მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია. ბოდიშს გიხდით შესაძლო ხარვეზებისთვის...

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

 

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 736 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გამართა მამამ ანკესები. დიდი: გრძელი ტარით, გრძელი ძაფით, ლურჯი ტივტივით - თავისთვის. მეორე, თავის ანკესზე ცოტა პატარა: ცოტა მოკლე ტარით, ცოტა მოკლე ძაფით, წითელი ტივტივით - ლევანისთვის. მესამე, მთლად პატარა: მთლად მოკლე ტარით, მოკლე ძაფით, ორფერი ტივტივით - პატარა მალხაზისთვის.

ადგნენ სამივენი, წაიღეს ბარი, გადათხარეს სანაგვე, ორი ასანთის კოლოფი გაავსეს ჭიაყელებით.

გადაიკიდა მამამ მონადირის ჩანთა, ჩადო შიგ პური და ქაღალდში გახვეული ყველის ნაჭერი, ჩაყარა დილაადრიან დაკრეფილი ბალიც. აიღო ვედროც, თევზს რომ დავიჭერთ, ვედროში ჩავსხათ, ცოცხლებს ამოვიყვანთ შინაო.

მოუყრუვეს დედის ცაცხანს ყური, - სად მიდიხართ, ამ სიცხეში მზის ქვეშ შეიძლება ახლა დგომაო! - თავები დახარეს, ვითომც ცოტა მაინც გვერიდებაო და მწკრივად დაადგნენ გზას.

წინ მამა მიდიოდა, თავისი გრძელი ანკესით. ვედროც მას მიჰქონდა, მიჭრაჭუნობდა ცარიელი ვედრო. მამას მალხაზი მისდევდა, პატარა მალხაზი, პატარა ანკესით, პატარა ჩრდილით. ბოლოს მიდიოდა ლევანი, თავისი საშუალო ზომის ანკესით, საშუალო ზომის ჩრდილით.

გავიდნენ ყვავილოვან ველში. მიცურავდნენ ამაყად ყვავილებზე დიდი ჩრდილი, პატარა ჩრდილი, საშუალო ზომის ჩრდილი. აფრინდებოდნენ და დაფარფატებდნენ ფერად-ფერადი პეპლები.

მამა თითქოს ვერც კი ხედავდა პეპლებს, ლევანი შეჰღიმოდა, პატარა მალხაზი კი ანკესის ტარსაც უქნევდა, - იქნებ რომელიმეს მოვარტყა და ჩამოვაგდოო. მამა იმასაც კი ვერ ამჩნევდა, წინ რომ მხიარული ხტუნვა-ხტუნვით მიუძღოდნენ კალიები.

გავიდნენ რიყეზე. იქ უკვე ისმოდა მდინარის ხმა, თანაც რაღაც წყლის ფრინველის ძახილიც. იქ უფრო ხმამაღლა აჭრაჭუნდა ვედრო. მივიდნენ მდინარესთანაც. მოდგაფდგაფებდა, მოჩქაფჩქაფებდა წყალი.

მოძებნა მამამ მდორე ადგილი, ვედრო ძირს დადგა. ააგო ჭიაყელა თავის ანკესზე, ააგო ლევანმაც, აუგო მამამ მალხაზსაც. გადაუშვეს მდორეში ანკესები. ტივტივებდნენ ტივტივები, ლურჯი - მამასი, წითელი - ლევანის, ორფერი - მალხაზისა, ნახევრად ლურჯი, ნახევრად წითელი.

იტივტივებენ, იტივტივებენ და ჩავლენ მდორის ბოლოში. ისევ დაიწყებენ თავიდან, ისევ იტივტივებენ ტივტივები, ისევ ჩავლენ ბოლოში. მზე კი აცხუნებს, თევზები კი არ ჰკრავენ. მოწყენა ეპარებათ მეთევზეებს თვალებში.

- სხვა მდორე მოვნახოთო, - მამამ.

წავიდნენ, მონახეს სხვა მდორე. სხვა ჭიაყელები გაუკეთეს ანკესებს, გადაუშვეს წყალში. იქაც - ტივტივებენ ტივტივები, იტივტივებენ, იტივტივებენ და გავლენ ბოლოში.

ერთხელ გავლენ ბოლოში, მეორედ, მეხუთედ. წავიდნენ იქიდანაც, ახლა სხვა მდორესთან მივიდნენ. იქაც - იტივტივებენ ტივტივები იტივტივებენ და გავლენ ბოლოში.

მზე კი უკვე არამარტო ქაჩალ კაცს დასწვავს თავს. ისევ წავიდნენ სხვა მდორისაკენ, იქ უკვე შლამში ჰქონდათ ჩარჭობილი ანკესის ტარები, ლევანი და მალხაზი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ გადააცდენდა თითების მოჭერით ბლის კურკას წყალს.

მამა გულხელდაკრეფილი იდგა საგონებელში ჩავარდნილი სარდალივით. ბანაობაც არ შეიძლებოდა, ისეთი მკვრივი და ცივი იყო წყალი...

და ძალიან, ძალიან რომ დაცხა, ჭრიჭინებს რომ ჭრიჭინით დაუსივდათ ყბები, ერთხელაც გამოჩნდნენ გამწკრივებულები ყვავილოვან ველში. ახლა ყველაზე წინ პატარა მალხაზი მიდიოდა, მალხაზს მიჰყვებოდა ლევანი, ლევანს - მამა.

მალხაზსაც მოწყენილი თვალები ჰქონდა, ლევანსაც, მამასაც. მოწყენით მოჭრაჭუნობდა ცარიელი ვედროც.

მალხაზი გარბოდა კიდეც. სირბილში მიწისკენ იყო დახრილი და ცდილობდა, რომელიმე კალიისთვის მაინც ეტაცნა ხელი, მოთენთილი სკუპსკუპით რომ მიუძღოდნენ წინ.

მოწყენილობა არ ეტყობოდათ მხოლოდ მათ სასაცილოდ დამოკლებულ ჩრდილებს. ისინი დილანდელი სიმშვიდით და სიზვიადით მიცურავდნენ ყვავილებზე.

ყვავილები კიდევ იცინოდნენ, ზოგი ყვავილი ბჟირდებოდა სიცილით...

რაზედ იცინოდნენ ყვავილები?

- არაო, არ ვიტყვითო, - ჯიუტად აქანებდნენ აქეთ-იქით თავებს.

- ნუ იტყვით და ნუო! - ჭრაჭუნით მიუგებდა ვედრო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

 

თალიზი - Aura.Ge

 

 

წყლის შესახებ