მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7954 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

93

 

ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო,

მათ მისი სწავლა მოძღვრება არარად მიიჩნიესო;

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეაჩნიესო;

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდა, ხორციელს და სულიერსო,

 

94

 

მკვდარს აღუდგენდა, კურნევდა კეთროანს, წყალმანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდა, ცისცისად არჩენდა ეშმაკიერსო;

უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, კუტს-საპყარს - სვლას შვენიერსო;

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდა: - ჭამე, სვი ესო.

 

95

 

ამის მეტს არას ეტყოდა: - ესევდით ღმერთს ზეციერსო.

მშვიდათ ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო;

გაიკითხევდეთ გლახაკთა, ასმევ-აჭმევდეთ მშიერსო.

ღასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო.

 

96

 

აწ, ნახეთ, მისად სანუფქოდ რაც მათ მას შეამთხვიესო;

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო;

ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიესო,

თავიანთ მაცხოვნებელი წამწყმენდლად მიიცნიესო.

 

97

 

ოცდაათ ვერცხლად გაყიდეს, ისიც კი დანაბნიესო;

შეიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოახვიესო;

მაგრა შეუკრეს ხელები, უფალსა არა სთნიესო,

ურიგო სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს, გაათრიესო!

 

98

 

ყვრიმალს სცეს თვალებაკრულსა, ჰკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

ფრჩხილთა უყარეს ლერწამი, ნუნები აატკიესო,

ავაზაკზედა გასცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო!

ბრალი ვერ პოეს, დასაჯეს, პილატე მიუსიესო.

 

99

 

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო,

შოლტით სცეს ხელ-დაბანილთა, მსხვერპლს სისხლი შეურიესო.

დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიიწვიესო;

შესამოსელი გახადეს, ქლამინდი მოახვიესო;

 

100

 

ჯვარზედ განაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაუწიესო;

წყალი ითხოა, მიართვეს, ძმარში ნაღველი რიესო.

უგმირეს გვერდსა ლახვარი, - ვაიმე ვითა ვსთქვი ესო!

მოკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანა შეარყიესო;

 

101

 

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო!

ჯვარით გარდმოხსნეს, წაგრაგნეს, ტილოში წაახვიესო;

დამარხეს, მკვდარსაც არ ენდვნენ, გარს მცველნი შემოხვიესო.

 

102

 

ქმნა სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო.

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!

ქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო.

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ