მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2678 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

130

 

მან უცნაურმან საცნობლად თავისა ჩენა ინება;

ვით ვეშპის მუცლით იონას ხვდა მესამეს დღეს ლხინება,

ეგრეთ იესოს ქრისტესა საფლავით წამოდგინება.

მისგან ცხოვრების წყარომა ჩვენთვის დაიწყო დინება.

 

131

 

ცხოვრების წყარომ დაშრიტა ჯოჯოხეთს ცეცხლის ალები.

ზედ მიესხურა, დამოსა ხორცითვე მკვდართა ძვალები;

ჩაუდგა სული უკვდავი, მისცა აღდგომის ძალები.

ეშმაკთ დაულპო წერილი, ადამს გარდუწყდა ვალები.

 

132

 

ეს ის წყარო არს, ძოღანას რომ მოგითხარყე სუ რითა,

მოიღეთ წმინდა ჭურჭელნი, წაიღეთ, ვისაც გსურითა!

ვით საწამლავი გექმნებისთ ჭურჭლითა უწმინდურითა,

გაფრთხილდით, ძმანო, არ მოკვდეთ მყრალ-ზნოანისა ჭურითა!

 

133

 

იესო ქრისტე ეჩვენა კართა ხშულთ მცნობთ მსხდომარესა,

გვერდ-ჭრილი, ხელ-ფეხ ნალურსმი იცნეს და განიხარესა.

მიბერა სული, ახარა მან მათსა საყნოსარესა,

კვლავ ქვეყნით ზეცად ამაღლდა, ჯდა მამის მარჯვნით მხარესა.

 

134

 

ქვეყნად ძე მოკლეს უგბილთა, არ მამა ზესკნეთოვანი!

იგიცა ისევ განახლდა, ვითარცა ორბი ფრთოვანი;

ძემ ხორცით მოკლა კაცები, ცხოველ ქმნა სული მღვთოვანი,

ადამს სამოთხით განძებულს მით მუნვე მოურთო ვანი.

 

135

 

მამას და ძესა და სულსა სიტყვით აქვს განყოფილება,

მაგრამ ერთ ღმერთად ითქმიან, ამას არ უნდა ცილება.

მამა უვნებლად მაღლა ჯდა, ქვე ძეს ხვდა მოცაკვდინება,

სულს რაღა შაეხებოდა, თვალთაგან არ იხილვება.

 

136

 

ერთი არს ღმერთი ყოველთა ქმნულთა, მის მიერ ქმნულისა.

ბრძენიც არა ჩანს აღმრაცხი მის სარიცხველთა ნულისა.

ვითარ შესწვდების გონება უცებით ქვე დანთქმულისა!

აქეთ და გაქექთ ნუღარას, გესმოდესთ ჩემის თქმულისა!

 

137

 

ვითა ტორუა ქვეყნითგან ცამდის შეიწყებს სტვენასა;

ვერ უწევს, ქვევე ბრუნდების, რომ ვეღარ შესძლებს ფრენასა,

ეგრეთვე კაცი რიტორი რაზომც ამჭერვებს ენასა,

დაშვრების, ვით ჰხამს, ვერ აქებს მას ერთსა ღმერთსა ზენასა.

 

138

 

ღმერთი არის თვით ხელმწიფე, თვით უფალი, თვით მჭირველი;

არავინ ყავს მოზიარე, აქვს მპყრობლობა უცილველი.

ღვთისგან ნივთობს ყოვლი ნივთი, ხილული და უხილველი,

სუფევს ყოვლის სულისაგან ძვირ-უთქმელი, უკილველი.

 

139

 

მას აქებენ; ანგელოზნი, ცა, ქვეყანა, ბნელ, ნათელნი,

ზღვა, ხმელეთი, ხე, ბალახნი, მთა, ბორცვი, ტყე, მაღნარ, ველნი,

პირუტყვ-მხეცნი, მფრინველ, თევზნი, ვეშაპ, ყოვლნი ქვემძრომელნი,

ცეცხლი, ქარი, წყალი, მიწა, კაცი ცხოვლად პირმეტყველნი.

 

140

 

მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელ-ნისლი, ცისსარტყელი,

ზამთარ, ზაფხულ, ყინვა, სიცხე, თოვლი, წვიმა მწყურნებით მრწყველი,

ელვა-ქუხილ-მეხ-ტატანი, ხორშაკ-სეტყვა ხილთ მბერტყელი, -

ყოველი სული აქებდით უფალს იტყვის წინასწარმეტყველი.

 

141

 

ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;

თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუ ქვა და რკინა;

ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა,

ჩვენცა გვმართებს ღმერთს დაუთმოთ, სწავლად გვემით რაც გვატკინა.

 

142

 

ვიდგეთ, ვიჯდეთ, ანუ ვიწვეთ, ხანსა ცუდად არ დავმზიდეთ;

ვსტიროდეთ, თუ ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ, თუ ანუ ვზმიდეთ,

ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმართს დიდებას შევასხმიდეთ,

ღმერთს მივსცემდეთ მადლობასა, პურს ვშჭამდეთ, თუ წყალსა ვსმიდეთ!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ