მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6173 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი და დედაკაცი, ჰყავდათ ერთი ვაჟიშვილი. ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, ლუკმა პური ენატრებოდათ.

შვილი ვერაფრით შველოდა მშობლებს და ძალიან წუხდა. უთხრა თავის დედ-მამას, წამიყვანეთ და გამყიდეთ, ჩემი საფასურით ჭამეთ და ტანთ ჩაიცვითო, ჯერჯერობით გეყოფათ და მერე იქნება ღმერთმა მიშველოს და თავი დავიხსნაო.

ამის გაგონებაზე დედამ და მამამ ტირილი დაიწყეს:

- შვილო, შენი ნაფასური ჩვენ როგორ უნდა მოვიხმაროთო და უარი უთხრეს. შვილმა მაინც თავისი არ დაიშალა. მამამ წაიყვანა ტირილით თავისი შვილი გასაყიდად. გამოემშვიდობა დედას და მამა-შვილი გაუდგა გზას. შვილმა უთხრა მამას:

რომ გკითხონ, როგორ ჰყიდიო, უთხარი ხუთ-თუმნადა-თქო. თუ გკითხონ, რა იცის ხუთი თუმნისაო? - უთხარი: ჩემი შვილი თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობს-თქო.

ბევრი სიარულის შემედეგ მივიდნენ ერთ სახელმწიფოში. ხელმწიფემ გაიგო, რომ ერთ კაცს შვილი მოუყვანია გასაყიდად. უბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ. როცა მამა-შვილი მიიყვანეს  ხელმწიფესთან, ჰკითხა:

როგორა ჰიყდი შვილსაო?

ხუთ თუმნადაო, - უპასუხა კაცმა.

ხუთი თუმნისა რა იცის შენმა შვილმა? - ჰკითხა ხელმწიფემ.

ჩემი შვილი თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობსო, - უპასუხა მამამ. 

იყიდა ხელმწიფემ ეს ბიჭი, შვილმა გამოაცილა მამა და უთხრა:

- ეგ ფული უსათუოდ მოიხმარეთ, რაც გიჭირდეთ, იყიდეთო.

მივიდა კაცი შინ, მისცა ცოლს ხუთი თუმანი, ბევრი იტირა ცოლ-ქმარმა, დაკეცეს ეს ფული და შეინახეს ეს ჩვენი შვილიაო.

ხელმწიფემ ნაყიდი ბიჭი მიაბარა თავის მეპურეს და უბრძანა: - დღეში ერთი პური მიეციო.

იმ სახელმწიფოში ერთმა კაცმა რაღაც უცნაური თვალი მოიტანა გასაყიდად. კაცი ხელმწიფესთან მიიყვანეს. გასინჯა ხელმწიფემ თვალი, ძალიან მოეწონა და ჰკითხა:

- რას აფასებო?

თავის წონა ფულსაო, - უპასუხა კაცმა.

დადვეს სასწორზე, მეორეზე დააყარეს ფული, მაგრამ რამდენსაც უმატებდნენ, თვალს ვერ შეუწონეს. ხელმწიფემ მთელი თავისი ქონება შეუწონა, მაგრამ თვალი მაინც მეტიმ მოდიოდა. გაუკვირდა ხელმწიფეს, დაიბარა თავისი ნაყიდი ბიჭი, რომელსაც ახლა ყველა ნასყიდას ეახადა და უბრძანა:

აბა, გაიგე, რის თვალიაო?

ნასყიდამ გასინჯა თვალი და მოახსენა:

ეს თვალი ადამიანისაა: ადამიანის თვალი ხარბი და გაუმაძღარია, მიწის მეტი ვერაფერი გააძღობსო. - დაასველა თვალი, გააგორა მიწაზე, თვალმა მიწა აიკრა, დადეს სასწორზე და ერთი კაპეიკიც ვეღარ აიწონა. ხელმწიფემ მეპურეს უბრძანა:

ნასყიდას დღეში სამი პური აძლიეო.

გაიარა ხანმა. იმ სახელმწიფოში ერთმა კაცმა ისეთი ცხენი მოიყვანა, რომ სულ ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. ხელმწიფეს ძალიან მოეწონა და უნდა ეყიდნა. დაუძახა ნასყიდა ბიჭს და უთხრა:

ეს ცხენი როგორიაო?

ცხენი კარგია, მთელს შენს სახელმწიფოში ასეთი ცხენი არ არის, მაგრამ კამეჩის რძით არის გაზრდილი, ამას დედა ძალიან ადრე მოჰკვდომია, კამეჩისათვის შეუჩვევიათ, ამას როცა დასცხება, მაშინვე ტალახში ჩაეშვებაო.

ხელმწიფემ არ დაუჯერა, ცხენი ძალიან მოეწონა და იყიდა. ერთხელ შეკაზმა და სანადიროდ წავიდა. დაინახა ჯიხვი, გამოუდგა ცხენდაცხენ, ცხენი მერცხალივით მიფრინავდა, წამოეწია და ის იყო, უნდა მოეკლა ჯიხვი, ცხენს დასცხა, გუბე დაინახა, შიგ ჩაწვა და ხელმწიფე სულ ამოისვარა ლაფში და ჯიხვიც გაექცა.

ხელმწიფე ახლა კი დარწმუნდა ნასყიდას ნათქვამის სიმართლეში, მაგრამ გვიანღა იყო. ხელმწიფე შინ რომ მივიდა, მეპურეს უბრძანა: - ნასყიდას ერთი პური მიუმატეო.

ხელმწიფე დარწმუნდა, რომ ნაყიდი ბიჭი მართლა ყველაფერს კარგადა სცნობდა, გადაწყვიტა, ჩემს სამეფოს შევაგროვებ, უნდა გავიგო, ვის უნდა ჩემთვის კარგიო, ვინ არის ჩემი ერთგული და ვინ ორგულიო.

დაიბარა ხალხი. შეიკრიბა ხალხი და მოახსენეს ხელმწიფეს, სუყველანი აქ გახლავართ და რას გვიბრძანებ, დიდებული ხელმწიფეო? ხელმწიფემ დაიბარა ნასყიდა და უთხრა:

შენ უნდა გამიგო, ვინ არის ამ ხალხში კარგი ჩემთვის და ვინ ორგულიო. ნასყიდამ, მოახსენა:

პირობა უნდა დამიდო და დამიწერო, რომ მე რასც გეტყვი, იმისათვის არ დამსაჯოთო.

ხელმწიფემ მისცა პირობა და ქაღალდიც დაუწერა. ხალხი შეშინდა: ყველას ეშინოდა, ორგულობა არ დაგვწამოსო. მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნასყიდასათვის საჩუქრები, - ჩემზე კარგი თქვიო.

ნასყიდა ყველას პირობას აძლევდა: - ნუ გეშინიათ, არავის არაფერი არ დაგიშავდებათო. გაყო ნასიდამ ხალხი ორად. თვითონ შუაში ჩადგა. ხან ერთ მხარეს გახედა ხალხს, ხან მეორეს. მერე ხელმწიფეს პირობის ქაღალდი დაანახვა:

დიდებულო ხელმწიფევ, პირობა ხომ გახსოვთო? - მახსოვს, მახსოვს, - მიუგო ხელმწიფემ.

კიდევ გადახედა ხალხს, მერე ხელმწიფეს შეხედა და მოახსენა: დიდებულო ხელმწიფევ, აქ ერთი კაციც არ არის ავი და ცუდი, ყველა თქვენი კეთილის მსურველია, ავიც შენა ხარ და ხარაზის შვილიცაო.

ეწყინა ხელმწიფეს, მაგრამ რას იზამდა. წავიდა დაღონებული შინ და თავის დედას ჰკითხა:

დედაჩემო, მართალი მითხარი, ვინ იყო მამაჩემი?

ვინა და ხელმწიფე! - მიუგო დედამ. ხელმწიფე არ ეშვებოდა:

თუ სიმართლეს არ მეტყვი, ვინ იყო მამაჩემი, შენს თვალწინ თავს მოვიკლავო. მეტი რა გზა ჰქონდა, უთხრა:

შვილო, მამაშენი ხელმწიფე რომ მოკვდა, მე შვილი არა მყავდა, შენი სახელმწიფო სხვას რომ არ დარჩენოდა, ერთი ხარაზი გვყავდა და იმასთან დავიწყე ცხოვრება და იმისაგან მეყოლეო.

ხელმწიფემ დაიბარა ნაყიდი ბიჭი, აჰკიდა ცხენებს თვალ-მარგალიტი და უბრძანა:

წადი აქედან, ჩემს სახელმწიფოში თვალი აღარ დაგკრაო.

წამოიღო ბიჭმა ეს ამოდენა სიმდიდრე და მივიდა თავის დედ-მამასთან.

მშობლები დარდითა და სიღარიბით ძალიან დაბერებულიყვნენ, ის ხუთი თუმანი ისევ ჰქონდათ შენახული ჩვენი შვილის საფასურს როგორ დავხარჯავთო.

გაიხარეს, ბევრი სიხარულის ცრემლი დაღვარეს შვილის მშვიდობით დაბრუნებითა და ნახვით, სიხარულით გაახალგაზრდავდნენ, გაიკეთეს ლამაზი სახლები და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება, ასე რომ დღესაც კი ბედნიერად ცხოვრობენ.


 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ