მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 76 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დედათქვენს რად ეკითხებით, ყმაწვილებო, ჩემს ამბავს! მე უფრო უკეთ გიამბობთ.

თქვენ გიკვირთ, საიდან გავჩნდი მე აქ! ასე ახლოს თქვენთან ამ რკინის გალიაში. მეც მიკვირს, ვნანობ ჩემს გაუფრთხილებლობას, მაგრამ ახლა რაღა იქნება! ეს უბედურება, ყმაწვილებო, მე დამატყდა თავს გასულ ზამთარს. პირველადვე, ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ მთლად დაჰფარა დედამიწა, ხეები, ტყე, ბაღი. ციოდა, ნისკარტს ვეღარ ვაწვდენდი მიწაზე, რომ საჭმელი მეშოვნა. ხეებზედაც თოვლის მეტი აღარა იყო რა.

ორივე უბედურება ერთად მეწვია: სიცივე და შიმშილი, მაგრამ განა მარტო მე ვიყავ ამ მდგომარეობაში! ყველანი, სულყველა ფრინველი. დილით რომ ამოვძვრებოდი მუხის ფუღუროდან, თოვლზე ვხედავდი ფრთებმოკუმულ უსიცოცხლო ბეღურებს, ჩხიკვებს, ყვავ-კაჭკაჭებს. ჩემი ძმაც იმ ზამთარს გამოესალმა სიცოცხლეს. რა მექნა, საით წავსულიყავ, როგორ დამეღწია თავი სიკვდილისათვის? ერთადერთი სახსარიღა დამრჩენოდა, შევკედლებოდი ადამიანს. თუმცა გულში მეშინოდა, მაგრამ ვფიქრობდი: ნუთუ ამ ყიამეთში არავინ შემიბრალებს, არავინ დამიხსნის გაჭირვებიდან-მეთქი? მით უმეტეს, რომ არავისთვის არა დამიშავებია ჩემს სიცოცხლეში, ორი დღე ჩემს პირს საჭმელი არ ენახა. მშიოდა. როგორც იყო, გავბედე და მივუახლოვდი ერთ კალოს. ვენახიდან ღობეზე, ღობიდან საბძელზე და იქიდან კი ჩავფრინდი ძირს, ბოსლის წინ, სადაც თოვლი გადაეწმინდათ და ხარებისთვის ბზე დაეყარათ.

ბედმა არ მიმტყუნა. მართლაც ბზეში რამდენიმე პურის მარცვალი ვიპოვე. შიმშილი მოვიკალ, მოვცოცხლდი, გავიდა რამდენიმე დღე, არავინ არას მიშავებდა. ეს ამბავი, რასაკვირველია, შევატყობინე ჩემს მეგობრებსა და მათთან ერთად ყოველდღე ვეწვეოდი ხოლმე ჩვენს გულკეთილ მასპინძელ ხარებს, რომელთაც ისე შევეჩვიეთ, რომ ვასხდებოდით ზურგზე და ვაცლიდით ბეწვებიდან ბზეს, ჭიას, ჭუჭყს. ესენიც მადლიერნი იყვნენ ჩვენი. ასე გავატარეთ რამდენიმე დღე და გვეგონა ჩვენს მეგობრობას აღარავინ დაშლიდა, მაგრამ მოვტყუვდი. მტერი თურმე ჩვენს დაარხეინებას უცდიდა.

ერთ დილას ჩვეულებრივ, როგორც ბელადი, გავუძეხი წინ ჩემს ამხანაგებს და ვეწვიე ჩვენს გულკეთილ ხარებს. დავუწყეთ საჭმელს ძებნა ბზეში... უცბად თავზე რაღაცა დამეცა. ჩემმა ამხანაგებმა გაასწრეს, მე კი ვფართხალებდი, მინდოდა თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ვერ შევძელ: ზევიდან დამაწვა ლასტი, რომელიც ბიჭებს ისე ეშმაკურად დაეგოთ, რომ ვერავინ შევამჩნიეთ, ან კი რა ფიქრს მოვიდოდი, ვის რას ვუშავებდით?

ეჰჰ! ჩავვარდი ტყვედ, გამომიყვანეს ლასტის ქვეშიდან, გამსინჯეს, - ხომ არა მოსტყდა რაო, და როცა დარწმუნდნენ, რომ უვნებლად გადავრჩენილიყავ, მეტად გაიხარეს. იქნებ გამიშვან-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ამაოდ, მეორე დღეს მომიყვანეს დედათქვენთან, რომელმაც მათ რამდენიმე გროში აჩუქა და მე კი გალიაში დამამწყვდია.

ახლა, ყმაწვილებო, გაზაფხულდა. ჩემს პატარა ციხიანად გარეთ გამომიტანეს და ვკიდივარ აი, აქ, თქვენს აივანზე. აქედან ვუყურებ, როგორ სრიალებენ ჰაერში მერცხლები, როგორ მიჰქრი-მოჰქრიან ტოროლები, როგორ აბარტყუნებს ფრთებს შროშანი. გავცქერი ამწვანებულს მინდორს, ტყეს და გული მიკვდება. იქ ახლა ჩემი ამხანაგები მხიარულობენ. ულოცავენ ერთმანეთს ზამთრისაგან გადარჩენას. აკეთებენ ბუდეებს, რომ შვილებს მიესიყვარულონ, ეალერსონ, აკოცონ, მე კი, მე უბედური, ვზივარ აქ, ამ თქვენს გალიაში და ვგალობ, ვგალობ მწარედ და ამ სიმღერაში მე ვტირი ჩემს თავს.

მართალია, რამდენიმე პურის მარცვლისათვის დავიტყვევე თავი, მართალია, მე აქ საჭმელი არ მაკლია, შაქარიც კი მიძევს წინ, მაგრამ ყველა ეს ჩემთვის უგემურია, შხამია! არა, არ მინდა თქვენი ლალა-ძიძაობა, გამიშვით აქედან, რომ მეც ჩავუჭიკჭიკო გაზაფხულის აფერადებულ ტყე-ველს. აი, რას ვგალობ მე, ყმაწვილებო, და რას გემუდარებით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ