მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 132 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი ძალზე ღარიბი კაცი. არაფერი არა ებადა-რა, არც სულიერი, არც უსულო. მუშაობდა, ცუდად ერთი საათიც არ ახსოვს რომ გაეტარებინოს, მაგრამ კიდევ ასე უწყალოდ ღარიბი იყო და ცოლ-შვილი ნახევრად მშიერ-ტიტვლები ჰყავდა. ცოლიც სულ ებუზღუნებოდა, სხვები მდიდრებია, შენ ღარიბი ხარო.

- ვიცი რო ღარიბი ვარ, ეტყოდა ქმარი, ვიცი რო მდიდრებიც არიან და კიდე უფრო მეტი ღარიბები, სულ-გამწარებულები, მაგრამ რა ექნა? აბა შენ მასწავლე და მეც ისე მოვიქცევიო.

- „ხომ ჰხედავ, წელებზედ ფეხს ვიდგამ და დღიური საზრდოც ვერ მიშოვნია, რომ ტიტველი დაეიფაროთ და მშიერი მუცელი გავიძღოთო.

როცა მარტოკა დარჩებოდა, დაიწყებდა ფიქრს თავის სიღარიბეზე და უბედურ ბედზედ. არ იქნა ვერადა-ვერ იპოენა მიზეზი თავის სიღარიბისა. ეერ იტყოდა, თუ აი ამადა ამ კაცმა გამომწუწნა ისე, თითქო ობობასგან გამოწუწნული ბუზიაო. ყველაფერი ღეთისაგან დაწერილად სჯეროდა და იმისი დაწუნება ღეთის გმობად მიაჩნდა. ვისაც რა უწერია, ის უნდა გადახდესო.

- ეჰ, იტყოდა ამოოხვრით, ასე მიწერია და ასე ძაღლურად უნდა ამომძვრეს სულიო,

ცოლი კი-მაინც თავისას არ იშლიდა. როცა გაუხდელი, სველი, ტალახიანი ტანისამოსით ჩაეგდებოდა დაკონკილ და დაბრანძულ ლოგინში, მაშინ გაუცხოვლდებოდა თავისი სიღატაკე და აუტეხდა დავიდარაბას ქმარს: შე ასეთ-ისეთო, თუ მაგის მეტი თავი არა გქონდა, ცოლ-შვილის ცოდოს რაღად იკიდებდიო.

- რა გიყოთ, ადამიანო, მოვიპარო, მოვკლა, გავძარცვო, მოვიტაცო, მოვატყუილო ვინმე?! ღმერთია მოწამე, მე გარჯას არ ვაკლებ, ვირივითა ვმუ’შაობ, და აი ხო ხედავ ქვა გვაქეს და კბილი გვეწყალება. ახლა რო სხვისი ოფლი შეეჭამო, მაშინ ხო უფრო ღმერთი გაგეიწყრება, ალალი ოფლით ვერა ვცხოვრობთ, არმით როგორ ვიცხოვრებთ?

- არა, შენმა სიცოცხლემ, ვინც მდიდარია, სულ შენსავით მუჭით იწმენდენ ოფლსა, არა? ჩამოსწყევლიდა ცოლი, და რაკი გულს მოიოხებდა, დაიფარებდა ჰირზე საბნის ნაფლეთს, რომ სითბო ლოგინში დაჰბრუნებოდა.

ასე მიდიოდა დრო და თუმცა მდიდრები უფრო მდიდრდებოდენ, იმის სიღარიბეს არა უშველა-რა. ბევრჯერ იფიქრა გიორგიმ, ასე ეძახდენ იმ კაცს, მდიდრები ისინდისებენ და ცოტაოდენ რამეს მაინც გამამიგზავნიანო, მაგრამ მდიდრებს ფიქრადაც არ მოსვლიათ გიორგისათეის მიეწოდებინათ რამე.

თვითონ კი ვერა ჰბედავდა, რომ ამდგარიყო, მისულიყო მდიდართან და ეთქვა: ხო ჰხედაე, მე შიმშილით ცოლ-შვილი მეხოცება, შენ ორმო-ბეღლებში ტილი გიჭამს ძეელის-ძველ პურსა, მოგვეცი, რო ჩვენც გავძღეთ და შენც ორმოებში ტყუილად აღარ გაგიფუჭდეს პური.

 

* * * * * * *

 

ერთხელ გაბედა გიორგიმ და თავის გამდიდრებულ მეზობელთან მივიდა, უნდოდა ეკითხნა, თუ როგორ და საიდან შეიძინა ამოდენა სიმდიდრე.

- ღმერთი გადღეგრძელებს, კი ნუ გამირისხდები, ოხანეზ, მინდა გკითხო რამე, ჭკვიანი კაცი ბრძანდები.

ოხანეზა კარგად იცნობდა გიორგის და ცოტა არ იყოს გაუკვირდა, რომ ეს მიუკარებელი კაცი თაეის კარებზედ დაინახა.

- ბრძანე, გიორგიჯან, ბრძანე. უთხრა ოხანეზამ.

გიორგიმ დაიწყო:

- ე მე და შენ ხომ მეზობლები ვართ, ე მამაშენს ვიცნობდი, რაც იყო. შენც არა ხარ ჩემზედ კაი კაცი, მაგრამ მე ასე ღარიბი ვარ, შენ ვინ მოგცა ეგ მაგოდენა სიმდიდრე?

ოხანეზამ ახედ-დახედა გიორგის, ჭკუაზედ აფრაკად ხომ არ არისო და რაკი ნახა გიორგი არხეინად იდგა და პასუხს ელოდა, ამაყად უპასუხა:

- ღმერთმა, გიორგი, ღმერთმა.

- ერიჰაა, მაშ ადვილი ყოფილა გამდიდრება, იფიქრა გიორგიმ და წავიდა. სახლშიაც აღარ მისულა, პირდაპირ საყდრისკენ წაეიდა, მაგრამ საყდრის კარი დაკეტილი დახვდა. მართალია პირჯვარი დაიწერა და კედლებს ემთხვია, მაგრამ ეს ლოცვა ლოცვა არ იყო. უნდოდა ერთი გულიანად შევედრებოდა ღმერთს. ძლივს მოელოდა საყდრის კარის გაღებას. დარეკა თუ არა მღედელმა მწუხრი, გიორგი მაშინვე იქ დაიბადა, დაიჩოქა ხატების წინ და ილოცა, სანამ ლოცვა გამოვიდოდა თავი მაღლა არ აუღია, ლოცვაში, რასაკვირველია, ღმერთს სიმდიდრესა სთხოვდა.

- რასა სთხოვ მაგრე გულიანად ღმერთსა, შვილო? ჰკითხა მღვდელმა.

აბა გიორგი სულის მოძღვარს როგორ დაუმალაედა, რაც გულში ედო და ეწადა, ყეელაფერი გულახდით მოახსენა მღედელს.

- ილოცე, ’შეილო, მაგრამ მღვდელი, ხომ იცი, ღმერთთან შუაკაცია. რაც მღვდლის ლოცვასა და ვედრებას გაიგონებს, შენს ლოცვას რა ყურადღებას მიაქცევს. წადი, ღვთის წირვა მოახერხე, ღეთის ვედრება გადავიხადოთ, ცხვარი იშოვე, მე ვწირავ და შენს მაგიერად შევეხვეწები ღმერთს, რომ გაგამდიდროსო.

წავიდა გიორგი, მიიქექ-მოიქექა, სადაც იყო ერთი ორ მანეთიანი თოხლი იყიდა, აწირვინა მღედელს, თვითონაც გულიანად ილოცა, დაჰპატიჟა მღვდელ-დიაკვანი თავის „ტარასტით“, კარგად დაითრო და მღედელ-დიაკვანიც დაათრო. მერე გულდაჯერებულმა, რომ ახლაკი შეისმენს ღმერთი ჩემს ვედრებას და გამამდიდრებსო, დაუწყო ლოდინი, ან ახლა ჩამომიყრის ღმერთი სიმდიდრეს ზეციდან, ან ახლაო.

ზამთარი იყო. სიცივით ყვავებიც კი იხოცებოდენ და ვენახებში კაკლებ ქვეშ აქა-იქა ეყარა. გიორგის ცოლ-შვილიც სიცივემ ძალიან შეიღრჯოვა და ერთმანეთს ეკვროდენ. გიორგი კი იჯდა და მოელოდა, ან ახლა მომადგება კარზე შეშის ურემი, ან ახლაო, მაგრამ შეშა მუქთად არავის მოჰქონდა, ცოლი კი უარესად სწყევლიდა და ჰქოქავდა. მღვდელ-დიაკვანი რო არ დაგეპატიჟნა, შე ჭირის გასახეთქო, კიდევ ერთი თუმანი მოგინდა ღეთის-წირვისათვის, იმ თუმნით შეშა რო გვეყიდნა, ამ ზამთარს მედა ჩემი შეილები ბატონებიეით გაეატარებდითო.

 

* * * * * * *

 

როგორც იყო ის ზამთარი ვაივაგლახით გააჩანჩალეს.

გიორგის იმედი არ გადუწყვეტია, ალბათ ვერ გაიგონა, ან ჩემთვის არა სცალიანო. იმდენს ვეცდები, რომ გავაგონებო.

ბეერი ფიქრის შემდეგ გადასწყვიტა, უნდა მკითხავთან წასულიყო და ეკითხვინებინა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. თუ რა უთხრა მკითხავმა, არავისთვის არ გაუმხელია, ეს კია, მეორე დღესვე საგძალი ჩაიდო, რკინის ქალამნები ჩაიცვა, რკინის ჯოხი დაიჭირა და ერთი მაღალი მთისკენ გასწია. ყველაზე მაღალი ის არის და იქიდან ადვილად გავაგონებ ღმერთსაო. ეს მთა ყველა სხვა მთებზედ მაღალი იყო და ძირიდან რო შესცქეროდა, ასე ეგონა ცა ზედ აკრავსო.

ბევრი იარა, ძალიან ვაი-ვაგლახიც გამოიარა, მაგრამ ბოლოს თავისი გაიყვანა და ავიდა იმ მაღალ მთაზედ, ბევრი ილოცა, ძალიან ბევრი ეხვეწა ღმერთს და ბოლოს დაიძინა...

შეისმინა ღმერთმა იმისი თხოვნა, მთავარ-ანგელოზი დაიბარა და უბრძანა, წადი ქვეყანაზე და იმ კაცს მიეცი, რასაც ითხოეს, მხოლოდ ვადით კიო. გადმოფრინდა მთავარ-ანგელოზი ზეციდან იმ მაღალ მთაზე და ძილში გამოეცხადა გიორგის.

- შეისმინა ღმერთმა, ་მენი თხოვნა, გიორგი, ითხოვე, რაც გინდოდეს, მხოლოდ ეს იცოდე ვადით-კი მოგეცემაო. გიორგიმ სთხოვა სიმდიდრე და ვადაც ათ წელიწადზედ შეთანხმდნენ. გიორგიც ამ ათ წელიწადს მდიდარი უნდა ყოფილიყო, რამდენიც უნდოდა, იმდენს მისცემდა ღმერთი, გათავება არ შეიძლებოდა, მხოლოდ ათი წლის შემდეგ კი ისევ უნდა გაღარიბებულიყო.

გიორგი რას არ დათანმხდებოდა, თუნდაც ერთი დღით მიეცათ, ოღონდ კი ეგრძნო და ენახა იმასაც, თუ რა იყო სიმდიდრე, ან რა გემო ჰქონდა. გამოეღვიძა გახარებულ გიორგის, ჰხედაეს, ისეთი ტანისამოსი აცვია, სულ პრიალი გააქვს. ჯიბე და უბე სულ ოქროთი აქვს სავსე.

- ეჰ, მადლობა ღმერთს, ესეც ხომ მომცა ღმერთმა სიმდიდრე; ამ ათ წელიწადში მე ვიცი, როგორც ყველაფრით გულს ვიჯერებო.

მოდის გიორგი სახლში, ჰხედავს რომ თუმცა თვითონ გამდიდრდა, მაგრამ ეს ამოდენა დუნია ისევ ისეთი ღარიბია, მშიერ-ტიტველი, დაჩაგრული, დაბეჩავებული, დამონებული. აღარც საქონელია საქონლის მსგავსი, როგორც იმას მდიდრების უნახია, არც ჭირნახული და ბაღ-ვენახებია ამ საწყალი ხალხის ისე აღელვებული, როგორც მდიდრებისა. ამოდენა გაჭირვებისგან საწყალი ხალხის შვილებს ზრდაც კი არ ეკიდება, რაღაც ცეროდენა ნაღინტალეებსა ჰგვანან. მოაგონდა თავისი სისაწყლეც და მაშინვე გადასწყეიტა, რასაც ღმერთი სიმდიდრეს მისცემდა, სულ ამ საწყალი ხალხისთვის დაერიგებინა.

ეგრეც მოიქცა. წავიდა და სადაც მთელი ქვეყნის საქარავნო გზები იყრებოდა, იქ აიშენა სახლი. მე ვიცი რასაც ვუზამ ღვთისგან მოცემულ სიმდიდრეს, ფიქრობდა გიორგი. რად უნდა ღმერთს სიმდიდრე, რაც ღვთისაა, ჩვენი არ არის, კაცებისა?! მხოლოდ კაცებს ვერ გაუნაწილებიათ ერთმანეთში ეს სიმდიდრე ისე, რომ ყველამ დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროება და გაჭირვებული აღარ იყოს.

ერთმანეთის გაჭირვებას არაფრად ვაგდებთ. ვსარგებლობთ სხვისი გაჭირვებით და იმის წილ ღვთისგან მოცემულ სიმდიდრესაც ჩვენთვის მივათრევთ, იმას-კი ცარიელს ვუშვებთ. ღმერთს ყველასთვის საკმაო საზრდო და სარჩო გადმოუყრია ქვეყანაზე და ვინც ღონიერი და მარდი ყოფილა, უფრო მეტი წაუღია, ვიდრე სუსტსა და უძლურსაო.

მოჰყვა გიორგი და ვისაც რა უჭირდა ყველას ყველაფერი მისცა.

ჰკითხავდა გამელელ-გამომვლელს, ვისაც რა გაჭირვება ჰქონდა და იქვე უსრულებდა გულს, მშიერს აჭმევდა და რამდენიც იმისთვის საჭირო იყო, ან იმის ცოლ-შვილისთვის, უგზავნიდა ან თვითონ მიჰქონდათ.

მგზავრს, ფეხით მოხეტიალეს, ვისაც რისი შნო და უნარი ჰქონდა, ისე ისტუმრებდა, ზოგს ცხენით, ზოგს ჯორით და სახედრით, ზოგს ეტლით და ტახტრევანით. ხარი ეჭირვებოდა ვისმეს, თუ კამეჩი, გუთანი და სხვა სამუშაო იარაღი, ყველას აძლევდა. ვისაც მიწა არა ჰქონდა, ყიდულობდა და აყენებდა მიწაზე, რომ რამდენის მოვლის თავიცა ჰქონდა, მოევლო და დაემუშავებინა. ერთი სიტყვით, ეისაც რა ეჭირვებოდა და არა ჰქონდა, ყველას ხელს უმართავდა.

 

* * * * * * *

 

გავარდა ქვეყანაზედ იმისი სახელი, მოდიოდა და მოდიოდა განუწყვეტლივ ხალხი: ღარიბ-ღატაკი, მშიერ-ტიტველი, მუშა და ხელოსანი, ნასწავლი და უსწავლი. ყველას წოდებისა რჯულისა და ეროვნების განურჩეელად, საქმეზედ აყენებდა, თავის ბინასა და საკუთარ საქმეს უჩენდა. მაგრამ სიმდიდრე მოსდიოდა და მოსდიოდა, არაფერი არა აკლდებოდა-რა.

მოდიოდენ მდიდრებიც და შორიდან შურით შესცქეროდნენ. ჯერ იძახდენ: სწორედ დასაბმელი გიჟია, ღმერთს სარჩო მიუცია და ეგ თავისთვის არ ინახავს და ქვეყანას ურიგებსო. ბოლოს და ბოლოს დაემუქრნენ კიდეც, თუმცა ის მდიდრებს არც ართმევდა რასმეს, არც სტაცებდა. არც სხვა ვინმე ჰპარავდა და აკლებდა მდიდრებს რასმეს, რადგან ყველას ყველაფერი ჰქონდათ და რიღასთვის მოიპარავდნენ, ან გასძარცვავდნენ.

დიახაც ასე იყო და ცხადად სჩანდა, რომ რამდენიც მეტი სიმდიდრე იყო ხალხის მცირე ნაწილის ხელში, იმდენად გავრცელებულიყო ავკაცობა და კვლა და ძარცვა. რაც გიორგიმ სიმდიდრე საყოველთაოდ გახადა, ეს ავკაცობა და ბოროტება სულ მოისპო. კიდევ ის იყო მდიდრების დარდი, რომ იმათი სიმდიდრე კვამლივით სადღაც ქრებოდა თანდათან და ეეღარ უმატებდნენ თავის შენახულობას.

რაკი ყველას თავისი პური ჰქონდა, მდიდრებისგან შენახული პური სულ ბეღლებსა და ორმოებში ლპებოდა, ვინღა იყიდდა იმათგან? მდიდრების მიწები მოუხნავი რჩებოდა, საღალოდ აღარავინ ხნავდა. ვენახები შეუმუშავებელი, ყანები მოსამკალი, ბალახი გაუთიბავი. საქონელი უმწყემსოდ და უპატრონოდ რჩებოდათ. მოჯამაგირედ აღარავინ დგებოდა. ვაჭრებს მთელი იმოდენა ფართალ-ფურთალი და სხვა საქონელი დუქან-მაღაზიებში ულპებოდათ და უოხრდებოდათ.

მდიდრების სარჩო-საბადებელი შარშანდელი თოვლივით ქრებოდა. ავ-დღეს დააყენებდნენ გიორგის, თუ ხელს მიუწვდენდნენ, მაგრამ ცხადად ვერაფერს ჰბედავდენ, რადგან ეს ამოდენა ხალხი სულ გიორგის მზეს ლოცულობდა.

მიდიოდა ხანი, მიიწურა მეათე წელიწადიც, გიორგი კი მაინც თავისთეის არ ზრუნაედა, ხალხი ისევ განუწყეეტლიე მოდიოდა და მოდიოდა ყეელა მხრიდან. ექვსი თვეღა დარჩა. გიორგის მხოლოდ იმისი დარდი ჰქონდა, რომ ამ ათ წელაწადში იქნება ისეთი დამრჩა ვინმე, რომ გაჭირეებიდან ვერ გამოვიყვანეო.

ეახლა მთავარ-ანგელოზი მამა ღმერთს, რომელიც ზეცაში ტახტზე ბძანდებოდა, დაუჩოქა და გულის კანკალით მოახსენა: „დიდებულო ღმერთო, ცისა და ქეეყნის მპყრობელო და გამჩენო, შენ რო ინებე და ერთი მიწიერი გაამდიდრე და ვადად ათი წელიწადი დაუდე, ექვსი თვეღა უკლია, შენი სიმდიდრე სულ საწყალ და გაჭირეებულ ხალხს დაურიგა, ლამის შენი ხაზინა დაცალოს. თუ ახლავე არ მივეშველე და იმას ლაგამი არ ამოვდე, შენს ქონებას სულ გააბნევსო, მიბრძანე, წავალ და სულს ამოვხდიო“.

მოისმინა მამა-ღმერთმა მთავარ-ანგელოზის სიტყვები, სიამოვნებით გაიღიმა და უბრძანა: - წადი, იმ კაცს ხელი არ ახლო, როგორც მოქცეულა, კიდევ ისე მოიქცეს მომავალშიაც, - ვისიც იყო ის სიმდიდრე, იმათთვისვე მიუციაო, ძლივს სადმე ქვეყანაზე მართალი კაცი ვიპოვნეო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ