მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 37394 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეს კაცი ასე ილოცავს

ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი

* * * * * * *

სარწყავისა და წისქვილის ამბავი და მოხაზულობა

* * *

ღმერთო, მაჩვენე ყანები

ამ სარწყავთ მონაყვანები;

ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,

ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

 

ყოვლად წმინდაო, დამადევ

წყლურზედ წამალი სამთელი,

შემაძლებინე აღვანთო

მე შენს წინაშე სანთელი.

დავით გურამიშვილი - დავითიანი

 

1

 

დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,

ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;

ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,

ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.

 

2

 

ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,

ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი, დანაჭაჭარი;

მოსახსენებლად ჩემდა ყრმათ უმზადე ტკბილი მაჭარი,

ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.

 

3

 

ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგევ იგავთ ხე ველად,

უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.

სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად,

ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.

 

4

 

ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,

ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.

ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,

ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და.

 

5

 

ვით მხედარს-ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანი

მიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,

ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,

ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.

 

6

 

მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი,

ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;

ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი,

ვაი, შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.

 

7

 

მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს-ჩალის ძირსა;

მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა;

ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,

დრო მოვა რომ გატკბილდების, ხილად სჭამენ პანტის ჩირსა.

 

8

 

ცხენი მარტო მორბენალი მუხლმოკლედიც გამალდების,

სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.

თვალან ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების,

ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.

 

9

 

მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:

ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად,

ამ ლექსს თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,

აგების რომ ბრძანოს ვინმე სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.

 

10

 

მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:

რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნემცირით.

მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით,

ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით.

 

11

 

ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს;

თუ რამ იყოს სხვის სჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს,

ან თუ იყოს მატყუვარა, ეცადოს, რომ განმიმართლოს,

სხვასი ნურას მოინდომებს მაზედ მეტსა უსამართლოს.

 

12

 

ამად ვიხოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,

მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ეს არის ჩემი ბედობა.

ყრმაო, შენ ძმობას გენუკვი, ასულო,მიყავ შენ დობა,

ვინც წაიკითხოთ ეს წიგნი, მიბრძანეთ ცოდვილს შენდობა.

 

13

 

ღმერთმან თქვენ, ძმანო ცოცხალნო, გიხსნასთ ყოვლისა ჭირითა!

გარდაგიქციოსთ სიცილად, რასაც რომ ღმერთს შესტირითა;

თქვენ მე ცოდვილს მკვდარს მიბრძანეთ ცხოვნება კაის პირითა,

აგების ღმერთმან დამიხსნას ჯოჯოხეთისა მწვირითა.

 

14

 

რაც დამრჩა, ვერ ვსთქვი, მეწადა, მეთქვა გრძლად, თავი მეცადა.

ვერა ვსთქვი, მოცლას უცდიდი, ნეტამცა არა მეცადა!

მესწრაფა სევდის ლახვარი, საკვდავად გულსა მეცა და,

აწ ამას ვღონობ, არ ვიცი, ქვესკნად წავალ თუ მე ცადა!

 

15

 

ამისთვისა ვარ მოწყენით, ვსტირი და არ მემღერების,

პირს შემდები არს სიკვდილი, არავის დაეფერების;

არც ხვეწნით, არცა ქრთამითა, არც ხრმლითა მოიგერების,

მაშინვე ქვეშ ამოიდებს, ვისაც რომ დაეძგერების.

 

16

 

მამაო, თავსა მფარავი დაგედგა კარგი კარავი,

განიარი და მაღალი ხელთაგან მოუკარავი,

შიგ ვიყავ, სადღაც გამაგდე, პაღური ამამკარ ავი,

მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი!

 

17

 

ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!

შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი.

აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?

რატომ აგრე უწყალო ხარ, სასიკვდილოდ არ შაგწყალდი?!

 

18

 

პაპის პაპა, ბებიანი, მამის მამა, დედის დედა,

მამა, დედა, ძმანი, დანი, ცოლი, შვილნი, ზედი-ზედა

ღმერთმან ყველა მას უცხოვნოს თვით აშოროს მას წარწყმენდა,

ვინც ეს წიგნი განაწიგნა კითხვად შესაქცევლად ჩვენდა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ