მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1420 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

510

 

თამაზ-ხან სოლაღს მისწერა, ვის აქვნდა ამილბარობა:

"თუ მეგობარი ბრძანდებით, ჩემზე არ გმართებსთ ძალობა;

გარდმახდევინეთ სხვა-რიგად, თუ რამ მემართოს ვალობა,

თუ არა, ჩემის ქვეყნისა ხელმწიფემ მიყოს წყალობა.

 

511

 

სოლაღს, დარუბანდ არმოანს, თქვენ რა ხელი გაქვსთ ბაქოსა?

დასაბქველი მბაქველმან არც აგრე უნდა ბაქოსა;

რადა ხნავთ, ანუ რად სთესავთ თქვენ ჩემსა სათამბაქოსა,

ანუ ბაჟს, დავღას, რად იღებთ სადუქნეს, საქულბაქოსა?

 

512

 

თუ არ დაუთმობთ ერთმანერთს, ის ჩამოაგდებს მტრობასა;

დასცალოთ, თქვენთვის მიბძანდეთ, ისი სჯობს მანდ მაგრობასა.

მე რომე ვსინჯავ თქვენგნითა მაგ ჩემის ქვეყნის პყრობასა,

მაგდენი ბოლო არა აქვს ჩემსა და თქვენს მოყვრობასა".

 

513

 

მას ამილბარმა მისწერა: "თქვენ ჩემგნით ნუ გეწყინება,

ვინემდის კარზე მივსწერდე, თქვენ ქენით ეს მოთმინება.

რაც მე იქიდამ მომესმის, თქვენ ჩემგნით მოგესმინება;

მე სიხარულით დაგიცლი, თუმცა ხელმწიფემ ინება".

 

514

 

მალე მოვიდა კარიდამ ხელმწიფის გვამანსარია

"სოლაღის ციხე მოშალეთ, დასცალეთ გაღმა მხარია".

სანამდის თვითონ ამილბარ ციხეს არ დასცა ბარია,

მანამდის დასაქცეველად ხელი ვერავინ გარია.

 

515

 

თამაზ-ხან თამაზხანობა გარდირქო, მან ინაჯიშა,

თამაზ-ხანისებრ სეფური შაჰ-თამაზ ვერ ივარჯიშა;

ნადიყულობის ძალითა სახელად ირქო ნადი-შა.

ჯერ არცადა ჩანს სპარსეთში ნადი-შასთანა ფადიშა!

 

516

 

მან, ნადი-შამან ყეენმან, შაჰ-თამაზს ხნარცვი უთხარა:

ხლმით შეაშინა თურქეთი, დაღისტანი და ბუხარა.

რუსთ ხელმწიფესაც მოსწერა: - "გამეცა, ბაქოს ნუ ხარა".

ინდოეთისა ხელმწიფე დადრკა, მას თავი უხარა!

 

517

 

ვახტანგს მეფეს მოუვიდა ამ ნადი-შას ჩაფარ-ელჩი.

ებძანა, თუ: მობძანდიო, შენს ქვეყანას არას ვერჩი;

მე გიჩვენო შენის მტრისა თავი შუვა განახეჩი,

დამიჯერე, არ დაკარგო, რაც მე ხელში ჩაგაჩეჩი.

 

518

 

არ წავიდა, არ მიენდო, მისი ყმობაც ითაკილა,

სიტყვა მისი მას გულს ეცა, თვალთა ქაცვი, ვით ასკილა;

ვითა სმოდა პირველითგან, მით იხსენა, მითა კილა,

თქვა: "მეც უნდა დამბორკილოს, ვით შაჰ-თამაზ დაბორკილა".


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ