მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6666 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

74

 

რომელმან ცანი, ვითარცა კარავანი შეგვიმზადისა,

ზედ მიადგინა მნათობნი ნივთთა ყოველთა მზარდისა,

მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა,

იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და ცხადისა.

 

75

 

მოდი, მსმენელო, ისმინე, დაჩუმდი, ვიტყვი, სუ, რასა,

უკვდავებისა წყაროთი მოგართმევ სავსეს სურასა,

იხმარე ექსი, დაჰხედე ბრძნად ბრძენთგან ნაექსურასა,

გაშინჯე, სახით ვინც მე შრტოდ გითხარ, მოჰბმია თუ რასა.

 

76

 

ვისგანცა იგი სამყარო არს ნათლად აღნაკეთები,

მისგან არს ძირნი და ფესვნი, მორჩნი ყოველთა ხეთები;

იგი არს იმ შრტოს ძირი და მისივე შენაერთები,

დავითს მოჰბმია, რომელსა თავზედ ეპოხა ზეთები.

 

77

 

წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება ღვთის მაგიერი,

გამოგვიცხადეს, გვასწავეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი.

ვით ღამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი,

ეგრეთ აბრამის ყვავილი, დავითზე ნაყოფიერი.

 

78

 

დავით თქვა ღვთისა მაგიერ სიტყვა ძლიერი ერთია:

გარდამოხდესო, ვით წვიმა, საწმისზედ მონაწვეთია;

ვით მან თქვა, ნათლად მობრწყინდა მის ნათლის შენაერთია,

მისვე დავითის ძედ თქმული, იესო ქრისტე ღმერთია.

 

79

 

მამისა სიტყვა სახითა, ვით შრტო ძირთაგან, ეხარა;

მიიბა მთამან პოხილმან, პოხიერებით ეხარა.

ძედ სიხარული სოფლისა ქალწულს მარიამს ეხარა,

მით ცრუვ ყვნა ღმერთმან კერპითა ცუდ-მოიმედე მკვეხარა.

 

80

 

სიბრძნე მის ბრძნისა არ ძალუც ენას გამოთქმა ბაგითა;

მაგრამ ნათლად ვსთქვა ნათელი, რაც ოდენ მიჩნდეს ბაგითა,

ძირი ვენახთა შრტოზედ რტოდ, ვით ახალ-მორჩი ბაგითა,

აგრევე მზრდელი ყოველთა ვსცანთ გასაზრდელი ბაგითა.

 

81

 

რა იგი ჩჩვილი ასაკით სახით აღმორჩდა, ახევდა,

მის უმჯობესსა ნასახსა მსახველი ვერას სახევდა!

მით იკურნოდა სნეული, ბრმა თვალით დაინახევდა,

მისგამო მისი მრხეველი უკვდავებასა არხევდა.

 

82

 

მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ ერთი ხილი ებადა;

სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:

ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა უკვდავებადა,

შეინთქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა.

 

83

 

ერთა თქვეს: მისი ნაყოფი არ არის საქებურიო,

ჰკურნებს და ერთა აცდუნებს, საქმე სჭირს ბეზელბურია;

სჯობია, - მოცავაკვდინოთ, ნუ არის ფეხზედ მდგმურიო.

თორემ და ბევრს ერს მიიყვანს თავისთან ეგ მაცდურიო.

 

84

 

ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა;

კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!

მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მისის დავითის თქმულითა,

ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა თვალ-ახმულითა.

 

85

 

ელმად სჭვრეტდენ მას მართალსა, ნათელს ბნელით შენამოსრად.

ამად იყვნენ ლეწა-მტვრევით ერთმანერთის შენამოსრად;

ბრძენთა სთხოეს: “სახით შენით მოგვივლინე შენ ამოს რად”.

მოჰხდა, ნახა ბრმათა თვალმან ღაწვნი ცრემლით შენა-მოსრად.

 

86

 

მას უცნაურს მეცნიერნი ათორმეტნი უდგნენ მცველად,

ამად რომე მისი საქმე მათ სმენოდათ უფრო ვრცელად,

არ უნდოდათ უჟამურად საიდუმლო გასაცრცველად,

შესცდა ერთი მათგანიცა, იქმნა უცხოდ ზურგმაქცევლად.

 

87

 

ის ერთი თორმეტთაგანი იყო მოყვარე ვერცხლისა:

მან აღიშენა სამყოფი, ბნელ, საუკუნო ცეცხლისა,

სიხარბით ნათლად ვერა სცან შარავანდედი მზე ცხლისა,

გაყიდა, სისხლი იტვირთა განმწმენდი ბრალთა მრეცხლისა!

 

88

 

განმსყიდველმან რა მსყიდველნი გასყიდულს თავს წააყენა,

რა იხილეს მისთა მცველთა, მიხვდათ გულში დიდათ წყენა,

შაეშინდათ, დასამალად მირბიოდენ შამბთაყენა.

ერთი ტირდა: “რად გავექეც”, ცრემლის გუბი წანაყენა.

 

89

 

შეიპყრეს, მისთვის მომზადეს ლურსმან-კვერ-გაზ-მარწუხები.

მის მშობელს ესმა, დაუდგა ავი დღე შესაწუხები,

იტყოდა; “ვამე, მეცემის თავს მეხი მონაქუხები,

ვაიმე გულო, დაგულო, რა მწარედ გაიხუხები!”

 

90

 

შემოეხვივნენ გარშამო, დაუწყეს ჭრა და კოდება!

ძის დასჯისათვის დედასა მიხვდა სახმილის მოდება,

შექნა თავს ცემა და ტყება, ტირილი,მოთქმა, გოდება,

მით მის განმსყიდველს ნებითა ხვდა ყელთ საბელის მოდება.

 

91

 

ჯვარს აცვეს რა, მოაკვდინეს, აღმდგენელი გარდაიქცა,

სულ შეიძრა ქვეყანა და კლდე განსკდა და გარდაიქცა;

თვის მნათობთა შუქ-ნათელით ბნელდებოდა მაზედ იგ ცა.

ნეტა, როგორ მოისვენებს სულით, მხსნელო, ვინც რომ მიგცა!

 

92

 

ჯვარზედ მკვდარსა ერთმან ვინმე გვერდს ლახვრითა უწყო გმერა,

მის ლახვრითა ნაჭერთაგან შექნეს სისხლ-წყალთ გარდმოჩქერა;

გახუკვირდა, რა იხილა, ზედ დაუწყო ამოდ ცქერა,

მან თქვა მისი: “ჭეშმარიტად, მე ეს კაცი ღვთის ძედ მჯერა!”


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ