მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1646 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

“ვეფხისტყაოსნის” სიდიადეს თავის მხრით ხელს უწყობს ლექსის მაღალი ხარისხი. პოემა თავიდან ბოლომდის გაწყობილია შაირის მეტრით. შაირი თავისი წარმოშობით ქართული ხალხური საზომია. ამ საზომითაა გამართული ძველი ქართული ხალხური თქმულებანი ჯერ კიდევ წარმართული პერიოდისა.

შაირი არის ქართული ენის ბუნების შესატყვისი მოქნილი, მონუმენტური საზომი, რომელიც განსაკუთრებით ამშვენებს დიდ ეპიკურ პოემებს. შაირი თექვსმეტმარცვლოვანი ლექსია. ვრცელი პოემის შიგნით მონოტონურობისა და ერთფეროვნების დასაძლევად რუსთაველი მაქსიმალურად იყენებს შაირის რიტმული წყობის ვარიაციებს. პოეტი აკანონებს შაირის ორ ძირითად სახეს - ე. წ. მაღალსა და დაბალს.  სანიმუშოდ შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითები:

 

მაღალი შაირი (84):

 

"ნახეს უცხო / მოყმე ვინმე // ჯდა მტირალი / წყლისა პირსა,

შავი ცხენი / სადავითა // ჰყვა ლომსა და / ვითა გმირსა,

ხშირად ესხა // მარგალიტი // ლაგამ-აბჯარ / უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი / დაეთრთვილა //გულსა მდუღრად / ანატირსა."

 

დაბალი შაირი (32):

 

იყო არაბეთს / როსტევან, // მეფე ღმრთისაგან / სვიანი,

მაღალი, უხვი, / დაბალი, //ლაშქარ-მრავალი, / ყმიანი.

მოსამართლე და / მოწყალე, / მორწმული, განგე / ბიანი.

თვით მეომარი / უებრო, // კვლა მოუბარი / წყლიანი.

 

მართალია შაირის ორივე სახის ტაეპი თექვსმეტმარცვლოვანია, მაგრამ განსხვავებულია მათი რიტმული წყობა, ტერფების შედგენილობა და ურთიერთშეფარდება. ორივე სახის შაირის თითოეული ტაეპი დიდი ცეზურით იყოფა ორ თანასწორ მარცვლოვან ნახევარტაეპად (ანუ მუხლად), ნახევარტაეპებში რვა-რვა მარცვალია, განსხვავებულია ტერფების მარცვლედი შედგენილობა. დაბალი შაირის საფუძველია სამმარცვლიანი ტერფი, მაღალი შაირის ტერფი კი ორმარცვლიანია.

დაბალი შაირის მაგალითი:

/ 3  / 3  /  2  /  3 / 3

იყო არაბეთს / როსტევან, // მეფე ღმრთისაგან / სვიანი.

 

შესაძლებელია ამავე სახის შაირის ტაეპებში სიტყვათა და ტერფთა განლაგების სხვაგვარი სურათი, მაგალითად:

 

3  / 2  / 3 / 3 / 2  / 3

რომელმან შექმნა / სამყარო // ძალითა მით ძლი / ერითა.

 

დაბალი შაირის ნახევარტაეპები სამტერფოვანი ერთეულებისაგან შედგება. დამოწმებულ ორივე შემთხვევაში ტაეპის სიტყვები დაჯგუფებულია სამ და ორმარცვლოვან ტერფებად (2, 3, 3 = 2, 3, 3; 2, 3, = 3, 2, 3). ნახევარტაეპების პირველი ორი სიტყვა (პირველი ორი ტერფი) ქმნის დამოუკიდებელ რიტმულ ჯგუფს (2 – 3; 3 - 2) და მომდევნო სიტყვისაგან (ტერფისაგან) იყოფა მცირე ცეზურით. მაღალი შაირის რიტმული წყობის სქემა:

 

2 / 2  /  2  / 2  / 2  / 2  /  2  /  2

ნახეს უცხო / მოყმე ვინმე, // ჯდა მტი/რალი / წყლისა პირსა.

 

როგორც აღვნიშნეთ, მაღალი შაირის ტერფი ორმარცვლოვანია, ორტერფოვანი ერთეულები ქმნის რიტმულ ჯგუფებს (4- - 4), მათაც ერთმანეთისაგან ჰყოფს მცირე ცეზურა.

შაირის ლექსში რიტმული და გრამატიკული მახვილი ჩვეულებრივად ერთმანეთს ემთხვევა. ზოგჯერ რიტმული მახვილი (ცეზურა) შუაზე ჰკვეთს სიტყვას /განგე/ბიანი, მით, ძლი/ერითა/, მაგრამ ლექსის მუსიკალობა ამით ოდნავადაც არ ზიანდება. ლექსის ბუნებრივად კითხვისას (ქართული ლექსი სხვაგვარად არც იკითხება) რიტმულ და გრამატიკულ მახვილთა შეფარდებითი ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ არ იგრძნობა.

დაბალი და მაღალი შაირების რიტმულ წყობას შესაფერისად ამკობს სათანადოდ განსხვავებული რითმები. “ვეფხისტყაოსანში” მკაცრად არის განსაზღვრული რითმების ხმარების წესი. ორივე სახის შაირის სტროფი ოთხტაეპოვანია. თითოეული ტაეპი ერთმანეთს ერითმება თანახმად სქემისა аааа. დაბალი შაირის რითმა სამმარცვლოვანია (დაქტილურია) ისე, როგორც ძირითადად სამმარცვლოვანია მისი ტერფი: სვიანი, ყმიანი, განგებიანი, წყლიანი. მაღალი შაირის რითმა კი ორმარცვლოვანია (ორმარცვლოვანია მისი ტერფიც). ანუ ქალურია: პირსა, გმირსა, უნაგირსა, ანატირსა.

რუსთველის რითმები ყოველთვის სწორია და ბუნებრივია, ნაკიან რითმას რუსთაველი არ იცნობს.

როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, საყრდენი თანხმოვანი რუსთაველის რითმაში ჩვეულებრივ არ შედის. თუმცა პოეტი ამ მხრით ხშირად ართულებს და ამდიდრებს თავის ლექსს, სტროფის ოთხივე ტაეპის მანძილზე რითმაში აქცევს საყრდენ თანხმოვანსაც, მაგალითად (3):

 

"ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა,

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა,

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა."

 

რითმების ხმარების წესი “ვეფხისტყაოსანში” ისე ზუსტად არის განსაზღვრული, რომ რითმის კვალობაზე თითქმის მექანიკურად შეიძლება ამოიცნოთ შაირის სახე. მაგრამ პოემაში დაშვებულია სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული გადახვევანი. ასეთია, მაგალითად, მ ა ჯ ა მ უ რ ი რ ი თ მ ა . თავისი სპეციფიკური თვისების გამო მაჯამური რითმა არ ემორჩილება ჩვეულებრივ ნორმებს, მაჯამების (ომონიმების) მთელი სიტყვიერ-ბგერული კომპლექსები შედის რითმაში. მაგალითად (494):

ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა: მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა: შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა.

რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში მაღალი შაირიც დაბალი შაირის მსგავსად სამმარცვლოვანი რითმით არის გამართული. მაგალითად (1413):

 

"პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად,

მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად:

გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,

მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად."

 

რაოდენობის მიხედვით დაბალ შაირს მეტი ადგილი უჭირავს “ვეფხისტყაოსანში”. აზრობრივი თვალსაზრისით რაიმე ზუსტად განსაზღვრული წესი მაღალი და დაბალი შაირის ხმარებისა არ ჩანს. გარკვეული ტენდენციები კი იგრძნობა. ამდენად მართებულად უნდა მივიჩნიოთ მოსაზრება: “მაღალი ანუ ჩქარი შაირი შოთას უპირატესად გამოყენებული აქვს მაშან, როდესაც მდგომარეობა, საქმის ვითარება დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს; ამავე შაირით გადმოცემულია უფრო ხშირად მხიარული, სალაღობო სცენები. დაბალი ანუ ნელი შაირი, პირიქით, უპირატესად გამოყენვბულია მაშინ, როცა მოსაწყენი, სევდის მომგვრელი სურათებია მოცემული, აგრეთვე მძიმე, სერიოზული საკითხებია გადასაწყვეტი, ანდა ეპიკური თხრობაა გადმოსაცემი”.

რუსთველის ლექსი უაღრესად ორგანიზებულია, ტექნიკურად სრულყოფილია, მუსიკალურად სამაგალითოა. “ვეფხისტყაოსნის” ლექსის ყოველ კომპონენტს ეტყობა გენიოსი ავტორის შემოქმედი ხელი.

 

* * * * * * *

ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ