მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1700 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

252

 

ვახტანგს კონსტანტილეს წიგნი მოეწონა, რა გაშინჯა;

ბრძანა: კარგად გაუსაზღვრავს, თუ კი აღარ გარდაბიჯა.

მან მას კაცი გაუგზავნა, - მობრძანდიო - დაპატიჯა.

ეს იესეს მეფის გულსა, ვით ლახვარი, ხვდა, დაღრიჯა.

 

253

 

იესემ თქვა გულსა შინა: “ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!

პატიმრობით დამაბერა, დამითეთრა თმა და წვერი;

აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქმნები გიჟი-სტერი,

მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი”.

 

254

 

“ჩემზედ იგი რად ვაცინო, ჩემი დღენი მისგან ვსტირი!

სამ წელიწადს ბნელში დამსვა, არ მაჩვენა მზისა პირი;

ერთი იყო, ისრე მიყო, მან იხსენა ჩემზედ ძვირი,

ახლა ორად გამიკეთდეს, რაღად მინდა მე სხვა ჭირი?”

 

255

 

იხმო ბერი დოდოველი, ვით მოწაფე მოძღვრად ინდობს;

უბრძანა, თუ: ჩემო ბერო, ეს ჩემი ძმა ეშმაკ-ფლიდობს.

არას კაცსა არ კადრულობს, ამპარტავნობს და გულდიდობს:

მე ძმა ვიყავ, არ დამინდო, კახ- ბატონსა ვით დაინდობს!

 

256

 

კახეთშიაც დიდათ წყინობს იმის გაბატონებასა,

აქ თუ მოვა, ფიცხლავ მოკლავს, მოხვეჭს იმის ქონებასა.

რადგან მადლის მოღვაწე ხარ, სთმობ ამ სოფლის ცხროვრებასა,

შენ ის სიკვდილს მოარჩინე, ღმერთი მოგცემს ცხოვნებასა…

 

257

 

რაღას ვაგრძელებ: გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,

მისწერა კახსა ბატონსა: ,,ჭკვა თუ არ გარდაგერია,

რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს, ეს შენი მტერია

შენს სისხლსა ვინ-ღა მოჰკითხავს, კაცი ხარ ერთი ღერია.

 

258

 

თუ მაგას იტყვი, შენ რომ გყავს ძმა, შენი ნახევარია,

ეგ სიძე არის ამისი, ქალი ყავს, მით მოყვარია.

შენ სავარცხელი შემწედ გჩანს, და მაგას ქრისტეს ჯვარია,

ამისთვის ეგეც ამისი საწადლის მომდევარია.

 

259

 

თუ ეგ ყეენმა შეგიტყო, წაგართმევს ბატონობასა;

შენს ძმას ხომ არას მიგიცემს, მტერობს ქრისტიანობასა.

თავად თვით ბრძანებთ - "დავმდნარვართ, უფრო დავიწყებთ დნობასა”,

აწ რომ ყეენი დაჰკარგო, ვინ გიზამს მის ოდნობასა!

 

260

 

მე დამიჯერე, ნუ მოხვალ, თორემ გაებმი ბადესო;

ნუ მიეცემი ნებითა შენის წახდენის მწადესო;

მე შემიტყვია მართალი, რაც ამათ მოგიმზადესო,

მკვახეს ხილსავით ქვა-ხითა დაბეჟა დაიქადესო.

 

261

 

მიმავალსა წინ დაუხვდა კონსტანტილეს იგი ბერი,

გარდახდა და თაყვანი სცა, ხელში მისცა მინაწერი.

მან გაშალა, წაიკითხა, დაიქნივა თავ-კისერი,

ფიცხლავ უკან გამობრუნდა, განამჟღავნა არაფერი.

 

262

 

მისთა ლაშქართა რა ნახეს უკანვე გამობრუნება,

უკვირდათ: “ნეტარ ბატონმა რაზედ იცვალა გუნება;

რად მოინდომა უწინვე, არ იყო მისი თუ ნება?

ჯერ კი თქვა, მერმე უკუ-თქვა, რასთვის იკადრა მტყუვნება?”

 

263

 

სძრახევდენ კახსა ბატონსა: საქმე ვერ მოყავს გზიანად,

უჯობდა ქართველთ ბატონსა შეყროდა თავაზიანად.

ძმა ძმისა საზიანოსა თუ არ მიიჩნევს ზიანად,

ორივ მტერთაგან დაიწვის სახლ-საბძელ-კალო ბზიანად.

 

264

 

მიმავალი მიუთხრობდა ამხანაგი ამხანაგსა:

დღეის იქით ამ საქმითა ნიშანს ვერა ვხედავ კარგსა;

ორს ეძიებს, მაგრამ ერთსაც ვხედავ მისთვის დანაკარგსა.

მის დროს ნახეს, ქართველები ხელს ატანდენ უკან ბარგსა.

 

265

 

დაუცარცვეს კახ-ბატონსა ჯორ-აქლემნი კიდებულნი,

დასჭრეს ზანდუკ-მაფრაშები, ამოიღეს შიგ დებულნი;

მიეშველნენ, ვეღარ მისწვდნენ უკან გამოკიდებულნი,

ჟამი შეხვდათ უჟამური, საღამო და ბინდებულნი.

 

266

 

კახ-ბატონსა კახთ აყვედრეს: “უღლით ტოლი გამოგეშო;

ვისიც გაქვნდა შენ იმედი, მისგან დარჩი უნუგეშო,

ტახტის ნაცვლად დორ-სუზანიც ქართველთ აგაცალეს ქვეშო,

თუ ამ საქმეს ვერ გაზრდიდი, გიჯობდა, რომ არც კი გეშო”.

 

267

 

მან უბრძანათ: “რას ნიშნს მიგებთ დიდის ვალის გარდამხდელსა?

ვინავარდე, საქმე ვსჩხრიკე, ვსცან და მოველ სახადელსა,

ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენსა საწადელსა!

ვიქ თქვენსა და მოგაგონებთ რჩევას ჩემსა აწინდელსა!”

 

268

 

"არ მინდოდა, გამარისხეთ, შემამყარეთ გულსა ჯავრნი;

მე მზასა ვარ, თქვენ მომზადდით, შეიყარეთ ახლავ ჯარნი.

მოირტყენით საომარნი საჭურველნი, ტანთ აბჯარნი,

წავიდეთ და დაუმტვრიოთ კარნი მაგრა დანაჯარნი!”

 

269

 

“მე მინდოდა ყოფილიყო ჩვენში სიყვარული ძმური,

ჩამომეგდო რიგი-წესი, სამართალი ბატონ-ყმური.

არ ინებეთ, არ მოჰშალეთ ერთმანეთში თქვენი შური,

ცოდვა-ბრალი თქვენს კისერთა, თუ რამ მოჰხდეს უწესური!”


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ