მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 571 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ამბობენ, რომ როდესაც გალაკტიონმა "ქებათა ქება ნიკორწმინდას" დაწერა, ნიკორწმინდა ნანახი არ ჰქონდაო.

საკუთარი შედევრი პოეტმა 1947 წელს, რაჭაში, კურორტ შოვზე ყოფნის დროს დაწერა. კურორტის ხელმძღვანელობა არაფერს იშურებდა პოეტისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. მათი დავალებით ნიკორწმინდელმა მოხუცმა დურგალმა - ნიკოლოზ ვაჩაძემ გალაკტიონისთვის ტყეში, მუხის ქვეშ, ხის მაგიდა მაგიდა გააკეთა და მასთან მისასვლელი ბილიკიც გაიყვანა.

შოვში, დამსვენებლებთან გამართულ შეხვედრაზე, ლექსის შექმნის შესახებ პოეტი იგონებდა:

“მოხუცმა ნიკორწმინდელმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ დიდი გულმოდგინებით გაკეთებული მაგიდა დამიდგა ტყეში, მუხების ქვეშ… ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო მშვენიერი ხეივანი, სადაც ვმუშაობდი. ხეივანი მეტად მყუდრო და მშვენიერი. ეს შესანიშნავი დურგალი, აკეთებდა რა ჩემს მაგიდას, მომიყვა ცნობას ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ, და მე დავპირდი მას, რომ დავსწერდი ლექსს ნიკორწმინდაზე…”

მოსმენილით მოხიბლული გალაკტიონი დაჰპირდა ნიკოლოზს, რომ ამ მაგიდაზე დაწერდა რამეს ნიკორწმინდის შესახებ.

„მე ეს დაპირება შევასრულე, ვინაიდან მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ ასრულებას. სახალხო პოეტების სიტყვა ყოველთვის საქმეა. იმ დღესვე დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“, -  ასე ამთავრებს ლექსის შექმნასთან დაკავშირებული ამბის თხრობას გალაკტიონი.

გალაკტიონის "ნიკორწმინდაზე" აღფრთოვანებული გრიგოლ რობაქიძე წლების შემდეგ წერდა:

„შედევრია ეს შაირი, ნამდვილი შედევრი. სხვა რომ არაფერი შეექმნა გალაკტიონს, ეს შაირიც საკმაო იქნებოდა, რომ იგი შესულიყო ქართულ პოეზიაში, როგორც დიდი ოსტატი“.

„ნიკორწმინდას“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გალაკტიონმა დაწერა მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ლექსი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა“.

ამ ორი ნაწარმოების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეს მოგონება:

გალაკტიონს მურმან ლებანიძისთვის უკითხავს:

- თუ გახსოვს ჩემი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა, მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა“… რაზეა ეგ დაწერილი, თუ მიხვდები? აბა, თუ მიხვდები?!

შემდეგ კი თავადვე გაუცია პასუხი:

- „ნიკორწმინდაზე“… „ნიკორწმინდა“ რომ დავწერე შოვში, ისარი იყო ზოგისთვის და იმან მოადინა სხეპა თბილისში… შენმა გლოველებმა მასწავლეს, ძამიკო, მშვენიერი რაჭული გამოთქმაა ეგ „სხეპა მოადინა“.

"ჩემთვის ნიკორწმინდა ყველაზე მაღალი ტაძარია, - სადღაც მაღლა, ვარსკვლავებთან ამაღლებული, - როგორც ქობულაძის ქაჯეთის ციხე და... პირველად რომ ნამდვილი ნიკორწმინდა ვნახე, გავოცდი. თითქოს მომატყუეს, ციდან მიწაზე ჩამომიყვანეს და ცივი წყალი გადამასხეს! საინტერესოა: თვითონ რომ ენახა, რას იტყოდა?! დიახ! დიახ! გალაკტიონს ნიკორწმინდა არ უნახავს!!!“ გალაკტიონმა მხოლოდ დურგლის ნაამბობის გონებაში რეალიზებით შექმნა ნიკორწმინდის სახე და ასე აღავლინა მისი ხოტბა." - თქვა ვახტანგ ჯავახაძემ "ნიკორწმინდას " ტაძრის ნახვის შემდეგ.

გალაკტიონს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაუწყია წიგნის წერა, რომელსაც „ქართული ორნამენტი“ უნდა დარქმეოდა. მისი მრწამსით "ენით გამოხატულ სიბრძნეს" - გამოხატავს ხელოვნება, არა მარტო სიტყვიერი, არამედ უენოც, ქვაც, ხუროთმოძღვრება“.

სწორედ ამ „უენო“, მაგრამ პოეზიის ენაზე ამეტყველებული ნიკორწმინდის ტაძრის ქებათა ქებას აღავლენს პოეტი თავის ბრწყინვალე ლექსში.

ლექსის პირველივე ტაეპები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერთობ საყურადღებოა:

„მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, როგორც მინდა“.

ასე იწყებს პოეტი ნაწარმოებს. ეს სიტყვის ჯადოქარი ხელოვანის განაცხადია. ხელოვანისა, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი და რომელიც ძეგლის უცნობ, გენიოს ხუროთმოძღვარს ამცნობს, რომ ღირსი აპოლოგეტი გამოუჩნდა მის ოქროს ნახელავს. საუკუნეებით დაშორებული ორი დიდი შემოქმედი ხვდება ერთმანეთს და ამ შეხვედრის სიხარულის განცდას გამოხატავს მომდევნო ორი ტაეპი:

„ჩემთვის დიდებული

სხივი გამობრწყინდა“.

პოეტს არ ავიწყდება შემოქმედი, ვინც ქვაში ჩაკირა და საუკუნეებს გაანდო თავისი მღელვარე სული. ასე რომ, „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ტაძრის მშვენიერებით აღტაცებასთან ერთად აპოლოგიაა გენიისა, თვით ხელოვანისა:

„გზნებით დამკარგავი

გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი

ნაზი შუქურთმებით,

ნეტა ვინ აზიდა,

ან როგორ აზიდა,

რა ხელმა აზიდა

მაღლა ნიკორწმინდა!“

ლექსი არის აღტაცება და სიხარული ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ახალი დასტურის მოულოდნელად აღმოჩენის გამო:

„რა განძი გვქონია,

რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია,

დარობს რამდი-დარი.

კარგად გამოჰკვეთა,

ვინაც გამოჰკვეთა

სიბრძნით გამოჰკვეთა

მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,

სვეტთა შეკონება,

ისე ნაგებია,

სიზმრის გეგონება.

ნეტა ვინ ააგო,

რა ნიჭმა ააგო,

რა მადლმა ააგო,

სვეტი ნიკორწმინდა!“

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი ლექსი ერთი ამოსუნთქვით არის დაწერილი. ეს ლექსი გულიდან ამოხეთქილ სიმღერას ჰგავს, სადაც რიტმმა თავისთავად მოიტანა რითმი, ორივემ ერთად - მუსიკა, ევფონია, ჰარმონია და მაინც ლექსის უკანასკნელ სტრიქონებში იგრძნობა 40-იანი წლების კონიუნქტურისადმი ანგარიშგაწევა:

„შენ, ფრთამოღუღუნეს,

ჟამთა სიმაღლეზე,

ჩვენი საუკუნე

გიცავს უახლესი“.

ეს უფრო ოცნებაა, ვიდრე სინამდვილე. ჩვენი უახლესი საუკუნე ძეგლებს აქამომდე არ იცავდა. უახლესი საუკუნე საქართველოში და ყველგან (საბჭოთა კავშირში) - ძეგლებს ანგრევდა...

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ