მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 25583 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ორი ძმა. უფროსი მოყვარული სიმართლის, თავმოყვარე, მორცხვი. მეორე - ცრუ, მკვეხარა, მოლაყბე.

ორივე ძმა ერთხელ ყავახანაში სალაღობოდ მისულიყო.

ცრუ ძმა იკვეხის ჯამაათში: - ამას წინათ წაველ მთაში სანადიროდ. შემხვდა ირემი, თოფი დავუმიზნე, ვესროლე, მოვკალ. გავუსინჯე ნატყვიარი: ირემს ჩლიქში მოვარტყი, ტყვია გასულიყო ყურისძირიდან საფეთქელში!

იქ მყოფმა ხალხმა გაოცებით შეხედა უფროსს, სიმართლის მოყვარულ ძმას, აი, რა ცრუ, მკვეხარა ძმა გყავსო.

დაირცხვინა უფროსმა ძმამ. შეეცადა გამოესწორებინა ძმის ცრუ თქმული:

- შეიძლება ეგრეც მოხდეს, როგორც სთქვა ჩემმა ძმამ: ჩლიქში მოხვედრილ ტყვიას გაევლო ყურისძირშიო, - სთქვა უფროსმა.

- შეუძლებელია, შეუძლებელი, - ერთხმად მიმართა ჯამაათმა უფროს ძმას, რათ ამართლებ მკვეხარას?

- რატომ არ გჯერათ? ძმამ რომ დაუმიზნა, ნიშანში ამოიღო, იმ დროს ირემი ზურგშექცევით უკანა ფეხის ჩლიქით იფხანდა ყურისძირს, ამ დროს ტყვიამ გაჰგმირა ფეხის ჩლიქი და ყურისძირით ირმის საფეთქელიც.

ასე ახსნა უმცროსი ძმის სიცრუე უფროსმა.

წათამამებულმა მატყუარამ განაგრძო: ხალხო, ჯამაათნო, ნუთუ არც ამას დაიჯერებთ, რაც ჩემი ყურით გავიგონე! ძაღლის ლეკვი ცაში წკავწკავებდა!

იქ დამსწრე ხალხმა მიმართა ცრუმთქმელის ძმას: ნუთუ ესეც დასაჯერია?!

- რატომ არ არის დასაჯერი?! - განაგრძო - ცაში არწივი დაფრინავდა, ძირს მიწაზე დაინახა შავი ცხოველი; ბატკანი ეგონა. დაეშვა ძირს, კლანჭები ჩაავლო ლეკვს, აიტაცა ცაში.

ლეკვი ნამეტანი ტკივილისა და შიშის გამო წკავწკავებდა.

ასე გაამართლა ხალხის თვალში მოსიყვარულე ძმამ თავისი უგუნური ძმა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ