მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 847 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

გიხაროდესთ ანგელოზთ დასნო

და წმინდანო თქვენ ბევრად ასნო!

 

2

 

დედოფალი მეუფის დედა

ქვეყნით ზეცად აღმოვალს თქვენდა!

 

3

 

მოციქულნი ტყებით, გოდებით,

მგლოვარენი სახმილთ მოდებით,

 

4

 

ცრემლოვანი უძღვიან წინა

აღტაცებულს ღრუბელთა შინა!

 

5

 

დედამ სული ძეს მისცა ხელთა,

მეშინისო ჰაერის მცველთა:

 

6

 

ძემან დედა ჰაერთა შინა

არავისგან არ შეაშინა.

 

7

 

აღახვენით, მთავარნო, ბჭენი,

მოვალს ნუგეშთ-ცემანი თქვენი,

 

8

 

სანატრელი აწ თქვენ მიერი.

პატიოსან და სახიერი!

 

9

 

ვით მოსიანთ დასაქადები

კიდობანი სჯულთა სადები;

 

10

 

ვით კარავი იგ წამებისა,

სახლ-სავანე არს სამებისა;

 

11

 

დედოფალი ღვთისა-მშობელი,

მოწყალების კართ არ მხშობელი,

 

12

 

ვით აბრამის ვანი, კარავი,

ეგრეთ მცველი, ჩვენი მფარავი.

 

13

 

ღვთის დედა არს სჯულთ კიდობანი,

ძისა მიერ აქვს წმინდობანი!

 

14

 

მისთვისა გვაქვს ჩვენ მინდობანი,

ქვეყნად მისგან არს მშვიდობანი.

 

15

 

მისგან დამცრდა გულთ-დიდობანი,

მით განწესდა ძმობა-დობანი;

 

16

 

ავის საქმის ჯმნა. რიდობანი;

უშვერთ სიტყვის ხმის კმინდობანი!

 

17

 

უგალობდით მას მგალობელნი

ბობღნით მწყობრით, ტკბილად მხმობელნი!

 

18

 

დავით მეფე ქნარ-წინწილითა,

როკვით, ცეკვით, წინა-წინ ვლითა,

 

19

 

უგალობდეს სჯულთ კიდობანსა,

ქნარს ეტყოდეს აწ თვითონ ბანსა!

 

20

 

ღვთის-მშობელო, ვადიდებთ შენსა

მიცვალების შენისა დღესა!

 

21

 

ჩვენ გამოვსთქვით შენი გალობა,

შენ ყავ ჩვენზედ შენი წყალობა;

 

22

 

გვითხოვე შენს ძეს საყვარელსა,

ნუ აგვხდის ჩვენ ღვთის საფარველსა;

 

23

 

ცოდვა ჩვენი შესცვალოს მადლად,

წაგვიყვანოს ჩვენ მანდ პირ-ნათლად!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ