მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3806 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სიტყვები, ალბათ, ისეთივე ტანჯვით იბადებოდნენ რა ტანჯვაც ახლავს შობის პროცესს. ადამიანი ჯერაც არგანცდილი, რაღაც უცხო გრძნობით წარტყვევნილი (დატყვევებული) ამ გრძნობის გასაგნებას და გარეთ გამოტანას გრძნობისათვის სახელის დარქმევით ცდილობს (გაიხსენეთ „განდეგილიდან“ მწირის ტანჯვა - "ან რა უწოდოს, ან რა დაარქვას ამ ჯერ არცნობილ ნეტარებასა“) და დიდი ვნება იმ პირველქმნილი მადლით, იმ მაგიური ძალით ბადებს უკვე ნაცნობ სიტყვას, რა ტკივილითა და მადლითაც იგი პირველად წასცდა კაცთაგან.

ზოგიერთი სიტყვა თითქოს ბგერებში ინახავს გრძნობის, პირველად ამოხეთქვის განცდას. „მიყვარხარ“ - ამ სიტყვას თითქოს ვულკანი ამოაქვს. ხორხისმიერმა ბგერებმა თითქოს ყველა ძარღვი ამოხია და ისე ამოვიდა გრძნობა სინათლეზე.

განცდები არის მძაფრი და არამძაფრი, ხოლო სიტყვა თავისთავში ინახავს იმ კოდს, ამ განცდების „ხარისხზე“ რომ მიუთითებს.

აბა, შეადარეთ, ვთქვათ, სიტყვა „მიყვარხარ“ და სიტყვა "სასიამოვნოა“.

ამ უკანასკნელის წარმოსათქმელად მხოლოდ ენა წუხდება.

ამ მსჯელობას ვერ დავურთავ მეცნიერული არგუმენტაციას სამაგიეროდ, ის კია მეცნიერულად არგუმენტირებული, რომ ტანვით შობის მიუხედავად, თვით სიტყვა სრული ადექვატურობით მაინც ვერასდროს გადმოსცემს იმ საგნის, იმ მოვლენის, იმ გრძნობის არსს, რის სამოსელსაც იგი წარმოადგენს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, პოეტს რომ წამოსცდება: "სხვას გათქმევინებს წყეული რითმა". აქ რითმას წარმატებით შეიძლება ჩაენაცვლოს - სხვას გათქმევინებს წყეული სიტყვა, - ვინაიდან სიტყვამ ვერ შეძლო ვნების სრულად გამოხატვა, რასაც ბარათაშვილი სენტენციის სახეს აძლევს: „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოეტები ხშირად სიტყვის სემანტიკერ ფუნქციაზე მეტად მის ასოციაციურ შესაძლებლობებს ენდობიან... და ეს პირდაპირ ფორმულის სახით გამოხატა გალაკტიონმა - "ოცნება ნახაზი საგანთა უარით“...

აბა ვინ ნახა "იისფერი თოვლი" ან „უდაბნო ლურჯად ნახავერდები", მაგრამ ამ უცნაური სინტაგმებით საერთო კონტექსტში პოეტი სწორედაც საგნობრივ ასოციაციებს აღძრავს:

„მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა“.

ეს პირველივე სტროფი, ისე, როგორც მთელი ლექსი, ასოციაციების ბურუსში გვხვევს.

რამდენ ასოციაციას აღძრავს თუნდაც ეს სტრიქონი -  "ქალწულებივით ხიდიდან ფენა".

1) სიწმინდის, 2) სიწმინდის, ანუ ქალწულის დაცემის (ხიდიდან ფენა), 3) ლირიკული გმირის განწირულების (ხიდის ხსენება თითქოს მასზე შემდგარი ხელჩაქნეული კაცის ხატებასაც წარმოგვიდგენს, რომლის სულიერი პორტრეტი ვირტუოზულად იხატება ასოციაციური სტრიქონებით -

„ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება,

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები“.

რა არის იანვარი? - სიცივე, ყინვა, გაუსაძლისობა, რომელიც მასში ჩასახლებულა, რომელსაც მოძმედ არ ეძნელება.

მთელი ლექსის ვიზუალური სურათიც ასოციაციური შეპირისპირების ხერხით გამოჰკვეთს სათქმელს. „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის“, „ძვირფასო, სული მევსება თოვლით“ - სხვა არაფერია, თუ არა სიმბოლურად ნაჩვენები სურათი ეულად შთენილი სულისა, რომელსაც ახსენდება სულის გაზაფხული - სიყვარული. ეს მონატრება, ეს ყოფილი ბედნიერება სულისა, ხაზგასმულია თოვლის ფონზე მინდვრის ფოთლების მოულოდნელი აელვარებით:

„მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

და თმების ქარით გამოქროლება“.

გალაკტიონის „თოვლის“ თითოეული სტრიქონი პოეზიაა. ლექსიდან ცალე რომ ამოგლიჯოთ, კონტექსტს რომ მოაცილოთ, გაბნეული ვერცხლისწყალივით მაინც იცნობთ, რომ იგი დიდი პოეზიის ნაწილია. მაგრამ სულ სხვაა გალაკტიონი, როცა თავის ასოციაციებს საგნობრივ გვირგვინს ადგამს, როცა ძალუმად ჩამოჰკრავს კლავიშს და რამდენიმე, ან თუნდაც ერთი სტრიქონით აგვირგვინებს სათქმელს:

„მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი,

ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში"...

ასეთი დამაგვირგვინებელი სტრიქონები, როგორც წესი, ძალდაუტანებლად იკავებენ ადგილს მკითხველის მეხსიერებაში"

„ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!“

ან

„როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!“

და ასეთი ტაეპები ის კამერტონია, რომელშიც თავს იყრის ყველა გამმა, როგორც გულთან სისხლის სადინარები.

გალაკტიონის „თოვლში“ თანაბრად ძლიერია პოეზია, მუსიკა, მხატვრობა. იისფერი თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა ისეთ ცოცხალ სურათს ქმნის, თითქოს გენიოსმა მხატვარმა მოუსვა ფუნჯი.

პოეზიაზე რომ არაფერი ვთქვათ, მუსიკა ამ ლექსში დომინანტობს კიდეც:

„ძვირფასო სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!“

დიდი დაკვირვება არ სჭირდება ამ სტრიქონების მუსიკის აღქმას, სადაც არათუ თანხმოვნები, ხმოვნებიც კი ისეა გადანაწილებული, რომ მათი მუსიკალურობის კანონზომიერების ჩვენებისას მხოლოდ ალიტერაციულობაზე ხაზგასმა არაფერს მოგვცემს.

ლექსში თითქოს ღვთაებრივი კანონზომიერებით იქმნება მუსიკა, რომელიც თანამდევია საერთოდ გალაკტიონის პოეზიისათვის.

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ