მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 85 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- მამი, მამი... - მოისმა პატარა ბაღჩიდან ყმაწვილის ხმა, - შენი ჭირიმე... შენ გეთაყვანე!

- კიდევ აიკვიატებდა რასმე ის ცუღლუტი, - თქვა ბავშვის მამამ ამირინდომ და წავიდა ბაღჩისაკენ, შეაღო კარები და ერთი ხის მახლობლად, ბაღთან, დაინახა პატიკო, იგი მისდგომოდა ბარდს და რაღაცას ეძიძგილავებოდა; შარვალი და ახალუხი აქა-იქ შემოჰგლეჯოდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე, ეტყობოდა, ბევრი ეწვალა.

- აბა, რას ჰგავხარ დაგლეჯილ-შემოფხრეწილი, შე ცელქო, შე დაუდეგარო! - უთხრა მამამ შვილს.

- აგერ ბარტყი! - უპასუხა შვილმა და გაუწოდა საჩვენებლად პაწია თითი: - შენი ჭირიმე, მამილო, შენ გეთაყვანე, - ეხვეწებოდა პატარა და ხვეწნის ნიშნად თითით ყელს უწევდა.

მიიხედა მამამ და დაინახა, ბარტყი გადაფოფხილიყო პატარა ფრთებით ეკლიან ბარდზე; პირი დაეღო, თითქოს საჭმელს აწვდიანო და შეშინებული იყურებოდა.

მამამ ხეს შეჰხედა და ზედ ჩიტის ბუდე დაინახა. აშკარა იყო, ბარტყი იქიდან ჩამოვარდნილა, უღონობით შორს ვეღარ წასულა და ბარდს დასცემია იმისთანა ადგილას, რომ პატიკოს უწვალია და ვერ მიწვდომია.

- გეთაყვა, ბარტყი, გეთაყვა... - იმუდარებოდა ბავშვი.

ამირინდო გადასწვდა, დაიჭირა ბარტყი და მისცა პატიკოს. ბავშვმა დაუყვავა ბარტყს და სიხარულით არ იცოდა, რა ექნა.

ბარტყის დედა, სიმწრისაგან ბუმბულაბურძგვნილი, იქავ შორიახლო, მეორე ხეზე იჯდა და მოუსვენრად ტოკავდა უილაჯო მწუხარებით, რომ ვერა ექნა-რა; ხან ერთ შტოზე შესკუპდებოდა, ხან - მეორეზე, წამდაუწუმ ხან პირს იზამდა მათკენ, ხან - ზურგს, ხან კიდევ გაბედულად და უშიშრად წინ გაუფრინდებოდა პატიკოს შურდულივით, თითქოს უნდა, ხელიდან ბავშვს საყვარელი შვილი გამოსტაცოსო. ხან ბუდის პირად შეფრინდებოდა და ფრთების ცემით და გამწარებული ჭიკჭიკით ერთი ყოფა და ამბავი ჰქონდა:

- ახლა, რად გინდა საწყალი ბარტყი? - ჰკითხა ბავშვს მამამ. ბავშვმა პასუხი ვერ მისცა და შეაჭყიტა ჭკვიანი თვალები, თითქოს სურდა, პასუხი მამისაგანვე შეეტყო.

- აგერ ბარტყის დედა. - დაანახვა ამირინდომ ჩიტი - რარიგად ნაღვლობს და იქნება ტირის კიდეც, შვილს რად მართმევენო. იმას უნდა, ბარტყი ბუდეში ჰყავდეს.

- აბა, ბუდე? - ჰკითხა ბავშვმა.

- აგერ, - დაანახვა მამამ ხეზე ბუდე.

- ამსვი.

- მამამ აიყვანა ხელში პატიკო და ბუდის გასწვრივ გააჩერა. ბავშვმა ჩასვა ბარტყი. ამირინდომ პატიკო ძირს დაუშვა თუ არა, უთხრა:

- აბა, უყურე, დედა ახლავე მოფრინდება და რარიგად გაიხარებსო!

მართლა, ერთი წუთიც არ გასულა, დედა შემოსკუპდა ბუდეზე და თავისი შვილი რომ დაინახა მრთელი და ცოცხალი, იმის სიხარულს ბოლო არ ჰქონდა, ტანზე ბუმბული დაულაგდა, დამშვიდდა, ხმაც დაუტკბა და ისეთს ჭიკჭიკს მოჰყვა, თითქოს თავისი შვილის მხსნელს ლოცავსო.

- მართლა, მართლა, უყურე, მამა! - წამოიძახა ღიმილით პატიკომ და გაიშვირა თითი ბუდისაკენ, სადაც გახარებული ბარტყის დედა სიხარულის ნიშნად ფრთას ფრთასა სცემდა და თავის მადლობას საამურად გალობდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ