მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3007 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

203

 

შეკრბენ ქართველთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მაიყარეს,

დასხდენ რიგით, ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს.

ვინც ხედევდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,

თქვეს თუ: უფრო წავხდებითო; მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს.

 

204

 

გამკმარველთა უპასუხეს: გეტყვით, ძმანო, ვერ გეთნებით,

ვერა ბძანეთ ეგე რჩევა კაის ჭკუით, კაის მცნებით,

ქრისტიანის ხელმწიფისა ხელ-დებულნი შევიქნებით,

ჩვენ მაგაზე რად წავხდებით, თუ არ უფრო გავკეთდებით!

 

205

 

მათ მიუთხრეს: თუ უჭკო ვართ, ნახავთ, ბოლოს გამოჩნდების;

არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების,

მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების.

ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების.

 

206

 

ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,

ეგრეთ მეფესა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდა;

ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა.

ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.

 

207

 

რა მეფის ნდომა შეიტყვეს, ყმათ რჩევა შექნეს სხვაფრადა,

შეჰკადრეს: რადგან არ იშლით, სჯობს რომ წაბრძანდეთ ჩაფრადა;

გარს მტერი გვადგას ამდენი, ასს მთას ეყოფის მკაფრადა,

ვინ იცის, ჩვენზედ მოვიდნენ, თქვენ მოგვეშველნეთ საფრადა.

 

208

 

თუ წაბრძანდებით, წაბრძანდით, ხანსა ნუღარას დაზმითა;

თან ცოტა ყმანი იახელ, ნუ გაეწყობი რაზმითა,

ფარვით იარე გზაზედა, არ მეფეთ მოსაკმაზითა,

მტერთა არ გიგრძნან საწადი აშკარად ანუ აზრითა.

 

209

 

მან ბრძანა: ვითარ ვიკადრო მეფემან საქმე ქურდული,

დავფარო ქრისტეს კვართი და ქნარი დავითის, შურდული;

თან არ ვიახლო სპა-ჯარი, ჩაფრულებრ შევქნა ძუნძული,

ვითარ-ღა ვნახო ხელმწიფე, ან უცხო თემთა კუნძული!

 

210

 

სჯობს, შევიყარო ლაშქარი, ვქნა მისი ანგარიშები;

ჯერ ჩემთა წინააღმდგომთა დავსცე ზარი და შიშები,

წავიდე, განჯის მომთხრელთა დავდვა მუქაფის ნიშნები.

ღა გამოვბრუნდე, კვლავ ვნახო რუსების შუბ-ფარ-შიმშები.

 

211

 

ყმათ ჰკადრეს: თუ ეგ ხდებოდეს, თქვენ რჩევას ვინ დაგცილდესა?

კარგია, თუ კაცს საწუთრო გრძლად საქმეს დააცლიდესა,

წაუბორძიკოს არ ფეხი გზასა, რაზომსაც ვლიდესა.

მაგრამ რაღა ვქნათ, თუ ლხინსა სწრაფ ჭირად შეგვიცვლიდესა!

 

212

 

მეფემ აღარა ბრძანა რა, ინება თვისი წადილი;

გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი.

გათავდა რჩევა, გარდასწყდა! მან მაითხოვა სადილი.

ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.

 

213

 

ტიროდენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!

ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება.

მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება.

სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!

 

214

 

მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:

სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!

ყეენის სპასალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!

რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!

 

215

 

ჩვენს ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:

რა სამთავ ცემა შაექნასთ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,

გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,

ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!

 

216

 

ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?

მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!

შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,

წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის ღვართ მოადინებდა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ