მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 777 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

უოლტერ დამროში და ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ორატორის, თავის დროზე პრეზიდენტობის კანდიტატის ჯეიმს ჯ. ბლეინის ქალიშვილი ერთხელ შეხვედრის შემდეგ დაქორწინდნენ. მათ შოტლანდიაში, ენდრიუ კარნეგის სახლში გაიცნეს ერთმანეთი. 

მათი ოჯახური ცხოვრება ბედნიერად წარიმართა. რატომ? ვითომ მართლა ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი?

„მეუღლის არჩევისას სიყვარულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდგომი დამოკიდებულება, - ამბობს მისის დამროში. ახალგაზრდა ცოლები ისეთივე თავაზიანობას უნდა იჩენდნენ ქმრებთან, როგორც უცხოებთან. ჭირვეულ ქალებს ყოველთვის გაურბის ქმარი“.

უხეშობა არის ის სენი, რომელიც სპობს სიყვარულს. ცოდნით ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, თითქოს არ იცოდნენ. ემოციების მოთოკვით თავს არ იწუხებენ.

თქვენთვის, ალბათ, წარმოუდგენელია, ვინმე გარეშე ადამიანს სიტყვა გააწყვეტინოთ და უთხრათ: „ოჰ, ღმერთო ჩემო, მერამდენედ უნდა მიამბოთ ეს წვერებიანი ისტორია", აზრადაც არ მოგვივა გავხსნათ ამხანაგის ან თანამშრომლის სახელზე მოსული წერილი ან ამანათი, ცხვირი ჩავყოთ სხვის პირად საიდუმლოებაში. მაგრამ შინაურებს, ჩვენთვის უახლოეს და ძვირფას ადამიანებს არ ვინდობთ, სიტყვასაც ხშირად ვაწყვეტინებთ და ზოგჯერ შეურაცხვყოფთ კიდეც უბრალო თავშეუკავებლობის გამო.

მინდა ისევ დოროთი დიქსის სიტყვები შეგახსენოთ „საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ოჯახის წევრ გვეუბნება უსიამოვნო, შეურაცხმყოფელ და გულსატკენ სიტყვებს“.

ჰენრი კლეი რიზნერი ამტკიცებს: „თავაზიანობა სული თვისებაა, რომლის გამოც ვერ ამჩნევენ დამტვრეულ მესერს, მაგრამ კარგად ხედავენ მესერს მიღმა გაშლილ ყვავილებს"

ცნობილი მწერალი ოლივერ უენდელ ჰოლმსი, იმდენად თავშეკავებული და თავაზიანი გახლდათ, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო, ცდილობდა დაეფარა და თავისი მელანქოლია ოჯახის წევრებისათვის არ გადაედო. მისთვის საკმარისი იყო ასეთი მდგომარეობა და სხვებს აღარ იმეტებდა ტანჯვისათვის.

დიახ, ასე იქცეოდა ოლივერ უენდელ ჰოლმსი. მაგრ ჩვეულებრივი ადამიანი რას შვრება? ვთქვათ, სამსახურში რაღაც საქმეს თავს ვერ დაადგამს, უფროსის შენიშვნას დაიმსახურებს, თავი ასტკივდება თუ მატარებელზე დააგვიანდება, ერთი სული აქვს როდის მივა შინ და ყველას ჯავრს ოჯახის წევრებზე იყრის.

ჰოლანდიაში სახლის წინ სტოვებენ ფეხსაცმელებს. გეფიცებით, კარგი იქნებოდა, მათთვის მიგვებაძა და მთელი დღის საზრუნავი ზღურბლსგარეთ დაგვეტოვებინა.

ქალისათვის მუდამ გაუგებარი დარჩება, მამაკაცი იმდენსავე ძალასა და ენერგიას რატომ არ ახმარს საოჯახო ცხოვრების მოწესრიგებას, რამდენსაც - საქმესა და პროფესიაში წარმატებას.

 

ყველა კაცმა იცის, რომ ცოლს ერთი ქათინაურით ყველაფერს გააკეთებინებს. ისიც, რომ რამდენიმე ქების სიტყვა მის მომჭირნეობაზე, ქალს მართლა ყაირათიან დიასახლისად აქცევს. ყველა კაცმა იცის, რომ საკმარისია ცოლს უთხრას შარშანდელი კაბა ძალიან გიხდებაო და ქალი იშ კაბას უკანასკნელი პარიზული მოდის კაბაში არ გაცვლის.

ყველა ცოლმა იცის, რომ ყოველივე ამას თვითონ კარნახობს ქმარს, თვითონ აგებინებს როგორ მოიქცეს მიზნის მისაღწევად. მაგრამ ვერც ქალი იგებს რა სწყინს მის ქმარს და ქმარსაც ცოლის კაპრიზების შესრულება ურჩევ ნია ერთი უბრალო ქათინაურის თქმას.

მაშ ასე, თუ გსურთ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, მისდიეთ შემდეგ, მეექვსე წესს:


იყავით თავაზიანი!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ