მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 423 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე“.

რამდენადაც ლამაზია ამ საოცარ სტრიქონებში თითოეული ფრაზა, რამდენადაც საგანგებოდ შეურჩევია პოეტს ამაღლებელი, პოეტური სიტყვები და სრულიად მოულოდნელი, ორიგინალური რითმებით დაუგვირგვინებია სტრიქონთა მუსიკა, იმდენადვე მოულოდნელობით გვაოცებს ღვთისმშობლისადმი აღვლენილი მავედრებელი დასაწყისის მწარე საყვედურით დასრულება.

თითქოს სიცივით გათოშილმა კაცმა ბრდღვიალა მზის ნათელში გამოაღწია, მაგრამ მოლოდინის საწინააღმდეგოდ შემოდგომის ცივმა მზემ მეტი სიმძაფრით აგრძნობინა სიცივე და უსასოობა. "სილაში ვარდი“ და „სილაჟვარდე“ არათუ ვირტუოზული რითმაა მხოლოდ, არამედ საოცრად კონდენსირებულად გადმოსცემს ლირიკული გმირის სულიერ ტრაგიზმსაც.

სილაში ვარდი იმავე ასოციაციას აღძრავს, რასაც სილამაზე, მშვენიერება, რომელსაც აღარ კვებავს სიყვარული, როგორც დედა მშვენიერებისა.

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარიაო - ამბობს ერთი იტალიური ანდაზა და ეს მოსწრებული თქმა კარგად გამოხატავს იმ ტრაგიზმს, რაც საფუძვლად უდევს ლექსს.

პირველივე ფრაზა - „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ" - ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს პოეტს სავედრებელი აქვს აღსავლენი ღვთისმშობლისადმი, ისე, როგორც ეს ხდება ლექსში „მზეო თიბათვისა“, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით „სილავარდე ანუ ვარდი სილაში“ ვედრება კი არა, მწარე საყვედურია აღუსრულებელ ოცნებათა და, გნებავთ, უშედეგო წინარე ვედრებათა გამო;

„სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი,

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!“

ამგვარი კოშმარული ყოფის ჩვენებას მოსდევს მწარე საყვედური:

„და როცა ბედით დაწყევლილი გზაზე

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!“

ღვთისმშობლისადმი ეს თითქმის მკრეხელობამდე მისული დამუნათება ნეიტრალდება იმ განწირული სულისკვეთებით, რომელსაც ლირიკული გმირი სრულ აპათიაში ჩაუგდია და ადამიანურად თანაგანცდის გრძნობას აღძრავს მკითხველში.

"სილაჟვარდისა" და "ლურჯა ცხენების" ტრაგიკულ პათოსს ერთი და იგივე განწყობა ჰკვებავს.

როგორც ხეს მაცოცხლებელი ფესვები, როგორც სხივს სითბო, როგორც თევზს წყალი, როგორც ფილტვებს ჟანგბადი, ისე სჭირდება სილამაზეს, მშვენიერებას, ბედნიერებას სიყვარული და ამ უკანასკნელის გარეშე სილამაზე მოჩანს, როგორც ნაწვიმარ, შავ სილაში ვარდი, ანუ უსიხარულობისთვის განწირული სიცოცხლე.

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ