცა ღმთის ბრძანებით ხელმწიფის სიცოცხლის მზე სიკვდილის ტატანთა ჩავა, მას ჟამთა ახლორე დიდებისა და ბედნიერობის ვარსკვლავის პატრონი მის მთისა თავსა ზედა აღმობრწყინდებისო. მრავალი ჟამი არს, რომე ეს ესრეთ განუწესებიათ და ამგვარად დაუცთო, და აწ თქვენ დღეს ამ ქალაქის უფალი და თადადთ მბრძანებელი ხართო. მოახსენეს:

 

ტაეპი

 

თემი შენია, ბრძანება გაეც და ღმერთმან განება!

 

ყანიმამ სცნა, რომე ეგზომი ჭირნი სრულობით მის ბედნიერობისათვის ყოფილიყო. თქვა:

 

ლექსი

 

რა ბედი კაცზედ სვიანად მივა და მიეცემისა.

თვითვე მოოურთავს საქმესა, რაც უჯობს გარდაცემისა!

 

* * * * * * *

 

ეს არაკი ამისთვის მოვიყვანე, რომ შეიტყო, მოსავალიი გაურჯელად არ იქნების; და ვისაც დიდების წადილი გამოუჩნდეს, მაშინ ყოვლის ცუდისა და უგვაროს კაცის ფერხს ქვეშ თავი არ მოიმწყვდიოს და უღონობის ხარისხზედ ჯდომას არ უნდა დაჯერდეს. მე სანამდისი ლომისაგან დიდების ხარისხს არ ვიშოვნი და მის წარჩინებულთა შიგა არ გავერევი, თავსა განსვენების სასთუნალზე არ დავსდებო და ფერხთა შვებისა საგებელთა ვერ გავიწვდიიო.

ქილილამ უთხრა:

- მაგა კართა გასახმელი სადა გიპოვნიაო, ანუ მაგა საქმეთა ხელად აღება ვით მოგიგონიათ?

დამანამ უთხრა:

- ესე დრო რა დივიეც, რადგან ლომსა ესე გულთა ასაჩქარებელი რამ შესმენია, მისი რამ მოვახსენო, ნუთუ ჩემისა სწავლებისა ნოშთარო მაჯუნმა მისი სიმხიარულის მოსავალი მოგვაროს და ამა მიზეზითა ჩემისა ყმობისა სიმაღლე მომეცემისო.

ქილილამ უთხრა:

- ლომისაგან შენი ამაღლება ვით იქნება, და რომე კიდეც იქნას შენ მეფეთ სამსახური არა გარდაგხდია რა და მათი რიგის მოკრძალვა არ იცი; და მცირითა საქმითა თუცა რამე მოგივიდეს, ყოველივე ადრე წარეგოს და მერმე ვეღარც მისი მოვლა შეიძლოო.

დამანამ უთხრა:

- თუცა კაცსა შეძლება და ხელთგამომავლობა აქვს, დიდებულთან ლხინთა შინა მის შესვლასა დასაკლისი არა აქვს რა. ვისცა თვისის ცოდნის სისრულის იმედი აქვს, რასაც საქმეს ხელს მიყოფს, მისის რიგით შეუძლია, რომ განსაცდელიდამ თავი დაიხსნას. ესეც არის რომე რა ბედნიერობა კაცს მიადგა, რაცა საქნელად უხამს, მისს გზასა იგივე აჩვენებს, რაგვარადაც არაკთა შინა უთქვამთ:

 

ერთსა დუქანთა მჯდომელსა კაცსა და მისი სახელი ყოველსა ადგილსა გაითქვა. მას ერთმა მემკვიდრემ ხელმწიფემ როარტაგი მისწერა: შენი ხელობა ხუროობა არისო.ხელმწიფობისა და ქვეყნის მოვლის რჩევა და ჭკუა ვისით ისწავლეო? მან პასუხად მოსწერა: ვინცა ბედსვიანობა მომცა, ხელმწიფობის რიგი და ქვეყნის მოვლაცა და წესი მანვე მასწავლაო. მოსწერა:

 

შაირი

 

ბრძენთა სასწავლო საქმენი შეჰყარო ცნობად ამისად,

ჩემნივე რჩევა აჯობებს არისტოტელსა ჟამისა,

ვის სვეთ ლამპარი უნათებს დაუშრეტელად ღამისად,

ყოველი ცოდნა მას დარჩეს, ათასად უქონ წამისად!

 

 ქილილამ უთხრა:

- ხელმწიფენი სახელოანთა კაცთა მათისა სიკეთითა არ გააძლიერებენ. ვინცა მათი ნათესავია ანუ მახლობელი, ანუ სამსახურითა მათთან სიმაღლე ეშოვნოს და მეფეთ ნიჭთა ჩვეულ იყოს,-მათაც საქმე გასაჭირი აქვთ. შენ ხომე ლომთანა არცა ნათესაობა გაქვს და არცა მოხელობა რისამე და არცა მომხმარო გყავსო. მე ესრე მგონია, შენ მისის წყალობისაგან შორს დარჩეო, მტერთ გულისად გახდეო.

დამანამ უთხრა:

- ხელმწიფის სამსახურთა შინა ცდა და გარჯა ქებულა, რომე რიგიან ქნას. უცდელად და უმიზეზოდ მათის გადიდების ნიშნად სახელმწიფოს ხარისხთა პირი არავისთვის უჩვენებიაო. მეც ამას ვეძებ და ამისთვის ვკვდები. მრავლის სარჯლის თავსდებითა უმართებულო შარბათის ჭაშნიკი მისვამს. ესე ვიცი, რომე მეფეთ კართა მოსამსახურეთა ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს: პირველად-მრისხანებისა ცეცხლი სიმშვიდის წყლითა დაშრიტოს; მეორედ-მზაკვარისა და ბოროტის მოქმედის კაცისა მომრიდალი იყოს; მესამედ სიცრუე და შუღლი და სიხარბე ჭკუისა მისისაგან განაძოს; მეოთხედ-რაცა დასაქმონ, მისი საფუძველი მისი სიმართლითა და უსარგებლოდ დადვას; მეხუთედ-რაიცა ძნელი, თუ ადვილი შეემთხვიოს, აუჩქარებლად და სიმდორით ჭკუის რჩევით გზა მოოუნახოს. ვინცა ესეთისა ქცევითა დაჰყოფს, მისი საწადელი კეთილად მოევემაო.

ქილილამ უთხრა:

- მე ესრეთ მგონიეს, შენ ხელმწიფესა ვერ მიიახლოო. შენ რომლითა ხელოვნებითა მიაწევ მეფეთა სახედველთა წინაშე და რომლითა შეძლებითა და ცდითა იპოებ სიმაღლისა ხარისხთა?

დამანამ თქვა:

- თუცა ხელმწიფეთა მახლობელი შევიქნები, ხუთისა ზნეობითა მის წინარე წარვდგებიო: ერთით, რომე ერთგულად ვემსახურები; მეორე რასცა მიბრძანებს, არ დავეურჩები; მესამე მე ავი არარა ვთქვა, და ვისცა შევხვდე ავი კეთილად უთხრა; მეოთხე რაც სამადლო და ქვეყნის სასარგებლო მოიგონოს ვინმე, იგი მოუწონო, და ურჩიო და მოვანდომო და მისი სარგებლის ნაყოფი დავანახო და მოვაწადინო; მეხუთე,თუ რამ ავი და ქვეყნის საზიანო მოინდომოს, რომ საბოლოოდ არ ვარგიყოს, ტკბილის სიტყვით იგი დავშალო და საბოლოო, სამჯობინარი და დასაკლისი გარჩევით ვაჩვენო. როსცა ხელმწიფე ჩემსა ესოდენსა ცოდნასა ნახავს, პატივსა მცემს, წყალობას გამიმრავლებსო, ნიადაგ ლხინთა მაწვევს და ჩემგან ჭკუათა წვრთასა მოინდომებსო. ესე არა იცი, სიკეთე არ დაიმალვის? რაგინდ მცოდინარემ კაცმა თვისის სიბრძნის დაფარვა მოინდომოს, ყოვლის გზით უსარგებლო მაშინც არ დარჩებისო. თქვა:

 

შაირი

 

მუშკი და კაცის ქველობა, ორნივე ერთად დარია,

მათმან ყნოსამან ქვეყნისა პირთა სრულობით დარია.

წადი სახელო ქებულო! შენთვის ჩანს დართა დარია,

მიწა გაქებს და მცენარე, აგრევ ნაქმარი დარია!

 

ქილილამ უთხრა:

- გავს, შენი ჭკუა დაგიმტკიცებია და შენი სწავლა და რჩევა ამ საქმეზე შეუცთომელი გგონია. ეს მაშინაც დამიჯერე, გაკრძალვით იყავ: ხელმწიფეთ სამსახური ძნელი და საფრთხილოა. ბრძენნი იტყვიან სამთა საქმეთა უქნელობასა, რომე კაცი თუცა ესრედ უჭკო არ იყოს, რომელსა ჭკუისა სუნიცა არა სცემოდეს, ამა სამთა საქმეთა ნუ იქნს:

- ხელმწიფის მსახურად შესვლასა; - ცოდნით სამსალის შესმასა, და მესამედ-თავის ხვაშიადისა დიაცთან თქმასა.

მეფენი მაღლის მთისა თავს შეუდარებიათ. თუცა მათ შიგა ოქრო-ვეცხლთა და თვალთა პატიოსანთა ლითონი იპოების, მხეცნი და გესლოვანიცა მძრომნი მუნ ისოებიან. მას ზედა ასვლა ამისთვის საჭიროა და დასადგურება-შეუძლებელი. კიდევ უთქვამთ: ხელმწიფეთ მეგობრობა ზღვასა ჰგავს,-ვაჭარი რა ზღვასა შინა შევალს, ანუ ისარგებლებს და ანუ დაინთქმისო. თქვა:

 

ჩახრუხაული

 

თუ გინდ უნჯნი თეთრ-წითელ-ლურჯნი, ზღვათა მიმართე ნავით მავალმან.

გინდეს დღეთ სიგრძე? წინარე გიძე: ხმელთა იარე, შრომამრავალმან!

 

დამანამ უთხრა:

- რომელიცა მიბრძანე ყოველივე კეთილი იყო. მეც ვიცი, დიდსთან შესვლა ცეცხლს ჰგავს დამწველსა და ვინცა მიიახლოება, უფრორე საშიშია. თქვა:

 

შაირი

 

ხამს მეფესთან სამეგობროდ არ შეიქნა, გქვონდეს კრძალვა;

ვითა ცეცხლსა შეშა ხმელი მიეკაროს იწყოს ალვა,

მაგრამ საშიშს ვინც შეუდრეკს ცუდი არის ბოლოდ მალვა,

მას მაღალსა აღსავალსა ვერ აღვიდეს იწყოს მალ "ვა"!

 

მაგრამ ვინც საშიშარისაგან შეშინდების, სიმაღლის ხარისხზედ ვერ ავა. თქვა:

 

ლექსი

 

საშიშართაგან ვიშოვნით სიდიდეგადმონაჭარსა,

თვარ ათით ასი ვით მიხედეს მას მოშიშარსა ვაჭარსა?

 

სამთა საქმეთა არ უნდა შეებას კაცი, თუცა ბედნიერობისა ძალი არა შესწავდეს: პირველად-ხელმწიფეთა სამსახურთა; მეორედ-ზღვის მგზავრობასა; მესამედ-მტერზედ გამარჯვებისა. მე ჩემსა თავსა უბედურად ვერა ვხედავ, მაშე მეფეთაგან გამოზრდისაგან რად ვიშიშოდეო. თქვა:

 

შეწყობილი

 

ჩემისა სიუხვის მკლავი ასრეა დარიგებული,

რაცა მწადია, მომივა სახელთა მიძე გებული,

ვისცა რომ უნდეს სიდიდე, პატიოსნობა გებული,

მას ბედს ეცადოს რაც ჰქონდეს უქებელი თუ ქებული,

რისაც აწთომა შეეძლოს მას შეეწოდოს რებული,

თუ უხობა აქვს ძლიერი, ყვალასა შესწვდეს დებული.

 

ქილილამ უთხრა:

- მაგ წასვლის მრჩევლად მე ვერ დაგიდეგები და რადგან შენი ჭკუა ამა საქმისა შემძლებელია, და შენსა გონებასა მაგისა ქნისა საფუძველი დაუმტკიცებია, ღმერთმან გიბედნიეროს! უთხრა:

 

ტაეპი

 

გზა წინა გიც გასავალი, წა და სვემან წარგიმართოს.

 

დამანა წავიდა და ლომს თაყვანი სცა. ლომმან იკითხა ვინაობა მისი. მოახსენეს, თქვენის ამაღლებულის კარის მოსამსახურის შვილი არისო. ლომმა ბრძანა, ვიცნობო. ახლორე მიუწოდა და ჰკითხა: სად ყოფილხარო?

- აწ ქვეყანათა მაჩრდილობელთა ხელმწიფისა კართა მსგავსად მამისა ჩემისა, მსახურად ვარო, და ჩემთა ნატრათა თქვენის ბჭისა ლოცვითა მოვიპოებო და ამის მომლოდნე ვარ, ერთი რამ სამსახური მიბძანო, რომ გემსახუროო. დიდებბულთ სამსახურთა უღირსი, ნუთუ მდაბალთა ოდენი რამე მეც რამ შევიძლოო, მოახსენა:

 

ტაეპი

 

ფარშამანგისა ფრენა ვერ შევსძლო, ბუზებრ მაშინცა გავბზრიალდები.

 

რაც საქმე წვლილის ენით გამოვა ეგოდენი გამარჯვებულისა შუბისაგან არ იქნება. ერთი რამე რომ მცირისა ღინწისა მიერ გაკეთდების, მოლესილი ხრმალი მას ვერ შეიძლებს. მოსამსახურე, რაგინდ მდაბალი შეწევნა არა ჰქონდეს, არ იქნებაო. ხმელი შეშა და ცუდი ჩხირი, გზათა ნაგდები, დრო მოვა, რაგინდ რაში ვარგიყოს, სხვად რომ ვერად გამოიყენოს ტანტრაბეჩად მაშინც მოიხმარსო. მოახსენა:

 

ლექსი

 

თუ ვარდის კონად არ ვარგვარ, მეფეთ ხელისა საჭერად,

ქვაბთ სადუღართა შეშათა მაშინცა კმარვარ ნაჭერად.

 

ლომმა რა დამანას გაწყობილი სიტყვები მოისმინა, გაუკვირდა და პირი მსახურთა მიუპყრა და უთხრა:

- მცოდინარე კაცი რაგინდ გამოუჩენელად და მისი ჭკუა და ცოდნა შეუტყობრად იყოს, მისი კეთილი ზნეობა და რჩევა მაშინც გამოაჩენს,-როგორათაც ალი ცეცხლისა რაგინდ დაბლად ანთებად უნდეს, მაშინც მაღლად შეიზევსო. თქვა:

 

ლექსი

 

ვის საყვარლისა სატრფოსა გულთ აქვს ნიშანი დებისა,

მას ღაწვთა ზედა აჩნდება ცეცხლი წვად მალ მოდებისა.

 

დამანა ამ ლომის ნათქვამს სიტყვაზედ გამხიარულდა და სცნა, რომე მისი სიტყვები წინარე წადგა. სწავლათა ენა ააუბნა და თქვა:

- მართებან ყოელთა მსახურთა და სპათა, რომე ხელმწიფეთა რაცა საქმე აუჩნდეს, მათის მცოდინარობის მსგავსად,მის საქმეს ეცადნენ; და რომელმაც უმჯობესი მოიგონოს, მოახსენოს, და რჩევის გზები ხელთაგან არ დააგდონ, რომე ხელმწიფემ მისთ მსახურთ ერთგულება სცნას, თითოსი ჭკუა, რჩევა სიმართლე და გასინჯვა შეიტყოს, და რა მათის სამსახურის სარგებელი ნახოს და ყველაკასი გამოიძიოს და მათის გარჯილობის საფერი წყალობა მიანიჭოს.

როგორაცა მარცვალი-მიწათა დაეთესების, არა ჩანს, და რა მიწასა დასძრავს და ზურმუხტის ფერად ამოვა, მწვანით შემოსილი თავსა მიწის პირით ამოყოფს, მაშინ სცნობენ, რაგვარად სარგებლიანი ხე იქნება, მერმეღა ხელთა მიაპყრობენ და მისთა ნაყოფთაგანისარგებლებენ. ყოელთა შემასრულებელი ხელმწიფეთ წყალობის კარია, რომელსაცა საქებელს კაცსა მოწყალებისა თვალიტა შეხედვენ და ნიჭთა მიმადლებენ, მის წყალობისა შემსგავსებულსა სამსახურის სარგებელსაც ნახვენ. თქვა:

 

ლექსი

 

მე მიწა ვარ და ეკალი, შენ მზე და წყარო მრწყველია,

ვარდთა და უნდთა მოვისხამ, თუ მეფე შემომზღველია.

 

ლომმან უბრძანა:

- ჭკუათამყოფელთა კაცთა წყალობა რაგვარად უნდა, რომე მისის მიზეზითა მისის ნაყოფისა ხილი ჭამონო?

დამანამ მოახსენა:

- ამა წესითა რომე მეფენი სიკეთესა უნდა უზმიდენ არა თუ გვარსა: რომე უღონო კაცნი, მამა-პაპათ ნამსახურთა იქადდენ და თვით ვერა შეიძლონ რა, რა სარგებელი არის?თვბით უნდა ხელით გამოსვლა ჰქონდეს და მის რიგით წყალობა უყონ, არა თუ მამათა შვილობითა. თქვენ ხელმწიფე ბძანდებით და ღმერთსა ხედვად თვალნი უბოძებია, ამისთვის გმართებს თქვენი მოსამსახურენი იცნათ, რომელი ჭკუის ახლო არს და რომელი ჭკუისაგან შორს.თქუა:

 

შეწყობილი

 

რაცა ძალს გედვას, ეცადე, სიმხნე მოიგე, შრომანი.

დიდითა შვილობას რად მოჰკვეხ, ცუდია გვართა ზომანი!

ცოცხალი მკუდარსა ჰბაძვიდე, კიდეც მოიგო წყრომანი,

რა მკუდარი განაცხოელო, მაშინ გაქებდენ რომანი.

მკუდრის მამის შენის სახელით შენი არ გაწმდეს ცთომანი,

ძაღლთა ვაჩემოთ მსგავსება, ძვალთ სიყვარულის წთომანი.

 

თაგვი კაცთან სადგგურობს და ერთმოსახლენი არიან, მაგრამ რადგან მისგან კაცთა დასაკლისი და ზიანი გამოვა, ამისთვისცა სასიკუდილოდ სდევენ. ქორი რომ ველურია და კაცთა ფრთხის და ევლტის, რადგან სარგებელი აქვს, მას პატივით მოიყუანებენ და ნებიერად გაზრდიან და მეფეტა ხელთა შეუსმენ. მაშა ხელმწიფემან რაგინდ გუარიანი იყოს, უცოდინარსა და შეუგებელს კაცსა ყური არ მიუპყრას: მეცნიერი და ჭკვიანი უნდა გაიშინაუროს, საქმით მღვიძარე კაცი და სიმხნეში შემძლე, დაუზარებელნი იახლოს.

ხელმწიფემ ხელგამომავლს კაცს გულს არ უნდა შეაკლოს ამით, რომე შეუძლებელს კაცსა, რა მისი უფერი სამსახური უბრძანო, მას ემსგავსების-ქუდი ფერხს ჩააცუას და მაშია თავს დაახუროს. სადაც ჭკუისმყოფელსა და ხელგამომავალს კაცს წაახდენენ და უჭკოთა და ხელგამოუალთა და ყმაწუილთა საქმისა და ნების სადავეს ხელთ მიანებებენ,-მას ქუეყანასა ყოელი ავი საქმე გზას იპოებს და მათის ავკაცობის ზიანი მეფეთა და გლეხთა ზედა მოევლინება. თქვა:

 

ლექსი

 

ბოლოკარკაზის ჩრდილს ქუეშე დადგომამც ნუ ეღირსების,

სადა ზორაყი ჭილყვავთა უარესობით ძირს ების.

 

რა დამანამ სიტყუანი დაასრულნა, ლომმა მრავალი წყალობის იმედი უბრძანა და მის საჩინო მსახურთა თანა მოდასე ყო, და მისი სიტყუანი მოეწონა გული გააწყო და თვისი საქმის საფუძველი მის სწავლასა და რჩევაზედ დადვა,და დამანამაცა თვისი ჭკუითა და მეცნიერობით თვისი საქმე უფრო და უფრო წინ წასწია. ცოტა ხანს უკან თავისწინაობა შეიქნა, ქვეყნისა და სახელმწიფოს რჩევა დაიწყეს. მათში საკითხავი და დიდი კაცი შეიქნა და მას დღეს ბედნიერი და შემსგავსებული ჟამი შეხვდა. სხვა კაცნი დაითხოვა და ხელმწიფეს თავისწინ მოახსენა:

- მრავალი ხანია ხელმწიფე ერთს ადგილს ბრძანდება, მივლა-მოვლისა და ნადირობის გემო გაუშვია, და მინდა რომ მე ამისი მიზეზი შევიტყო, რომე მის კარის გასაღები რითაც ცდით იყოს, გავაკეთოო.

ლომმა სხვა რიგი პასუხი იწყო. უნდოდა დამანასათვის მისი შეშინება არ გაეცხადებინა. ამაზედ შუთურბას ყვირილის ესრე ძლიერი ხმა მოვიდა, რომე ლომი შიშით თვის ადგილიდამ გარდახლტა და ჭკუის სახედველი დაუბნელდა. მაშინღა შეჭირვებულმან, თვისი მოწყენა დამანას გაანდო.

- ჩემისა შიშისა მიზეზი ესე ხმა არის, რომ გვესმისო, და მე არა ვიცი რა, რისაა ესე ხმაო. და ესრე მგონია, ტანი და ძლიერება თვისის ხმის სადარო ჰქონდეს. და თუცა მისი შემსგავსებული ტანოანება და ძლიერება აქუსს, მე ჩემსა აქ მკვიდრობას გაურჯელად ვერა ვხედავო.

დამანამ მოახსენა:

- რადგან ხელმწიფის გულთა ამა ხმისა კიდე სხუაი საზრუნავი არა არის რა, ხამს ამით ესოდენთა სამკვიდრებელთა დატევება და მამეულთა სამყოფთა დაცლაო. ერთსა ხმასა რაი ძალუძცს და ყვირილსა რა საზომი აქუს, რომე ამით ვინმე გარდიხვეწოსწ. ხელმწიფე კლდეთაებრ ფერხმტკიცე უნდა იყოს, რომე ყოელთა ქართაგან არ შეირყიოს და სხუადასხუა ხმისაგან უძრავი იყოსო. მოახსენა:

 

ლექსი

 

ფერხი მთებრ დადგი ქვეყნად, ტინურად დამტკიცებული,

ვითა ქარქეტი ქართაგან არ იქმნა მოტაცებული.

 

ბრძენთ ნათქუამია: ხმათა სიმაღლესა და ტანთა სიდიდესა ნუ სჭვრეტო, რომე ვერარა სახე ამ სახით ვერას შეიძლებსო და არცა ყოველი გამოჩენილი დაფარულის გამომაჩინებელი იქნება. ლერწამი რაზომც სხვილი იყოს, წვრილი ჯოხითა გატყდება და მწეროს სიგრძეობა შავარდნის კლანჭთა შინა დამოკლდება. რომელიცა ტანად დიდობისთვის შერაცხს რასმე მას ეგრე მოუვა, როგორაც ერთს მელს მოუვიდაო.

ლომმა ჰკითხა ეგე რაგვარად ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(მელი და ტაბლი)

 

ერთი მელი ერთსა ტყეთა შინა იარებოდა, მძორთა პოვნისათვის ყოვლგნით დაცანცალებდა. მუნ ერთი ხე იდგა, და მას ხეზედა ტაბლი ვისმე ჩამოეკიდა და დარჩომადა. ესრე ეკიდა, რომე რა ქარი მოვიდის, ხის ძირს ქათამმი ნახა, რომე საკენკთა კენკდა. მას პარვა დაუწყო, მონადირებას ცდილობდა. ანაზდად, ტაბლის ხმა შემოესმა, მიხედა-ერთი დიდტანოანი, მეტად მსუქნის მსგავსი და საზარელხმიანი ხეზედ ნახა.

მელმა სიხარბით აღარა გასინჯა რა და თქუა: მისი ხორცი და ტყავი მისის ხმის ოდენი იქნებაო, ქათამი იგი გაუშვა და პირი ხეს მიაპყრა. ქათამმა შეუტყო და გაექცა. მელაი ათასის ხრიკით მას ხეზედ გავიდა, ტაბლი გახია, ნახა-ხისა და ცოტა ხმელი ტყავის მეტი არა იყო რა! ქათმის მოშორვების ცეცხლი გულთა მოეგზნა და თქუა: ვაიმე, რომ ამ დიდტანოვანისაგან უცოდინრად მოვსტყივდი და ჩემი უცოდველი ნადირი უვნებელად გაუშვი და მისი შვენიერის სახისაგან სარგებელი ვერა რა ვნახეო!

 

ჩახრუხაული

 

მაღლა ხმობს დაფი, ყვირის დაფთდაფი, მოსავლად გვიძღვნის არას სარგებლად,

ვაქებ მრიგავთა, მძებნელ იგავთა სახეს არ აჰყვეს შესაზარებლად.

 

* * * * * * *

 

ეს არაკი ამისთუუის მოვიყუანე, ხელლმწიფე საშინელის ხმისაგან და დიდის გუამისა გამოჩენითა მიმოსვლასა, ნადირობასა, შექცევასა და სიხარულს ნუ მოიშლისო. მას ხმასა და ტანსა არა შეუძლია რა, არც არის რაო. თუცა ხელმწიფე მიბრძანებს, მის ახლორე და მის საქმესა და ამბავს ყუალაკის შევიტყობო.

ლომსა დამანას სიტყუა მოეწონა და დამანა ლომის ბრძანებითა მისად ძებნად წავიდა.

 

რა ხანმა გამოიარა, ლომი საგონებელსა ჩავარდა და მისი გაგაზავნა სასინანულოდ შეექნა. გონებით იტყოდა: დავაშავე რად ესრე ვყაო! არამც ჩემზედ შეითქუან? ბრძენთ უთქუამს: ხელმწიფემ გაუსინჯავად თვისი გულისპასუხი არავის უნდა ანდოს და არც შეატყობინოს თვისი საიდუმლო საქმე, რომე მას მრავალი საქმე მოსდევს და ცოტა საქმით შუაში არ ჩამოიგდოს.

პირველად - არ უნდა ენდოს მას, რომე დაუნაშაებლად მის კარზედ გარჯა და წყენა ენახოს და მრავალგზის ჭირი და მწუხარება გამოევლოს;

მეორედ - მას, რომ მისი პატივი და საქონელი ხელმწიფისაგან ქარს მისცემოდეს და დავრდომილიყოს;

მესამედ - მას, რომელი მისი სახელო და სიმაღლისაგან გამოეძოს და წყალობის იმედი აღარა ჰქონდეს;

მეოთხედ - დაუნდობელსა და მოჩხუბარსა, ავენასა და ქუეყნის აშლის მდომს და არა მშვიდობის მყოფელს;

მეხუთედ - მას, რომე მოყვრისაგან დიდი სიკეთე და კარკაცობა სჭირდეს და მას იგი წაუხდინონ და მისი ურვა ჰქონდეს;

მეექუსედ - ორგული რა გარდეხდევინოს და მისის მორჩენისატვის მრავალნი ცდილიყოს და გარდადგომილიყოს;

მეშვიდედ - მას რომელსა კეთილად ემსახუროს და მას ყური არ მიაპყრას და ვისცა არ ემსახუროს, იგინი უფრორე წყალობით ჰყვენ;

მერვედ - მას ვისთვისაც სიდიდე წაერთმიოს და სხვისთვის მიეცეს, და იგი მეფეთ წინარე დგეს, და იგი მეორე-დაჩაგრული;

მეცხრედ - ხელმწიფის დასაკლისი რომ თვისი შემატება ეგონოს;

მეათედ - რომე მას ხელმწიფის კარზედ კეთილი არა სჭირდეს რა და მისის მტრის გაკეტებით კეთილს მოელოდეს. ხელმწიფენი განეკრძალნენ, ამა ათთა რიგთა კაცთა შუა გაუსინჯავად თვისი საიდუმლო არა თქუას: ვირემდისი კაცისა ღთის შიში და პირის სისწორე, მოწყალება და სიკეთე არ ნახოს და არ გამოიკვლიოს, თვისი ხვაშიადი არ გაანდოს და არ აცნობოსოს. თქუა:

 

ლექსი

 

ხვაშიადთ თქმასა მრავალთან დაჰგმობენ ბრძენთა დასები,

სადაც ვლე, ვერცად ვერ ვნახე საიდუმლოთა მფასები.

 

ამა საქმისა დამანას ბრძანება გამოუცდელად, აჩქარებით არ ვარგიყო. მტერთან მისი გაგზავნა ჭკუათა საცნობელთა შინა შორს იყო. დამანა მცოდინარე კაცსა ჰგავს და ერთხანად ჩემს კარზედ გარჯითა და საბრალოდ იყო, ღთმან ნუ ქნას, რომე მას ეგზომის ჭირის ეკალი გულთა დასობოდეს; აწე რომე მუხთლობა იხმაროს, ერთი რამ შფოთი შემზადოს, ანუ მტერი იგი ჩვენზედა ძლიერად და მძლედ ნახოს და მისი სამსახური მოინებოს, და ჩემი გულის ხვიშიადები იცის, მას უთხრას და მისის საცადლისა რჩევისა და სამჯობინაროს ხარისხთა აღხდეს! რასათვის ამ სიტყვის ჩხრეკასა და ბრძენთ ნათქუამს ლექსს არ დავადგერ?

 

ლექსი

 

ღვინოვ შმაგობას ევლტოდე, ეჭვი გეტუირტოს გულითა

ჩხუბისა და ზაკუას მოშორდი, არ დაიკარგო სულითა!

 

თუცა მე ამა მოციქულობითა ავი რამე მომიხდეს, ათასიცა დამეტდეს, ჩემთვის ცოტაი იქნება!

ამა საგონებლით ადგის და დაჯდის, და ბორგევდა და თუალი გზისაკენ ჰქონდა. ამასობაში დამანა გამოჩნდა და ლომმა გული დაიწყნარა და თვის ადგილს დაჯდა. დამანასა ამბავი ჰკითხა. თაყუანისცემას უკან მოახსენა:

 

ლექსი

 

ვირე ცა ეგოს მბრუნავად, მეფის მზე მზობდეს მზიანათ,

მისი სვე მისთა მონათა ზედა ბრწყინავდეს გზიანათ.

 

ჰე, თემთა და ქუეყანათა მპყრობელო! ხმა იგი, რომელ გასმიათ, ერთი ხარია ამა ტყისა სიახლოესა. იგი სძოვს, სჭამს და სძინავს; მას სხვა საგონებელი არარაი აქვს. მისი ბრძანება მუცელსა და პირსა იქით არსად წავა.

ლომმა: მისი ძლიერება რაზომი იქნებაო?

დამანამ მოახსენა:

- ძლიერების გამოჩენა არა მინახავს რა, რომე მისი ძალი რამ შემეტყოს და სწორად მოგახსენო, მაგრამ გუნებათა შინა არას მეზარნა, რომე შიშით მისთუის მეტი პატივი რამ მეცაო.

ლომმან უთხრა:

- მაგითა მას სუსტად ნუ დაინახავ, რომე არა მოსტყუვდე, ქარი ძლიერი რა წვრილს ბალახს ეცეს, ვერ მოსტეხს, მაგრამ მაღალთა და სხვილთა ხეთა ძირითურთ ამოფხვრის. მტერი ვირემდე მტერს დასაცემელად არა ნახავს, მანობამდის ძლიერს ძალს არ გამოიჩენს. თქუა:

 

ლექსი

 

ქორი მყუარს არ იკადრებს, არცა სდევს საჭმლად ნდომითა,

სონღული მუმლთა შეპყრობად ფრთესა არ გაშლის ზომითა.

 

დამანამ მოახსენა:

- ხელმწიფემ მისი საქმე არად უნდა მიიჩნიოს და არცა იგი ყოლე რადმე შერაცხოსო. მე იგი რაცა ვსინჯე, მრავალი რამე შევიგენ და მისი საქმე ყოველივე გავსინჯე, და თუცა ხელმწიფისა მაღალსა საწადელსა ნებავს და ბრძანებს, მას აქ მოვიყვანებო, რომე წადილის სურვილი სასამსახუროდ დადვას, მონურად კალთა კადრების მხართა გარდაიკეცოო.

ლომსა ესე საქმე დიდია იამა და მისი მოყვანება უბრძანა, და დამანა შუთურბასტან მივიდა. უთხრა:

 

ტაეპი

 

კულა ჰკითხა: თუალო სადით მოხუალო?

 

და ეტყოდა:

- აქა სადით ჩამოვარდნილხარ და ამ ადგილს მოსვლის მიზეზი და აქა დგომისა და ბარგთა მოხდისა საფენთა გაშლა რით მოგიხდაო?

სუტურბამ თვისი საქმე და ამბავი ყოველივე უკლებლად უამბო. რა დამანამა მისი ამბავი სცნა, უთხრა:

- აქა ერთი ლომი პატრონნობს, ყოელთა მხეცთა და ნადირთა ბრძანებით მორჩილ-მყოფელი, და მე გამომგზავნა შენთანა, უნდა მასთან გამომყუეო. და წიგნიცა გამომატანა, და თუ რამე შეცოდება გაქვს, მასცა შეგინდობს, და მასთან წამოდიო. და თუცა არ მისმენ და არ წამოხვალ, აწვე გარე შევიქცევი და ლომსა ესრე მოვახსენებო.

შუთურბამ რა ლომისა და მხეცტა სახელი მოისმინა, შეშინდა და უთხრა:

- თუცა პირობას მომცემ, რომე სიკუდილისა არა მეშინოდეს, თან წამოგყუები და შნის შუამდგომლობითა მისი სამსახური რამ მიშოვნეო.

დამანამ ამისი პირობა და ფიცი მისცა. რა გული დააჯერა, ორთავე ლომსა მიმართეს. დამანა დასწინაურდა და მისი მისვლა აცნობა, და ცოტას ხანს უკან ხარის მოვიდა და სასამსახურო რიგები მისის რიგით მოიხვნა. ლომმან ტკბილად მოიკითხა და უბრძანა: მას ადგილს როდეს მოსულხარო, და ან შენის მოსვლის მიზეზი რა იყოო? ხარმან ყველა მისი გარდასავალი მოახსენა. ლომმა უბრძანა.

- აქ დაისადგურე და ჩემის წყალობისა და პატივისა და საბოძვრის უხვად მონიჭება გექნებისო. აწ წყალობის კარი ჩემთა წარჩინებულთა თანა შენთვის გამიღია და ჩემთა დიდებულთა თანა შემიერთებიხარო. უთხრა:

 

წყობილი

 

რაზომ ხმელეთი იარო,

ჩემს მდურავს ვერ ეზიარო,

არა ვქნა საუდიარო,

გლეხთ არსად მოვამშიარო.

 

ხარმა დალოცა და სამსახურად სარტყელი წელთა შეირტყა. და ლომმაცა მისის ამაღლებულის ხარისხით წყალობა  უყო და დღე და ღამე მის სიახლოეს წა და წაადგინა, წყალობისა და პატივის მატება დაუწყო და გონება მისსა სამსახურსა და საქმის გამოწვლილვას მიაპყრა. მეტად მცოდინარედ და გამომკვლეველად და ჭკუისმყოფელად იცნა, რომელი ესრეთი ვინმე იყოს სიბრძნითა სრულითა შეგონებითა რომელ მისი ქცევა და ქველობა მეტ იყო, და დააჯერა გული მისი ყოველტა მეცნიერებატა მისტა.

 

შაირი

 

რა ნახა მისი სიკეთე, სიმარტლე გასინჯულობა,

სიტყვსა გზები ,რჩევანი სიბრძნისა ცოდნის სრულობა.

ქვეყნის მიმოვლა დასწავლა, ნახუათა გამოცდილება,

ლხინთა და წირთა აწონა. საქმეთა გამოწვლილობა.

 

ლომმან მრავალს საქმესა და გამოძიებასა და გამოცდას უკან ხარი თვის მესაიდუმლედ  და გულითადთა საკითხავად გაიშინაურა; და ყოელთა ჟამთა მისსა სვე-ბედტა ხარისხთა სიმაღლეს მატა, და მისი ბრძანებისმორჩილად სხუანი შექნა, რომე ყოელთა სახელმწიფოს მარიგებელთა და ლომის წარჩინებულტა წიონა წაასწრა. რა ესე დამანამა ნახა, რომე ლომმა ზროხის დიდება სიმაღლის საზღუარს გარდარია და წყალობისა და ნიჭთა დღითი დღე უმატებდა და დამანას აღარა ეკითხებოდა რა, და აღარც რჩევიტა შინა უხმიან,-გაძებისა და დაშორების საოლავი გულისა თუალთა ეოლა, მოწყენისა და შურის ცეცხლის ალი გონებათა საცნობელთა მოეკიდა.

 

ლექსი

 

მეშურნე შურისა ცეცხლთა სადაც არაგზენებს კიდებით,

თვითვე უმალვე დაიწვის სრულიად არ თუ კიდებით,

 

თუალთა მისთაგან ძილი განქარდა, ვეღარ დაწყნარდა მოთმენის გასაძლისი სამოსელი გულისაგან შემოეძარცვა და ქილილასთან მოჩივარი მივიდა და უთხრა:

- ძმაო ჩემს ჭკვათა უსუსურობასა და გაზრახვის სისუსტესა მმიხედე! სრულობით ჩემი სვე-ბედი ლომის საბედნიეროდ მოსვენებაზე წარვაგე და ხარი მისად მოსამსახურედ მოვიყუანე. აწ იგი ესრე გაადიდა, ყოელტა წარჩინებულთა გარდამატა და მე ჩემის პატივისა და ხარისთაგან ჩამოვარდი.

ქილილამ უთხრა:

 

ტაეპი

 

ჰე, ჩემო სულო ჭკუათ გარდასულო, შენივ ნაღვაწი თვით დაისულო!

 

ესე ეჩო ფერხთა  შენთა თვით შენ იკარ და ამა ჩხუბისა მტვვერი შენ აღაფქვრიე, აწე შენ იგი მოგივა რაცა მას ერთსა მეუდაბნოეს დაემართაო.

დამანამ ჰკითხა: ვითარ ყოფილაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

(ნაპარევის მძებნელი მეუდაბნოე)

 

თქმულა ერთმან ხელმწიფემა ერთს მეუდაბნოეს ძვირფასი სამოსელი მისცა. ერთმა მპარავმა ესე რა სცნა შეხარბდა და მისის ნდომისათვის მოვიდა და მას მეუდაბნოეს ეყმო, დია კრძალვით ემსახურებოდა. რა გაუშინაურდა დრო პოვა და იგი კაბა მოიპარა და წავიდა.

მეორეს დღე სმეუდაბნოემ კაბა ვერა პოვა და ვერცაღა თვისი ახალი მსახური. სცნა, რომე მას მოეპარა. მისს საძებრად ქალაქით გამოვიდა, უკან გაუდგა.

გზაზედ ნახა, ორნი მხეცნი იბრძოდეს, ერთმანეთისათვის ჭანგმახვილობითა ტავი და ტანით სისხლი სდიოდათ. ერთი მელი მოსულიყო და მათს ნაწვეთს სისხლთა ლოკდა. ანაზდად შუა შემოიგდეს და მათი გაცემული ტოტი მელს მოხუდა და სიკუდილის მახეთა შიგა გაება. მან განშორებულმან ესრე გაიკვირვა გასცილდა და წავიდა.

საღამოს რა ქალაქის კარზე მივიდა, ნახა კარნი დახშულნი იყო, აქა-იქი სადგომისათვის სვლა დაიწყო. ერთი ვინმე დიაცი ერთოდამ შუკათა დამზერდა. რა ეგრე შეღონებული ნახა განშორებული, შეებრალა და აწვია, და სახლად შეიყუანა, და ერთს კუთხეს დადგა და ილოცვიდა, და რაცა მხევალნი ჰყვეს, მათცა ამაჭანკლებდა. ერთი მათგანი კეკლუცობითა მოჰმადიანთ სამოთხის სძლებს საპატოურობასა ასწავლიდა. მისი ტურფა პირის სიცხე ქუეყნისა სინათლისა მორცხობის ცეცხლსა შინა სწევდა, მართალთა თუალთა მისის წამწმის ისარი გულთა საგანსავიტ გახვრეტდა, სულთა წამრებელტა ბაგეტა სიმცირე შაქრისა სიტკბოსა სწვეთდა.

 

შეწყობილი

 

ვით მთვარე იარებოდა, ტანი უგვანდა საროსა,

თმათა ნათხაზი საბლური სათსა ვინ სეუდაროსა?

ნიკაპთა ვერცხლისა ბურთსა ვერ ვხედავ მოსახმაროსა,

ღაწვთა გიშრისა ჩოგანი უჯდა, რად გაეყაროსა?

ახალი მთუარე მოხრილი შავად ჩენილა აროსა,

ვთქვი: კაკვი მთვარეს მოსტაცა, ბურთი მზით მოეპაროსა!

 

და ჭაბუკი შუენიერი, პირი მისი მუშკებრი სუნელი, წერწეტი, ტანად საროს მსგავსი,

პირმ;უარე, ენატკბილი, სიტყუაწლიანი, თურქთა მხატუართაგან გამოხატული, თმახუჭუჭი, სუმბულივით მიგრეხილ-მოგრეხილი, მისნი ბალახშნი ბაგენი დატიტულნი, საკუთრად მხიარული, ტრფიალებით სწრაფი.

 

ლექსი

 

პირი მზისაებრ ნათელი ხმელთა შუქისა,

თმანი ხუჭაჭად ნაწყობი მქროლელი შტახსთა ბუქისა.

 

მათ ერთმანეთის სიყუარული გამოჩენით ჰქონდათ, ნიადაგ ერთგან იყვნიან, მზესა და მთუარესავით ერთ სამყოფსა იყოფებოდნენ, აფრდიტისა და მუშთარსავით ერთსა ბურჯთა ზედა  შეიყრებოდეს. იგი ჭაბუკი სცვივა მას მზვევალსა, რომე სხვამან მოყვარემან მისი სილამაზის ჭაშნიკი არ ნახოს, მინდორთა მყწურვალთა მონატრეთა, ათასთა გარჯას უკან, ყინტორთა წყაროს მისდგონოდეს.

 

ლექსი

 

თუცა ჩემგან სიყუარულსა შენზედ ესრე შევიძლებდე,

სხვის კაცისა გულის გავლით შენსას-მასცა ვერ გავსძლებდე.

 

იგი როსკიპი დიაცი მის მხევლისაგან ამას ფია წყინობდა და მეშურეობდა. რა ვეღარ გასძლო, მხევალს სირცხვილს ფარდაგი დაეხია და სული თვისი საყუარლის სულის სულის ნდომის ხელთა დაედვა და წუთსაცა არ მოშორებოდა. და მან დიაცმან მის ჭაბუკის სიკუდილი მოინება. იგი მეუდაბნოე მის სახლთა იყო და სინჯავდა. დიაცმა დრო დაიცა. და ტრფიალესა და სატრფიალოსა ორთავე მრა/ვალი ღვინო ასვა; და რა მუნ  მყოფთა დაეძინათ, მოიღო საკუდინებელი სამსალა, დალაგა მასრათა შინა ჩაყარა და მასრისა წვერი ჭაბუკსა ცხვირთა ჩაუყო და მეორე წვერით ენება შებერვა და ცხვირთა სამსალის შებნევა. მას ჭაბუკს ცხვირს დააცხიკუა, და მისმა ორთქლისა ძალმა სამსალა მასვე დიაცსა პირთა შეაბნია და ყიათა ეცა და წამსვე მოკუდა.

 

ტაეპი

 

რას თავსა თვისსა უყოფდე, სხვათაცა ეგრე უყოფდე.

 

რა განშორებული ამათ ხედვიდა მის ღამის სიგრძე გათენებამდე მეორედ მოსვლის დღე იყო. რა გათენდა მის ღამის სიბნელის ჭირებს მორჩა, ლოცვა დაიწყო და დიდი დროშა ნათლისა ქუეყნისა კაცთა აღმოუბრწყინდა.

 

ლექსი

 

ააელვარა კამარა იასპად, მსგავსად სარკისა,

განაძო ყოვლგნით სიშავე ჟანგთა მომკრეფი ხარკისა.

 

მაშინვე მან განშორებულმან თვისი ტავი საბოზართა სიბნელისაგან გააშორა და ავისმოქმედის მესადგომისაგან თავი მოირჩინა და სხვა სადგომს ეცადა. ერთი ხარაზი იყო ღთის მოშიში და გზიანი. მან ნახა მეუდაბნოე იგი აწვია და თვის სახლად შეიყუანა; სახლეულთ მისი სამსახური უბრძანა და თვითან მოყვრის საწვევად წავიდა. მისა ცოლსა კურო ვინმე ჰყუა, გუნებაკეთილი, შვენიერი და პირკეკლუცი, კისკასი, თმახუჭუჭი, სიტყუაწყლიანი, ნაზადმქცეველი, ჩაუქი, თვალთა წამწმითა დამშრეტელი, ტურფად მწყაზარი და სიცოცხლის წამღები. მათ შუამავალი ერთი მეკოტოშის ცოლი იყო, გრძნებათა მოქმედებითა ცეცხლსა და წყალთა შეარტებდის, ენატკბილობითა ქვათა ცვილებრ გაჰხდიდის.

 

შეწყობილი

 

ესეთს ტყუილსა იტყოდა, წაუხვნის კაცსა ცნობანი,

ფასკუნჯსა მუმლსა შეჰყრიდა, შეუქმნის აშიკობანი,

კრიალესვანი ხელთ ჰქონდა, იჩემის მლოცაობანი,

მისი ზონარი ხელთ ება, ინდოთა ჰქონდა მკობანი,

ლოცვისებრ ბაგეს იძრევდა გულთ ედვა მაცთურობანი,

გარეთ ერთფრად ჩნდა, შიგ ედვა ასფერი ჯადეგობანი.

 

ხარაზის ცოლმა რა სახლი მოცალედ ნახა, თავის კუროსთან მატყუად გაგზავნა და შეუთუალა; ამა ღამე შაქარი ბუზისა შფოთისაგან მოსვენებით არს, და სალხინო-უკერკეტონო და უმოურაოდო. შესთვალა:

 

ტაეპი

 

ადეგ და მოდი მალიად რბოდი!

 

მან დიაცმა კურო კართა მოგვარა და კარი დაურეკა. ამას ზედა ხარაზი, ანაზდად სნებასავით მოუვიდათ. თავად უწინა მას კაცზე ეჭვი ჰქონდა, და რა თვისის სახლის კართა ნახა, ცოლის ბოზობას გული დააჯერა. გარისხებული შევიდა, ცოლს მრავალი სცა და სვეტთა ზედა მიაბა და თვით ლოგინთა გაისვენა. განშორებული მას კაცსა გულშია გმობდა: უმიზეზოდ და შეუცოდრად რად გალახა ეს დედაკაციო, და მან უსამართლო ქნა და მე რასათვის არ მივეშველეო და არ ვიპატიეო. ამას რა ინანდა ნახა რომე მეკოტოშის ცოლი შემოვიდა და უთხრა:

- დაო, ამა ჭაბუკსა ესოდენსა რად აჭირვებო, ანუ რას ჰყოვნი? ადრე გადი მოსულს ლხინს ნუ უკუაბრუნებო. უთხრა:

 

ლექსი

 

მოყუარე მოყვრის მოკითხვად რადგან სნეულსა უნდესა,

მანამდის მართებს მიესწრას, ვირ სული შეუძრწუნდესა.

 

ხარაზის ცოლმა ჩუმის ხმით ახლო მიუწოდა და უთხრა:

 

შაირი

 

მოლხენის გულსა ტირლისა ეგრე ჰგონია ასვეა,

ღვიძლდაკოდილსა აშიკთა სისხლი ტრფიალით ასვეა.

გვრიტმა ხე-და-ხე მივალმან ვითა სცნას ჭირნი ასვეა.

სირთა პყრობილთა რა იცის, თუ რა ლახვარი ასევეა.

 

მოდი საყუარელო ტკბილო, და ჩემნი ჩივილ-ტირილი მისმინე, ჩემი დამწველი ამბავი სცან: ჩემსა უწყალო ქმარსა კაცი იგი კართა ენახა, შმაგებრ შემოიწრა, პირველად მრავალი მცა და მერმე სვეტსა ამას ამაკრა. აწ თუ შენ ჩემი მოწყალე და კეთილისმყოფელი ხარ, ანუ მის, ჩემის საყვარელისა, თავი არ გაგიწირავს, მეწიე, აქათგან მე ამხსენ და შენ ჩემაგიერ დაები. წამზე გავალ, ჩემს საყუარელთან ბოდიშსა მოვიხდი, მოვალ შენ გაგიშვებ მე ისრევ დავებმიო,და მე და ჩემს საყუარელს დიდიად ესე დაგვავალეო.

მეკოტოშის ცოლმა იგი შეხსნა და თვით დაება და იგი დიაცი გარეთ გავიდა.

რა მეუდაბნოემ ესეები ნახა, ცოლ-ქმართ შუღლზე ქმარი ამართლა. ამას ზედა ხარაზსა გამოეღვიძა და ცოლსა საუბარი რამე დაუწყო. მეკოტოშის ცოლმა ხმის ცნობის შიშით სიტყვა ვერა მიუგო. რამდენსაც ელაოარაკა, დიაცმა ხმა ვერ გასცა. ხარაზი ჯავრით ცეცხლისაებრ აეგზნა, დანა აიტაცა, წამოიჭრა, მოუხდა და საწყალს მეკოტოშის ცოლს ცხვირი მოსჭრა და ხელთ მისცა: ეს ძღვენი შენს კუროს მიუძღვენო.მან ცხვირმოკვეთილმან შიშისაგან ვერც დაიკივლა და ვერც ამოიხუნეშა. გულში ესრე თქუა: საოცარი ეს მომევლინაო, საწადელი ვის აუსრულდა და პატიჟი ვინ გარდიხადაო.

რა ხარაზის ცოლი მობრუნდა თვისი დობილი ცხვირმოჭრილი დახუდა, ნამეტნავად შესჭირდა და ბოდიში მოითხოვა.

იგი აუშვა და თვით დაება. მეკოტოშის ცოლმა ცხვირი ხელთ დაიპყრა და თვისის სახლისაკენ წავიდა.

 

ტაეპი

 

გზად მიმავალი ტიროდა, უკვირდა ხან იცინოდა.

 

მან მეუდაბნოემ ესე ყოველივე ნახა და მოისმინა. ესეტსა უცხოთა საქმეტა რა შეესწრებოდის, გაკვირვება გაკვირვებასა ემატებოდის.

რა ხარაზის ცოლმა მცირედ შეისვენა, საცტურისა ხელი მოიმარჯვა და თქუა:

- მაღალო ღთო, ყოელთა ხელმწიფეო! შენ უწყი ქმრისა ჩემისა უსამართლობა, რა მიყო! ნაცილად შეცოდება და დანაშაული თავსა ზედა  დამადვა, რომელთა შინა უბრალო ვარ. აწ წყალობა ყავ ჩემზედა და უბრალოდ მოკუეთილი ცხვირი აგრევე გამომაბიო.

 

ამისტანა რა ილოცვიდა, მისსა ქმარსა გაეღვიძა და მისი ტირილი სიწმიდის ამხოცელი და მისი ლოცვანი საეშმაკონი მოისმინა; ხმა უყო:

- შენი საქმენი აღსრულებულია, მაგა ლოცვასა ცუდად ნუ ირჯებიო. ეგე რაი სათხოელია რომე აწ შენ მოგიგონია? ბოზთა ლოცვანი მის კართა ვერ წადგებიან და ავსაქციელთა წადილი მისსა გზათა ვერ იპოებენო. უთხრა:

 

ლექსი

 

თუცა გინდეს მის წინაშე დაფარულთა შესმენანი,

ყოლე გული განიწმიდე, კვლა სიმართლით ჰყავ ენანი.

 

ანაზდად დიაცმა დაიძახა:

 

ნიადაგ უსამართლოთა მოქმედო, ადეგ და ღთის სასწაული და ძლიერება იხილე! რადგან ამა სიბილწისაგან ჩემი კალთა წმინდა იყო, მოწყალე ღთმან მე საბრალოსა ცხვირიცა გამიკურნა და ქუეყანათა ზედა სირცხვილისა და საყუედურისაგან მასახელაო.

მისი ქმარი გულითა წრფელითა ადგა და სანთელი აანთო, მიდგა დიაცი გასინჯა,-უვნებლად იყო და ცხვირიცა მისვე ადგილსა ება და წყლული და დაკოდილობა არა სადა აჩნდა.

მაშინვე ტავი დამნაშავედ დადვა და შენდობის თხოვა დაიწყო და ხელ-ფერხთა შეკრულობა პატივითა გაუხსნა და პირობა დაუდვა: ვირემდის ერთი რამ შენაცოდარი თვალით არა ვნახო რა ესეთსა საქმესა ხელი აღარ მივყო, ცილითა და ჩხუბიანთა ენითა ესეტსა მლოცავსა პატიოსანსა აღარ ვაწყინო და მის დანარჩომს სიცოცხლეთა შინა, ესეთსა წმიდასა დიაცსა, რომლისა თხოვასა ღთის წინაშე დამაყენებელი ფარდაგი არა უბია, მისის სიტყვიდამ აღარ გავიდეო.

იქით მეკოტოშის ცოლი ცხვირმოკუეთილი მივიდოდა, დაღონებული თვისის მისვლის საქმეს არჩევდა. ანუ საქმე ესე თვისა ქმარსა ვით მოუხრიკოს, ანუ მეზობელტა და მოყვარეთა თანა რა მოსაგონით თავი გამოიმართლოს. მცნობთა და მოკიდებულთა რომლისა პირითა ეუბნას? ამა საგონებელსა შინა რა იყო, მეკოტოშეს ძილისაგან გაეღვიძა და ცოლს დაუძახა.

- ჩემი იარაღი მომეც, ერთის ვაჭრის სახლში მივალო!

ცოლმა მოგვიანოდ მოოუსმინა და იარაღისაგან მარტო სამართებელი ხელთ მისცა. მეკოტოშემ ჯავრით ბნელეში სამართებელი ცოლს შემოსტყორცნა და გინება დაუწყო. დიაცმა დაიკივლა და დაეცა და დაიძახა, ვაიმე, ცხვირიო! მეკოტოშეს შესწრფა, და კივილის ხმაზედ მეზობელნი და მოყუარენი შემოცვივდენ. მისი ცოლი ცხვირმოჭრილი და სისხლით გასვრილი ნახეს. ჰგმობდენ მეკოტოშესა და ყუედრიდენ. საბრალო მეკოტოშე წყალწაღებულივით  შეიქნა.

რა ქვეყნის მანათობელმა დილამან კედარის ფარდაგი წინიდამ აიხადა და ქუეყნისა მაჩუენებელმა მზის სარკემა ჯიმშედის ჯამსავით ელვა დაიწყო-

 

ფისთიკაური

 

აღმართა დროშა აღმოსავლისა ლაშქართ პატრონმა დასარაზმელად.

დასავლის მეფე და მათი სეფე ზღუათა დაანთქა ხანდაუზმელად!

 

მის ქალის სამშობლონი შეითქვეს და მეკოტოშე ყადთან წაიყუანეს. მას ჟამსა განშორებულიცა ხარაზის სახლით გამოვიდა,-ყადის მეგობარი იყო და მისდა ნახვად მივიდა.რა ერთმანეთი მოიკითხეს და მოიალერსეს მაკოტოშის ცოლიც მოიყუანეს და მასთან იჩივლეს და მათის სისხლისა აღებასა ცდილობდენ. ყადმა უბრძანა:

- ოსტატო, დაუნაშაებლად და შეუცოდრად რომე ამა ქალისათვის გიქნია, რომლისა რჯულისა წესი გგონიაო?

მეკოტოშე გაწბილებულმან ვერარა პასუხი გასცა, და ყადმა მისი ხელის მოკუეთა გააჩინა.

მეუდაბნოე ზე ადგა და ყადს მოახსენა:

- ამა სქმესა გაჩხრეკა უხამსო: მპარავსა ჩემი კაბა არ წაუღია, მელი მხეცთა არ მოუკუდინებიათ, მას ავისმოქმედისა დიაცისათვის სასიკუდინე წამალი არავის შეუსმევიაო, ხარაზსა ცხვირი უბრალოდ არ მოუჭრია, მას მეკოტოშესა თვისის ცოლის ცხვირი არ მოუკვეთია. მე ეს საქმეები ყუელაკა გამომიცდიაო. ყადმა მეკოტოშე ააზატა, და განშორებულსა პირი მიაპყრა და ამა საქმეთა კითხვა დაუწყო, რომე ესე დაფარული ცხადა გამოგვიჩინეო. მეუდაბნოეს რაც ენახა და ანუ სმენოდა თავით ბოლომდე ყველა უამბო.

- თუცა მე ხელმწიფისათვის თავი არ შემესწავლებინა და იგი კაცი არ მეყმო, ის ეშმაკი და მოძალე დროს ვერ დაიცემდა და ჩემს კაბას ვერ წაიღებდა; თუცა მელსა თვისისა მსუნაგობითა სისხლის ჭამა არ დაეწყო და გაშორებოდა მხეცთაგან არ მოიკოდაო; თუცა მას ავის მოქმედს დიაცსა მის ჭაბუკისა სიკუდილი არ მოეწადა, თვის ტკბილსა სულსა არ გააქარვებდაო, თუცა მეკოტოშის ცოლი მას ბილწების საქმეში არ გარეოდა ეს სასირცხო საქმე არ დაემარტებოდაო, რომე ცხვირი მოჰკვეტესო. ვინცა ავის მოქმედია, კეთილსა ნუ მოელის, და ვისცა შაქრის ლერწმის მოსვლა უნდეს, ჯიქურას ნუ დასთევსასო. თქუა:

 

ლექსი

 

ბრძენთ უთქუამს: მასვე მოიმკი შეკრებად შენს დატესულსა,

ავის მოქმედი ავს მიხვდეს, ხორცსა რად აშრობ ჰე სულსა.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამად მოვიუბნე, რომე სცნა: შენისა გარჯისათვის გზა შენ გაკაზმე, და შენი ჭირის კარი შენ გაახვენ. უთხრა

 

ტაეპი

 

ვისრა შესჩივი? რაცა გჭირს შენმავ ნაქმარმან გიწია.

 

დამანამ უთხრა:

- მართალს ამბობ, ეს საქმე მე მოვაწიე ჩემს თავსა ზედა! მაგრამე ამის საშველად შენ რასა მირჩევო და ამა ხვანჯისა ხერხით გახსნასა რომელის გზით მოიგონებო?

ქილილამ უთხრა:

- მე პირველადვე ამა საქმესა ზედა არ გაგიერტდი. არცა ამის ქნასა შინა მოგყევ, და აწცა მათსა კართა შორე ვარ, და ჩემი გარევა არას გზით არ იქნების. და თუცა შენ შენსა თავსა ეწევი, შენ იციო. უთხრა:

 

ტაეპი

 

ვინცა სიბრძნითა მეტია, რად ჰკითხავს ვინცა რეტია?

 

დამანამ უთხრა:

- ჩემი რჩევა ეს არის, ხერხითა და ხრიკითა შინავე შევეტყუო, და რაც ძალ-მედვას, რომე ხარი იგი ანუ ამა სიმაღლითგან დავსცე და ანუ ქუეყანისა ამისგან გავაძოო, ამისთვის, რომ ესეთსა შეცოდებასა და ცთომასა საუკადრისა წესად ვხედავ, და ამისი ყურის მიუპყრობელობა ჭკუვისა მოსწავლეთაგან შორედ განაკიდია. მე ჩემისა დიდებისა მომატებისათვის არ ვეძებ: რაცა ჩემი საფერია, მის მეტი არა მინდა რა: მაგრამე დიდთა ბრძენთაგან თქმულა, ხუთთა საქმეთა უცდელობა არა კეთილ არსო:

პირველად - სიდიდე და რასაცა მქონებელ იყოს, მისი უპატიოსნოება;

მეორედ - კრძალვა, ვითარცა სამსალათაგან და რიდება ბოროტთა საქმეთაგან, რაიცა აუგად დაუცთ;

მესამედ - რასაცა მქონებელი იყოს, მისის მოხმარებასა და მისსაცა არ დაკარგუასა;

მეოთხედ - სულისა გამოხსნასა და გამოყუანასა, რომელსაცა ბოროტთა შინა ჩავარდნილ იყოს;

მეხუთედ - სასრგებლოსა და სასიკეთოსა თავისა თვისისაკენ მოწევასა და ნოზიდვასა, და დასაკლისისა და ზიანის გაშორებასა და მორიდებასა. მე ამა გზით ვეცდები, რომე კიდევე ჩემი ადგილი ვიშოვნო, მუნ მივაწიო, და იგივე ჩემისა საქმისა პირი გავაახლო. საქმე ეს არის, ხარსა ხერხითა შევადგე და მიწისა პირსა გამოვასალმო, და ანუ ამა სოფლით ბარგი აიკიდოსო. მე მის მჭლეს ჭავჭავისა უდარესი არა ვარ, რომე მიმინოსა თვისი ჯავრი არ შეარჩინაო.

ქილილამ ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(ჭავჭავი და მიმინო)

 

მასმია, ორთა ჭავჭავთა ერთსა ხისა შტოთა ზედა ბუდე ედგა; ქუეყანათა ნაყოფთაგანსაკენკთა და წყალთა დაჯერებულ იყუნეს. ხე იგი კლდისა რასმე ძირტა მდგომარე იყო, რომლისა თავსა ზედა ბუდობდა მიმინო და რა შორს ნადირობით მოიცალის, მეხენრ რბოდის და ცეცხლებრ საბრალოთ ჭავჭავთ სულთა კალოთა სრულობით დასწვევდის.

 

ტაეპი

 

რა კლანჭი გახსნის სირისად, ოცდათს იძღვნიდის პირისად.

 

რა ჭავჭავი ბარტყთა დაფრენდენ, უმზირდენ იგი მიმინონი და სრულობით დასტაციან და მათთა ქულათა მით ზრდიდიან. ჭავჭავნი ვერცა სამკუიდროსა სთმობდეს, და მიმინოსაგანცა ამა გაუსაძლისსა ჭირთა იყუნეს.

 

ტაეპი

 

დგომა და წასულა ორივე მათ ჰქონდათ ძნელ სანდომივე.

 

ერთხელ, რა მართუეთა მათტა ზრდა აღუორძნდათ და ფრთე მოეცათ, რა ხლტომისა ღონე მოეცათ, მათი მამა-დედანი მათის პირის ჭურეტით იხარებდენ, მათდა სასწავლებლად განცხრომმით მიმოფრინვიდენ. ანაზდათ, მიმინოს მტერობა მოაგონდათ და სიხარულისა ტაბლა აეკეცათ, და გულითა მწუხარითა ტირილი და წივილი შექმნეს. მათტა ბარტყებთა შინა ერთსა სისრულე და სიკეთე პირთა აჩნდა, მან მის მხიარულების მოწყენად შშეცვლის მიზეზი იკითხა და უთხრეს:

 

ლექსი

 

შვილო, არ იცი რაზომცა გულთა სახმილი მდებია?

ცრემლნი ჩუენნი გყავს მოამბედ, გითხრას რაც წაგუკიდებია.

 

და მათზედ მიმინოსაგან უწყალოება და აოხრება და შვილთ დატაცება უამბეს. მან უთხრა:

- ზეგარდმო მოსულის რისხვისა და განსაცდელის გაქცევა მონათგან უხამსია, მაგრა დამბადებელს ღთსა ყოველთ და ყოვლის სენისათუუის თითო საკურნებელი სარგო მიუცემიაო. თუცა თქუენ ამა საქმისაგან განრომა და ამა ნასკვისა გახსნასა ეცადოთ, ესე ჭირი თავთა ჩუენთა მოსცილდებისო, და ეგე ნაღველი გულისა თქუენისაგან განქარდებისო.

 

ჭავჭავთა ესე სიტყუა მოეწონათ, და ერთი მათგანი ბარტყთა საზრდელად დადგა, და მეორე მათის შველის საცდელად წავიდა. რა ცოტა გზა გავლო, იტყოდა: სადა და ვისთანმე მივიდე და ესე გულისა ჩემისა შეჭირვება ვისა გავანდოო? თქუა:

 

ლექსი

 

გულთა მჭირს ჭირნი ულხენი, უწამლო, უკურნებელი,

გულთა მწვავას დაღი მხურვალი, წამთა მოუსვენებელი.

 

და მერმე ესე თქუა: რომელიცა პირუტყვი პირველად შემემთხვევის, ჩემსა ზრუნვასა მას უამბობო, და ამა გულთა წრტიალთა ღონესა მისგან ვითხოო. რა წავლო, ნახა-სალამანდრა ცეცხლისა ლითონით გამოსრული და ველთა ზედა მოარული. ჭავჭავმა რა მისი საკვირველი და გასაცვიფრებელი სახე თუალით გაიცადა, მოინება და გულთა თქუა: ჩემთა დახვანჯულთა საქმეთა გამოგება მას შეეძლოსო და ერთი რამ მიღონისძიოსო. დიდითა კრძალვითა სალამანდრასა თანა მივიდა და ქება შეასხა, მონებრივი საქმენი აჩუენა. სალამანდრამანცა უცხოთა შეწყნარებისა მსგავსად პატივით მოიკითხა, ტკბილად უალერსა და უბრძანა:

- დაღრეჯილობისა რასმე ნიშანთა შენთა გულისა სარკეთა შიგან ვხედაო. თუცა გზისაგან დამშვრალხარ, აქა სახლსა ჩემსა ახლორე ხანი რამე დაყავ და განისვენეო, და თუცა სხვაი რამე გაურვებს, მითხარი და მისის ღონის გზასაც ვეცდებიიო.

ჩიტმა ენა ააუბნა და მისის საიდუმლოთა საქმენი ესრერიგად აუწყა, თუცა ქუათა სმენოდა, მწუხარებით იგიცა დაილეწებოდეს, ესეთისა საუბრითა თავსა აწყინებდა. თქუა:

 

ლექსი

 

ვინმცა ცნა ჩემნი ამბავი, საბრალოდ შესაწყალისა,

მასცა მოედვა სახმილი გულთა უწყალო ალისა.

 

და რა სიტყუა დაასრულა, სალამანდრამ წყალობისა ცეცხლისა ალნი ზე აუმაღლა და უბრძანა:

- ნუ სწუხ, მე ამა განსაცდელით თავსა შენსა ვიხსნი, და ღამესა ამას ესრეთსა საქმესა მოვრთავ, რომე მისი სახლი და სამყოფი და მუნ შინა მსხდომელნი სრულობით დავსწვა. ოღონცა შენ შენი სადგომი მიჩუენო, და შენ შენთა შვილთა თანა იყოფებოდე, ვირემ მე შენთან მოვიდოდეო.

ჩიტმან მან თვისი ბუდე სალამანდრას ასწავლა და სწორედ ანიშნა და ნაღვლისაგან თავისუფალმა, გულმხიარულად ბუდეს მიმართა. რა დაღამდა, სალამანდრამ თვისი ნათესავ-ტომნი შემოიკრიბა და ყუალაკამ ცო-ცოტა წუნწუბა და ნავთი აიღეს და მის ჩიტის  ბუდესთან მოვიდენ, და ჩიტი წაიძღუანეს და მიმინოს ბუდეს მიმართეს. მიმინომა და მისთა ქულათა ეს არც ერთი იცოდეს და, საჭმლით მაძღარნი მძინარე იყვნეს. სალამანდრათა მოღებული წუმწუბაი და ნავთი მის ბუდეს მოსცხეს და წამოვიდენ. აუქროლდათ ღთის რისხვისა ქარი: ცეცხლისა ალი მის მტაცებელისა ბუდესა მოეკიდა! ესრე უცებად გაეღვიძათ, რომე საშველი ხელი მის ჭირისაგან უღონო ქნილიყო, და ერთობილ-სახლით ბუდით, შვილებით ნაცრად შეიცუალნეს.

 

ლექსი

 

ვინ მძლავრმან ცეცხლი აღაგზნას სხუათ დასაწუელად ცნებითა,

თავსავე დასწვავს საქმითა, სხვათა უაზროს ნებითა.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის წარმოვსთქვი, სცნა, რომე რომელიცა მტერთა მოშორვებასა ეცდების, თვით რაგინდ მცირე და უსუსრი იყოს, და მტერი ახოანი და ძლიერი, გამარჯუების იმედიაო.

ქილილამ უთხრა:

- ლომსა მისთუის სიდიდისა პირი მიუცემია და მისი სვიანობისა ბავრაყი აუმართავს, და აწ ლომის გულიდამ მისის სიყუარულის გასვლა და გუნების გზის გამოცულა დია ძნელად დასანახავია. მეფენი ვისაც აამაღლებენ და გაადიდებან, უმიზეზოდ აღარ დასცემენ, და ვისაც ხარისხზე აიყუანებენ, ვირემ დიდსა დანაშაულს არ უნახავენ, თუალიდამ აღარ გააძებენ. თქუა:

 

ლექსი

 

ძელი რა წყალთა ჩააგდო, იცოდე არ დასძირავსა,

რადგან მის რწყვითა აღზრდილა, ამისთვის ვერ გასწირავსა.

 

დამანამ უთხრა:

- ამის უარესი რაი მიზეზი იქნების? რა მისთვის ხელმწიფესა წყალობა უქნია, სხუათა ჭკუიანთა და ერთგულთა კაცთაგან ხელი აუღია, და მისის სამსახურისაგან დაშორებულან, - მათის მონობის სწავლის სარგებელი მოჰკუეთიათ, ამ გზით მათაც ხელმწიფის დასაკლისის საქმე შესვლიათ. ბრძენთ უთქუამსთ, ქუეყნის ზიანი და მაფეთ წახდენის საქმე ექვსის საქმით იქნებისო:

პირველად - ერთგულნი გააძონ და უიმედოდ შექნან, და ჭკვიანსა და მეცნიერსა არა ჰკითხონ რა და წაახდინონ;

მეორე - მოჩხუბართა და მზაკუართა ჩხუბი არ დაუშალონ, მოუგონარი რამ მოხდების, და მტერთა ქარქაშით ხრმალი ამომღერდების;

მესამე - დიაცთა დევნა და ალერსი და ენათა სიყუარული და ხშირად ნადირობა, სიმთვრალე, მღერა და საკრავნი;

მეოთხე - თვისისა ძალისა და სიცრუის მინდობა და არა ღთისა, რომე ამისგან მოიწევის სრვანი და ძრვანი, ზღვათა დანთქმანი და ყოველივე ჭირნი;

მეხუთე - მრისხანება და წყრომა და უსამართლობა და გაუკითხაობა, შეპყრობა და გახეიბრება;

მეექუსე - სიჭაბუკე და გამოუცდელობა, რომე დაწყობის ჟამსა აშლა მოახდინოს და აშლის დროს ზავი, და წყალობის დროს რისხვა იყოს, და რისხვის დროს წყალობა. რისხვისა ბჭე უხამს შეკრას, რომე წყალობისა კარნი აღახვრას. თქუა:

 

ლექსი

 

ბრძოლა გინდეს თუ მშვიდობა, უჟამოდ არ საქებია,

ვარდთან ვარდობა იჩემე, ეკალთან ეკლის რქებია!

 

ქილილამ უთხრა:

- გავს, რომე შენ შურის ზოსტერი შემოგირტყამს და შუთურბასათვის საზიანოსა შემზადებასა ცდილობ, და ბოროტი რამე შეამთხვიო. მაგრამ მე ვიცი, მისთვის ავის ქნა კაი არ არის: ყოველსა ავის მოქმედსა კაცსა თავსავე თვისა მოექცევაო, უთხრა:

 

ლექსი

 

ავის მოქმედმან მოიგოს მისნივ ნაქმარნი ავები,

ნაცვლად მიეცეს საჭიროდ თვისივე დანაშავები.

 

რომე; მანც ამისთვის თვალნი აღიხილოს -კეთილს არა და ბოროტის მოსაგებელსა სჭვრიტოს, - არა სათუაო, მას სიკეთე და წყალობა არ შეხუდება, თუცა ხელი და ენა კაცთა საზიანოსა და დასაკლისსა არ არიდა, როგორცა მას სამართლიანს ხელმწიფესა უბრძანებია.

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

(უსამართლო-ყოფილი ხელმწიფე)

 

უწინარეს ერთი ხელმწიფე ყოფილა, უსამართლობა და უდიერი ძალა და ცოდვა ხელწაყრით იცოდა, და სახელვნებისა და მოწყალებისაგან ფერხი გარ გაედგა.

 

ლექსი

 

უსამართლო და უწყალო თემთა დამწველი ძალითა,

სიტკბოსა მწარედ შემცველი უგემურობის ძალითა.

 

დღე და ღამე მისის უსამართლობითა, ლოცვის ნაცვლად პირაღებით სწყევლიდიან. დღესა ერთსა ნადირობად გავიდა. რა შემოიქცა ქადაგი დააძახა: თუალნი ჩემი დღემდე კეთილისა საქმეთა დაწუხვილნი მქონდა, ჩემსა მომხვეჭელსა ხელსა საბრალონი უწყალოდ ხედვიდენ. ჭირთა შებმულ იყუნენ, ტანჯვისა ხრმალი გლახაკთა ქედთა ედვა; აწ გლეხთა და დავრდომილთათვის მოწყალებისა, სამართლისა და სიბრალულის ფერხი დამიმყარებია; ამა პირსა მივსცემ, დღეის იქით ვერა მოძალის ხელმან სასარჯლოს კაკვითა გლეხთა კარი ვერ დარეკოს, ვერას მტაცებელის ფერხი საბრალოთა საბზელთა შინაცა ვერ შევიდესო.

 

ლექსი

 

მუნ რა ვიპოო სიმდიდრე ქალაქთა, გინა თემათა,

სადა მეფენი მოხვეჭენ, მიიხმენ გლეხთ მიცემათა?

 

საბრალოთა და მდაბალთა რა ამისი მახარობლობა ესმათ, ამოსასვლელი სული ჩაუბრუნდათ, საწყალთა საწადლის ვარდი სიხარულის საიმედოს წალკოტთა შინა აუყუავდათ.

 

ლექსი

 

იჩქითად ბედთა იმედი აწ მათზედ მოეფინა რა,

ლხინით აავსნა ყუელანი, გულით იშვებდენ ვინ არა.

 

მას აქეთ მოსამართლეობისა სვენი ესეთსა ხარისხთა აღიწია, რომე კრავი ლომისა ძუძუთა წოვნითა ძღებოდა, და ქორი და ხოხობი ერთგან თამაშობდენ. ამისთუის მას ხელმწიფეს "მოსამართლე" უწოდეს.

 

ლექსი

 

ესეთი ზარი განჰფინა, ვინ იყო გარდამავალი,

ცეცხლიც წუმწუბას ჰფარვიდა სხვა რაღა გითხრა მრავალი!

 

ხელმწიფის ერთმა შინაურმა მახლობელმან ესე საქმე დროიანსა ჟამსა ჰკითხა:

- პირველად ეგრე უწყალოება და მერმე ესეთი სიყუარული და წყალობა ვით იქმნაო?

- მას დღესა რა ნადირობად გაველ, ვლიდი და ყოელთა მიდამოთა ვზვერვიდი, ვნახე ძაღლი ერთი მელსა მოსდევდა და ფერხთა ხორცნი კბილითა შემოეღრნა. ფერხმოტეხილი, საბრალო მელი ძაღლსა ერთმა ქუეითმა კაცმან ქვა შესტყორცა, მოხვდა და ფერხი მოსტეხა. ორი ბიჯი არ წაედგა, მას ქუეითს კაცსა ცხენმა წიხლი ჰკრა და ფერხი მოსტეხა. ჯერეთ ცხენს არ წაევლო, ნათხართა ფერხი ჩაუარდა და ფერხი მოიტეხა. მე მაშინღა გონებას მოველ და მისი ეგრე მოსვლა და ქნა გავსინჯე.. ვინცა არა საქნელი ქნას, მასვე მოუა, რომელიც არ უნდოდესო. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

ქმენ-ყე კეთილნი, ავნი კუეთილნი, ორთავე ბოლო გაც მოსასვლელად,

თუ კარგს მოზიდავ კეთილსა ზიდავ, სწრაფად მოგცემენ თავგაუსვლელად.

თუცა იქ ავსა, დაგინთქამს ნავსა ზღვისა უფსკრულად ჩაგზიდავს ბნელად,

ავის დღის მზირთა, ეშმაკთა გზირთა მაშინღა მიგზენ დასათრგუნველად.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოგითხარ ბოლოდ მოსაგებელი მოიგონე და ავის საცადლის ადგილიდამ გავლე, ნუთუ მისი მწირე სამე გეწიოს; და სხვასაცა იგავსა დაგისართებ. ბრძენსა ვისმე უთქუამს: ბოროტდა ნუ იქ, თუარა ბოროტად წაეგებიო.ასეთს ნურას იქ,რომე შენვე ბოლოდ გაზიანოსო.

დამანამ უხრა:

- მე ამ საქმესა შინა ძალდამართებული ვარ:მოძალეს უდიერი ჩემთვის უქნია,არათუ მე მისთვის მიქნია. თუცა ძალდამართებულმა მოძალეს უსამარტლოს ქნის მაგიერის მიგებას ეცადოს, რა დასაგმობია? თუცა ჭირი ვისგანმე მოსცემია, მან მასცა ჭირისა ბადე აუბას, რას ავს ემართლებიან? ანუ რა ჭირი მისაგებად არს?

ქილილამ უთხრა:

- ესე იპყარ, რომე ამ საქმით ერთი რამ ავი შენის გზის დასაბრკოლებელი არ იყოს, თუარა, შენ რომ ხარის წახდენის ცდას შეება, მისი ძლიერება შენს ძლიერებას მეტობს და მისნი მოკიდებულნი და ერთგულნი შენისაგან უმრავლესნი არიანო.

დამანამ უთხრა:

- საქმობისა საფუძველი მრავალსა მოყვარესა ზედა არა ჰკიდია, რჩევითა და ჭკუითა იქნების-ყე. რაიცა ჭკუითა და ხერხითა და რჩევითა გარიგდება, და გაკეთდება, და გაემარჯვება, იგი ძალითა და სიმხნითა არ იქნება და არც შეიძლება. ნუთუ შენ არ გასმოდეს, ერთმან მაღრანმა რომე ერთი გველი ხერხით მოკკლაო?

ქილილამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(მაღრანი და გველი)

 

უთქვამსთ: ერთი მაღრანი ერთსა კლდეთა ბუდობდა და მას ადგილს დამკუიდრებულიყო. და მისვე ახლორე ერთი გველი მყოფობდა. პირით სასიკუდინე წყალი სდიოდა, კბილთაგან ბოროტი გესლი და ლოშქრი, მისი სიცოცხლის გამაქარვებელი. რა მაღრანი ბახალათა გამოზრდიდის გველი იგი დაუჭამდის. მაღრანის გული თვისის ღვიძლთა ნაკუეთთა გაყრის დღისათვის უწყალოდ დაიწვებოდის. რა გუელმან სიბრალულისა და შეწყალების საზღვარი დაივიწყა, დაღონებულმან მაღრანმა თვისი საზრუნავი ერთს ტურასა შესჩივლა, რომელიც მისი კეთილისმყოფელი იყო, და უთხრა:

- ერთი რამ მამიგონია, ნუთუ რომე ჩემი თავი ამა გუელისა ჭირისაგან გარდვარჩინო, და ამა მძვინვარისა მონადირისა შიშისაგან განვერეო.

ტურამა ჰკითხა:

- რომელითა ხერხითა მოგიგონია მაგისი ხელყოფა, ანუ რომელითა ცდითა გნებავს დაკლებ მისიო? მაღრანმა უთხრა:

- მწადიან, რა გუელი მძინარე ვნახო, ჩემისა ნიკარტისა ეკლითა ხმელითა მხედველი თუალნი ამოვხადნეო, რომე ჩემთა თუალთა ნათელთა ჩენანი არიან, ეშმაურთა თუალთა ცემათაგანცა მშვიდობით იყოსო.

ტურამ უთხრა:

 

- მაგა რჩევასა ჭკუის გზა შორავს. ძლიერის მტერის დასაკლისსა ესეთისა ხერხითა უნდა ეცადოს, რომე თუისისა სიკვდილისაგან უშიშრად იყოს. მაგა საგონებელსა დაესხენ, რომე მას ყარაულასავით არ დაგემართოსო: კიბორჩხლის სიკუდილსა ცდილობდა და თვისი საყუარელი სული სიკუდილის ნიავს წააღებინა!

მაღრანმა ჰკითხა, ეგე როგორ ყოფილაო?

 

ტურამ უთხრა არაკი

 

ერთს ყარაულასა მდინარის პირთა ერთი სადგური დაეჩემებინა, და სხვა საქმისაგან მოეცალა და ყოველი გულის წადილი თევზთა ნადირობაზე შეექცია. თვსისა საწადლისოდენსა თევზთა იპყრობდა და მისსა ჟამთა ამ გზით სიადვილით იზრდებოდა. რა სიბერისა სიმჭლე შემოერია, გუამთ სიმხნემა რა პირი უსუსურობისაკენ ქნა, თევზთა ნადირობასა აკლო, მოწყენისა მახეთა შინა გაება და თქუა:

 

ლექსი

 

ბერთა სიცოცხლე მიდიან, მგზავრობენ მგზავრთა წესითა,

მისთა მტვერთაგან ვერ ვნახოთ, ქარმან მოგვბერნეს გესითა.

 

 

ვაი, რა ჩემი სიცოცხლე განცხრომით ქარს მოვატაცებინე, სიბერის ჟამისთვს მცირე რამ საგზალი ჭაბუკობის დროს არ დავსდე, როსცა შემეძლო. აწ ძალი მომკლების და ღონე აღარ დამრჩომია! აწე ესე მიჯობს, საქმისა საძირკუელი ხერხთა და ხრიკთა ზედა ჩავაგდო და საზრდოსათუის სიმტყუნის საბრხენი დავსხნა. თქვა:

 

ტაეპი

 

ამ მოგონებით რამენი შვებით დღე დავაღამენი.

 

 

მერმე ნაღვლიანი და მწარედ მტირალი წყალთა პირს დაჯდა. შორით ერთმა კიბორჩხალმა ნახა, ახლორე მოვიდა და სამეგობროს სიტყუების უბნობა დაუწყო და უთხრა:

- საყუარელო მოყვასო, შეწყენით რასმე გხედავ და რა მოგვლენიაო?

მან უპასუხა:

- მოწყენა მმართებს და მისთვის ვარო, შენც იცი, ჩემი მდღევარი საზრდელი და სიცოცხლის სარგებლად დღითი დღე აქა თითო-ოროლს თევზთა ვიჭირევდი და მით ღონეს რასმე მოვიცემდი. სიცოცხლის საზღვარი ხელთ მეჭირა და თევზთაცა ყოლე არა დააკლდებოდა რა, და/ჩემი ცხორებაც მას ჯერ-იყო. დღეს ორთა მებადურთა ამაზე გამოვლეს, ამა მორევთა თევზისა სიმრავლე არისო, და ამას ერთი ხერხი უნდა უყოთო. ამხანაგმა უთხრა: ერთი სხვა მორევია, დია უმრავლესი სხეთს, დღეს ის ვინადიროთ, და რა მოვიცა/ლოთ მერმე ეს ვინადიროთო. ამ საქმეზედ ჩემი ტკბილი სულის ამოხდას ველი, რომ მწარეს სიკვდილს მივეცეო.

რა კიბორჩხალმა ესე სცნა, გარე შეიქცა, და თევზებსთან მივიდა, და რაცა ასმოდა, ყოველივე უამბო. მათ შიშით სისხლი აუდუღდათ. შეწუხებულნი ყარაულასთან მოვიდნენ და უთხრეს: შენ გამო ჩუენ ეს ამბავი გვესმა და რცევის სადავე შენთვის მოგვიციაო. უთხრეს:

 

ლექსი

 

რაზომცა ვსინჯავთ საქმისა თავსა და ანუ ბოლოთა,

კარაკინსავით დავბრუნავთ გაჩემებითა მხოლოთა.

 

აწ შენთან ამისა კითხვად მოვედით: ბრძენთ უთქუამთ, მტერმან თუცა რჩევა გკითხოს, მართებულია, სწავლების რიგი ხელით არ დააგდო, და ესეთის გზით ურჩიო, მასცა გული შეუჯერდეს და შენთცა მისგან სარგებელი იხვედროო. | რადგან შენვე გითქუამს, თუმცა შენი სიცოცხლე ჩვენზედ ჰკიდია, და სული შენი ჩუენით ცხოელობს, აწე ჩუენთვის რას არჩეო?

 

ყარაულამ უთხრა:

 

- მე ეგე სიტყვა მებადურთაგან მესმა, და მათი ბრძოლა არცა თქუენ ძალგიცს და არცა მეო, და ამა / ხერხითა კიდე ვერა ღონე მომიგონია: აქა ახლორე ერთი ტბა არის,, მისი წყალი დილისა ცვართაებრ სუნელობს, პირის სახეთა მაჩუენებლობითა ქვეყანათა დამნახველისა სარკისა მსგავსია, ქვიშათა სიწლო მისის ფსკერთაგან თვალით იხილებიან, თევზთა ქვირითა მის ძირს მხედველთაგან აღირიცხვიან. მებადურთა დასაბამითაგან მუნ არ გაუვლია. მის ადგილას თევზთა წყალთა ჩქერისა მეტი საზრუნავი არა უნახავთ რა. უთხრა:

 

ლექსი

 

მორევი იგი ზღუათა ჰგავს მართ ოდენ სივცრე-სიგრძისა,

თევზთა სიმრავლე, მსუქანი ნაწოვნთა გუანან თხის რძისა.

 

 

თუცა მუნ მისვლას შეიძლებთ, თქვენის სიცოცხლის ნეშტთა მშვიდობით, მოსვენებით, ლხენით და შვებით დაასრულებთო.

თევზთ უთხრეს:

- ეგე დია კაი რჩევა არისო, მაგრამ უშენოდ ჩვენ იქ მისვლას ვერ შევიძლებთო.

ყარაულამ უთხრა:

- რაც ჩემის ხელით გამოვა, თქუენს მოხმარებას ვეცდებითო, მაგრამ ჟამი შემოკლებულა და მებადურები ამ გვიანობისათვის მოგასწრებენო.

 

თევზთა მათ შიში ზარი დაეცათ და ზრუნვა შეექნათ. ყარაულამ ესე დიდად დამადლა, რომე პირი მისცა, - დღე-ყოველ რაერთიც შეეძლოს, მის მორევით თევზნი ამოიყუანოს და მას სხვას ტბასა შინა ჩასხნეს. იგინიც შესჯერდენ. და ყარაულამ ამ გზით დღე-ყოველ თევზი ამოიყვანის, და ერთი გორა ახლო იყო, მაზე ავიდის, დაჯდის და შეჭამის. შემოიქცის და თევზთ მებადურთა ამბავი რამე მოართვის და შეაძრწუნებდის, და უმრავლესნი წაჰყუებოდიან. და ჭკუაიანის კაცის თუალი მათს უმეცრებასა და უგუნურებას სჭვრეტდა და ყოველ დღე მათს ესეთსა ყოფათა ადასითა საგონებელითა ხედვიდეს და მათთვს მძიმობდენ: რომელიცა მტერთა ხერხითა მოსცთების და მზაკუარსა და ძარღვსუსტსა კაცსა მიენდობის. მას ეგრე დაემართება, როგორათაც მათ თევზთა დაემართაო.

რა ერთიც დღენი ესრე გავლო, კიბორჩხალსაცა თევზებრ წასვლის ნდობა მოუნდა, ყარაულას ეაჯა, რათა წაიყვანოს. ყარაულამ თქვა: რადგან მე ამისი შეპყრობა ვერას ღონით მიქნია, აწ კაი დრო შემხვდა და ამასაც მის მოყურებთან წავიყუანო, ახლორე მოვიდა და კიბორჩხალი კისერთა შეაჯდა, და თევზთა საჭმელთა ადგილთა მიმართა. კიბორჩხალმა შორით თევზთა ძვალნი დაინახა, მაშინვე სცნა, რაცა ხერხი იყო, სთქუა: ჭკვიანთ უთქუამს, რა მტერი შენისა სიკვდილისა მცდელი ნახო, მისსა მოვლასა არ ეცადო, თვისისა თავისა მესისხლე თვითვე იქნებიო. რაცა ძალ-გედვას, ეცადე, და ამა ორთაგან ერთიცა იქნბისო: თუცა გაგემარჯვა, ჭაბუკობის საქებელთა წიგნთა დაიწერებიო, და თუცა მას ვერა ავნე და შენ დაგიმარცხდა, - სახელოვნობის ასპარეზთა შინა არა სირცხვილიაო.

 

შაირი

 

მტერი რა კაცსა უმზირდეს საკუდავად გამზადებული,

მართებს განრომას ეცადოს, თუცა სიბრძნე აქუს დებული.

თუცა სძლო, ბედსა ეწევის, დადგების იმედებული,

თუ ვერა, ვერვინ აბრალებს, ასრეა ეს დადებული.

 

მას უკან კიბორჩხალმა ყია შესტაცა ყარაულასა, რაცა ძალი ჰქონდა მოუჭირა, ყარაულა სიბერით უღონო ქმნილიყო, შებნდა და სიმაღლით ქუე ჩამოიჭრა და მიწათა გაერია. კიბორჩხალმან დაუტევა, მგზავრ ვლო, და რაცაღა დანარჩომი თევზნი იყვნეს, ყოველივე აუწყა. მათ თევზთა დახოცილთათვს იგლოვეს, და ცოცხალნი შეგროვდეს და ყარაულას სიკვდილისათვს მხიარულ იქმნეს და დაძველებული სულნი გაუახლდათ.

 

შაირი

 

მტერს უკან მცირე სიცოცხლე დიდად არს გასახარელი,

ას წელ ცხოვრებას სჯობია მით, ვინც სიკუდილსა არ ელი,

არა სიკუდილის იშნს უგებ, მტერს რომ მიფლვიდეს მბარელი,

და მაგრამ ერთს წამსა მოლხენი ყველას სჯობს დღე საყუარელი.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოვახდინე, სცნა, რომე მრავალი კაცი თვსივე ხერხითა და ეშმაკობით მომკუდარა და თვსი საცთურის ცოდნა თან წაჰყოლია. მე შენა | სხვას რასმე გასწავლი და მის გზით ეცადო, რომე შენი სიცოცხლე მტერთა სიკუდილის მიზეზი იყოს, ესე მეჯობინებაო.

მაღრანმა უთხრა:

- ერთგულთა სწავლათაგან ლტოლვა უხამსია, და არცა ჭკუისმყოფელთა სიტყუა საცრუო იქნებისო. უთხრა:

 

ლექსი

 

მარნის სწავლას მახარებ, მეღვინე, ვსვემდე მაჭარსა,

შენის რჩევისა ნაკუეთსა რადმცა გარდავხედე ნაჭარსა.

 

ტურამ უთხრა:

 

- ესრე მეჯობინება: ჰაერთა აფრინდე და ერდოთა და წყლის პირთა დამზირო და თუ რამ კაცთა სასარგებლო ნახო, რომელისაც ზიდვა შეგეძლოს, აიტაცე და ზე აიღე, და ესრე იფრინე, თუალნი კაცთანი გხედვიდეს, და უცილოდ, /მისთვის კაცნი დევნას დაგიწყებენ, და რა გუელთან მიხვიდე, მასთან დააგდევ. რა იგი კაცნი მისს ასაღებელად მივლენ, გუელს ნახვენ და მსწრაფელ სიცოცხლით გაიყუანებენ, და მას აგრევ წაიღებენ; და ამ საქმით შენი გული მისის სიკვდილის შურს იგებსო.

მაღრანმა ტურის რჩევით შენობითაც მოიტავარდა. ერთის დიაცის პერანგი ერდოთა ეფინა, და თვით პირს იბანდა, მაღრანმა პერანგი აიტაცა და, ვითა ტურამ ასწავლა, გუელთან დააგდო. მათ მაღრანისა მდევარდა რა გუელი ნახეს, თავი დაუნაყეს და პერანგი წაიხვნეს. მაღრანი მორჩა. თქუა:

 

ჩახრუხაული ტაეპი

 

მომესწრეს ერნი, მომისპეს მტერნი, თან გაჰყვა ჩემნი სიმწარის ცრემლნი.

 

* * * * * * *

 

დამანამ თქუა:

- ესე სახე ამაზედ მოვიყუანე, რომე სცნა, ხერხით გარიგდება საქმე, ძალად არაო.

ქილილამ უთხრა:

- ხარსა ძალისა, დიდებისა, ჭკუისა და რჩევის მოსავალი ყუე|ლასი კარგა მოსვლიაო. ხერხი ესეთსა კაცსა თანა ხელუყრელია, შენ რომე ყოველი კიდე ხერხით დაუხვრიტო, იგი გონების სიტყვით ყოველთავ ამოავსებს. მე ესრე მგონია, შენ რომ სერად საწვევრად გაამზადო, მან საუზმედ უადრეს გაჭამოს. თურმე შენ მას ყურდგლის ამბავი არ გასმიაო, რომ მელის დაჭერას ეცადა და თვით საბრხეთა დაება!

 

დამანამა ჰკითხრა, როგორ ყოფილაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

(ყურდგელი, მელი და მგელი)

 

მასმია, მშიერმა მგელმა მძორთა სუნისა დევნასა შინა ერთის ძეძვისა ძირთა ყურდგელი ნახა; იწვა და სწრაფისა ძილისა სიმრავლე გარ ესრე მოხვეოდა. მგელმა საშოვრად მოინდომა და მისკენ პარვით მისლვა იწყო. მგლის სიმყრალითა და ფერხის ბგერათა ხმათა შიშითა ყურდგელი წამოიჭრა, გაქცევას ლამობდა, მგელმა გზა შეხუთა და უთხრა:

 

ლექსი

 

მსურდა შენი სიახლე, აწ სადა მჟვლიტი მე, რადა?

რა გნახე, გულნი განსცხრების, პირი ამიშკამს მღერადა!

 

ყურდგელი მისის შიშით შებნადა, და ცრემლიანითა ვედრებითა პირი მიწასთან გაასწორა და მოახსენეს:

- ვიცი, მხეცთა ხელმწიფესა სიმშილის ცეცხლისა ალი სტომაქთა მოგზებია, და საჭმლისა ნდომასა ძლიერად გული აუჩქარებია. მე სიმჭლითა მაგათთვინ ერთ ლუკმადაცა არა კმა ვარ, და ჩემი შეჭმა არა სარგებელია, სტომაქს ვერ გააძღებს მუცელს ვერ აავსებს! აქა, ახლოსა ერთი მელი ვიცი, მეტისა სიმსუქნისაგან ფერხთაგან დავარდნილა, ხორცთ პოხიერებისაგან საძრაობა არა აქუს; მისისა ხორცითა სიჩუილე და გემო უკუდაების წყალსა შეედრება, მისი სისხლი სიტკბოთი  შაქრის ყინულის შარბათს ემსგავსება. თუცა ხელმწიფე ფერხს წაიცვლის, მე მას ესეთს უხრიკებ რასმე, რომე ხელმწიფემ საუზმედ იამოს. და თუ მას დასჯერდებით, კაია, და მე მაშინაც თქუენი ტყვე ვარო.

მგელმა ყურდგლისაგან რა მელის ქება მოისმინა, თან გაჰყვა და ახლო მივიდა.

 

შაირი

 

ერთი მელი ხერხიანი ხელოვნებით იყო კარგი:

სოფლის რძალთა თუალთმაქცურად იხვ-ქათამთა პოვნად ვარგი,

ძაღლთა ჭირად, ხვასტაგთ მზირად, ფრინველთ ჭირვად იყო ნარგი,

ველთა თაგუნი, სახლთა ფლანგვნი, მისთვის იქნა მუცლად მარგი.

 

მისისა პოვნისა კარი თუალთაგან უხილავი იყო, და კუდითა მისითა მოქცევისა ცისა კართა ჩამოგვიდა. ყურდგელსა მასთანა სამტეროო რამე ჰქონდა, და აწ დრო დაიცა და  შურის გებასა ცდილობდა. მგელი სოროსა კართა დააყენა, და თვით შინა შევიდა, უსალამა და მოკითხვით მოიალერსა. მელმა მოკითხვის პასუხი შეუტკბო, და მისსა ხრიკსა და მელურობას შეუდგა და თქუა:

 

ჩახრუხაული

 

კეთილ მოსულო, ჰე ჩემო სულო! სადედამ მოხვალ? დაჯედ ზემორე!

გულს ქუე დაგიფენ ალერსი კრიფენ, ადგილს არ დაგსვამ თუალთ ქვემორე.

 

ყურდგელმა უთხრა:

- ესოდენსა ხანსა თქუენისა ხილვისა მოსურნე ვიყავ და ავისა დროთაგან უცალობითა შეუძლებელ შევიქენ, და ამა ბედნიერობისაგან უცხოდ დავრჩიო! და აწ ამ ქუეყანათა მოძულვებითა კეთილი საქმე ხელად უპყრია და სასწაულითა თავი აუმაღლებია, ყოველსა ქუეყანასა პატივცემული ერთი მოღვაწე მისის ადგილით მოსულა, რადგან შენი უდაბნოსმყოფობა და დაყუდება ასმია. თქუნის სიყუარულით მე მონას მიბრძანა, რომე მისი გულის თუალი ქვეყნის მაშვენებელის თქუენის პირთა ნახვით გაანათლოს და სული მისი შენის პატიოსნის სამშვინველით მუშკასავით გაასუნელოს. და თუცა ბრძანებ, გიახლება და თუცა აწ დრო არ არის, როსცა ბრძანოთ, მაშინ გიახლოსო. უთხრა:

 

ლექსი

 

ან კარიდამე სენსავით ანასდად შეიქცევისა,

ანუ აქ ჩამოოიჭრება, შენს ლოცვას შეექცევისა.

 

მელმა მისის ხრიკებთა ქარტათა წერილთა სიტყუანი სრულიად აღმოიკითხა, და ლაპარაკისა სარკეთა შინა მაცთურობის პირი სწორედ გაიცადა და გულთა შინა თქუა: ესე უმჯობეს არს, მეცა მათ მათდა ქმნილის მსგავსად გავეწყო, და თვისი შემზადებული სასმელი მათვე ყიათა ჩავასხაო. თქუა:

 

ტაეპი

 

ბელტისა მსროლელისათვის ქვა თქმულა შესარტყოცელად!

 

მელმანცა ცბიერობა დაიწყო და მრავალი ტკბილი სიტყუანი უპასუხნა:

- მე მგზავრთა სამსახურად წელი შემირტყამს, და უდაბნოთა კარი სათუთთა პირთათვის ამად გამიღია, რომე მაგა სახისა მოქმედნი ეგეთნი მცოდინარენი ვნახე, და მათისა სულიერობისაგან ვისარგებლოო. მეტადრე შენ რომ მმის პატიოსნობას მიქებო, ეგრე სათნოებით შემკულსა-მე მას სამსახურს არას დავაკლებ, და მაგის ალერსსა წამს არ გაუშვებ. ესეც ვიცი, რა სტუმარი ვისაცა სახლთა შევა თვის მდღევარს ღმერთი თან მოიტანსო. მეცნიერთ უთქუამს:

 

შაირი

 

რასაცა ხედავ, ღთი ზრდის ყოველთა დაულევნელად,

მაშა სტუმარსა მადლობდე, არ იყო მოსვლის მწყენელად:

შენთა ტაბლათა მჯდომნი ჩანს თვისის როჭიკის მფენელად,

აგი მისსა ჭამს ღთიურსა შენს წინა გამომჩენელად.

 

მაგრამ ამას გეხვეწები, ესოდენი მაცადო, სახლი დავგაო და მის ბედნიერის სტუმრის ფერხთა საფერი საფენელი დავფინოო.

ყურდგელსა თუისის ხერხისა მელისაგან შეუტყობრობა ეგონა, მაშინვე მგლისა სასამსახუროდ წავაო და მელს უთხრა:

- ესე სტუმარი უამპარტავნო და კაის გუნებისაა და საფენსა და სამოსელს ეგოდენ არ ჰყვარობსო, და რადგან შენ გწადია, ბატონი ხარო.

მგელთან მივიდა და მელის მოტყუება ახარა, და ხელახლა მელის სიმსუქნე და ხორცის სიკეთე უქო. მგელმა ნდომით კბილთა ლესვა დაიწყო და მელის ხორცის გემოვნებისათვის ქოშინებდა, და ყურდგელსა ამა სამსახურის ცდითა მორჩენის გული უთქმიდა. მელსა მრავლის გამოცდილებითა დაჭირების დღისათვის, სოროს შიგნით პირს ღრმა ხნარცვი ჩაეთხარა, და მისი მიწა გარ გაეზიდა და მაზე კაჭაჭი და მოლი დაეფარებინა, და ერთი დამალვით გასაპარავი სხვა გზა ჰქონდა შავის დღის მოსარჩენელად. რა ყურგელი გამოიცალა, მის ხნარცვთა პირსა ესრე  დააფარა, რომე ცოტა ფერხის დადგმით ჩატეხილიყო, და მერმე სამალავის გზიდამ გამოეძახა:

- პატიოსნის სტუმრის ფერხი დაშვრეს შემოსასვლელადო!

რა იგინი შესვლასა ლამოდენ, მელმა სხვის გზით კარი გავლო. ყურდგელი დიდის სიხარულითა და მგელი ნამეტნავის ნდომმითა მას ბნელს გზათ რა შევიდნენ, მაშინვე მას ხნარცვში ჩაცვივდენ. მგელს ეგონა ესე ყურდგელმა მიხრიკაო, შეიპყრა და ყურდგელი დაგლიჯა, და ქუეყანათ მისი სირცხვილი გამოჰხოცა.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოგახსენე, სცნა, რომე მცოდინარეს კაცსა ხერხითა ვერას დააკლებ; ერთი კაცი რომე ჭკვიანი და საბოლოოს გამსინჯავი იყოს, მას ვერავინ მოაცთუნებს, ამისთვის რომე არ აზვავდებისო.

დამანამ უთხრა:

- სწორედ უბნობ, მაგრამე ხარისა დიდებამა ჩემი მტერობა არა იცის, და მისისა უცოდინარობისაგან იქნება, რომე დავსცე. როცა ვერაგოობის ისარი მეგობრის სანგრიდანაა ნასროლი, უფრო ხვდება მიზანს, ნუთუ არ გასმოდეს მის ყურდგლის დამნაშაობა, რაიცა მან ლომსა უყო, რომე მისს ხრიკსა არას ეკრძალებოდა, და მან ჭკუათა და ცოდნითა სიკუდილისა მახეთა ჩააგდოო?

ქილილამა ჰკითხა ეგე საქმე როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(ყურდგელი და ლომი)

 

თქმულა, ბაღდადის სიახლოეს კოლინდარით მოცული სამყოფი იყო, მისგან ნიავსა ყოველგნით სამოთხის სუნელება მიჰქონდა და შაშპართა ელვარება მბრუნავისა ცის თუალთა გაანათლებდა: ყოველთაყუავილათა რტოთა ათასი ვარსკულავი ესხათ და თითოსა ვარსკკულავისა თავთაცხრა-ცა დაჰფრინავდა.

 

შაირი

 

წყალნი დიოდენ სარწყავად მწვანეთა გარდაფენითა,

ვით ოქროს წყალნი ლაჟვარდთა მზის სხივთა ზედ მიფენითა,

რუს გარე შაშპრა გაშლილი, სუნისა სიაფენითა,

მუშკთა ყნოსათა ცნობით გნვიკაფენითა.

 

მას კოლინდაროვანთა სამყოფთა შინა იყო ნადირთა სიმრავლე, ჰაერკეთილობისა, შვებისა და მრავალწყლიანობისათვის მათ დროთა და ჟამთა სიხარულითა და გასვენებით აროინებდენ. მის ახლორე ერთი მძვინვარე და მათი შემაწირვებელი ლომი მყპოფობდა, დღეყოველ საუბედუროს პირს მათ საბრალოტ უჩუენებდა; მისგან ლხინი და სიცოცხლე დამწარებოდატ.

ერთსა დრესა შეკრბენ და ლომსა თანა მივიდენ, ტირილითა და ცრემლით შეევედრენ.

- ხელმწიფევ! ჩუენ შენნი გლეხნი და მოსამსახურენი ვართ, თქუენ ჩუენთვის დღე-ყოველ მრავალსა ირჯებით, დიდის შრომითა ჩუენგან ერთსა თუ ინადირებ! ჩუენ შენისა შიშითა ჭირისა მორევთა ჩაცვინულვართ, და თქვენ ჩვენისა ძებნითა. შეღონებულ! აწ ჩუენცა მშვიდობა გვიბოძე. ამა პირითა თუცა სატაცებლად ჩუენდა არა დაშვრე და აღარა გვაშფოთებდე, დღითი დღე ჩუენ თითო ნადირი მოგიძუღნათ. ბეგრად დავიდებთ, რომე არასა დღესა არ მოვაკლოთო.

ლომი ამაზედ შესჯერდა, და მათცა ესრე გააწესეს: დღეყოველ წილსა გააგდებენ და რომელსა ნადირზედ აღმოხდის, ერთსა მათგანსა მიუძღვიდენ. ერთხანად ესრე წარვლო, და ერთსა დღესა ყურდგლისა სახელი წილთა სინა ამოხდა, და მოსავალმან საბრალო იგი ჭირის ისრის საგნად შემზადა. მან ყურდგელმან ამხანაგთ უთხრა:

თუცა მცირესა მადროებთ, მე მის უწყალო ხელიდან გიხსნითო.

მათ ჟამი რამე ადროეს. ყურდგელმა მანობამდე დაიცადა, რომე ლომისა სადილობამან გარდავლო. ლომსა შიმშილი აეშალა და ნადირთა ზედა წყრომითა კბილთა იმტვრევდა. ყურდგელი მისკენ სიწყნარიტ წავიდა. იგი მეტად გარისხებული იყო და შიმშილის ცეცხლისა ქართა აღმჯდარ იყო, წყრომისა და რისხვის ელვა აღბოეგებისა მოსვლით კრთებოდა.

 

ლექსი

 

ვინცა მუცლისა ღუმელსა წამ და წუთ გზება უწყოსა,

არ ქონებითა ვერ დასთმობს შიმშილსა მას საუწყოსა!

 

ყურდგელმა რა ლომი აღბორგებით ცეცხლის მყრელად ნახა. რომე კუდსა მიწათა სცემდა, და ნადირთა პირობისა გატეხისა და დაუნდობლობისათვის სწყრებოდა, მოკრძალვით წარდგა და თაყუანი სცა. ლომმა ჰკითხა:

საიდამ მოხუალო, და ანუ ნადირნი რას იქმონენო?

მან მოახსენა:

- მე ერთი სხვა ყურდგელი გამომატანეს, რიგისაებრ, ბეგარი ვითა განაწესეთო, და ერთი ლომი ვინმე გზაზე მომეწია, და ყურდგელი იგი მან წამგვარა. რაოდენც ვეაჯე, ნადირთ ხელმწიფის სადილია, მისთვის ძღუნად მიმყავს-მეთქი, არა მისმინა, და ეგრე მითხრა: ესე სანადირო ჩემია, და ესე ტყე ჩემი სამკუიდროო. მითხრა:

 

ტაეპი

 

არ გასმია ყოვლსა ლომსა მის ტყეთათვის ვერ უქმთ ომსა?

 

ხელმწიფევ ესოდენი თვისი ქება თქუა და მუქარობა დაიწყო, და ძალსა და ძლიერებას იქადდა, მე დიდად შემეშინდა და გამოპარვით მოვრბი, რომე ესე ამბავი მზესავით შუქგამფენელს ჩუენს ბრძენს პატრონს მოვართვი,

მშიერს ლომსა მომყმარის ყრმის ჭკუა მოუვიდა და თქუა.

 

შაირი

 

მე იგი ვარ, ვინ ძლიერსა ტოტის კრავსა არ აკმარებს,

ლომს ვასწავლი ომიწს, სიმხნე ჩემი მისკენ მარებს!

უზაბარი ვით იკადრებს, გმირსა ვინცა შემოიდარებს,

ჭანგთა ჩემთა დანაკოდსა წამალს რითღა მიაკარებს?!

 

მერმე ყურდგელს უთხრა:

შეგიძლია, რომე იგი მიჩუენოო და მე მისგან ჩემი და შენი შური ვიძიო?

ყურდგელმა ჩუენები სიადვილე მოახსენა, და ესეცა დაურთო:

მე რომე მისგან ხელმწიფე უკადრისად და ურიგოდ ნახსენები ვნახე, თუცა შენძლებოდა მისსა თავისა ბაკანსა ველთა მიწატა გავასწორებდიო. მოახსენა:

ღმთისაგან მაქუს ესე სასოსი: შენს ჭანგთა ვნახო მისი ასონი!

ესე თქუა და წაუძღუა წინა, და ლომი მისის საცთურით სავსე სიტყვიტ გაზვავდა და უკან შეუდგა. ყურდგელმა ლომი იგი ერთისა ჯურღმულისა პირითა  მიიყუანა, რომე მისი წყალი კამკამებითა, ჩინელთ სარკესავით, სახესა სწორედ აჩუენებდა, ცდუნებისა და კერპის მაგალითსა ხატსა ანდაზის მსგავსად დასთვლიდა.

ვინცა ჩახედის მის ხატსა, სრულობით ფამოსახულსა,

გულის ცნობითა ბრწყინვალედ წაიკითხვიდა ნახულსა.

და მოახსენა:

ხელმწიფევ, ჩუენი მტერი აქ არის და მე მისგან დიდად მეშინიან და მარტო ვერ მივალ. და თუცა ხელთ ამიქუამ, მაშინღა გაჩუენებო. ლომმა უსმინა და ხელთ აიყვანა. რა ორმოს ჩაიხედა, თვისი სახე დაინახა. მას ესრე ეგონა, იგი სხვა ლომია და ჩემი სასადილო ყურდგელი უპყრიაო. გამწყრალმა ყურდგელი უკან უკმორე აგდო და ორმოთა შიგა ჩაიჭრა, და ორისა დაღუპითა მისი სისხლისა მსმელი სული ჯოჯოხეტსა მიანდო. ყურდგელი მშვიდობით შემოქცეული მივიდა და ნადირთ უამბო, და მათ ღთს მადლობა შეწირეს. და მისთვის ნიადაგ ილოცვიდენ და სიცოცხლის წალკოტთა ჟამთა და დროთა ავლენდეს, და ამას იტყოდეს.

 

ლექსი

 

ერთი სასმელი მშვიდობით თუ შევსვა გულის ნებითა ,

ას წელ სიცოცხლეს სჯობია უგემურობის სნებითა.

 

* * * * * * *

 

ამა არაკისაგან იცნობება: მტერი რაზომცა ძლიერი იყოს, თუცა კაცზე უაზროდ არის იგი კაცი მას ხელთ იგდებსო.

ქილილამ უთხრა:

- თუცა ხარის დასაკლისსა ეგრე შეიძლებ, რომე თვით შენ არარა საპატიჟო და საწუხარი გარდაგხდეს, რომე მას შეცოდება რამე დაადვა, ნუთუ იქნასო; და თუცა ლომისა საზიანო რამე იყო, არმც გულთა შინა გაგვლია, რომე არა ჭკუისმყოფელი თვსისა სარგებლისათვის თვსის პატრონის დასაკლის არა იქმანო.

სიტყუა ამასა ზედა მოჰკვეთეს, და დამანამ სამსახურისაგან ხელი აიღო, და მარტოებით ერტთსა ადგილსა დაადგა, ერთსა დღესა დრო დაიცა და ლომსა წინაშე მოვიდა, და შემცოდესა და გარეშე კაცსავით გულმტკივნეულად და თავჩამოგდებით დადგა.ლომმა უბრძანა: მრავალი ხანია აღარსად მინახვიხარო, თურე სიკეტის ამბავიაო?

მან მოახსენა:

- ღთმან ბოლოდ კეთილი ქნასო.

ლომს ეწყინა და ტქუა:

- მომხდარა რამეო?

მან მოახსენა თუ:

- ეგრეო!

თქუა:

- რა იციო?

დამანამ მოახსენა:

- ჩემსა სიტყასა გულდადებით ყოფნა და გარჩევით ცნობა უნდაო.

ლომმა უტხრა:

- ნუღარა აყოვნებ შენს ამბავსა, კაი დროაო, თქვი. თუცა საქნელი ერთპირად არ იქნების, მაშინცა თუ დღეისა საქმე სახვალიოდ მოვარდა, ატასი პირსა გამოიჩენსო. თქუა:

 

ლექსი

 

სასწრაფო საქმე ადრე ქენ, წამიც ნუ დაეყოვნება,

თუარა მოცდიტა საჭირო გამრავლდეს, იცი ყოვნება.

 

დამანამ მოახსენა:

- რაიცა სიტყა მსმენელსა ეწყინებოდეს, მისი თქმა უჯეროა, დაკრძალვასა და არათქმას უნდა ეცადოსო. მთქმელსა თუცა ჭკუისა და გაგებისა მინდობა აქუნდეს, მას მსმენელმაცა ყური უნდა მიუპყრასო, და შეგონება და სიკეტის ნდომა არს. თუ არა, მთქმელსა უნდა გაუსინჯოთო, თუცა მას შინა ერგულობისა და სიკეთისა კიდე არა არის რა, მისის სიტყვის დაჯერება ხამს, რომე მისი სარგებელი მასვე მოჰხუდებისო.

ლომმან უბრძანა:

- შენ თვით იცი, მე სახელმწიფო და საქებელი ზრახვა, ჭკუა და გაგონება მიყუარს, და ყოვლსა სიტყვასა ნასმენსა გონებისა გასინჯვითა გამოვჩხრეკ. შენ უშუროდ და უქიშპარად რაიც გენებოს, თქვიო, და მართებელი რაცა მოგაგოპნდეს, ნუ დამიმალაო.

დამანამ მოახსენა:

- მეცა მთქმელობასა ამისტვის შემოგეკადრე. ხელმწიფის ჭკუა და სიბრძნე უზომოა, და ჩემი ერთგულება ურიცხვი, და მეცა ამად ვიკადრებ ხელმწიფის წინაშე, რომე ესე საქმე მისი შეუტყობარი არ იყოს, რომე სიტყუასა სასარგებლოსა და სახვაშიადოსა მოგახსენებ, ნდომისა და სახერხოსა არას გაურევ,-თუარა ხელმწიფის გოონების მეტი ვეცხლთა შერყვნილობასა ვერავინ იცნობსო. მოახსენა:

ლექსი მეფეტა გლი კილონტის ქუას ემსგავსება ამითა:

ჩუენს რიიოშობას გამოსცნობს, სიწმინდეს იცნობს წამითა.

ლომმა უბრძანა:

- შენით მრავალი დაფარული გამოსცხადდების, შენისა საქმიანობისა ნიში შენთავე შუბლთა ჩანან, შენი სიტყვა საერთგულოთა სწავლათა შინა სრულად სახმარია. მისა მსგავსად ურიცხვთა სარგებელთა და საწადელტა ვიპოებთო.

დამანამ მოახსენა:

- ყოელთა ნადირთა სიკეთე ხელმწიფისა კეთილობასა ზედა ჰკიდია. მაშა, ხამს, რაგინდ დაბალი კაცი იყოს, თუცა სიმართლეზედ შობილა და გულიღა წმიდითა მის საქციელს ჰყოფს, ესეგუარსა ვისმე სწორე სიტყუა და საერთგულო სწავლათა მოხსენება ხელმწიფისაგან არ დაეშალოს ამისთვის, რომე ბრძენთა უთქუქმსთ: თუცა მეფეთა სწორე სიტყუა, და მკურნალთა სნეულება, და მოყუარეთ სიგლახაკე დაყმალოს და არ აუწყოს, ესე სიკეთის ნაწილოთა შინა არა ძეს, თვისის თავის მტერი იქნებისო.

ლომმან უბრძანა:

- შენი ერთგულობა და სამსახური ჩემთან საცხადოდ არის, და შენი მისანდობლობა და სიკეთე ყოველივე შემიგნია, აწე მითხარ, რაი მომხდარა, რომე მისი საქმე გაგონებისა შემდგომად ვიურვოო?

რა დამანამ ლომი მოსატყუარის ხრიკითა და ეშმაურისა საბლითა შეკრა, ენა ააუბნა და თქუა:

 

ლექსი

 

მეფისა სიბრძნის სიმრავლე მისთავე გზათა მცველია,

სიმხნე და ძალი თან ახლავს, მით მტერთა დამთრგუნველია!

 

შეთურბასა თვისა მნეთა და ლაშქრის თავთა და მისის სახელმწიფოს გამგეთა თანა თავისწინა სიტყვა წაუთქუამს: ლომი გამოვსცადე, და მისი ძალი და ჭკუა ცოდნისა მაგალითსა ზედა ვპოვე და მას შიგა სიჯაბნე და შეუძლებლობა ვიხილეო...

 

ჩახრუხაული

 

არა არს ისრე,-გამოვსცან მყის-რე, ვითა ისმოდა მოისი ქებანი.

რასმე ვჰგონებდე, მისთვის ვმონებდი, აქუს-ყე მას ყოლე ცუდად დებანი.

 

დია მიკვირან, რადგან ხელმწიფე მის მუხლისა ესოდენსა გადიდებასა ეცადა და მისი სიტყუა და ბრძანა არაოდეს გააცუდა, და მის წყალობათა სანაცლოდესეთი სიტყუანი მისის პირით წარმოითქუა! ესრე კაცის თავის აღება ესეგუარსა ნდომასა გულისაგან თავს გამოაყოფუნებს. და უგვანი კაცი კაისა და ავის შეძლებას თვის ხელთ ნახავს, და ქუეყნიერის საქმის რისხვათა და სიტკბოებათა სადავე იპყრას,-მზაკვარი ეშმა სასასა მისთა დაიბუდეს, და კუერცხთა დასდებს, და სიბოროტისა ჰაერი გულისთქმისა დასჩეკს. თქუა:

 

შაირი

 

რა კაცი ცრუმან სიმდაბლით აღადგინოსა,

ამღლის და მეფეთ წინ ხარისხთა წაადგინოსა,

მიკვირს მეფობას ეცდება ყოლემცა მას ედგინოსა.,

მარალთა თავნი დათრგუნვად ტერფითა გაადგინოსა.

 

ლომმან უბრძანა:

დამანავ გამოჩხრიკე რასაცა იტყვიო მაგა ამბისა სიმართლე სადეტ და თუცა ეგრეა, ვინ გითხრა, და თუცა სწორია, ამა საქმისა რჩევა ვითა ხამსო?

დამანამ მოახსენა:

-მისის დიდების სიმაღლის ხარისხი ხელმწიფისა წინაშე საცხადოდ ჩანან, და რა ხელმწიფემ თვისი ყმისა სიდიდისა და პატივის ხარისხი თვისად სწორად ნახოს მალე ხამს მის საქმიდამ დამდაბლოს და წაახდინოს, თვარა რა საქმე ხელტაგან გავარდება, ხელმწიფე ფერხთაგან დავარდება. ამა საქმისა წამალი ერთია: რომე მზეებრ ბრწყინვალემან ხელმწიფის გუნებამ მოინდომოს, მასტან ჩვენისა მცოდინარობისა სიგრძე დამოკლდების, და ვერცა ჩვენი სიჩქარე უნდოდეს, თვარა, თუ დაეყოვნა, საქმე მასთან მიაწევს, რომე საღონისძიო ფერხი მგზავრობის მინდორთა შინა დაშვრესო. თქუა:

 

შაირი

 

იგი შენი ურჩი ჯინჭველი, აჰა, შექნილა გველია,

ვითა ეკალი აღმოფხარ ვინათგან სამარგველია:

მტუერი მთად შეიცვალება, არ ჰგაო. მოსაგველია,

თუ გუელი ვეშპად გარდიქცა, სიცოცხლე ადრე გველია.

 

ესრე თქმულა, კაცნი ორსახენი არიანო: ერთი უღონო და ხელგამოუვალი და მეორე ღონიერი და ხელგამომავალი. ხელგამოუვალი იგი არს რა ერთი რამე მოუხდეს, გაბუცდეს და უცნობო შეიქნას და ვერარა გაიგოს, და ტავს ვერ ეწიოს და მოუღონოვდეს. ხელგამომავალი და ღონიერეი იგი არს სწრაფად მოგონებული პირველვე ნარჩევი მზა აქუნდეს და ნიადაგ საქმეს ბოლოს უსინჯვიდეს. ესე ხელგამომავალი და ღონიერიცა ორად გაიყოფების: პირველი ესე არს, უწინვე საქმის ქნამდე მისწვდეს და შეიგნოს. სხვა ტუცა ნაქმარსა დაინახავს, მან ჯერეთ უქნელი ნაქმარსავებ დაინახოს და მისისა ბოლოსა თათბირი უწინვე ქნას.

ვინცა პირველადვე მოიგონებს, ბოლოდ სინანულსა არა იწყებს, ესრეთ რომე რა მცურავი დიდსა მორევსა ჩაიჭრეს, ძალუძა ნაპირტა გასვლა, - და ესეთსა კაცსა ხელგამამავალი ეწოდება. და მეორე იგი, რა ჭირი რამე მოადგეს, და არა შესცდების, არცა ცნობა მოეღების ამისტანასა ღონიერი ეწოდების.

პირველად რომე შეჭირვებით რა აჩქარდეს, და საქმისა ბოლოს გამოუბნელობითა და შიშით მტრის მორევით უღონოდ ითქვა, და ორნი ესრე ამა სამთა შინა ერთსა სრულსა ჭკვისასა უხმობენ და მეორესა ჭკუანახევარსა, და მესამესა უჭკუო და უმეცარსაო, რაგვარადცა სამთა მათ თევზთა ერთსა ტბათა შინა მყოფთათვის არაკი თქმულაო.

ლომმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(სამი თევზი)

 

ერთი მომცრო ტბა იყო, და გზა შორს გაუვლიდა. მგზავრთა ხმა არა მისწვდებოდა, უმანკო კაცის გულსავით  დაწმედილი, სანახავდ სამოთხის მსგავსი. მას ტბასა ერტი მდინარე შედიოდა. მაში სამნი თევზნი სხდეს მსუქანი, რომე ცის ზოდიათა თევზი მატის სიკეტის შურითა ტაფათა შინა, ცის ვერძის მსგავსად მატის მზის სიცხით იხრაკებოდენ. ამ სამთა თევზთა ერთსა სახელად ჭკვიანი ერქუა, და მეორესა კერძო ჭკვიანი და მესამესა უღონო.

ერთს გაზაფხულ მისი მიდამო ყუავილვნებითა ერმის წალკოტი შექნილიყო, სამოტხის მიმსგავსებულს მწვანვილსა ადგილი მოეფინა, შაშპრანი ცის კამარათაებრ ვარსკვლავთა გარდათხმოდა. დილის ნიავსა ყუავილი მას მწვანოანსა ზედა ფერად-ფერადად მოეფანჩა, ხელოვანს მეწალკოტესა ქუეყნის სამოთხე მრავალრიგითა უცხო-უცხოთა ვარდის ყუავილითა მოერთო.

 

შაირი

 

კორდი ქორისა ქროლიტა მუშკისა სუნთა ბერვიდა,

იასამანი სიტურფით კეკლუცთა პირებ ელვიდა,

დილის ნიავვი ვარდს შლიდა, არ ფურცელს შეუკერვიდა,

ვით ხელი ხელსა ნახვითა გულსა-ყე დაუფერვიდა.

 

გზაშეცთომილნი მონადირენი ანაზდად მას ტბას შეხუდენ, იგი თევზნი განგებით მას ტბასა შინა ნახეს, და მის თევზთა შესაპყრობელად შეითქუნეს. ერთი ბადისა მოსაღებლად შეიქცა. და მათ თევზთაც მონადირეთ ალღო აიღეს. მათ მას წყალთა შინა გაყრის ცეცხლი მოეგზნათ.

მას ღამესა ჭკვიანი იგი თევზი უზრუნველად იყო, მრავალგზის ამა სოფლისა დროთა და ჟამთაგან გამოცდილება ჰქონდა, მიუნდობელის ცისაგან თუალთა სიმახვილე ესრე გაეკრძალა, შორეთ საფენთა ზედა რასმე ნახვიდა. მონადირეთა ბადეთაგან მორჩენასა ცდილობდა და იგონებდა. და მებადურთ მოშორვება ხერხად და საცთურად გულთა ჰქონდა.

 

შაირი

 

ბრძენი ხამს, ცნობა მოკრიბოს ჭკუა იხმაროს ძალისად,

იგია ბრძენი ვინ კლდეთა სახლთა აგებდეს ხალისად;

შმაგად მჩანს ქვიშათა ზედა მუშაკი დიან წყალი სად,

ვერ დადგეს ვერ დაემყაროს, დარჩება შესაწყალისად.

 

მერმე თევზთა მათ მსუბუქად რამე არჩიეს, და იგი ჭკვიანი გაეცალა და მას მდინარესა შევიდა, რომელი ტბასა შესდიოდა. რა დილა გათენდა, მონადირეთა მის ტბის შესადინარ-გასადინარი მაგრიად გაკრეს. ნახევარჭკუიანი იგი თევზი, რომელსა ჭკუის სამოსელი ტანთა გაეწყო და გამოცდილების საგძლისაგან ცარიელი იყო, რა ესე მოინახა, თავსა ბრალობა დაუწყო და ამას იტყოდა: უგუნურად ვიყავ, და უგუნურთაებრ მოვიმკეო. მეც მას თევზსავით რად არა ვყავ, რომე ჭირისა მოსვლასა ზედა წამსვე თავს ეწიაო, და მეცა მასსავით პირველვე თავი მომერჩინაო. თქუა:

 

ლექსი

 

ვისაც მორჩენა ეწადოს, ეცადოს პირველ საქმისა,

თვარა გარდასულს წუხილი რაღას არგია აქ მისა?

 

აწ რადგან საქმე ესრე გაჭირდა, ცდისა და ხერხისა კიდედ აღარა არი რაო. თუცა უთქუამთ: რჩევა ჭირის მოწევნაზე რაღას ვარგაო, და არცა შეჭირვებასა შინა ჭკუიანის მოსავლის ნერგი სხვათა ზედა არ წარემატებაო. მაგრამ ჭკუიანი ამისთვის ცოდნის სარგებელთაგან უიმედო ნუ შეიქნება და მტერისა მოშორვებისა და ხერხისაგან ნუ გაუღონოვდებაო. მერმეღა თავი მოიმკუდარა და წყალთა პირს გულაღმა დაეგდო. ერთმა მებადურმა რა ნახა, მას მართლა მკუდარი ეგონა, აიღო და გასტყორცნა, და თევზი საცადლით მას მდინარესა ჩავარდა და სული სიცოცხლით გაახრწია.

 

ლექსი

 

მოჰკუე, ერთგულო მტერთაგან განრომა თუცა გინდესა,

უკუდავად წადილს ვერ მიხვდე. დღე თუ არ დაგიბინდესა.

 

სხვა ლექსი

 

სოფლისა ზღვისა განშრომა თავმომკუდარებით იქნება,

მკუდარს ღელვა ნაპირს გააგდებს, სად აღგისრულდეს იქ ნება.

 

მესამე იგი თევზი, რომელი უგუნურ და გამოუცდელ იყო, რომელს საქმეთა შინა უღონობა აქუნდა. შეწუხებული და დაღონებული ცქუტად აქათ-იქით, ზე და ქუე დახლტოდა და სირბილიტა სინა ბადესა გაება.

 

* * * * * * *

 

ხელმწიფემან ამა არაკისაგან სცნას, რომე შუთურბას საქმეს აჩქარება უნდა რომე სანამდის ის რასმე გვიზამდეს დაუყოვნებლად და დაუცადებლად ელვარე ხრმალი მოშორვების ცეცხლითა დანაცრებულსა მისსა სულსა სცნეს და მისის სიცოცხლის ხვავი ქართა წააღებინონ, რომე მისისა სახლისა ბოლო ზეცად აღიწეპდეს. მოახსენა:

 

ლექსი

 

რა უწყალოსა მტერზედა ჟამი მოგეცეს, დრონია,

რადმცა აყოვნებ დაქოლვა მისიმცა საადრონია.

 

ლომმა უბრძანა:

- რასაცა ამბობ, მესმიან. მაგრამ არ ვეჭვობ შუთურბა მაგა საგონებელთა იყოს, და ჩემსა ესოდენსა წყალობასა და პატივთა გმობდეს. რა იგი მინახვას კეთილისა და სიდიდის მეტი არა მიქნია რაო.

დამანამ მოახსენა:

- თქუენი ბრძანება ყოველივე მართალ არს. მაგრამე ხელმწიფის წყალობამა  იგი ამა ხარისხთა აღსვაო მოახსენა.

 

ტაეპი

 

წყლულსა დაღითა საწვავსა სალბუნი არას არგია!

 

უგვარო ავი კაცი მეშურნე და ორგული,მანობამდე ერთგულობას იჩემებს, გზიანად ურჩევს რომე მისგან სიკეთისა და დიდების იმედი აქუს-ყე.

და რა იგდებს და გულის საწადელსა ეწევის, სხვისა ნდომისა ქნასა, რომელიცა არა ჰპეროვდეს. მისთა გულისა საუნჯეტა იგი დაეთესება. ბრძენთ უთქუამსთ:უგვაროსა და უგვანის სამსახურის საფუძველი შეშინებითა და იმედის მიცემით დაიდებისო. თუცა შიშისაგან გამოვიდა, ბედნიერობის საწადლის წყაროსა სათავეთა შეამღვრევს, და რა მოსავალი უხვად მიუა, სიკეთის ჰგმობს და საჩხუბარს ცეცხლს აანთებსო.

ლომმა უბრძანა:

- მაშა რომელინიცა მოსამსახურენი უგვარო და უგვანნი და ავგულნი არიან, ვით უნდა ითავსოს, რომე ბოროტმა საგონებელმა მათს გულთა შინა დამკვიდრება მოინდომოს. მათი მშიშრეულობა და განკრძალვა ხამს. არცა სრულიად გლახაკ და მკოდოვანად იყოს, და არცა ესოდენი ჩაიდვას, გულისა მისისა კიდობანმა ვერ დაიტიოს, განიპოს და ბოლოჟამ შფოთი და ცოდვა მოჰხდეს. სიგლახაკე და უიმედობა ყმათა გაავგულებს, და არცა მეპატრონეტა პატიოსნობისა საკადრისიაო. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

უიმედო ყმა სასოდ არა ხმა: გულქუად გარდიქცეს, ენას უმატოს,

გეტყვი მოყუასო იმედი მასო გული ნაღვლითა არ დამეხატოს.

 

ლომმა  უბრძანა:

- დამანამ მე ესრე მგონია, შუთურბას სარკე ამა ჯანგისაგან უვნებელი იყოს, და მისი გული მაგ საგონებლისაგან წმიდა. მე ნიადაგ მაზე მწყალობელი ყოფილვარ და დღეყოელ კეთილი მიქნია, ამისად მუქაფად მუხთლობასა და ბოროტს რად მოინდომებსო? უთხრა:

 

ჩახრუხაული

 

თუ ჩემა გულმა მისტვის ერთგულმა. მისი ბავრაყი გზატა წამართა

მან ჩემთვის მაშე არ დასამაშე მტერობის დროშა ვით ამიმართა?

 

დამანამ მოახსენა:

- ხელმწიფესაც მოეხსენება, მრუდის გულისაგან არას დროს სიმართლე არ გამოვა, და ტყუილად ბოროტის ზრახვის გათქმითა სახელოვანი და პატიოსანი და მხნე კაცი ავი არ შეიქნებაო, თქუა:

 

ტაეპი

 

ლაგვანთ ნადგვამი აგრევე დაიწყებს დენასა.

ნუთუ ხელმწიფეს კუსა და ღრიანკლის არაკი არ მოხსენებია?

 

ლომმა ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(კუ და ღრიანკალი)

 

ერთი კუ და ერთი ღრიანკალი კაამყოლნი იყუნეს და ნიადაგ ერთმანეთს არ მოშორდებოდენ, ასე მოყუარულნი იყუნეს, კუდი კუდს გარდამბული ჰქონდათ და წამსაცა არ გაიყრებოდეს.

 

ლექსი

 

დილით მწუხრამდე ალერსი მათ ჰქონდათ გაუწყუეტლად,

საღამოთ გათენებამდე ჯდომით თუალდაუბლეტელად.

 

ესეთი დრო შემოუარდათ, რომე მუნ ყოფით სხუაგან წასვლის საქმე მოუხდათ. რა გაემართნენ, სლვასა შინა ერთსა მდინარესა მიადგენ. ღრიანკლისა მასშიგან გასვლა არ შეეძლო, დია დაღონდა და მოიწყინა.

კუმ უთხრა:

- ჰე საყუარელო ძმაო! რა გეუფლა, რომე სულთა საყელონი საგონებელის ხელთა მიგიცემიეს, და გულისა სიმხიარულისა და ლხინისა კალთა ზე აგიკეციეს?

ღრიანკალმა უთხრა:

- მე ამა მდინარისა გასვლა არ ძალმიც, და ამისა ზრუნვვისა მორევთა შავარდნილვარ, არცა გაღმა გასვლა შემიძლია და ვერცა გაყრისა და მოშორვებისა ნაღველი დამითმენიაო. თქუა:

 

ლექსი

 

შენ წახვალ მე აქ დავრჩები, საბრალო უმეყვისანი,

უშენოდ სწრაფად დამიდნეს, გულიცა მქონდეს ქვისანი.

 

კუმ უთხრა:

- ნურასა იურვი, მე ამა მდინარესა გაურჯელად და მშვიდობით გაგიყყუან. ჩემსა ზურგსა შენთვის გავახომალდებ, და ჩემთა მუცელთა შენისა ჭირისა ფარად შევიქ, ამისთვის რომე ერთისა მოყურისა ძნელია ათასის ცდითა ხელთა ჩაგდება და მერმე ადვილად გაშვება. უთხრა:

 

ლექსი

 

სჯობს რომ რაც გქონდეს გაჰყიდო, იყიდო მოყუარენია,

არ გქონდეს მოყვრის სასყიდლად სულიცა საადრენია.

 

მაშინ კუმ ღრიანკალი ზურგთა აღისვა, მკერდი წყალთა დააპყრა და ცურვა დაიწყო. ცურვათა შინა კუსა ხმა რამე ესმა და ღრიანკალისა გარდაჭრისაგან შეეშინა. ხმა უყო.

- რაისა ხმა არს რომე მესმისო.

ღრიანკალმა უპასუხა.

- ჩემსა შაშართა წვერთა შენთა ტანსაცვამთა ჯავშანთა ზედა გამოვსცდიდი და ვსინჯევდიო.

კუს ესე დიდად ეწყინა და უთხრა:

შენ მუხთალო, ჩემი სული შენთვის საკუდავად მორევთა ჩავაგდევ და ზურგი ნავად შეგიმზადე, და ამა მდინარეთა შინა უზრუნველად მიმყავხარ, და აწ ამასაც არად შემირაცხ და პირველთაცა შვებათა დაივიწყებ, მაგა შაშრითა ჩხვლეტასა რაღას მემართლებიო? ესეცა ხომე იცი შენი საწერტელი მე ვერარას მავნებს და შენი ნაწრთობი შაშარი ჩემსა ზურგსა ვერა გაჰკვეთსო? უთხრა:

 

ლექსი

 

ვინცა გამწყრალმან მჯიღითა კლდესა სცეს გარისხებულმა,

ხელს იტკენს, მას ვერას ავნებს, არ იცის ვაგლახებულმა?

 

ღრიანკალმა უთხრა:

ნუ ეჭვ, მე ესე შენთუის სააოდ არა მიქნია, და არცა ეგეთსა საქმესა გულთა ჩემთა გაუვლია, მაგრამე ჩემსა გუართა შაშართა ხმარება მოსდგამთ, მოყვარეთა ზურგი არს, გინა მტერთა მკერდი, უნდა ვახმაროო.

 

შაირი

 

თუ ვისმე მოდგმა ბოროტი აქუს ოდენ მისის გუარითა,

რომ არ უნდოდეს ავის ქნა,არ წასცდეს იქმნას არითა,

ვითა ქუას ვერას დააკლებს გასახურეტელად სარითა,

მაგრა კულავ უცემს კუდითა გესლიანითა მწარითა.

 

კუმა გულსა შინა თუისთა ესრე თქუა: ბრძენთა კეთილად უთქუამთ.

 

შაირი

 

ვინ ჩუენთვის არად ვარგია ჩუენ კეთილს რადღა გველოდა?

მეტყვის: გამზარდე მაჭამე, ღვინითა სავსე გველოდა,

ჭკუისა გზათა შემცთართა სჯობს ჩუენი თავი გველოდა,

ამას ჰგავს უხმოთ მოწვევად, უბითა გაგზრდი გველო და?!

 

ავგუნება და უგუარო კაცის გაწვრთა და გაწყობა თვისის პირის-წყალთა გაშვება არს და თუისის საქმიანობისა საბელთა წვერთა დაკარგუა. უთხრა:

 

ჩახრუხაული

 

ოქრო და ვერცხლი მიწათ ჩაბნევა ბრძენთა ეგოდენ ვერა გიძრახონ.

მაგრამე ავთა კაცთა უზავთა წყალობას ზედა იახონ ახონ.

 

კუმ უთხრა:

თუცა შენი მოდგმა შინა, წყალს წააღებინა და თქუა: ბრძენთ ნათქუამია, ვინცა გუარქებული არა არის, მისგან უიმედო იყაო, და ესეგვარსა კაცსა რომე კეთილი უყოს კაცმან, იგი კეთილისათვის ბოროტსა მიაგებსო-მან თუცა კაისათვის ავი არა ქნა, ცოდვითაც მიაჩნიაო.თქუა:

 

შაირი

 

უგვარო კაცსა რად მისცე საინახენი ზემონი?

ვინც გველი უბეს ჩაისვას, საქმე ყოს გასაჩემონი.

ჭილი აკეთო, ვერ მოგცეს შაქრის ლერწმისა გემონი,

ვარდის მოკრეფას ნუ ელი ძეძვისა რწყო გარემონი.

 

* * * * * * *

 

ამა არაკითა სცნას მზესავით ბრწყინვალე ხემწიფის გონებამა, რომე შუთურბასა თვისი გულისთქმის სანაცვლო მისაგებელი ადრე უნდა უყოთ, ერთგულის მონის შეგონება გულისყურითა ისმინოთ, და ჭკუის გზით რომელნიც დიდად ზიანად მოგახსენებენ, მას სასმენელი არ მიუპყრათ. ვიცი, მისის საქმის დასასრული ორგულებისა და მუხთლობისაგან ცარიელი არ არის. მკურნალი სნეულსა, საწყენელთა უჭმელობასა ეტყვიან, და თუ მოოუსმინა, არგებს, და თუ არა და თვისის ნებით სუა და ჭამა, ესეთისა ქნითა უკან და უკან დამჭლდება, ავადობა ჭირთა  მოიმატებს. ერთს ბრძენს უთქუამს.

 

ლექსი

 

მწურთელი თუ რისხვით გეტყოდეს შენს სასარგებლოს სწავლათა

მოთმენა მწარობს, ხილს ისხამს უტკბოსსა შაქრის ალვათა!

 

დაიჯერე მეფეთ ღონეთა მომწყუედელი საქმისა ბოლოთა უზრუნველობაი არს, და რა ხელმწიფემ საქმე სუბუქად მიიჩნიოს, და რა დიდი რამე მოხდეს, განცხრომით არა ინაღვლოს რა, და იგი დაუტეოს, როსცა დრო გარდავლის, მტერს ძალი მოემატება, და თვისა მახლობელთა კაცთა შეიერთებს და ერთსა ვისმე ამა საქმესა მიაჩემებსო. მოახსენა.

 

შაირი

 

შენთა საქმეთა მიაპყარ შენი ცნობა და გონება,

სხვისა და სხვისა კისერთა რად მიაჩემო ქონება?

მერმე რა საქმე დამარცხდეს, ჭირისა ჰქონდეს მონება.

სხვათ ქედთა რომე დაჰკიდო, საბრალოდ დაეღონება.

 

ლომმა უბრძანა:

 

შაირი

 

ლომმა უბრძანა: იკმაე მძიმე სიტყუათა თქმანია,

მეფეთა კრძალვას გარდახე, ვისგან იშიშვის ყმანია,

ღირსსა მრჩეველსა არ მართებს ზედიზედ ცრუ წათქმანია,

ხამს რომე არ შეაწყინოს, თუცაღა იყუნენ ძმანია.

 

შუთურბა ესრე ვთქუათ გამოჩენილი მტერი იყოს მას რაი ძალუცს წინაშე ჩემსა?  იგი ჩემი საზრდო და ჩემი საცოხნელია და მისის მაჯათა და ტანთა პოხიერება მდელოთაგან არს, და ჩემთა ძუალთა გამმაგრებელი ხორცთა სიკეთეა. მოლის მძოარსა ნადირთა მჭამელისაგან უდიდესი ძლიერება ჰქონდეს, ესე ვიტ იქნების? მე მისგან ეგოდენი რიდი არა მაქუს მან ჩემი პირისპირი შეიძლოს და ანუ ბრძოლათა შინა ჩემად დარად მას გულმა უთქუასო თქუა:

 

ლექსი

 

ვინ არის ჩემი მებრძოლი პირისპირ მკადროს ომია?

მთვრალს პილოს კოღომ შემართოს ძალი მატს თუ რაზომია!

 

ჩემისა ბედნიერობის მზე რომელი წყალობითა ღთისათა განათლებულა და მისგან მთვარესავით ელვარობს, თუცა შუთურბაი მის პირისპირობას მოიწადინებს,-დაშავდება და დაბნელდების, თუცა ბოლოკარკაზის დარს მრგუალსა ჩრდილსა დასდგამს ჩემსა, რომელ ცისა მსგავსება აქვს მზესაებრ სხივისა ისრითა სროლითა დასავალთა ქუეშე ჩაიყუანს,თქუა:

 

შაირი

 

რა უქონელი ვაჭარი სავაჭროდ გაემზადოსა,

ამას ჰგავს კოჭლმან გამართვით ცდითა სლვა მოიწადოსა,

მე იგი მხეცთა საჭმელი ვაუფლე ამ საცხადოსა,

კულა შემიძლია საბელი გარდაცვა მას უბადოსა.

 

დამანამ მოახსენა:

- ხელმწიფე მაგით ნუ მიენდობა, იგი ვერა იტყვის შენსა მისგან უდარესობასა, ანუ მრეობისა შეძლებასა. რადგან მისის გუარიანობითა და შეძლებითა ჩუენი ბრძოლა არ ძალუც, თვისთა მოკიდებულთა და ერთგულთა სიმრავლის გამო ერთსა რასმე გვიხრიკებს და ეშმაურობითა საქმეთა რასმე მოახერხებსო. მე ამისი მეშინიან, რომე ნადირთა თვისთა ხელმწიფეთა ზედა გული არ გაურყუნას და თვით არ შეირთოს, თუარა ერთსა ახონსა, რაგინდ მხნე იყოს, მრავალთა ბრძოლა არ ძალუძცსო. თქუა:

 

შაირი

 

მუმლთა სიმრავლე რა შეხვდენ, აღაქოთებენ პილოსა,

მას საზარელსა ცხოელსა ჰკბენენ თუალთა და კილოსა.

ჯინჯველთ ლაშქარი რა მოკრბენ ადგილსა უადგილლოსა,

ძლიერსა ლომსა შედებით გააძებს უნაწილოსა.

 

ლომმა უთხრა:

- შენთა სიტყუათა გულთა შინა ჩემთა ადგი;ლი პოეს. შენი შემჭერვებულნი პასუხნი გულისხმა ვყავ, მაგრამე მე ესე საქმე კალთასა მიჭერს, რადგან იგი ავიყვანე და მისის სიდიდისა და სიკეთის დროშა ავმართე. ნადიმსა და მარაქათა შინა მისსა ქებასა წარმოვიტყოდი, მისი წკუა, ერთგულობა და დანდობა ყოველთათვის ენითა მიმიფენია, აწე რომე მისი აუგი რამე ვთქუა და ავი რამე უყო, ჩემისა საქმისა უკადრისი იქნების და ჩემისა ბედნიერობისა სასირცხო და ჩემგან გადიდებულთა კაცთა გულთა შესაკლებელი, და ჩემთა სიტყუათა აღარ მიენდობიან, და ჩემზედა გუნება გამოეცვლებათო, უთხრა:

 

ლექსი

 

როცა დარგო და იხაროს, აღორძნდეს მას სავარდოსა,

ფერხით ნუღარა დასთრგუნავ ეცადე გაიზარდოსა.

 

დამანამ მოახსენა:

 

- ჭკუა და რჩევა ესე არის: რა ერთისა მეგობრისაგან მტერობა მოინახო, ანუ რომლისამე ყმათაგანთა შენისა მრეობისა ნიში გაიცადო, მსწრაფლ შენი მოდგმ,ანი გარ შემოიკრიბო, და მისის ოირის ერთობის კალთა სრულობით აიკეცო. და მტერი რა სადილობად აგიჩნდეს, მისთვის შემსგავსებული ვახშამი დაამზადო, ამად რომე კბილი კაცისა სიყრმით სიბერემდე გაუყრელი საყუარელი და დიდად სახმარია, მაგრამ რა ასტკივდება, აღმოფხვრის მეტი არა ღონეა, და სხივთა ვერარათი ირგებს. აგრევე საჭმელი სულთა მაყენებელი, რა წყენას დაუწყებს და ვეღარა შეირგებს მისის გაყენების ცდასა შინა უნდა იყოს და გაიშოროს. უთხრა:

 

ლექსი

 

რაცა გაწყენდეს, მოშორდი, მოსორვებითა შორითა,

ხორცს გარყვნის სულსა მოაკლებს საზიანოთა ორითა.

 

რა დამანას სიტყუები ლომმა გაიგონა, ბრძანა: მე შუთურბას სიყუარული კიდეგან მიქმნიაო, ამად რომე ჩემი და მისი ერთობა აღარად იქმნებისო, და აწე კაცსა ვისმე მივუგზავნი და ჩემის ადგილით დავითხოვ, და სადაცა უნდა წაცავიდესო.

დამანა ამას ზედა დიდად შეშინდა და გულთა განიზრახა: თუცა ესე საქმე შუთურბამა სცნა, თვისის ხერხისა და ხრიკისა წერილს თვისის დაფარულის საუნჯისაგან გამოაჩინებს და ჩემთა საავო ადგილს მიაწვდენს. ამისთვის ესრე მოახსენა:

- ხელმწიფეო ეგე შესავალი სიმხიარულისაგან უცხოა, ამისტვის რომე ვირემდე სიტყუა არა ითქუა, წადილი კაცსა ხელთ უპყრია, და კიდევ მისი მოვლა შეუძლია, მაგრამე თქმულის დაბრუნება შეუძლებელია, მოახსენა:

 

ლექსი

 

ვიდრეღა სიტყუა არ გეთქუას, ითქმისღა მისის ჟამისად.

მაგრამ ნათქუამი უთუოდ არ დაიფარვის წამისად.

 

რა სიტყუა პირით და ისარი მშვილდით გამოჰხდა, არცა სიტყუა ენათა ქუეშე დასაფარავად მობრუნდება, და არცაღა ისარი ადგილს მიუსვლელი შემოიქცევა. იგავად უთქუამთ, რაცა ენამან წართქუა, კაცთა ზიანი იქმნაო. ერთსა ბრძენსა უთქუამს, ენა გულისა საფარველისა გარდამხდელიაო. გული ასოთა ხელმწიფე და პატრონია, და სიტყუა გუამთა საუნჯეთა სპეკალია. ვირემდე სიტყუისა სკივრი დუმილის კლიტითა დაკლეტილია, და მოცდისა ბეჭედი უთქმელობისა კოლოფთა ზედა აზის, სიცოცხლის სავარდეთა ყუავილი და სუნი გახარებულნი არიან, გაიშლებია და სუნელობენ, და მისი ნერგი დამშვიდებისა და განსუენების ხილსა მოისხამს.

მაგრამ რა ითქმის და კოკობი ღიმილსა დაიწყებს და საუბრისა იადონი სიმღერას დაიძახებს, მშვიდობა მოიშლების, და სიტყვის სავრდეთა სუნიცა გულთა საწყინოდ შეიცვალების, და სასასა ძალი დაემართება, და ანუ სნეულება გამოიჩინების, და ანუ სურდოსაგან ბუნება მოსუსტდების. მდუმარე ენა გონებისა ერთად შემომკრებელ არს. სიტყუასა მრავალი ნასკვი გაუხსნია, მაგრამ ჩხუბითა ცოტა უმართებულოს მთქმელის კისერი ჯაჭვითა და სხვილის საბლით მრავალჯერ დაუბამს. თქუა:

 

შეწყობილი

 

რა სიტყუა სიბრძნის თუალითა ეძიო საძიებლად,

სარგებელი და ზიანი ორივ სდევს მოსაგებელად.

ვინა თქუას თქმული უთქმელად კაცთ წინა მოსაღებელად,

გულთა ჭირი სულთა სიკუდილი შეუქნას შესახებელად?

მაგრამ ცოტას თქმით მრავალი მომხდარა გასაგებელად,

ქარებრ აბნევდეს სათქმელსა ენათა არ საქებელად.

 

ჰე, ხელმწიფეო! თუცა ესე სიტყუა შუთურბასა თანა მივიდა და თვისისა რამე შეიგნო, და ამა ამბავმან მასტან მიაწია,-ამით სეგისინედების და ჩხუბისა და შფოთისა გაშლას ეცდების. თქმულა ჭკუათაუფალმან საცხადო შეცოდება ცხადად აზღვივაო. ესე ყავ, დაფარული მისი ბრალი თქუენცა დაფარვით მიაგეო.

ლომმა ბრძანა:

- ეჭვითა და შეუტყობრად თვისის გაკეთებულისა და ახლოდ მყოფის დაშორვება, წახდენა და ესეთისა კაცისა გამატება, თვისითა ხელითა რა ეჩო ფერხთა იცეს და სრულობით მოწყალებისა წესისა და სჯულიერისა საქმისაგან გადგომაა. უთხრა:

 

შაირი

 

ღთისა და კაცთა სიბრძნითა ესე არ მოიწონების,

გაუსინჯავად მეფემან სისხლი დასთხიოს მონების,

რადგან მეფენი ღთის სახედ, ქუე იგიც მოიოგონების,

სხუას აცოცხლებს, და სხუას მოჰკლავს, სხუა რისხვით დაეღონების.

 

დამანამ მოახსენა:

- არავინ მოწამე ხელმწიფეთა ჭკუისა უმჯობე არ არის. იგი ხვანჯითა სავსე და ეშმა რა მოვიდეს, ხელმწიფე მშინჯავითა თუალითა უმზერდეს, და მისი გუნებისა სიმრუდე შუბლთავე მისთა აღმოაჩნდების. მისის ავგულობის ნიშანი ამით სცან, რომე აღშფოთებით იყოს და ფერი პირისა ეცვლებოდეს და ზედიზედ მიმოიხედვის, შუღლთად და ჩხუბად მზაობდეს და ესევითართა იქმოდეს.

ლომმა უბრძანა:

- კეთილად სთქვო: თუცა ესე ნიშანნი ერთიცა რომელი ვნახე, მტუერი სწორეს გზათა მოშორდება და გონების შიში სიმართლის ხარისხთა გარდაიცვლება.

დამანამ რა სცნა, რომე მისი მზაკუარის ენის ალი ერთკერძო ამაღლდა, მერმეღა ხარის ნახვა მოიწადინა, რომე მის მხარესაც საჩხუბარი ცეცხლი აღეგზო და სახმილი აემაღლებინა.

 

ლექსი

 

რა ორთა კაცთა საშუალ ცეცხლი აღაგზონ შურისად,

მათ შორის ენის მიმქონი ჩანს მრეშველად მეაგურისად.

 

გასინჯა რომე შუთურბას ნახვა ლომის შეუკითხავად არ ვარგიყო. არამც საგონებელთა ჩავარდესო, და მოახსენა:

- თუცა მაღლისა ხელმწიფისა ქებული ბრძანება იქნება, მე შუთურბას ვნახავ, და მისის საქმისა გზასა და მისის გუნების ნაწილს ვეცდები ერთი რამ გამოვიღო და მოგახსენოო.

ლომმა წასვლა უბრძანა და იგი ურვეული და გულნაღვლიანი და ყელგარდაგდებული შუთურბასთან მივიდა თაყუანისცა და დალოცა და ქება შეასხა. შუთურბამაცა პატივ-სცა, და მის ადგილს ბოდიში მოიხადა, და ადგილი ახლორე სცა, და უთხრა: დამანავ,უთხრა:

 

ტაეპი

 

პირველად სეთვისებული რად დამივიწყე სრულადო?

 

უბრძანა:

- ესოდენ ხანია, რომე მოყვრობისა თუალითა შენისა პირისა შუქითა აღარა გაგინათლებია მოყვსობისა სადგომი, და საცხადო მეგრობობის სიყუარულის ნერგის ყუავილით არ აგიყუაებიაო. უთხრა:

 

ლექსი

 

შენთა ყოლე სიცოცხლეთა, რა იქნების ერთხელ მნახო,

ჩემთა გულთა შენი სახე ოდენ ნათლად გამოსახო?

 

დამანამ მოახსენა:

- თუცა პირისახენი ჩემნი თქუენისა ხლებისაგან დაშორებულა, ჩემი სული და გული წამ და წუთ მოგონებით საცნობელთა გამახარებელის თქუენის სახელის ხსენებით მოხარებია, თქუენის სამსახურისა და მორჩილობისა და სიყუარულის თესლი ჩემის გონების ქუეყანათა ზედა დათესვით აღმიორძინებია. თქუა:

 

ლექსი

 

გული მოვსარკმლე სულისად ანაზდად შემოსავალდ,

იდუმალ შენთვის სურვილით ამად ვიმღერი მრავალად.

 

თქუენის სვე-ბედთა მოსმატებლად თავისწინა მხურვალი ლოცვა არ დამიკლიაო.

ხარმან უთხრა:

- ცალკე ყოფისა და თავისწინაობის მიზეზი რაიაო?

დამანამ უთხრა:

- კაცი რა თვისთა სულთაცა ვერ ეუფლას და სხვათა ბრძანებისა ტყუექმნილიყოს, უშიშრად და გაუკრძალებლად წამზედ ვერ ამოისულთქმოს, და წუთსაცა ვერ მოიცალოს, და თვისის სულისა და ხორცის უზიანოდ და დაუსაკლისად ხანი ვერ დაყოს, რომე ბოროტი და უპატიურობა და ლანძღვა არ ესმოდეს,-მაშა უჭკო იქნების იგი კაცი, ერთსა მცირესა კუთხეთა არა დასჯერდეს და კარი ცნობისა გონებისა პირთა ზედა არა დაიხშასო. თქუა:

 

შაირი

 

რა ჟამი ესრე გაირყუნას, შფოთსა ისხემდეს ყანანი,

გაცლა ხამს მისგან მონახოს მალ სისორისა ვანანი,

გაცლა არ ძალუძცს, რამცა ქნას გულს ვერ დაიცეს დანანი,

მარტოღა დაჯდეს, ისი სჯობს ხანი რაც დაყოს ხანანი.

 

ხარმან უთხრა:

- დამანავ, ეგე ყოველივე ნათლად წარმოსთქვი და მაგა ერთისა სიტყყუისა თარგმანება ესეთია, რომე ეგე ქადაგებასრულიად ქუეყანასა სარგებელი და გასანათლებელი არისო.

დამანამ თქუა:

- ექვსი რამ არის სოფელსა ამას შინა და ამას ექვსთა ძნიად განერება კაცი: ქუეყნიერი საქონელი უცოდველად; ხორცთა გემოვნების მიყოლა შეუბილწებლად, უზრუნველად და უბოროტოდ; დიაცთან ლხინი უჭიროდ; ხარბის კაცისა სატხოვარი უკუუწბილებლად; ავის კაცის უწბილებლად; ავის კაცის მეგობრობა მოუყივნებლად და ხელმციფის სამსახური შეუწუხებლად. 

არავის ქუეყანისა მარნისაგან ერთი თასი ვერ შეუსვამს, რომე სიმთვრალისაგან უშიშად მოესვენოს, და ცოდვას ამპარტავნობის საყელოში თავი არ ამოეყოს; არავის ხორცთგემოვნების მიმყოლსა ფერხთი წაუდგამს, რომე სიკუდილის მორევთა არ ჩაჭრილიყოს; არავის დიაცთან მჯდა/რსა ესრე ლხინი არ უნახავს, ჩხუბი არ ცაჰკიდებოდეს; არავის ბოროტთა კაცთა მეგობართა ბოლოდ არ დაენანოს და მოსაყივნებელი ხმა განჰფენოდეს; არავის ხარბთა კაცთაგან უკუწბილების მეტი გაეტანოს რა; არავის ხელმწიფეთ მოსამსახურეთა თავი ეგრე დაეცუას, ცოცხალი სისხლის სმის მორვისაგან გამოსულიყოსო. უთხრა:

 

შაირი

 

მეფეთა კაამყოლობა ძნელი უძნელესი მგონია,

ვით ზღვის ღელვათა არ აჰყუეს მენავე სავარგონია,

ნიადაგ გულიშიშითა სავსე რა საკარგონია,

და  რა უფრო დაახლოვდება, უფრო დასადაგონია.

 

შუთურბამ უთხრა:

- შენთა საუბართა აჩნია, რომე ლომისაგან გულის შესაკლებს სიტყუასა შენთან მოეწიოს, და მისგან შენსა გულსა შიშის მარცუალი დათესილიყოსო.

დამანამ უთხრა:

- არათუ ჩემთვის ვიტყვი ამასა, არცა თავისა ჩემისად შეწუხებული ვარ. მაგრამ მოყვარეთათვის ვიურვი და მისთვისვიტყვი. და ესე საზრუნავი და გულთა მტკივნეულობა, რომელი მე მომცემია, თქუენი არს და თქუენ იუწყეთ, რომე ჩემნი ამასწინანდელი სიყუარული და მეგობრობა თქუენთანა ვითარი ყოფილა, და რა საერგულო პირობა დამიცს; მასუკან ზოგი რამცა აღმისრულებია, ამისთვის ვეგარ დაგიფარავ, რომე რაიცა მოხდეს ავი თუ კაი, დასაკლებელი ანუ შესაძინელი, ყელა მოგახსენოო.

შუთურბა ამა სიტყუასა ზედა შეკრთა და  მიუგო:

- საწადელო მოყუარევ და ტკბილო ამხანაგო! ამა ამბვისა საქმე  მალე მაცნობეო და ჩემსა მწეობასა და ეთგულებასა ნუ დაუტოებო

დამანამ უთხრა:

- ერთმან მოსამსახურეთაგანმა მითხრა, რომე ლომსა ბედნიერს სიტყუაში მოუყუანია:  შუთურბა მეტად გასუქებულაო და კართა ჩუენთა აღარად საჭიროა, დამისი ტანოანი სიცოცხლე ცუდად ვლის, და მინდა ნადირთა მისისა სიპოხისაგან ნადიმი დაუდვა და ერთსა დღესა დიდნი და მცირენი მისის ხორცის გემოვანებითა გავახაროო. რა მე მესმა, მაშინვე წამოველ მოსახსენებლად, და ჩემისა პირობისა მიუდრეკელობა დაგაჯერო, და რაიცა მეგობრობისა და სიყუარულის წესია, იგი აღგისრულო. უთხრა:

 

ლექსი

 

სწორება გითხრობ მცნებასა, რაცა მოყუასთა წესია,

გინდა ირწმუნე გინდა ნუ ჩემი სათქმელი ესია.

 

აწე  ამისა რჩევასა ამას ვამჯობინებ თავსა შენსა ეწიო და სწრაფად პირი საქმიანობასა მიაპყრა. ნუთუ ხერხისა რასამე მოგუარებითა ამა საქმისა მორჩენისა გზა ვიპოვნოთ და ღონისძიებითა მწარისა სიკუდილისაგან განეშოროო.

შუთურბამ რა დამანას სიტყუა მოისმინა, ლომისა პირობა მოაგონდა და საგონებელთა ჩავარდა და უთხრა:

- დამანავ ლომსა ჩემზედა არა დაუშავებია რა, და მე მისი ორგულობა არა მმიქნია რა, ჩემი ფერხი მის საწადელს სამსახურზედ არ დამიბრკოლებია, და შენსა სიტყუასაცა მართლობითა და სიკეთის ნდომითა ვხედავ. ესე ესრე ჰგავს, ჩემთვისა ტყუვილი რამე შეუმზადებია ვისმე, და იგი ეშმაურისა ხრიკითა მოუცთუნებიათ და საწყრომლად და სარისხველად გაუხდიათ.

მისთა მსახურთაგანი-ავთა ჩუეულებათაგანი მრავალნი არიან, და საეშმაკო სიტყვანი შეუმჭევრებიათ, და საორგულოდ ხელნი წაუყრიათ და გაგულოვნებულან. რამდენჯერაც იგინი გამოოუცდია, ცხადად ორგულობა შემცნევიათ; და ამას რა მოისმენდა და სვხისასაც მათებრ დაიჯერებდა. ამის გამო ეგონება, ავთა კაცთა მსგავსად, ერთგულნი და დაუნაშაებელნიცა ავის მოქმედნი იყუნენ. და ესევითარისა საგონებლობითა მართალთა გზანი დაიფარვიან, როგორაც იხვის ამბავი, და მისი შიში და ცთენა და გამოცდა ამა იგავის მსგავსის სახისა მანიშნებელიაო.

დამანამ ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო.

 

შუთურბამ თქუა არაკი

(იხვი და მთვარის შუქი)

 

ერთმან იხვმა კამკამსა წყალსა შინა მთუარისა სახე და შუქი ნახა, თევზსა ამსგავსა და შეპყრობა მოინება. რა ჩაიყუნთა, ვერღარა ნახა რა, მრავალჯერ ეცადა და ვერ შეიპყრა. რა ნახა, რომე მისი მოსავალი ამა ნადირობითა მწყურვალი დარჩომილიყო, და წყლის სიმაძღრითა და მრუდის გონებითა მოსავლისათვის დაქცეულსა მორევსა სინჯვიდა,-თევზისა ნადირობისაგან ერთობით ხელი აიღო, თვისი საქმე ყოველივე გაუშვა. რასც ღამესა თევზთა ნახვიდა, მთუარისა შუქი ეგონის და არღარა სდევდა შეპყრობად, და მისა დაჭირვასა აღარა ცდილობდა, და იტყოდა: ამას საცადლისა ხილი ესე იყო, ნიადაგ ჩემთა დღეთა შინა მშიერი და უმდღევარო დავარდიო.

 

* * * * * * *

 

რადგან ლომსა ჩემი ეგეგუარი უთქუამს ამისთანას საქმის გამო, მას გულთა წყენა შესვლია, და მათი სიტყუა დაუჯერებია, და ჩემიცა სხუასავით ჰგონია. მაგრამე ჩემსა და მათში ესოდენი განყოფილება არის, ვითარ ნათელსა და ბნელსა, გინა მაღლად მყოფთა ფასკუნჯთა და მიწათა შინა თხუნველთა. უთხრა:

 

შეწყობილი

 

მათს საქმესა და შენს გონებასა, ესე იცოდე სხვა რამ აძესა,

მწერალი დასწერს ლომსა და რძესა, ლომსა და რძეში სხვაობა ძესა,

ორნივ ფუტკართა მიემსგავსებით, ერთად მოსჭამენ მას მოსაძესა,

ერთს თაფლსა მისცემს, სხუას საწერტელსა მტერთა საკრავად და გასაძესა,

ორნი ქურციკნი მოლთა მძოარნი ერთსა წყალთა სმენ დღეთა სიგრძესა,

ერთი მუშკსა ყნოსს, სხვისა სისხლია, გვამსავე მოაქვს დასაბრაძესა.

 

დამანამ თქუა:

ნუთუ ლომისა გულთა ხერხი ამის გამო იყოს? დიდებულთა წესია, უცნობელად და გაუსინჯავად ერთსა ცუდსა და უგუაროსა მაღალთა ხარისხთა აღიყუანებს, და რომელიც გასადიდებელი და მართებული კაცი იყოს-მას უმიზეზოდ გააცუდებს და ოხერ ჰყოფს.უთხრა:

 

შაირი

 

ურმუზის მეფემ არ მნახა, მრავლად მიბოძა ნიჭია,

იეზდის მეფეს გვერდს ვახლდი. არცა თუ მამცა ხიჭია.

მეფეთ გაგება ასრეა ორს დღვილოს ადენს ფიჭია,

ღთსა მდღევარსა უმადლი პატრონსა ვითა ბიჭია.

 

შუთურბამ თქუა:

- ესე საქმე ლომსა ჩემთვისა დაუსკუნია, საეჭვი აღარ არის. საქმობის მაყოვნებელის ფერხი სასიარულოს შარათა ზედა დაკოჭლდების, საწადლის თუალი ნდომის პირის სახესა ვეღარ გაიცდის; რისხუასა თუცა მიზეზი აქუნდეს იგი ვედრებითა მოიცილვების, და ღთნ ნუ ქნას, და თუცა უმიზეზოდ ამიზეზებულა და მოგონების საქმითა მისი გუნება გამოცვლილა მოვლის ხელი მისგან დამოკლებულა, და მისის მოვლის საგონებელი უღონისძიებო ქმნილა. მაგრამე ტყუილსა და ცილს საზომი არ უჩანს და ვერაგობასა და ცბიერებას საზღვარი არ უდევს. რაცა ლომსა და ჩემს შუა მომხდარა, მე შეცოდება და დანაშაული არა მაქვს რა.

განაღა ესე რჩევისა და წკუის გზათა გამოძიებათა შინა, ნუთუ მისი უწადელი რამე მეთქუას! ანუ წყალობასა და გასარიგებელთა საქმეთა ხანდისხან მისის სამჯობინაროსათვის მისი უნდომი რამე მომეხსენებინოს! ამისთანანი ნუთუ შეუპოვრობით და ყიფობით ჰგონია და უმორჩილობად ჩამომართუა? მაგრამ ამათგანიცა არცერთი მახსოან. ჩემგან მრავალგზის უსარგებლოდ არ დარჩომილა: სამსახური, მოწიწება, პატივი და ერთგულობა არ მომიკლია, ერთსა რომელსამე ზედა მართბეულის ნაკლებობა არ მექნას, და სიკეთე და რიგი გარდამატებით მის ადგილს მომეყუანოს. რად უნდა ერთგულობისა და წვრთისათვის გამაძოს, სწორისა და მართლის სამსახურისათვის გამოწყრეს? თქუა:

 

ლექსი

 

რა წამალი სნეულთათვის მავნებელად შეიქნების,

ავადმყოფის მორჩენისა კულა იმედი ვით იქნების.

 

თუც ამის გამო მიზეზთა მიკრეფს, რომე ხელმწიფობისა სიდიდისა და ქუეყანისა სიმდიდრისათვის მიწყრების, დიდთა წესთაგან ესე შორს არის, რომე ჭკვიანსა გამზრახსა არ მოუსმინოს და ორგულნი და მაფერებელნი გაიშიანაუროს. ამისთვის უთქუამთ ბრძენთა და მეცნიერთა: ზღვათა პელაგონთა ცურვა, და ბოლოგანყოფილთა გუელთა გესლთა წონა, და მეფეთა სამსახურთა შინა სიკუდილი სიცოცხლისაგან უმსწრაფლესია. თუცა მეფეთა პატივი და განსვენება ჩემზედ უანგარიშოდ მრავლობს, ესეცა ვიცი, რომე მათს სამსახურსა შინა შიში უამრავია და მწუხარება დიდი სალხინოსაგან უმრავლესია. ვიეთთა ფილასოფოსთა მეფენი ცეცხლისათვის შეუმსგავსებიათ, ამისთუიცა, თუცა მოწყალებისა შუქითა მსასოებელთა ბნელსა გაუნათლებს, აგრევე რისხვისა ალისა მიერ მოსამსახურისა სამსახურისა და ჭირნახულის კალოსა ანაზდად დასწვავს.

სრული ჭკვიანი ამას ამტკიცებს, რომე ცეცხლისა ახლორე მყოფისა ზიანი უფროსი არს. ვინცა ცეცხლისა ნათელსა შორით ხედვენ, კაის ყოფასა იგინი არიან, მაგრამ ამა საქმეთა შინა გამოოუცდელნი არიან ესრე გონიათ-ყე, ხელმწიფეტაგან ამაღლებასა და წყალობასა მრავალი გემმო და სარგებელი ჰქონდეს. სწორე ესე არის,თუცა მათ ხელმწიფეთ რისხვისა და ზარისა გამოცდილება ჰქონდეს, და მის სამსახურთა მიაწევდენ და გასინჯევდენ,- ათასისა წელთა წყალობასა ერთისა ჟამისა რისხვათა არ შეუდარებენ. ამა ამბვისა სახე ქორისა და შინაურის ქათმის საუბართა ჰგავსო.

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

შუთურბამ თქვა არაკი

(მონადირე ქორი და შინაური ქათამი)

 

ერთსა დროსა ერთი მონადირე ქორი და ერთი შინაური ქათამი შესიტყუდნენ,და შუღლთა და კამათობათა შიგა ქორმა უთხრა:

- შენ იგი ქათამი ხარ, რომელი ერთსა პირსა ზედა არა დასდგები, ენა და გული სწორი არა გაქუს. კეთილობა ესე არის გონებისა წიგნისა თავსა პირობაზედ დგომა ეწეროს. სულისა სარგებელი ესე არს, და კაცობასაც იგი იქს, რომელიცა თვისისა საქმისა უსტარსა სიმრუდისაკენ მიწერად არ შეიქს. უთხრა:

 

ჩახრუხაული

 

ძაღლთ ერთგულობა არ ორგულობა ფერობით არა, მოდგმათა სჭირან

ვისცა ესენი, დიდი ეს სენი თუცა არა სდევს უკეთ ის ღირან.

 

ქათამმა უთხრა:

- ჩემგნით რაი უპირობობა გინახავს და რომლისა სიტყვისა სიმრუდე?

ქორმა უთხრა:

- შენისა სიმუხთლისა ნიშანი ესე ჩანს, რომე კაცნი შენთვის ესოდენსა წარაგებენ, შენდა დაუშრომელად წყალთა და საკენკთა მოგართმენ, რომლისაგან შენი სიცოცხლე შეწევნას ჰპოებს; ღამე და დღე გივლიან,მათის ბედნიერობით განსუენება გაქვს და როდესცა დასაჭერად მოგინდომებენ, გაექცევი და ერდოთა აფრინდები და დაიმალვი სადმეო. უთხრა:

 

ლექსი

 

პურ-მარილისა პატივი არ იცი, ვიცი ცნობითა,

შენს პატივს ევლტი რიდებით შენითა უგზო გმობითა!

 

მე აერთა ფრინველი ვარ, რა სამ დღე მათ შევეჩვევი და მათ ხელთა შინა ხორცსა ვჭამ, მათს პატივს გავამრავლებ და მათთვის ვნადირობ, და რაგინდ შორს ვიყო, მათისა ერთისა ხმისა სმენითა და დასტვენთა მფრინავი შემოვიქცევი და მათთან მივალო უთხრა:

 

ლექსი

 

მე გარეული ფრინველი გამგზავნოს შორასა,

რა მიხმობს მალ მოვბრუნდები, სიტყუას არ ვათქმევ ორასა.

 

ქათთამან უპასუხა.

მაგას მართალსა იტყვი, მაგრამე შენი მოსვლა და ჩემი გაქცევა ამისთვის ყოლე არის: შენ არაოდეს ქორი შამფურთა ზედა აგებული და შემწვარი არა გასმია, და მე მრავალი ქათამი ტაფათა შინაცა მოხრაკული მინახავს. თუცა შენ ესეთი რამე გენახა, თუცა მე ერდოთა გარდავფრინდები, შენ მთათა თხემთა გარდაიარდიო.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოვიყუანე, სცნათ რომე მათ კაცთა, რომელთაცა ხელმწიფეთა თანა ახლო ყოფისა ნდომა აქვსთ, მათ მისი წყრომისა ამბავი არა იციან; და ვისცა რისხვისა გემო არ უნახავთ, არცა მოსვენებისა წილი უცთ და არცა დაწყნარებისაო. თქუა:

 

ლექსი

 

მეფეთაგან მეფის მნეთა საქმემ უფრო გამაკვირნეს,

რომ იციან მეფეთ რისხუა, სხვათ თქმად რადმცა დაუძვირნეს?

 

დამანამ უთხრა:

ლომი ეგების, თვისისა დიდებისა და ამაღლებისათვის  შენთვის ამა საგონსა ჩავარდა, რადგან შენ მრავალი რამე ზალგიც, ხელგამომავალი ხარ და დიდა მცოდინარი, და ხელმწიფენი შემძლებელთა მომრიდანი არიან.

შუთურბამ უთხრა:

მეცა ვიცი, ეს ჩემი სიმხნე ჩემისა მოწყენისა მიზეზია, როგორაცა მარანსა ცხენსა თვისი კეთილი ტარებისათვის მიაჭირვებენ და მსხმოიარსა ხილსა შტოებითა მოამსხვრევენ, და იადონსა ტკბილხმიანობისათვის გალიათა შეაწყუდევენ, და ფარშამაგს სიკეკლუცისათვის ბოლოთა დაგლეჯენ და გაასახიჩრებენ, თქუა:

 

შაირი

 

მე შეცოდებათ გარდმექცა ჩემი სიბრძნენი სრულია,

ვით ფარშამანგსა ბოლო და მელს ბეწვი ფერად სრულია,

ჩემი სიკეთე სირცხვილით შეიქნა გაბასრულია,

თავთა გვირგვინი სპეკალთა მედგა, არ მიწა სრულია.

 

მართალია შეუძლებელნი უმრავლეს არიან შემძლებთაგან, ბუნებით მზაკუარნი მრავლის გზით ეცდებიან შემძლებელის უკუწბილებასა და წახდენასა და სირცხვილში ჩაგდებასა, და თვისსა ამას მეცადინობენ, მათი ყოფა-ცხოვრება სიმრუდის სამოსლიდამ გამოიყუანოს და მისანდობელნი მიუნდობელის პირითა და ერთგულნი ორგულობის სამოსლით შემოსონ და რომელიც შემძლებელი ბედსვიანობათა მარიგებელი და მიზეზი და სახმარია, ავკაცად და უნამუსოდ სახმარად გაჰხადონ. თქუა:

 

ლექსი

 

გულღრტუთა თუალნი დაბნელდეს ამოთხრით, ამოღებითა,

სიკეთე კლებად შეექნას, რომ ნახოს მალ მოღებითა.

 

ერთსა მეცნიერსა ამისთვის უთქუამს.

 

შაირი

 

კეთილმან ადგილს რა თავი ამოყოს, ამოვიდესა,

ბოროტმა ყია შეუპყრას მას მისსა წასაკიდესა,

ეგრე სულობას მიჰხადოს, ვერ გააწიოს კიდესა,

ვირემდი არ გააცუდოს ესრე მაგრიად სცვიდესა.

 

ესეცა კუალა წყალობის წესით სირცხვილის მძებნელთათვის უთქუამთ:

 

შეწყობილი

 

ვის მოწყალების თუალთ უჩანს,დამნახველია ყოელთა,

სინდიყის თუალნიც ეყარნეს, გამოსცნობს ქვა და ცხოელთა ,

მათ უწყალოთა უშიშთა ღთისაგან შეუპოელთა,

აბრეშუმს მატყლად სახელ-სდებს, ხმელსა დაარქუამს სოელთა.

დიდთა წესისა სიქუჰელე, ყოვლთა კეთილთა მპოელთა,

ბოროტთა კაცთა სიახლე მსგავს არს ეკალთა მძოელთა.

 

დამანამ უთხრა:

 

- ეგე ეგრეა, ავისა და ორენა კაცის წესი და სანდომი ეგე არს, მაგრამე თქუენისა თავისა მოვლასა ვითა აპირებთო? შუთურბამ უთხრა:

- თუცა ღთსა არ გაუწირავარ არარა დასაკლისი შემემთხვევაო, და თუცა ღთის მიშუქება მათსა ხრიკსა და ხერხთა შეეწევა, და არა საცადლითა მისი მოცილება არ იქნებაო. უთხრა:

 

ტაეპი

 

თუცა ღთსა გაუგიაა, არ მომშორდეს არად არად.

 

დამანამ უთხრა:

- ჭკუისმყოფელმა კაცმან თვისი შორითგასინჯვა, მართებს, წინ წაიმძღუაროსო, თუარა, რომელიცა თუისისა საქმისა საფუძველი ჭკუათა ზედა არ დაამტკიცა, ვერასა სამარჯოსა ვერმოიმარჯვებსო.

შუთურბამ უთხრა:

- ჭკუა ესეთსა საქმეთა შინა მოიხმარების, თუცა მოსავალისა მოვლენისა ბრძანება არა განგებულ არს: ესეთსა ჟამსა ხერხისა მოვლა იქნება, რომე მისი პატიოსნობა სიმტყუანითა არ იავარ ყოს, თუარა ღთის ბრძანებასა არცა ხრიკი და არცა ღონისძიება არა შეემართება რა, არცა სარგებელი აქუს: არცა ვინ ზეგარდმო საბრხედარწყმულსა რჩევითა და ხერხით განრომიაო. თქუა:

 

ლექსი

 

რა გამგებელისა მიერ ცეცხლი აღეგზო, ალები.

ყოველს ცდასა და რჩევასა გონი დასწუას და თუალები.

 

ნუთუ ცისა და ქუეყანისა შემოქმედმა ღთნ ერთი ესეთი რამ მოახდინოს, ანაზდეულითა მოწყალებითა ბოროტად მხედველთა თუალნი დააბრმოს და დააბნელოს, რომე მორჩენის გზამა ესე მწუხარების თქმულობა გაატაროსო. თქუა:

 

ლექსი

 

რა რომ გამგება მოვიდეს ღთისაგან მოვლინებულად,

ყოველი მეცნიერება დაბრმავდეს დაყრუებულად.

არამც შენ მეწალკოტისა და ბულბულისა ამბავი არა გასმოდესო?

 

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

შუთურბამ თქუა არაკი

(მეწალკოტე და ბულბული)

 

სახედ დაუცთ: ერთსა მეწალკოტესა წალკოტი ჰქონდა ფრიად შუენიერი, ერმისა საშროშნესა გუანდა. მისი აერი გაზაფხულისა ნიავსა მაშუენეობასა მისცემდა, შაშპართა სუნელობა სრულობით გარდამატებით საყნოსელთა ფშავთა მიუძღოდა.

 

შაირი

 

საშროშნე, ახალ ჭაბუკებრ, ბრწყინვალედ აყუავებული,

ვარდი ვამსგავსო ბაგეთა, წყლად უკუდავება ცხებული,

მაზედ ბულბული მყეფარე, სალხინოდ გაშმაგებული,

ვარჯთა ნიავთა სუნნელთა მომღებად არ მოკლებული.

 

ერთსა მისსა მწვანიანსა კუთხეთა ერთი ახალი ვარდი იდგა, გულის სანდომის შემწის ნერგის სიახლე, და მის აღმატებული სიხარულის ხის უმდიდრე, დილითი-დილად ფერად-ფერადა ჰყუაოდა. გულის მომტაცებელს სათუთის შუენიერის პირთაებრ და ვერცხლის გუამოვნად იასამანის სუნელებათა ფშოდის. მეწალკოტე მას ორთა ფერთა ვარდთა ზედა იხარებდა და იტყოდა.

 

ჩახრუხაულსა

 

ვარდი ბაგითა გულთსადაგითა, არ ვვიცი, ჩურჩნით რასმე უბნობდა,

ბულბულსა ხელსა ჭირ არ ერთხელსა ვითა მეშლიდა ვითა აძნობდა.

 

ბებაღე ერთსა დღესა, პირველის წესისაებრ, ვარდის ნახვად მოვიდა. მაზე მჯდომი ერთი მტირალი ბულბული ნახა, ვარდისა პირთა პირსა აკონებდა და ოქსინოიანთა ფურცელთა მომახულითა ნიკარტითა ჰკრეფდა.

 

ლექსი

 

ვით ღვიბო, ვარდი ბულბულსა დაათრობს, გაახელებსა,

ჭკვასა და ცნობას მოსტაცებს აროტვებს, ვით ნაცხელებსა.

 

მეწალკოტემ რა ვარდისა ფურცელთა დაძვირება იხილა, სიწყნარისა საყელო სიჩქარისა ხელითა დაიპო, და გულისა კალთა ღვიძლისა მკერავისა უღონობასა ზედა გარდაჰკიდა, და ვარდისა მოშორვებისა ალითა მეორეს დღეს ეგრევე ნახა.

 

ტაეპი

 

დაღი დაღზედა დაისვა, გლახ გული დაიდგა მან!

 

მეორეს დღესც ნახა, ბულბულსა ნიკარტითა ვარდი დაეკოდა.

 

ტაეპი

 

ვარდის ფურცელი ეკალი გახშირებოდა ეკალი.

 

ბულბულმა მეწალკკოტესა მკერდისა ქავილი აუჩინა და მებაღემან ბულბულსა საცთურის მახე გაუჩინა, ხრიკისა საკენკითა მოინადირა და გალიათა დილეგთა შეაწყვდია.

უგულო ბულბულსა ზორაყისაებრ სალაპარაკოდ ენა ააუბნა და უთხრა:

ეჰა, პატიოსანო! საპყრობილესა რომლისა მიზეზისათვის შემსვი? რომლისა შეცოდებისათვის ესეთისა ტანჯვითა დაგიბამვარ? თუცა ჩემისა ტკბილისა სტუენისა სმენა გსუროდა, არა ჩემი ბუდე შენთა წალკოტთა მედგა და დღე-ყოელ ჩემთა სახლთა ვლხინობდი? შენთა სავარდეთა მიდამო ყოფისათვის მიყავი, ანუ სხუაი რამე იგავი დაგიცს? რაცა გულითა გაგიზრახავს მაცოდინეო.

მებაღემ უთხრა:

 

ლექსი

 

ვირემდის მაწყენ, მოყუასო, ნუმც გაქუს დღეთ სიგრძენია,

მანამდის პირთა დაგბურავ ცხვირთა წაგუარდეს რძენია.

 

არა იცი ჩემთა სარგოთა დღისათვის რაი შეგიმთხვევია? მე საწყალობელი ჩემის საყუარლისა გაყრითა რამდენჯერ დაგიწუავარ. ეგეთისა საქმისა მოქმედსა ესეთი საპასუხე უნდა, რომე შენცა შენს სახლსა და საყუარელთა მოგაშორვე, და შექცევისა შვებისა და მხედვარეობისაგან გასულხართ და დილეგთა კუთხეთა სტირ. მეცა გაყრისა მწუხარებასა მრავალგზის შეუპყრივარ, და საყუარლისა მოშორვებისა სირჩისა ნაჟური დამიჭაშნიკავს, და უნახაობის ბნელთა სადგომთა შინა ცრემლი მდენიაო. უთხრა:

 

ლექსი

 

ბულბულო გურინთა მეტყოდე შენსა მოყუასსა მწარეთა,

ორთავ სატრფოსა შორს მყოფნი ცრემლით მოვრწყვიდეთ არეთა.

 

ბულბულმა უთხრა:

აჰი, აჰი, ამა შაირობასა გაეყენე და ესე განიგულე, რომე რავდენი სულნი შეგიწუხებივართ და ესოდენსა ჯურუმთა გვახდევ ერთისა შენისა ყუავილის გამო. აწე თავისასა რასა იგონებო? უთხრა:

 

შაირი

 

სოფელი ბრუნავს, იცოდე, დავალს სახითა ჭრელითა,

მაშა, ხამს ცნობა ავ-კარგთა ივაჭრო სავაჭრელითა.

კეთილთა მიხვდეს კეთილი გულით ველს გაუჭრელითა,

ბოროტის მქნელი არ დარჩეს ლახვრითა დაუჭრელითა.

 

ესეგუარმა სიტყუამან მეწალკოტისა გული მოალბო და ბულბული გაათავისუფლა.

ნააზატევმა ბულბულმა უთხრა:

რადგან შენ ჩემზე სიკეთე ჰყავ, მისი სანაცვლო მეცა მმართებსო, და ასწავლა: რომლისა ხისა ქუეშე სდგახარ, ერთისა ჭურჭლითა ვერცხლი ჰფლავს, მოითხარე, ამოიღე და ნებისაებრ იხმარეო.

მებაღემ თხარა, პოვა და სცნა ბულბულისა სიტყვისა ჭეშმარიტება, და უთხრა ბულბულსა.

- ესე გასაოცებელი არსო; მიწათა ქვეშე ჭურჭელთა დაინახავ და მიწათა ზედა მახესა ვერაო!

ბულბულმა უთხრა:

- თურე შენ ესე არ იცი და არცა გასმიაო?

 

ტაეპი

განგებით მოსულს საქმესა კაცი ვით შეეყბედისა.

 

თუცა ღთის რისხვისა ბრძანება ქუეყანად მოიწიოს, ყოელთა მხნეთა მხედვართა თუალთა ჩენანი გაურეტდეს, და ვერამან ბრძენმა და მეცნიერმან რჩევისა სარგებელი ვერა პოონო. თქუა:

 

შაირი

 

განგებით შენაწმასარი ხელით ვინ შექმნა ნაცარი?

სადაღა ევლტი, ყოელგან ღთის განგებაა  ნაცარი,

სხვასმცა რასა იქ, ინანდე, თავსა დაისხა ნაცარი,

მან მწყლა და მანვე განჰკურნოს მისთა შაშართა ნაცარი.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის წარმოვსთქვი, რომე ესე გამოჩენით დაინახო. მე ზეგარდმო მომავლისა მეპირისპირე არა ვარ, და არცა ამის მეტი შეიძლება მაქუს. ყოელი ღთისა ნებასა ზედა მიმინებებია, და თავი ღთისა ბრძანებათა ზედა დამიცს, და არცა სხვაი რამე მაქვსო. თქვა:

 

ლექსი

 

ჩემი წადილი მისგან არს, მე მიწა ვარ და მტვერია,

რაცა გაეგოს ჩემზედა, მისის ნებისად მჯერია.

 

დამანამ უთხრა:

- შუთურბავ, რაცა მე შემიტყვია, მართლობით ესე არს: რაიცა ლომსა შრნთვის საგონებელთა მოოუღია, არცა მტერთაგან შესმენით არის, და არცა შენისა მრავალშემძლებელობის გამო, ანუ მისი საწყენი გექნას რამე. მაგრამე მისი საქმე ესე არს, ერთსა პირთა ზედა არა დადგების, შეუცოდებელსა შეცოდებასა შესწამებს. იგი ერთი უწყალო და უსამართლო, ავგული და ეშმაურობის მოყუარეა. პირველად თვისისა ლხინისა ალერსითა სიტკბოებისა სიცოცხლესა მისცემს, და ბოლოდ, მის ნამსახურთა სიკუდილისა სიმწარეთა შეაბამს, მისა მსგავსად, რომელი გუელი არს გარეგან წრელი და შვენიერი, და შინაგან უკურნებელისა გესლითა სავსე, რომლისა ნაკბენსა ვერა თერიაყი ვერასა მარგებელ ექმნება. უთხრა:

 

ჩახრუხაული

 

მსგავსია დევის, ჰქონან ბადე ვის, ხერხითა სრული ტყუილით სავსე,

სიმშვიდის მოცდა არ გაუოცდა, წყალობა, სიწრფო სრულად და სავსე.

 

შუთურბამ უთხრა:

წყალობისა მოწყალებისა და სიტკბოების ჭაშნიკი მინახავს, აწ შაშართა კრვისა და უდიერის ჟამი მოწევნულა. ერთხანად ლხინითა და განსუენებითა მომივლია, და აწ ჭირისა ურვისა და მოწყენის დროაო. თქუა:

 

ლექსი

 

ჰე, გულო, ერთხანს სიახლის მოსძოე გემოვანება,

აწ გაყრის ჭირსა დასჯერდე, სოფელს ეს შეეგუანება.

 

თუარე, მართლა სიკუდილსა ჩემი საყელო შეეპყრა, რა რომე მე ამა ტყეთა მოვმართე,თვარა მე ვინა და ლომთან ლხინი! რა ერთსა ვისმე ჩემზედა ძლიერება მეტი ჰქონდეს და ხორცი ჩემი საჭმელად ერგებოდეს, ხამდა მასთან ათას თოკმობმული თრევითაცა არ მოვყოლოდი, და მრავალი ხერხი მეცადა, მისსა დილეგთა არა შევარდნილიყავ, თქუა:

 

შაირი

 

დაბალმა ვითარ შეჰკადრა მაღალსა პირის ნახვანი?

შორაც დიდ იყო გამევლო გონებად მისი ზრახვანი.

 

მაგრამე ღთის განგებამ და დამანვ შენმა მაცთურობამა მე ამა სასიკუდილოს მორევთა შემაცურვა. აწე ამა საქმისაგან გამოსარკვევი რჩევის ხელი მოსავლელად დამოკლებულა. ამა საუბრისა მხიარულობის ბოლო მოწყენა არის. გულხარბთ საწადლისა ხმიანობასა, მოჩხუბართ აღებ-მიცემასა ესეთი ცეცხლი ჩემთვის აუგზიათ, და ჯერეთ მისი კუამლი ვერა მომწდომია, და ზრუნვისა და ნავღლის სიცხითა დამწვარვარ. თქუა:

 

ტაეპი

 

მევე უყავ თავსა ჩემსა, ჩემი ბრალი ვის ვაბრალო?

 

ბრძენთ უთქუამს, ქუეყანათა ზედა რომელიცა მისის საზომის წესსა არ დასჯერდეს და ნამეტნავი მოინდომოს, მას კაცსა ჰგავს, რომელი ალმასისა მთასა შეხუდეს; და ალმასთა დიდ-დიდნი ნაკუეთნი მის მთის პირსა ეყაროს, და მან კაცმან მრავალი საგონებელი შემოიკრიბოს და ახლორე რა მივიდეს საწადელისა აღსასრულებელთა ადგილთა, და გარე შექცევა გაუძნელდეს ალმასთ ნატეხთაგან ფერხთა დაჭრითა; იგი გამოუკვლეველის მოგონებასა შინა დაფლვითა, რა რომე უწინვე არა გამოიძია, რომე გამობრუნვების გზა საჭირო იყო, და ესევითარისა სიხარბითა მუნვე მოკუდაო. თქუა:

 

ლექსი

 

უზომოს ნდომა საქმესა წაახდენს გააცუდებსა,

ზომიერება საწუთროს ედემსა ზე დაუდებსა.

 

დამანამ უთხრა:

- თქუენი სიტყუანი მეტად მოსაწონია. რაცა ავი კაცსა დაემართება, ყოველივე სიხარბისაგან იქნების. უთხრა:

 

ლექსი

ხორცს დასვრის, სულსა დაუწვავს, სიხარბე-ანგარებანი,

ძმათ მოაძულებს საყოლთა, რაცა ჰყავს ან გარ ებანი

 

ვისიცა ქედი სიხარბისა საქმითა გაზქელდების ბოლოდ შერცხვენისა ხრმლითა მოიკუეთების; ვისაცა თავსა შინა სიავე და უგუნურება დაემკვიდრების და დაიადგილებს, მერმე გაცუდებული მიწათა ზედა დაითრგუნების. მრავალი კაცი სიხარბის ნდომითა და უბადოსა იმედითა დაგლახაკებულა, სარგებლის ხალისითა სულისა გამწირავი სიკუდილის მახესა გაბმია, რაგუარადაც მას მონადირეს მელის შეპყრობის სიხარბითა ვეფხვის ჭანგითა ძარღვი საყნოსლით აღმოსწოდაო.

შუთურბამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(მონადირე, მელი და ვეფხვი)

 

ერთსა დღესა ერთი დია ცქვიტი მელი მინდორთა შიგა ჩქარად ვიდოდა, ხლტოდა და ყოვლგნით ცაქცაქებდა. ნახა მონადირემან ვინმე და მისი ბეწვი დია მოეწონა, და ძვირად გასყიდვას იგონებდა. სიხარბის ძალმა ამა იმედზე დააყენა, რომე იგი შეეპარა.რა მელმა კაცი ნახა, სოროთა შიგა შეიჭრა. მონადირე უკან მიჰყვა, მისი სორო პოვა, და სოროთა პირსა ერთი ორმო ჩაუთხარა და ზედ კაჭაჭი წაბურა, და ზედან მძორი რამე დაუდვა, და იგი შორი-ახლო მოფარებით დაუდგა. მის მელის ამ საქმით დაჭერას ელოდა.

მელი სოროთ გამოვიდა და მის მძორის ნათრევის სუნვით მოჰყვა, ორმოსა პირსა მოადგა. რა მძორი ნახა, თქუა: ამა მძორისა სუნის ნდომა საყნოსელთა ესუნელება, მაგრამე ჭირისა სუნი ჩემთა ცხვირთა ეცემა! რა ჭკუათა უფალნი ერთისა რისამე ახლორე შიშსა გულობდეს, არა მივლენ მუნ: მცოდინარეთა რომელსაცა საქმეთა შინა საჩხუბარი რამე გულვებიათ აღარა უქნიათ.

 

ტაეპი

 

სად ევლოს ძნელი წრენია, შიგა ნუ შეესწრენია.

 

აზრი იკრა და თქუა: იქმნების აქა ნადირი რამე მომკუდარიყოსო, და ესეცა ქნილა, მის ქუეშე საბრხე რამე შეემზადოსო? ყოელთა საქმეთა ზედა სიფრთხილე უმჯობესიაო. თქუა:

 

შაირი

 

რა ორი საქმე მოგადგეს საჭირო მოსაგებელი,

არა იცოდე რა ხამდეს საქნელად შეუგებელი.

რომელსაც ჭირი და შიში მოსდევდეს გაუგებელი,

იგი განაძე შენ დარჩე ლახვართა დაუგებელი.

 

მელი ამ რჩევაზედ დაემტკიცა, და მის მძორისაგან ხელი აიღო, და სიცოცხლის გზაზედ გაირბინა.

ამაზე ერთი მშიერი ვეფხვი მთით ქუე ჩამოვიდოდა, მძორისა სიმყრალე ესუნა, მიიჭრა და მას ორმოსა ჩავარდა. რა მონადირეს ორმოს საფარის ჩაქცევისა და შიგა ჩავარდნის ხმა ესმა, მას მელის ჩაჭრა ეგონა, მეტის ნდომით სირბილში ფეხი შეუცთა და თვითაც ორმოთა ჩავარდა. ვეფხვსა მძორისა მაცილებელი ეგონა შეება და უპე გაუპო.მონადირე სიხარბითა და მეტის ნდომითა სიკუდილის საფრთხეთა გაება. თვისი სიხარბის მოკვეთითა და ცოტას მოთმენითა მელი ჭირისა და ვაებისაგან გადარჩა.

 

* * * * * * *

 

ამა არაკისა სარგებელი ესე არს, რომე კაცმა უნდა იცოდეს-სიხარბე და შური და ქიშპობა თავისუფალსა მონად და ნასყიდად შეიქს. თქუა:

 

ლექსი

 

რა ქუდი თავსა დაირქუა, ნამეტური და მძიმენი,

უცილოდ თავსა გატკინებს შეგექნას დასამძიმენი.

 

შუთურბამ უთხრა:

დავაშავე რადგან რომე პირველად ლომისა სამსახურთა შინა შეველ და უწინე არა გამოვიკითხე, რომელ მას სამსახურისა პატივი არა სცოდნია. ნათქუამია, ესეთსაკაცსა თანა ლხინი, რა შენი არძანგი არა იცოდეს, და ესეთისა მეპატრონისა სამსახური, რომე ვერა შეიტყოს და არ გასინჯოს, მასა ჰგავს,მოსავლის იმედნეულმან კაცმა თესლი მლაშეთა ადგილთა და კლდეთა ზედა დათესოს; გინა შობითგან ყრუსა სამხიარულო და კაი ამბავი უჩურჩულო, გინა მდინარესა ზედა ლექსები დასწერო, ანუ ხმელისა ქარისაგან წვიმა მოინდომო. თქუა:

 

შაირი

 

მეფეთ პირობის მოქენე, ვაიმე ცუდად შურებიან.

სოჭისგან ხილს ვინ მოისთლობს, საჩრდილოდ ემოყურებიან!

ძეწნი არ იქცეს ლერწამად, ვისგან შაქარი დნებიან,

გეონით რწყვიდე ნიადაგ ნურა გეიმედებიან.

 

დამანამ უთხრა:

ყოელი საუბარი დაუტევე და შენისა საქმისა სარჩევი წინა დაიდევო.

შუთურბამ უთხრა:

რაი ვიღონო და რაი ვიხერხო? შენ უბნობ, მე ლომისა გუნება შემიგნიაო, შენის ცოდნისა და ხელგამომავლობისათვის შენს გაცუდებას ცდილობსო. აწე რადგან ესრეა, ჩემის სიცოცხლისა სასწორისა უღელი გაცუდებისა პერსა სჭვრეტს და ლოღარიკისა საკიდებელსა. ესოდენთა უწყალოთა და ხერხიანთა და უსამართლოობისა მოქმედთა ზურგი ზურგისათვის მიუყრდენიათ, და ხელი გაუბამთ, რომელსაცა შეებმიან, ყოველსავე ზედა მრე იქმნებიან, და მტერთა ფერხით დააგდებენ, რაგვარადაც მგელი, მელი და მაღრანი ერთისა აქლემისა სიკუდილზედ შეითქუნეს, და თვით მათსა წადილსა და ნებას ეწივნენო.

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო.

 

შუთურბამან თქუა არაკი

(მაღრანი, მგელი, მელი და აქლემი)

 

უთქუამთ ერთი მაღრანი თუალგიშერი და ერთი მგელი ჭანგმახვილი, და ერთი მელი ხერხითა სრული სამნივე, ერთისა მონადირისა ლომისა თანა იყოფებოდეს. მათი საბუნაგო ტევრი ერთსა შარათა ახლორე იყო. ერთსა მოგზაურსა აქლემი დავარდნოდა და მას გზასა ზედა დაეტევებინა. მან აქლემმა აქა-იქ ძოვნით მას ტყეთა შინა მიაწია. რა ღონე მოიცა, მოლთა ძოვნად ვლიდა, ესეთსა გზათა მიხვდა, მას ლომსა თავსა წაადგა. სამსახურისა და მორჩილებისა კიდე რაღასა გააწყობდა! გამწყრალმა ლომმა მუნ მისვლა გამოჰკითხა, და რა ყოველი შეიტყო, ჰკითხა: დასდგები, თუ აგრევ წახვალო? აქლემმა თქუა:

 

ლექსი

 

თუ ამას წინათ ჩემს ხელთა იყო ჩემივე ნებანი,

რა თქვენა გნახე, დამვარდა თქუენ წინა აქუან დებანი.

რასაცა ხელმწიფე ბრძანებს, მისისა მონისა რჩევაა ის დამყკიცდებისო.

 

(ტაეპი)

 

თქუენ უკეთ იცით ყოელი აწ ჩემგან უკეთესები.

 

ლომმა უბრძანა:

- თუცა გნებავს ჩემთა საბრძანებელთა შინა ყოფა, უშიშად და მშვიდობით იყაო.

აქლემსა დიდად იამა და მას ტყეს შინა დადგა, და რა მოისვენა და ჟამი გამოხდა დია გასუქდა.

ერთსა დღესა ლომი ნადირობად განვიდა, და სვლასა შინა ერთსა აღბორგვებულსა პილოსა შეხვდა და ბრძოლა შეექნათ. ლომი მრავალს ადგილსა დაიკოდა, და მისსავე სამყყოფთა გამობრუნდა, მტირალი და მძიმედ დაკოდილი ერთსა კუთხეთა დავარდა. მგელი მელი და მაღრანი, რომელნი მისის ნასუფრალითა გამოიზრდებოდეს, უმდღევრო დარჩნენ. ლომსა მათ ზედა რა ხელმწიფური წყალობა და მოწყალება უზომოდ მეტი ჰქონდა, რა იგინი ეგრე შეწუხებულნი ნახა, შეწუხდა და უბრძანა:

თქუენი ესედენი ნაღველი ჩემისა ჭირისაგან უმწარესიაო. ამა ახლომახლოსა ტყეთა ერთი ნადირი მომმიდარაჯეთ და მითხარით. მე მივალ და თქუენ სადილს გავარიგებო.

იგინი ლომის სამსახურით გამოვიდეს და ერთსა ადგილსა დასხდენ, და ერთი მეორეს ეტყოდა.ამა აქლემისა ყოფა ამა ტევრთა შინა ჩუენთუის რა სარგებელიაო? არცა რას ხელმწიფეს რასმე ემატებისო, არცა ჩუენი საარშიო რამე არისო. ამას ვეცადოთ რომე ლომი ამაზედა დადგეს, და სამსაოდე დღესა ხელმწიფემა მძორთა ძებნისა და საცოხნელთა ნდომათაგან გაისვენოს, და შუენცა ჩვენ გუარად ვისარგებლოთო.

მელმა თქუა:

- მაგასა საქმესა ნუ გაიზრახავთ, რადგან ლომსა მისთვის პირობა დაუცს და მისსა სამსახურსა ქუეშე დაუდგინებია. ვინცა ხელმწიფეთა მისსა მინდობილსა ზედა გაარისხეს და პირობისაშეცვლასა ზედა შეაგულიანებს, ორგულობა არის, და ორგულობა ყოველსავე საქმესა ზედა ბოროტი და წასაწყმედელია, და ღთი და კაცნი მისთვისა კეთილსა აღარას იქმნაო. თქუა:

 

შაირი

 

მუხლთასამისი სიმუხლთე უფროსად მასვე ავნებსა,

გულითა რჯულად არა დგას, რა მიჰყოლია ავ ნებსა,

პირობის პირით დაბეჭდა ცუდსა არ გაამჟღავნებსა,

და კაცთა რიოში გონება სრსვილურად ააქავნებსა.

 

მაღრანმა თქუა:

- ესე საქმე ერთისა ხერხისაგან ლიდე არა იქნების, რომე ლომისა პირობისა გატეხა არა მოჰკდესო. თქუენ აქა მელოდეთ, ვირემ მოვიდოდეო.

მივიდა ლომთანა და წინარე წაუდგა. ლომმა ქკითხა:

- ნადირი დაზვერეთ სადმეო?

მაღრანმა მოახსენა:

- არც ერთსა შიმშილითა თუალთა არ გვიჩანს და დაძვრის ღონე არა გუაქვსო. ერთი სხვა საქმე მოგვიგონია, და თუცა ხელმწიფე ბრძანებს, ყოველნივე მოვისვენებთ და საზრდელიცა გაგვიმრავლდებისო.

ლომმა მოახსენა:

- სირყვა გამომიცხადე, რათა მისი სახე გარჩევით შევიტყოო.

მაღრანმა მოახსენა:

- ესე აქლემი ჩუენი უხმარია და არც არად სხუად გამოსადეგია. ესეთსა გაჭირების დღესა კაი ნადირი გაურჯელად ხელთა გუყავს და მახესა შინა გვიბიაო.

ლომმა უწყია და თქუა:

- ამა დროსა მიწასა რაი მოაქვს, ამხანაგთა ზედა ავისა და ბოროტისა მეტი არა უმდათ რა, და კაცობის რიგსა და მოწყალებისა გზასა ანაზდეულად ერთობით ხელით გაუშვებენო.თქუა:

 

შაირი

 

ამჟამად კაცთა მინდობა ამხანაგთაგან ძნელია,

საწადლის პირთა გამთავე საქმით არა ჩანს მქნელია.

რომელიც მშვიდიგგონია, იგ ხერხთა მომფენელია,

და მუცლის ლხინად და ნადირად უჩანს საქმენი ბნელია.

 

პირობის გატეხა რომელსა რჯულისა შინა განწესებულა, და შეხვეწებულისა კაცისა სიკუდილი რომელს ქვეყანასა და რომელსა ტომსა შინა ქნილაო? თქუა

 

შაირი

 

რა ნერგი დარგო მოქმედმა, შენით ამაღლდეს იხაროს,

ნაყოფი მოგცეს კეთილი მღილით აროდეს იხაროს,

რტოთ მოსატეხად შენგანვე მოზიდვით ნუმცა იხაროს,

მაშენებელი მაოხრე ხნარცვსა შთავარდეს იხაროს.

მაღრანმა მოახსენა:

 

- მე ეგოდენი ცოდნა არა მაქუს, მაგრამ მასმია ბრძენთ ნათქუამია: ერთისა სახლის ჯალაბის დახოცასა ერთისა კაცისა სიკუდილი უმჯობესიაო, და ერთისა უბნის მოწყუედასა ერთისა სახლისა სჯობსო, და ერთისა ქალაქისა მოსვრასა ერთისა უბნისა უმჯობეაო, და ხელმწიფის წახდენასა-ერთისა ქალაქის მოოხრება უფრო დაუსაკლისიაო. ამისთვის რომე, თუცა მეფე კეთილად ცხორებს, იყლიმისა მოვლა ძალუცსო. და პირობის გაუტეხელობისაცა საქმე რამე მოგუარდების, რომ მისის მიზეზისაგან უბრალო იყოთ, და თვისი თავი მანვე მოგართოსო.ლომმა თავი დაჰკიდა. და მაღრანი თვისა ამხანაგებსა თანა მოვიდა და უთხრა.

 

- ესე ყოველი ლომსა მოვახსენე. პირველად მიწყინა და მერმე აღარა თქუა რაო. აწე ამას ვარჩევ: ყველაკანი აქლემთან მივიდეთ, რადგან ამა ხელმწიფისა სვესვიანობითა ჩუენი ჟამი და დრო მხიარულად მიგუყავს, და დღეს ესეთი გაჭირება აქუს, მაშა ჩუენთა ნამუსთა რაი საკადრისია, ჩუენი თავი და სული და ხორცი მას არ ვანაცუალოთ, და ესეთი სასირცხო საქმე თავს დავიდვათ და პირისწყალსა განვეყენოთ? ესე გუმართებან-ყე: ყუალანი ლომსა ვიახლოთ, და მისგან მრავლის წყალობისა და საბოძვრის მადლი მოვახსენოთ და სხვა არარ შეგვიძლია, და ჩუენი სული და ხორცი ხელმწიფისათვის გვინაცუალებიაო. და თითომან ესრე მოვახსენოთ: დღეს სადილი ხელმწიფემ ჩემით იამოსო, სამთა ამათ რა დავასრულოთ, და რა აქლემმა მოახსენოს, მისი საქმე გავაგოთო.

ესე პირი დაასკუნეს და სამნივე აქლემთან მივიდნენ და ესე საქმე ყოველივე ზაკვით უთხრეს,მას რადგან გული წრფელი ჰქონდა, ეშმაურობისა ხრიკითა შეაცთუნეს და რა მათი სახერხო წერილის ამოკითხვა დაასრულეს, ლომსა თანა მივიდნენ.

მაღრანმა საქებელი ენა ააუბნა და თქუა:

 

ლექსი

 

მეფეო, ღმერთმა გიბოძოს მშვიდობა დღეთა გრძელობა,

სიმრთელე მოუკლებელი, ჟამთა და ხანთა ძველობა!

 

ჩუენი მყოფელობა ხელმწიფისა სიცოცხლეთა რტოთა დამოკიდებულა. აწ ესეთი საჭირო ჟამი მოჰხდენია, ვევედრები ხელმწიფესა, თუცა ჩემისა ხორცითა ძალისა ღონე მოეცემის, მე თავი გამიწირავს და ჩემთა ხორცთაგან იგემოსო.

მათ სხუათა ამხანაგთა დაასწრეს და უთხრეს.

- შენისა შეჭმითა რა სარგებელი გამოვა, და შენის ხორცითა ვინ გაძღებაო!

 

(ტაეპი)

 

ამასცა რადღა ჰგონია სხუათა ნაწილთა ქონება?

მაღრანსა რა ესე ესმა, თავი დაიდრიკა და უკუდგა,

 

მელი წადგა და მოახსენა:

 

ლექსი

 

ჰე მეფეო! ნუ მოგნახოს სიკუდილისა მოციქულმან,

შენთა ფრჩხილთა მოარიდოს ჟამთ ნაწერთა დასასრულმან.

 

მრავალი ხანი არს ჩუენთა მაცოცხლებელთა ჩრდილსა ქუეშე თქუენსა მზისა სიცხისაგან განსვენებით და მშვიდობით ვიმყოფებით, აწე ამა ჟამსა თქუენთა მეფობისა მზესა რა მთოარე მოსაკლებელად აღფარებია, რომე სვეთა აღმაორძინებელმან ვარსკვლავმან ჩემისა საქმისა ცისაგან იქუხოს, მე ერთ ლუკმად მიკმაოს, და საუზმის საგონებელი ამით დაუტეოსო.

სხვანი ამხანაგნი წადგეს, უთხრეს.

- რაცა მოახსენე ყოველივე სხმარი და მართლისა თუალით კეთილად სახილავია, მაგრამ შენს ხორცსა სიმყრალეცა და მაწყინარობა აქვსო, და ამით არ იქნება არამც ხელმწიფეს აწყონოსო და სნეულობისა მატოსო.

მელი დადუმდა და მგელი წინარე წადგა, და ენა დაძრა და მოახსენა:

 

ჩახრუხაული

 

ეჰა, მეფეო! გკადრებ მყეფეო: ღმერთმან ყოვლის გზით ნება მოგაპყრას,

მტერთა ომისად, მძლედ საზომისად, ვითა ნადირი ხელთა დაგაპყრას!

 

მეცა ჩემი თავი ხელმწიფისა ჭირთათვის შემიწირავს. ჩემი საწადელი ესე არს: ხელმწიფემ ჩემს ხორცთა ზედა მხიარულად და განცხრომით თვისი კბილი გაძრასო.

მათ სხვა ამხანაგთ თქუეს:

- ეგე მოხსენება ერთგულობის გზაა, მაგრამე შენი ხორცი ხუნაგგისა ამშლელია და მაწყინარი და მოუნელებელი და ასპიტისა გესლისაგანცა უძნელესიო. და მგელმან ფერხი უკურე დგა.

ყელგრძელმან აქლემმა თავხედობითა გონების აღვირი გაწყვიტა და სიტყუა დაიწყო, და ქებისა შესხმასა უკანის თქუა:

 

ლექსი

 

რომელმან ცანი კარავად მაღალმა დართნა მზიანი,

კარნი განვიხვას მეფეო გასამარჯვებლად გზიანი,

 

მე ხელმწიფისა წინაშე ვიყოფები, მათი სვესვიანობისათვის მომიმართავს: თუცა თქუენისა სამზარეულოთა ვეკადრები და თქუენთა ტაბლათა მოვიტანები, სულიცა საკუდავად არა მეწყალვისო! მოახსენა:

 

ლექსი

 

ვირე ცოცხალ ვარ, შენს კარსა არ მოვშორდები ნებითა,

სულიც არა მშურს საკუდავად მოცემად მითქვამს ცნებითა.

 

სხუათა მათ მოყუასთა უთხრეს:

- სიტყუა ეგე შენი ტრფიალებისა და ერთგულობისა გამო არს, და შენი ხორცი- ყოველთა მჯობი და მეტად გემრიელი და მაშვნე და ხელმწიფისა ჭრილობისა მარგე. შენიმცა უხობა გაძლიერდების, რადგან შენი დიდი სული არ შეიწყალე და ამით რაოდენი სახელი და ქება ხმელეთთა მოჰფინეო!

უთხრეს:

 

ჩახრუხაული

 

უნჯთა და ლართა ვერცხლისა ძალთა გამცემნი კაცნი ბევრ ათასობენ,

შენ სჯობხარ სრულთა, რომ გვიძღვნბი სულთა ყოვლნი ნაქებნი შენთან ნასობენ.

 

და ამა სიტყვისა დასრულებასა ზედა აქლემი სასიკუდილოდ მოიცვეს, და იგი რაღასა იტყოდა, და უწყალოდ დაბალთეს.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამად მოგითხარ, სცნა, რა შურისა და ხერხის ჭურჭელი გასრულდება, არ იქნების, მის გამო ერთი არა მოხდეს რაო.

დამანამ უთხრა:

მეცა მაგის მორჩენისათვის გეტყვი, შენცა გონებად ჩაჰხეო.

შუთურბამ უთხრა:

აწე ჩემი გონება სარგებლისაგან უნაყოფო ქნილა. აწ ბრძოლის, ომისა და რკინებისა და შეჭიდების მეტი გზა აღარ არის! ვინცა უბრალოდ წახდენის სიფრთხილისათვის მოკუდების, სამოთხეს ეღირსების. და ესეცა, იცოდე, თუცა ლომისა ხელითა სიკუდილი თავსა მაცს, ბარემ სახელოვნად მაშინც მოვკუდე, ნამუსსა შინა ჩამომერთმევისო1 თქუა:

 

ლექსი

 

სახელოანად სიკუდილი სიცოცხლის უმჯობესია.

სული განათლდეს თუცაღა სხეულტა მატლი გვესია.

 

დამანამ უთხრა:

- ჭკუათმყოფელთა კაცთაგან ბრძოლისა პირველად გამართვა უხამსია, გინა ბრძოლისა ჟამსა უწინარეს მან იწყოს ომისა აშლა. ამისთვის რომელიცა ბრძოლასა თავსა აუღებს, უსამართლობისა სახელი მას ხუდება: რომელიცა თვისა თავსა დიდსა ჭირთა შინა შერთავს, მეცვიერობათა გზათა გარდახდება. ჭკუითა და ხერხითა და რიგით შებმა ჭამს, რომე ხრიკითა და სიტკბოთი მტერი დასცე, - იგი უმჯობესია. უთხრა:

 

შაირი

 

სჯობს რიგიანი ტყუილი რისხვასა დაუზომელსდა,

მოფენა წყალთა ანედლებს, ცეცხლი სწუავს, შეხუდა რომელსა,

თუ საწადელი სიმშვიდით ძოუხდა მისსა მდომელსა,

და რადაღა სწყრების რისხვითა, ცნობა უხმს სიბრძნის მზომელსა.

 

და არცა დაბალი მტერიმცირედ შერაცხოს, ამისთუის, თუცა ძალი და შეიძლება ეგოდენი არა შესდგამს, მაგრამე ხერხიანობის საქმითა ესეთსა ცეცხლსა აღაგზნებს, რომე მისი ალი რჩევისა წყლითა აღარ დაშრტეს. თქუენ  ლომისა ამბავი იცნი მაშა. მისსა მტერობასა რაცა

 

შვენოდეს, ეგრე აღრაცხე, და ომისა ჟამსა გაკრძალვით იყავ, ტომე ვინცა მტრსა სუბუქადმიიჩნევს და ბრძოლათა შინარა იქნების, -სანანურად შეექნების, როგორათაც ზღვის უფროსს დაემართაო.

შუთურბამ ჰკითხა, ეგე რაგუარათ ყოფილლაო?

 

დამანამ თქუა არაკი

(დედალ-მამალი ალკუნი და ზღვის უფროსი)

 

მოუყუანით, ინდოეთისა ზღუის პიეთა ერთი რიგი ფრინველი მკვიდრობენ, რომე სახელად ალკუნსა უწოდებენ. ერთსა წყვილთა მამალ-დედალთა მის ზღვის პირთა ადგილი დაემკუიდრათ და მუნ იყოფოდენ რაი კუერჩხსა დებისა დრო მოუვიდათ, დედალმა ალკუნმა უთხრა მამალსა:

- ესეთსა ადგილსა დავიბუდოთ, რომე არარას მავნებელთაგან გუეშინოდეს, და ჩუენთვის გასუენებით ვიყოთო.

მამალმა უთხრა:

- ამისი უმჯობესი ადგილი სადა არს,  ვნო და მისავლელ-მოსავლელი და გულთა საწადელი, და აქავე დავიბუდოთო, და კურცხიცა აქავე დაჩეკეო.

დედალმა უთხრა:

- აქა ჩუენი დაბუდება ძნელია, ამისთვის რომე, თუცა ზღუა აღელდა ღადოსა გუკრავს და მართუეთა ჩუენთა წარიტაცებს, და ჩუენი ესოდენი შრომა ცუდად ჩაგვიარს. მისი რამე გამოარჩივეო.

მამლმა უთხრა:

- არა ვეჭვ ზღვის უფროსმა ესეთი საქმე მოაწიოს ჩუენზედა და გვიმტეროს რამე. და თუცა ქნა და მტერობად ხელ-ყო, ჩემი მართუენი დაღუპა, მეცა დიდსა ზიანსა შევამთხვევო. თქუა:

 

ლექსი

 

მბრუნავთა ეტლთაც ქუე დავთხევ, თუ ჩემს წადილზედ არ დიან,

ცა ვერ დამჩაგრავს მოძრავი, სხვათ ვინ რა გაიკულადიან.

 

დედალმა უთხრა:

- კაცთაგან თვისი საზღვრის გარდასვლა არა კეთილია, შეუძლებელის საქმით თავის ქება საგმობარია, ნამეტნავის თქმა ჭკვის პატრონისაგან უხამსია. შენ რაი ძალგიცს ზღვისა უფროსსა ექადოდე და დიდურად და ამხანაგსავით მაზედ საბრძოლელსა სიტყუასა იტყოდეო?უთხრა:

 

ლექსი

 

არ ძალგიცს მისი მტერობა, რასთვისღა მოჰკვეხ ენითა?

მაშინც ვერას იქ უცილოდ ორბი შეიქნა ფრენითა.

 

შენა ეგეთი სიტყუა დაუტევე და ბუდისა დასადგმელად ერთი სამშვიდობბო მოსასვენებელი ადგილი ჰპოე. ესე ჩემი სწავლება დამიჯერე. ვიმცა მასწავლებელსა სიტყუასა არა უსმენს, მოყურისა შეგონებასა არა დაიჯერებს, მას ეგრე მოუვა, რაიცა მას ერთს კუს მოუხდაო.

მამალმა ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

დედალმან უთხრა არაკი

(კუ და იხვები)

 

უთქუამთ ერთსა ადგილსა მცირე რამე ტბა იყო. მისი წყალი სარკესავით ელვარებდა, ჩამხედთა პირთა აჩუენაბდა, სიკეთით უკუდაებისა წყაროსა გუანდა, და სამოთხის მდინარესავიტ, სახელი გაჰფენოდა. ორნი იხვი და ერთი კუ მას შინა იყოფოდეს ტკბილითა ალერსითა, და მათს წესზე მეგობრობითა ერთად მყოფობდენ და ეგრე მოსახლეობდენ, და ერთმანეთისა პირისა ჭვრეტითა იხარებდენ, და მათი ცხორება განსვენებითა ჰქონდათ.

 

ლექსი

 

მას რამცა შეედარება მოყურისა პირის მზერასა,

რა საყუარელსა ხედვიდეს, მთუარე რად უნდა მზე რასა?

 

იჩქითმა, უსამართლო დროსა და ჟამის ხელმან მოხდომმის ფრჩხილითა მათის საქმისა პირთა ხოკა დაუწყო და სარკისა მსგავსმა ცამა მატის ერთობის გაყრის საქმე მიჭვრიტანაში მოაჩუენა.

 

შაირი

 

საწუთროს ჯამით ღვინის სმა ტრფიალთა სანატრელია,

მაგრამე ხვალ გამოყოლა ჭკუისა ხელამხრელია,

სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ტრელია,

რა გემოთ ჭამდეს, თან ახლავს კბილისა მოსაჭრელია.

 

წყალი იგი, მათისა სიცოცხლისა ღონეთა შემკრებელი და სიხარულისა საზრდოთა მომცემელი, მო-და-მოაკლდებოდა და დაშრობისა ნიშანი აჩნდებოდა. და სხუათა ადგილთა წასვლა გააპირეს.

 

შაირი

 

გაცლა ხამს სამკვიდროსაგან, თუ დგომა არ ეგებოდეს,

გული რა ნაღვლის მორევსა არ ოდეს გაესვლებოდეს.

თუცა მგზავრობა ძნელია, რაზომცა კაცი კუდებოდეს,

მაგრამ შინ ჭირსა ისი სჯობს, გარ ალი მოედებბოდეს.

 

და კუსთან მოვიდნენ გულწყლულნი და ცრემლმდინარენი გაყრის და გამოთხოვისა სიტყუანი უთხრეს, და თქუეს.

 

ლექსი

 

ამა სოფელმა მუხთალმა ჩუენ შენსა ძმობას გაგვყარა,

დრომა და ჟამმან სამკვიდროთ ესრე უწყალოდ გაგუყარა.

 

რა კუმა მათი გაშორება მოისმინა, ტირი;ოთა და ვაებით ვალალება დაიწყო და ეგრე უთხრა:

- ეგე რა სიტყუაა! მე უთქუენოდ ცოცხალი სადმე ვიყო, და უმოყროდ და უმეგობროდ აქა ვიყოფებოდეო? უთხრა:

 

შაირი

 

უთქუენოდ ჩემი სიცოცხლე რით გაიძლება მითხარით?

მე გული ცეცხლით შემწუარი, თქვენ შვებით მხარი მმით ხარით,

გული გლახ გული, უწყალოდ აწე გაღრჯნითა მითხარით,

ვითა მოკუდავსა საფლავი თქვენის ხელითა მითხარით.

 

თქუენის გამოსალმების ღონე როდის მაქუს რომე გაყრისა ტვირთისა ზიდვა შევიძლო? თქუა:

იხვთა პასუხი აგეს:

- ჩუენცა შენისა გაყრისათვის გული დაგვკოდია, და მუცელი გაყრის ცეცხლითა მწარედ გუტკივიან, მაგრამე უწყლოობისა ჭირნი მოგვეახლოვა, ჩუენთა გვამთა მიწანი სიკუდილისა ქართაგან სატაცებელად განმზადებბულა. ამა უღონობისათვის სამკვიდროსა და საყუარლის მოყვსის დატევებასა ვაპირებთ და უცხოობისა ჭირთა თავს ვიდებთი. უთხრეს.

 

ლექსი

 

მტრფიალი თვისის ნებითა სატრფოსა არ მოსცილდების:

სულსა სამოთხე სამყოფად წადილით ვით მოსწყინდების?

 

კუმ უთხრა:

- მოყუასნო, თქუენ უკეთ იცით, უწყალობა თქვანგან ჩემთვისს უძნელესია და ჩემთვის საჭირო, და არცა ჩემი სიცოცხლე უწყლოდ გაიძლება. აწე გულის სიყუარული და სიყუარულისა სისწორე ამასა მოქენეობს, რომე მეცა თანა წამიტანოთ, და თქუენისა გაყრილობისა სიმწუხარე არა აღმიორძინოთა.უთხრა:

 

ლექსი

თქუენ ჩემთა გუამთა სული ხართ, წასავლად განმზადებული,

სული რა გავა უსულოდ გუამი მიწაა დებული.

 

იხვებმა უთხრეს.

- ტკბილო ამხანაგო და რჩეულო საყუარელო! შენისა მოშორვებისა სიმწარე სამკუიდრებელის დატევების უძნელესია, შენისა უნახაობისა ჭირი გულისა ჩუენისა ურვისა გარდამმატებელია! სადა უნდა წავიდეთ რა გინდ ყოელი განსუენება გვქონდეს და მას დროს ჟამიერი ლხინი მოუკლებელი, უშენოდ ჩვენისა ბედისა თუალნი განირეტდებიანო, ჩუენ შენს კიდე ამხანაგისა და საყუარლისა შეთვისება არა გუწადიან, მაგრამე ჩუენი შორს გზას სიარული ხმელზედ სვლით გაგრძელდება, და შენი აერთა შინა ფრინვა მოკლე და უქნელია, და ამა მგზავრობით ამხანაგობა ვით მოთავსდებაო?

კუმ უთხრა:

- ამა საქმისა ღონისძიება თქუენისა რჩევისაგან მოიპოების, და ამისი ხერხი თქუენისა მოგონებით მოიაზრებისო.მე გაყრისა გონებიოსგან სულის ამოსვლად მიწურვილ ვარ, და გული საყუარელთაგან  გაწირვისათვის გამტეხია...მე რისიღა მოგონება შემიძლიაო? უთხრა:

 

ლექსი

 

გული საქმისა მოქმედი მოცალე უნდა მრჩეველად,

გული ნაღვლითა აღვსილი ვით იქნას გამომკულეველად?

 

იხუთ უთხრეს:

- შენისა პირისა დაუმჭირველობა ჩუენ ადრიდგან ვიცით. შენშიგა სიმჩატე გვიპოვნია და ნუთუ რაცა გითხარით, არა გუისმინო? ამის გამო მტკიცე პირობა მოგუეცი, რაიცა გამცნოთ დაგვიჯეროო.

კუმ უთხრა:

- ვით იქნების ჩემი სამჯობინაროს თქუენგან თქმა, და ჩემგან მისი გარდასვლა, და გინა თქუენისა პაემნისა და ჩემისა აღთქმისა გატეხაო, უთხრა:

 

ლექსი

 

პირობას მოგცემ ესეთსა უტყუარითა პირითა,

რაც მითხრათ, არას გარდავხდე არარას გასაჭირითა.

 

იხვთ უთხრეს:

- პირობა ჩუენ ესე გვინდა შენგნით, რომე ჩუენ შენი აერტა ზედა აღება გვწადია, და შენ მიერ ხმისა ამოღება არა ეგების, თვარა ერთისა სიტყვისა თქმითა ქუე ჩამოიჭრები. რომელმანცა გვიხილოს, ან გაკვირვებული სიტყუა რამე თქუან, გინება თუ ლოცვა ყუედრება თუ ქება, ანუ ზახილი და კიჟინა გესმას, ანუ ერთი რამ ნახო ავი ანუ კაი, სიტყვისა გზანი ესრე შეკარ, არარსა ზედა ხმა არ ამოიღოო.

კუმ უთხრა:

- თქუენთა ბრძანებათა აღვასრულებ. ეგრე დუმილისა ბეჭედთა ბაგეთა ზედა დავისვამ, და არას მოუბარსა პასუხსა არ გავსცემ და არცაღა მე მათ უამბობო.

 

შაირი

 

იონთ ბრძენთა მოვეწივე, გზათა შემხვდა მასთან რება,

უთხარ: ღირსო მეცა ვიცი, სწავლით ვერვინ გედარება,

ვკითხე: კაცსა რამცა უჯობს, ანუ რამცა ეკმარება?

მითხრა: ყოელთა უმჯობეა დუმილი და მდუმარება.

 

ამა პირისა უკანის მათ იხვთა ერთი ჯოხი რამე მოიღეს,და მას კუსა საშუალ პირი მაკიდებინეს, და იხვთა მათ აქათ-იქითი წუერნი ნიკარტითა შეუპყრეს და აფრინდენ.კუ ესრე წაიყუანეს. რა სოფლისა სიმაღლისა გარდავლეს, რომელი მათსა გზასა ქუეშე ედვა, რა სოფლისა მის კაცთა დაინახეს, ყოველნი ჭვრეტად გამოვიდენ და გაკუირვებამან შეიპყრა, და ყუელაკანი იზახდენ:

- იხილეთ, იხილეთ! იხვთა კუ აუყუანით და ჰაერთა შინა რაგვარად მიჰყავსთო! ესეთი გასაოცარი ამჟამად არა ნახულა რაო!

ესეთი ზახილი ემატებოდა და უფროსად გახშირდებოდა. კუმა მცირეს ხანს უპასუხობა მოითმინა, და რა მათ კივილი გაამრავლეს გულის წყრომისა კოჭობი აუდუღდა, ვეღარ დაითმინა და თქუა:

 

(ტაეპი)

 

ბოროტი თუალი ცეცხლს მინათუალი!

 

რა ამის თქმისდა პირი ააღო, თქმისავე უმალ ქუე ჩამოიჭრა, იხვთა მათ დაჰყივლეს:

- მოყვარეთაგან სწავლება ხამსო, მაგრამ ბედი დამჯერებელს შეხვდებისო. უთხრეს.

 

შაირი

 

კეთილის მდომნი კეთილსა კაცს ჭკუას ასწავლიდიან,

მაგრამე კაცტა შეგება ხამს, რომ მაზედა ვლიდიან,

ჩუენ რაც გუფერობდა, გასწავეთ, ბრძენნი რას გზათა მიდიან

უბედურნი და უცებნი სწავლასა დაერიდიან.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამას გამცნებს, რომელიცა კეთილის მდომელისა სწავლასა არ დაიჯერებს და ყურით არა შეისმენს, თავისა თვისისა სიკუდილისა მომატყუებლად გამოჩნდების და ბოროტის საქმის სირცხვილის ფარდაგსა პირით თვისით აიხდის.

 

ლექსი

 

ვინცა მოყურისა სწავლასა ყურს არ მიუპყრობს მიდებით,

სინანულიტა მრავალჯერ თითს ექნას კბილმოკიდებით.

 

მამლმა ალკუნმა უთხრა:

- ეგე არაკი გავსინჯე და იგავსაცა მივხვდი, მაგრამე შენ მაგით ნუ იშიშვი! ადგილი დაცევ: ავგული და მოშიშარი კაცი საწადელსა ვერ აღასრულებს: გულდაჯერებით იყავ, რომე ზღვის უფროსი თუცა არა შეგუეწევა, მავნებელად არ აგვიდგებისო.

დედალმა გული დააჯერა, დაკრუხდა, და მართიეთა რა კუერცხთა ქაფურის ფერი პერანგი დაფრიწეს, და თავი მათი სიცოცხლის საყელოთა შიგა ამოიყუეს, ზღუა აღელდა, ჰკრა ღადო და იგინი კალთასა ქუეშე ამოიფარა. დედალმა რა ესე ნახა, გულტკივნეულმა მამალს უთხრა:

მიწამდც იქცევი! არა გითხარა, ზღვისა თანა ლაღობა ჩუენდა არა სარგებელ იყო, აწ რა ვქნა, შვილნი ჩემნი ესრე განმიქარვენ და ცეცხლი გულთა ჩემთა ააგზენ! აწე ერთი რამე მოიგონე. ნუთუ მათ გულსა ჩემსა დამწვართა სალბუნი რამე დასდვაო?

მამლამ უთხრა:

ნუ სწყრები, პატიოსნად იტყოდე. მე რაიცა ძოღან მითქუამს, მასვე პირობასა ვდგავარ, და რაიცა გითხარ, მის გასრულებას ვეცდები, და რაცა ხელით გამომმივა, ამის საპასუხოსა ზღვის უფროსსა შევზღაო.

მაშინვე წავიდა და ყოელთა ფრინველთა უფროსთა მოუწოდსა და ერთსა ადგილსა შემოიკრიბა, და ესე ყოველივე შესჩივლა, შეწევნასა და მოხმარებისა შევლა იაჯა, და მათ ვედრებითა და მწუხარითა ენითა ესრე უთხრა:

 

ლექსი

 

ჩემის გულისა ურვანი ყოვლს მწუხარეზე მეტია,

თქუენის შეწევნის მთხოელსა გლახ, თუალი დამიბლეტია.

 

თუცა ესოდენი პატიოსანნნი ამა ჩემზედა მოსულსა საქმეთა ზედა ერთშეთქმულობათა არა იქთ, და ჩემსა სისხლსა და აოხრებასა ზღვის უფროსსა შეარჩენთ, იგი გალაღდება, მერმე თქუენისა შვილებისა დატაცებასაც ეცდების, და ესე ბეგარად დაგუედების, და შვილთა სიყუარული უნდა გაუშვათ და სამკუიდრომდე ხელი ავიღოთო. თქუა:

 

ლექსი

 

ან გვიხამს ამის გაგება ათასის ძნელის ჭირითა

ანუ თავების დახოცა საქმითა გასაჭირითა.

 

ფრინველთა მათ, რა ესე ესმათ, მწუხარება შეექნათ და მხარმოტეხილებ გახდენ, ფრთა ფრთასა შემოჰკრეს და ფასკუნჯისა კართა შეკრბენ. ამა საქმისა აღსასრული გაასინჯვეს და ეაჯნეს და მოახსენეს.

- რადგან ჩუენი ხელმწიფე ბრძანდებით, გლეხთა და უღონოთა საქმე იურვე და ვიცით, ქნაცა შეგფიძლია და ქენ, თუ არა, თუცა საბრალოთა ტირილთა და ცრემლთა არა შეისმენ ხელმწიფობისა ხელითწერილი ბედნიერის პირითა აღიხოცება და ჩუენის მოვლისა სიგელი სხუას მიეცემაო. უთხრეს:

 

ლექსი

 

ხელქვეშეშათვის იზრუნე ზრუნვისა საურავითა,

უფროსისაგან შეშინდი, დრო ჟამდ გმართებს რა ვითა.

 

ფასკუნჯმა მათი აღშფოთება დააცხრო, და თვისი ყმანი და ლაშქარნი შემოიკრიბა და მისად სამტეროდ გამოემართა. მათ ფრინველთა მისის მოშუელებითა გული გაუმაგრდათ და ზღვისაკენ იარეს. ფასკუნჯისა ლაშქრისა სიდიდესა თავი და ბოლო არცა ერთი უჩნდა, მათი რიცხვი არას სკნირიარის მატიანესა შინა დაეტეოდა, მათი ლაშქრისა დგომისა საზომიკ არას მეცნიერის საწონითა არ შეიგებოდა.

 

შაირი

 

ბუმბერაზთა გამწყო რაზმთა გულსრულთა და სისხლის მსმელთა

ზუჩად ბურტყლი ფარად ფრთენი მოეჭურათ ომის მზმელთა,

ლახვრად ჩარბი, შმაგად კლანჭი აეხვნა მათ, ვით რომელთა,

ბრძოლის ჟამთა სწრაფი ხერხი უსწავლია მათგან მელთა.

 

რა ზღვის ახლორე მოვიდენ, დილისა ქარმან ზღუას ნჩქრევა დაუწყო. ესე ამბავი ზღვის უფროსსა მოესმა და მას თვისითა ღონითა ფასკუნჯისა და მისის ლაშქრისა ომი არ ძალ-ედვა. უღონობითა ზავი ჩამოაგდო და ალკუნისა მართუენი აგრევე მისცა.

 

* * * * * * *

 

ამა სახიტა საცნაურია, მტერი რა გინდ უღონო იყოს, შეუპოვრად არ მართებს ყოფა; წვრილი მის ადგილს ასეთს რასმე იქს, რომე გრძელბუნოსანის შუბისაგან არ შეიძლებოდეს; ცეცხლისა ნაბერწყალი რომელი თუალთა წინაშე მცირეა, თუცა კაცსა ეცა, დასწვავს. ბრძენთ უთქუამთ, ათასისა კაცისა ერთგულობა ერთისა მტერობასა ვერ წაეჭარბებაო.

 

ლექსი

 

მოყურად ათასი ერთგული მეკნინა, არ მომეწონა,

სამტეროდ ერთი მაზარნა მისი გავსინჯე მე წონა.

 

შუთურბამ თქუა:

- მე პირველად საჩხუბართა არა რასა ვეტყვი, რომე შემცოდედ და ორგულად ჩემი საქმე ითქუას, მაგრამე თუცალომმა სასიკუდილოდ მომინდომა მეცა ვეცდები თავი ნამუსიან მოვუკლაო.

დამანამ უთხრა:

- რა ლომისა სიახლოვესა მიხვიდე და ნახო-რისხვითა კუდსა მიწათა სცემდეს და თუალთა ფაკლასავვით წყრომისა ცეცხლითა ანთებდეს, მაშინ სცან, რომე შენი სიკუდილი გაუპირებიაო.

შუთურბამ უთხრა.

- თუცა ეგრე რამე ეგეთი ნიშანი ვნახე, მას უკან გუამთა ფარდაგსა ერთგულობისა პირისაგან ავიხდი, და ლომსა მის განზრახულსა საქმეთა თავთა უხეთქო.

დამანამა რა ესე მოისმინა მხიარულითა პირითა ქილილასაკენ იარა.

 

ლექსი

 

უჭკო იხარებს სხვისასა შეწუხებასა დიდებსა,

მისგან კეთილსა ნუ ელი, თუ არ ავს დასარიდებსა.

 

ქილილამ უთხრა.

- შენი საქმე სადა მიაწვდინე, ანუ რაგვარად მოახდინეო?

დამანამ უპასუხა და უთხრა:

 

(ტაეპი)

 

ბედსა უმადლი ნიადაგ ამ დროსა ვაქებ ჟამითა.

 

დიდებასა ვკადრებ ღთსა, რომელმა პირი ჩემი გაასვენა და ესეთი ძნელი საქმე ადვილად გამარიგებინა.

დამანა მის დროს ნაქმარზე ხარობდა, და ამა ლექსსა გულისყურიანთა სასმენელთა უკითხავდა:

 

ლექსი

 

მაგრად დაიპყრეს არიფთა მეღვინის ზილფი, წინამო,

თუცა დაწყნარდა სოფელი, ანუ ცა გიძეს წინ ამო.

 

ადგენ ორნივე და ლომთან წავიდნენ. რა ესენი მივიდნენ, იქიდამ ხარი მოვიდა. რა ლომმა ხარი დაინახა, დამანას საქმე მოაგონდა, რომე მისმა წამ და ჭუთ შესმენამა ისაქმა. ლომმა ყვირილი შექნა, ჯავრით მიწაზე კუდს ცემა დაუწყო და მეტის აღბორგებითა კბილისა ღრჭენა დაიწყო. ამაზე შუთურბა გულდაჯერებით შეიქნა ლომისაგან მისის სიკუდილისა, და მისსა გუნებასა შინა იტყოდა: ხელმწიფეთა სამსახური შიში და ვაება ყოფილა! მორიდება და კრძალვა გველისა სოროთა შინა ყოფასა მიჰგავს, და ლომისა სიახლოეცა ეგრეთვეა. თუცა გუელსა ეძინოს და ლომსა ეღვიძოს მხოლოდ ერთი იგი თავსა აღიღებს, და მეორე იგი პირთა ააღებსო. თქუა:

 

ჩახრუხაული

 

მეფეთ მსახურთა ჭკუა ნასხურთა, ფათერაკი სდევს ხშირად  წამისად,

ვითა ჭიქათა მოყვასთა ქვათა ერთად მოძრავთა ჟამით ჟამისად.

 

მას იგონებდა და საომრად ემზადებოდა. ორტატვისვე რაცა დამანას ენიშნებინა, იგი ნიშანი აჩნდათ, და მტერობისა გული დააჯერეს და ბრძოლა შეექნათ. მათი ყვირილი მიწათა სძრევდა და ზახილი ცად გაიწეოდა.

 

შაირი

 

მათის ბრძოლისა შიშითა მხეცნი ტყეთ იმალოდიან,

ნადირნი ველთა მირბოდეს, ჭენებაშია ძრწოდიან,

კლდეთ მიმართიან,სოროთა, რომელნიც შეესწროდიან,

ბრწამლთა და ბარდთა ეძებდეს, ვინძი რა იაზროდია,

 

რა ქილილამ ესე მოინახა, პირი დამანას მიაპყრა და უთხრა:

 

შაირი

 

ათასი ზაკუა შეგითხზავს სიცრუვით შემჭერვებული,

თვით გამომძვრალხარ ეშმაკი, ეშმაკად საარებული,

ორის წლის წვიმაც ვერ გარცხის შენს გესლსა ზე ცუარებული,

მინაწყავს შენვე მოგიწყენ, ხანი არა ჩანს რებული.

 

ჰე, უგუნურო და უგბილო! იქით იცნობს შენი ჭკუა შენსავე ნაქმარსა!

დამანამ უთხრა:

"უგბილობა" და "ამას იქითა: რაიაო?

ქილილამ უთხრა:

- ესე საქმე რომელ ჰყავ არა იცია, რომე შვიდნი ზიანი ჰქონან:

პირველად - შენი საქმე საგმობართა წიგნთა ჩასწერე და ძლიერი ჭირი ლომსა ზედა მოაწიე;

მეორედ - შენსა ხელმწიფესა სააუგო საქმე აქნევინე და პირი და პაემანი გაატეხინე და ქუეყანასა ზედა მოაყტივნე, და ესეთი სირცხვილი თემთა გაჰფინე.

მესამედ - უბრალოდ ხარისა სიკუდილისა მოჭირვებით ეცადე და საბრალო სიკუდილის მორევსა ჩააგდევ;

მეოთხედ - ერთგული და დაუნაშავებელისა სისხლი შენის მზაკუარებით დასთხიე და თავსა დაიდევ;

მეხუთედ - ყოელი ამისნი ყმანი გაავგულე, რომე ამა შიშით სამკვიდრებელს მოიძულებენ და სხუათა ადგილთა მონახუენ, თვისა სახლ-კართა გაეშორებიან და უცხოობისა ჭირთა და თვისთა სამყოფთა დატევების ზრუნვასა შინა ჩაცვივიან;

მეექუსედ - მხეცთა და ნადირთა ლაშქრისა თავი მოაკულევინა, რომე ამას იქით მათის შეკრებისა და ერთობისა ნასკვი აღარ შეიკრვის;

მეშვიდედ - შენი უმეცრება და ავენაობა საცხადო ჰყავ. ერთი სასარჯლო საქმე, რომელი სიკეთითა და სიქუელით გარიგდებოდა, შენს თავსა არ აღირსე. კაცის სიცრუე მაშინ გამოჩნდების, რომე მძინარსა შუღლსა აღვიძებდეს, და ერთს საქმეს, მშვიდად და წყნარად გარიგდებოდეს და მას შუღლთითა და ბრძოლით რიგებასა ცდილებდოსო.

დამანამ უთხრა:

- შენ ხომე გასმია, რა იგი უთქუამს?

 

(ტაეპი)

რაცა ჭკუითა არა იქმს, შმაგობით გარიგდებისა!

 

ქილილამ უთხრა:

- აწე რაიცა ჰქმენ, მის გამო რაი ჭკუა გამობერტყე და გამორჩევისა საცადლისა ხელის საზოგადო სახე რაი დასდევი, რომე წინა ვერ წაიძღუანე, რომე აწ ცხვირთა დასაშუები და სიტყაფიცხელი და უჭკოუერი რომე დაგჭირვებოდეს. ესე არა უწყი, სწორი ჭკუა და სიმართლის გონება ჭაბუკთა სიმხნისაგან უკეთესიაო თქუა:

 

ლექსი

 

სიბრძნე გააგებს სიტყვთა საქმესა დია ძნელებსა,

რაზმმა და რაზმმა ვერ პოოს სძებნიდეს საძებნელსა.

 

მე ნიადაგ შენსა საქმესა გაუკვირვებივარ: შენში ტყუილისა და ხერხის მეტი არა ძეს რა! ამა მუხთლისა სოფლისა სიდიდისათვის, რომელი წყლისა ციმციმისაებრ მოეჩუენება, მისთვის შურები და ესოდენსა ბოროტთა აღასრულებ. შენგან სიკეთეს ველოდი, ნუთუ მოიქცეს-მეთქი, და ამპარტავნებისა და უგუნურებისა ძილისა და ყმაწვილობის ბანგნარევის ღვინის სიმთვრალიდამ  გამოიფხიზლებს მეთქი, და არ იქნა!

უფრო და უფრო გარდამეტებითა საზღუართა გარდაჰხედ, და ყოვლისა  სულიერისა სავნებელად ეკლოანთა ველთა და უწყლოთა უდაბნოთა გზაგაუგებელი, საბრალოდ დარჩომილი შეიქენ. აწ დროა, რათა შენი უგუნურება და გულის სიბნელე, კაცთა გასაოცებელი საქმე გამხილო, რადგან სენი უნამუსობა და ურცხობა თოთო-თითო რომ აღრიცხო, ზღვა რა წვეთწვეთად დასთვალი, იგი უმრავლესია, და წონითა შენი ცოდვა მთათა უმძიმესო. უთხრა:

 

შაირი

 

თუცა იცოდა,რაცა ჰქენ ჩხუბი და ეშმაკობანი,

ღთის შჯულისაგან გადგომა, ქაჯს თანა ბანაკობანი,

ვის შეუძლია წარმოთქმა ამისი არაკობანი,

მაშინღა იცნობ შენს თავსა, რა შეზდეგ მართვა-მკობანი.

 

დამანამ უთხრა:

ძმაო, ჩემის შობის დღით აქამომდე, არ ვეჭობ, ჩემგან მუხხთლობა ქნილიყოს, ან რასც კაცზე მე ავი რამემექნას. თუცა შენ ჩემში ერთი რამე აუგი გინახავ, წურთა და პირს თქმა გმართებსო.

ქილილამ უთხრა:

მრავალი აუგი გჭირან:

პირველი ესე, შენი თავი წმიდად მოგაქუს, და შენი სიტყუა შენთა საქმეთა ზედა მეტია. უთქუამს ვისმე, მეფეთა ამის უარესი არა ეჭირვება რაო, მისის ვეზირის სიტყუა მისის საქმის უკეთესი იყოსო. ყოვლისა კაცისა პირობასა და საქმესა შინა ოთხნი განყოფოლება სხენან: ერთი ესე, თქუან და არა ქნან, - ესე ორპირთა და ძუნწთა წესია, მეორე ესე, არა თქუან და ქნან, - ესე სიკეთით ქებულისა და სახელოანისა წესია. მესამე ესე, რომე თქუან და ქნან, - ესე ყოველს საქმეზე ნამუსიანის კაცის წესია. მეოთხე ესე არცა თქუან და არცა ქნან, - ესე ძუნწისა და უგუაროს წესია. შენ მისი მსგავსი ხარ, რომელმანც თქუას და მართებულად თვისი სიტყუა ვეღარ გამართოს. მე შენის საქმისაგან სიტყუა ნამეტნავი მრავალგზის მინახავს. ლომი შენის ლაშლაშით მოაცთუნე, და ესეთსა საშინელსა საქმეში გარივე, ღთნ ნუ ყოს, და თუცა ერთი რამე დამარცხდა, და ამა ქუეყნის არევა და ბრძოლა მოჰხდა, ესოდენი გლეხნი აღიძვრიან და საზღვართა გავლიან. სიცოცხლე რავდენსა დაშხამდება საქონელი რამდენს წაუხდება, და როგორსა შეზარებასა ჩაცვივიან! ამა ყოველთა ცოდვა შენტა კისერთა მოკრბებაო. უთხრა:

 

შაირი

 

ვინცა ბოროტი გონებად მოიგოს ბოროტეულად,

მასვე მიეცეს  ბოროტი ცნობისა ვერ დატეულად,

რაც ნერგი დარგოს სხვისავის სამუხთლო ღალატეულად ,

ნაყოფი მანვე მოისთლოს საცხადოდ განმარტეულად.

 

დამანამ უთხრა:

- მე ნიადაგ ხელმწიფეთა ვეზირი და მრჩეველი ვყოფილვარ, მისის საქმის წალკოტთა შინა სწავლებისა ნერგის მეტი არა დამირგავს რა.

ქილილამ უთხრა:

- ამა ერთისა ნერგისა ნაყოფი, რაცა ესე ჰყავ, რომელსა მე ვხედავ, ძირითამც აღმოიფხვრის!რომელმანცა სწავლამა ესეთი შვილი შვეს, რომელი ჩანს, მისიმცა სახსენებელი ამოსწყდება! არცა ითქუას და არცა ისმას იგი უმჯობეა. შენსა საუბარსა რიგი არა აქვს, და არცა ქნისა სამოსლითა შეგვიმკია.  უქნელად სწავლა თაფლია უცვილო და უგემური, და გაუსინჯავი სიტყუა ხეა უნაყოფო. რომელი, თუ არ საწვავად, არად სახმარ იყოს. თქუა:

 

  შეწყობილი

 

ცოდნას თუ საქმე არა აქუს მისი რიგისა მგებარე,

ვით გუამი სულის გაყრილი,ცუდად ძეს უქმქდ მდებარე!

ცოდნა ხეა და საქმენი-ხიკი, მას ესხას ზე ბარე.

ხეს ხილისათვს დანერგუენ,ამისათვს შურება მებარე,

ხეს თუ ნაყოფი არა აქუს, რისაღაა მომგებარე?

თუარა, მოჰკუეთონ,დაურთონ, სადა ცეცხლია მგზებარე.

 

დიდსა მატიანეთა პირთა სახელოვანის კალმით ესრე აღუწერია,ექვსთა საქმეთაგან სარგებელი არა მოგვეცემა რაო:  სიტყვისა თქმა და ვერა ქნა, საქონლის  უჭკუოდ სიყუარული,ერთგულთა  გამოუცდელად და ცოდნა უხმარად, ლოცუა  / უთქმელად, რომელსა ნათელი  ღთისა ჰქუიან,და მსხვერპლი უსასოდ,სიცოცხლე უმშვიდობოდ.   ხელმწიფე  რომე ბუნებით გაუსინჯავი და უდიერი იყოს, და ავი ვეზირი ჰყუეს, გლეხთა  და ყმათზე  მოწყაკების  სარგებლის გუნება გაურყუნას,  სიქიშპითა მათი საჩივარი ხელმწიფესა არ გაასინჯოს, მას წყალსა გუანდეს, რომელსა შინა ვეშპისა სახე მოჩნდეს,და შიშითა ვერცა მწყურვალი  სასმელად მიუდგეს და ვერ/ცა  მცურავმკა ხელფეხი საამურად გაძრასო.

 

ლექსი

 

ვინ პოოს მეტად მწყურვალმან, ცხელოდეს, ცივი წყარონი,

იქ თუ ვერა სვამს,რას არგებს,  შიგა სხუა ცურვით ნარონი.

 

დამანამ უთხრა:

- მე ეგეთი რამე არა მიქნია რა, ხელმწიფისა სამსახურის გაძლიერებისაგან კიდე.

ქილილამ უთხრა:

- რიგიანი გამრიგენი და მეცნიერი მსახურნი მეფეთა კართა სამკაულნი არიან, მაგრამე რადგან ესე მოინებე, რომე  სხუანი ლომისა სამსახურთა გაჰყარო და შენ მისის კარისა ამირა და გამრიგე შეიქნა, და ხელმწიფისა ნიჭი მარტოკა შენზედ იყოს,-ესეთი საგონებელი მეტად უმეცრობისა და უჭკუობის გზაა. არა უწყია, ხელმწიფენი ოდენ ერთსა კაცსა ზედა არ მოიცლიან? ხელმწიფისა საქმე კეკლუცობისა სახეს ჰგავს:  რაგუარათაც შუენიერისა მტრფიალი გული, რაზომცა ტრფიალება მეტობს, ეზომცა უფრო და უფრო ტურფად ეჩუენება, აგრევე ხელმწიფეთა-რაზომცა ყმა და ლაშქარნი მეტი ჰყუეს, აგრევე უმეტესი მოუნდებათო.

ესე გამოუცდელობისა საწადელი რომელი შენ გაქუს-ყე ერთი სარწმუნოდ დასაჯერებელი შენისა ურიგობისა იგი არის, რომელიცა მას ბრძენთა უთქუამთ: უცოდინრობის ნიშანი ხუთნი არიანო: თვისი სარგებლისა და სხვის ზიანის ცდა; ულოცავად და გაურჯელად ცოდვის მონანების გონება, გინებითა და წყრომითა ქალისა აშიკობა; მოსვენებითა და უშრომელად ცოდნისა სწავლების ნდომა; ამხანაგის პირის ტეხითა და სიკეთის დაუსწავლელობითა და ავკაცობითა სხვა კაცთაგან ერთგულობისა და სიკეთის მოგების იმედის ქონება. მე რადგან შენთვის სიკეთე მინდა, მისთვის გამცნებ, მაგრამე მზესავით ჩანს, შენისა სიბოროტისა ბნელი ღამე ჩემისა სწავლის ლამპრიტ არ განათლების. უთხრა:

 

ლექსი

 

რა შავის მატყლის ფარდაგი ბედმა უქსოოს გებული,

სამოთხის წყლითაც გარეცხო, ვერ გაათეთრო ღებული.

 

ჩემი შეგონება შენთანა მას ჰგავს რომე ერთი კაცი ერტს ფრინველს ეტყოდა:

- ცუდად ნუ შვრები ვისგანაც სიტყვის დაჯერებასა არ ეჭვდე, ნურას ეტყვიო! იგი არ გასმია, ბოლოდ მისი მაგიერი მას მიეცა?

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფილაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

 

მოუსახავთ, ყაპუზუნათა ერთსა ადგილთა სამყოფი რამე ჰქონდათ, ხილითა და მდელოთი თვისი დრეთა აღამებდენ. ერთსა ღამესა ცოდვის მოქმედისა გულისა უსავესი და ბოროტისმქნელისაგან უდღემოკლესი სიცივის ლაშქარი ზედა დაესხა. სიცივის ყინვითა სისხლისა მიმოდენა შეაშრათ.

 

შაირი

 

თხის რქისა ყინვით ცის ლომის კუდისა სიცხეს ნატრობდენ.

 თვის ტყავთა გახდით ბეწვისკენ ჩაცმითა მოიმხატვრობდენ.

შამფურზე აცმას ცდილობდენ, თავის-თავს ესრე დამტრობდენ,

იტყოდეს: ცეცხლზე დავიწვათ, ძუალნიღა ჩუენი დამტრობდენ!

 

იგი საწყალი სიცივემ მეტად შეაჭირვა და თავისა შესაფერებელთა რასმე ეძებდენ, და მისთვის მიმოიარებოდნენ. ერთსა ადგილსა ხისა ფუტუროსა სიბრწყინვალე ნახეს, რა კანთარო იგი იხილეს, მათ გულისა დაჯერებით ცეცხლად ჰგონეს კანტარო იგი და მოზიდეს შეშა და დაურთეს მას ზედა და იწყეს ბევრად. მათსა პირისპირ ერთი მფრინველი ჯდა, მან უხმო, რასა ზამთ, ცუდად შვრებით, ეგე ცეცხლი არა არს! და მათ არავე უსმინეს, მის უსარგებლო შრომისაგან იგინი არა დასცხრენ. ერთი ვინმე მოგზაური მუნ გზათა წარვლიდა, მას ფრინველსა ეგრე უთხრა:

ცუდად რად შურები შენსა რჩევასა ეგენი არა ისმენენო, და ზიანის კიდე არცა რას თავს არგებენო. უთხრა:

 

ლექსი

 

ბუნებით უგზო, უგუანი, კაცი უგუაროდ შობილი,

რაგინდ ეცადო სწავლასა არ შეიქნების ცნობილი!

 

ეგთისა კაცისა წურთა და შეგონება ხრმოლისა ქვათა ზედა ცემას ჰგავს, და იქედნეს გესლისა თერიაყითა კურნებისა ნდომასა. თქუა:

 

შაირი

 

არ ძალუძც ხესა ხენეშსა ნაყოფთა მოსხმა ტკბილისა!

მოდგმითა მქისე გვარისამ სიბრძნე ქნას მან ცნობილისა?

ეცადო არ გაიმართუის სიმრუდე მის გმობილისა,

ყვავისგან ვითარ გამოვა ქორი გუარშემკობილისა?

 

რა მან ფრინველმან სეიგნო, რომე მას არარა უსმინეს მეტის სიბრალულითა გულმა აღარ მოუჭირვა და ხით ჩამოფრინდა.ენება, რომე სწორე დაენახვებინა და მათი ცუდი შრომა მათვისვე ეჩვენებინა. რა ყაპუზუნათა თანა ახლო მივიდა, შესთქრენ და თავი წასწყვიტეს.

აწ ჩემი საქმეცა მას მიემსგავსება, და ჩემსა ცხორებასა ცუდად ვაღამებ, რომე მედად გეუბნები და შენ ჩემსა არას შეისმენ და მე ზიანი მხვდება. უთხრა:

 

წყობილი

 

თუცა მსმენელი სწავლასა ყურს არა უპყრობს სმენასა,

მძიმესა ართღა იტვირთავ თავსა რად უზამ შენასა?

წესია, უთხრა შეჯდომა ბედის ტაიჭთა რბენასა,

გზის შრომისაგან განერას, ვანად მივიდეს მენახა.

თუ არ გისმინოს მიუშვი კლდეზედა გარდაფრენასა,

მაშინღა იცნობს შეტყობით მისსა გულსა და ენასა.

 

დამანამ უთხრა:

- ეე, ძმაო! უაღრესმან მსწავლებელმან უდარესსა სწავლა და შეგონება არა ხამს მოაკლოს. მეცნიერთაგან სხუათა ქადაგება და შემეცნება და გზის პოვნის თქმა მართებული არის და უნდათ ვისმე უსმინონ და ტუ უნდათ ნურავინ უსმენს. უთხრა:

 

შაირი

 

სწავლის ნურავის მოგვაკლებ, და მეცა მითხარო,

უსმისა გული არ გისმენს, მაგრამ სიტყვათა მით ხარო,

ღრუბელიცა წვიმს ყოელგან მთანი აღავსოს მით ხარო,

ქვის გულის მქონის გონება მისით მომილბო, მით ხარო.

 

ქილილამ უთხრა:

მე სიკეთის სწავლის პირსა შენთუის არ შევიკრავ, მაგრამ ამისი მეშინია, რადგან შენი საფუძველი ხერხსა და ეშმაურობისა საქმეთა ზედა დაგიმყარებია, და შენისა გულის წადილისა მიყოლა ვერა მოგიშლია, ესე საქმე ესეთსა დროსა შეგასწრებს, რომე დაინანო და სინანულმა სარგებლის მოსავალი ვეღარ მოგცეს, და შენთა მაჯათა ხორცთა იკბენდე, და მკერდსაცა იგლეჯდე ვეღარა გარგოს რა. რომელსაც სახერხო კედელი უშენებია, ბოლოდ მასვე სიმწარით თავს დაჰქცევია, რაგვარათაც მას ხერხისა მცოდინარესა კაცსა მოსვლია, და თვისი ხრიკის ჭირის მახის თუალი მასვე ყელთა გარსასცმია და სხუა იგი სამართლისმოქმედი მისი ამხანაგი მისის სიმართლითა და გულის სიწმინდით თვისსა წადილსა მიხუდაო.

დამანამ ჰკითხა ეგე როგორ ყოფილაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

(ორი ამხანაგი და გუდა ვერცხლი)

 

ორნი ამხანაგნი იყუნეს: ერთი იგი ბრიყვი და მეორე მზაკუარი და მეტად ხერხიანი, რომელი ათასრიგითა მღერითა წყალზედაც გაირბინის,რომელსა სახელად თიზგუშა ერქუა; და ზიანი ეგოდენი გამოწვლილვა არა ჰქონდა, ხურმადილი ეწოდა. მათ ორთავე მგზავრობა მოინებეს, და ერტად საამხანაგოდ სავაჭროდ გაემგზავრნენ, და გზისა და სავანისა შემოკლებასა სწრაფობგდენ. ამა სვლათა შინა გზათა ზედა ერთი გუდა ვერცხლი პოეს, და სარგებელად მას დასჯერდენ. მან მზაკუარმა ამხანაგმა უთხრა:

ძმაო სარგებლისათუის მრავალნი ვაჭარნი დადიან, და თუცა შენცა გნებავს, ამ ხელად ჩუენ ამა ერთს გუდა თეთრს დავსჯერდეთ, შინისაკან შევიქცეთ და შვებითა განვისვენოთო.

 

იამბიკო

 

მრავალთა ჟამთა მოგებად თემთა იარო,

ეგოდენ ზრუნვა უმეტეს გაიზიარო,

ანგარის თუალი აღვსებად ვერ აღიარო,

სადაფთ მუცელი თუცა არ მოამშიერო,

მარგალიტს ვერა აიხუამს, რაზომცა მოიმცბირო.

 

ამაზე შეიქცენ და ქალაქთა მიეწურნენ. ერთსა სავანეთა გარდახდენ. მან ბრიყუმა მოყვასმა უთხრა:

- ძმაო ესე ვერცხლი გავიყოთ და ეჭვისაგან გამოვიდეთ, და ჩუენ ჩუენი წილი, ვითა გვინდეს, ვიხმაროთო.

მან მზაკურმა უთხრა:

- აწ გაყოფა რა სარგებელი ესოდენი ამოვიღოთ, რაიცა აწ სახარჯოდ გვინა, და სხვაი გაკრძალვით ერთსა ადგილსა შევინახოთ, და როდესცა დაგუეჭიროს, რა-ერთიც  გვინდეს, ამოვიღებდეთ და სხვას აგრევ დავმარხევდეთო, რომე ჭირის რიდება სიცოცხლის მოწვწვა არისო. თავხედი იგი ამა საუბრითა მოტყუვდა, და ესე პირი დაასკუნეს. რავდენიცა ენებათ, ამოიღეს, და სხუა იგი ერთისა ხისა ძირთა დაფლეს, და იგინი ქალაქად შევიდეს და დაისადგურეს.

 

ლექსი

 

ხუალისა დღესა თუალმაქცმა ჩალხი მოიწყო მღერისა,

ხრიკისა ჩახვსა პირს მოხსნა მოსაჩუენებლად ერისა!

 

წამოვიდა იგი მოხერხე ამხანაგი, მის ხის ძირიდამ თეთრი მოთხარა, ამოიღო და წაიღო. იგი თავხედი ამხანაგი, ამისი უმეცარი, რაიცა თეთრი ხელთ ეგდო, მას გამოზოგებით ხარჯევდა. რა დაელია მივიდა მას მზაკუარს მოყუასსა თანა და ეტყოდა:

- წამოდი მის ჩუენისა დამარხულიდან ცოტა რამ ამოვიღოთ , რომე მაქუს რა საზრდელადო.

მან ჰრქვა:

კეთილად მითხარ ეგრე ვქნათო!

რა ორნივე მას ხესა თანა მივიდეს, თხარეს ეძიეს და ვერა რა პოეს. მან მზაკუარმა ხურმადილს ხელით საყელო სტაცა და ეგრე უთხრა:

- ესე საქმე შენგან კიდე არავინ იცოდა, მაშა შენ მოგიპარავსო.

მან უბრალომ რომელი არარა იცოდა, ფიცვიდა  და მან არა უსმინა. მათ შუღლი გამოერიათ. მზაკრულმა უთხრა:

- ვაჟო რად ვიბრძვით ბრჭემ გვისამართლოსო!

ამა საქმითა დაზავდენ და ბრჭესა ტანა მმივიდნენ, და მან მზაკუარმან ყოველივე ბრჭესა რიგიან გაასინჯა. ხურმადილ იგი ივარძმა. ბრჭემ მოწამე ითხოვა. თიზგიშიმ უთხრა ბრჭესა:

 

ლექსი

შენი სიცოცხლე გაგარძელდეს საუკუნემდე ბრჭეო და,

მოჩივართ ღია ეღირსოს თქუენის გულისა ბჭეო და!

 

მე მის ხის კიდე რომლისა ძირსა ვერცხლი დამარხულ იყო, სხვაი მოწამე არა მივის. მაქუს იმედი მარლისა ღტისაგან თვისი ძლიერებითა მას ხესა სწორე ათქმევინოს. რომელსაცა უზენაროსა დაორგულსა მპარავსა ვერცხლი იგი წარუხვამს, მას ხეს ამთხრობლებინოსო.

ბრჭესა ესე საქმე დიდად გაუკვირდა და მრავალი რამ მოიბნეს, და ესე პირი დაასკუნეს: მეორესა დღესა მას ხესა თანა მივიდნენ და მას მართალი მოწმობა გამოჰკითხონ, და რაიცა მან ხემან სამოწმებელი თქუას, მისდა გუარათ ისამართლონ.

მას ღამესა მზაკუარი იგი კაცი სახლად თვისად მივიდა, და ყოველივე მამასა თუისსა უამბო, და სირცხვილის საბურველი პირიდამ აიხადა და უთხრა:

- მამო შენითა მინდობითა და საქმითა იგი დავიმოწმე და შენისა ზურგისა სიმაგრითა ხრიკისა ნერგი ბრჭისა სამართალსა შინა დამირგავს და ესე საქმე შენსა მოწყალებათა ზედა მიმიგდია. თუცა შენ შემეწევი თეთრი იგი ჩუენ დაგურჩების, დაიმოდენსა სხვასაც გამოვართვამო, და ჩუენი დანარჩომი სიცოცხლე შვებით და განცხრომით წარვლოთო. მამამან უთხრა:

რასა მნუკავ, რაი გიყო, ანუ რა ვქნა მითხარო.

შვილმა უთხრა:

მის ხისა გული ფუღურო არს, მას შინა ორი კაციცა დაიფარება, რომე გარეგნით არა იხილვებოდეს. აწე ესე ქენ:

ამაღამე წადი და მასშიგან შევედ და ხვალე რა ბრჭე მოვიდეს და რა ხესა სიტყუა ჰკითხონ, მის მაგიერ ვითარ ხამდეს, იმოწმეო.

მამამან უთხრა:

შვილო ხერხსა და ეშმაურსა საქმესა გაეშორე თუცა კაცი მოატყუო,ღთი არ მოტყუვდებისო. უთხრა:

 

შაირი

 

კაცთ დაფარულთა საქმეთა ღთი სცნობს ცათა მპყრობელი

ვინ თმათა აღრაცხს ძვალს სინჯავს შიგანთა ძარღუთა მფლობელი!

ვთქუათ ხერხით კაცი მოტყუვდეს ზაკვისა შემასწრობელი

მას რაღას ეტყვი რომელი უწყის და არის მცნობელი?

 

რომელიც ხერხი საცოდავია მისი მუქაფა მისსა მოქმედსა მალე მიეგების და სირცხვილი საქვეყნოდ დაედების. მე მესინის შენი ხრიკი მის მყვარისა ხერხებრ არ შეიქნასო. შვილმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

 

მამამან უთხრა არაკი

(მყვარი და ძღარბი)

 

უთქუამთ, ერთსა მყუარსა გუელისა სიახლოვესა სორო გამოეთხარა, და მის უწყალოსა და სისხლისა მსმელისა მეზობლად დაბინავებულიყო. რა მყუარი შვილთა დაზრდიდა, გუელი დაუჭამდა, მყუარსა მას ერთი კიბორჩხალი მეგობრად ჰყუა. ერთსა დღესა მას კიბორჩხალთან მივიდა და შესჩივლა და ეტყოდა:

სასურველო მოყუასო, ერთისა რჩევისა მოქენე ვარ, რომე ერთი ესეთი მტერი ამიჩნდა, არცა მისი ახლორე ყოფა ძალმიძს, და არცა მის ადგილისა დატევება. რადგან მუნ დავეშენე, მისი გაშვება მიჭირდება: დია შუენირი ადგილი და გულის საამოვნოა! ესეთი წალკოტია, მისი მწუანვილი სამოთხისა მწუანვილსავით საიხარულსა მატებს: გულისა კართა გამღები სუნნელებითა აღსავსე და მუშკთა და ამბართა მაყნოსებელი უთხრა:

 

შაირი

 

ასი ათასი ფურცელი კოკობთა ვარდთა სადარი,

ყაყაჩოს ხელთა მჭირაო, მწდეო, ეგ ტანი სად არი?

ჩრდილოს ნიავი ამბართა მალე მომიძღვნის სად არი.

მისთანა მუშკსა მომიტანს დარდთა ვიყოფი სადარი.

 

ესეთსა საყოველსა თვისითა ნებითა ვინ დააგდებს, გულსა სამოთხისა ნიშთა ვინ მოაშორებსო? თქუა:

 

ჩახრუხაული

 

ჩემი სამყოფი ცნობის დამყოფი, უსწორო ადგი უებრო ბაღი,

მაშ, დიდთა ბრძენთა მით გასაძენთა გულსა დაისუან ცეცხლისა დაღი.

 

კიბორჩხალმა უთხრა:

ნუ ზრუნავ ძლიერი მტერი ხრიკისა საბლითა შეიკრვის და ეშმაურობისა მახეთა შიგან გაიბმისო. თქუა:

 

ლექსი

 

ვინცა დაასხას ხერხისა მარცვალი ველთა მა ხესა,

მრავალი ბრძენი ფრინველი ადრე გააბას მახესა.

 

მყუარმა უთხრა:

- ხერხთა წერილთაგან ამა საქმისა სახისა კართა ვითარ გაახვამ და ამა მტერისა მოშორვებისა რომლითა მიღონისძიებო?

კიბორჩხალმა უთხრა:

-აქა ახლოს ერთი ძღარბი არის, დია მოჩხუბარი და მძვინვარე. შენა თევზთა შეიპყრობდე და მის სოროთა პირთა დასდებდე, და რა მის ჭამასა შეეჩვიოს, მერმე მის ძღარბის სოროდამ გველის სორომდე თევზი დააწყევ. ძღარბი მის თევზის ჭამითა გუელისა სოროსა თანა მივა, და იგი მისსა საქმესა გააგებს, და შენ მის გუელისა შიშსა და ჭირსა მორჩებიო. მყუარმა გასინჯა ესე სწავლა-სიბრძნისა ყდითა შეკინძული იყო. ეგრე ქნა: გუელი იგი მოკლა. რა ორი-სამი დღე გამოჰხდა, ძღარბსა თევზის ჭამა მოაგონდა და ძებნად გამოვიდა. სადაცა ჩუეული იყო, მასვე გზასა მომართა, რომელი პირველ საწადლით გაეზომა, მასვე მიედევნა. თევზი ვერა პოვა, მყუარისა კართა მივიდა, მყუარი ღლაპებით დაჭამა.

 

ლექსი

 

ვისგანაც მორჩა მხეცთაგან და ჭირი მას დაელია,

ბოლოდ იგივე შეექნა, მისი შემჭმელი მგელია!

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოვაწყევ: ხერხისა ბოლო მახეა თვისისა თავისა დასაწერი, საცთური ბოროტი დღეა, კლდეთა გარდამაჭრუნებელი უთხრა:

 

ლექსი

 

ნუ წასდგამ საცთურის ფერხთა, სახერხოდ განმზადებულსა,

თვარა ჭირისა საბრხესა შენცა დაებმი დებულსა.

 

შვილმა უთხრა:

- მამაო სიტყვა მოამოკლე და გამოძიებათა გაგრძელება მოჰკუეთე. ამა საქმესა ცოტა ჭირი და მრავალი სარგებელი მოაქვს ბოლოდო.

საბრალო ბერიკაცი იგი შვილისა სიყუარულმა და საქონლისა ნდომამა რჯულისა და სასოებისა პატიოსნის სადგომით უწყალობისა და სიხარბის მინდორთა გაიყუანა. მოთმინებისა სიმტკიცე მოუსუსტდა, უსასობისა და ანგარებისა ქარტა მოჩხაბა, ღთისსაწყენი და კაცთა დასაშორვებელი საქმე კისერთა დაიდვა, და მას ბნელთა ღამეთა მშიშრეულითა გულითა სვლად იწყო და მის ხისა ფუღუროთა შინა შეძურა.

რა გათენდა და დილის სინათლის ბრჭემა თვისი ცოდნა ქუეყნად მოჰფინა, და მზე ცისა სიშავესა მოადგა და ღამისა წყვდიადი თემთათვის დღედ გარდიქცა, მან ბრჭემანცა თვისი საქებურნი მოხუცებულნი და თვისი მსახურნი წაიყუანნა და მის ხის ძირსა მივიდა. მრავალი ჯარი ჭვრეტად გამოვიდენ და გარ ყოლბად მოადგენ. ბრჭემა პირი ხისაკენ ქნა, მათი სარჩელი მოისმინა. მერმე მათი საქმე და გაჩენა მას ხესა ჰკითხა. რა ბრჭე დადუმდა, მის ხიდამ ხმა გამოისმა:

- ვერცხლი ხურმადილმა წაიღოო. თიზგუშ მის ამხანაგს უსამართლო სჭირანო.

ბრჭე დიდად გაჰკუირდა; გონებათა სინა იტყოდა: ნუთუ ამა ხესა შინა კაცი ვინმე ჯდესო, და მის გამოჩენას რჩევა უნაო.

 

ლექსი

 

ყოელი ხვანჯი ხერხისა ფარული კაცთა შორისა,

გასინჯვის სარკეს ჩამხედურმა რჩევითა გაასწორისა.

 

მას უკან მრავლისა შეშისა მოღება ბრძანა, და მის ხის გარ მოწყობა და ცეცხლისა შედება. რა ესე ქმნეს და ცეცხლი აღევდა, მისი უგუნურებისა და უმეცრებისა კუამლი მისის სახლის კარიდამ გამოადინეს. საბრალო ბერმა კაცმა, რა მცირე მოითმინა, სულთ ამოსვლას მიეწურა, მაშინვე ხმა ყო. ბრჭემ მისი გამოყუანება ბრძანა, და მისგან ყოველი გამოიკითხა. ცეცხლით შეხრუსტვილმა კაცმა ყოველივე გარჩევით მოახსენა. ბრჭემა იგი საქმე სწორად შეიგნა. ხურმადილისა ხელმოკლეობა, სიწრფელე და თიზგუშის მზაკურობა და სიბოროტე ყოველსა კაცთა ცხადად დაანახვა.

მაშინვე საბრალო იგი ბერიკაცი, ამ უხანოს საწუთროს სიცოცხლის სამოსელსა საიქიოს ზიდვა დაუწყო, და ამ სოფლის ცეცხლის სიმხურვალითა საუკუნოს ცეცხლისაკენ პირი ქნა და ჩაკუდა. მისმა შვილმა, სირცხვილეულმა, უკუწბილებულმა, მკუდარი მამა აიკიდა და ქალაქისაკენ წავიდა. და ხურმადილმა, თვისის სიმართლის მინდობილმა, სწორისა სიტყუითა ვერცხლი იგი შემოიქცია, და თვისის საქმის გაგებად გაემართა.

 

* * * * * * *

 

ამა არაკისა სარგებელი ესე არს, რომე ყოველმა კაცმან სცნას, ხერხი და საცთური, თუცა პირველ მოსაწონია, ბოლოდ კაცისა დამწუელი და დამდაგუელიაო. თქუა:

 

შაირი

 

ვინ ხერხი მოივერაგოს ეშმაურითა წესითა,

ბოლოდ განქარდეს უწყალოდ ვაებითა და კუნესითა:

ხერხი ორთავი გუელია საკბენლად კბილთა ლესითა,

ერთი მტერს უცემს მეორე მის მოქმედს უარესითა.

 

დამანამ უთხრა:

შენ ჭკუა ეშმაკობად შეგირაცხია და კეთილსა რჩევასა ხერხად სახელ-სდებ. მე საქმე ესე ჭკუითა და რჩევითა მიმოქმედებია და მართებულად მომიხდენიაო.

ქილილამ უთხრა:

ესე საქმე ესეთის გონებასუსტობითა და მიუხვედრელობით შეგიმზადებია, კაცთა მისი გამოთქმა არ ძალუც.

სიდიდისა და სიმდიდრისათვის ესეთი ანგარება მოგინდომებია, მოამბენი მისს ლაპარაკს დაღონდებიან. რაცა ხერხი და ეშმაურობა შენ ხელმწიფეზედ იხმარე. შენვე სცნობ, ბოლოდ მის ცოდვისა სანაცლო შენზედ რაი მოხდება. ორპირობისა და ორგულობისაგან რაცა ბოროტი შეგემთხვევა, ადრე სცნობ.

დამანამ უთხრა:

- ორპირობასა რომე ჰგმობ და ზიანად მიგაჩნია, ვარდსა ორპირობისათვის წალკოტის მაშუენებელად დარგუენ. ორენაობას აძაგებ, მწერალთა კალამი ორენაობით თემთა და საქონელთა მოურნეა. ხრმალი რომ ერთპირია, სისხლის სმისა და ხორცის ჭრის მეტს ვერარას იქნს. სავარცხალი რომ ორპირია, შვენიერთა და კეკლუცთა თავთა თმათა ზედა იარების! უთხრა:

 

შაირი

 

ამა სოფელსა ერთგულნი ხრმალსავით სისხლის მსმელია,

რადგან საწუთროს მინდობით მისდევს და მისი მცველია,

ვინ სავარცხლურად ორპირობს, ათენაობის მცდელია,

ყოველი კაცი თავს იდებს, ტურფათ თმას ზედა მვლელია.

 

ქილილამ უთხრა:

დამანავ, ენამჭევრობა დაუტევე! შენ იგი ორპირი ვარდი არა ხარ, წალკოტთა მაშუენებელი, თუცა შენსა თავსა გასინჯავ.

და თიცა თავსა მართლობ. შენ იგი ეკალი ხარ, რომელიკაცისა გულსა მოსწყლავს და დაკლების მეტს არას შესძინებს. და არცა იგი კალამი ხარ, რომე ქუეყანისა და სიმდიდრისა მოვლასა ცდილობდე. შენ ორენა გუელი ხარ, რომლისა ენისაგან სიტკბოს ნაცვლად მაკუდინებელი შხამი გდის. გუელი შენსა უმჯობესიცა და უფრორე მარგებელიცა არის, ამისთუის, თუცა მისი ენა შხამსა სწვეთს, მისვე გუელისაგან თერიაყი შეიმზადება. შენ კაცის ენისაგან ხამს ნიადაგ თერიაყი დიოდეს, თუცა ფათერაკად მოუხდეს, რაგვარადაც ერთსა ბრძენსა უთქუამს:

 

ლექსი

 

სამსალა და თერიაყი ჩემს ენასა ორნივ სდიან,

ერთი მოყუარის სიხარულად ერთი მტერთა არ გაზრდიან.

 

დამანამ უთხრა:

- ესოდენი ჩემის მოყივნებისაგან დასცხერ, ნუთუ კუალად ლომსა და ხარსა შუა შერიგება მოვახდინო, და სიყუარულისა და ნდომისა საფუძველი დავსხნა.

ქილილამ უთხრა:

- ეგეცა კუალად უგუანი და უარესი სიტყუა სთქუი. შენ თურე ხერხიცა არა გცოდნია. სამი საქმეა, რაი სამთა საქმეთა მიემთხვიოს, პირველი გემო აღარ ექნების: პირველად ესე,წყარო მდინარე და ღრუდო მანობამდე გემრიელია, ვირე ზღუასა შეერტოდეს და რა აღერევის, იგივე გემო და ფერი აღარ ექნების; მეორე-მოყუარეთ სიყუარული მანობამდე მტკიცეა, ვირემდე ავენა, მოჩხუბარი და მეშურნე შუა არ ჩამოიგდონ; თუცა ესეთნი კაცნი მათ შიგა გზასა იპოვნიან, პირველებრი სიყუარული აღარ იქნება. მესამე-მეგობართა და მახლობელთა შუა მანამდეს მოკეთობა და ერთობაა, ვირემდე ქიშპობა-შფოთი შეიქნებოდეს. თუცა ესე შემოერიათ, მერმეღა მათს მეგობრობასა და მახლობელობასა მინდობა გაუცვდებით. ამას იქით რომე ხარი ლომსა კიდეც გარდარჩეს და ლლომმა იგივე პატივი და დიდება მიანიჭოს, იგი ერთგულობასა და სამსახურსა აღარ მოიჭირვებს, თუცა ნდომისა კარი არ დაკლიტოს, თითოთა საქმეთა შინა შიში მაშინც ექნებისო. უთხრა:

 

ლექსი

 

რა თოკი გაწყდა, საბელი აღარა მოემატების.

თუცა გარდაბმას ეცადო, ნასკვი დარჩების მას ების.

 

დამანამ უთხრა:

მე რომე ლომისა სამსახურისაგან ხელი ავიღო, და ერთსა სენაკსა შინა განსუენებით დავჯდე, შენისა მეგობრობისა კალთა დავიჭირო, შენთან სიმარტოისა საყელო თავსა გარდავიცვა, მაშინ რაღას იტყვიო?

ქილილამ უთხრა:

- მე დია მიამება. მე შენისა მეგობრობითა და გაერთიანებითა და შენთანა ყოფითა მრავალი შიში გამომივლია, და შენისა გაწყობისა სინანული ნიადაგ გულსა მდებია. ბრძენთა და გონიერთა კაცთა უთქუამთ, უგუნურისა და მეშფოთისა მეგობრობასა და სიახლეს ერიდეო, მოღვაწისა და ბრძნისა სამსახურთა ეცადეო. ამისთუის რომე უგუბურისა და მოჩხუბარისა მეგობრობა გუელთა წვრთასა მიგავსო. გუელი რა შეიპყრა და ტკბილად სწვართო, რაზომც სწავლებისათვის დაშურე, ბოლოდ თვისის კბილისა ძირთაგან ჭაშნიკსა ასმევს. მოღუაწისა და ბრძნისა სამსახური ათარისა დუქანსა ჰგავს. თუცა კაცსა მუნით არა ერგოს რა, მისის სუნნელებისაგან მისი საყნოსელი აივსებაო. უთხრა:

 

შაირი

 

ათართან მიდი ზედიზედ სადა ძეს-ყე სუნელია,

სამოსელს გაგისუნელებს- ესე არაკი ძველია,

სამჭედლოს მისვლას დაგიშლის მუნ არს საქმენი ძნელია,

კუამლი თუალისა მავნები, შანთთა ბურჯღული მწველია.

 

დამანავ მე შენგან რა პაემნისა და პირობის იმედი მაქუნდეს, რადგან ერთმან ხელმწიფემან სახელდებით გამოგირჩივა და შინაყმად სათუთად გაგზარდა, და ესრე გამოგაჩინა, მისის ბედნიერობისა წყალობითა მზესა ბრწყინვალებასა უწუნებ, და მისის ცებრ მაღლის კართა ყოფისა მიზეზითა სიმდიდრის ფერხითა ამაღლებულთა თავთა ლახავ, მას ესე საქმე უქენ, და მისის ნიჭისა სიუხვისა ბოძება ვერ გულისხმა ჰყავ და ესრე ჩაატარე, თუცა არა გენახოსო. უთხრა:

 

ლექსი

 

არცა ღთისაგან შეშინდი, არც შეგრცხვა შენის თავისა,

არცა კაცთაგან შეჰკდიმდი, ქმნასა უმატე ავისა!

 

თუცა მე ესეთსა კაცსა ათასითა ეჯითა არა განვეშორო, დიდნი ბრძენნი არა კაცად ჩამაგდებენ, და თუცა ამისთანას მოყუასსა გავეყარო, საქმის დამნახველი ჭკუა და მადლის გზა მეცნიერობისა სისრულესა მაპოვნინებსო. თქუა:

 

შაირი

 

ყაყაჩო ადრე დაცვივის, მიწათა მოეფინება.

ორდღე გამწყოსა მოყვსისა გაყრა რად მომეწყტინება?

შეუგებელთანყოფასა შორს მირჩევნია გინება,

მოყუარე გულსა მატკენდეს, მტრისაგან რა მეტკინება!

 

რა ერთიც ძმათა და მოყუარეთ ალერსით სარგებელი მეტია, ეგოდენ ავისა და ჩხუბიანის კაცის ალერსის ზიანი გარდამეტია. ბოროტსა კაცთანა ალერსიც მალე გათავდების, და დასაკლისიც ადრე გამოჩნდების. მაშა, რადგან ესრე არს, რომელსაცა კაცსა ჭკუა და ცნობა აქუს, გუმართებს მოყრობა; ერთობა და მეგობრობა მეცნიერსა და ქებულსა და რიგიანთა და მართლის მთქმელთან და მხნეს კაცთანა ვქნათ, და მტყუართა, ორგულთა, ავგულთა და უგუანთა კაცთა ვერიდოთ და გავეკრძალნეთ.

 

წყობილი

 

რადგან არ ძალგიცს კრებულთა პირისპირ დახშვა კარისა,

მარტოსა ჯდომა სჯობია, ერთს კაცთან მონაკარისა,

გულძვირთან ლხინი არ ვარგა, კულის სმა საკარკარისა.

ესე ბრძენთაგან ვისწავლე, ეშმა ნუმც მიეკარისა,

ვინ ავსა კაცთაგან მეგობრობს, ნიადაგ ჯოხთ საკარისა,

ბოლოდ მახეთა დაებმის, ნადირთა ჩასაკარისა.

 

რომელიცა უგუანსა კაცსა გაეწყობა და უმეცარსა მოყუსად შეექნება, მას ეგრე მოუვა, როგორათაც მას მებაღეს მოუვიდაო.

დამანამ ჰკითხა, როგორ ყოფიალაო?

 

ქილილამ თქუა არაკი

(მებაღე და დათვი)

 

უთქუამთ ერთი მებაღე იყო, მისა ცხოვრებათა სინა ნერგუასა და თესვასა ზედა შურებოდა. თუისსა საწადელსა სიცოცხლესა მას ბაღჩა-ბაღთა  შინა აღამებდა. ესეთსა წალკოტი ჰქონდა, მისი კორდი სამოთხეს გუანდა, ხე-ხეობათა გამართვით გაწყობილობასა ნაღვლისა მტვერი ერმის ბაღისათვის თუალთა ჩაებნია; მისის სიტურფის სახისა შურის დაღი აფროდიტის ბოსტნისა გულთა დაესვა; სხადასხუა ფერსა ხილნარსა ფარშამანგანსავით მაზედ ელვიდა; მისი იატაკი კეკლა და ტანითა და პირითა განშვენებული; აერი მისი მანათობელი, და მისი ნიავი ათრისა დუქანისებრ ამბართა გამსყიდველი, კეთილსუნნელებითა მაბედნიერებელი; ხენი ხილმსხმონი, ბერსავით წელმოხრილნი მისნი ხილნი სიტკბოთა ქაჯთაგან უმხურვალესისა სიცხითა დამწიფებული ფერად-ფერადი ხილნი, საზაფხულო და საშემოდგომო, მეტად წყლიანი და გემრიელი; მისი ვაშლი უჭიროდ მომატყუებელის სპეტაკის ვერცხლის ბურთი გულისა გამაველურებელი, შუენიერი და ფეროვანი, მოსვენებისა მომმატებელი და ქუეყანათა აღმაშენებელი!

 

შაირი

 

ტურფანი სიკეკლუცითა ბროლ-ლალად, ღაწვნი-მივაშლით,

წალკოტსა პირი მიაპყრა მის შუენებისა მივა შლით,

ხეზე ვარსკულავნი მიკვირან, გულსა მივაშებს მივაშლით,

დღისით ლამპრობის მნახველნი თვალთა ჩენასა მივაშლით,

ქება ვითა ვთქუა, არ ძალმიც, თუცა ვამკობდე რა სხალის,

მებაღე მაზე იხარებს,შეწვრთის, აღზარდის რა სხალის,

შაქრულად დაკიდებული, მნახველთა მისცემს რას ხალის,

წალკოტთა მაშვენებელი ვით კეკლუცთ პირი რას ხალის.

 

კომშსა მოღვაწის მსგავსად მატყლისა სამოსლითა, ღამიან ამდგარსა, პირგაყუითლებულსა, თავი ფურცლისა სარკმლითა გამოეყო, პირისა მტუერთაგან შეწუხებულის ტრფიალის გულისათუუის მთუარული ნიში დაესვა.

 

შაირი

 

ფერმიხდით ხილთა უმჯობე უდგანან კომში უბია,

მას მზე აყვითლებს ყვითელი, გლახ გული ტრფიალს უბია,

მას საყუარლისაგან ყვითელსა კალთა სავსე აქუს უბია,

ცრემლშემშრობილსა წინა უდგს ცრემლითა სავსე გუბია.

 

ნარინჯი მონახჭული ბურთი ხავსის ფერს ფოთელთა თანა, ვითა მზე მაღალთა ცათა ბრწყინევდა;

თურინჯი ოქროსა წყლითა მოფერილი, მოწყენილისა გულისა გამახარებელი სუნითა და გემოთა გუამთა სულსა გაუახლდება, წალკოტთა შინა კრთომით ელვარებდა.

 

რვული

 

პირაშკმული იცინოდა საყუარლულად ბროწეული,

ქარვა შიგან ჩაწყობილი, იაგუნდი ძოწეული.

ქანდაქარად შეწყობილი, არ აშლილი ,მროწეული,

წითელ-მწუანედ აშვენებდა ბაღსა კოწლებ-კოწეული.

ქებად თუცა მოვიცალე ატამი ჰყავს მოწვეული,

წითელ-ყვითელ, თეთრი მწვანე ნოტიობა მოწეული,

დაიგემო ცუარნაწვეთი, ბაგეს ბაგე მოწეული,

საკრეფელად რტო ხელთა აქუს, აჰა მისად მოწეული.

 

ცალგნით ლეღვი რომელი მაღლისა ხელსა მისი სახე და სიკეთე სამოთხის ლეღვისათუის მიემსგავსებინა, რომელს ასაქრის ტკბილი პუნგია ხაშხაშის თესლიტა შეემზადა;

ერთკერძო მოელვარე ყურძენი, რომელი სიბრძნისა კალამსა მისი პირთა დაეხატა, ცუაროანს ყუავილივით, ფურცელთ საშუალ ჩნდა;

კორდთა ზედა მიწყობით ეყარა ზარნიშანი ნესვნი, ბურთბურთად მწვანედ ღებული, ვითა მტუარე ჭიქის მსგავს სინათლესი გამოჩენით გორვიდა.

 

შაირი

 

მდელოთა ნესვი ნატესი მუნ მრავალფერად შვენოდა,

ედემის ხილთა ცილებით სადაროდ გამოსჩენოდა,

მწვანე შრე და შრე ყვითელზე საოცრად გაიჩემოდა,

ამბართა სუნთა ყნოსანი მილმობით წარმოსჩენოდა.

 

მას მებაღესა ყოველთა ხეთა ესოდენი ნამყენი მოემყნა, რომე შვილისატუის ზრუნვით სამუნშაკო აღარა დაეტევებინა რა. მისსა ჟამთ სიგრძეთა მას წალკოტსა შინა მარტოობით იყოფებოდა და სიმარტოვისა შიში აჭირვებდა, უამხანაგობისაგან მოწყენა შესლოდა და იტყოდა.

 

ჩახრუხაული

 

ვარდი იანი ყუავის მზიანი მასტან უმწეოდ რამცა ვიხარო?

ჩემნი ბაგენი შაქრად ვაგენი მზე თუ არ მივის ვისზედ ვიხარო.

 

ამისტუის გულნაღვლიანი ველთა საარებლად გამოვიდა. ერთსა კლდისა ძირთა მივიდა რომელი სულმოკლისა კაცისა გულისა სივიწროესა გვანდა. მის გარემო სვლა არად სასარგებლო იყო. და გონებისა გართვითა მუნ იარებოდა. თურე ერთი საზარელი ბილწი უშვერი დათვიცა, სიმარტოისა გაძლებადატევებული მის მაღლის კლდისაგან ჩამოვიდა. რა ერთმანეთი ნახეს ორთავე ერთმანეთის სიყუარულისა ცეცხლი აღეგზნათ და მათი გული გასაწუობელად შეერთდათ.

 

რვული

 

ციერთა ან მიწიერთა თვითოგუარობა სტანობენ,

ვით ქარუა ბზესა მიიკრავს, მის სატრფოს თანა გუამობენ,

ეთერი ცეცხლსა მიზიდავს და თანა მიითანობენ,

ნათლისაგანნი ნათელსა ბნელნი ბნელეთში ბანობენ,

წმიდასა უყუარს სიწმიდე, ავი ავთანა განობენ,

თხლე თხლესა შესვამს, ცუდი-ცუდს, სიცუდით შეიგუანობენ,

ბრძენი ჭკუიანსა შეიტკბობს, ან ესე სჯობსო ანობენ.

მეღვინე მეღვინესაგან მიბრუჟვით მოცინარობენ.

 

დათუმა რა მისი გლეხობა შეიტყო, მისსა ალერსსა და გაერთებასა უმატა,მათში მოყრობა აღმატებით გამრავლდ და სიყუარულის ნერგი ერთმანეთში აღუორძნდათ.

 

(ტაეპი)

 

ბაღში იშვებდენ ხანებსა, ერთი მეორის ხანებსა.

 

როდესაც მებაღე დამაშვრალი ძრდილსა ქუეშე თავსა განსუენებისა სასთუმალთა დასდებდა, დათვი ხელმოჭდომმილი სასამსახუროდ თავით მოუჯდებოდის ხან ბუზთა უმწერობდა. თქუის:

 

(ტაეპი)

 

თავით ამისთვის უზია, ტუჩთ არ დააჯდეს ბუზია

 

ერთსა დღესა ამავე წესითა მებაღეს ეძინა, და პირთა მრავალნი ბუზნი ეხვეოდეს. დათვი ბუზთა მომწერებასა ცდილობდა, და რომელსაც მხარსა მოუმწერის, მეორეს მხარსა დაასხდიან, და ვერა იღონა რა. შეწუხებულმა ბუზთა ზედა მრისხანემა დიდი ლოდი აიღო, ეგონა ამით ბუზთა ყოველთავე მოვსრაო. ბუზთა ნატყორცნი დასცა საწყალს მებაღესა და ტვინი მიწათა გარივა. ამისთუის უთქუამთ: მცოდინარი მტერი უციდანარს მოყუარეს გიჯობსო.

 

ლექსი

 

რაზომცა ბრძენი მოავე გავნებდეს მტრისა წესითა ,

უცებს მოყუარეს იგივ სჯობს უკეთეს უარესითა.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთუის მოვიყუანე შენსა მოყრობასა ესეთი მოქმედება აქუს, რომე თავსა ჭირსა და ტანსა ისრის წყლულებსა გაუმრავლებსო.

 

ლექსი

 

ქუაბსა ჰგავს უცბთა ალერსი კაცისა უგუნურისა,

შიგა რომ არა იდვას,რა გარ სისქე ეკრას მურისა.

 

დამანამ უთხრა:

მე მაგგუარი უგუანი არა ვარ, მოყურის სარგებელი და მტრის ზიანივერ გავარჩიო, მისი სიკეთე და სხვისა სიბოროტეთა გაგება არ ძალ-მედვასო.

ქილილამ უთხრა:

- მე კეთილად გიცნობ: შენ არათუ სიბრიყვითა ვირსა გავხარ, მაგრამ ეშმაკობისა შურსა გორვასა შინა ესეთსა მტუერსა აღაფქვრევ, თუალთა მხედველობასა დააბნელებ. გულმოუდრეკელისა სიბოროტითა წამსა ზედა მოყურისა სათნოსა დააგდებ, და თასრიგსა მისსა საწყინარსა უმართებულოდ შემზადებ, რაგვარადცა ლომსა და შუთურბაზედ ესოდენი საქმე ჰყავ. და კიდევე შენის კალთისა შეუსვრელობასა იტყვი და თავსა მართლობ! შენ მოყრობასა შინა თურე მის დიდვაჭრისა არაკი არ გასმია, რომ უთხრა-თაგუმა ასი ლიტრა ტყია შეჭამეო, რა საკვირველია თაგვის მჭირავმა ერთი ყმაწუილი მოიტაცოსო?

დამანამ ჰკითხა ეგე არაკი როგორ ყოფილაო?

 

ქილილამ  თქუა არაკი

(თაგვის შეჭმული რკინა)

 

უთქუამთ ერთმა ვაჭარმა ცოტა სამთავნოთი მგზავრად წამავალმა საბოლოოს საქმის საგონებლად ასი ლიტრა რკინა ერთისა მეცნიერისა სახლთა ანაბარად მიაბარა: ვინ იცის,

გამიჭირდეს, ამით რამ კიდევ ვათავნო და სიცოცხლისათვის საზრდო რამე მოვიგოო, და თუუით გზად გაემართა. ივაჭრა აგრევე  შემოიქცა და მუნვე მოვიდა. მას კაცსა რკინა იგი გაეყიდა და ფასი წარეგო. რა პატრონმა რკინა სთხოვა, რომელსც ებარა, მან შინ შეიწვია,ადგილი აჩუენა. აჰა, პატრონოჩემო, აქა უშიშართა ადგილთა დავმარხე, და არა ვიცოდი მას ადგილს, თურე თაგვისა სორო იყო, ვერა შევიგენ რა, და მას შეეჭამაო.

მან დიდვაჭარმან უთხრა:

- ჰე, ეგრე არს: თაგვი რკინისა მოყყუარულია, და მისი კბილნი მისს სილბოსა და სიმსუქნეს საჭმლად დია გაეწყობოდაო. უთხრა:

 

ლექსი

თაგვთა საზრდო რკინა არის, განაღამცა იყოს ბასრი,

ფალუტაკსაც ურჩევნიაწინა ედგას თხილთა კასრი.

 

რა ესეთი სიტყუა მოისმინა, მას კაცსა დიდად იამა და ეგრე თქუა გულთა თვისთა:

- ესე ვაჭარი უგუნური ვინმე ყოფილა, რადგან ესეთითა სიტყვითა მოტყუვდაო, და მის რკინისაგან ხელი აიღოო. აწე ესე მიჯობს, ვაწვიო იგი და შევიტკბო. რა ჟამმა წარვლოს კიდევ ვირგო რამეო. მოუწოდა ვაჭარსა მას და უთხრა:

 

ლექსი

 

გენუკვი სტუმრად წვევასა, ჩემს სახლთა მობძანებასა,

წყალობის ფერხის დადგმასა, ჩემის გულისა ნებასა.

 

ვაჭარმა უთხრა:

- დღესა არა მცალს, პაემანი სხუაგან მაქვს. და ხვალე გიახლებიო. მისის სახლით გამოვლო, და ერთი მისი ყრმა შვილი გაიტყუა და თვისსა სახლთა შინა დამალა. მეორეს დრესა მასპინძელსა კართა მოადგა. კაცი იგი მეტად მოწყენით დახვდა, ბოდიშის ენა ააუბნა და უთხრა:

- პატიოსანო სტუმარო შემინდევ, გუშინ შვილი დავკარგე, ქალაქსა სინა სამ-ოთხჯერ ქადაგი ვიყივლე და სოფლებთა და ვერარა ვსცან მისიო.თქუა:

 

ლექსი

 

ვითა იაკობ მწუხარე მტირალი თუალცრემლიანი,

ვიზახი, სად დამეკარგა ჩემი იოსებ მზიანი?

 

ვაჭარმა უთხრა:

- გუშინ რა შენის სახლით გამოველ ერთი ყრმა ძერას აეტაცა და ჰაერთა სინა ფრინვიდა, ნუთუ იგი იყოს ძე შენიო?

მან კაცმან იწყინა და ჰქუა:

- ესეთსა ჭკუათაგან შორსა სიტყუასა რად იტყვი, და სიცრუედ პირთა აარებ. ძერაი თვით ნახევარ ლიტრა არა არს, და თორმეტი ლიტრა ყრმა ვითარ აიტაცაო?

ვაჭარსა გაეცინა და უთხრა:

- თუცა ერთსა ქალაქსა შინა ერთმან თაგუმა ასი ლიტრა რკინა შეჭამა, თაგვისა მჭამელი ათორმეტსა ლიტრასა ყრმასა ვითა ვერ აიტაცებდაო?

მან მასპინძელმა სცნა რაიცა იყო, და უთხრა:

- ნუ ზრუნავ თაგუსა შენი რკინა არა შეუჭამიაო.

მან ვაჭარმაცა უთხრა:

- ნურცა შენი გული შეჭირვებულა, არცა შენი ძე ძერასა წარუტაციაო! ჩემი რკინა მომე, და შენი ყრმა წაიყუანეო.

 

* * * * * * *

 

ესე არაკი ამისთვის მოვიუბნე ერთმა კაცმან რომე თვისსა ხელმწიფეზედ ესეთი რამე ქნას, სხვისათვის რაღასა იმოქმედებს? ეადგან შენსა პატრონსა ჰკადრე, სხათა შენისა პიპრობისა იმედი ვისღა ექნება? მე ესე დაჯერებით ვიცი, შენის ავნაქმრის სიბნელე შიშით აღივსება, და შენის ხერხის საცთურის სიფრთხილე გმართებსო.

 

ლექსი

 

ბედის რტოსა დაემყნობა ვინც გაგრიდებს, გაგეყოფა.

სვეს აღადგენს ვინც ვერ გნახავს მტერთა პირი დაეყოფა.

 

ვირე ქილილა და დამანას საუბარი ამაზედ მოკრბებოდა, ლომსა ხარისა საქმე გარდაეწყვიტა: მიწათა და სისხლთა შიგა გაესვარა. და რა ლომმა რისხვისა ჭანგი შუთურბას სიკუდილითა დაამშვიდა და ტევრთა და ტყეთა ადგილები მისის სიმხნისაგან დავალა, რისხვის ალი დაუშრტა და საგონებელთა ჩავარდა, და გულთა შინა იტყოდა: ვაი საწყალობელო შუთურბავ, რომე ეგეთი ჭკუიანი, და გონიერი და მხნე კაცი შემომაკუდი! კეთილად ვყავ, თუ ბოროტად არა ვიცი. ესეთი საქმე რაიც მე მომიხდა, პირობისა და დანდობისა სდა სიმართლის დაგდებითა და დაუნდობელობისა წესითა მოვა. მე თავი ჩემი საგლოელსა შევაწყვდივე, ჩემსა საყუარელსა მეგობარსა ჩემითა ხელიტა სასიკუდილო სასმელი შევასვი. თქუა:

 

ლექსი

 

ბოლოდ მოყუასი ვინ უზამს მოყვასსა ბრძენსა ცნობილსა,

არცა უშჯულო იკადრებს, უმუხთლოს მისსა ძმობიულსა.

 

ლომმა სინანულის თავი დახარა და თვისისა თავისა საგმობრად ენა ააუბნა, თუისსა გულფიცხელობასა ჰყუედრიდა. ხარისა საგონებელი ამა შაირსა ყურთა შინა უკითხევდა:

 

ვინ მოყუარესა უბრალოდ მოპჰკლავს მოკვლითა ჩქარითა,

მეტადრე ჩემებრ მარგესა რგებითა შინათ გარითა,

ვითამ მოყუარე არ ვიყავ, მტერი გეგონე გუარითა.

მტერსაც არ მოჰკულენ უწყალოდ ესრე ტანჯვითა მწარითა

 

ლომისა სიცილი შუთურბას ნაღვლითა სამუდამოდ სატირლად შეცვალა. მისი გაფურჩვნილი სიხარული ამა ზრუნვისა სიმხურვალითა დაუჭნა, თქუა:

 

ლექსი

 

შენი გაყრა გულსა ჩემსა ნაღვლის ქაცვად გამეცემის.

აწ გავსინჯო ამ ეკლისგან თუ რა ვარდი მამეცემის.

 

რა დამანამ მიღმით ლომისა პირთა მოწყენის ნიშანი შეატყო და ნაღვლისაგან დალურჯებული ღაწვი გაიცადა, ქილილას ლაპარაკი დაიდიმა და წინარე წადგა და მოახსენა:

 

შაირი

 

მეფეო სვესვიანოპბით ტახტიმცა თქუენი დიდობენ,

ყოვლი ხელმწიფე შენისა ზარის შიშითა რიდობენ,

შენ შემოგვფრფინვენ იგიცა, ვინცა სორს კიდისკიდობენ,

შენთა მტერთა და ორგულთა დღენი შენგანვე ბინდობენ.

 

ურვისა საგონებელთა რად შეუპყრიხართ, ამა ჟამთა უფროსად სასიხარულო დროი რაღა იქნება? ამა დღისა უბედნიერესი ოდესღა გათენდება: ხელმწიფე გამარჯვებბული სამხიარულოთა წესითა ბრძანდება და მტერი სისხლიტა და მიწათა გორავს! მოახსენა:

 

ჩახრუხაული

 

სასოს დილამან ხრმალამოწვდილმან გამარჯვებანი წინა დაგისხნა,

დღენი მტერთანი, ურჩთა ერთანი, სიკუდილის რამიოს ბნელთა შეგისხნა.

 

ლომმა უბრძანა:

ოდესცა შუთურბას გაკრძალული სამსახური, მეცნიერობის ნიში და ალერსის სიტკბო მომაგონდების, სამძიმარის კუამლი მომბოლავსო, ამისთვის რომე იგი ჩემთა სპათა ზურგი და მფარველი იყო, ჩემთა ყმათა და ჭაბუკთა ყოველთავე ძლიერებისა შემძინებელიო! თქუა:

 

ჩახრუხაული

 

წარვიდა იგი მშვიდობის რიგი ვინცა ხმელეთსა დააწყნარებდა,

მომშორდა ადრე ჩემ სახლთ საკადრე, ვინ თემთა წესთა მომიარებდა.

 

დამანამ მოახსენა.

- არა გმართებსთ მის უზენაროსათვის ეგევითარისა სიტყვისა ბრძანება. ესეთი გამარჯვება რადგან მოგნიჭებია, დიდი მადლობა გიხმს ღთსად შეწირვად. რადგან შენთვის ძლევა მოუცემია, სიხარულისა გულისა კარი უნდა გააღოთ. მოახსენა:;

 

ლექსი

 

გამარჯვებისა დილამა სასოდ იმედი გვინამა,

ბოროტმა მოსაწყინამან გაგვრიდა გარდამდინამა.

 

ესე კურთხევის წერილი რომლესა ზედა ბედსვიანობა გაუწყვია, ესე ხელმწიფური ძლევა სახელგანთქმულობისა წიგნთა ბედნიერობით წერწერილი, მით გაიმართვის, და ჟამთა და დროთაგან ქარტათა ზედა ამაღლდების, და ზეშთა დიდობისა რიგთა შინა აღირიცხვის. მოახსენა:

 

შაირი

 

ესე დრე არის ჩუენისა სიკეთის მახარობელი,

გამარჯვებისა საქმითა ქნართა ასრიგად მძნობელი,

ესე დღე გულთა სალხენი განსაცხრომელთა მხმობელი,

ესე დღე დღეგრძელობისა, მტერთა ნიადაგ მფლობელი.

 

ხელმწიფემა რა ერთსა კაცსა მრავალი დიდება მმიანიჭოს, და ეგრეთვე შფოთევდეს, და არა ოდეს დამშვიდდეს, საშიშია. და ქუეყნისა მტრისა საფლავის საპყრობილეში შეგდება ჭკუიანთაგან საქნელია. თითი რომ ხელთა სამკაულია და გუამთა ასონი თუცა გუელმან მას ზედა უცა, ტანისა სიმრთელისათუის მასცა მოსჭრიან, და თვითმოკუეთილიცა მოილხენს და მორჩენად ჩაიგდებს. მოახსენა:

 

ლექსი

 

მიბრძანე იგი რა იყო, ანუ რა გარგო მონებით,

რადღა იგონებ ურვითა, ზრუნვას რად შეეწონებით?

 

ლომმა მცირედ ამა საუბრით უკუიყარა, მაგრამე ჟამმა და დრომა ხარისა ნაცვალი მასცა აზღუევინა და ბოლოდ დამანას სიცრუე მისავე თავსა აუხდა, და მისის სიტყუის თესლი სიმტყუვნის ქერქისაგან გამოსძურა, და ხარის სანაცვლოდ იგიცა მოკლეს. და ხერხისა და საცთურის და მატყუვრობის არსასრული უბედური და ურგებია, და ბოროტი განზრახვა-უსვიანო და მოსაოხრებელი.

 

შაირი

 

ავისმოქმედის ბოლოსა ჭკვიანნი ავსა ველიტა,

ფუტკარი სხვისა მცემელი თავსა მოიკლავს ხელითა,

ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა,

ანწლი არ მოგცემს ყურძენსა ეს არაკი მაქვს ძუელითა.

 

კარი მეორე

 

ავისმოქმედისა ნაცულის მიგებისა და მათის საქმის ბოლო და ბოროტის მიხდომა

 

რაიმ ბრძანა:

- ეგე ყოველივე მოვისმინე რაიცა მშვიდისა და ბრძნისა ანუ ავენისა არაკები ბრძანე. რომელმანცა მზაკუარებისა სიმუხთლითა და ორგულობისა მოქმედებითა თუალთა ხელი დააფარა, და თვისი ხელმწიფე მოწყალებისა გზიდამა შეაცთუნა, და მიუნდობელისა და პირგაუთავებელისა სახელი უწოდა, და მოტყუებითა ლომი ესეთსა საქმესა ზედა დააყენა, რომე ბედნიერობისა და სიმაღლის ფერხი შემუსვრად მოინება. აწე ესე მწადიან მეცნიერისა ბრძნისაგან, უმჯობესი თვითვე უწყის, და ამისი დასასრულიცა გამოაჩინოს და გამოთქუას.-ამა ამბვისა შემდგომად ლომი რა გონებას მოეგო, და დამანაზე გუნება გაერყუნა, მისი მართებული რაუყო, ანუ მისის შემცოდეობისა წიგნი ვითარ წაუკითხა, ანუ დამანამ რომლისა საქმითა და რიგითა თავი რაგვარად იმართლა, ანუ თვისისა მოჩივრისათვის რა ხერხი და მოგონება შეხვანჯა და მისისა მოქმედებისა აღსასრული სადანამდის მიიწია. ბრძენმა ბრძანა.

 

ლექსი

 

მეფეო შჯულის მფარველო, ხმელეთთა მტკიცე ზღუდეო,

ზეშთა მპყრობლისა ნათელსა აფრენით დაიბუდეო.

 

მიღმა გასინჯვისა და სწორისა და მართლის მოგონების თავი ეს არის: ხელმწიფენი და დიდებულნი ერთისა სიტყვისა სმენითა ადრე ადგილისაგან არა ხამს შეიძრენ, ვირემდის ნათლად და გამოცხადებითა და ჭკუისა საქმითა ჭეშმარიტი არა შეიგნებს და მერმეღა ქნა ბრძანებულა. უთხრა:

 

ლექსი

 

მეშურნე და ორენასა სიტყუა ვინცა მოუსმინებს,

ბოლოდ მოსდევს სინანული ზენა სულსა შეასმინებს!

 

ოდესაც შურისა მაძიებელისა საუბრსა მოისმენე და დაიჯერებენ, საძაგელი და საგმობარი საქმე იშვების, და ბოლოდ მისი ნაცვლისგება ესრე რიგად ყურნნი მოგონებათაგან გაეკრძალნენ, და მის რისხვის რიდითა ეკლიანი სამუშაკო აღარა სთესონ. უთხრა:

 

შაირი

 

ეკალთა ძირი აღმოფხუარ, სთესე იფქლისა ყანანი,

ხე-ხილის მსხმელი კეთილი დარგევ, შეუდგიო მანანი.

დაშრეტავე სჯობს ბაზმისა თუცა დაგიწვას ვანანი,

თემსა ვახარო, რა მგამა, თუცა ერთს ავსა ვანანი.

 

(ლომისა და ხარის ამბავის დასასრული)

 

რა ლომმა გამოჩხრიკა დამანას არაკების მზაკუარებას მიხუდა, და გულისხმა ჰყო მისი მაცთურობა-ჩხუბი, და იგი რა ერთის რიგისა რისხვითა დასაჯა სხუათ მისს მსგზავთა კაცთა, ამ საქმით თუალნი გაუნათლდათ და ენისა შეკრძალვა იპოეს. ესე არაკი ესრეთ ყოფილა: რა ლომმან ხარისა საქმეთაგან მოიცალა, მის აჩქარების საქმის ქნისათვის შენანებია თითთა მოწყენისა კბილითა იკბინა, და ნდომისა თავი გამოძიებისა მუხლთა დადვა.

 

ლექსი

 

შურისგებისა ნაღვლითა ცივთა სულთქმათა ახევდა,

იტყოდა რა ვქენ ვინა ქნა ამ სოფლად ან ვინ ნახევდა?

 

დღე-ყოველ ნაღვლობდა ესრე: რასათვის ავჩქარდიო! წამ და წუთ ამას იგონებდა, რასათვის სიწყნერით გასინჯვით და მოცდით საქმისა ამის პირი არ გამოვიკულიეო? თქუა:

 

შეწყობილი

 

გულს ლაგამი რად წავყარე ჭკუა მივეც ხელით ქართა,

ეს სიშმაგე არ უქნია არას ბრძენსა, ცნობა წყნართა.

აწე ვსცან და კუალადა ვსცნობ, მაგრამ რას ვეჭვ მოსახმართა?

ქმნამდისა ხამს გაფრთხილება რა ეწამლოს მათ ნაქმართა,

უხმარია შეჭირვება არ იკმარებ რა საკმართა.

 

ლომმა ხანი რამე ზრუნვითა და ნაღვლითა გაატარა, მისისა გულისა შეწყენითა მხეცთა ლხინი გაეშორა და გლეხობათა შეიწრება, მჭიდროობა განმრავლდა.ველურის ნადირთათვის საქმენი ესე უნდომელი და ცნობის მიღების მიზეზნი შეიქნენ.

 

ლექსი

ყაყაჩო გულსა მიდაგავს ჩემის კუნესისა კუამლითა,

ვისცა შევხედავ მცნობელსა, ვერას მილხენენ წამლითა.

 

მრავალგზის შუთურბას ნამსახურსა და ნაკეთვარსა მოიხსენებდენ, ნაღვლის მორევითა გული შეუიწრდებოდათ, გულკოდილობა აჩნდებოდათ. ლომი ამისი მოცადინე იყო, მისი ამბავი ვისმე ეუბნა, ანუ მისი ხსენება ჩამოეგდოთ. თქუა:

 

ლექსი

 

ერთს წამსა გონებიდამა ვერ გარდაგიგდებ შენაო,

შენს სახელს ან მე წავიტყვი ან სხუამ თქმით ამაშენაო.

 

თითოეულად მხეცთა მოაწვევდის და მისსა ამბავთა ათქმევინებდის. ერთსა ღამესა ვეფხვსა ესეგვარსა სიტყუათა ეტყოდა, და თირკმელთა წვასა და გულის ტკივილსა შესჩიოდა.

 

ვეფხვმა მოახსენა:

- ჰე, ხელმწიფეო! უზომო საგონებელი ერთისა საქმისათვის რომე რჩევისა ხელი მისა ნაცულისგებისა და ჯავრის ამოყრისაგან მოკლე შეიქნას, სიშმაგესა და ხელურობას მოაწევს. ერთისა საქმისა მოვლა რა აღარ გაეწყობოდეს და განგებისა ბაკთა გარე იყოს, მისთვის ნაღლვა ჭკუისა და ცნობისაგან კიდეგანია. ბრძენთ უთქუამთ.

 

ლექსი

 

ნუთუ კუალადღა მიეცეს ხელთა ნასროლი ისაროს,

მაგრამე მისი აგრევე ხელში მოცემა ის აროს.

 

რომელიცა ესეთსა საძებარსა მოიძიებს, რომე მისი ხელთგდება ძნელი იყოს, მრავალჯერ ქნილა, საწადლის პოვნის ნაცვლად, რაცა ხელთ აქუნდეს, იგიცა წარაგოს, რაგუარადაც მელმა ქათმის ნდომით ტყავის ნაკუეთი რომელი სულის მოსაბრუნებლად ჰქონდა, იგიცა ზედ დადვაო. ლომმა უბძანა: როგორ ყოფილაო?

 

ვეფხვმა თქუა არაკი

მშიერი მელი და ტყავის ნაჭერი

 

იტყვიან, ერთი მელი ხემსისა ნდომითა სოროდამ გამოვიდა და აქა-იქ ცანცარებდა. დიდად მომყმარი მინდვრისა სიფართისა გზასა მშიერი ფერხითა ზომდა. ანაზდად, მისის უღონოების შემწედ სასათა სუნი რამე ეცა. მიედევნა მას სუნისა სიმყრალესა ნახა ახალი ტყავთა ნაგლეჯი ეგდო, რომელი მხეცსა ხორცი მისი ეჭამა და ტყავი დარჩომილიყო, რა მელმა იგი ნახა, თუალი გაუნათლდა და ღონე რამე ტანთა მოეცა, თქუა:

 

ლექსი

 

მკუდრად მიწურვილსა მიოხა მცირე მობერვის შუნმანო,

გუამით გასულმა აგრევე გუამი იპოვა სულმანო.

მელმა რა ტყავი საკუთრად იხელთა, პირი სოროსა მიაპყრა.

 

(ტაეპი)

 

რა საწადელსა ეწიოს,ხალვა სჯობს თავის წინობა.

 

გზად მიმავალი ერთსა სოფელსა ახლორე შეხვდა, ნახა ველად მსუქანი ქათამნი კენკად გამოსულნი და ზირაქად სახელდებული ყრმა ვიმნე მცველად მოფარებით წელშერტყმული. მელსა ქათმის ხორცის  ნდომა აეშალა, მათის ტვინთ გემოს ხსოვნის გულისთქმის სიხარულითა ტყავის ნაკუეთი მუნ დაურჩა, და ქათმისაკენ მიმავალსა ერთი ტურა წინ დახვდა, და უთხრა:

- ძმაო მეტად აჩქარებულის გონებით გხედავ, და რაი მოგსვლია, ანუ რა საქმეაო?

მელმა უთხრა:

- სასურველო მოყუასო, მას ქათამთა ხედავა, რომელი თითო საქმისა ყოველი ენა ამა იგავთა თქმისა გამორჩევითა და შეტევებითა თავით ბოლომდე ამოიკითხვისო? უთხრა:

 

ლექსი

 

იგია თავით ტანამდე ყოელთა გუამთა სულია,

სული ეგეთი ბრწყინვალე არ იშოება სრულია.

 

მე დიდი ხანია შიმშილის ჭირთა დავები, და საზრდელისა საუნჯისა მოლარემა ესე ტყავისა ნაკუეთი საზრდოდ მომცა. აწ ჩემთა შავათა ნდომასა ესე ეგონება, რომე ქათამთა ამთგანი ერთიც არის ვიხელთო, და ჩემისა ხორცისა გული მისის ნდომისა სიტკბოთა რომელი სულთაებრ ტკბილ არს მით გავაძღოო. თქუა:

 

ლექსი

 

ჩემს მწარეს ლხინში მოყვარემ საქრით დამიტკბოს ბაგენი,

სასმელი მასვას სალხენი არ გულთა დასადაგენი!

 

ტურამ უთხრა:

 

მე დიდი ხანია ვსცდილობ და ამა ქათამა შეპყრობად ვიჭირვი და მათის მონადირებისათვის ვშვრები, და იგი ყრმა ზირაქა ესეთისა მოვლითა სცავს, ვერას ღონისძიებითა მის ყრმისა შიშითა ვერცა ერთი ჩემისა მოგონებისა მახეთა ვერ გამიბამს. ბრძენიცა მხატვარნი მისისა მოვლისა და სიფრთხილისა მათისა მოუტაცებლობისათვის ხერხისა მაგალითს ეტრატთა ზედაცა ვერ გამოხატუენ. მე ამის გონებითა ჟამი მაკლდების და დღეს ღამედ შევსცვლი ხოლმე, და ღამეს დღედ ვაქცე, და არ იქნა! შენ რადგან ტყავისა ნაკუეთი გიპოვნია, იგი საშოვრად იკმაე და ამისა ნდომისაგან უიმედო შეიქნენ. უთხრა:

 

ლექსი

 

გული ცოტას დააჯერე რაცა მოგცეს ღთან მდღევრად,

სულის თუალი დაიფახვე სიხარბისა გზათა მდევრად.

 

მელმა უთხრა:

- ძმაო საწადელსა თუცა გულისა ნება ასწვდების, უღონობისა საქმითა ძუნწობისა შეწყნარება და უცდელობისა მცონარება დიდი აუგია. თუცა კორდოვანთა ჩრდილთა ვარდსა თანა ლხინი ძალუც, ფერხი ბილწთა ადგილთა და ეკლოვანთა რომე ატაროს, სირცხვილად დასადებია. თქუა:

 

ლექსი

 

თუცა მომხვდა საქებელთა ფერხის დადგმა ზედა სნატთა

რად დავსჯერდე დასაწოლად გაცვეთილთა ჩიჩობ-ნატთა?

 

მე სახელისა სიმაღლე ერთსა უგემურისა ტყავისა ნაგლეჯისა ჭამასა არ მაჯერებს, რომე გული პოხიერისა ხორცისა გემოსა მოვაშოროო.

 

ტურამ უთხრა:

 

ჰე შე უგბილო, ანგარო და შეურაცხო! ავმუცლობისათვის მაღალი სახელოვნობა გიწოდებია, შენისა საძაგელისა სამშვინველისათვის დიდი ტბა სახელ-გიდებია! შენ ამა ამბისაგან უმეცარი ხარ, რომე უქონელობისა უდიდესობა არა არის რა, და ცოტას დაჯერება მოსვენებაა გეურჯელი უთხრა:

 

შაირი

 

საწუთროს ვაჭრად მავალმა დავსჩხრიკე საბაზრონია,

ამ სოფლის მდიდართ საუნჯე მათი რაც სასიზმრონია,

მწართ მოსავალი ვიხილე უმეტეს სააზრონია,

ვინატრე მათი მომეცეს მოთმინებისა ზრონია.

 

ამის უკეთესი არარა შეგვხვდების რა. რაიცა ბედი ზეგარდამო შენთვის წილხდომილი იყოს, მას დასჯერდი და მეტისა ნდომასა გაეშორე. ესრე დაუდებიათ, ავი სარგებელი მოსდევსო, როსცა სლვის დრო არ იყოსო. მდღევარი გაწილულია, მის დროსათვის დადებული. უთხრა:

 

ლექსი

 

მდღევარი გაუჩრნიათ დრო დაუცთ მისის ჟამისად,

მის უმეტესი მის უწინ არ მიეცემის წამისად.

 

მე ვშიშობ ამა მეტისა ნდომითა რომე ადრე მოგიწადინებია, იგი ტყავისა ნაგლეჯიცა ხელით არ წაგერთვას და ფერხთაგან სრულობით არ დავარდეო. შენი საქმე მას დია მიჰგავს, მის ვირის სახესა რომე კუდის ნდომითა ორივე ყურიც მოიკუეთაო. მელმა ჰკითხა როგორ ყოფილაო?

ტურამ უთხრა არაკი შაირად:

 

უკუდო ვირი

 

უკუდო ვირი კუდისა საძებრად იარებოდა,

ყანასა რასმე შევიდა, სადაცა მცუელი დგებოდა,

მეველემ ყურნი დაჰკუეთნა, არათუ კუდი ჰგებოდა,

საზღურისა გარდამავალსა მის მეტი რა ერგებოდა!

 

* * * * * * *

 

მელმა უზომოს ნდომითა და სიხარბით პირი მირიდა და თქუა:

 

ლექსი

 

მე საყუარლისა გონება გულთა მაქუს თუცა მიშლიან,

მისისა მოშორვებისა გზათა ეკალთა მიშლიან.

 

შენ თუალი მადევნე, თუ რაგვარითა ხრიკითა ერთი უმჯობესი ქათამი პირად ვიგდო და მის ნადირობის საკადრისსა მზუარეთა გაუწვე.

ესე სიტყუა დაასრულა ტყავი მუნ დაუტევა და ქათამთა მათკენ წავიდა. ტურამ რა მის გულქვაობასა თვისი სასიყუარულო სწავლება ვერ შეასმინა, ზურგი ადრიკა და თვისა სოროსა მიმართა. ამასობაში აერთა შინა მფრინავმა ყორანმა რა ტყავი ნახა, მკუდარი ნადირი რამ ეგონა, მხიარულმან კლანჭით აიტაცა, ზე აერთა აფრინდა. მელი რა ქათამთა დაახლოვდა, ზირაქა საბუსუნოთა ადგილით გამოიჭრა. ხელთა ჯოხი აქვნდა, შესტყორცა, მელსა ფერხთა ეცა. საწყალმა მელმა სულის შიშითა გული ქათამთ ალერსსა მოაშორვა, სიჩქარითა და ბარბაცითა ტყავის ნაგლეჯსა მიაშურა. რა მივიდა ტყავი მუნ აღარ დაუხვდა, პირი ცისკენ ქნა ტირილით შეჩივლა ენება, რა აიხედა ნახა ყორანსა ხელთ ეჭირა, და მიაქვნდა და იტყოდა ამა ლექსსა:

 

ხვედრი მოგეცა გააგდე, არ შეიწყნარე გონებით,

ამისთვის მრუდად მომღერნი მაშვრალნი დაეღონებით.

 

მელმა ქათმისა უშოვრობისა და ტყავისა დაკარგვისა ნაღვლითა თავი მიწატა ეზომ აწყვიტა, ტვინი თმათა გაერივა.

 

* * * * * * *

 

ამა არაკისა თქმისა მიზეზი ესე არს, რადგან ხელმწიფემ გარიგებულის თემისა ერთი ყურე თვისითა ხელითა დაარღვია, და დანარჩომი რაღაცა არის, მათს შეწევნასა და კარისა დიდების გაგებას აღარას ნაღლობს, და მათთვის საწყალობოსა, მათის გაწყობის რიგთა არასაბრძანებს, ლაშქრის თავთა და დიდებულთა თავი მოსძაგებიათ. მკუდარი შუთურბა აღარ გაცოცხლდება, და სხვანი მოსამსახურენი რომ მკვიდრნი არიან, იგინიცა სამსახურთა შორდებიანო. ლომი საგონებელსა ჩავარდა და მასუკან ბრძანა:

ესე სიტყუა დია სამჯობიარო და საერთგულო რჩევა არისო, მაგრამე მე შუთურბაზედ უსამართლო მომიხდა, და ესოდენი ჩემი შეწყენა მის გამო არისო.

ვეფხვმა მოახსენა:

- მეფე!მისი მაგიერი საქმე მაგამოწყენითა არა იქნების, რიგიანის რჩევითა და ჭკუისა გასინჯვითა მოხდებისო. თქუა:

 

ლექსი

 

თუ ჭიქის ჯამთა ჯინჭველი ჩაიჭრა ფერხთა მგლინარსა,

ცნობით აღმოიყუანე ძალს ნუ უქ შესაწყინარსა.

 

მე ამას ვიკადრებ მხეცთა ხელმწიფე ტირილისა და მწუხარებისაგან დასცხრეს, და საქმისა საფუძუელი გამოწლვილვაზედ დასხნას, და ამისა გამოძიებასა გამოოუდგეს, მისი საქმე თავით ბოლომდე მონახოს, მაშინღა თქუანთა გონებათა გამოოუბრწყინდების. რაიცა ამბავი შუთურბასი თქუენსა ბედნიერსა ყურთა ასმია, თუცა იგი ჭეშმარიტია, თვისი სასჯელი მას მიუღია; და თუცა იგი ჭეშმარიტია, თვისი სასჯელი მას მიუღია: და თუცა ტყუილი შეუკრავთ და უბრალოდ შემოუსმენიათ მისი მაბეზღარი და ესეთის საქმისა შემხვანჯელი ისრისა საგნად სასაგნოთა შინა დასადებიაო. მოახსენა:

 

(ტაეპი)

 

ვინცა ავია მოსჭერ თავია, მისი აღმოფხვრა თემთა ზავია.

 

ლომა უბრძანა:

- მეფეთ სავეზირო მრჩეველი შენ ხარო, მე ესოდენნი ჟამნი შენითა განზრახვითა სრულითა სახელვნობითა მივლია. შენი ბრძნული მოგონება მიღმა საგონებლისა ხერხთა მოლოდების განშორებისა წინაბრძოლად დამიყენებია.რარიგადაც შენი ნათლად ჭკუათა სარჩეველი იყოს, ესე საქმე ეგრე წინარე წაიყუანეო. მე შენისა სწავლებითა აწ ნაღვლის მორევში მყოფი გამოვსულვარ.

ვეფხვმან პაემანი დაუდვა მცირე ხანს ამა სქმისა მიზეზისა ხელმწიფის ბედნიერს თუალთა წინაშე დადება, და წამზედაცა სიმართლისა დაფარულისა განცვიფრებისა ფარდაგსა შინა არ დატევება. მოახსენა:

 

ლექსი

 

ყოველს ამბვსა იჩქითად ნათლად მოგიძღვნი მზიანად,

ბეწვს გამოვიღებ თბისაგან გარჩევითა და გზიანად.

 

ლომმა ამა პაემანთა ზედა გულის წყრომა დაიმშვიდა. და რამემაც წარვლო, და ვეფხვი დაეთხოვა და თვისისა სადგომისაკენ წავიდა. გზად მიმავალი ქილილასა და დამანას სადგომსა შეხვდა. მათ შუა საუბარი შეჰქონდათ და ორნივე მაღლითა ხმითა ისარჩლებოდენ. ვეფხვსა პირველადვე დამანასი სიავკაცისა აზრი ჰქონდა. და მას დროსა, რა მათის სამყოფიდამ შუადღისა ხმა მოესმა, იგი მოაგონდა, და ახლორე მივიდა და კედლიდამე მიუყურნა, და გული და გონება მათსა კამათობათა მიაპყრა. ქილილა ამას ეტყოდა:

- დამანავ დიდი საქმე ჰქენი და ძნელი ტვირთი აიღევ.ხელმწიფეს მუხთლობა წააცდუნე და ორპირობის და დაუნდობლობის სახელი უწოდე: აშლისა და ჩხუბის ცეცხლი მხეცთა შინა არაგზნე; მოსვენებით ნუ სჯდებით წამ და წუთ მისი ცოდვა შენთვის ღაღადებს, და მისით შენ სატანჯველსა და ზრუნვასა შიგა დაებმიო. უთხრა:

 

ლექსი

 

ვინ უსამართლოდ მახვილი ქარქაშით აღმოაქანა,

მისმან მახვილმან მისივე სისხლი დასთხიოს აქანა!

 

ესე ვიცი რა ტევრთა ხელთუფალნი შენთა საქმეთა შეიტყობენ შენდა შემწედ არარავინ გამოდგებიან და შენსა სიკუდილსა და ხეიბრობასა ეცდებიან. მას იქით ჩემი და შენი ერთად სადგურობა და საუბარი აღარ იქნება რადგან უთქუამთ:

 

შაირი

 

მზაკუართანა საალერსოდ ნუ დასჯდები თქმულა გრძელად,

შენ თუცაღა მართალი, იგი შეგსრვის დია ძნელად.

მზე დიდია, მცირე ნისლი მოეფარვის, შეიქს ბნელად.

ცოტა მწირე წყალს აამღვრევს, წყნარა დიან, რაზომ ნელად!

 

აწ მომშორდი და სხვა მეგობარი იძიე, დრეის წაღმა ჩემსა საუბარსა დაესხენ ამას იქით ჩემგან შენი მოყრობა და ალერსი აღარ იქნებაო. დამანამ სასურველად საყუარელო უთხრა:

 

შაირი

 

შავგული შენს გულს გაეყარო, ჩემსა შეეწყოს რა გული?

გალხ შენთანავე ამყოფე ცეცხლით დამწუარი დაგული.

შენი სურვილი მითა მაქვს ღნიოშით სრულ გარდაგული,

ვისრა მოვაბა, სად მაგდებ კარნი რათაღა დაგული.

 

გაყრისა მაგალითსა ნუ წინ მიყოფ შენთა ალერსთაგან ნუ კიდეგან მიქ, შუთურბასა საქმესა ზედასაზედა ნუ იგონებ. საქმე თუცა პირველად არ გაისინჯა, მას უკან გარდასრულის მოგონებისათვის მოწყენა და საქმის მოვლის ცდა რაღა სარგებლად გამოიყენება.სიბოროტისა სენი პირველად გულიდამ ამოიღე, და პირი სიხარულისა და განცხრომისაკენ ქენი, ეადგნა მტერი საიქიოს წავიდა, საწადლის აერი მისის მტუერთაგან გაწმდა, უკუღმართმა მეღვინემა მოსასვენებელი ტასი სამხიარულოს სანაჟურეთა შინა დასწრიტა, საბედნიერო კარი სვესვიანობათა ზედა გაიხვია და სასოებისა კუკური იმედის კორდზედ გაიფურჩნაო. თქუა:

 

ლექსი

 

აწ ღვინის სმა სჯობს ურვასა მტრისასა, მოყუარისასა,

რადგან წადილი მოგვეცა. ეს გემო პირმა ისასა.

 

ქილილამ უთხრა:

- ამა სიტყვით ჰგავს შენ მოწყალებისაგან გამრუდებულხარ; შუებათა იმედისა ნდომა გაქვს და ესე გწადიან, დღემან შენმან შვებით წარვლოსო უთხრა:

 

(ტაეპი)

 

უგბილო ნაღვლის მგბობელო, უქნელთ საქმეთა მბობელო!

 

დამანამ უთხრა:

არცა ეგრე ვარ რომე ორგულობისა ხერხისა, და ორპირობისა ბოლოდ მოსაგებელი არა ვიცოდე, შურის სირცხვილისა სამკალის მოსავალი არა უწყოდე, მაგრამ დიდობისა სიყუარულმა და სიმდიდრისა ნდომამა და მეშურნეობისა ქარმან მომიტაცა და დაღმა დაგორავა. აწ საქმობა ცდა და რჩევა აღარას არგებს, ჩვენის ადგილით კიდეგანქმნილაო.

რა ვეფხვმა ესე ყოველივე მოისმინა და ყოველივე შეიგნა, ლომის დედსა თანა მივიდა და მოახსენა:

- ერთი საიდუმლო მაქვს, და პირობა მინდა პატრონისა ჩემისაგან, რომე დაუჭირველად ესე ხვაშიადი არავისთან ბრძანოსო.

მან პირი და ფიცი უბრზანა, და ვეფხვსა რაცა ქილილასა და დამანასაგან ყოვლისავე თავსდადება და ქილილასაგან მისი შუღლი უკლებლად უამბო. ლომისა დედსა საქმე ესე მეტად გაუკვირდა, და მეორესა დღესა რიგიანითა წესითა  ლომის სანახავად მივიდა. ლომი მოწყენითა და დიდსა საგონებელსა ყოფი ნახა ჰკითხა:

- შვილო ეგე დაღრეჯა და შეწყენა რომლისა მიზეზით არისო? უთხრა:

 

შაირი ცხრალი მთუარე რამ გალია? მზისა შორავს ბრწყინვალება?

სარო ტანი რად შეგიკრთა აღარა გწადს კაცთა ხლება?

რა ნაღველი მოგერია კვეშანთა გაახლება,

მიწყივ ურვა მიწყივ ზრუნვა მოწყენათა გარ მოხლება?

 

ლომმან უთხრა:

 

ჩემის დაღრეჯისა მიზეზი შუთურბას სიკუდილისა და მისის ჭკუისა და რჩევის მოშორვების კიდე არა არის რაო. რაზომცა ვცდილობ, მისი სიქუელის საგონებელი გულით ვერ გავაძე, და მისი ზრუნვა ჩემის საცნობელით ვერ გაუიყვანეო. უთხრა:

 

შაირი

 

შენმა მზემა, ვერ გარდგიგდებ გონებიდამ ერთსა წამსა!

გარდგიგდებდე, მეცა მინდა, ვერ გარდგიგდე შენაწამსა:

თუალთა წინა ამიჩნდები, მომეხლები ზე წამწამსა,

იქნას ვიქ-ღა, არ იქნების,- საცნობელით ესე მწამსა!

 

ოდესცა საქუეყნოსა რჩევისა საგონებელსა ვიქნები, საყუარელი, ერთგული, სასიამოვნო მასწავლებელი, მშვიდობის მყოფელი, მტკიცედ პირობიანი, სამსახურის თავსმდებელი კაცი რა მომინდეს, საგონებელთა შინა პირისპირ შუთურბა წარმომიდგება და მეტყვის.

 

ლექსსა

 

სამსახურისა რიგისა და მინდობისა წესისა,

ჩემთან ვეღარ იპოო, სულთქმა გამრავლდეს კუნესისა.

 

ლომის დედამ უთხრა:

ყოველთა კაცთა დამოწმებასა გულისა სიმართლისა დაჯერება უნათლესია. საეჭვი საქმე რომე ვერ გაარჩიოს მისვე ბნელეთის ბინდის მსგავსია. ხელმწიფის ბრძანებასა აჩნია, რომე მათს აქვს, რადგან მისი სიკუდილი უბრალოდ მომხდარაო. მეშურნეთა ცდის სახის სწავლებითა ხელმწიფისათვის ტყუილი მართლად დაუნახვებიათ, და ჟამ-ყოელ სინანული პირთა გაჩუენებთ. თუცა ხელმწიფესა რაიცა პირველ მოხსენდა, მაშინ რისხვისა ცხენის თავგამწეობისა მოთმინებისა ლაგმითა დაგეპყრათ და მისი სიმართლე ჭკუის გზის ნათლით გაგესინჯათ აწ სინანულისა საბრხეთა არა გაებმოდა, და ლხინისა მატიანე საიქიოსა სარკმელთა არ დაიდებოდაო. უთხრა:

 

შეწყობილი

 

სიმშვიდე თემსა აღავსებს-ესე ბრძენთ ნაუბარია,

სიმხურვალისა სისწრაფე ავნებს, გახმების ბარია,

ლამპარი სიმხურვალითა ბნელს ებრძვის თუცა დარია,

პეპელს ატყუებს, პატრუქს სწვავს აოცნებს ვითა დარია,

მოთმენა კართა გაგიღებს, გიწოდს არ დარჩე გარია,

მომთმენი არვის უნახავს სხვის ხელთა შემხედვარია.

 

ლომმა უთხრა:

 

დედაო, რაცა ბრძანე მაგა საქმითა გული შემიწუხდა, მრისხანებისა ცეცხლმა მოთმენის საფუძველი დაწვა, და აწ რადგან მის საქმის გარჩევის ამბავი ჩანს, მოცდის კიდე რა გავაწყო? მაგრამ ყოვლისაგან ესე უარესია, ყოელთა ქუეყანათა კაცთა ბოროტის სახელითა მე თითითა საჩუენებელად შეუქნივარ, და ულუკთა რამთა წანწალთა ჩემი უსამართლობა დაუსახავთ. მე რამდენიც მომიჩხრეკია , ვერა ორგულობა და დამნაშაობა, ანუ უკადრისი რამე ხარისაგან ნაქმარი არა მიპოვნია რა, რომე მისის სიკუდილისათვის ქუეყანასა შინა თავი გამომემართლებინა, მეცნიერნი და უმეცარნი სიტყუის ქუეფარვით მომეშორებინა.

რამდენსაც მოთმენას ვცდილობ მწუხარება და ნაღველი მისის სიკუდილისა უფრო და უმეტეს მომემატა. საბრალო შუთურბასა რა განათლებული და მართებული სირცხვილი ჰქონდა! ამისთუის შურითა და მზაკურობითა ცილი შესწამეს, რომელი მას არ ეკადრებოდა. ეგეთი კაცი ოდეს იყო, რომე მას ჩხუბის ცდა და ბოროტი განზრახვა მის სასასა შეეტკბო, და ჩემისა სიკუდილისა ნდომა, და ჩემი წინააღდგომა მას გულთა შინა გაევლო, და მე კიდეც წყალობა და სიკეთე არ მექნა? და მაზე ამისთანა შური და მტერობა და ჩხუბი ვისმე გაებედა. მაშინცა მოკითხუა მმართებდა.

აწე ჩემი განზრახვა ეს არის: ესე საქმე გამოვიძიო, და ამა ამბისა საზღუართა მივიწიო, და ამა შურითა ქნილსა საქმესა თუცა აღარა ერგება რა, მაგრამ ნუთუ ჩემი სული გავასვენო, რომე მჩხუბავთა და ენამატარებელთა ყურნი მოუგრიხნე და ჩემი სიმართლე კაცთა წინაშე ნათლად გამოვაჩინო. აწე, თუცა მისისა საქმისა თქუენ ერთიცა რამე აზრი აგიღიათ, და ამბავი რამ შეგიგნიათ, მე მაცნობე და ერთი საკანონოცა დამდევ გარდსახდელად. ლომის დედამ უთხრა:

 

ლექსი

 

გულის საუნჯე სავსე მაქვს საიდუმლოთა სპეკალთა,

მაგრამ ვერ გავხსნი ვერ ვიტყვი ენაზე მასმენ ეკალთა:

 

ერთი რამ სიტყუა მესმა და ჩემგან მისი თქმა უღონიო არისო და ერთი საქმე რამე მიპოვნია და მისის გამოჩენის გზა წარყუნილია, რომე ამისი მსმენელნი თქუენივე მახლობელნი ვინმე მოწამე არიან; მათ უთქუამთ ჩემთუის რომე მათი ნაუბარი მალვით ყურის მიპყრობვვითა მათ ასმოდეს. უთხრა:

 

ლექსი

 

მემარნეს ვკითხე რა არის ადრე მორჩენის გზანია?

ღვინო ითხოვა მასვითო მქუა: სიტყვის არა თქმანია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ