მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1141 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

ჩემ საყვარლის მომყვანელო ძედ, მარიამ ქალო,

სახით ოქროს სასანთლეო, ლამპარ-განუმქრალო,

ზმირინ-გუნდრუკთ საკმეველო, საყნოსელად ალო,

ქალწულთ გვირგვინთ სამკაულო, თავ-ჯიღოანთ ალო,

უსასყიდლო მარგალიტო, ძვირფასისა თვალო,

ანთრაკ-ალმას-საფირონო, იაგუნდო-ლალო,

ცხოვრების წყლის იათუღო, ოქროვ, არა რვალო,

მასვი წყალი და მაპკურე, ცოცხალ-მკვდარი ვალო!

 

2

 

ზეცად გესავ, ერთო ღმერთო, ქვეყნად ერთ-უფალო,

ყოვლად წმინდავ ღვთის-მშობელო, დიდო დედოფალო,

ცოდვის ლიას უკუვარდი ღრმად შიგ დავეფალო,

თუ შენ მე არ აღმომიყვან, ძნელად აღმოვალო,

თაყვანსა გცემ, გეაჯები, ვითხოვ შემიწყნარო,

მიმკვდარებულს მამაშველო უკვდავების წყარო;

მასვა, მკვდარი განმაცოცხლო, შენს ძეს შემამყარო,

ვით წესია საყვარლისა, ტრფიალს შემაყვარო,

მავნე-მაცდურს განმარიდე, ძელო, ქრისტეს ჯვარო!

ჩემი ცრემლი ზედ იდინე, ცხოვრების წყლის ღარო,

გაუფთხილდი, ცუდ-უბრალოდ არცად დამიღვარო,

დავითს წინ ძღვნად წარუმძღვარე, ღვთის ძღვენთ წინამძღვარო!

 

სხვა ხმა

 

მოწყალების კარო, შენს ზღურბლს მოვეკარო,

უსახლკარო ვარო, ვითხოვ, შემიფარო!

ვით მოწყალე ხარო, ცოდვილთ მეოხარო,

რაც მე მოგითხარო, შენ მით განმახარო,

მახუმრ-მამასხარო, მაცინ-მახარხარო,

დავითის მტერთ ხარო ძირით აღმოსთხარო!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ