მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1414 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

413

 

შენ, ღმერთო ერთო, ხილულთა მე ვერას დაგადარებო,

არ ვიცი, ზიხარ, თუ სწევხარ, ფრინავ, თუ ფეხზე დარებო.

ნათლად ვთქვა, ძველ-დღედ ხელმწიფობ, მზით დღესაც შენ ადარებო,

უკვდავხარ, გნებავს ვისიცა, აცოცხლებ და ამკვდარებო.

 

414

 

მამა ხარ დაუსაბამო, არა გაქვს დასასრულია,

სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი, გვსმენია აქ მოსულია.

არა ხარ ღმერთი მტყუარი, გაქვს ჭეშმარიტი სულია.

ერთი ხარ, მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გაექსულია.

 

415

 

მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია,

იგ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე გაქსაქსულია;

ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე, და ეგრეთ წმინდა სულია,

ვისაც სამება არა სწამს, სჯულთაგან გარდასულია.

 

416

 

ღმერთო, ცათა და ქვეყნისა მპყრობელო, შემამკობელო,

მამავ და ძეო და სულო, წინასწარ საქმის მცნობელო!

ჩვენად ხსნად, შენად საქებრად მის მთით მის ლოდის მძრობელო.

მე, დავით, მიხსენ მტერთაგან, მამის დავითის მთნობელო!

 

417

 

სახით, ვითარცა საწმისზედ, ცვარო ზეგარდმო წვეთილო,

აგარაკთაგან უთესლოდ ძირო მორჩადა ხეთქილო;

გამოუთქმელად ნათქვამო, მთით ლოდო გამოკვეთილო,

მიხსენ ცხოვარი წყმედილი, იესო მწყემსო კეთილო!

 

418

 

მეხო, ქუხილის ისარო, მტერთ გულზე დასარჭობელო,

დავითის ვარდო, აბრამის ყვავილო დაუჭკნობელო.

განსჯად ცხოველთა და მკვდართა სამართლის გამამბჭობელო,

მარცხენით თიკანთ მარიდე, მარჯვენით კრავთა მხმობელო!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ