მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6211 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იყო და არა იყო რა, იყო ქალი და კაცი.

- დედიკო და მამიკო? - ჩაერია დაჩი.

- არა, - გაჯავრდა ბაჩო, - ჯერ კიდევ არ იყო დედა და მამა. იყო, უბრალოდ, კაცი და ქალი. კაცი წავიდოდა სანადიროდ, მოიტანდა ნანადირევს, ქალი მწვადებს ააშიშხინებდა, დასხდებოდნენ, მიირთმევდნენ, იცინოდნენ.

ზოგჯერ არც კი იყო სასაცილო და მაინც იცინოდნენ. ერთ დღეს ხომ ვერ გაათავებდნენ ამდენ ნანადირევს, მეორე დღესაც ჭამდნენ. მერე საქმე არაფერი ჰქონდათ, დასხდებოდნენ და მხიარულობდნენ.

ერთხელ ისინი წყლის პირას ისხდნენ. სად იყო და სად არა, წყლიდან ეშმაკი ამოვიდა. ეშმაკი არც ისე საშიში იყო, როგორც ხატავენ. მშვენიერი, ხბოსავით ლამაზი რქები ჰქონდა და კუდიც ისე კოხტად აპრეხილი, რომ ქალმა და კაცმა იცინეს და იცინეს.

- რა გაცინებთ? - ეშმაკის უბედურება ისაა, რომ ნერვები ეშლება, როცა ადამიანები მხიარულობენ.

- გასკდი გულზე! - გადაიკისკისა ქალმა, - გვეცინება და ვიცინით.

- წყალში ჩაიხედეთ, დაინახავთ, რა გელით და, აბა, მერეც იცინეთ.

ქალი და კაცი ნაპირზე დაწვნენ და წყალს ჩააჩერდნენ. კარგა ხანს უყურეს თავიანთ თავს, მერე ქალმა წამოიძახა:

- ვაიმე, ეს რა მემართება, ვხედავ, რომ ვიცვლები.

- აი, მეც ვხედავ, რომ თმები მითხელდება.

- მე კი თეთრი გამერია, თვალებთან ნაოჭები გამიჩნდა. არ შემიძლია ამის ყურება! - წამოიკივლა ქალმა, მდინარეში ბელტი ჩააგდო, წყალი აიტალღა და აიმღვრა.

- რატომ ჩააგდე ბელტი! - გაჯავრდა კაცი.

- იმიტომ ჩავაგდე, რომ მინდა სულ ასეთი ლამაზი ვიყო.

- სულ ასე ლამაზი არ იქნები! - აყვირდა კაცი.

ქალი ძალიან გაბრაზდა და გაკაპასდა:

- შენ ეგ თმა სულ გაგცვივა, მუხლებში ძალა გამოგელევა, ვეღარ ინადირებ, წყლის მოტანაც კი არ შეგეძლება.

ამის შემდეგ ისინი ისე დაჯავრიანდნენ, აღარც იცინოდნენ და სულ ფიქრობდნენ, რა ექნათ ისეთი, რომ არ დაბერებულიყვნენ.

ერთხელ კაცმა ორი იმდენი ნანადირევი მოიტანა, რაც უწინ მოჰქონდა და ქალს უთხრა:

- ხვალაც უნდა წავიდე სანადიროდ.

- ხვალ კი არა, ამდენ ნანადირევს ერთ კვირასაც ვერ გავათავებთ.

- არა, - თქვა კაცმა, - მარტო ის დახარჯე, რაც დღეს გვეყოფა, დანარჩენი შეწვი, შეინახე. ხვალაც მოვიტან ამდენივეს, მონარჩენი ისევ შეინახე. მერე კიდევ და კიდევ. როცა დავბერდებით და ნადირობა არ შემეძლება, იქნებ ჭამა მაინც მოვახერხოთ.

კაცი ყოველდღე დადიოდა სანადიროდ, მოჰქონდა ბევრი ნანადირევი, რაც რჩებოდა წვავდნენ, ინახავდნენ და მხიარულობდნენ.

ერთ დღეს სად იყო და სად არა, ისევ მოვიდა ეშმაკი.

- არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! - შამფურს ხელი წამოავლო ქალმა. ეშმაკს შეეშინდა, მაგრამ მწვადებზე სულის შებერვა მაინც მოასწრო და მოუსვა. მწვადები მაშინვე გაფუჭდა, დაობდა და მთლად ააყროლა იქაურობა. რა ჯანი იყო, გადაყარეს და კიდევ უფრო დაჯავრიანდნენ.

ერთხელ კაცმა ისევ თქვა:

- მოდი, წყალი მაინც მოვიმარაგოთ, შიმშილი შიმშილია, მწყურვალი მაინც არ დავიხოცოთ.

კაცმა გააკეთა თიხის კოკები, ქვევრები, კასრები, ზიდეს და ზიდეს წყალი. მთლად აავსეს ჭურჭლები. მაგრამ ერთ დღეს ნამარაგი წყალი აბუყბუყდა, ქალმა მუგუზალს ხელი წამოავლო და ესროლა, მაგრამ წყალმა მუგუზალი ჩააქრო და ეშმაკმა თავს უშველა.

ამის შემდეგ წყალიც კი აყროლდა. ქალმა თქვა: ამ წყლის დალევას წყურვილით სიკვდილი სჯობია. გადაღვარეს გაფუჭებული წყალი, დასხდნენ და დაიწყეს თავში ხელის ცემა.

ეშმაკს ქალის ისე ეშინოდა, ახლომახლო გამოჩენას ვერ ბედავდა.

ერთხელ კაცი სანადიროდ წავიდა, ჯიხვი მოკლა და როცა შინისკენ გამოსწია, წინ ეშმაკი შემოეყარა:

- მებრალები, რაც არ უნდა იყოს, მაინც კაცი ხარ.

- მერე, მიშველე რამე, ლამის დარდმა შემჭამოს.

- გიშველი, მხოლოდ იცოდე, ქალს არ ასწავლო, - გააფრთხილა ეშმაკმა, - აჰყევი ამ ხეზე შემოხვეულ ვენახს, დაკრიფე ყურძნის მტევნები, ჩაყარე ორმოში და ფეხით დაჭყლიტე.

- ორმოში არ ჩავყრი, - იუარა კაცმა. იქვე წაქცეული ფუღუროიანი ხე ოპოვა, ამორეცხა და ჩაყარა. მერე ქალამნები გაიძრო, ფეხები საგულდაგულოდ დაიბანა და ყურძენი დაჭყლიტა.

ეშმაკმა ფუღუროში ჩაუბერა. წვენი აბუყბუყდა, ადუღდა. ეშმაკმა ჯიხვს რქა წააძრო, აუვსო კაცს და დაალევინა. კაცი მაშინვე გამხიარულდა, გააძრო ჯიხვს ტყავი, ჩაასხა შიგ ღვინო, ხორცი იქვე დატოვა და სახლში სიმღერ-სიმღერით წაიღო.

როცა ქალი გამოეგება, მონადირემ სიცილი ატეხა.

- ნეტა, რა ამღერებს და აცინებს?! - გაუკვირდა ქალს.

- დავივიწყე! - ისევ აიტეხა ხარხარი კაცმა.

- რა დაივიწყე?! - გაუკვირდა ქალს.

- რომ უნდა დავბერდეთ.

- როგორ შეიძლება ამის დავიწყება!

- რა ვიცი... მე სულ დავივიწყე და კარგ ხასიათზეც ვარ, - ზურგზე მოკიდებული ჯიხვის ტყავიდან ღვინო ყანწში ჩაასხა და ისევ დალია.

- კი მაგრამ, ხორცი რა უყავი?

- დამავიწყდა!

- აბა, რა უნდა ვჭამოთ?

- მე რა ვიცი, რა უნდა ვჭამოთ! - აყაყანდა მონადირე.

კაცს დაბერებაზე რომ არ ეფიქრა, ნადირობის მაგიერ ტყეში ყურძენს კრეფდა, ჭყლეტდა და სვამდა. ქალმა მაშინ ხომ არ იცოდა ღვინის სმა, აღარც ხორცი ჰქონდა. კრეფდა ბალახს, აკეთებდა მხალს, ჭამდა და, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კიდევ უფრო დაჯავრიანდა. იფიქრა, დიდხანს იფიქრა და ერთ დღეს ტყიდან დაბრუნებულ ქმარს ისიც გაცინებული დახვდა.

კაცი მთვრალი იყო, მაგრამ მაინც გაუკვირდა:

- რა ხანია გაცინებული არ მინახიხარ, რა მოხდა?!

- გათავდა, ჩემ დაბერებაზე აღარ ვიდარდებ.

- შენ ჰო, დაბერებას დარდობდი, - გაახსენდა კაცს.

- აწი აღარ ვიდარდებ. შენც დაანებე ღვინის სმას თავი. ჩვენ აღარ დავბერდებით! - ისევ გაიცინა ქალმა და საწოლთან მიდგმულ აკვანს საბანი გადახადა.

- ეს რაა?! - იკითხა მონადირემ.

- შვილი გავაჩინე.

- შვილი რაა?! - გაიოცა კაცმა, რადგან იგი ბოლო დროს სულ მთვრალი იყო და არც კი ფიქრობდა. სამაგიეროდ ქალმა იმდენი იფიქრა, რომ ძალიან კარგად იცოდა.

- შენ რომ დაბერდები, ეს იქნება მონადირე.

- ეს სულ პატარაა, - თქვა კაცმა.

- პატარაა, მაგრამ გაიზრდება და ჩვენ გვემგვანება.

- მე და შენ ერთმანეთს სულ არ ვგავართ, - თქვა კაცმა, - მე შავი თმა მაქვს, შენ - ჩალისფერი.

- შვილს წაბლისფერი თმა ექნება.

- მე ნადირობა ვიცი, შენ - მწვადის შეწვა.

-- შვილს ნადირობაც ეცოდინება და მწვადის შეწვაც.

- შენ მოწყენილი ხარ, მე კი - მხიარული.

- მას დარდიც ეცოდინება და სიცილიც.

- ეს რომ გაიზრდება, ჩვენ ბებრები ვიქნებით და, ვაითუ, დაგვჯაბნოს და აბუჩად აგვიგდოს.

- ვასწავლოთ, რომ სიყვარულით მოგვექცეს.

- ბატონო დაგვიძახოს.

- არა, კიდევ უფრო უკეთესი, დედა და მამა დაგვიძახოს.

- დედა რა კაცის საქმეა, მე მამა დამიძახოს.

- მე დედას დამიძახებს, - გაუხარდა ქალს.

- კი მაგრამ, თვითონ რა ერქმევა?

- კაცი, კაცი ერქმევა.

უკვე სულ გამოფხიზლებული იყო მონადირე, მაგრამ მაინც გაეცინა.

მართლაც ასე მოხდა: შვილი რომ გაიზარდა, კაცს მამას ეძახდა, ქალს - დედას და დედასაც ჰგავდა და მამასაც, ნადირობაც იცოდა და მწვადის შეწვაც, სიცილიც იცოდა და დარდიც.

- რა ქენი, არ დაიძინე? - ჰკითხა ბაჩომ დაჩის.

დაჩის ხმა არ გაუღია.

ბაჩო უხმაუროდ გავიდა ოთახიდან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ