მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 931 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

აწ მე აღვიძრავ ენასა,

ვადიდებ ღმერთსა ზენასა;

ვიწყო მე გალობა,

მიყოს მან წყალობა.

მან ქმნა ვაჟ-ქალობა,

მისცა ტრფიალობა.

 

2

 

მე ჩემს საყვარელს შამყაროს,

არ შემაძულოს, მაყვაროს.

მაქვს ტრფიალთ წილდება,

მწვავს სახმილთ კიდება;

ამისთვის მინდება

ქება და დიდება.

 

3

 

დავით თქვა ღვთისა ქებანი,

უკრა ქნარ-წინწილ-ებანი,

ღვთისავე ნებითა

კარგისა მცნებითა

იპოვა ძებნითა!

ადიდა ებნითა!

 

4

 

ათძალს ალყანი აუბნა,

უკრა, ღვთის ქება აუბნა;

ორღანოს დაბერა,

ქნარზედა დამღერა,

ფსალმუნი აღწერა,

ღმერთს გული აჯერა.

 

5

 

აქებდა ღმერთსა ცათაგან,

ყოველთა მისთა ძალთაგან,

იროკა, ისამა,

საბაოთ იწამა,

მამის და ძისამა

და სულის თქმისამა.

 

6

 

სთნდა ღმერთსა ქნართა ხმობანი,

დავითის კარგი ყმობანი.

წინასწრ თქმულია,

ყურითა სმულია,

ვითარ აღთქმულია,

ძედ სახელ რქმულია.

 

7

 

მოსცა ძე ბრძენი, ჭკვიანი.

შეიქნა მეფე სვიანი.

ქალწულსა ახარა,

ძედ მუცლად სახა რა,

მადლითა დაფარა;

ყრმა იშვა პატარა.

 

8

 

"დიდება მაღალთა შინა

ღმერთსა" - გალობდენ მაშინა.

ზეგარდმო თხრობილი,

ქვეყნადა შობილი,

კაცთა ძედ მკობილი,

ღმერთადა ცნობილი.

 

9

 

იესო ქრისტე სახელად

ეწოდა დასაძახებლად, -

გამოჩნდა მხსნელია,

განათლდა ბნელია!

სახმილი ნელია,

აღარა ძნელია!

 

10

 

ხმა გვესმა გასახარელი:

მოგვეცა ძე საყვარელი!

აწ ერნო იხარეთ,

სიბრძნენი იხმარეთ,

რაც მოგცათ, იკმარეთ

ეს ნუ გაიკმარეთ.

 

11

 

ძედ სიტყვა ღვთისა მოვლინდა;

კაცთა ძედ ქვეყნადა ვლიდა:

სნეულთა ულხენდა,

ბრმათა თვალს უხელდა,

მკვდართა აღუდგენდა,

წყალს ღვინოდ უქცევდა.

 

12

 

ვერ იცნეს, ვეცხლზედ გაყიდეს,

ზურგზედა ჯვარი აჰკიდეს,

გალანძღეს, გაკიცხეს,

თვალ-აკრულს თავში სცეს:

ვინ გცაო? - მას კითხეს,

მათ სისხლი თავს იცხეს.

 

13

 

საჯეს, ბრალეულ გახადეს:

ტანისამოსი გახადეს.

უბრალო დასაჯეს,

გოლგოთას ჯვარს აცვეს,

ეკალი თავს ადგეს,

ნაღველი მას ასვეს.

 

14

 

უგმირეს გვერდსა ლახვარი,

გამოხდა სისხლი და წყალი.

შეიქნა მშობელი

თვალ-ცრემლ-უშრობელი,

გულითა მლმობელი,

ლახვართა მსობელი.

 

15

 

დაჯდა სატყებრად, გოდებად,

თავთა ხლად ხე-ქვა-ლოდებად,

გულსა სახმილის მოდებად,

შესაბრალ-შესაცოდებლად.

ვაი, რა შესაზარია

მისი მოთქმა და ზარია!

გოდება ანუ არია,

მთქმელთათვის ყველა მწარია!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ