მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1508 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

239

 

მოსთხოვა გურგენს მდივანსა ქაღალდი, საწერ-კალამი;

დახატა ცეცხლი გალავნად, შუვა ერთ გორად წალამი,

ზედ ორის ქვეყნის იგავი, მაზე თავდახრით ალამი,

ერთზედ დასწერა “ფეშქაშ-დურ”, და მეორეზე “სალამი”.

 

240

 

მისწერა ვახტანგს: “შენ მამა, ჩვენ ვიყვნეთ შენი შვილები;

თუმცა მიბოძა ყეენმა, მე ქართლსა არ გეცილები.

გარს მტერთგან ცეცხლი გვედების, შუვა ჩვენ ვსდნებით ცვილები,

სჯობს, რომ ჩვენ ერთნი შევიქნათ, აგებ გვეღირსოს ძილები”.

 

241

 

“აწ გვიწყალობეთ პასუხი, თქვენგნით რა გვებრძანებაო.

თქვენი არ ჭვრეტა, შორს ყოფნა გონებით არ გვეთნებაო;

გვწადიან თქვენი გვერთ ხლება, თუმცა დაგვერთვის ნებაო,

მანდ გიახლებით, მოგვმადლეთ მამაშვილური მცნებაო”.

 

242

 

რაღას ვაგრძელებ სიტყვასა და ვამბობ ყენებ-ყენებით..,

მისცეს წიგნი და წაიღეს წამღებთა ცხენებჭენებით;

მიართვეს მეფე ვახტანგსა მოციქულთ გამომჩვენებით.

აქ ნახეთ, საქმე კეთილი ვით გაბოროტდეს ენებით!

 

243

 

მეფემ რა წიგნი გაშინჯა, სცნა ტკბილად მიწერილობა,

ბრძანა დიდებულთ მოყმეთა ერთბამად თავ-მოყრილობა:

აჩვენათ ქვეყნის იგავი, დროშისა თავდახრილობა.

იესე მეფემ რა ნახა, ჯავრით ხვდა წარბთ შეყრილობა.

 

244

 

სალამს, ალამს, ცეცხლსა, წამალს, ფეშქაშ-დურს და ქვეყნის იგავს

სთარგმნიდიან ვეზირები, იტყოდენ, თუ: ეს რას მიჰგავს?

მეფემ ბრძანა: რაც ხილია, ეგ სუყველა ჩვენს ბაღში რგავს;

ყველა კარგად შემიტყვია, ვერას ვხედავ მაგაშიგ ავს.

 

245

 

ზოგთ მტრობით ნარმა დაფარეს, ჭოთი აჩინეს ნუქარად,

ათარგმნეს ნაფეშქაშევი თხოვნადვე, არ ნაჩუქარად;

სიმდაბლით დროშის თავდახრა თავის დაქნევად, მუქარად.

შუვა წალმად თქვეს ქართველნი, გარს ცეცხლად კახნი მუშქარად.

 

246

 

მეფე ბრძანებდა: “მაგაში არა არის-რა ფლიდობა,

ფეშქაშ-დურ ქართლის მოძღვნა არს: სალამ-ალამი მშვიდობა;

გარს გალავანი ცეცხლისა გარეშე მტერთა დიდობა;

წალამნი ჩვენ ვართ ორნივე, გვხამს ერთმანერთის მინდობა”.

 

247

 

“ამად გვისახავს ერთ გორად ორისავ ქვეყნის წალამსა,

მას ღვარი ვეღარ შესწვდების, ვერც დაშლის, ვერცა წალამსა.

მშვიდობას თხოვლობს სიმდაბლით, ამად თავს უხრის ალამსა,

ქართლს ისევ ჩვენვე გვანებებს, კახეთით გვაძლევს სალამსა”.

 

248

 

“თუ ორად დადგას, იქნების ორივ პატარა გორები;

დაქროლებს ქარი, გარდაქცევს, ზღვას შერთავს ნიაღორები,

ტიალთ ვენახთა მოსჭამენ დათვნი, ძაღლნი და ღორები,

წარწყმენდილი არს, ვინც რა თქვას ძმასთან ძმის დასაშორები”.

 

249

 

მანვე ბრძანა: “სჯობს ვარჩიოთ, ჩვენ უბრალოდ არა ვბოდოთ:

მართალი ვსცნათ, რაც გვიჯობდეს, გულის ზღაპრით ღმერთს არ ვსცოდოთ,

მოუნახოთ წყლურთ წამალი, ზედ სალბუნი მას შემოვდოთ,

რადგან იმას მოსვლა უთქვამს, ჩვენცა გვმართებს მოუწოდოთ.

 

250

 

“აქ მობრძანდეს, ჩვენ გავშინჯოთ, ის მოიქცეს რასაც სახით;

თუმცა გვმოყვროს, მდაბლად ბრძანებს;თუმცა გვმტერობს - ყადავახით;

ხილთა ტკბილთა და მწარეთა შაეტყობის გემოს ნახვით,

თუ ვერა ვსჭამ ხილს სიმკვახით, დავარბილებ, დავბეჟ ქვა-ხით”.

 

251

 

იგ რაც რჩევა მეფემ ბრძანა, დაემოწმნენ მას ვეზირნი;

ერთმანეთის შესაყრელად დანამტკიცეს, შეკრეს პირნი.

მაგრამ მაზედ წინაღმდგომნი, ვით ერქვანთა ხისა ძირნი,

მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ