მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3842 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვანო


ჩვენი სახლის წინ ჯერ სხვა სახლები და ხეებია, მერე - ვენახები, მერე - მთა. მთის აქეთა ფერდობზე აქა-იქღა შერჩენილა ბუჩქები, მთის იქით ტყეა, დიდი ტყე. საღამოობით, როდესაც წვიმს ან ნაწვიმარია და ცივა, ვეხვევი მამაჩემის თბილ პალტოში, ფეხებმოკეცილი ვჯდები აივნის კუთხეში მიდგმულ ტახტზე, გადაშლილი მაქვს წიგნი, ვკითხულობ. მაგრამ უფრო ხშირად ნიკაპით ვებჯინები მუშტებს, ვუყურებ მთას და ვფიქრობ.

მე ვფიქრობ: მთის იქით წვიმის წვეთებით ტოტებდამძიმებული, ძირს დაშტერებული შავი ხეები დგანან. იმ ხეებს სცივათ, მაგრამ თავს იკავებენ, არ კანკალებენ. თუ ერთი აგიტანა კანკალმა, მერე ძნელია, თავს ვეღარ შეიკავებ. სცივათ დანაღვლიანებული თვალებით მომზირალ ციყვებს და კვერნებს, სცივათ ბუჩქნარში გავლისას გაწუწულ შვლის ნუკრებს, სცივათ თავდაღუნულ, ქეჩოაჯაგრულ მგლის ლეკვებსაც... მე კი თბილად ვარ.

მე თბილად ვარ და მადლობას ვამბობ, რომ ჩემმა პაპამ და ბებიამ, ჩემმა მამამ და დედამ სახლი ააშენეს, კარგად გადახურეს, წვეთი არ ჩამოდის არსად.

რომ შეიძლებოდეს და მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, - იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, - მეცა და ისინიც ნამდვილი ბედნიერები ვიქნებოდით.

მართლა, რა არის ეს „ბედნიერება“, ასე ხშირად რომ ვნატრობთ? ალბათ, სითბოსავით კარგი რაღაც, არა?

რა თქმა უნდა, როდესაც ცივა.

 

ვაჟა


მამა საავადმყოფოში წევს. გუშინ წამიყვანეს და მაჩვენეს. მიყურებდა და მიღიმოდა. უხაროდა, რომ უკვე დიდი ვიყავი. - შენ უკვე დიდი ხარ, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარო! - და თან გამხდარ, გათეთრებულ ხელს გულზე და გვერდებზე მისვამდა.

ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, ტყეში წავედით სასეირნოდ. როცა დავიღალეთ, ამიყვანა და თივის ბულულზე შემსვა. ვიჯექი იმ რბილ ბულულზე და დიდ წითელ ვაშლს ვჭამდი. მამა ძირს იყო წამოწოლილი, მწვანეზე, იქიდან შემომცქეროდა თვალებმოჭუტული, ღიმილით.

უცებ ის ღიმილი გაუქრა, სახე ჩაუმუქდა, ჩაუშავდა. თურმე ჩაეძინა. მე კი შემეშინდა და ტირილი დავიწყე, - მომეჩვენა, რომ მთელ ქვეყანაზე ჩამობნელდა.

მამას გაეღვიძა, ისევ გაიღიმა და ირგვლივაც ყველაფერი განათდა.

ღიმილს არაფერი სჯობს.

განსაკუთრებით, კეთილი მამის ღიმილს.

 

რამაზი


დედა სულ მებრალება. შეიძლება არაფერიც არა აქვს შესაბრალისი, მაგრამ მე მაინც მებრალება. სულ შეშფოთებულია რაღაცით, სულ შიში უდგას თვალებში. ერთხელ პირდაპირ ვკითხე: - რისა გეშინია, დედა?

- რაზე მატყობ, რომ მეშინია?

- გატყობ.

- მე ვერაფერი შემაშინებს, შენ თუ კარგი გაიზრდები.

- მაინც როგორი?

- კარგად თუ ისწავლი.

- ჯგუფში ხომ ყველაზე კარგი ნიშნები მე მაქვს?!

- საქმეც თუ გეყვარება.

- მაინც?

- მე დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ. ხომ შეგიძლია, კარადა მაინც დაალაგო და მტვერი გადაწმინდო ავეჯიდან?

მეორე დღეს, სკოლიდან რომ დავბრუნდი, კარადაც დავალაგე, მტვერიც გადმოვწმინდე, ნაგავიც გადავყარე, წინდებიც გავირეცხე.

დედამ რომ ნახა, გაუხარდა. მაგრამ ახლა სხვანაირი შიში ჩაუდგა თვალებში. გვერდით მომიჯდა, მეფერებოდა და თან ცრემლს იკავებდა.

- მაინც გეშინია, დედა?!

- არა, არა!

ნუთუ ასეთი ძნელია, რომ კარგი გახდეს ადამიანი?

 

პაატა


გუშინ, შუადღისით, ერთი უპატრონო ძაღლი ვნახე, იდგა დაცარიელებულ მტვრიან ქუჩაში და არ იცოდა, საით წასულიყო.

ჩვენ მეშვიდე სართულზე ვცხოვრობთ. ვერაფრით დავეხმარე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ