ქალ-ქალწულმან მარიამ წმინდად თავი ატარა; ყოვლის კაის საქმითა თავი ღმერთსა აყვარა. ოცდახუთს მარტს გაბრიელ ანგელოზმან ახარა, ზეგარდამო მოკითხვა ჰრქვა: ყრმა შვაო პატარა! ქალწულს ძნიად აღუჩნდა, შეკრთა, განასადარა: "მამაკაცი არ ვიცი, ეგ მოხდების რაგვარა?" მან რქვა: "სულის წმიდითა ძალ-მაღლისამ დაგფარა!" კვლავ ქალწულმან მადლობით ღმერთსა ხელი შეყარა: "სიტყვისაებრ შენისა მეყავნ", - სხვა არა თქვა რა. ვსთქვათ იმ ყრმისა შობითა დაგვემართა სარფა რა. გაიზარდა აწ ყრმა რა, სცა და კერპნი გაყარა, თვით შეგვექნა ღმერთადა, დაგვიცო და დაგვფარა, განიყიდა, ჯვარს ეცვა, ჩვენთვის სისხლი დაღვარა. რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა. განიყიდა, ჯვარს ეცვა, ჩვენთვის სისხლი დაღვარა, რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა. რასაც ვალით დაგვიხსნა, მის ვახშს გვთხოენ აღარა. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |