წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 6453 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

საქმიანი რიტორიკარიტორიკა (rhētorikē) – ბერძნულიდან ითარგმნება როგორც მჭევრმეტყველების თეორია. იგი ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს: ფორმალურ ლოგიკას, ფილოლოგიას და სოციალურ ფსიქოლოგიას.

საქმიანი რიტორიკა საერთო რიტორიკის საყრდენი მიმართულებაა, რომელიც ორიენტირებულია აღჭურვოს საქმიანი ადამიანები სიტყვებთან სწორი ურთიერთობის წესებით და მისი ტექნოლოგიური გამოყენებით.

საქმიანი რიტორიკა, უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტორების გათვალისწინებაა, რაც არსებით გავლენას ახდენს კომუნიკაციურ ურთიერთობებზე.

პირველი ასეთი ფაქტორია აუდიტორიის შემადგენლობის გათვალისწინება, ანუ ის, რაც ახასიათებს აუდიტორიის კულტურულ–საგანმანათლებლო, ნაციონალურ, ასაკობრივ და პროფესიონალურ თავისებურებებს.

მეორე ფაქტორი ითვალისწინებს თავად აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შინაარსსა და ხასიათს. აქ დაუშვებელია ავტორიტარული ტონი, არააპელაციური გამოთქმები. აუცილებელია აუდიტორიის მიმართ ნდობის გამოხატვა და მეტი ნდობის მოპოვებისთვის, გამოსვლის პროცესში მათგან რჩევების მიღებაც კი.

მესამე ფაქტორი ითვალისწინებს მომხსენებლის პირადული და საქმიანი თვისებების ობიექტურ თვითშეფასებას და იმ საკითხებში კომპეტენტურობას, რა საკითხებითაც იგი გამოდის ხალხის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საკუთარი მომზადების დონის არც გადაჭარბებული შეფასება და არც დაკნინება.

პირობითად გამოყოფენ კომუნიკაციური ურთიერთობის შემდეგ ფორმებს:

მენტორული - დამმოძღვრელი, ჭკუის დამრიგებლური;

ზეშთაგონებული - ამაღლებული, რომელიც ნერგავს მსმენელში საკუთარი სულიერი ძალებისა პიროვნული ღირსებების რწმენას;

კონფრონტაციული - იწვევს მსმენელში შეპასუხების, შეწინააღმდეგების სურვილს;

ინფორმაციული - ორიეტირებულია გადასცეს მსმენელს გარკვეული სახის ცნობები, აღადგინოს მათ მეხსიერებაში გარკვეული სახის ინფორმაცია;

საქმიანი რიტორიკასაქმიანი ადამიანები უნდა ეცადნონ ურთიერთობის დროს თავი აარიდონ მენტორულ ტონს, აგრეთვე უნდა ერიდნონ, რომ  პროფესიონალური წარმატებებიდან გამომდინარე, არ გამოერიოთ ინტონაციაში ჭკუის დამრიგებლური ნოტები.

არავითარი პოზები, არავითარი ინტელექტუალური აღმატებულების გამოვლენა სხვა ადამიანებზე და გადმოცემულ ინფორმაციებზე მათი რეაქციების იგნორირება.

ურთიერთობის „ინფორმაციული მანერა“  საქმიან ადამიანებში დიდი წარმატებით არ სარგებლობს, ისინი ყველაზე ხშირად „ზეშთაგონებულ მანერას“ იყენებენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში  „კონფრონტაციული მანერის“ გამოყენებაც უწევთ (ჩვეულებრივ, ამ მეთოდს იყენებენ როგორც ადამიანთა ყურადღების აქტივიზაციის ხერხს, რათა მოხდეს მათი ჩაბმა პრობლემებზე მსჯელობაში).

საქმიან რიტორიკაში გამოიყენება სიტყვიერი ზემოქმედების შემდეგი ფსიქოლოგიურ–დიდაქტიკური პრინციპები: 

მისაწვდომობა;

ასოციაციურობა;

ექსპრესიულობა;

ინტენსიურობა;

საქმიანი რიტორიკამისაწვდომობის პრინციპის გამოყენების დროს, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მსმენელთა კულტურულ–საგანმანათლებლო დონე, მათი ცხოვრებისეული და საწარმოო გამოცდილება.

არასოდეს შეიძლება იმის დავიწყება, რომ ბევრ ადამიანს უნდა იმის მოსმენა, რისი მოსმენაც სურს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული თითოეული აუდიტორიის ემოციონალურ–ფსიქოლოგიურ განშრევებაზე.

მისაწვდომობის ასამაღლებლად, საკმაოდ ეფექტურია მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს ნაკლებადცნობილი ინფორმაციის გახმოვანებაში (სიახლე და ორიგინალურობა), ასევე სხვადასხვა ხასიათის ცნობებისა და მათი უტყუარობის შეთავსებაში.

ასოციაციურობის პრინციპი დაკავშირებულია მსმენელებში მორალური თანაგრძნობისა და განსჯის სურვილის გამოწვევასთან, რაც მიიღწევა მათ ემოციონალურ და რაციონალურ მეხსიერებაზე ზემოქმედებით.

შესაბამისი ასოციაციების გამოსაწვევად გამოიყენება ისეთი ხერხები, როგორიცაა: ანალოგია, პრეცედენტის მაგალითები და ხატოვანი გამოთქმები.

ექსპრესიულობა გამოიხატება გამომსვლელის ემოციურად დატვირთულ სიტყვაში, მის მიმიკაში, ჟესტებსა და პოზაში, რაც გამოიხატება საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში.

ექსპრესიულობის კონკრეტული ფორმებია: ენერგიულობა, გულწრფელი სიხარული ან მწუხარება, თანაგრძნობა.

ინტენსიურობას  განსაზღვრავს გამომსვლელის მიერ ინფორმაციის გადმოცემის ტემპი.

სხვადასხვა სახის ინფორმაცია და სხვადასხვა ტიპის ადამიანები, საჭიროებენ სიტყვის გადმოცემისა და ათვისების დიფერენცირებულ ტემპს.

ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ტემპერამენტი, მათი მომზადების დონე და კონკრეტული სახის ინფორმაციის აღქმის უნარი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია: გამომსვლელის შესაძლებლობა, მოახერხოს აუდიტორის განწყობაზე ორიენტირება, აუდიტორიის შესაძლებლობა, იმუშავოს განსაზღვრულ საინფორმაციო კლიშეებთან, გამომსვლელის უნარი, შესთავაზოს აუდიტორიას ინფორმაციის ათვისებისთვის  აუცილებელი სიჩქარის რეჟიმი.

 
 
 

უკან

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —