მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1033 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

ვინც რომე სახლში შემიშვა, გამათბო, გამამშუშაო,

დამიდგა კარგი სადილი, წინ ღვინით სავსე შუშაო,

მან შემიკვეთა: იმღერე, დავით, ის "ჩემო ყურშაო".

კვლავ შენ მე რასაც შემიკვეთ, ვიქნები შენი მუშაო.

 

2

 

ამად მე ესრეთ შევაწყევ ქება დავითის შესხმითა,

ესე შაირი ბოლო-ერთ ერთმანერთზედა შესხმითა.

"ჩემო ყურშაოს" სანაცვლოდ ჩახრუხაული ეს ხმითა

მიუთხარ, გამხიარულდენ ღვინისა თასებზე სხმითა.

 

დავითის შესხმა პირველი

3

 

მოიქცა დავით კაის სადავით,

ღვთის უღლისაკე მიიღო ქედი.

მაღლით დასწივა, მდაბალთ აწვივა,

ერთად შეყარა ვაკე და ქედი;

ადიდა მამა მის ქნარის ხმამა,

ძე - სიტყვა მისი - ძალთა მოქმედი.

ძე დავითს რქადა ღმერთმან უქადა:

რქა აღგიდგინო, მით მტერთა რქენდი.

 

4

 

მამას ვსახ ძირად და ძეს შრტოდ პირად,

ვით უსახევდა მას მამის გვერდი,

დავით ახევდა და მას არხევდა,

შრტო მაიწოდა ზეიდამ ქვემდი,

ითვის-იტომა დავითის შტომა,

რქად აღამორჩა თვისი გამრქედი:

მოება ზედა, აღზარდა ძედა

მან მზრდელი, თვისი, მით მიხვდა ბედი.

 

5

 

ვითა ნამყენი, გამოსაყენი,

უკვდავებისა ხილთ მოსართლვედი,

უგბილთ იხილეს, არად იხილეს,

მოჰკვეთეს, ჰკადრეს: "ავს ხილს იბემდი".

იგ მოკვეთილი, ნაყოფ-კეთილი

ისევ განცხოვლდა, მე მით ვილხენდი,

მტრით დაცემული, ცეცხლს მიცემული

საგრილ-საჩრდილად მე მას ვირხევდი.

 

6

 

მან დამაყენა, წამოაყენა

მან მზეთა-მზემან შარავანდედი,

ბნელში მგდებარე გამოვედ გარე,

ვითა დავღამდი, ისევ გავსთენდი!

ძე მოგვებოძა, გვესვეტ-გვებოძა,

მე დაქცეული მისგან ავშენდი,

დავითს, დავითო, მიხამდა ვითო,

ეგრეთ ნუგეშსმცა და მად ვაქებდი.

 

7

 

დავით არ ვაქო, მკითხონ, რა ვარქო;

კაცო, შენ იყავ გიჟი თუ ბრძენი?

ვაქებ მიტომა, დავითის შრტომა

ზედ გამოიბა კარგი ყურძენი.

ვინც იგი ჭამა, ღმერთი იწამა,

ბერთა და ბერწთა მისცა სულ ძენი;

მით აღიშენეს და დაიშვენეს

სახლ-კარ-მიდამო, გარე ფუძენი.

 

8

 

დავითს უროკავს, მე არ მიროტავს,

მართალი მითქვამს, რაც მსმია თქმული;

მის სანუფქადა, რაც მას უქადა,

ღმერთმან უბოძა, აღხდა აღთქმული;

მას მისცა ძენი, ჭკვიანი, ბრძენი,

ქვეყანაზედა ქებით განთქმული,

მის შრტოთა ხილი, ბრმათ თვალთ ამხილი,

სვიმიონისა მკლავთა აღქმული.

 

9

 

დავითს მროკავსა შეუმკობ კავსა,

რასაც კავითა ქვე იგ იწოდა,

მისთვის ფუნდრუკი, ვითა გუნდრუკი,

სთნდა, ღვთის წინაშე მსხვერპლად იწოდა.

სულო ცოდვილო, ხორცთ დაკოდილო,

გიჯობს მალამად შენ იგ იწო, და,

შენ მან გაგკურნოს და არ დაგკრულოს,

ვინც შენს ნაქნარსა სასწვრით გიწონდა.

 

10

 

დავით ისამა, მან განისამა,

არამთუ იგი ერთი დაკარგა;

ბობღნით, ებნითა, ჰპოვა ძებნითა,

სამად ერთი მზე მოგვფინა კარგა.

როკვით-სამებით, ცხონდა სამებით,

თქვა თუ: დასია ღმერთად არ ვარგა!

სანამდის რეკა, კერპნი გარეკა,

თან განატანა თავიანთ ბარგა.

 

11

 

დავით რჩეულმან, ღვთის მიჩნეულმან

მტერთა სარქენლად ძე რქად ქადაგა;

იგ დაიხარა, მისგან იხარა,

ვით ძირი თვისი შრტოზე რქად დარგა!

ბეთლემს დაბადა, კანას დაბა, და,

ვინ წყალი ღვინოდ განაბადაგა,

ღმერთი გვაცნობა, კერპთა თქვა ჯმნობა,

ილეკრო ადნო, ხე წვა, ქვა დაგა.

 

12

 

დავით ღვთის ქებით, შურდულის ქვებით,

იქმნა შეჭურვილ, გმირთა მჯობნელი,

ფსალმუნთ გალობით და ღვთის წყალობით

მტერთ საქმე უყო, დასაჯა [ბნელი];

ქნარ-წინწილ-ებნით მან პოვა ძებნით,

რომელიც გვაქვნდა ჩვენ საძებნელი,

მოგვფინა მზედა ღვთის სიტყვა ძედა,

მან განგვინათლა სავანე ბნელი.

 

13

 

დავით ქნარებით ბუქნა ქნა რებით,

სჯულის კიდობანს უროკა წინა:

მელქოლამ ნახა, დაგმო, დასძრახა;

მეფე ხლტის ვითო ყრმა პაწაწინა;

ცოლმან გაკილა, ქმარს ეთაკილა,

წყრომით რქვა: ვროკე მე იმისთვინა,

ვინც უმეტესად, მე უკეთესად

მამის-შენის წილ ტახტზედ მაჯდინა.

 

14

 

და კურთხეულ არს უფალი, რომელმან გამომირჩია,

უფროს მამისა შენისა ღირს მყო და მე მიმიჩნია

დაცადგინებად, მფლობელად ერისა ისრაელისა.

ამად ვმღერ უფლის წინაშე, ვარ შუშპრად მშლელი ხელისა.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ