მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9194 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი არ იქნებოდა, ერთ ქვეყანაში ერთი დიდებული ხელმწიფე მეფობდა. ჰყავდა სამი ვაჟი. ჰქონდა აუარებელი სიმდიდრე და იმ სიმდიდრესთან, თვალ-მარგალიტთან ერთად ჰქონდა ერთი დიდი ბაღი. 

იმ ბაღში ერთი დიდი ვაშლი ედგა, რომელიც ქუდისოდენა ვაშლებს ისხამდა, ხელმწიფე თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ამ ვაშლებს, არც თვითონ კრეფდა, არც სხვას აკრეფინებდა, მაგრამ აი შეეჩვია ვიღაც ამ ბაღს და სულ გააჩანაგა. 

გადის დღე, ხელმწიფის რჩეული ვაშლები დღითი-დღე კლებულობდა. შეწუხდა ხელმწიფე, დაიბარა ხელმწიფე და უთხრა:

- აი, შვილებო, ბაღში ერთი ვაშლი გვიდგას, ისიც ვერ შეგვინახავს, სახელმწიფოს როგორ შევინახავთ, გვპარავს ვიღაც და ჩვენ კი ვერ გაგვიგია, ვინ არის ჩვენი მტერი. წადით, უყარაულეთ და რომელიც ქურდს დაიჭერს, მეფობას იმას მივცემ!

ადგნენ ხელმწიფის შვილები და მოდგნენ რიგით ყარაულობას.

რიგი უფროს ძმას ხვდა, ის წავიდა, დაწვა ვაშლის ძირში და ერთი კარგად დაიძინა. იმ ღამეს მოვიდა დევი, მოკრიფა ვაშლები და გასწია.

მეორე დღეს მოვიდა შინ უფროსი ძმა და უთხრა:

- წუხელ არავინ მოსულა , სულ თეთრად გავათენეო!

მეორე დღეს დარაჯობის რიგი საშუალო ძმაზე მიდგა. იმანაც დაიძინა. დევი მოვიდა, მოკრიფა ვაშლი და წავიდა.

მეორე დღეს მოვიდა შინ და თქვა:

- არავინ მოსულაო!

მესამე ღამეს უმცროსს მოუწია დარაჯობამ. იმან აიღო მშვილდისარი და გასწია საყარაულოდ. ძმებმა დასცინეს უმცროსს:

- აბა, შენ კი აუცილებლად დაიჭერ!

- თუ არავის მოვიყვან, მე ხომ მთელი მოგივალთო, - უთხა ძმამ და გაუდგა თავის გზას.

იმ ღამეს ვაჟს არ დაუძინია. დარაჯობდა და ელოდა ვაშლის ქურდს. შუაღამე იყო, რომ მოვიდა ერთი დევი, ავიდა ვაშლზე დაიწყო კრეფა.

ვაჟმა მოზიდა მშვილდის, დაიწივლა ისირმა და შეერჭო ღრმად გულში დევს. დიღრიალა დევმა, იტაცა ისარს ხელი და უნდოდა ამოეგლიჯა, მაგრამ ვერ ამოიძრო. ჩამოვარდა ღრიალით და მოფხუჭა, გაჰყვა თან სისხლის კვალი.

რა გათენდა, ვაჟი მივიდა შინ და მამას უთხრა:

- ჩვენი ვაშლის ქურდი დავკოდე და მოძებნა უნდაო,

ძმებს სიცილადაც არ ეყოთ იმის საუბარი, მაგრამ უმცროსმა ძმამ დაიჟინა:

- გამომყევით და მე დაგიმტკიცებთ, რომ ტყუილი არ ვიციო.

ადგნენ ეს ძმები, აისხეს აირაღი და გასწიეს დევის ნაკვალევზე. ბევრი იარეს, ცოტა იარეს, ბოლოს, სისხლის კვალი ერთ დიდ ქვასთან გათავდა.

დევი მისულიყო, აეხადა ის ქვა და შიგ ჩამძვრალიყო.  ძმებმა გადააგორეს ქვა და შიგ ჩამძვრალიყო . ძმებმა გადაგორეს ეს ქვა და დააპირეს შიგ ჩასვლა.

წინ უფროსი ძმა უნდა ჩასულიყო. მოაბეს უფროს ძმას თოკი და ჩაუშვეს დევის სოროში. ბიჭს დევის ბაყბაყი მოესმა, შეეშინდა და დაუძახა ძმებს:

- ამიყვანეთ! ამიყვანეთო!

მოაბეს მეორე ძმას თოკი და ახლა ის ჩაუშვეს, მაგრამ იმანაც დაიწყო ყვირილი:

- ამიყვანეთო, - და ამოიყვანეს.

ჯერი უმცროსზე მიდგა. მოაბეს თოკი და ჩაუშვეს. მოუმატა დევმა ბაყბაყს და ვაჟმაც დაუძახა ძმებს:

- ჩამიშვით! ჩამიშვითო!

ჩაუშვეს იმათაც და ჩავიდა ვაჟი დევის სახლში.

კერასთან დევის დედა იჯდა, ფაფასა ხარშავდა, ვაჟი მივიდა და ჰკითხა:

- რასა ხარშავ, დედა, ვისთვის გინდაო?

- შვილი მყავს ავად და მისთვის მინდაო, - უპასუხა ბებერმა.

- რა სტკივაო? - ჰკითხა ვაჟმა.

- ნაისრალიო.

- მე გასწავლი იმის წამალს, - უთხრა ვაჟმა, - აიღე, აადუღე ერთი ქვაბი წურვილი ერბო და ნაისრალში ჩაასხიო.

აადუღა დევის დედამ ერთი ქვაბი წურვილი ერბო, ჩაასხა შვილს ნაისრალში და ფეხები კი გააფშეკინა. ამოაძრო ვაჟმა დევს გულიდან ისარი, ბებერს თავიმოსჭრა და წავიდა დევის სახლის დასათვალიერებლად.

ვაჟმა ერთ ოთახში სამი მზეთუნახავი ქალი ნახა. წამოიყვანა ისინი და დაუძახა ძმებს:

- თოკი ჩამომაწოდეთო! - ჩაუშვეს თოკი და ააყვანინა უფროსი და, - ეგ უფროსსაო, - დაუძახა ვაჟმა.

მერმე მეორე ააყვანინა. ის საშუალო ძმისთვის. თავის საცოლე უნდა აეყვანინა, მაგრამ საცოლემ უარი უთხრა:

- ძმები გიღალატებენ, ჯერ შენ ადი, მერმე მეც ამიყვანეო!

ვაჟმა თავისი მაინც არ დაიშალა.

- თუ არ იშლი და მე მგზავნი, - უთხრა საცოლემ, - ვიცი, გიღალატებენ, შენ აქ დარჩები. ესე გაივლი, ერთი ოთახია, იქ ორი ცხვარი აბია, ერთი თეთრი და ერთი შავი; შავზე შეჯდები - აქვე დარჩები, თეთრზე შეჯდები - ქვეცას წახვალ. იცოდე, როცა ქვეცას გაგაქანებს ის ცხვარი, შენ დაიძახე: "ბებრის ბანი ბამბიანი, ბებრის ბანი ბამბიანი, ", და რბილად დაეცემაო.

აგზავნა საცოლე ვაჟმა, და როგორც ავიდა უმცროსი ძმის საცოლე, ძმებმა თოკი მოჰკვეთეს, წავიდნენ შინ და წაიყვანეს ქალიც.

ვაჟი, რაკი დევის სახლში დარჩა, ჯერ დაღონდა, მაგრამ ბოლოს, მოაგონდა ცხვრები და წავიდა იმათ საძებნელად. იპოვა, გადააჯდა თეთრ ცხვარზე და გასწია ქვეცას: "ბებრის ბანი ბამბიანი, ბებრის ბანი ბამბიანი!" და ვაჟი ბებრის ბამბიან ბანზე კი დაეცა.

ადგა, შევიდა ბებრის სახლში. ბებერი ბრმა ყოფილიყო ცალი თვალით, ფაფა ეხარშა. ვაჟი მივიდა, მიუჯდა ბრმა თვალისკენ და დაიწყო ფაფის ჭამა. ბებერს ფაფა მალე გაუთავდა, მოიხედა, ნახა, ვაჟი ზის.

- ვინა ხარო? - ჰკითხა.

- შენი შვილიო!

ბებერი ძლივს ეღირსა ვაჟის ნახვას, დაიყენა თავისთან უვლიდა შვილივით.

ერთხელ ვაჟმა ნახა, რომ ბებერს დაუცრია ფქვილი, გადალაჯულა ვარცლზე და რაღაც უნდა ქნას. ვაჟმა დაუძახა:

- დაიცა, დედავ. დაიცა, რას შვრებიო?

- წყალი დევს უჭერია, - უთხრა ბებერმა, - და მაშ რით მოვზილოო?

- მე მოგიტან, - უთხრა ვაჟმა, - კოკა მომეციო!

ჯერ კი არ უშვებდა ბებერი:

- მოგკლავს, შვილოო, - მაგრამ ვაჟმა არ დაიშალა და წავიდა.

მიიტანა წყალზე კოკა და ამოავსო.

- ვინ ხარ? - დაუძახა დევმა, - ჩემი შიშით აქ ბუზიც კი ვერ დაიბზულებს და შენ რს მოუყვანიხარო?

- სტუმარი ვარ შენიო! - დაუძახა ვაჟმა.

- კარგი, წაიღე, - დაუძახა დევმა, - ეგ ერთი სტუმრობით გეპატიებაო!

წავიდა ვაჟი, წაიღო წყალი და ჩამოურიგეს მთელს ქალაქს კვერცხის ნაჭუჭითა.

მოტანილი წყალი რომ გაუთავდა, ვაჟმა აიღო ისევ კოკები და გასწია წყალზე. დევმა ფეხის ხმა გაიგონა და უძახა:

- ვინ ხარო?

- მე, შენი სტუმარიო! - უპასუხა ვაჟმა.

დევმა არაფერი უთხრა. წამოიღო წყალი, ჩამოურიგეს კიდევ ქალაქს კვერცხის ნაჭუჭით, მაგრამ გაეთავდა მოტანილი წყალი და მოუნდა ისევ წასვლა, აისხა იარაღი ვაჟმა. აიღო მშვილდი და ისარი და გასწია. მივიდა წყალზე ვაჟი და აავსო კოკები. დევმა დაუძახა:

- ვინ ხარო?

- მე, შენი სტუმარიო! - დაუძახა ვაჟმა.

- ერთხელ სტუმარი, ორჯერ სტუმარი, მესამედ რაღა სტუმარიო - დაიღრიალა დევმა და გამოემართა ვაჟისკენ. ვაჟმაც გაისწორა იარაღი და მიეგება.

დაიწყეს ბრძოლა. მოიქნია ვაჟმა და ჩასვა დევი მუხლამდის ქვიშაში; მოიქნია დევმა, ჩასვა ვაჟიც მუხლამდის; მოიქნია ვაჟმა, ჩასვა წელამდის დევი; მოიქნია დევმა, ჩასვა წელამდის ვაჟი. ამოუხტა საჩქაროდ ვაჟი, მოიქნია, ჩასვა დევი ყელამდის, წამოუსვა ხმალი და მოაგდებინა თავი.

ამოიღო დანა და დაარჭო მოჭრილ თავში. თვითონ შინ წავიდა და არავის კი არ უთხრა დევის სიკვდილი; ბებერს კი უთხრა: - წადი, წყალი მოიტანეო!

გავარდა ქალაქში დევის სიკვდილის ამბავი. მოაწყდა წყალს უთვალავი ხალხიდა საქონელი. სვამდნენ, ზოგნი იქვე სკდებოდნენ წყლის სმით, ზოგნიც მიდიოდნენ შინ და იქ იხოცებოდნენ.

გაიგო ხელმწიფემ დევის სიკვდილის, მაშინვე უბრძანა მოყვანა დევის მკვლელისა. მოვიდა მთელი ქალაქი, მთელი მისი სახელმწიფო, მაგრამ იმათში დევის მკვლელი არ ერია. ზოგნი ძალით იბრალებდნენ  დევის მოკვლას, წიყვანდნენ და ეტყოდნენ:

- აბა, თუ შენა, არ, ეს დანა ამოაძრეო! - მაგრამ დანა ვერავინ ამოაძრო. რომ ვერა და ვერ იპოვეს დევის მკვლელი, ხელმწიფემ იკითხა:

- განა ყველანი არიან აქ, ვინც ჩემს სახელმწიფოში ცხოვრობსო?

- ყველანი, ერთი ბებრისა და იმის ნაშვილების გარდაო, - უთხრეს ხელმწიფეს.

მაშინვე გაგზავნეს ბებრისა და იმის ნაშვილების მოსაყვანდ. მოვიდა ვაჟი, დანაც ამოაძრო და გამოტყდა კიდეც:

- დევი მე მოვკალიო.

წაიყვანა ხელმწიფემ სასახლეში, გაუმართა ნადიმი და  ლხინგახარება.

 - რა გინდა, რით დაგასაჩუქრო? - ჰკითხა ხელმწიფემ ვაჟს, - რასაცა მთხოვ, მოგცემ. დარჩი ჩვენთან და  ტახტსაც შენ დაგიტოვებო!

- მე აქაური არა ვარ, - უთხრა ვაჟმა, - ზევითა ქვეყნელი ვარ, და, თუ როგორმე იქ ამიყვანთ, ის იქნება ჩემთვის უდიდესი საჩუქარი. თუ ვერ ამიყვანთ, ის მაინც მასწავლეთ, როგორ უნდა ავიდეს კაცი ზევითა ქვეყანაშიო!

- იქ მხოლოდ ფაშგუნდს შეუძლია აყვანაო, - უთხრა ვაჟს.

ვაჟმა აისხა იარაღი და წავიდა ფაშგუნდისკენ. ფაშგუნდის ბარტყებს გველეშაპი ჰყოლია შეჩვეული და შეეჭამა. ვაჟმა ნახა, რომ ფაშგუნდის ერთი ბარტყი ტირის და ერთი კი იცინის.

- ერთს ან რა გატირებს, - ჰკითხა ვაჟმა, - და ან მეორეს რა გაცინებსო?

რომელიცა ტიროდა, იმან უთხრა:

- მე ის მატირებს, რომ დღეს გველეშაპი მოვა და შემჭამსო.

რომელიცა იცინოდა, იმან უთხრა:

- მე ხვალ შემჭამს გველეშაპი, ერთი დღე კიდევ დამრჩენია სიცოცხლისა და ის მაცინებსო.

- თქვენ ნუღარაფრისა გეშინიათ, - უთხრა ვაჟმა, - მე ვიცი და იმ გვეელეშაპმაო.

დაუჯდა ვაჟი და დაუწყო ლოდინი გველეშაპს. მალე მზეც დაბნელდა. ფაშგუნდის შვილებმა უთხრეს ვაჟს:

- ახლა მოდისო.

ვაჟმა ჩააგდო კილოში ისარი და გველეშაპი რომ გაუსწორდა, მოსხლიტა ვაჟმა ისარი, და გველეშაპს სული გააფრთხობინა. 

დაეცა მკვდარი გველეშაპი და აუშვა საძაგელი სუნი. აკაფა ვაჟმა გველეშაპი და ააგო მთლად ბუდის გვერდებზე. ცოტა ხნის შემდეგ წამოწვიმა კიდეც.

- ეს რა არისო? - ჰკითხა ფაშგუნდის შვილებს ვაჟმა.

- ეგ ჩვენი დედა ტირის. ცრემლსა ღვრის ჩვენზე, ჰგონია: გველეშაპმა გადაგვყლაპაო.

ვაჟი დამალეს. მოვიდა ფაშგუნდი. ნახა ცოცხალი შვილები და სიხარულით ცას ეწია.

- ვინ გიხსათ, შვილებო, ვინა? - ჰკითხავდა გახარებული ფაშგუნდი შვილებს, - ვინ მოვიდა, ის ღვთის ნაკურთხი კაციო?

- თუ არ შეჭამ, გაჩვენებთო! - უთხრეს შვილებმა.

- ჩემი შვილების მხსნელს როგორ დავუშავებ რამეს, მაჩვენეთო! - უთხრა ფაშგუნდმა.

შვილებმა გამოუჩინეს ვაჟი. ფაშგუნდი გადაეხვია ვაჟს, მოჰხვაი მხრები. მიიკრა გულზე და გვერდები კი ჩაამტვრია, მაგრამ მოუსვა ფრთა და მოარჩინა:

- რას დამდებ ვალად, რა გინდა, რა მოგცე შვილები რომ გადამირჩინეო? - უთხრა ფაშგუნდმა.

- ზევით ქვეყანაში ამიყვანე, მა იქაური ვარ, - უპასუხა ვაჟმა, - და ის დამდე სიკეთედაო!

- წადი, - უთხრა ფაშგუნდმა, - ერთი კოდი აავსებინე ხორცით. ერთ მხარზე ის დამადგი, ერთზე შენ დამაჯექი და აგიყვანო!

ვაჟმა ქნა ისე, როგორც ფაშგუნდმა უთხრა, ერთ მხარზე ხორციანი კოდი დაადგა, ერთზე თვითონ დააჯდა და გასწიეს.

რამდენიც შემოტრიალდბოდა ფაშგუნდი, ვაჟი იმდენ ნაჭერ ხორცს შეაჭმევდა. ბოლოს ერთი ნაჭერი დააკლდა. ვაჟმა გამოიჭრა წვივი და ის შეაჭამა. მას შემდეგ სახრელში, წვივის ზევით გამოჭრილი აქვს.

- ოჰ! ეს რა გემრიელი რამ შემაჭამე, - უთხრა ფაშგუნდმა, - რა იყოო?

- ეგ ჩემი ხორცი იყოო, - უთხრა ვაჟმა.

- ეგ რომ მცოდნოდა, თუ ეგეთი გემრიელი იყო კაცის ხორცი, აქამდე შეგჭამდიო, - უთხრა ფაშგუნდმა. გამოუსვა ფრთა, გაუმთელა წყლული, გადმოსვა მიწაზე, გამოეთხოვა და წავიდა.

ვაჟი გაუდგა გზას. ბევრიიარა, ცოტა იარა, ბოლოს, თავის სახელმწიფოში ივიდა. გზაზე ერთ მეღორეს შეხვდა. მეღორე იჯდა და ტიროდა. ვაჟი მივიდა მასთან და ჰკითხა:

- ან ვინ ხარ და ან რა გატირებსო?

- რა არ მატირებს, - უთხრა მეღორემ, - ჩემი ხელმწიფის შვილს ქორწილი აქვს, უმცროსი ძმა დაკარგეს და უფროსი კი იმის საცოლეზე იწერს ჯვარსო!

- შენა, - უთხრა მეღორეს ვაჟმა, - ეგ ტანისამოსი გაიხადე, მაგას მე ჩავიცვამ, ჩემი ტანისამოსი შენ ჩაიცვი. მე ვარ იმათი უმცროსი ძმა. მივალ და ვნახოთ როგორ დაწერენ ჯვარსო!

ჩაიცვა ვაჟმა მეღორის ტანისამოსი და გასწია ძმებთან. უფროსი ძმა იჯდა და მხიარულობდა. უმცროსი ძმის მშვილდი ეჭირა დაჯარებულ ხალხს ხელში და ეწეოდნენ:

- აბა, ვინ მოწევს და ვინ ვერაო?

ჩამოატარეს მშვილდი, მაგრამ ვერავინ მოწია. ჯერი პატრონზე მიდგა.

- მიეცით ეგ მშვილდი ჩემს მეღორეს, - დაიძახა უფროსმა ძმამ, - იქნება მაგან მოწიოსო!

 მისცეს მშვილდი. ვაჟმა მოწია მშვილდს, ჩააგო ისარი და დაიძახა:

- ხარსა თუ ფურსაო?

ქალმა იცნო თავისი საქმრო და გული გაეხსნა.

- ხარსა, ფურისა რა ბრალიაო! - დაუძახა ვაჟს.

ვაჟმა მოკლა ძმა ისრით, დაიწერა ჯვარი თავის საცოლეზე და დაიწყო ხელმწიფობა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ