მუხრანული
შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარს მუხრანის გზისასა, პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა. ვურჩევდი ხოხობისასა, ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა. მიმყვანდა სიდედრისასა. ან კი ცოლს როგორ მივცემდი - შვილსა გაზრდილსა სხვისასა. მოზიდნა ნაწნავს თმისასა შესტირა საბრალო ქალმა: ,,ვაი ცოლს, ცუდის ყმისასა". მოვზიდნე ვადას ხმლისასა, უმალვე იმან დამასწრო, ელვასა ჰგვანდა ცისასა. ვენაცვალე მადლსა ღვთისასა, ახლა მე შემოვუქნიე, ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა. წვერიც მომიხვდა ქვიშასა, არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას ნათელის მზისასა, ის კი იქა სჭამს ქვიშასა. - არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას წითელის მზისასა. ქალი წავიდა სხვისასა. |