მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1467 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

435

 

რომელმანც მთამან დამფარა, მას მთაზედ იმ სეტყვებითა,

მეც იმ მთას მსხვერპლი შევსწირე, რაც გითხარ იმ სიტყვებითა;

მერმე ავდექ და წამოველ ტირილითა და ტყებითა;

სულ გავანედლე გამხმარნი შამბნარნი ცრემლთა რწყებითა.

 

436

 

კოჭამდის სეტყვას ვაპობდი, ფეხები მაქვნდა შიშველი.

ყველაზედ გული მაგრობდა, არაზედ ვიყავ მშიშველი.

ვსთქვი თუ, რას მიზამს მაცდური, ან მგელი, ან დათვი, შველი?

შავეპოვები არავის, თუ, ღმერთო, შენ კი მიშველი.

 

437

 

აწ ყველა წვრილად ვერ მოვსთვლი, რაც მაშინ გარდამხედია,

სამი დღე შამბში ვსწოლილვარ, მაღლა არ ამიხედია,

წინ გზისა შეკვრის შიშითა წასვლა ვერ გამიბედია,

შიმშილისაგან მუცელი მიმკვრია ფერდზედ ფერდია.

 

438

 

ჩემს უკან მდევართ გარდვურჩი იმ წოლით დღითა სამითა,

ხუთი დღე-ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემალის ჭამითა;

დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი, მინდვრად ვიდოდი ღამითა,

დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა-ქცევითა ამითა.

 

439

 

თუმც არ მეჭამა მე პური თბილ-თაჯა ჯავახურია,

არც მესვა ღვინო კახური, არ ვიყავ ნაბახურია;

ათის დღის მშიერს მომერთვა სადილი საკვეხურია,

მოუწევარი კვინჩხი და მკვახე მე კოწახურია.

 

440

 

პერანგი მეცვა ახალი, არ ძველი მე ტანზე ნარმა,

მუხლთ ქვეით გავხდი შიშველი, შემომეცვითა ზე ნარმა;

დიდთა ჭირთაგან ვნებული ოდეს მცნა მამამ ზენარმა,

მან გამომირწყო წყლული და მიშვა მგრგენმა და მზრზენალმა.

 

441

 

მეთორმეტეს დღეს მოვადექ წყლის პირსა მე უჭალოსა,

შამბში ვსძვერ ვითა ნიბლია, ვსთქვი, არვინ არ ამბჭალოსა.

შავხედე, გაღმა ლეწევდენ მათრახის ცემით კალოსა;

ვსთქვი თუ, აგების უფალმან აქ მიხსნას საკანკალოსა.

 

442

 

ცოტას ხანს უკან მომადგა მე ორი კაცი ნავითა,

მეგონა, ამას მკითხევდენ: მანდ რას აკეთებ, დავითო?

ისევ გაბრუნდნენ, შეშინდენ, ჩემის უქოჩროს თავითო,

მე მუნვე დავრჩი, დავღონდი, ვსთქვი, თუ: წავიდე საითო?

 

443

 

რა მნახეს, მათის შიშითა მეც ამეშალა ბალანი,

მუხლი მომეჭრა, წამერთო ტანში ღონე და ძალანი,

შორს ვეღარ წაველ, უკუვსწევ, მუნ ახლოს იყო ჩალანი.

გარდავიხადე იქიცა, რაც ღვთისა მედვა ყალანი.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ