წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 48 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი მონადირე.

ერთხელ მინდორში ნადირობდა, ნახა სამ მუხაზე ერთი დიდი არწივი იჯდა, სამივე მუხა ეჭირა. მოჰზიდა მონადირემ მშვილდს, დაუმიზნა ისარი.

არწივმა უთხრა, ნუ მომკლავ, მხარი მაქვს მოტეხილი, წამიყვანე სახლში, ბარტყი ვარ, მომიარე, მომარჩინე, ბოლოს მეც გამოგადგებიო.

მონადირემ აღარ მოკლა, წაიყვანა სახლში. ცოლს ძალიან ეწყინა, ჩვენთვის არაფერი გვაქვს, მაგას რა ვაჭამოთო.

მართლაც, ისეთი ღარიბები იყვნენ, კბილის გამოსაჩიჩქნი ჩხირიც კი არა ჰქონდათ.

ორ კვირას უწამლა, მორჩენა დაეტყო.

არწივმა უთხრა მონადირეს, წამიყვანე მუხებთანაო.

მონადირემ წაიყვანა. დაუქროლა არწივმა და ერთი მუხა ძირიანად მოგლიჯა და სამი მთის იქით გადისროლა.

მონადირეს უთხრა, კიდევ წამიყვანე, ცოტა კიდევ მაკლიაო.

მონადირემ ისევ წამოიყვანა. ორ კვირას კიდევ ჰყავდა.

შემდეგ არწივმა უთხრა: წამიყვანე მუხებთანაო.

მონადირემ წაიყვანა. დაუქროლა არწივმა, მოგლიჯა მეორე მუხა და ცხრა მთაას იქით გადააბზრიალა.

არწივმა კვლავ უთხრა, ცოტა კიდევ მაკლია მორჩენა, წამიყვანე ცოტა ხანსაო.

მონადირემ ისევ წაიყვანა. ცოლი ძალიან გაუწყრა: ჩვენთვის არაფერი გვაქვს და ეგ რაღად მოათრიეო.

არწივი ორი კვირა კიდევ იყო. მონადირე წამლებს ადებდა და მხარს უხვევდა.

ორი კვირის შემდეგ სრულებით გასაღდა და მონადირეს უთხრა: ახლა წავიდეთ მუხებთანაო.

წავიდნენ. დაუქროლა არწივმა და მესამე მუხა სრულებით გადაკარგა: ვეღარ გაიგეს, სად გადავარდა.

მაშინ არწივმა უთხრა, ახლა კარგადა ვარ, უნდა შემჯდე მხრებზე, ერთი დაკლული ხარი თან წამოიღე, ჩემს დედ-მამასთან წაგიყვან და დაგასაჩუქრებენ. ამას კი გეტყვი, რაც უნდა გაძლიონ, არ გამოართვა, სთხოვე, თქვენ რომ ჟანგიანი ყუთი გაქვთ, ეგ მომეცითთ-თქო.

წავიდა მონადირე, დაკლა ერთი ხარი, დაუდო არწივს მხრებზე და თვითონაც ზედ შეაჯდა. არწივი აფრინდა და წავიდა სულ მაღლა და მაღლა, რამდენიც შემოტრიალდებოდა, მონადირე იმდენ ნაჭერ ხორცს ჩაუდებდა პირში.

ის იყო მივიდნენ, რომ ხორციც გაუთავდა. გამოიჭრა კანჭიდან მონადირემ და შეაჭამა.

ოჰ, ეს რა გემრიელი რამ შემაჭამეო, უთხრა არწივმა.

ბინაზე რომ მივიდნენ, გადმოსვა დაბლა და მონადირემ კოჭლობა დაიწყო.

- რათა კოჭლობ? - ჰკითხა არწივმა.

- წეღან შენ რომ სთქვი, ეს რა გემრიელი რამ შემაჭამეო, ის ჩემი ხორცი იყო: ხარის ხორცი გამითავდა და კანჭიდან გამოვიჭერიო.

არწივმა მოუსვა ფრთა და გაუმთელა.

მონადირე დედასთან მიიყვანა. დედას უთხრა:

- დედავ, მხარმოტეხილი ვიყავ, ამ კაცმა სიკვდილს გადამარჩინა და რაც ისურვოს, ყველაფერი მიეცით.

არწივის დედამ გადმოუღო და გადმოუღო მონადირეს ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, ჩასაცმელი და დასახური, მაგრამ კაცმა არაფერს ხელი არ მოჰკიდა.

- მაშ, რა გინდა? - ჰკითხა არწივის დედამ.

- თქვენ რომ ჟანგიანი ყუთი გაქვთ, ის მომეცით, - უპასუხა მონადირემ.

არწივის დედამ კიდევ ძვირფასი და ძვირფასი გადმოუღო, მონადირე ადგა და წასვლა დააპირა.

- მოდი, მოდი, წაიღე, - დაუძახა ისევ არწივის დედამ.

მობრუნდა მონადირე, კიდევ ძვირფასი და ძვირფასი რამეები გადმოუღო, ყუთს მაინც არ აძლევს.

მონადირემ მაინც სხვას არაფერს მოჰკიდა ხელი.

მესამედაც დაუძახა არწივის დედამ და მისცა ყუთი.

უთხრა, სანამ შინ არ მიხვიდე, არამც და არამც არ გახსნა, თორემ ძალიან ინანებო.

შეისვა არწივმა მონადირე მხრებზე და ისევ ძირს ჩამოიყვანა.

მოდის მონადირე, მოაქვს ყუთი, იფიქრა: იქნება იმათ მომატყუეს და ცარიელი ყუთი მომცეს, ვნახავ, რა არის შიგ! იქნება და ისეთი რამე დევს, რომ მომკლასო.

გახსნა, ამოვიდა და ამოვიდა დუქან-ბაზარი და სასახლეები , გაიჭიმა უზარმაზარი ქალაქი, გაჩაღდა ვაჭრობა, გარბიან და გამორბიან ვაჭრები, ერთი ხმაურობა და ამბავია.

მონადირე კი დგას და შესცქერის. უნდა ყუთი დაკეტოს, მაგრამ ვერა ჰკეტავს. იცემს გულში ხელს, იბდღვნის თმასა.

ამ დროს ჩამოივლის ერთი დევი, ჰკითხავს, რადა სტირი, კაცოო?

რას არა ვტირი, ეს ყუთი გავხსენ, ეს ქალაქი იქიდან ამოვიდა და ვეღარ დავხურეო.

რას მომცემ, რომ დავხურო, ხომ მომცემ იმას, რაც შენ არ იციო.

მოგცემო, უთხრა მონადირემ.

მონადირის ცოლი ორსულად იყო და სანამ მონადირე დაბრუნდებოდა მის ცოლს ოქროსქოჩრიანი ვაჟი ეყოლა, მონადირემ კი არა იცოდა რა.

დევმა ყუთი დაუხურა. ქალაქიც აიკრიფა და ისევ ისეთი ადგილი დარჩა, როგორიც წინათ იყო.

ამა და ამ დროს მე ჩემსას მოვიკითხავ და გამომიგზავნეო, უთხრა დევმა.

კაცი წავიდა სახლში, გახსნა შინ ყუთი. ამოვიდა და გამოვიდა ისევ დუქან-ბაზარი და სასახლეები. გაიმარღა ქალაქი. ეს კაცი ქალაქის პატრონია, მაგრამ შვილი ადარდებს: დევს უნდა გაუგზავნოს, არ ასცილდება.

როცა ვაჟი მოიზარდა, ადგა და დევთან წავიდა. იარა, იარა და გზაზე ერთი დედაკაცი შეხვდა.

- სად მიდიხარ, შვილო? - ჰკითხა.

- დევთან მივდივარ, უნდა შემჭამოს, - უპასუხა.

- შვილო, რომ მიხვალ, წყალს ნახავ, იმ წყალზე დევის ქალები ჩამოდიან საბანაოდ. შენც იქვე დაიმალე. ზევით, რომელიც დგას - უფროსია, იმის ქვემოთ რომ დგას - შუალაა, და ბოლოს რომაა - უმცროსი. იმას დაუმალე ტანისამოსი. გამოვა, იმისი დები წავლენ და ის ტიტველი რაღას იზამს? რაკი ტანისამოსს არ მისცემ, შენი ცოლი გახდება, მერე კი ის გიხსნის გაჭირვებიდან.

ვაჟი ისე მოიქცა, როგორც იმ დედაკაცმა დაარიგა. მივიდა წყლის პირს, ჩასაფრდა. როცა ქალები მოვიდნენ, ბანაობა დაიწყეს, ვაჟი მივიდა და უმცროსი ქალის სამოსი აიღო.

გაათავეს ქალებმა ბანაობა, გამოვიდნენ, უფროსებმა ჩაიცვეს, გასწიეს, უმცროსმა ვერ იპოვა სამოსი და დაიძახა, ვინა ხარ, გამოჩნდი, შენ - ძმა და მე - დაო!

ვაჟი არ გმაოვიდა.

ბოლოს ქალმა დაიძახა, გამოჩნდი, ვინა ხარ, ჯანი გავარდეს, შენ - ქმარი და მე - ცოლიო.

მაშინ გამოვიდა ვაჟი და მისცა სამოსი.

ქალმა შეხედა, ეს ოქროსქოჩრიანი ვაჟი ძალიან მოეწონა, უთხრა რად მოსულხარ აქაო.

მამაშენის ლუკმა ვარ, უთხრა ვაჟმა, უნდა შემჭამოსო.

ნუ გეშინიან, უთხრა ქალმა, როცა გაგიჭირდეს, მე შემატყობინეო.

მივიდა ვაჟი დევთან.

დევმა უთხრა ერთ რამეს შეგიკვეთ და თუ არ აასრულე, იცოდე, შეგჭამ. ჩემი ეზო სულ ოქროქსოვილით უნდა დაჰფინოო.

წამოვიდა ვაჟი ცოლთან დაღონებული: მამაშენმა ასე და ასე მიბრძანაო.

წადი, შენ დაიძIნე და მე ვიციო, უთხრა ქალმა.

იმ ღამეს ქალმა დაიბარა თავისი კაცები და სულ ძვირფასი ოქროქსოვილით დააფენინა ეზო-კარი.

დილით უთხრა ქმარს, მიდი, დაჯექ და დაუქყე სწორება, ვითომ შენ დაჰფინეო.

გამოვიდა ვაჟი და ასწორებს ოქროქსოვილებს, რაღა იქნებოდა?!

მეორედ უბრძანა, ხვალისათვის ისეთი სასახლეები უნდა დამიდგა, რაც ხელმწიფეს ეკადრებაო.

წავიდა ვაჟი ცოლთან, ცოლმა უთხრა, წადი, არხეინად იყავი, მე თვითონ ვიციო.

წავიდა ვაჟი, დაიძინა.

ქალმა დაიბარა თავისი კაცები და უბრძანა, აბა, როგორ მარდად მოიქცევით, თქვენი იმედი მაქვსო.

დილისთვის ისეთი სასახლეები დადგეს, კაცს თვალს სტაცებს. ქალმა ქმარს უთხრა: ადი ზედ, აიტანე ჩაქუჩი, ვითომ რაღაც დაგკლებია და აკაკუნეო. ვაჟი ასეც მოიქცა.

გამოვიდა დევი, ნახა მშვენიერი სასახლეები დაუდგამს. ტუჩზე იკბინა, მაგრამ რაღა იქნებოდა?!

მერე უთხრა, ერთი ცხენი მყავს გასახედნი და ის უნდა გამიხედნოო.

კარგიო, უთხრა ვაჟმა.

წამოვიდა ცოლთან, ცოლს უთხრა: მამაშენს გასახედნი კვიცი ჰყოლია, ის უნდა გაახედნინოო.

აქამდე არაფერი, საქმე ახლა არის, უთხრა ცოლმა, თვითონ მამაჩემი იქცევა კვიცად და იმას უნდა უმხედრო.

მე ერთს ლაგამს მოგცემ, ის ლაგამი ამოსდე იმას პირში, თან ერთი ტკინის კვერი წაიღე: აღმა აფრინდეს - თავში სცემე, დაღმა წავიდეს - ცხვირში. ნუ შეიბრალებ, რაც ძალა და ღონე გქონდეს, მაგრა დაჰკარ, თორემ მოუკლავს არ გაგიშვებსო.

მეორე დღეს წაიღო ლაგამი და ჩაქუჩი ვაჟმა. შეჯდა კვიცზე და გაფრინდა ცხენიც ცისკენ.რამდენსაც ის ცხენი ზევით აიწევდა, იმდენს დაუშენდა ვაჟი თავში კვერც, ახლა ძირს დაეშვებოდა და ახლა ცხვირში სცემდა. ისე მოღალა, ისე, რომ არაქათი გამოელია და დადგა ცხენი.

ვაჟმა მოიყვანა დევის კარებზე, შეიყვანა თავლაში, ქამოჰყარა ლაგამი და გამოვიდა.

ცხენიც იქცა ისევ დევად და ისიც გამოვიდა.

დევი კარებთან დგას.

რა ჰქენ, გახედნე ჩემი ცხენი თუ არაო, ჰკითხა წყრომით ვაჟსა.

ვაჟი ხედავს, რომ დევს ყბები სულ ჩამოღადრული აქვს ცემისაგან.

რა გჭირს მაგ სახეზეო, ჰკითხა ვაჟმა.

ეს შენი ნაცემი არის, უთხრა დევმა, შენ რომ იჯექ ის ცხენი კი არ იყო, მე ვიყავიო, ხვალ კი აღარაფერი გიხსნის, უნდა შეგჭამოო.

ვაჟი შეწუხებული მივიდა ცოლთან.

რა ჰქენ, უმხედრე ცხენსა თუ ვერაო. ჰკითხა ცოლმა.

მამაშენმა მითხრა, ხვალ უნდა შეგჭამო, ვეღარაფერი გიშველისო.

იმ ღამესვე ეს ქალი და ვაჟი ადგნენ და გასწიეს. იარეს, იარეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდთ, რომ გათენდა, გაიგო დევმა მათი გაპარვა და ისიც გამოეკიდა.

მიდიან ქალი და ვაჟი.

ქალმა უთხრა ვაჟს, აბა, მიიხედე, ხომ არავინ მოგვდევსო.

ვაჟმა მიიხედა, ბუზისტოლად შორს რაღაცა მოჩანსო.

იქცა ქალი შემოსულ ყანად, ვაჟი მომკელად, დგას და მკის, თან ხვითქლი გადასდის. მოვიდა დევი.

ამაზე ქალსა და ვაჟს ხომ არ ჩამოუვლიაო, ჰკითხა დევმა.

მთელი დღეა ვმკი, რა ამვლელისა და ჩამომვლელისა მცხელა, არავინ მინახავსო, უპასუხა მომკელმა.

დევი გაბრუნდა უკან და გასწია თავის სახლში.

ვერავინა ვნახე იმათი მნახველი, მხოლოდ ერთ ალაგას მომკელი და ყანა იყოო, უთხრა დევმა თავის ცოლს, ისინი შენი ქალი და სიძე იყვნენო, უთხრა ცოლმა.

ამასობაში ყანა კვლავ იქცა ქალად, მომკელი კი ვაჟად და გაუდგნენ გზასა.

დევი კვლავ დაედევნა მათ.

ქალმა ჰკითხა ვაჟს: აბა, მიიხედე, მოგვდევს ვინმეო?

ბუზისტოლად რაღაცა ჩანსო, უპასუხა ვაჟმა,

ის მამაჩემიაო, სთქვა ქალმა.

იქცა ქალი დაბურულ ტყედ, ამის ქალწულ გულში მზის სხივი არ ჩავარდება, ვაჟი იქცა მოხუცებულ კაცად. დადის ტყის პირას და ჩინჩხვრებს ჰკრეფს.

მოვიდა დევი.

ამაზე ქალსა და ვაჟს ხომ არავის ჩამოუვლიაო? ჰკითხა ბერიკაცს, რომელმაც უპასუხა: რაც ეს ტყე გაჩენილა, აქა ვარ და მე აქ სხვა არავინ მინახავს, შენს მეტი.

გამობრუნდა დევი და წავიდა სახლში.

იქცა ტყე ქალად და ბერიკაცი ვაჟად და გაუდგნენ გზას.

რა ჰქენი, ვერსად დაეწიე, ვერ დაიჭირეო, ჰკითხა ცოლმა.

ვერა, მხოლოდ ერთი უდაბური ტყე იყო და ერთი ბერიკაცი ჩინჩხვრებსა ჰკრეფდა, სხვა არავინ მინახავსო.

შე გამოყრუებულო, ის ტყე შენი ქალი იყო და ის მოხუცებული - შენი სიძე. უთხრა ცოლმა, ახლა კი მეც წამოვალ და ვნახოთ, სად წამივლენო.

შესხდნენ რაშებზე და გამოედკიდნენ ქალსა და ვაჟს.

ქალი ეკითხება ვაჟს, მიიხედე, ვინმე თუ მოგვდევსო.

ვაჟმა მიიხედა, ბუზისტოლად რაღაცა მოჩანსო.

ის მამაჩემი იქნებაო, სთქვა ქალმა და მიიხედა - ორად მოჩანდა.

ახლა დედაჩემიც მოგვდევს და ვეღარ გადვურჩებითო.

იქცა ქალი უძირო ტბად და ვაჟი იხვად. ლაპლაპებს ტბა და იხვიც არხეინად დაცურავს.

მოვიდნენ დევი და იმისი ცოლიც.

დაეწაფა დევის ცოლი ტბას, დაუწყო სმა, უნდა სულ ამოეცალა, დაიწყო სმა დევმაც, სვეს, სვეს და ორივენი დასკდნენ.

იცა ტბა ისევ ქალად, იხვი - ვაჟად, გადაეხვივნენ ერთმანეთსა და გადაჰკოცნეს, რომ გადარჩნენ.

შესხდნენ დევისა და იმისი ცოლის რაშებზე და გამოსწიეს ვაჟის მამასთან.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.


 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Загрузка...