მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ქვაბი და ქოთანი

ერთხელ ქვაბი და ქოთანი

დაძმობილდნენ, დამეგობრდნენ

და მოყვრობით ერთმანეთის

თანასწორად ამაყობდნენ.


სად თიხა და სად სპილენძი

სხვადასხვაა სულ ღირსება!

მაგრამ ძმობა-მეგობრობამ,

როდი იცის განსხვავება.


ქოთანი ქვაბს, ქვაბი ქოთანს

ერთი წამიც არ შორდება,

თითქმის ერთი უმეოროდ

ცეცხლსაც აღარ ეფიცხება.


მაგრამ ერთხელ შორმგზავრობის

მოუარა ქვაბს ხუშტურმა

და ქოთანმაც თან წაყოლა

აიჩემა, უბედურმა.


ჩაჯდნენ ერთად გვერდი-გვერდით,

კმაყოფილი, მხიარული,

მაგრამ გზა კი ცუდი შეხვდათ

და ურემიც დანჯღრეული;


ვერ დამაგრდნენ მეგობრები,

ეხლებოდნენ გვერდით გვერდსა.

ქვაბს რა უჭირს! - მაგრამ, ვაი,

საწყალ ქოთნის მუცელ-ფერდსა!


ბეწვზე მიდგა მისი საქმე!

სულს ვერ ითქვამს, რაღა, კვდება!

მაგრამ მაინც მის მეგობარს

თან მიჰყვება, არ შორდება.


არ გაევლოთ ჯერ შუა გზა,

რომ ქოთანი გაიბზარა,

დაიმტვრა და იმ ქვაბმა კი

გზა მშვიდობით მოიარა!


თავის ტოლთან მეგობრობა,

კაცს ყოველთვის შეერგება,

მაგრამ თუ დიდს გამოუდგა,

ქოთანივით გადაჰყვება.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ