მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10467 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნისა წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი... 

აქ კი... დღეს...

 

სარეცელზე


- ნუ გეშინია, შვილო, ექიმმა თქვა ყველაფერი აჭამეთ, რაც კი მოისურვოსო. პირში მაინც გამოივლე შაქრის ყინული... ტკბილია... გიამება. აი ამ ანგელოზის ქანდაკებას მოკიდე ხელი... მთელ ქალაქში ერთი იყო და შენ მოგიტანე. ნუ გეშინია, შვილო, დამშვიდდი. აი ასე, ასე ამოისუნთქე... გაგივლის. ახლა უმწვერვალესი წუთია ავადმყოფობისა, აი, დაგიკლებს სიცხე... 

ბავშვის პატარა ხელებს მოხვდა ცივი მარმარილოს ქანდაკება; იამა, გახურებულ მკერდზე მიიკრა და გაყუჩდა ბავშვი. დედა კი ნელა უსვამდა ხელს ოფლიანს შუბლზე, უსწორებდა გაჩეჩილ თმას. მერმე ჩაიკეცა და მიითვლიმა. 

აგონდება ქალს, პირველი ამბორი - განა ეს გარდაქმნა არ იყო. 

აგონდება ქალს, როგორ დაიძრა სხეულში ახალი ადამიანი. 

აგონდება ქალს, როგორ ტანჯვათა შორის ქვეყნად იშვა მისი ბიჭი, ახლა კი, ამ შობის ღამეს, როგორ წაართმევს ღმერთი?! 

ბავშვს კი გულში მაგრა ჩაუკრავს ანგელოზის ქანდაკება, სუნთქვა უსუსტდება და ნელ-ნელა ახალ ცხოვრებას იწყებს.

 

საქართველო იყიდება


იყიდება საქართველო.

მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით;

მომავალი სვე-ბედით;

მშვენიერის ენით;

ნაქარგი ფარჩა-ხავერდით;

ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით;

დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით;

ნაამაგევი სახლით და კარით;

ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით;

მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით;

მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით;

ერით, ბერით;

თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით;

გონებაგახსნილ ვაჟებით;

მალხაზი ბავშვებით;

ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით;

იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარეებით. 

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. 

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. 

იყიდება ერთიანად: შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე.

იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი.

იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ, ბანკის საშუალებით და ჩვენის დახმარებით. 

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრადდარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

 

ბრმა თერძი


ხელის ფათურით მონახა ლევანა თერძმა კარების გასაღები, შეჩერდა, რაღაც გადაწყვიტა და კარები გააღო. სუფთა, ცივმა ქუჩის ჰაერმა, თითქოს შიშით დაიხია უკან და გზა მისცა შმორის და ოფლის სუნით გამსჭვალულს ოთახის ჰაერს. 

- ქალო, გზა გამიკვლიე, ვერას ვხედავ!.. 

- ჩუუ! - იმავე წამს უპასუხა ვიღაცამ, - მოიტა ხელი აბა, ფეხაკრეფით. ბავშვები, როგორც იქნა, დავაძინე. - ფუჩუნით ეუბნებოდა დამხდომი. - ეცადე ლოგინის კიდეზე მოეთავსო, ბავშვები კედლისკენ დავაწვინე. 

- სუფრასთან მიმიყვანე. რომ გაიღვიძონ რაღა ვქნათ, არაფერი მომიტანია, ქალო! 

- რატომ? - ყრუდ ჩაეკითხა ქალი. 

- რატომ? რატომ? რატომ და თვალი აღარ ჭრის, ჩემი გავლებული გვირისტი სულ დასარღვევი გაუხდათ. დუგმები უკუღმა დავაკერე. გამლანძღეს, გამათრიეს და ისე გამომიშვეს... სამართლიანადაც. რათ ჩავიდგი შენს ცოდვაში ფეხი. რათ მოვიკიდე მისუსტებულ ზურგზე სამი ადამიანის სვე-ბედი. მთლათ დავბრმავდებოდე მაინც... თავშესაფარში მიმიღებდენ... 

- არაფერია, კაცო, ნუ გმობ ღმერთს... 

- არ ვგმობ, პირიქით, თაყვანსა ვსცემ მის კანონს... ღირსი ვარ, მე ყველაფრის ღირსი ვარ, მაგრამ თქვენ... თქვენ?! ხვალ ძაღლებიც კი ხორცით გაძღებიან: ზოგს გადუგდებენ, ზოგიც მოიტაცებს... თქვენ კი? ნაცრიანი მჭადი მაინც გქონდესთ. 

- დედა, მოვიდა მამა? - კნავის მისუსტებული ხმით ბავშვი... 

ბრმა თერძის ავადმყოფ თვალებს სწვავს ცრემლები... 

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ ცამოჭედილ ღამეს დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი... 

აქ კი... დღეს... 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ